სურა ალ-ჰაქა არაბულად და ქართულად
წაიკითხეთ სურა ალ-ჰაქა სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (52 აია — مكية). ალ-ჰაქა მოსმენა, ალ-ჰაქა თარგმანი, ალ-ჰაქა mp3, ალ-ჰაქა pdf.სურა ალ-ჰაქა წაკითხვა და მოსმენა
🎧 აია
M
Mishary Rashid Alafasy
✓
Mishary Rashid Alafasy
✓
M
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
Mahmoud Khalil Al-Husary
✓
A
Abdurrahman As-Sudais
✓
Abdurrahman As-Sudais
✓
M
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
Mohamed Siddiq Al-Minshawi
✓
A
Abdul Basit Abdul Samad
✓
Abdul Basit Abdul Samad
✓
A
Ali Al-Hudhaify
✓
Ali Al-Hudhaify
✓
A
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
Ahmed ibn Ali al-Ajamy
✓
A
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
Abu Bakr Ash-Shaatree
✓
M
Muhammad Ayyoub
✓
Muhammad Ayyoub
✓
A
Abdullah Basfar
✓
Abdullah Basfar
✓
A
Abdullah Al-Juhani
✓
Abdullah Al-Juhani
✓
M
Maher Al Muaiqly
✓
Maher Al Muaiqly
✓
—
x1
وَمَا أَدْرَاكَ مَا الْحَاقَّةُ ٣
📖 თარგმანი
აია 3
და რა გაგაგებინებს შენ (ო, მოციქულო), რა არის აღსრულებადი?
كَذَّبَتْ ثَمُودُ وَعَادٌ بِالْقَارِعَةِ ٤
📖 თარგმანი
აია 4
სამუდელებმა და ადელებმაც უარყვეს მქუხარე დღე.
فَأَمَّا ثَمُودُ فَأُهْلِكُوا بِالطَّاغِيَةِ ٥
📖 თარგმანი
აია 5
და სამუდელები დაიღუპნენ ზღვარგადასული (მძლავრი) ხმით,
وَأَمَّا عَادٌ فَأُهْلِكُوا بِرِيحٍ صَرْصَرٍ عَاتِيَةٍ ٦
📖 თარგმანი
აია 6
ხოლო ადელები დაიღუპნენ ცივი, მძვინვარე ქარით.
سَخَّرَهَا عَلَيْهِمْ سَبْعَ لَيَالٍ وَثَمَانِيَةَ أَيَّامٍ حُسُومًا فَتَرَى الْقَوْمَ فِيهَا صَرْعَىٰ كَأَنَّهُمْ أَعْجَازُ نَخْلٍ خَاوِيَةٍ ٧
📖 თარგმანი
აია 7
რომელიც მიუშვა მათ შვიდი ღამისა და რვა დღის განმავლობაში განუწყვეტლივ. და შენ იხილავდი იმ ხალხს ძირს დაცემულს, თითქოს ისინი ფინიკის პალმის ფუღურო ტანები ყოფილიყვნენ.
وَجَاءَ فِرْعَوْنُ وَمَن قَبْلَهُ وَالْمُؤْتَفِكَاتُ بِالْخَاطِئَةِ ٩
📖 თარგმანი
აია 9
და ფარაონი და ისინი, ვინც მის წინ იყვნენ, და გადაბრუნებულნი [დასახლებები, სადაც ქადაგებდა მოციქული ლუტი], ჩადიოდნენ ცოდვებს (მრავალღმერთიანობასა და სხვა ცოდვებს).
فَعَصَوْا رَسُولَ رَبِّهِمْ فَأَخَذَهُمْ أَخْذَةً رَّابِيَةً ١٠
📖 თარგმანი
აია 10
და ეურჩნენ თავიანთი უფლის შუამავალს, და მანაც დასაჯა ისინი უმკაცრესი სასჯელით.
إِنَّا لَمَّا طَغَى الْمَاءُ حَمَلْنَاكُمْ فِي الْجَارِيَةِ ١١
📖 თარგმანი
აია 11
ჭეშმარიტად, ჩვენ [ალლაჰმა], როდესაც წყალი ადიდდა (დიდი წარღვნის დროს), აგიყვანეთ თქვენ მცურავზე [კიდობანში].
لِنَجْعَلَهَا لَكُمْ تَذْكِرَةً وَتَعِيَهَا أُذُنٌ وَاعِيَةٌ ١٢
📖 თარგმანი
აია 12
რათა ეს [წარღვნა] თქვენთვის (ო, ადამიანებო) შეხსენებად გვექცია, და რათა ეს ჩამწვდომმა ყურმა შეიმეცნოს .
فَإِذَا نُفِخَ فِي الصُّورِ نَفْخَةٌ وَاحِدَةٌ ١٣
📖 თარგმანი
აია 13
ხოლო, როცა საყვირს ერთი ჩაბერვით ჩაჰბერავენ,
وَحُمِلَتِ الْأَرْضُ وَالْجِبَالُ فَدُكَّتَا دَكَّةً وَاحِدَةً ١٤
📖 თარგმანი
აია 14
და (აღიმართება და) აღებული იქნება მიწა და მთები, და ერთბაშად მტვრად იქცევიან, –
فَيَوْمَئِذٍ وَقَعَتِ الْوَاقِعَةُ ١٥
📖 თარგმანი
აია 15
აი, იმ დღეს მოხდება ეს მოვლენა [დადგება სამსჯავროს დღე],
وَانشَقَّتِ السَّمَاءُ فَهِيَ يَوْمَئِذٍ وَاهِيَةٌ ١٦
📖 თარგმანი
აია 16
და ცა გაიპობა, და იმ დღეს იგი უძლური იქნება [მოკლებული სიმტკიცეს].
وَالْمَلَكُ عَلَىٰ أَرْجَائِهَا ۚ وَيَحْمِلُ عَرْشَ رَبِّكَ فَوْقَهُمْ يَوْمَئِذٍ ثَمَانِيَةٌ ١٧
📖 თარგმანი
აია 17
და ანგელოზები იქნებიან მის [ცის] კიდეებთან, და იმ დღეს შენი უფლის ტახტს მათ ზემოთ რვა (დიადი ანგელოზი) იტვირთავს.
يَوْمَئِذٍ تُعْرَضُونَ لَا تَخْفَىٰ مِنكُمْ خَافِيَةٌ ١٨
📖 თარგმანი
აია 18
იმ დღეს თქვენ (ო, ადამიანებო) წარდგენილნი იქნებით (ალლაჰის წინაშე), და არც ერთი თქვენი საიდუმლო არ დარჩება (მის წინაშე) დაფარული.
فَأَمَّا مَنْ أُوتِيَ كِتَابَهُ بِيَمِينِهِ فَيَقُولُ هَاؤُمُ اقْرَءُوا كِتَابِيَهْ ١٩
📖 თარგმანი
აია 19
ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარჯვენა ხელში მიეცემა, (სიხარულით) იტყვის: «აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!»
إِنِّي ظَنَنتُ أَنِّي مُلَاقٍ حِسَابِيَهْ ٢٠
📖 თარგმანი
აია 20
«ჭეშმარიტად, მე ხომ ვფიქრობდი (ვიცოდი), რომ ჩემს ანგარიშს შევხვდებოდი».
كُلُوا وَاشْرَبُوا هَنِيئًا بِمَا أَسْلَفْتُمْ فِي الْأَيَّامِ الْخَالِيَةِ ٢٤
📖 თარგმანი
აია 24
(და ეთქმებათ მათ): «ჭამეთ და სვით სიამოვნებით იმის გამო, რაც ადრე მოიმოქმედეთ წარსულ დღეებში [მიწიერ ცხოვრებაში]!»
وَأَمَّا مَنْ أُوتِيَ كِتَابَهُ بِشِمَالِهِ فَيَقُولُ يَا لَيْتَنِي لَمْ أُوتَ كِتَابِيَهْ ٢٥
📖 თარგმანი
აია 25
ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარცხენა ხელში მიეცემა, (მწუხარებისგან) იტყვის: «ვაი, ნეტავ (საერთოდ) არ მომცემოდა ჩემი წიგნი!»
يَا لَيْتَهَا كَانَتِ الْقَاضِيَةَ ٢٧
📖 თარგმანი
აია 27
ნეტავ, ეს (ჩემი სიკვდილი) ყოფილიყო აღსასრული (ნეტავ, ყველაფერი სიკვდილით სრულდებოდეს, და აღსდგომა და გასამართლება არ ყოფილიყო)!
مَا أَغْنَىٰ عَنِّي مَالِيَهْ ۜ ٢٨
📖 თარგმანი
აია 28
ვერ მიხსნა (ალლაჰის სასჯელისგან) ჩემმა ქონებამ [სიმდიდრემ].
هَلَكَ عَنِّي سُلْطَانِيَهْ ٢٩
📖 თარგმანი
აია 29
დამეკარგა ჩემი ძალაუფლება (და მარტო და დამცირებული დავრჩი)!»
خُذُوهُ فَغُلُّوهُ ٣٠
📖 თარგმანი
აია 30
(ალლაჰის უბრძანებს ანგელოზებს): «შეიპყარით იგი და ბორკილები დაადეთ!
ثُمَّ فِي سِلْسِلَةٍ ذَرْعُهَا سَبْعُونَ ذِرَاعًا فَاسْلُكُوهُ ٣٢
📖 თარგმანი
აია 32
შემდეგ გაატარეთ იგი ჯაჭვში, რომლის სიგრძეც სამოცდაათი წყრთაა!
إِنَّهُ كَانَ لَا يُؤْمِنُ بِاللَّهِ الْعَظِيمِ ٣٣
📖 თარგმანი
აია 33
ჭეშმარიტად, მას არ სწამდა ალლაჰი, დიადი!
وَلَا يَحُضُّ عَلَىٰ طَعَامِ الْمِسْكِينِ ٣٤
📖 თარგმანი
აია 34
და არც ღატაკის დაპურებისკენ მოუწოდებდა!
فَلَيْسَ لَهُ الْيَوْمَ هَاهُنَا حَمِيمٌ ٣٥
📖 თარგმანი
აია 35
და დღეს არ ეყოლება მას აქ ახლობელი (რომელიც ალლაჰის სასჯელისგან იხსნიდა მას),
وَلَا طَعَامٌ إِلَّا مِنْ غِسْلِينٍ ٣٦
📖 თარგმანი
აია 36
და არც საჭმელი, გარდა (ცეცხლის ბინდართა) ჩირქისა,
فَلَا أُقْسِمُ بِمَا تُبْصِرُونَ ٣٨
📖 თარგმანი
აია 38
მაგრამ არა! [სულაც არა ისე, როგორც თქვენ, ურწმუნოებო, ფიქრობთ და ამბობთ] (მე, ალლაჰი) ვფიცავ იმას, რასაც თქვენ ხედავთ,
إِنَّهُ لَقَوْلُ رَسُولٍ كَرِيمٍ ٤٠
📖 თარგმანი
აია 40
უეჭველად, ეს [ყურანი] ნამდვილად პატივდებული შუამავლის (ალლაჰისგან გადმოცემული) სიტყვაა!
وَمَا هُوَ بِقَوْلِ شَاعِرٍ ۚ قَلِيلًا مَّا تُؤْمِنُونَ ٤١
📖 თარგმანი
აია 41
და ეს [ყურანი] არ არის პოეტის სიტყვა. ო, რაოდენ ცოტა [არასაკმარისად] გწამთ!
وَلَا بِقَوْلِ كَاهِنٍ ۚ قَلِيلًا مَّا تَذَكَّرُونَ ٤٢
📖 თარგმანი
აია 42
და ეს არ არის მისნის სიტყვა. ო, რაოდენ ცოტას იღებთ შეგონებას (დარიგებებს)!
تَنزِيلٌ مِّن رَّبِّ الْعَالَمِينَ ٤٣
📖 თარგმანი
აია 43
(ეს ყურანი) ზეგარდმოვლენაა სამყაროთა უფლისგან.
وَلَوْ تَقَوَّلَ عَلَيْنَا بَعْضَ الْأَقَاوِيلِ ٤٤
📖 თარგმანი
აია 44
და მას [მუჰამმადს] ჩვენზე [ალლაჰის წინააღმდეგ] რომ მოეგონა რაიმე (ცრუ) სიტყვები,
لَأَخَذْنَا مِنْهُ بِالْيَمِينِ ٤٥
📖 თარგმანი
აია 45
მაშინ ჩვენ მას აუცილებლად შევიპყრობდით მარჯვენა ხელით,
ثُمَّ لَقَطَعْنَا مِنْهُ الْوَتِينَ ٤٦
📖 თარგმანი
აია 46
შემდეგ კი აუცილებლად გადავუჭრიდით მას გულის არტერიას,
فَمَا مِنكُم مِّنْ أَحَدٍ عَنْهُ حَاجِزِينَ ٤٧
📖 თარგმანი
აია 47
და თქვენ შორის, (ო ადამიანებო), ვერავინ მოიძებნებოდა, ვინც მისგან (ჩვენს სასჯელს) შეაჩერებდა.
وَإِنَّهُ لَتَذْكِرَةٌ لِّلْمُتَّقِينَ ٤٨
📖 თარგმანი
აია 48
და უეჭველად, იგი (ყურანი) შეგონებაა ღვთისმოშიშთათვის
وَإِنَّا لَنَعْلَمُ أَنَّ مِنكُم مُّكَذِّبِينَ ٤٩
📖 თარგმანი
აია 49
და უეჭველად, ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ თქვენ შორის არიან ისინი, ვინც სიცრუედ მიიჩნევენ (ამას).
وَإِنَّهُ لَحَسْرَةٌ عَلَى الْكَافِرِينَ ٥٠
📖 თარგმანი
აია 50
და უეჭველად, ეს [ყურანის უარყოფა] სამსჯავროს დღეს უბედურებად (იქცევა) ურწმუნოთათვის.
فَسَبِّحْ بِاسْمِ رَبِّكَ الْعَظِيمِ ٥٢
📖 თარგმანი
აია 52
მაშ, ადიდე სახელი შენი უფლისა, დიდებულისა.
წაკითხვა სურა ალ-ჰაქა ქართულად – თარგმანი და აუდიო
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers

