ალ-ბაქარა · 184/286
თარგმანი გამოთქმა — ალ-ბაქარა
أَيَّامًا مَّعْدُودَاتٍ ۚ فَمَن كَانَ مِنكُم مَّرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۚ وَعَلَى الَّذِينَ يُطِيقُونَهُ فِدْيَةٌ طَعَامُ مِسْكِينٍ ۖ فَمَن تَطَوَّعَ خَيْرًا فَهُوَ خَيْرٌ لَّهُ ۚ وَأَن تَصُومُوا خَيْرٌ لَّكُمْ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ ۝١٨٤
Ayyaamam ma`doodaat; faman kaana minkum mareedan aw`alaa safarin fa`iddatum min ayyaamin ukhar; wa `alal lazeena yuteeqoonahoo fidyatun ta`aamu miskeenin faman tatawwa`a khairan fahuwa khairulo lahoo wa an tasoomoo khairul lakum in kuntum ta`lamoon
📖 ქართული მნიშვნელობა
(იმარხულეთ) დათვლილ დღეებში. ხოლო ვინც თქვენგან ავად არის ან მგზავრობაშია [და ამიტომ მარხვის დაცვა არ შეუძლია], მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ხოლო მათ, ვისაც მარხვის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ არ მარხულობენ (მაგალითად, სიბერის ან განუკურნებელი დაავადების გამო), ეკისრებათ გამოსასყიდი — ყოველი გამოტოვებული დღის სანაცვლოდ ერთი ღარიბის გამოკვება. ვინც საკუთარი ნებით მეტ კეთილ საქმეს გააკეთებს [ანუ სავალდებულო მარხვის გარდა დამატებითაც იმარხულებს ან ერთზე მეტ ღარიბს გამოკვებავს], ეს მისთვის უკეთესია. მარხვა თქვენთვის უკეთესია (ვიდრე გამოსასყიდის მიცემა), თქვენ რომ იცოდეთ (მარხვის უპირატესობა ალლაჰის წინაშე).
🎧 მოსმენა

📜 აია 182-186 — ალ-ბაქარა

182فَمَنْ خَافَ مِن مُّوصٍ جَنَفًا أَوْ إِثْمًا فَأَصْلَحَ بَيْنَهُمْ فَلَا إِثْمَ عَلَيْهِ ۚ إِنَّ اللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ
ხოლო ვინც ანდერძის დამტოვებლისგან სიმართლისგან გადახვევას (ანდერძის საკითხებში) ან ცოდვას მოერიდება და მათ შორის [მემკვიდრეებსა ან მათ შორის, ვის სასარგებლოდაც ანდერძია დატოვებული] წარმოშობილ დავას მოაგვარებს — ანდერძის დამტოვებლისთვის უფრო სამართლიანის რჩევით, ან, თუ ეს უკვე შეუძლებელია, იმ ნაწილის გამოსწორებით, რომელიც ალლაჰის დადგენილებას ეწინააღმდეგება — მას ამაში ცოდვა არ ეკისრება. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, შემწყალებელია.
183يَا أَيُّهَا الَّذِينَ آمَنُوا كُتِبَ عَلَيْكُمُ الصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى الَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის (სავალდებულოდ იქნა) დაწესებული მარხვა (ალლაჰის მიერ), როგორც ის დაწესებული იყო თქვენამდე მცხოვრებ ხალხთათვის, ეგების შეგეშინდეთ (ალლაჰის).
184أَيَّامًا مَّعْدُودَاتٍ ۚ فَمَن كَانَ مِنكُم مَّرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۚ وَعَلَى الَّذِينَ يُطِيقُونَهُ فِدْيَةٌ طَعَامُ مِسْكِينٍ ۖ فَمَن تَطَوَّعَ خَيْرًا فَهُوَ خَيْرٌ لَّهُ ۚ وَأَن تَصُومُوا خَيْرٌ لَّكُمْ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ
(იმარხულეთ) დათვლილ დღეებში. ხოლო ვინც თქვენგან ავად არის ან მგზავრობაშია [და ამიტომ მარხვის დაცვა არ შეუძლია], მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ხოლო მათ, ვისაც მარხვის დაცვა შეუძლიათ, მაგრამ არ მარხულობენ (მაგალითად, სიბერის ან განუკურნებელი დაავადების გამო), ეკისრებათ გამოსასყიდი — ყოველი გამოტოვებული დღის სანაცვლოდ ერთი ღარიბის გამოკვება. ვინც საკუთარი ნებით მეტ კეთილ საქმეს გააკეთებს [ანუ სავალდებულო მარხვის გარდა დამატებითაც იმარხულებს ან ერთზე მეტ ღარიბს გამოკვებავს], ეს მისთვის უკეთესია. მარხვა თქვენთვის უკეთესია (ვიდრე გამოსასყიდის მიცემა), თქვენ რომ იცოდეთ (მარხვის უპირატესობა ალლაჰის წინაშე).
185شَهْرُ رَمَضَانَ الَّذِي أُنزِلَ فِيهِ الْقُرْآنُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَاتٍ مِّنَ الْهُدَىٰ وَالْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ الشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ اللَّهُ بِكُمُ الْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ الْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا الْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا اللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَاكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ
რამადანის (მთვარის) თვეა ის, რომელშიც პირველად გარდმოევლინა ყურანი ადამიანებისთვის გზამკვლევად [ცოდნის წყაროდ], ასევე როგორც ნათელი მტკიცებულებები ჭეშმარიტი გზისა და ჭეშმარიტების სიცრუისგან განმასხვავებლისა. ამიტომ, ვინც თქვენგან ამ თვეს მოესწრება, იმარხულოს დღის განმავლობაში. ხოლო ვინც ავად არის ან მგზავრობაშია, მან გამოტოვებული დღეების რაოდენობის შესაბამისად სხვა დღეებში იმარხულოს. ალლაჰს თქვენთვის შემსუბუქება სურს და არ სურს თქვენთვის გაძნელება. (მას სურს), რომ მარხვის დღეების რაოდენობა სრულად შეასრულოთ [ანუ მთელი რამადანის განმავლობაში იმარხულოთ], ადიდოთ ალლაჰი იმისთვის, რომ ჭეშმარიტ გზაზე დაგაყენათ, საჭირო ცოდნა მოგანიჭათ და თქვენს საქმეებში შეგეწიათ, და რათა მადლიერნი იყოთ მის მიერ ბოძებული ყველა წყალობისთვის.
186وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِي عَنِّي فَإِنِّي قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ الدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا لِي وَلْيُؤْمِنُوا بِي لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ
და როდესაც ჩემი მონები [მორწმუნეები] შენ გეკითხებიან ჩემ შესახებ [ო, მოციქულო, ახლოს ვარ თუ არა მათთან და როგორ ვპასუხობ მათ ვედრებას], მაშინ (უთხარი), რომ ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ. მე ვპასუხობ მვედრებლის ვედრებას, როდესაც ის გულწრფელად მომმართავს. ამიტომ, დაე, ისინი დამემორჩილონ და ირწმუნონ ჩემი, რათა სწორ გზაზე იარონ.
ალ-ბაქარაყურანის საძიებელი
286აია
MedinanRevelation
184აია

თარგმანი — ალ-ბაქარა 184

სურა ალ-ბაქარა აია 184 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : (იმარხულეთ) დათვლილ დღეებში. ხოლო ვინც თქვენგან ავად არის ან მგზავრობაშია…

სურა აია 184/286 — ალ-ბაქარა البقرة (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ბაქარა მოსმენა, ალ-ბაქარა თარგმანი, ალ-ბაქარა mp3, ალ-ბაქარა pdf. აია 182–186. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers