ალ-ბაქარა · 177/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
۞ لَّيْسَ الْبِرَّ أَن تُوَلُّوا وُجُوهَكُمْ قِبَلَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَالْمَلَائِكَةِ وَالْكِتَابِ وَالنَّبِيِّينَ وَآتَى الْمَالَ عَلَىٰ حُبِّهِ ذَوِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَالسَّائِلِينَ وَفِي الرِّقَابِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَالْمُوفُونَ بِعَهْدِهِمْ إِذَا عَاهَدُوا ۖ وَالصَّابِرِينَ فِي الْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ وَحِينَ الْبَأْسِ ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ صَدَقُوا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُتَّقُونَ ۝١٧٧
Laisal birra an tuwalloo wujoohakum qibalal mashriqi walmaghribi wa laakinnal birra man aamana billaahi wal yawmil aakhiri wal malaaa `ikati wal kitaabi wan nabiyyeena wa aatalmaala `alaa hubbihee zawilqurbaa walyataa maa walmasaakeena wabnas sabeeli wassaaa`ileena wa firriqaabi wa aqaamas salaata wa aataz zakaata walmoofoona bi ahdihim izaa `aahadoo wasaabireena fil baasaaa`i waddarraaa`i wa heenal baas; ulaaa`ikal lazeena sadaqoo wa ulaaa `ika humul muttaqoon
📖 ქართული მნიშვნელობა
ღვთისმოსაობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს თქვენი სახეები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ მიაბრუნოთ, არამედ ღვთისმოსაობა არის (ერთ-ერთი თვისება), ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე, და ანგელოზები, და წიგნი [ალლაჰის მიერ გარდმოვლენილი ყველა წერილი], და წინასწარმეტყველები და გასცემს ქონებას (ნებაყოფლობით მოწყალებად), მიუხედავად იმისა, რომ თავად უყვარს იგი, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს, მოგზაურებს, მთხოვნელებს და მონების გათავისუფლებაზე (და ტყვეთა გამოსასყიდად) და აღასრულებს ლოცვას, და გასცემს სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს]; და ასრულებს თავიანთ შეთანხმებებს, როცა დადებს მას; და მომთმენნი არიან გაჭირვებაში [უკიდურესი სიღარიბის დროს], განსაცდელში [ავადმყოფობისას] და რისხვის დროს [მძიმე ბრძოლისას]; — სწორედ ისინი არიან, რომელნიც მართალნი იყვნენ (ალლაჰთან და მის მონებთან), და სწორედ ისინი არიან ღმრთისმოშიშნი.
🎧 მოსმენა

📜 აია 175-179 — ალ-ბაქარა

175أُولَٰئِكَ الَّذِينَ اشْتَرَوُا الضَّلَالَةَ بِالْهُدَىٰ وَالْعَذَابَ بِالْمَغْفِرَةِ ۚ فَمَا أَصْبَرَهُمْ عَلَى النَّارِ
ისინი, რომლებმაც იყიდეს [აირჩიეს] გზააბნეულობა სწორი გზის სანაცვლოდ და სასჯელი — მიტევების სანაცვლოდ. როგორღა აიტანენ ისინი ცეცხლს!
176ذَٰلِكَ بِأَنَّ اللَّهَ نَزَّلَ الْكِتَابَ بِالْحَقِّ ۗ وَإِنَّ الَّذِينَ اخْتَلَفُوا فِي الْكِتَابِ لَفِي شِقَاقٍ بَعِيدٍ
ეს (ასეთი საზღაური მათთვის) — იმიტომ არის, რომ ალლაჰმა წიგნი ჭეშმარიტებით გარდმოავლინა; და ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც ალლაჰის წიგნის შესახებ უთანხმოებაში არიან, უეჭველად, ღრმა განხეთქილებაში არიან.
177۞ لَّيْسَ الْبِرَّ أَن تُوَلُّوا وُجُوهَكُمْ قِبَلَ الْمَشْرِقِ وَالْمَغْرِبِ وَلَٰكِنَّ الْبِرَّ مَنْ آمَنَ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ وَالْمَلَائِكَةِ وَالْكِتَابِ وَالنَّبِيِّينَ وَآتَى الْمَالَ عَلَىٰ حُبِّهِ ذَوِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينَ وَابْنَ السَّبِيلِ وَالسَّائِلِينَ وَفِي الرِّقَابِ وَأَقَامَ الصَّلَاةَ وَآتَى الزَّكَاةَ وَالْمُوفُونَ بِعَهْدِهِمْ إِذَا عَاهَدُوا ۖ وَالصَّابِرِينَ فِي الْبَأْسَاءِ وَالضَّرَّاءِ وَحِينَ الْبَأْسِ ۗ أُولَٰئِكَ الَّذِينَ صَدَقُوا ۖ وَأُولَٰئِكَ هُمُ الْمُتَّقُونَ
ღვთისმოსაობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს თქვენი სახეები აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ მიაბრუნოთ, არამედ ღვთისმოსაობა არის (ერთ-ერთი თვისება), ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე, და ანგელოზები, და წიგნი [ალლაჰის მიერ გარდმოვლენილი ყველა წერილი], და წინასწარმეტყველები და გასცემს ქონებას (ნებაყოფლობით მოწყალებად), მიუხედავად იმისა, რომ თავად უყვარს იგი, ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს, მოგზაურებს, მთხოვნელებს და მონების გათავისუფლებაზე (და ტყვეთა გამოსასყიდად) და აღასრულებს ლოცვას, და გასცემს სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს]; და ასრულებს თავიანთ შეთანხმებებს, როცა დადებს მას; და მომთმენნი არიან გაჭირვებაში [უკიდურესი სიღარიბის დროს], განსაცდელში [ავადმყოფობისას] და რისხვის დროს [მძიმე ბრძოლისას]; — სწორედ ისინი არიან, რომელნიც მართალნი იყვნენ (ალლაჰთან და მის მონებთან), და სწორედ ისინი არიან ღმრთისმოშიშნი.
178يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الْقِصَاصُ فِي الْقَتْلَى ۖ الْحُرُّ بِالْحُرِّ وَالْعَبْدُ بِالْعَبْدِ وَالْأُنثَىٰ بِالْأُنثَىٰ ۚ فَمَنْ عُفِيَ لَهُ مِنْ أَخِيهِ شَيْءٌ فَاتِّبَاعٌ بِالْمَعْرُوفِ وَأَدَاءٌ إِلَيْهِ بِإِحْسَانٍ ۗ ذَٰلِكَ تَخْفِيفٌ مِّن رَّبِّكُمْ وَرَحْمَةٌ ۗ فَمَنِ اعْتَدَىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَلَهُ عَذَابٌ أَلِيمٌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის სავალდებულოდ დადგინდა საზღაური (ყისასი) მოკლულთა გამო: თავისუფალი — თავისუფლის სანაცვლოდ, მონა — მონის სანაცვლოდ, და ქალი — ქალის სანაცვლოდ. ხოლო თუ მკვლელს მისი ძმისგან [ანუ მოკლულის მემკვიდრის ან ახლობლისგან] რაიმე ეპატიება, მაშინ მკვლელობით საზღაურის აღება უქმდება. ამის ნაცვლად, ყველაფერი შარიათით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს [ანუ მკვლელმა შარიათით განსაზღვრული გამოსასყიდი (დია) უნდა გადაიხადოს], ხოლო გადახდა მას, ვინც აპატია, საუკეთესო წესით უნდა მოხდეს — დაუყოვნებლივ და სრულად. ეს [გამოსასყიდის დაწესება და პატიების ნებართვა] თქვენი უფლისგან შემსუბუქება და წყალობაა — როგორც მკვლელის, ისე მოკლულის ახლობლების მიმართ. ხოლო ვინც ამის შემდეგ ზღვარს გადააბიჯებს [ანუ პატიების ან გამოსასყიდის მიღების შემდეგ მკვლელს მაინც მოკლავს, ან მკვლელი არ გადაიხდის დადგენილ გამოსასყიდს], მისთვის მტკივნეული სასჯელია.
179وَلَكُمْ فِي الْقِصَاصِ حَيَاةٌ يَا أُولِي الْأَلْبَابِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
და თქვენთვის ყისასში [ანუ მკვლელის მოკვლაში მოკლულის სანაცვლოდ] სიცოცხლეა, ო, გონების მქონენო, რათა ღვთისმოშიშნი გახდეთ და თავი შეიკავოთ მკვლელობისგან!
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
177აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 177

სურა ალ-ბაქარა აია 177 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ღვთისმოსაობა იმაში არ მდგომარეობს, რომ ლოცვის დროს თქვენი სახეები აღმოსავლეთისა…

სურა აია 177/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 175–179. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers