PDF —
44 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-მაარიჯი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-მაარიჯი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მაარიჯი თარგმანი. სურა ალ-მაარიჯი (Meccan) 44 აია.

← ალ-ჰაქასურა ალ-მაარიჯი ნუჰი →


44 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮮﮯﮰﮱﯓ
70:1 ითხოვა ერთმა მთხოვნელმა [მრავალღმერთიანმა] გარდაუვალი სასჯელი,
ﯔﯕﯖﯗﯘ
70:2 ურწმუნოებზე, (და რომლისთვისაც) არ (იქნება) ამრიდებელი,
ﯙﯚﯛﯜﯝ
70:3 ალლაჰისგან, საფეხურების მფლობელისგან.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
70:4 ადიან ანგელოზები და სული [ანგელოზი ჯიბრილი] მასთან [ალლაჰთან] (ერთ) დღეში, რომლის ხანგრძლივობა (ამქვეყნიური ცხოვრების საზომით) ორმოცდაათი ათასი წელია .
ﯪﯫﯬﯭ
70:5 მაშ, მოითმინე მშვენიერი მოთმინებით!
ﯮﯯﯰﯱ
70:6 ისინი მას [სასჯელს] შორეულად მიიჩნევენ.
ﯲﯳﯴ
70:7 ხოლო ჩვენ მას ახლოს ვხედავთ.
ﯵﯶﯷﯸﯹ
70:8 იმ დღეს, როდესაც ცა გამდნარი ლითონის მსგავსი გახდება,
ﯺﯻﯼﯽ
70:9 და მთები იქნება მატყლის მსგავსნი [დაიშლებიან და მტვრად გადაიქცევიან],
ﯾﯿﰀﰁﰂ
70:10 და არ მოიკითხავს ახლობელი ახლობელს,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
70:11 ერთმანეთს დაანახვებენ. ამბოხებული (ურწმუნო) მოისურვებს, რომ იმ დღის სასჯელისგან თავი გამოისყიდოს თავისი ვაჟებით,
ﭜﭝﭞ
70:12 და თავისი ცოლით და თავისი ძმით,
ﭟﭠﭡﭢ
70:13 და მისი საგვარეულოთი, რომელიც იფარავდა მას.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
70:14 და ყველათი, ვინც დედამიწაზეა, რათა თავად გადარჩეს.
ﭪﭫﭬﭭﭮ
70:15 მაგრამ არა ! უეჭველად, იგი [ჯოჯოხეთი] ალმოდებული ცეცხლია,
ﭯﭰﭱ
70:16 რომელიც თავის კანს აძრობს.
ﭲﭳﭴﭵﭶ
70:17 ის უხმობს მას, ვინც ზურგი აქცია და განუდგა (ალლაჰისგან).
ﭷﭸﭹ
70:18 (და) ვინც ქონებას აგროვებდა და ინახავდა (მას) .
ﭺﭻﭼﭽﭾﭿ
70:19 ۞ ჭეშმარიტად, ადამიანი შექმნილია მერყევად (არამტკიცედ).
ﮀﮁﮂﮃﮄ
70:20 როცა უბედურება ეწევა, მოუთმენელია,
ﮅﮆﮇﮈﮉ
70:21 ხოლო როდესაც სიკეთე შეეხება, ძუნწია.
ﮊﮋﮌ
70:22 (ასეთია ყველა) გარდა მლოცველებისა,
ﮍﮎﮏﮐﮑﮒ
70:23 რომელნიც თავიანთ ლოცვაში მუდმივნი არიან (მუდმივად ასრულებენ სავალდებულო ლოცვებს).
ﮓﮔﮕﮖﮗﮘ
70:24 და რომელთა ქონებაშიც იყო წილი — [სავალდებულო და ნებაყოფლობითი მოწყალება],
ﮙﮚﮛ
70:25 მთხოვნელისა და უპოვრისათვის,
ﮜﮝﮞﮟﮠ
70:26 და რომელთაც სწამთ სამსჯავროს დღის,
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
70:27 და რომელნიც თავიანთი უფლის სასჯელის მოშიშნი არიან.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭ
70:28 რადგან უეჭველად, მათი უფლის სასჯელი უსაფრთხო არ არის!
ﮮﮯﮰﮱﯓ
70:29 და ისინი, ვინც თავიანთ სასირცხვო ორგანოებს იცავენ ,
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
70:30 გარდა თავიანთი ცოლებისა და იმათთან, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა [მხევლებისა], ჭეშმარიტად, ისინი საყვედურს არ იმსახურებენ ,
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
70:31 ხოლო ვინც ამის იქით (ცოლის ან მხევლის იქით) ისწრაფვის, სწორედ ისინი არიან ზღვარგადასულნი.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬ
70:32 და ისინი, ვინც იცავენ მათთვის ნდობით მიცემულს და (ასრულებენ) თავიანთ აღთქმებს,
ﯭﯮﯯﯰﯱ
70:33 და ისინი, ვინც მტკიცედ დგანან თავიანთ მოწმობებში [არ მალავენ მოწმობას],
ﯲﯳﯴﯵﯶﯷ
70:34 და რომელნიც თავიანთ ლოცვებს იცავენ.
ﯸﯹﯺﯻﯼ
70:35 აი, ისინი სამოთხეებში პატივდებულნი იქნებიან.
ﯽﯾﯿﰀﰁﰂ
70:36 მაშ, რა უბიძგებს მათ, ვინც ურწმუნოები გახდნენ, რომ შენს წინაშე (ო, მოციქულო) აქეთ-იქით დარბოდნენ [ფუსფუსებდნენ]?
ﰃﰄﰅﰆﰇﰈ
70:37 მარჯვნიდან და მარცხნიდან, ჯგუფ-ჯგუფად,
ﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
70:38 ნუთუ ყოველ მათგანს სურს, რომ შეყვანილ იქნას ნეტარების სავანეში?
ﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘ
70:39 არა! უეჭველად, ჩვენ ისინი შევქმენით იმისგან, რაც მათ იციან (წვეთისგან).
ﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠ
70:40 მაგრამ არა! მე (ალლაჰი) ვფიცავ, აღმოსავლეთებისა და დასავლეთების უფალს, რომ ჩვენ უეჭველად ძალგვიძს,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
70:41 რომ შევცვალოთ (ეს მრავალღმერთიანები) მათზე უკეთესებით, და ვერავინ გაგვასწრებს (ამაში).
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
70:42 მაშ, მიატოვე ისინი (ო, მოციქულო) [ეს ურწმუნოები], რათა ჩაეფლონ (თავიანთ ცრუ მტკიცებებში) და გაერთონ (ამქვეყნიურ ცხოვრებაში), ვიდრე არ შეხვდებიან თავიანთ დღეს [სამსჯავროს დღეს], რომელიც მათ აღთქმული აქვთ,
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
70:43 იმ დღეს, როდესაც ისინი სამარხებიდან გამოვლენ ისეთი სისწრაფით, როგორც ისინი კერპებისკენ მიიჩქაროდნენ,
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
70:44 (შიშისგან) დახრილი მზერით, მათ მოიცავს (დიდი) დამცირება. ეს იქნება ის დღე, რომელიც მათ აღთქმული ჰქონდათ!

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers