ალ-ბაქარა · 284/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
لِّلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَإِن تُبْدُوا مَا فِي أَنفُسِكُمْ أَوْ تُخْفُوهُ يُحَاسِبْكُم بِهِ اللَّهُ ۖ فَيَغْفِرُ لِمَن يَشَاءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ ۝٢٨٤
Lillaahi maa fissamaawaati wa maa fil ard; wa in tubdoo maa feee anfusikum aw tukhfoohu yuhaasibkum bihil laa; fayaghfiru li mai yashaaa`u wa yu`azzibu mai yashaaa u;wallaahu `alaa kulli shai in qadeer
📖 ქართული მნიშვნელობა
მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის ყოველივე, რაც ცაშია და ყოველივე, რაც მიწაზეა. თუ გამოავლენთ იმას, რაც თქვენს გულებშია (საქმითა და სიტყვით), ან დამალავთ მას, ალლაჰი მაინც მოგკითხავთ ამის შესახებ. და ის აპატიებს იმას, ვისაც ინებებს, და დასჯის იმას, ვისაც ინებებს, რადგან ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყოველივეზე.
🎧 მოსმენა

📜 აია 282-286 — ალ-ბაქარა

282يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا إِذَا تَدَايَنتُم بِدَيْنٍ إِلَىٰ أَجَلٍ مُّسَمًّى فَاكْتُبُوهُ ۚ وَلْيَكْتُب بَّيْنَكُمْ كَاتِبٌ بِالْعَدْلِ ۚ وَلَا يَأْبَ كَاتِبٌ أَن يَكْتُبَ كَمَا عَلَّمَهُ اللَّهُ ۚ فَلْيَكْتُبْ وَلْيُمْلِلِ الَّذِي عَلَيْهِ الْحَقُّ وَلْيَتَّقِ اللَّهَ رَبَّهُ وَلَا يَبْخَسْ مِنْهُ شَيْئًا ۚ فَإِن كَانَ الَّذِي عَلَيْهِ الْحَقُّ سَفِيهًا أَوْ ضَعِيفًا أَوْ لَا يَسْتَطِيعُ أَن يُمِلَّ هُوَ فَلْيُمْلِلْ وَلِيُّهُ بِالْعَدْلِ ۚ وَاسْتَشْهِدُوا شَهِيدَيْنِ مِن رِّجَالِكُمْ ۖ فَإِن لَّمْ يَكُونَا رَجُلَيْنِ فَرَجُلٌ وَامْرَأَتَانِ مِمَّن تَرْضَوْنَ مِنَ الشُّهَدَاءِ أَن تَضِلَّ إِحْدَاهُمَا فَتُذَكِّرَ إِحْدَاهُمَا الْأُخْرَىٰ ۚ وَلَا يَأْبَ الشُّهَدَاءُ إِذَا مَا دُعُوا ۚ وَلَا تَسْأَمُوا أَن تَكْتُبُوهُ صَغِيرًا أَوْ كَبِيرًا إِلَىٰ أَجَلِهِ ۚ ذَٰلِكُمْ أَقْسَطُ عِندَ اللَّهِ وَأَقْوَمُ لِلشَّهَادَةِ وَأَدْنَىٰ أَلَّا تَرْتَابُوا ۖ إِلَّا أَن تَكُونَ تِجَارَةً حَاضِرَةً تُدِيرُونَهَا بَيْنَكُمْ فَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَلَّا تَكْتُبُوهَا ۗ وَأَشْهِدُوا إِذَا تَبَايَعْتُمْ ۚ وَلَا يُضَارَّ كَاتِبٌ وَلَا شَهِيدٌ ۚ وَإِن تَفْعَلُوا فَإِنَّهُ فُسُوقٌ بِكُمْ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ وَيُعَلِّمُكُمُ اللَّهُ ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეს! როცა ერთმანეთს სესხად აძლევთ (ქონებას) განსაზღვრული ვადით, ჩაიწერეთ იგი. და დაე, დაწეროს თქვენს შორის (ამ საქმეში) მწერალმა სამართლიანად. და ნუ იტყვის უარს მწერალი (როცა ამას სთხოვენ) წერაზე, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. დაე, მან დაწეროს. და დაე, უკარნახოს ის, ვისზეც არის ვალდებულება (ვალის გადახდის). და დაე, მას (ვინც სესხს იღებს) ეშინოდეს თავისი უფლის და ნუ მოაკლებს ვალიდან არაფერს. ხოლო თუ ის, ვისზეც არის ვალდებულება (ვალის გადახდა), არის უგუნური (შეპყრობილი ან გონებრივად სუსტი), ან სუსტია (გონებრივად ან ფიზიკურად — მაგალითად, სრულწლოვანებას არ მიუღწევია), ან თვითონ ვერ კარნახობს (მუნჯია ან მსგავსი მდგომარეობის მქონე), მაშინ დაე, უკარნახოს მისმა მეურვემ ნაგებს (მაგალითად, მამა, ბაბუა, ძმა, დედა და სხვები) სამართლიანად. და აიყვანეთ (ამ ხელშეკრულებაზე) მოწმეებად ორი კაცი თქვენგან (მორწმუნეთაგან). ხოლო თუ ორი კაცი ვერ მოიძებნა, მაშინ — ერთი კაცი და ორი ქალი მათგან, ვისზეც თქვენ (მორწმუნენი) თანახმა ხართ მოწმეებად, რათა თუ ერთს (მოწმე ქალს) დაავიწყდება ან შეეშლება, მეორემ შეახსენოს მას. და ნუ იტყვიან უარს მოწმეები, როცა მათ მოუწოდებენ. და ნუ მოგბეზრდებათ მისი (ვალის) ჩაწერა მცირე იყოს იგი თუ დიდი (თანხის ოდენობის მიუხედავად) — მის განსაზღვრულ ვადამდე. ეს თქვენთვის უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე, უფრო სწორი და მტკიცე საფუძველია მოწმობისთვის, და უფრო ახლოა იმისთვის, რომ არ შეგეპაროთ ეჭვი. თუ კი საქმე ეხება მიმდინარე (იმავე მომენტში შესრულებულ) ვაჭრობას — ყიდვა-გაყიდვას, რომელსაც თქვენ ერთმანეთში ახორციელებთ — მაშინ თქვენზე არ იქნება ცოდვა, თუ მას არ ჩაწერთ. და აიყვანეთ მოწმეები, როცა ერთმანეთში სავაჭრო გარიგებებს დებთ. და არ უნდა მიეყენოს ზიანი არც მწერალს და არც მოწმეს. ხოლო თუ ამას გააკეთებთ, მაშინ ეს იქნება თქვენი ურჩობა (ალლაჰისადმი). გეშინოდეთ ალლაჰის! და ალლაჰი გასწავლით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
283۞ وَإِن كُنتُمْ عَلَىٰ سَفَرٍ وَلَمْ تَجِدُوا كَاتِبًا فَرِهَانٌ مَّقْبُوضَةٌ ۖ فَإِنْ أَمِنَ بَعْضُكُم بَعْضًا فَلْيُؤَدِّ الَّذِي اؤْتُمِنَ أَمَانَتَهُ وَلْيَتَّقِ اللَّهَ رَبَّهُ ۗ وَلَا تَكْتُمُوا الشَّهَادَةَ ۚ وَمَن يَكْتُمْهَا فَإِنَّهُ آثِمٌ قَلْبُهُ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ عَلِيمٌ
۞ ხოლო თუ გზაში ხართ და ვერ პოულობთ მწერალს, მაშინ (მოვალესგან) უნდა იქნას აღებული გირაო (რომელიც გადაეცემა კრედიტორს ვალის გადახდის გარანტიად). ხოლო თუ ერთ-ერთი თქვენგანი ენდობა მეორეს, მაშინ (არ იქნება ცოდვა, თუ ვალი არ ჩაიწერება, არ მოიწვევენ მოწმეებს და არც იქნება გირაო; ასეთ შემთხვევაში ვალი რჩება მოვალის პასუხისმგებლობაზე) და დაე, დააბრუნოს მან, ვისაც მინდობილი აქვს, მინდობილი (ის, რაც სესხად აიღო), და დაე, ეშინოდეს ალლაჰის! თავისი უფლის! და ნუ დამალავთ მოწმობას. ხოლო ვინც დამალავს მას (მოწმობას), ის არის ის, ვისი გულიც ცოდვილია. და ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც აკეთებთ.
284لِّلَّهِ مَا فِي السَّمَاوَاتِ وَمَا فِي الْأَرْضِ ۗ وَإِن تُبْدُوا مَا فِي أَنفُسِكُمْ أَوْ تُخْفُوهُ يُحَاسِبْكُم بِهِ اللَّهُ ۖ فَيَغْفِرُ لِمَن يَشَاءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَاءُ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის ყოველივე, რაც ცაშია და ყოველივე, რაც მიწაზეა. თუ გამოავლენთ იმას, რაც თქვენს გულებშია (საქმითა და სიტყვით), ან დამალავთ მას, ალლაჰი მაინც მოგკითხავთ ამის შესახებ. და ის აპატიებს იმას, ვისაც ინებებს, და დასჯის იმას, ვისაც ინებებს, რადგან ალლაჰი ყოვლისშემძლეა ყოველივეზე.
285آمَنَ الرَّسُولُ بِمَا أُنزِلَ إِلَيْهِ مِن رَّبِّهِ وَالْمُؤْمِنُونَ ۚ كُلٌّ آمَنَ بِاللَّهِ وَمَلَائِكَتِهِ وَكُتُبِهِ وَرُسُلِهِ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِّن رُّسُلِهِ ۚ وَقَالُوا سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ غُفْرَانَكَ رَبَّنَا وَإِلَيْكَ الْمَصِيرُ
ირწმუნა მოციქულმა ის, რაც მისი უფლისგან ჩამოეგზავნა მას (ყურანი და სუნნა), და მორწმუნეებმაც (ასევე ირწმუნეს). ყველა მათგანმა ირწმუნა ალლაჰი, მისი ყველა ანგელოზი, მისი ყველა წიგნი და მისი ყველა მოციქული. «ჩვენ არ ვაკეთებთ განსხვავებას მის რომელიმე მოციქულს შორის» (ვირწმუნებთ ყველა მათგანს და ვაღიარებთ მათ ჭეშმარიტებად). და თქვეს მათ — მოციქულმა და მორწმუნეებმა: «ვისმინეთ და დავმორჩილდით! (ვთხოვთ და ვიმედოვნებთ) შენს პატიებას (ჩვენი ცოდვებისთვის), ო, უფალო ჩვენო, და შენთან (ერთადერთთან) არის დაბრუნება!»
286لَا يُكَلِّفُ اللَّهُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۚ لَهَا مَا كَسَبَتْ وَعَلَيْهَا مَا اكْتَسَبَتْ ۗ رَبَّنَا لَا تُؤَاخِذْنَا إِن نَّسِينَا أَوْ أَخْطَأْنَا ۚ رَبَّنَا وَلَا تَحْمِلْ عَلَيْنَا إِصْرًا كَمَا حَمَلْتَهُ عَلَى الَّذِينَ مِن قَبْلِنَا ۚ رَبَّنَا وَلَا تُحَمِّلْنَا مَا لَا طَاقَةَ لَنَا بِهِ ۖ وَاعْفُ عَنَّا وَاغْفِرْ لَنَا وَارْحَمْنَا ۚ أَنتَ مَوْلَانَا فَانصُرْنَا عَلَى الْقَوْمِ الْكَافِرِينَ
ალლაჰი არ აკისრებს არცერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას ძალუძს. მას (სულს) ერგება ის სიკეთე, რაც მოიპოვა, და მის წინააღმდეგ იქნება ის ბოროტება, რაც თავად მოიპოვა. «ო, უფალო ჩვენო! ნუ მოგვთხოვ (ნუ დაგვსჯი), თუ დაგვავიწყდა ან შევცდით. ო, უფალო ჩვენო! ნუ დაგვაკისრებ მძიმე ტვირთს, როგორც დააკისრე მათ, ვინც ჩვენამდე იყვნენ (იუდეველებს, ქრისტიანებს და სხვებს). ო, უფალო ჩვენო! ნუ დაგვაკისრებ იმას, რაც ჩვენს ძალას აღემატება. შეგვინდე, გვაპატიე და მოგვმადლე წყალობა! შენ ხარ ჩვენი მფარველი, მაშ, დაგვეხმარე ურწმუნო ხალხის წინააღმდეგ!»
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
284აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 284

სურა ალ-ბაქარა აია 284 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის ყოველივე, რაც ცაშია და ყოველივე, რაც მიწაზეა.…

სურა აია 284/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 282–286. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers