ალ-ბაქარა · 187/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ الصِّيَامِ الرَّفَثُ إِلَىٰ نِسَائِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَّكُمْ وَأَنتُمْ لِبَاسٌ لَّهُنَّ ۗ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَخْتَانُونَ أَنفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنكُمْ ۖ فَالْآنَ بَاشِرُوهُنَّ وَابْتَغُوا مَا كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ ۚ وَلَا تُبَاشِرُوهُنَّ وَأَنتُمْ عَاكِفُونَ فِي الْمَسَاجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ ۝١٨٧
Uhilla lakum laylatas Siyaamir rafasu ilaa nisaaa`ikum; hunna libaasullakum wa antum libaasullahunn; `alimal laahu annakum kuntum takhtaanoona anfusakum fataaba `alaikum wa `afaa `ankum fal`aana baashiroo hunna wabtaghoo maa katabal laahoo lakum; wa kuloo washraboo hattaa yatabaiyana lakumul khaitul abyadu minal khaitil aswadi minal fajri summa atimmus Siyaama ilal layl; wa laa tubaashiroo hunna wa antum `aakifoona fil masaajid; tilka hudoodul laahi falaa taqraboohaa; kazaalika yubaiyinul laahu aayaatihee linnaasi la`allahum yattaqoon
📖 ქართული მნიშვნელობა
ნებადართულია თქვენთვის (ალლაჰის მიერ) მარხვის ყოველ ღამეს (რამადანის თვეში) თქვენს ცოლებთან დაახლოება [მათთან სიახლოვე]. ისინი [ცოლები] არიან სამოსი თქვენთვის, ხოლო თქვენ (ო, ქმრებო) — სამოსი მათთვის [ცოლებისთვის]; ალლაჰმა იცოდა, რომ თქვენ საკუთარ თავს ატყუებდით (აკრძალულის ჩადენით), ამიტომ შეგიწყალათ (ამ მძიმე მდგომარეობის გაუქმებით) და გაპატიათ ის, რასაც ადრე სჩადიოდით. ახლა კი (ამ აკრძალვის გაუქმების შემდეგ) მიუახლოვდით მათ [ცოლებს] და ეძიეთ ის, რაც ალლაჰმა დაგიწესათ თქვენთვის. ასევე ჭამეთ და სვით, ვიდრე თქვენთვის აშკარად არ გაიმიჯნება თეთრი ძაფი [დღის ნათელი] შავი ძაფისგან [ღამის სიბნელისგან] განთიადისას [როდესაც განთიადის ნათელი გამოჩნდება]. შემდეგ სრულყავით მარხვა ღამემდე [მზის ჩასვლამდე]. და ნუ მიუახლოვდებით მათ [ნუ იქონიებთ სიახლოვეს ცოლებთან] მაშინ, როცა მეჩეთებში იმყოფებით (ალლაჰისადმი გულმოდგინე თაყვანისცემაში, ი‘თიქაფის დროს). ეს არის ალლაჰის საზღვრები, ამიტომ ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი თავის აიათებს ადამიანებს, ეგების ისინი მოშიშნი იყვნენ.
🎧 მოსმენა

📜 აია 185-189 — ალ-ბაქარა

185شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِّنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
რამადანის (მთვარის) თვეა ის, რომელშიც პირველად გარდმოევლინა ყურანი ადამიანებისთვის გზამკვლევად [ცოდნის წყაროდ], ასევე როგორც ნათელი მტკიცებულებები ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტების სიცრუისგან განმასხვავებლისა. ამიტომ, ვინც თქვენგან ამ თვეს მოესწრება, იმარხულოს დღის განმავლობაში. ხოლო ვინც ავად არის ან მგზავრობაშია, მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება სურს და არ სურს თქვენთვის გაძნელება. (მას სურს), რომ მარხვის დღეების რაოდენობა სრულად შეასრულოთ [ანუ მთელი რამადანის განმავლობაში იმარხულოთ], ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, საჭირო ცოდნა მოგანიჭათ და თქვენს საქმეებში შეგეწიათ, და რათა მადლიერნი იყოთ მის მიერ ბოძებული ყველა წყალობისთვის.
186وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ
და როდესაც ჩემი მონები [მორწმუნეები] შენ გეკითხებიან ჩემ შესახებ [ო, მოციქულო, ახლოს ვარ თუ არა მათთან და როგორ ვპასუხობ მათ ვედრებას], მაშინ (უთხარი), რომ ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ. მე ვპასუხობ მვედრებლის ვედრებას, როდესაც ის გულწრფელად მომმართავს. ამიტომ, დაე, ისინი დამემორჩილონ და ირწმუნონ ჩემი, რათა სწორ გზაზე იარონ.
187أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ الصِّيَامِ الرَّفَثُ إِلَىٰ نِسَائِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَّكُمْ وَأَنتُمْ لِبَاسٌ لَّهُنَّ ۗ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَخْتَانُونَ أَنفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنكُمْ ۖ فَالْآنَ بَاشِرُوهُنَّ وَابْتَغُوا مَا كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ ۚ وَلَا تُبَاشِرُوهُنَّ وَأَنتُمْ عَاكِفُونَ فِي الْمَسَاجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ
ნებადართულია თქვენთვის (ალლაჰის მიერ) მარხვის ყოველ ღამეს (რამადანის თვეში) თქვენს ცოლებთან დაახლოება [მათთან სიახლოვე]. ისინი [ცოლები] არიან სამოსი თქვენთვის, ხოლო თქვენ (ო, ქმრებო) — სამოსი მათთვის [ცოლებისთვის]; ალლაჰმა იცოდა, რომ თქვენ საკუთარ თავს ატყუებდით (აკრძალულის ჩადენით), ამიტომ შეგიწყალათ (ამ მძიმე მდგომარეობის გაუქმებით) და გაპატიათ ის, რასაც ადრე სჩადიოდით. ახლა კი (ამ აკრძალვის გაუქმების შემდეგ) მიუახლოვდით მათ [ცოლებს] და ეძიეთ ის, რაც ალლაჰმა დაგიწესათ თქვენთვის. ასევე ჭამეთ და სვით, ვიდრე თქვენთვის აშკარად არ გაიმიჯნება თეთრი ძაფი [დღის ნათელი] შავი ძაფისგან [ღამის სიბნელისგან] განთიადისას [როდესაც განთიადის ნათელი გამოჩნდება]. შემდეგ სრულყავით მარხვა ღამემდე [მზის ჩასვლამდე]. და ნუ მიუახლოვდებით მათ [ნუ იქონიებთ სიახლოვეს ცოლებთან] მაშინ, როცა მეჩეთებში იმყოფებით (ალლაჰისადმი გულმოდგინე თაყვანისცემაში, ი‘თიქაფის დროს). ეს არის ალლაჰის საზღვრები, ამიტომ ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი თავის აიათებს ადამიანებს, ეგების ისინი მოშიშნი იყვნენ.
188وَلَا تَأْكُلُوا أَمْوَالَكُم بَيْنَكُم بِالْبَاطِلِ وَتُدْلُوا بِهَا إِلَى الْحُكَّامِ لِتَأْكُلُوا فَرِيقًا مِّنْ أَمْوَالِ النَّاسِ بِالْإِثْمِ وَأَنتُمْ تَعْلَمُونَ
და ნუ შეჭამთ ერთმანეთის ქონებას უსამართლოდ [ნუ დაეუფლებით ერთმანეთის ქონებას უფლების გარეშე], და ნუ მიმართავთ მასთან დაკავშირებით მსაჯულებს (იმისთვის, რომ მათ თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანონ), რათა შემდეგ ცოდვით შეჭამოთ ადამიანთა ქონების ნაწილი, მაშინ როცა თქვენ იცით (რომ ეს აკრძალულია).
189۞ يَسْأَلُونَكَ عَنِ الْأَهِلَّةِ ۖ قُلْ هِيَ مَوَاقِيتُ لِلنَّاسِ وَالْحَجِّ ۗ وَلَيْسَ الْبِرُّ بِأَن تَأْتُوا الْبُيُوتَ مِن ظُهُورِهَا وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنِ اتَّقَىٰ ۗ وَأْتُوا الْبُيُوتَ مِنْ أَبْوَابِهَا ۚ وَاتَّقُوا اللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ
ისინი [შენი თანამგზავრები] გეკითხებიან შენ, (ო, მოციქულო), ახალმთვარეობის შესახებ. უთხარი: «ისინი ალლაჰმა ადამიანებისთვის დროის განსასაზღვრ ნიშნებად და ჰაჯისთვის დაადგინა». კეთილმოსაობა იმაში არ მდგომარეობს, რომ სახლებში უკანა მხრიდან შეხვიდეთ . არამედ კეთილმოსაობა იმის საქმეა, ვინც ალლაჰის სასჯელს უფრთხის. შედით სახლებში კარებიდან (როდესაც ჰაჯისა და უმრისთვის იჰრამში შედიხართ) და უფრთხილდით ალლაჰის სასჯელს ყველა თქვენს საქმეში, რათა ეგების წარმატებას მიაღწიოთ.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
187აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 187

სურა ალ-ბაქარა აია 187 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ნებადართულია თქვენთვის (ალლაჰის მიერ) მარხვის ყოველ ღამეს (რამადანის თვეში) თქვენს…

სურა აია 187/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 185–189. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers