ალ-ბაქარა · 185/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِّنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ ۝١٨٥
Shahru Ramadaanallazeee unzila feehil Qur`aanu hudal linnaasi wa baiyinaatim minal hudaa wal furqaan; faman shahida minkumush shahra falyasumhu wa man kaana mareedan aw `alaa safarin fa`iddatum min ayyaamin ukhar; yureedul laahu bikumul yusra wa laa yureedu bikumul `usra wa litukmilul `iddata wa litukabbirul laaha `alaa maa hadaakum wa la`allakum tashkuroon
📖 ქართული მნიშვნელობა
რამადანის (მთვარის) თვეა ის, რომელშიც პირველად გარდმოევლინა ყურანი ადამიანებისთვის გზამკვლევად [ცოდნის წყაროდ], ასევე როგორც ნათელი მტკიცებულებები ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტების სიცრუისგან განმასხვავებლისა. ამიტომ, ვინც თქვენგან ამ თვეს მოესწრება, იმარხულოს დღის განმავლობაში. ხოლო ვინც ავად არის ან მგზავრობაშია, მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება სურს და არ სურს თქვენთვის გაძნელება. (მას სურს), რომ მარხვის დღეების რაოდენობა სრულად შეასრულოთ [ანუ მთელი რამადანის განმავლობაში იმარხულოთ], ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, საჭირო ცოდნა მოგანიჭათ და თქვენს საქმეებში შეგეწიათ, და რათა მადლიერნი იყოთ მის მიერ ბოძებული ყველა წყალობისთვის.
🎧 მოსმენა

📜 აია 183-187 — ალ-ბაქარა

183يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის (სავალდებულოდ იქნა) დაწესებული მარხვა (ალლაჰის მიერ), როგორც ის დაწესებული იყო თქვენამდე მცხოვრებ ხალხთათვის, ეგების შეგეშინდეთ (ალლაჰის).
184أَيَّامًا مَّعْدُودَاتٍ ۚ فَمَن كَانَ مِنكُم مَّرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۚ وَعَلَى الَّذِينَ يُطِيقُونَهُ فِدْيَةٌ طَعَامُ مِسْكِينٍ ۖ فَمَن تَطَوَّعَ خَيْرًا فَهُوَ خَيْرٌ لَّهُ ۚ وَأَن تَصُومُوا خَيْرٌ لَّكُمْ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ
(იმარხულეთ) დათვლილ დღეებში. ხოლო ვინც თქვენგან ავად არის ან მგზავრობაშია [და ამიტომ მარხვის დაცვა არ შეუძლია], მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ხოლო მათ, ვისაც მარხვის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ არ მარხულობენ (მაგალითად, სიბერის ან განუკურნებელი დაავადების გამო), ეკისრებათ გამოსასყიდი — ყოველი გამოტოვებული დღის სანაცვლოდ ერთი ღარიბის გამოკვება. ვინც საკუთარი ნებით მეტ კეთილ საქმეს გააკეთებს [ანუ სავალდებულო მარხვის გარდა დამატებითაც იმარხულებს ან ერთზე მეტ ღარიბს გამოკვებავს], ეს მისთვის უკეთესია. მარხვა თქვენთვის უკეთესია (ვიდრე გამოსასყიდის მიცემა), თქვენ რომ იცოდეთ (მარხვის უპირატესობა ალლაჰის წინაშე).
185شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِّنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
რამადანის (მთვარის) თვეა ის, რომელშიც პირველად გარდმოევლინა ყურანი ადამიანებისთვის გზამკვლევად [ცოდნის წყაროდ], ასევე როგორც ნათელი მტკიცებულებები ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტების სიცრუისგან განმასხვავებლისა. ამიტომ, ვინც თქვენგან ამ თვეს მოესწრება, იმარხულოს დღის განმავლობაში. ხოლო ვინც ავად არის ან მგზავრობაშია, მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება სურს და არ სურს თქვენთვის გაძნელება. (მას სურს), რომ მარხვის დღეების რაოდენობა სრულად შეასრულოთ [ანუ მთელი რამადანის განმავლობაში იმარხულოთ], ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, საჭირო ცოდნა მოგანიჭათ და თქვენს საქმეებში შეგეწიათ, და რათა მადლიერნი იყოთ მის მიერ ბოძებული ყველა წყალობისთვის.
186وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ
და როდესაც ჩემი მონები [მორწმუნეები] შენ გეკითხებიან ჩემ შესახებ [ო, მოციქულო, ახლოს ვარ თუ არა მათთან და როგორ ვპასუხობ მათ ვედრებას], მაშინ (უთხარი), რომ ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ. მე ვპასუხობ მვედრებლის ვედრებას, როდესაც ის გულწრფელად მომმართავს. ამიტომ, დაე, ისინი დამემორჩილონ და ირწმუნონ ჩემი, რათა სწორ გზაზე იარონ.
187أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ الصِّيَامِ الرَّفَثُ إِلَىٰ نِسَائِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَّكُمْ وَأَنتُمْ لِبَاسٌ لَّهُنَّ ۗ عَلِمَ اللَّهُ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَخْتَانُونَ أَنفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنكُمْ ۖ فَالْآنَ بَاشِرُوهُنَّ وَابْتَغُوا مَا كَتَبَ اللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا وَاشْرَبُوا حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ الْخَيْطُ الْأَبْيَضُ مِنَ الْخَيْطِ الْأَسْوَدِ مِنَ الْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا الصِّيَامَ إِلَى اللَّيْلِ ۚ وَلَا تُبَاشِرُوهُنَّ وَأَنتُمْ عَاكِفُونَ فِي الْمَسَاجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ اللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ اللَّهُ آيَاتِهِ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ
ნებადართულია თქვენთვის (ალლაჰის მიერ) მარხვის ყოველ ღამეს (რამადანის თვეში) თქვენს ცოლებთან დაახლოება [მათთან სიახლოვე]. ისინი [ცოლები] არიან სამოსი თქვენთვის, ხოლო თქვენ (ო, ქმრებო) — სამოსი მათთვის [ცოლებისთვის]; ალლაჰმა იცოდა, რომ თქვენ საკუთარ თავს ატყუებდით (აკრძალულის ჩადენით), ამიტომ შეგიწყალათ (ამ მძიმე მდგომარეობის გაუქმებით) და გაპატიათ ის, რასაც ადრე სჩადიოდით. ახლა კი (ამ აკრძალვის გაუქმების შემდეგ) მიუახლოვდით მათ [ცოლებს] და ეძიეთ ის, რაც ალლაჰმა დაგიწესათ თქვენთვის. ასევე ჭამეთ და სვით, ვიდრე თქვენთვის აშკარად არ გაიმიჯნება თეთრი ძაფი [დღის ნათელი] შავი ძაფისგან [ღამის სიბნელისგან] განთიადისას [როდესაც განთიადის ნათელი გამოჩნდება]. შემდეგ სრულყავით მარხვა ღამემდე [მზის ჩასვლამდე]. და ნუ მიუახლოვდებით მათ [ნუ იქონიებთ სიახლოვეს ცოლებთან] მაშინ, როცა მეჩეთებში იმყოფებით (ალლაჰისადმი გულმოდგინე თაყვანისცემაში, ი‘თიქაფის დროს). ეს არის ალლაჰის საზღვრები, ამიტომ ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი თავის აიათებს ადამიანებს, ეგების ისინი მოშიშნი იყვნენ.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
185აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 185

სურა ალ-ბაქარა აია 185 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : რამადანის (მთვარის) თვეა ის, რომელშიც პირველად გარდმოევლინა ყურანი ადამიანებისთვის გზამკვლევად…

სურა აია 185/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 183–187. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers