PDF —
59 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ად-დუხანი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ად-დუხანი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ად-დუხანი თარგმანი. სურა ად-დუხანი (Meccan) 59 აია.

← აზ-ზუხრუფისურა ად-დუხანი ალ-ჯასია →


59 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒ
44:1 ჰაა. მიიმ
ﭓﭔﭕ
44:2 ვფიცავ, ცხად წიგნს!
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
44:3 ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი კურთხეულ ღამეს. ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ შემგონებელნი.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥ
44:4 ამის განმავლობაში [ამ ღამეს], ყოველი ბრძნული საქმე ნაწილდება (სიცოცხლის ხანგრძლივობის, ბედისა და სხვა საკითხების შესახებ მთელი წლისთვის, რომლებიც არ იცვლება)
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
44:5 ჩვენი ბრძანებით; ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამგზავნნი (წინასწარმეტყველების და შუამავლების).
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
44:6 შენი უფლის წყალობით. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმსმენი და ყოვლისმცოდნეა.
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
44:7 ცათა და მიწის უფალი და იმის, რაც მათ შორისაა, თუ თქვენ მტკიცედ ხართ დარწმუნებულნი.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
44:8 არ არსებობს ღვთაება მის გარდა. ის აცოცხლებს და აკვდინებს, თქვენი უფალი და თქვენი წინაპარი მამების უფალი.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒ
44:9 მაგრამ ისინი ეჭვში თამაშობენ.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
44:10 მაშ, დაელოდე იმ დღეს, როცა ცა მოავლენს აშკარა კვამლს.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
44:11 რომელიც დაფარავს ხალხს. (და მათ ეტყვიან): «ეს მტანჯველი სასჯელია».
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
44:12 (და ხალხი იტყვის): «უფალო ჩვენო, აგვაცილე სასჯელი, და ჭეშმარიტად, ჩვენ ვირწმუნებთ».
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
44:13 საიდანღა ექნებათ მათ შეგონება, როცა უკვე მოევლინათ ცხადი შუამავალი?
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
44:14 მერე ზურგი აქციეს მას და თქვეს: «განსწავლული, შეშლილი!»
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
44:15 ჩვენ მცირე ხნით მოგიხსნით სასჯელს, მაგრამ თქვენ კვლავ დაუბრუნდებით [ურწმუნოებას].
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
44:16 იმ დღეს (ბადრის ბრძოლაში) როცა უდიდესი ძალით დავარტყამთ, ჭეშმარიტად, ჩვენ შურისმაძიებელნი ვართ.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
44:17 და უეჭველად, მათზე ადრე გამოვცადეთ ფარაონის ხალხი და მოევლინათ მათ კეთილშობილი შუამავალი [მუსა].
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
44:18 (და უთხრა მათ მუსამ): «მომეცით ალლაჰის მსახურნი (ისრაელის შთამომავლებიდან), ჭეშმარიტად, მე თქვენთვის სანდო შუამავალი ვარ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
44:19 და ნუ გაამპარტავნდებით ალლაჰის წინაშე. ჭეშმარიტად, მე მოვედი თქვენთან ცხადი მტკიცებულებით.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
44:20 და ჭეშმარიტად, მე მივეფარე ჩემს უფალს და თქვენს უფალს, რათა არ ჩამქოლოთ.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨ
44:21 და თუ არ გწამთ ჩემი, მაშინ განმერიდეთ».
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
44:22 და (მაშინ), [მას შემდეგ, რაც ფარაონმა და მისმა მიმდევრებმა არ ცნეს მუსა ალლაჰის შუამავლად], მან [მუსამ] შესთხოვა თავის უფალს: «ესენი (არიან) ალლაჰის წინააღმდეგ ამბოხებული (დაუმორჩილებელი) ხალხი!» (და იმსახურებენ სასჯელის დაჩქარებას)
ﭰﭱﭲﭳﭴﭵ
44:23 (და თქვა ალლაჰმა): «გამოდი ღამით ჩემს მსახურებთან ერთად, (და) ნამდვილად გამოგეკიდებიან (ფარაონი და მისი ლაშქარი).
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
44:24 და დატოვე ზღვა მშვიდად: ჭეშმარიტად, ის ჩაძირული ლაშქარი იქნება».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃ
44:25 რამდენი ბაღნარი და წყარო დატოვეს მათ.
ﮄﮅﮆﮇ
44:26 და ნათესები და საპატიო ადგილები.
ﮈﮉﮊﮋﮌ
44:27 და ნეტარება, რომლითაც ტკბებოდნენ.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒ
44:28 ასე იყო და სხვა ხალხს დავუმკვიდრეთ იგი.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
44:29 არც ზეცას და არც მიწას არ უტირია მათზე [ფარაონისა და მის მსახურებზე], და არც ვადა მიეცათ (სასჯელისგან)!
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
44:30 და ჩვენ ვიხსენით ისრაელის ძენი დამამცირებელი სატანჯველისგან.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
44:31 ფარაონისგან (რომელმაც მათი ძენი მოკლეს და მათი ქალები დაამონეს). რადგან ნამდვილად ის ამპარტავანი ტირანი და ზღვარგადასულთაგანი იყო.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
44:32 და ჩვენ უკვე ავირჩიეთ ისინი [ისრაელის ძენი] (ჩვენი) ცოდნით სამყაროთა [სხვა ერების] ზემოთ.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
44:33 და ვუბოძეთ მათ სასწაულები, რომლებშიც აშკარა იყო გამოცდა.
ﯝﯞﯟﯠ
44:34 ჭეშმარიტად, ესენი (მრავალღმერთიანები) ამბობენ:
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
44:35 «არსებობს მხოლოდ ეს, ჩვენი პირველი სიკვდილი, და ჩვენ არ აღვდგებით (განკითხვისა დღეს)!
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
44:36 მაშინ მოიყვანეთ ჩვენი მამები, თუ მართალნი ხართ».
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
44:37 ისინი უკეთესნი არიან თუ თუბბა'ის (პიროვნების სახელწოდება) ხალხი და მათზე უწინდელნი (უწინდელები: ადისა და სამუდის ხალხი)? ჩვენ ისინი დავღუპეთ. ჭეშმარიტად, ისინი ცოდვილნი იყვნენ.
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
44:38 და არ შეგვიქმნია ჩვენ ცანი, დედამიწა და რაც მათ შორისაა სათამაშოდ.
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
44:39 ჩვენ ისინი ჭეშმარიტებით შევქმენით, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ იცის.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
44:40 უეჭველად, დაყოფის (განკითხვის) დღეა მათი ყველას დათქმული დრო.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
44:41 იმ დღეს, როცა ვერაფრით უშველის ახლობელი ახლობელს და არც მათ ექნებათ შემწეობა.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
44:42 გარდა იმისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს. უეჭველად, იგია ძლევამოსილი, შემწყალებელი.
ﭫﭬﭭﭮ
44:43 ჭეშმარიტად, ზაყყუუმის ხე
ﭯﭰﭱ
44:44 (ყველაზე მეტად) ცოდვილის საკვებია,
ﭲﭳﭴﭵﭶ
44:45 როგორც გამდნარი ლითონი, ის (ურწმუნოების) მუცლებში იხარშება.
ﭷﭸﭹ
44:46 როგორც მდუღარე წყლის დუღილი.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿ
44:47 (და ეტყვიან): «შეიპყარით იგი და ჩაათრიეთ შუაგულ ჯოჯოხეთში!
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
44:48 შემდეგ დაასხით თავზე მდუღარე წყლის სატანჯველი».
ﮈﮉﮊﮋﮌﮍ
44:49 (და ეტყვიან ურწმუნოს): «იგემე (ეს სასჯელი), რადგან, ჭეშმარიტად, შენ (ხარ) აღზევებული (ხალხში), პატივცემული (დამცინავად ეტვიან)!»
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
44:50 აი, ეს არის ის, რაშიც ეჭვი გეპარებოდათ.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚ
44:51 ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი უსაფრთხო სამყოფელში იქნებიან.
ﮛﮜﮝﮞ
44:52 ბაღებსა და წყაროებში.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
44:53 იმოსებიან წმინდა აბრეშუმითა და ფარჩით, ერთმანეთის პირისპირ (დამჯდარნი).
ﮥﮦﮧﮨﮩ
44:54 ასევე (სხვა პატივსაც მივაგებთ მათ); და ჩვენ მათ ცოლებად შევურთავთ თვალმშვენიერ ჰურიებს.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯ
44:55 იქ მოითხოვენ ყოველგვარ ხილს, დაცულნი.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
44:56 იქ სიკვდილს არ იგემებენ, გარდა პირველი სიკვდილისა. და დაიცვა მან [ალლაჰმა] ისინი ჯოჯოხეთის სასჯელისგან.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
44:57 წყალობად შენი უფლისგან. აი, ესაა დიადი წარმატება.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫ
44:58 ჩვენ ის (ყურანი) შენს ენაზე გავაადვილეთ, რათა მათ დარიგება მიიღონ.
ﯬﯭﯮﯯ
44:59 მაშ, დაელოდე! ჭეშმარიტად, ისინიც მომლოდინენი არიან.

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers