ალ-ბაქარა · 281/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
وَٱتَّقُواْ يَوۡمًا تُرۡجَعُونَ فِيهِ إِلَى ٱللَّهِۖ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٍ مَّا كَسَبَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ ٢٨١
Transliteration
Wattaqoo yawman turja`oona feehi ilal laahi summa tuwaffaa kullu nafsim maa kasabat wa hum laa yuzlamoon
თარგმანი (ქართული მნიშვნელობა)
📖 ქართული მნიშვნელობა
და გეშინოდეთ იმ დღის, როცა თქვენ ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. შემდეგ ყოველი სული სრულად მიიღებს იმას, რაც მოიპოვა, და ისინი არ იქნებიან დაჩაგრულნი.
Additional reference in Türkçe
🎧 მოსმენა
📜 აია 279-283 — ალ-ბაქარა
279فَإِن لَّمۡ تَفۡعَلُواْ فَأۡذَنُواْ بِحَرۡبٍ مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦۖ وَإِن تُبۡتُمۡ فَلَكُمۡ رُءُوسُ أَمۡوَٰلِكُمۡ لَا تَظۡلِمُونَ وَلَا تُظۡلَمُونَ
თუ ამას არ გააკეთებთ, მაშინ იცოდეთ ალლაჰისა და მისი მოციქულისგან გამოცხადებული ომის შესახებ. ხოლო თუ მოინანიებთ, მაშინ თქვენთვის არის თქვენი ქონების ძირი (საწყისი კაპიტალი) — მაგრამ არა სარგებელი (პროცენტი). არც თქვენ დაჩაგრავთ, და არც თქვენ იქნებით დაჩაგრულნი.
280وَإِن كَانَ ذُو عُسۡرَةٍ فَنَظِرَةٌ إِلَىٰ مَيۡسَرَةٍۚ وَأَن تَصَدَّقُواْ خَيۡرٌ لَّكُمۡ إِن كُنتُمۡ تَعۡلَمُونَ
ხოლო თუ (მოვალე) გაჭირვებაში აღმოჩნდება (და ვერ შეძლებს ვალის დაბრუნებას), მაშინ (თქვენ უნდა გამოიჩინოთ) მოთმინება და მისცეთ ვადა შემსუბუქებამდე. ხოლო თუ მოწყალებად დაუტოვებთ მას (ვალის მთელ თანხას ან მის ნაწილს), ეს თქვენთვის უკეთესია, ნეტავ რომ იცოდეთ.
281وَٱتَّقُواْ يَوۡمًا تُرۡجَعُونَ فِيهِ إِلَى ٱللَّهِۖ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفۡسٍ مَّا كَسَبَتۡ وَهُمۡ لَا يُظۡلَمُونَ
და გეშინოდეთ იმ დღის, როცა თქვენ ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. შემდეგ ყოველი სული სრულად მიიღებს იმას, რაც მოიპოვა, და ისინი არ იქნებიან დაჩაგრულნი.
282يَٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ إِذَا تَدَايَنتُم بِدَيۡنٍ إِلَىٰٓ أَجَلٍ مُّسَمًّى فَٱكۡتُبُوهُۚ وَلۡيَكۡتُب بَّيۡنَكُمۡ كَاتِبُۢ بِٱلۡعَدۡلِۚ وَلَا يَأۡبَ كَاتِبٌ أَن يَكۡتُبَ كَمَا عَلَّمَهُ ٱللَّهُۚ فَلۡيَكۡتُبۡ وَلۡيُمۡلِلِ ٱلَّذِي عَلَيۡهِ ٱلۡحَقُّ وَلۡيَتَّقِ ٱللَّهَ رَبَّهُۥ وَلَا يَبۡخَسۡ مِنۡهُ شَيۡـًٔاۚ فَإِن كَانَ ٱلَّذِي عَلَيۡهِ ٱلۡحَقُّ سَفِيهًا أَوۡ ضَعِيفًا أَوۡ لَا يَسۡتَطِيعُ أَن يُمِلَّ هُوَ فَلۡيُمۡلِلۡ وَلِيُّهُۥ بِٱلۡعَدۡلِۚ وَٱسۡتَشۡهِدُواْ شَهِيدَيۡنِ مِن رِّجَالِكُمۡۖ فَإِن لَّمۡ يَكُونَا رَجُلَيۡنِ فَرَجُلٌ وَٱمۡرَأَتَانِ مِمَّن تَرۡضَوۡنَ مِنَ ٱلشُّهَدَآءِ أَن تَضِلَّ إِحۡدَىٰهُمَا فَتُذَكِّرَ إِحۡدَىٰهُمَا ٱلۡأُخۡرَىٰۚ وَلَا يَأۡبَ ٱلشُّهَدَآءُ إِذَا مَا دُعُواْۚ وَلَا تَسۡـَٔمُوٓاْ أَن تَكۡتُبُوهُ صَغِيرًا أَوۡ كَبِيرًا إِلَىٰٓ أَجَلِهِۦۚ ذَٰلِكُمۡ أَقۡسَطُ عِندَ ٱللَّهِ وَأَقۡوَمُ لِلشَّهَٰدَةِ وَأَدۡنَىٰٓ أَلَّا تَرۡتَابُوٓاْ إِلَّآ أَن تَكُونَ تِجَٰرَةً حَاضِرَةً تُدِيرُونَهَا بَيۡنَكُمۡ فَلَيۡسَ عَلَيۡكُمۡ جُنَاحٌ أَلَّا تَكۡتُبُوهَاۗ وَأَشۡهِدُوٓاْ إِذَا تَبَايَعۡتُمۡۚ وَلَا يُضَآرَّ كَاتِبٌ وَلَا شَهِيدٌۚ وَإِن تَفۡعَلُواْ فَإِنَّهُۥ فُسُوقُۢ بِكُمۡۗ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَۖ وَيُعَلِّمُكُمُ ٱللَّهُۗ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَيۡءٍ عَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეს! როცა ერთმანეთს სესხად აძლევთ (ქონებას) განსაზღვრული ვადით, ჩაიწერეთ იგი. და დაე, დაწეროს თქვენს შორის (ამ საქმეში) მწერალმა სამართლიანად. და ნუ იტყვის უარს მწერალი (როცა ამას სთხოვენ) წერაზე, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. დაე, მან დაწეროს. და დაე, უკარნახოს ის, ვისზეც არის ვალდებულება (ვალის გადახდის). და დაე, მას (ვინც სესხს იღებს) ეშინოდეს თავისი უფლის და ნუ მოაკლებს ვალიდან არაფერს. ხოლო თუ ის, ვისზეც არის ვალდებულება (ვალის გადახდა), არის უგუნური (შეპყრობილი ან გონებრივად სუსტი), ან სუსტია (გონებრივად ან ფიზიკურად — მაგალითად, სრულწლოვანებას არ მიუღწევია), ან თვითონ ვერ კარნახობს (მუნჯია ან მსგავსი მდგომარეობის მქონე), მაშინ დაე, უკარნახოს მისმა მეურვემ ნაგებს (მაგალითად, მამა, ბაბუა, ძმა, დედა და სხვები) სამართლიანად. და აიყვანეთ (ამ ხელშეკრულებაზე) მოწმეებად ორი კაცი თქვენგან (მორწმუნეთაგან). ხოლო თუ ორი კაცი ვერ მოიძებნა, მაშინ — ერთი კაცი და ორი ქალი მათგან, ვისზეც თქვენ (მორწმუნენი) თანახმა ხართ მოწმეებად, რათა თუ ერთს (მოწმე ქალს) დაავიწყდება ან შეეშლება, მეორემ შეახსენოს მას. და ნუ იტყვიან უარს მოწმეები, როცა მათ მოუწოდებენ. და ნუ მოგბეზრდებათ მისი (ვალის) ჩაწერა მცირე იყოს იგი თუ დიდი (თანხის ოდენობის მიუხედავად) — მის განსაზღვრულ ვადამდე. ეს თქვენთვის უფრო სამართლიანია ალლაჰის წინაშე, უფრო სწორი და მტკიცე საფუძველია მოწმობისთვის, და უფრო ახლოა იმისთვის, რომ არ შეგეპაროთ ეჭვი. თუ კი საქმე ეხება მიმდინარე (იმავე მომენტში შესრულებულ) ვაჭრობას — ყიდვა-გაყიდვას, რომელსაც თქვენ ერთმანეთში ახორციელებთ — მაშინ თქვენზე არ იქნება ცოდვა, თუ მას არ ჩაწერთ. და აიყვანეთ მოწმეები, როცა ერთმანეთში სავაჭრო გარიგებებს დებთ. და არ უნდა მიეყენოს ზიანი არც მწერალს და არც მოწმეს. ხოლო თუ ამას გააკეთებთ, მაშინ ეს იქნება თქვენი ურჩობა (ალლაჰისადმი). გეშინოდეთ ალლაჰის! და ალლაჰი გასწავლით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
283۞ وَإِن كُنتُمۡ عَلَىٰ سَفَرٍ وَلَمۡ تَجِدُواْ كَاتِبًا فَرِهَٰنٌ مَّقۡبُوضَةٌۖ فَإِنۡ أَمِنَ بَعۡضُكُم بَعۡضًا فَلۡيُؤَدِّ ٱلَّذِي ٱؤۡتُمِنَ أَمَٰنَتَهُۥ وَلۡيَتَّقِ ٱللَّهَ رَبَّهُۥۗ وَلَا تَكۡتُمُواْ ٱلشَّهَٰدَةَۚ وَمَن يَكۡتُمۡهَا فَإِنَّهُۥٓ ءَاثِمٌ قَلۡبُهُۥۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعۡمَلُونَ عَلِيمٌ
۞ ხოლო თუ გზაში ხართ და ვერ პოულობთ მწერალს, მაშინ (მოვალესგან) უნდა იქნას აღებული გირაო (რომელიც გადაეცემა კრედიტორს ვალის გადახდის გარანტიად). ხოლო თუ ერთ-ერთი თქვენგანი ენდობა მეორეს, მაშინ (არ იქნება ცოდვა, თუ ვალი არ ჩაიწერება, არ მოიწვევენ მოწმეებს და არც იქნება გირაო; ასეთ შემთხვევაში ვალი რჩება მოვალის პასუხისმგებლობაზე) და დაე, დააბრუნოს მან, ვისაც მინდობილი აქვს, მინდობილი (ის, რაც სესხად აიღო), და დაე, ეშინოდეს ალლაჰის! თავისი უფლის! და ნუ დამალავთ მოწმობას. ხოლო ვინც დამალავს მას (მოწმობას), ის არის ის, ვისი გულიც ცოდვილია. და ალლაჰმა იცის ყველაფერი, რასაც აკეთებთ.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
281აია
თარგმანი — ალ-ბაქარა 281
სურა აია 281/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 279–283. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.
العربية
English
Bahasa Indonesia
Türkçe
Русский
فارسی
Français
اردو
বাংলা
Deutsch
Español
中文
हिन्दी
Português
Italiano
ภาษาไทย
Polski
Nederlands
Shqip
Kiswahili
O'zbek
தமிழ்
Melayu
Bosanski
Soomaali
Azərbaycan
کوردی
한국어
日本語
Svenska
Dansk
Norsk
پښتو
മലയാളം
සිංහල
Tamazight
Hausa
አማርኛ
Български
Тоҷикӣ
Қазақша
Filipino
سنڌي
Yorùbá
Fulfulde
Татарча
ئۇيغۇرچە
Кыргызча
ਪੰਜਾਬੀ
Jawa
తెలుగు
မြန်မာ
ગુજરાતી
Oromo
मराठी
Tiếng Việt
Malagasy
Нохчийн
Wolof
ދިވެހި
ಕನ್ನಡ
Українська
Ελληνικά
ქართული
ខ្មែរ
دری
Qafar af
Maranao
नेपाली
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers








