PDF —
52 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ჰაქა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ჰაქა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჰაქა თარგმანი. სურა ალ-ჰაქა (Meccan) 52 აია.



52 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮯﮰ
69:1 აღსრულებადი [სასამართლო დღე]!
ﮱﯓﯔ
69:2 რა არის აღსრულებადი?
ﯕﯖﯗﯘﯙ
69:3 და რა გაგაგებინებს შენ (ო, მოციქულო), რა არის აღსრულებადი?
ﯚﯛﯜﯝﯞ
69:4 სამუდელებმა და ადელებმაც უარყვეს მქუხარე დღე.
ﯟﯠﯡﯢﯣ
69:5 და სამუდელები დაიღუპნენ ზღვარგადასული (მძლავრი) ხმით,
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
69:6 ხოლო ადელები დაიღუპნენ ცივი, მძვინვარე ქარით.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
69:7 რომელიც მიუშვა მათ შვიდი ღამისა და რვა დღის განმავლობაში განუწყვეტლივ. და შენ იხილავდი იმ ხალხს ძირს დაცემულს, თითქოს ისინი ფინიკის პალმის ფუღურო ტანები ყოფილიყვნენ.
ﯼﯽﯾﯿﰀﰁ
69:8 და ხედავ მათგან რაიმე ნარჩენს?!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
69:9 და ფარაონი და ისინი, ვინც მის წინ იყვნენ, და გადაბრუნებულნი [დასახლებები, სადაც ქადაგებდა მოციქული ლუტი], ჩადიოდნენ ცოდვებს (მრავალღმერთიანობასა და სხვა ცოდვებს).
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
69:10 და ეურჩნენ თავიანთი უფლის შუამავალს, და მანაც დასაჯა ისინი უმკაცრესი სასჯელით.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
69:11 ჭეშმარიტად, ჩვენ [ალლაჰმა], როდესაც წყალი ადიდდა (დიდი წარღვნის დროს), აგიყვანეთ თქვენ მცურავზე [კიდობანში].
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
69:12 რათა ეს [წარღვნა] თქვენთვის (ო, ადამიანებო) შეხსენებად გვექცია, და რათა ეს ჩამწვდომმა ყურმა შეიმეცნოს .
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
69:13 ხოლო, როცა საყვირს ერთი ჩაბერვით ჩაჰბერავენ,
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
69:14 და (აღიმართება და) აღებული იქნება მიწა და მთები, და ერთბაშად მტვრად იქცევიან, –
ﭼﭽﭾﭿ
69:15 აი, იმ დღეს მოხდება ეს მოვლენა [დადგება სამსჯავროს დღე],
ﮀﮁﮂﮃﮄﮅ
69:16 და ცა გაიპობა, და იმ დღეს იგი უძლური იქნება [მოკლებული სიმტკიცეს].
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
69:17 და ანგელოზები იქნებიან მის [ცის] კიდეებთან, და იმ დღეს შენი უფლის ტახტს მათ ზემოთ რვა (დიადი ანგელოზი) იტვირთავს.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
69:18 იმ დღეს თქვენ (ო, ადამიანებო) წარდგენილნი იქნებით (ალლაჰის წინაშე), და არც ერთი თქვენი საიდუმლო არ დარჩება (მის წინაშე) დაფარული.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
69:19 ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარჯვენა ხელში მიეცემა, (სიხარულით) იტყვის: «აჰა, წაიკითხეთ ჩემი წიგნი!»
ﮢﮣﮤﮥﮦﮧ
69:20 «ჭეშმარიტად, მე ხომ ვფიქრობდი (ვიცოდი), რომ ჩემს ანგარიშს შევხვდებოდი».
ﮨﮩﮪﮫﮬ
69:21 და ის აღმოჩნდება კმაყოფილ ცხოვრებაში,
ﮭﮮﮯﮰ
69:22 ამაღლებულ სამოთხეში,
ﮱﯓﯔ
69:23 რომლის ნაყოფებიც ახლოსაა.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
69:24 (და ეთქმებათ მათ): «ჭამეთ და სვით სიამოვნებით იმის გამო, რაც ადრე მოიმოქმედეთ წარსულ დღეებში [მიწიერ ცხოვრებაში]!»
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
69:25 ხოლო ის, ვისაც მისი (საქმეთა) წიგნი მარცხენა ხელში მიეცემა, (მწუხარებისგან) იტყვის: «ვაი, ნეტავ (საერთოდ) არ მომცემოდა ჩემი წიგნი!»
ﯩﯪﯫﯬﯭ
69:26 «და არც მცოდნოდა, როგორი იყო ჩემი ანგარიში!
ﯮﯯﯰﯱ
69:27 ნეტავ, ეს (ჩემი სიკვდილი) ყოფილიყო აღსასრული (ნეტავ, ყველაფერი სიკვდილით სრულდებოდეს, და აღსდგომა და გასამართლება არ ყოფილიყო)!
ﯲﯳﯴﯵﯶﯷ
69:28 ვერ მიხსნა (ალლაჰის სასჯელისგან) ჩემმა ქონებამ [სიმდიდრემ].
ﯸﯹﯺﯻ
69:29 დამეკარგა ჩემი ძალაუფლება (და მარტო და დამცირებული დავრჩი)!»
ﯼﯽﯾ
69:30 (ალლაჰის უბრძანებს ანგელოზებს): «შეიპყარით იგი და ბორკილები დაადეთ!
ﯿﰀﰁﰂ
69:31 შემდეგ ჯოჯოხეთში შეიყვანეთ!
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
69:32 შემდეგ გაატარეთ იგი ჯაჭვში, რომლის სიგრძეც სამოცდაათი წყრთაა!
ﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
69:33 ჭეშმარიტად, მას არ სწამდა ალლაჰი, დიადი!
ﰒﰓﰔﰕﰖﰗ
69:34 და არც ღატაკის დაპურებისკენ მოუწოდებდა!
ﰘﰙﰚﰛﰜﰝ
69:35 და დღეს არ ეყოლება მას აქ ახლობელი (რომელიც ალლაჰის სასჯელისგან იხსნიდა მას),
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
69:36 და არც საჭმელი, გარდა (ცეცხლის ბინდართა) ჩირქისა,
ﭗﭘﭙﭚﭛ
69:37 რომელსაც არავინ შეჭამს, გარდა ცოდვილთა».
ﭜﭝﭞﭟﭠ
69:38 მაგრამ არა! [სულაც არა ისე, როგორც თქვენ, ურწმუნოებო, ფიქრობთ და ამბობთ] (მე, ალლაჰი) ვფიცავ იმას, რასაც თქვენ ხედავთ,
ﭡﭢﭣﭤ
69:39 და რასაც ვერ ხედავთ!
ﭥﭦﭧﭨﭩ
69:40 უეჭველად, ეს [ყურანი] ნამდვილად პატივდებული შუამავლის (ალლაჰისგან გადმოცემული) სიტყვაა!
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
69:41 და ეს [ყურანი] არ არის პოეტის სიტყვა. ო, რაოდენ ცოტა [არასაკმარისად] გწამთ!
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
69:42 და ეს არ არის მისნის სიტყვა. ო, რაოდენ ცოტას იღებთ შეგონებას (დარიგებებს)!
ﭻﭼﭽﭾﭿ
69:43 (ეს ყურანი) ზეგარდმოვლენაა სამყაროთა უფლისგან.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅ
69:44 და მას [მუჰამმადს] ჩვენზე [ალლაჰის წინააღმდეგ] რომ მოეგონა რაიმე (ცრუ) სიტყვები,
ﮆﮇﮈﮉ
69:45 მაშინ ჩვენ მას აუცილებლად შევიპყრობდით მარჯვენა ხელით,
ﮊﮋﮌﮍﮎ
69:46 შემდეგ კი აუცილებლად გადავუჭრიდით მას გულის არტერიას,
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
69:47 და თქვენ შორის, (ო ადამიანებო), ვერავინ მოიძებნებოდა, ვინც მისგან (ჩვენს სასჯელს) შეაჩერებდა.
ﮖﮗﮘﮙ
69:48 და უეჭველად, იგი (ყურანი) შეგონებაა ღვთისმოშიშთათვის
ﮚﮛﮜﮝﮞﮟ
69:49 და უეჭველად, ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ თქვენ შორის არიან ისინი, ვინც სიცრუედ მიიჩნევენ (ამას).
ﮠﮡﮢﮣﮤ
69:50 და უეჭველად, ეს [ყურანის უარყოფა] სამსჯავროს დღეს უბედურებად (იქცევა) ურწმუნოთათვის.
ﮥﮦﮧﮨ
69:51 და ჭეშმარიტად, ის უდავო ჭეშმარიტებაა.
ﮩﮪﮫﮬﮭ
69:52 მაშ, ადიდე სახელი შენი უფლისა, დიდებულისა.

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers