სურა ალ-მაარიჯი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა ალ-მაარიჯი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (44 აია — مكية). ალ-მაარიჯი მოსმენა, ალ-მაარიჯი თარგმანი, ალ-მაარიჯი mp3, ალ-მაარიჯი pdf.

სურა ალ-მაარიჯი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
سَأَلَ سَائِلٌ بِعَذَابٍ وَاقِعٍ ۝١
📖 თარგმანი აია 1
ითხოვა ერთმა მთხოვნელმა [მრავალღმერთიანმა] გარდაუვალი სასჯელი,
لِّلْكَافِرِينَ لَيْسَ لَهُ دَافِعٌ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
ურწმუნოებზე, (და რომლისთვისაც) არ (იქნება) ამრიდებელი,
مِّنَ اللَّهِ ذِي الْمَعَارِجِ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
ალლაჰისგან, საფეხურების მფლობელისგან.
تَعْرُجُ الْمَلَائِكَةُ وَالرُّوحُ إِلَيْهِ فِي يَوْمٍ كَانَ مِقْدَارُهُ خَمْسِينَ أَلْفَ سَنَةٍ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
ადიან ანგელოზები და სული [ანგელოზი ჯიბრილი] მასთან [ალლაჰთან] (ერთ) დღეში, რომლის ხანგრძლივობა (ამქვეყნიური ცხოვრების საზომით) ორმოცდაათი ათასი წელია .
فَاصْبِرْ صَبْرًا جَمِيلًا ۝٥
📖 თარგმანი აია 5
მაშ, მოითმინე მშვენიერი მოთმინებით!
إِنَّهُمْ يَرَوْنَهُ بَعِيدًا ۝٦
📖 თარგმანი აია 6
ისინი მას [სასჯელს] შორეულად მიიჩნევენ.
وَنَرَاهُ قَرِيبًا ۝٧
📖 თარგმანი აია 7
ხოლო ჩვენ მას ახლოს ვხედავთ.
يَوْمَ تَكُونُ السَّمَاءُ كَالْمُهْلِ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
იმ დღეს, როდესაც ცა გამდნარი ლითონის მსგავსი გახდება,
وَتَكُونُ الْجِبَالُ كَالْعِهْنِ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
და მთები იქნება მატყლის მსგავსნი [დაიშლებიან და მტვრად გადაიქცევიან],
وَلَا يَسْأَلُ حَمِيمٌ حَمِيمًا ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
და არ მოიკითხავს ახლობელი ახლობელს,
يُبَصَّرُونَهُمْ ۚ يَوَدُّ الْمُجْرِمُ لَوْ يَفْتَدِي مِنْ عَذَابِ يَوْمِئِذٍ بِبَنِيهِ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
ერთმანეთს დაანახვებენ. ამბოხებული (ურწმუნო) მოისურვებს, რომ იმ დღის სასჯელისგან თავი გამოისყიდოს თავისი ვაჟებით,
وَصَاحِبَتِهِ وَأَخِيهِ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
და თავისი ცოლით და თავისი ძმით,
وَفَصِيلَتِهِ الَّتِي تُؤْوِيهِ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
და მისი საგვარეულოთი, რომელიც იფარავდა მას.
وَمَن فِي الْأَرْضِ جَمِيعًا ثُمَّ يُنجِيهِ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
და ყველათი, ვინც დედამიწაზეა, რათა თავად გადარჩეს.
كَلَّا ۖ إِنَّهَا لَظَىٰ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
მაგრამ არა ! უეჭველად, იგი [ჯოჯოხეთი] ალმოდებული ცეცხლია,
نَزَّاعَةً لِّلشَّوَىٰ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
რომელიც თავის კანს აძრობს.
تَدْعُو مَنْ أَدْبَرَ وَتَوَلَّىٰ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
ის უხმობს მას, ვინც ზურგი აქცია და განუდგა (ალლაჰისგან).
وَجَمَعَ فَأَوْعَىٰ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
(და) ვინც ქონებას აგროვებდა და ინახავდა (მას) .
۞ إِنَّ الْإِنسَانَ خُلِقَ هَلُوعًا ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
۞ ჭეშმარიტად, ადამიანი შექმნილია მერყევად (არამტკიცედ).
إِذَا مَسَّهُ الشَّرُّ جَزُوعًا ۝٢٠
📖 თარგმანი აია 20
როცა უბედურება ეწევა, მოუთმენელია,
وَإِذَا مَسَّهُ الْخَيْرُ مَنُوعًا ۝٢١
📖 თარგმანი აია 21
ხოლო როდესაც სიკეთე შეეხება, ძუნწია.
إِلَّا الْمُصَلِّينَ ۝٢٢
📖 თარგმანი აია 22
(ასეთია ყველა) გარდა მლოცველებისა,
الَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ دَائِمُونَ ۝٢٣
📖 თარგმანი აია 23
რომელნიც თავიანთ ლოცვაში მუდმივნი არიან (მუდმივად ასრულებენ სავალდებულო ლოცვებს).
وَالَّذِينَ فِي أَمْوَالِهِمْ حَقٌّ مَّعْلُومٌ ۝٢٤
📖 თარგმანი აია 24
და რომელთა ქონებაშიც იყო წილი — [სავალდებულო და ნებაყოფლობითი მოწყალება],
لِّلسَّائِلِ وَالْمَحْرُومِ ۝٢٥
📖 თარგმანი აია 25
მთხოვნელისა და უპოვრისათვის,
وَالَّذِينَ يُصَدِّقُونَ بِيَوْمِ الدِّينِ ۝٢٦
📖 თარგმანი აია 26
და რომელთაც სწამთ სამსჯავროს დღის,
وَالَّذِينَ هُم مِّنْ عَذَابِ رَبِّهِم مُّشْفِقُونَ ۝٢٧
📖 თარგმანი აია 27
და რომელნიც თავიანთი უფლის სასჯელის მოშიშნი არიან.
إِنَّ عَذَابَ رَبِّهِمْ غَيْرُ مَأْمُونٍ ۝٢٨
📖 თარგმანი აია 28
რადგან უეჭველად, მათი უფლის სასჯელი უსაფრთხო არ არის!
وَالَّذِينَ هُمْ لِفُرُوجِهِمْ حَافِظُونَ ۝٢٩
📖 თარგმანი აია 29
და ისინი, ვინც თავიანთ სასირცხვო ორგანოებს იცავენ ,
إِلَّا عَلَىٰ أَزْوَاجِهِمْ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَانُهُمْ فَإِنَّهُمْ غَيْرُ مَلُومِينَ ۝٣٠
📖 თარგმანი აია 30
გარდა თავიანთი ცოლებისა და იმათთან, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა [მხევლებისა], ჭეშმარიტად, ისინი საყვედურს არ იმსახურებენ ,
فَمَنِ ابْتَغَىٰ وَرَاءَ ذَٰلِكَ فَأُولَٰئِكَ هُمُ الْعَادُونَ ۝٣١
📖 თარგმანი აია 31
ხოლო ვინც ამის იქით (ცოლის ან მხევლის იქით) ისწრაფვის, სწორედ ისინი არიან ზღვარგადასულნი.
وَالَّذِينَ هُمْ لِأَمَانَاتِهِمْ وَعَهْدِهِمْ رَاعُونَ ۝٣٢
📖 თარგმანი აია 32
და ისინი, ვინც იცავენ მათთვის ნდობით მიცემულს და (ასრულებენ) თავიანთ აღთქმებს,
وَالَّذِينَ هُم بِشَهَادَاتِهِمْ قَائِمُونَ ۝٣٣
📖 თარგმანი აია 33
და ისინი, ვინც მტკიცედ დგანან თავიანთ მოწმობებში [არ მალავენ მოწმობას],
وَالَّذِينَ هُمْ عَلَىٰ صَلَاتِهِمْ يُحَافِظُونَ ۝٣٤
📖 თარგმანი აია 34
და რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ.
أُولَٰئِكَ فِي جَنَّاتٍ مُّكْرَمُونَ ۝٣٥
📖 თარგმანი აია 35
აი, ისინი სამოთხეებში პატივდებულნი იქნებიან.
فَمَالِ الَّذِينَ كَفَرُوا قِبَلَكَ مُهْطِعِينَ ۝٣٦
📖 თარგმანი აია 36
მაშ, რა უბიძგებს მათ, ვინც ურწმუნოები გახდნენ, რომ შენს წინაშე (ო, მოციქულო) აქეთ-იქით დარბოდნენ [ფუსფუსებდნენ]?
عَنِ الْيَمِينِ وَعَنِ الشِّمَالِ عِزِينَ ۝٣٧
📖 თარგმანი აია 37
მარჯვნიდან და მარცხნიდან, ჯგუფ-ჯგუფად,
أَيَطْمَعُ كُلُّ امْرِئٍ مِّنْهُمْ أَن يُدْخَلَ جَنَّةَ نَعِيمٍ ۝٣٨
📖 თარგმანი აია 38
ნუთუ ყოველ მათგანს სურს, რომ შეყვანილ იქნას ნეტარების სავანეში?
كَلَّا ۖ إِنَّا خَلَقْنَاهُم مِّمَّا يَعْلَمُونَ ۝٣٩
📖 თარგმანი აია 39
არა! უეჭველად, ჩვენ ისინი შევქმენით იმისგან, რაც მათ იციან (წვეთისგან).
فَلَا أُقْسِمُ بِرَبِّ الْمَشَارِقِ وَالْمَغَارِبِ إِنَّا لَقَادِرُونَ ۝٤٠
📖 თარგმანი აია 40
მაგრამ არა! მე (ალლაჰი) ვფიცავ, აღმოსავლეთებისა და დასავლეთების უფალს, რომ ჩვენ უეჭველად ძალგვიძს,
عَلَىٰ أَن نُّبَدِّلَ خَيْرًا مِّنْهُمْ وَمَا نَحْنُ بِمَسْبُوقِينَ ۝٤١
📖 თარგმანი აია 41
რომ შევცვალოთ (ეს მრავალღმერთიანები) მათზე უკეთესებით, და ვერავინ გაგვასწრებს (ამაში).
فَذَرْهُمْ يَخُوضُوا وَيَلْعَبُوا حَتَّىٰ يُلَاقُوا يَوْمَهُمُ الَّذِي يُوعَدُونَ ۝٤٢
📖 თარგმანი აია 42
მაშ, მიატოვე ისინი (ო, მოციქულო) [ეს ურწმუნოები], რათა ჩაეფლონ (თავიანთ ცრუ მტკიცებებში) და გაერთონ (ამქვეყნიურ ცხოვრებაში), ვიდრე არ შეხვდებიან თავიანთ დღეს [სამსჯავროს დღეს], რომელიც მათ აღთქმული აქვთ,
يَوْمَ يَخْرُجُونَ مِنَ الْأَجْدَاثِ سِرَاعًا كَأَنَّهُمْ إِلَىٰ نُصُبٍ يُوفِضُونَ ۝٤٣
📖 თარგმანი აია 43
იმ დღეს, როდესაც ისინი სამარხებიდან გამოვლენ ისეთი სისწრაფით, როგორც ისინი კერპებისკენ მიიჩქაროდნენ,
خَاشِعَةً أَبْصَارُهُمْ تَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌ ۚ ذَٰلِكَ الْيَوْمُ الَّذِي كَانُوا يُوعَدُونَ ۝٤٤
📖 თარგმანი აია 44
(შიშისგან) დახრილი მზერით, მათ მოიცავს (დიდი) დამცირება. ეს იქნება ის დღე, რომელიც მათ აღთქმული ჰქონდათ!
← 69 ალ-მაარიჯი (70/114) 71 →
წაკითხვა სურა ალ-მაარიჯი ქართულად – თარგმანი და აუდიო

70المعارج Al-Ma'arij 📚 44 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers