ალ-ბაქარა · 235/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُم بِهِ مِنْ خِطْبَةِ النِّسَاءِ أَوْ أَكْنَنتُمْ فِي أَنفُسِكُمْ ۚ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَٰكِن لَّا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّا أَن تَقُولُوا قَوْلًا مَّعْرُوفًا ۚ وَلَا تَعْزِمُوا عُقْدَةَ النِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْكِتَابُ أَجَلَهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي أَنفُسِكُمْ فَاحْذَرُوهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ ٢٣٥
Transliteration
Wa laa junaaha `alaikum feema `arradtum bihee min khitbatin nisaaa`i aw aknantum feee anfusikum; `alimal laahu annakum satazkuroonahunna wa laakil laa tuwaa`idoohunna sirran illaaa an taqooloo qawlamma`roofaa; wa laa ta`zimoo `uqdatan nikaahi hattaa yablughal kitaabu ajalah; wa`lamooo annal laaha ya`lamumaa feee anfusikum fahzarooh; wa`lamooo annallaaha Ghafoorun Haleem
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
და თქვენზე (ო, კაცებო) ცოდვა არ არის იმაში, რომ მიანიშნოთ ქორწინების სურვილზე ან თუ გულში მალავთ განზრახვას , (რომ მათზე ‘იდდის დასრულების შემდეგ იქორწინოთ). ალლაჰმა იცის, რომ თქვენ გაიხსენებთ ისინი . მაგრამ ნუ მისცემთ მათ ფარულ დაპირებას ქორწინების შესახებ, გარდა იმისა, რომ ელაპარაკოთ მათ მიღებული და წესისამებრი სიტყვებით. და ნუ გადაწყვიტავთ საქორწინო კავშირის დადებას მანამ, სანამ ალლაჰის მიერ დადგენილი ვადა (‘იდდა) არ მიაღწევს თავის დასასრულს. და იცოდეთ, რომ ალლაჰმა იცის ის, რაც თქვენს გულებშია დაფარული, ამიტომ ერიდეთ მას. და იცოდეთ, რომ ალლაჰი შემნდობელი, შემწყნარებელია.
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 233-237 — ალ-ბაქარა
233۞ وَالْوَالِدَاتُ يُرْضِعْنَ أَوْلَادَهُنَّ حَوْلَيْنِ كَامِلَيْنِ ۖ لِمَنْ أَرَادَ أَن يُتِمَّ الرَّضَاعَةَ ۚ وَعَلَى الْمَوْلُودِ لَهُ رِزْقُهُنَّ وَكِسْوَتُهُنَّ بِالْمَعْرُوفِ ۚ لَا تُكَلَّفُ نَفْسٌ إِلَّا وُسْعَهَا ۚ لَا تُضَارَّ وَالِدَةٌ بِوَلَدِهَا وَلَا مَوْلُودٌ لَّهُ بِوَلَدِهِ ۚ وَعَلَى الْوَارِثِ مِثْلُ ذَٰلِكَ ۗ فَإِنْ أَرَادَا فِصَالًا عَن تَرَاضٍ مِّنْهُمَا وَتَشَاوُرٍ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا ۗ وَإِنْ أَرَدتُّمْ أَن تَسْتَرْضِعُوا أَوْلَادَكُمْ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِذَا سَلَّمْتُم مَّا آتَيْتُم بِالْمَعْرُوفِ ۗ وَاتَّقُوا اللَّهَ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
დედებმა (ქალებმა, რომლებმაც იმშობიარეს) უნდა აწოვონ თავიანთ შვილებს, (როგორც ვაჟებს, ისე გოგონებს) სრული ორი წელი; ეს არის იმისთვის, ვისაც სურს ძუძუთი კვების დასრულება (ანუ სრულად ორი წლის განმავლობაში კვება). ხოლო მასზე, ვისაც შვილი ეყოლა (ანუ ბავშვის მამაზე), ეკისრება ვალდებულება, უზრუნველყოს ისინი (განქორწინებული მეძუძური ცოლები) საკვებითა და სამოსით წესისამებრ (შარიათისა და ადამიანებში მიღებული წესის მიხედვით). არავის ეკისრება იმაზე მეტი, რაც მის შესაძლებლობებს აღემატება. არ არის ნებადართული ზიანი მიადგეს დედას მისი შვილის გამო და არც მას, ვისაც შვილი ეყოლა (მამას), მისი შვილის გამო. (მშობლებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ შვილი ერთმანეთისთვის ზიანის მისაყენებლად). და მემკვიდრეს (ბავშვისას) იგივე ვალდებულებები ეკისრება (იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მამა გარდაიცვლება). თუ ორივეს (დედასა და მამას) სურთ ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა ორი წლის დასრულებამდე, მათი ურთიერთშეთანხმებითა და რჩევით, მაშინ მათზე ცოდვა არ არის. (ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტა უნდა მოხდეს მშობლების საერთო გადაწყვეტილებით და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით). და თუ თქვენ (მშობლებს) გსურთ, დაიქირაოთ ძიძა, რათა მან გამოკვებოს თქვენი შვილი, მაშინ თქვენზე ცოდვა არ არის, თუ გადასცემთ (ანუ გადაიხდით) იმას, რაც ეკუთვნის, წესისამებრ. გეშინოდეთ ალლაჰის და იცოდეთ, რომ ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
234وَالَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَاجًا يَتَرَبَّصْنَ بِأَنفُسِهِنَّ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍ وَعَشْرًا ۖ فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا فَعَلْنَ فِي أَنفُسِهِنَّ بِالْمَعْرُوفِ ۗ وَاللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ
და თქვენგან (ო, კაცებო), რომელნიც გარდაიცვლებიან და დატოვებენ ცოლებს — მათ (ქვრივებმა) უნდა დაიცადონ თავად თავისთვის ოთხი თვე და ათი დღე . და როდესაც ისინი მიაღწევენ თავიანთ ვადას (ანუ დასრულდება მათი ‘იდდა), მაშინ თქვენზე (ო, მათო მეურვეებო) ცოდვა არ არის იმაში, რასაც ისინი თავად გააკეთებენ საკუთარ თავთან მიმართებით წესისამებრ (შარიათის შესაბამისად). უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
235وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُم بِهِ مِنْ خِطْبَةِ النِّسَاءِ أَوْ أَكْنَنتُمْ فِي أَنفُسِكُمْ ۚ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَٰكِن لَّا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّا أَن تَقُولُوا قَوْلًا مَّعْرُوفًا ۚ وَلَا تَعْزِمُوا عُقْدَةَ النِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ الْكِتَابُ أَجَلَهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ يَعْلَمُ مَا فِي أَنفُسِكُمْ فَاحْذَرُوهُ ۚ وَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌ
და თქვენზე (ო, კაცებო) ცოდვა არ არის იმაში, რომ მიანიშნოთ ქორწინების სურვილზე ან თუ გულში მალავთ განზრახვას , (რომ მათზე ‘იდდის დასრულების შემდეგ იქორწინოთ). ალლაჰმა იცის, რომ თქვენ გაიხსენებთ ისინი . მაგრამ ნუ მისცემთ მათ ფარულ დაპირებას ქორწინების შესახებ, გარდა იმისა, რომ ელაპარაკოთ მათ მიღებული და წესისამებრი სიტყვებით. და ნუ გადაწყვიტავთ საქორწინო კავშირის დადებას მანამ, სანამ ალლაჰის მიერ დადგენილი ვადა (‘იდდა) არ მიაღწევს თავის დასასრულს. და იცოდეთ, რომ ალლაჰმა იცის ის, რაც თქვენს გულებშია დაფარული, ამიტომ ერიდეთ მას. და იცოდეთ, რომ ალლაჰი შემნდობელი, შემწყნარებელია.
236لَّا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِن طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ مَا لَمْ تَمَسُّوهُنَّ أَوْ تَفْرِضُوا لَهُنَّ فَرِيضَةً ۚ وَمَتِّعُوهُنَّ عَلَى الْمُوسِعِ قَدَرُهُ وَعَلَى الْمُقْتِرِ قَدَرُهُ مَتَاعًا بِالْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى الْمُحْسِنِينَ
თქვენზე (ო, კაცებო) ცოდვა არ არის, თუ განქორწინდებით თქვენს ცოლებთან (ქორწინების შეთანხმების დადების შემდეგ), სანამ მათთან სიახლოვე არ გქონიათ და სანამ მათთვის სავალდებულო საზღაური (მაჰრი — საქორწინო ძღვენი) არ დაგინიშნავთ. და მიეცით მათ ძღვენი (განქორწინების დროს, რათა შეამსუბუქოთ ტკივილი და წყენა): [შეძლებულზე] თავისი შესაძლებლობის მიხედვით, ხოლო ღარიბზე თავისი შესაძლებლობის მიხედვით ისე, როგორც მიღებულია შარიათით. ეს არის ის, რაც ეკადრება კეთილსმქმნელთ.
237وَإِن طَلَّقْتُمُوهُنَّ مِن قَبْلِ أَن تَمَسُّوهُنَّ وَقَدْ فَرَضْتُمْ لَهُنَّ فَرِيضَةً فَنِصْفُ مَا فَرَضْتُمْ إِلَّا أَن يَعْفُونَ أَوْ يَعْفُوَ الَّذِي بِيَدِهِ عُقْدَةُ النِّكَاحِ ۚ وَأَن تَعْفُوا أَقْرَبُ لِلتَّقْوَىٰ ۚ وَلَا تَنسَوُا الْفَضْلَ بَيْنَكُمْ ۚ إِنَّ اللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ
და თუ თქვენ განქორწინდებით მათთან (ცოლებთან) ქორწინების შეთანხმების შემდეგ, სანამ მათთან სიახლოვე გექნებათ, მაგრამ უკვე დაუდგენიათ მათთვის სავალდებულო მაჰრი (საქორწინო ძღვენი), მაშინ მათ ეკუთვნით იმ მაჰრის ნახევარი, რაც თქვენ დაადგინეთ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი (ქალები) აპატიებენ (და არ აიღებენ მათ კუთვნილ ნახევარს), ან აპატიებს ის (ქმარი), ვის ხელშიც არის საქორწინო კავშირი (და დაუტოვებს მთელ მაჰრს მას). და თუ თქვენ (კაცები) აპატიებთ (ანუ არ მოითხოვთ იმ ნახევარს, რომელზეც უფლება გაქვთ), ეს უფრო ახლოსაა ღვთისმოშიშობასთან. და ნუ დაივიწყებთ ერთმანეთის მიმართ გულუხვობას. უეჭველად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
235აია
თარგმანი — ალ-ბაქარა 235
სურა ალ-ბაქარა აია 235 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და თქვენზე (ო, კაცებო) ცოდვა არ არის იმაში, რომ მიანიშნოთ…სურა აია 235/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 233–237. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








