ალ-მაიდა · 2/120
თარგმანი გამოთქმა — ალ-მაიდა
يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تُحِلُّوا شَعَائِرَ اللَّهِ وَلَا الشَّهْرَ الْحَرَامَ وَلَا الْهَدْيَ وَلَا الْقَلَائِدَ وَلَا آمِّينَ الْبَيْتَ الْحَرَامَ يَبْتَغُونَ فَضْلًا مِّن رَّبِّهِمْ وَرِضْوَانًا ۚ وَإِذَا حَلَلْتُمْ فَاصْطَادُوا ۚ وَلَا يَجْرِمَنَّكُمْ شَنَآنُ قَوْمٍ أَن صَدُّوكُمْ عَنِ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ أَن تَعْتَدُوا ۘ وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوَىٰ ۖ وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ ٢
Transliteration
Yaaa aiyuhal lazeena aamanoo laa tuhilloo sha`aaa `iral laahi wa lash Shahral Haraama wa lal hadya wa lal qalaaa`ida wa laa aaammeenal Baital Haraama yabtaghoona fadlam mir Rabbihim wa ridwaanaa; wa izaa halaltum fastaadoo; wa laa yajrimannakum shana aanu qawmin an saddookum `anil Masjidil-Haraami an ta`tadoo; wa ta`aawanoo `alalbirri wattaqwaa; wa laa ta`aawanoo `alal ismi wal`udwaan; wattaqul laah; innal laaha shadeedul `iqaab
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაარღვევთ ალლაჰის დადგენილებებს, არც აკრძალულ თვეებს (რომლებშიც ბრძოლა არ იყო ნებადართული), არც აკრძალულ მეჩეთში მიყვანილ მსხვერპლ ცხოველებს, არც მორთულ მსხვერპლ ცხოველებს, ასევე ნუ ხელყოფთ მომლოცველებს, რომლებიც მიემართებიან აკრძალულ მეჩეთში, რომლებიც ეძებენ მადლს [ჯილდოს] თავიანთი უფლისგან და (მის) კეთილგანწყობას. ხოლო როცა თქვენ ნებადართულ მდგომარეობაში გადახვალთ, მაშინ ინადირეთ. და ნუ ჩაგითრევთ [ნუ გიბიძგებთ] ცოდვაში მტრობა ადამიანებისა, იმის გამო, რომ მათ აგარიდეს აკრძალული მეჩეთიდან, ისე რომ თქვენ გადახვიდეთ საზღვარს. და დაეხმარეთ ერთმანეთს სიკეთეში და ღვთისმოშიშებაში, მაგრამ ნუ დაეხმარებით ცოდვასა და მტრობაში [უსამართლობაში და ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრების დარღვევაში]. და გეშინოდეთ ალლაჰის (სასჯელის) ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრია სასჯელში!
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 1-4 — ალ-მაიდა
1يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا أَوْفُوا بِالْعُقُودِ ۚ أُحِلَّتْ لَكُم بَهِيمَةُ الْأَنْعَامِ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ غَيْرَ مُحِلِّي الصَّيْدِ وَأَنتُمْ حُرُمٌ ۗ إِنَّ اللَّهَ يَحْكُمُ مَا يُرِيدُ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერთგულად შეასრულეთ შეთანხმებები. დაშვებულია თქვენთვის პირუტყვის ყველა სახეობა [აქლემი, ძროხა, ცხვარი და სხვა], გარდა იმისა, რაც გიკითხავთ (აკრძალულად) [მაგალითად: მკვდარი ცხოველი, ღორი, სისხლი და სხვა]. მაგრამ თქვენთვის არ არის ნებადართული ნადირობა, როდესაც იჰრამის მდგომარეობაში ხართ (დიდი ან მცირე ჰაჯის შესრულების დროს). ჭეშმარიტად, ალლაჰი ადგენს იმას, რასაც ინებებს.
2يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا لَا تُحِلُّوا شَعَائِرَ اللَّهِ وَلَا الشَّهْرَ الْحَرَامَ وَلَا الْهَدْيَ وَلَا الْقَلَائِدَ وَلَا آمِّينَ الْبَيْتَ الْحَرَامَ يَبْتَغُونَ فَضْلًا مِّن رَّبِّهِمْ وَرِضْوَانًا ۚ وَإِذَا حَلَلْتُمْ فَاصْطَادُوا ۚ وَلَا يَجْرِمَنَّكُمْ شَنَآنُ قَوْمٍ أَن صَدُّوكُمْ عَنِ الْمَسْجِدِ الْحَرَامِ أَن تَعْتَدُوا ۘ وَتَعَاوَنُوا عَلَى الْبِرِّ وَالتَّقْوَىٰ ۖ وَلَا تَعَاوَنُوا عَلَى الْإِثْمِ وَالْعُدْوَانِ ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ ۖ إِنَّ اللَّهَ شَدِيدُ الْعِقَابِ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაარღვევთ ალლაჰის დადგენილებებს, არც აკრძალულ თვეებს (რომლებშიც ბრძოლა არ იყო ნებადართული), არც აკრძალულ მეჩეთში მიყვანილ მსხვერპლ ცხოველებს, არც მორთულ მსხვერპლ ცხოველებს, ასევე ნუ ხელყოფთ მომლოცველებს, რომლებიც მიემართებიან აკრძალულ მეჩეთში, რომლებიც ეძებენ მადლს [ჯილდოს] თავიანთი უფლისგან და (მის) კეთილგანწყობას. ხოლო როცა თქვენ ნებადართულ მდგომარეობაში გადახვალთ, მაშინ ინადირეთ. და ნუ ჩაგითრევთ [ნუ გიბიძგებთ] ცოდვაში მტრობა ადამიანებისა, იმის გამო, რომ მათ აგარიდეს აკრძალული მეჩეთიდან, ისე რომ თქვენ გადახვიდეთ საზღვარს. და დაეხმარეთ ერთმანეთს სიკეთეში და ღვთისმოშიშებაში, მაგრამ ნუ დაეხმარებით ცოდვასა და მტრობაში [უსამართლობაში და ალლაჰის მიერ დადგენილი საზღვრების დარღვევაში]. და გეშინოდეთ ალლაჰის (სასჯელის) ჭეშმარიტად, ალლაჰი მკაცრია სასჯელში!
3حُرِّمَتْ عَلَيْكُمُ الْمَيْتَةُ وَالدَّمُ وَلَحْمُ الْخِنزِيرِ وَمَا أُهِلَّ لِغَيْرِ اللَّهِ بِهِ وَالْمُنْخَنِقَةُ وَالْمَوْقُوذَةُ وَالْمُتَرَدِّيَةُ وَالنَّطِيحَةُ وَمَا أَكَلَ السَّبُعُ إِلَّا مَا ذَكَّيْتُمْ وَمَا ذُبِحَ عَلَى النُّصُبِ وَأَن تَسْتَقْسِمُوا بِالْأَزْلَامِ ۚ ذَٰلِكُمْ فِسْقٌ ۗ الْيَوْمَ يَئِسَ الَّذِينَ كَفَرُوا مِن دِينِكُمْ فَلَا تَخْشَوْهُمْ وَاخْشَوْنِ ۚ الْيَوْمَ أَكْمَلْتُ لَكُمْ دِينَكُمْ وَأَتْمَمْتُ عَلَيْكُمْ نِعْمَتِي وَرَضِيتُ لَكُمُ الْإِسْلَامَ دِينًا ۚ فَمَنِ اضْطُرَّ فِي مَخْمَصَةٍ غَيْرَ مُتَجَانِفٍ لِّإِثْمٍ ۙ فَإِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ
აკრძალულია თქვენთვის მკვდარი ცხოველი [ცხოველი, რომელიც მოკვდა ისე, რომ არ ყოფილა დაკლული], და (ცხოველიდან) დაღვრილი სისხლი, და ღორის ხორცი, და ის, რაც დაკლულია (ვიღაცის) სახელით ალლაჰის გარდა, და ის, რაც დაიხრჩო (ან გაიგუდა), და დარტყმით მოკლული, და რაც დაცემისგან დაიღუპა, და რაც რქით იქნა მოკლული, და ის, რაც მტაცებელმა შეჭამა [ან მოკლა], — გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენ მოასწრებთ მის დაკვლას, — და (აკრძალულია) ის, რაც დაკლულია სამსხვერპლოებზე (რომლებიც მრავალღმერთიანებმა დააყენეს), და (აკრძალულია) რომ თქვენ (გადაწყვიტოთ რაიმე მნიშვნელოვანი საქმის აუცილებლობა ან არასაჭიროება) ისრებით. ეს არის ურჩობა. დღეს იმედი დაკარგეს მათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ, თქვენი სარწმუნოების მიმართ. ნუ გეშინიათ მათი, არამედ გეშინოდეთ ჩემი (ალლაჰის). დღეს მე (ალლაჰმა) სრულვყავი თქვენთვის თქვენი სარწმუნოება (და შარიათი), და ბოლომდე მივიყვანე თქვენზე ჩემი წყალობა, და კმაყოფილი ვარ, რომ ისლამი [ალლაჰისადმი სრული მორჩილება] იყოს თქვენთვის სარწმუნოება (და კანონი). ხოლო ვინც იძულებული გახდება შიმშილის გამო (ჭამოს ის, რაც ალლაჰმა აკრძალა), და არ იყოს განზრახ მიდრეკილი ცოდვისკენ, — მაშინ ჭეშმარიტად ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
4يَسْأَلُونَكَ مَاذَا أُحِلَّ لَهُمْ ۖ قُلْ أُحِلَّ لَكُمُ الطَّيِّبَاتُ ۙ وَمَا عَلَّمْتُم مِّنَ الْجَوَارِحِ مُكَلِّبِينَ تُعَلِّمُونَهُنَّ مِمَّا عَلَّمَكُمُ اللَّهُ ۖ فَكُلُوا مِمَّا أَمْسَكْنَ عَلَيْكُمْ وَاذْكُرُوا اسْمَ اللَّهِ عَلَيْهِ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ ۚ إِنَّ اللَّهَ سَرِيعُ الْحِسَابِ
ისინი [საჰაბები] გეკითხებიან შენ (ო, მოციქულო) იმას, თუ რა არის მათთვის ნებადართული საკვებიდან. უთხარი (მათ): «ნებადართულია თქვენთვის სიკეთეები [ყველა ის საკვები, რომელიც ალლაჰმა ნებადართული გახადა]. ასევე ნებადართულია (თქვენთვის ნადირობა) იმ მოშინაურებული მტაცებელი ცხოველებით [ძაღლებით, შევარდნებით და სხვ.], რომლებიც თქვენ გაწვრთენით, როდესაც მათ უშვებთ (ნადირის დასაჭერად). თქვენ ასწავლით მათ [ამ სანადირო ცხოველებს] იმას, რაც ალლაჰმა გასწავლათ. ჭამეთ ის, რასაც ისინი თქვენთვის დაიჭერენ, და ახსენეთ ალლაჰის სახელი (როდესაც უშვებთ სანადირო ცხოველს). და გეშინოდეთ (ალლაჰის სასჯელის). ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებაში.
ალ-მაიდაყურანის საძიებელი
120აია
MedinanRevelation
2აია
თარგმანი — ალ-მაიდა 2
სურა ალ-მაიდა აია 2 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაარღვევთ ალლაჰის დადგენილებებს, არც აკრძალულ…სურა აია 2/120 — ალ-მაიდა المائدة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-მაიდა მოსმენა, ალ-მაიდა თარგმანი, ალ-მაიდა mp3, ალ-მაიდა pdf. აია 1–4. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








