სურა ალ-ინფიტარი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ინფიტარი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ინფიტარი თარგმანი. სურა ალ-ინფიტარი (Meccan) 19 აია.
Related
- სურა ალ-ინფიტარი თარგმანიქართული
- სურა ალ-ინფიტარი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ინფიტარი

ﭑﭒﭓﭔ
82:1
როცა გაიპობა ზეცა,
ﭕﭖﭗﭘ
82:2
და როცა ვარსკვლავები გაიბნევა,
ﭙﭚﭛﭜ
82:3
და როცა ზღვები აირევა (და ერთ ზღვად გადაიქცევა),
ﭝﭞﭟﭠ
82:4
და როცა სამარხები ამოიბრუნება (და მათგან გამოვლენ აღდგენილი მათი მცხოვრებლები),
ﭡﭢﭣﭤﭥﭦ
82:5
მაშინ მიხვდება ყოველი სული თუ რა გაიმზადა სამომავლოდ და რა მოიტოვა უკან.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
82:6
ჰეი, ადამიანო! რამ გაცდუნა შენი უფლის შესახებ – ყოვლად გულუხვისა?
ﭮﭯﭰﭱﭲ
82:7
რომელმაც გაგაჩინა, ჩამოგაყალიბა და მოგცა თანაზომიერება,
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
82:8
ისეთი სახით, როგორც თავად ინება, და შენ (მან) მოგაწყო.
ﭺﭻﭼﭽﭾ
82:9
არა და არა, თქვენ ცრუდ აცხადებთ განკითხვის დღეს!
ﭿﮀﮁﮂ
82:10
და მართლაც, თქვენთან უეჭველად არიან მეთვალყურენი (ანგელოზები),
ﮃﮄﮅ
82:11
პატივდებულნი, მწერალნი.
ﮆﮇﮈﮉ
82:12
(ყველაფერი) იციან, რასაც აკეთებთ.
ﮊﮋﮌﮍﮎ
82:13
ჭეშმარიტად, სათნონი აუცილებლად იქნებიან კეთილდღეობაში.
ﮏﮐﮑﮒﮓ
82:14
და უეჭველად, ცოდვილები აუცილებლად იქნებიან ცეცხლში,
ﮔﮕﮖﮗ
82:15
მასში შევლენ განკითხვის დღეს.
ﮘﮙﮚﮛﮜ
82:16
და არც გაქრებიან იქიდან.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢ
82:17
და რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
82:18
კვლავ, რამ გამცნოს თუ რა არის განკითხვის დღე?!
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
82:19
იმ დღეს სული ვერაფერს ფლობს სხვა სულის სარგოდ; და იმ დღის მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის.
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







