სურა ალ-ინფიტარი არაბულად და ქართულად

წაიკითხეთ სურა ალ-ინფიტარი სრული ქართული თარგმანით, გამოთქმით და აუდიო წაკითხვით. თითოეული აიათის მნიშვნელობა. (19 აია — مكية). ალ-ინფიტარი მოსმენა, ალ-ინფიტარი თარგმანი, ალ-ინფიტარი mp3, ალ-ინფიტარი pdf.

სურა ალ-ინფიტარი წაკითხვა და მოსმენა

🎧 აია
M Mishary Rashid Alafasy
M Mahmoud Khalil Al-Husary
A Abdurrahman As-Sudais
M Mohamed Siddiq Al-Minshawi
A Abdul Basit Abdul Samad
A Ali Al-Hudhaify
A Ahmed ibn Ali al-Ajamy
A Abu Bakr Ash-Shaatree
M Muhammad Ayyoub
A Abdullah Basfar
A Abdullah Al-Juhani
M Maher Al Muaiqly
x1
إِذَا السَّمَاءُ انفَطَرَتْ ۝١
📖 თარგმანი აია 1
როცა გაიპობა ზეცა,
وَإِذَا الْكَوَاكِبُ انتَثَرَتْ ۝٢
📖 თარგმანი აია 2
და როცა ვარსკვლავები გაიბნევა,
وَإِذَا الْبِحَارُ فُجِّرَتْ ۝٣
📖 თარგმანი აია 3
და როცა ზღვები აირევა (და ერთ ზღვად გადაიქცევა),
وَإِذَا الْقُبُورُ بُعْثِرَتْ ۝٤
📖 თარგმანი აია 4
და როცა სამარხები ამოიბრუნება (და მათგან გამოვლენ აღდგენილი მათი მცხოვრებლები),
عَلِمَتْ نَفْسٌ مَّا قَدَّمَتْ وَأَخَّرَتْ ۝٥
📖 თარგმანი აია 5
მაშინ მიხვდება ყოველი სული თუ რა გაიმზადა სამომავლოდ და რა მოიტოვა უკან.
يَا أَيُّهَا الْإِنسَانُ مَا غَرَّكَ بِرَبِّكَ الْكَرِيمِ ۝٦
📖 თარგმანი აია 6
ჰეი, ადამიანო! რამ გაცდუნა შენი უფლის შესახებ – ყოვლად გულუხვისა?
الَّذِي خَلَقَكَ فَسَوَّاكَ فَعَدَلَكَ ۝٧
📖 თარგმანი აია 7
რომელმაც გაგაჩინა, ჩამოგაყალიბა და მოგცა თანაზომიერება,
فِي أَيِّ صُورَةٍ مَّا شَاءَ رَكَّبَكَ ۝٨
📖 თარგმანი აია 8
ისეთი სახით, როგორც თავად ინება, და შენ (მან) მოგაწყო.
كَلَّا بَلْ تُكَذِّبُونَ بِالدِّينِ ۝٩
📖 თარგმანი აია 9
არა და არა, თქვენ ცრუდ აცხადებთ განკითხვის დღეს!
وَإِنَّ عَلَيْكُمْ لَحَافِظِينَ ۝١٠
📖 თარგმანი აია 10
და მართლაც, თქვენთან უეჭველად არიან მეთვალყურენი (ანგელოზები),
كِرَامًا كَاتِبِينَ ۝١١
📖 თარგმანი აია 11
პატივდებულნი, მწერალნი.
يَعْلَمُونَ مَا تَفْعَلُونَ ۝١٢
📖 თარგმანი აია 12
(ყველაფერი) იციან, რასაც აკეთებთ.
إِنَّ الْأَبْرَارَ لَفِي نَعِيمٍ ۝١٣
📖 თარგმანი აია 13
ჭეშმარიტად, სათნონი აუცილებლად იქნებიან კეთილდღეობაში.
وَإِنَّ الْفُجَّارَ لَفِي جَحِيمٍ ۝١٤
📖 თარგმანი აია 14
და უეჭველად, ცოდვილები აუცილებლად იქნებიან ცეცხლში,
يَصْلَوْنَهَا يَوْمَ الدِّينِ ۝١٥
📖 თარგმანი აია 15
მასში შევლენ განკითხვის დღეს.
وَمَا هُمْ عَنْهَا بِغَائِبِينَ ۝١٦
📖 თარგმანი აია 16
და არც გაქრებიან იქიდან.
وَمَا أَدْرَاكَ مَا يَوْمُ الدِّينِ ۝١٧
📖 თარგმანი აია 17
და რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
ثُمَّ مَا أَدْرَاكَ مَا يَوْمُ الدِّينِ ۝١٨
📖 თარგმანი აია 18
კვლავ, რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
يَوْمَ لَا تَمْلِكُ نَفْسٌ لِّنَفْسٍ شَيْئًا ۖ وَالْأَمْرُ يَوْمَئِذٍ لِّلَّهِ ۝١٩
📖 თარგმანი აია 19
იმ დღეს სული ვერაფერს ფლობს სხვა სულის სარგოდ; და იმ დღის მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
← 81 ალ-ინფიტარი (82/114) 83 →
წაკითხვა სურა ალ-ინფიტარი ქართულად – თარგმანი და აუდიო

82الإنفطار Al-Infitar 📚 19 აია مكية



წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers