სურა ალ-ანქაბუთი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ანქაბუთი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ანქაბუთი თარგმანი. სურა ალ-ანქაბუთი (Meccan) 69 აია.
Related
- სურა ალ-ანქაბუთი თარგმანიქართული
- სურა ალ-ანქაბუთი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ანქაბუთი

ﮡﮢ
29:1
ალიფ. ლაამ. მიიმ
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
29:2
ნუთუ ფიქრობენ ადამიანები, რომ ისინი დარჩებიან ისე, რომ თქვეს: «ჩვენ ვირწმუნეთ» — და არ გამოიცდებიან [თავისი ქონებითა და სიცოცხლით)?
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
29:3
და უკვე გამოვცადეთ ისინი, ვინც მათზე უწინ იყვნენ, და ალლაჰი უეჭველად გამოავლენს მათ, ვინც იყო მართალი [თავის რწმენაში], და უეჭველად გამოავლენს მატყუარებს.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
29:4
ან ნუთუ ისინი, რომლებიც ბოროტებას სჩადიან [მრავალღმერთიანობასა და სხვა ცოდვებს], ფიქრობენ, რომ ჩვენ გაგვისწრებენ [რომ თავს დააღწევენ ჩვენს სასჯელს]? რაოდენ ცუდად [არასწორად] მსჯელობენ ისინი!
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
29:5
ვინც იმედოვნებს ალლაჰთან შეხვედრას — მაშ, ჭეშმარიტად, ალლაჰის მიერ დადგენილი ვადა უეჭველად დადგება. და იგი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
29:6
ხოლო ვინც გაირჯება [იმისთვის, რომ ალლაჰის სიტყვა იყოს უმაღლესი], ის გაირჯება საკუთარი თავისთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი სრულიად არ საჭიროებს სამყაროებს [არ საჭიროებს თავის მონების საქმეებს და საერთოდ არაფერს].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
29:7
ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, — ჩვენ აუცილებლად წავშლით მათ ცუდ საქმეებს და მივაგებთ მათ იმაზე უკეთესით, ვიდრე ისინი აკეთებდნენ.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
29:8
და ვუანდერძეთ ადამიანს სიკეთე მშობლების მიმართ [მათი სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც]. ხოლო თუ ისინი [თქვენი მშობლები] დაგაძალებენ, რომ თანაზიარად დამიდგინო ის, რისი ცოდნაც არ გაქვს, ნუ დაემორჩილები მათ. ჩემთანაა თქვენი დასაბრუნებელი და მაშინ გაცნობებთ იმას, რასაც სჩადიოდით.
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
29:9
ხოლო მათ, რომელთაც ირწმუნეს და სჩადიოდნენ მართალ საქმეებს, ჩვენ აუცილებლად შევიყვანთ მათ [სამოთხეში] მართალთა [ალლაჰის მონათა] შორის.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
29:10
და ადამიანებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი», — მაგრამ როდესაც მათ ტანჯვას მიაყენებენ ალლაჰის გამო [მის მიმართ ჭეშმარიტი რწმენის გამო], ისინი ადამიანებისგან [მრავალღმერთიანებისგან] მომდინარე გამოცდას ალლაჰის სასჯელად მიიჩნევენ [ვერ ითმენენ] (და რწმენას შორდებიან). ხოლო როდესაც მოვა გამარჯვება შენი (ო, მოციქულო) უფლისგან, ისინი [რწმენისგან განმდგარნი] აუცილებლად იტყვიან: «ჩვენ თქვენთან ვიყავით». განა ალლაჰმა ყველაზე უკეთ არ იცის, რაც (იმალება) სამყაროთა [ქმნილებების] გულებში?
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
29:11
და ალლაჰი უეჭველად გამოავლენს მათ, რომელთაც ირწმუნეს, და უეჭველად გამოავლენს მატყუარებს.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
29:12
და უთხრეს ურწმუნოებმა მორწმუნეებს: «(მიატოვეთ ის რწმენა, რომლითაც მუჰამმადი მოვიდა და) გაჰყევით ჩვენს გზას, და ჩვენ ვიტვირთავთ თქვენს ცოდვებს». მაგრამ ისინი მათი ცოდვებიდან ვერაფერს იკისრებენ. ჭეშმარიტად, ისინი უეჭველად მატყუარები არიან!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
29:13
და უეჭველად იტვირთავენ ისინი [მრავალღმერთიანები] თავიანთ ტვირთებს [ცოდვებს] და (კიდევ სხვა) ტვირთებს [იმათ ცოდვებს, ვინც მათ შეცდომაში შეიყვანეს ან ჭეშმარიტი რწმენიდან გადაახვევინეს] თავიანთ ტვირთებთან [ცოდვებთან] ერთად. და აღდგომის დღეს მათ აუცილებლად ჰკითხავენ იმაზე, რასაც ისინი იგონებდნენ.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
29:14
და აი, ჩვენ უკვე გავგზავნეთ ნუჰი [შუამავლად] მის ხალხთან, და მან გაატარა მათ შორის ათასი წელი ორმოცდაათის გამოკლებით. და წარღვნა დაატყდათ თავს, და ისინი უსამართლონი იყვნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
29:15
და გადავარჩინეთ იგი [შუამავალი ნუჰი] და ისინი, ვინც კიდობანში იყვნენ, და გავხადეთ იგი [კიდობანი] სასწაულად სამყაროთათვის.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
29:16
და [გაიხსენე] [შუამავალი] იბრაჰიმი, როცა უთხრა თავის ხალხს: «თაყვანი ეცით [მხოლოდ] ალლაჰს და ერიდეთ მას [მის სასჯელს]! ეს თქვენთვის უკეთესია, თუკი თქვენ იცით».
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
29:17
ნამდვილად, თქვენ [ო, ჩემო ხალხო] თაყვანს სცემთ ალლაჰის მაგივრად კერპებს და იგონებთ სიცრუეს [კერპებს ღმერთებს უწოდებთ]. ნამდვილად, ისინი, ვისაც თქვენ თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა, არ ფლობენ თქვენთვის სარჩოს. სარჩო ეძიეთ ალლაჰთან და თაყვანი ეცით [მხოლოდ] მას, და ემადლიერეთ მას, რადგან მასთან დაბრუნდებით!
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
29:18
და თუ თქვენ (ო, ადამიანებო) სიცრუედ მიიჩნევთ (იმას, რისკენაც ჩვენი მოციქული მუჰამმადი მოგიწოდებთ), მაშინ (იცოდეთ, რომ უკვე) უარყვეს თქვენამდე არსებულმა თემებმა; ხოლო მოციქულს [მუჰამმადს] ეკისრება მხოლოდ (ალლაჰის გზავნილის) ნათლად გადაცემა.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
29:19
ნუთუ მათ არ უნახავთ, როგორ ქმნის ალლაჰი ქმნილებას [პირველად] [არარსებობიდან], შემდეგ კი მას იმეორებს [მისი გაქრობის შემდეგ]? ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
29:20
უთხარი [ო, მოციქულო]: «იმოგზაურეთ დედამიწაზე და ნახეთ, როგორ დაიწყო მან [ალლაჰმა] ქმნილების შექმნა. შემდეგ ალლაჰი შექმნის უკანასკნელ ქმნილებას [გააცოცხლებს ხალხს ხელმეორედ განკითხვისთვის]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
29:21
ის დასჯის [ცოდვებისთვის], ვისაც ინებებს, და შეიწყალებს, ვისაც ინებებს, და მასთან დაბრუნდებით.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
29:22
და თქვენ [ო, ადამიანებო] ვერ იქნებით დამმარცხებელნი [ალლაჰისა თქვენი ურჩობით] ვერც მიწაზე და ვერც ცაში, და არ გყავთ ალლაჰის გარდა არც მფარველი, და არც დამხმარე [რომელიც ალლაჰის სასჯელისგან დაგიცავთ].
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
29:23
და მათ, რომელთაც გახდნენ ურწმუნონი ალლაჰის სასწაულებისა და მასთან შეხვედრისა, სწორედ მათ გადაეწურათ იმედი ჩემს მოწყალებაზე [როდესაც იხილავენ, რა სასჯელი ელით] და სწორედ მათ მიეგებათ მტანჯველი სასჯელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
29:24
და მისი ხალხის [მოციქული იბრაჰიმის ხალხის] პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ თქვეს: «მოკალით იგი [იბრაჰიმი] ან დაწვით იგი!» და [როცა ცეცხლში ჩააგდეს], ალლაჰმა გადაარჩინა იგი ცეცხლიდან. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაულები მორწმუნე ადამიანებისთვის.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
29:25
და მან [მოციქულმა იბრაჰიმმა] უთხრა [თავის ხალხს]: «თქვენ აიყვანეთ ალლაჰის გარდა კერპები ერთმანეთის სიყვარულის გამო ამქვეყნიურ ცხოვრებაში. შემდეგ აღდგომის დღეს თქვენ უარყოფთ ერთმანეთს, და დასწყევლით ერთმანეთს, და თქვენი თავშესაფარი იქნება ცეცხლი, და არ გეყოლებათ [არანაირი] დამხმარე».
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
29:26
და ირწმუნა იგი [იბრაჰიმი] ლუტმა და თქვა: «ჭეშმარიტად, მე გადავდივარ (იმ დასახლებიდან, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს) ჩემს უფალთან. ჭეშმარიტად, ის არის ძლევამოსილი, ბრძენი!»
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
29:27
და ვუბოძეთ მას [იბრაჰიმს] (ვაჟი) ისჰაყი და (შვილიშვილი) იაყუბი, და დავადგინეთ მის შთამომავლობაში წინასწარმეტყველება [მის შთამომავლებს შორის გავაჩინეთ წინასწარმეტყველები] და წიგნი, და მივეცით მას მისი ჯილდო (ამ) ქვეყანაზე [მართალი შვილები და კეთილი ხსენება ადამიანთა შემდგომ თაობებში], და, ჭეშმარიტად, იგი მარადიულ ცხოვრებაში, უეჭველად, მართალთა შორის იქნება.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
29:28
და [გაიხსენე] [ო, მუჰამმედ] [მოციქული] ლუტი. აი, მან უთხრა თავის ხალხს: «ჭეშმარიტად, თქვენ სჩადიხართ სიბილწეს [მამათმავლობას], რომელიც თქვენზე უწინ არავის უქნია თქვენამდე სამყაროთა შორის».
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
29:29
ნუთუ თქვენ მიდიხართ მამაკაცებთან [ქალების ნაცვლად] და უჭრით გზას [თავს ესხმით სოფელში გამვლელ მოგზაურებს] და თქვენს შეკრებებში სჩადიხართ დაგმობილს? და მისი ხალხის პასუხი მხოლოდ ის იყო, რომ თქვეს: «მოგვიტანე ალლაჰის სასჯელი, თუ მართალთაგანი ხარ».
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
29:30
თქვა [მოციქულმა ლუტმა]: «უფალო ჩემო, შემეწიე იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ავრცელებენ უკეთურებას».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
29:31
და როცა მოვიდნენ ჩვენი გზავნილები [ანგელოზები] [მოციქულ] იბრაჰიმთან სასიხარულო ამბით [რომ მას შეეძინება ვაჟი ისჰაყი, და ისჰაყის შემდეგ შვილიშვილი იაყუბი], მათ უთხრეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ დავღუპავთ ამ სოფლის მცხოვრებთ [სოფელს, რომლისკენაც იყო გაგზავნილი მოციქული ლუტი]. ჭეშმარიტად, მისი მცხოვრებნი უსამართლონი არიან».
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
29:32
[იბრაჰიმმა] თქვა: «ჭეშმარიტად მასში [ამ სოფელში] არის ლუტი». [ანგელოზებმა] თქვეს:« ჩვენ უკეთ ვიცით, ვინც მასშია. ჩვენ უეჭველად გადავარჩენთ მას და მის ოჯახს, გარდა მისი ცოლისა, და იგი დარჩენილთა [დაღუპულთა] შორის აღმოჩნდა».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
29:33
და როცა მოვიდნენ ჩვენი გზავნილები [ანგელოზები] ლუტთან, იგი შეწუხდა მათ გამო და თავი უძლურად იგრძნო. მაგრამ [ანგელოზებმა] უთხრეს: «ნუ გეშინია [ჩვენს გამო] [ეს ხალხი ვერაფერს დაგვაკლებს] და ნუ დამწუხრდები! ჭეშმარიტად, ჩვენ გადაგარჩენთ შენ [ო, ლუტ] და შენს ოჯახს, გარდა შენი ცოლისა, (რადგან) იგი დარჩენილთა [დაღუპულთა] შორის იქნება».
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
29:34
ჭეშმარიტად, ჩვენ მოვავლენთ ამ სოფლის მცხოვრებლებზე ციდან სასჯელს [ქვების წვიმით ჩაიქოლებიან] იმის გამო, რომ ისინი ურჩობას იჩენდნენ.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
29:35
და დავტოვეთ ჩვენ მისგან ნათელი სასწაული იმ ადამიანებისთვის, [რომლებიც] დაფიქრდებიან.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
29:36
და მადიანელებს [ჩვენ მივუგზავნეთ] მათი ძმა შუ'აიბი. [მოციქულმა შუ'აიბმა] უთხრა: «ო, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს, და გქონდეთ იმედი უკანასკნელი დღის [რომ მასში მიიღებთ ჯილდოს თქვენი თაყვანისცემისთვის], და ნუ ივლით მიწაზე, არეულობის თესვით».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
29:37
და მათ [მადიაენელებმა] უარყვეს იგი [მოციქული შუ'აიბი], და მოიცვა ისინი ძლიერმა მიწისძვრამ. და დილით თავიანთ სახლებში გვამებად იქცნენ.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
29:38
და [ასევე] [ჩვენ დავღუპეთ] [ურწმუნო] ადიელები და სამუდელები. და ეს თქვენთვის [ო, მექქელებო] აშკარა გახდა მათი საცხოვრებლებით. და შეულამაზა ეშმაკმა მათ მათი ქმედებები და გადაახვევინა [რწმენის] გზიდან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამჭრიახნი [გონივრულნი] იყვნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
29:39
და [ასევე] [ჩვენ დავსაჯეთ ამქვეყნადვე] ყარუნი, ფარაონი და ჰამანი. და აი, მოვიდა მათთან [მოციქული] მუსა ნათელი სასწაულებით, ხოლო ისინი ამპარტავნობდნენ მიწაზე და ისინი არ იყვნენ გამსწრენი [ვერ შეძლეს ჩვენი სასჯელის თავიდან აცილება].
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
29:40
და ყველა მათგანი დავსაჯეთ მათი ცოდვის გამო; მათგან იყვნენ ისინი, რომელთაც მოვუვლინეთ ქარიშხალი [ქვებით] [ვისაც შეაგონებდა შუამავალი ლუტი], მათგან იყვნენ ისინი, ვინც მოიცვა ღრიალმა [ძლიერმა ხმამ] [ისინი, ვისაც შეაგონებდა მოციქული სალიჰი და ისინი, რომელზედაც იყო გაგზავნილი მოციქული შუ'აიბი], მათგან იყვნენ ისინი, ვინც ჩვენ ჩავფალით მიწაში [ყარუნი], და მათგან იყვნენ ისინი, ვინც ჩვენ დავახრჩეთ [ისინი, ვისაც შეაგონებდა მოციქული ნუჰი და ფარაონი თავისი ლაშქრით]. ალლაჰი არ არის ისეთი, რომ მათ მიმართ უსამართლოდ მოიქცეს, მაგრამ ისინი თვითონვე ექცეოდნენ თავიანთ თავებს უსამართლოდ.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
29:41
იმათი [მრავალღმერთიანების] (საქმის) მაგალითი, რომლებმაც ალლაჰის გარდა მფარველები აირჩიეს (რომელთა დახმარების იმედიც აქვთ), ჰგავს ობობის მაგალითს, რომელმაც თავისთვის საცხოვრებელი გაიკეთა (რომელშიც დაცვას ეძებს). და, ჭეშმარიტად, ყველაზე სუსტი საცხოვრებელი [ისეთი, რომელიც არც სიცხისგან იცავს და არც სიცივისგან], უეჭველად, ობობის საცხოვრებელია, ნეტავ მათ სცოდნოდათ!
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
29:42
ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის [ყველა] მათგანი, ვისაც ისინი უხმობენ მის გარდა. და იგია ძლევამოსილი, ბრძენი.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
29:43
ეს მაგალითები მოგვაქვს ხალხისათვის და ვერავინ გაიაზრებს მათ, გარდა მცოდნეთა.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
29:44
ალლაჰმა შექმნა ცანი და დედამიწა ჭეშმარიტებით. უეჭველად, მასში სასწაულია მორწმუნეთათვის.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
29:45
და იკითხე ის [ო, შუამავალო], რაც წიგნისგან ზეშთაგეგონა [ყურანისგან] და სრულყოფილად შეასრულე ლოცვა. ჭეშმარიტად, ლოცვა კრძალავს სიავენს და უკეთურობას. ალლაჰის ხსენება კი უფრო უდიდესია და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
29:46
და ნუ იკამათებთ [ო, მორწმუნენო] წიგნის ხალხთან [იუდეველებთან და ქრისტიანებთან], გარდა საუკეთესო [ხერხით] [ალლაჰის წიგნიდან მოყვანილი მტკიცებულებებით, კარგი ზნეობითა და კეთილი სიტყვით], გარდა იმათთან, ვინც სჩადის ბოროტს [ვინც ცდილობს ზიანი მიაყენოს ისლამს და ტკივილი მოუტანოს მორწმუნეებს] და უთხარით მას: «ჩვენ ვირწმუნეთ ის, რაც გარდმოგვევლინა ჩვენ და ის, რაც გარდმოგევლინათ თქვენ. ჩვენი ღმერთი და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია და ჩვენ მისდამი მორჩილები ვართ.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
29:47
და ასე [როგორც წინა მოციქულებს ევლინებოდა წიგნები] ჩვენ გადმოგივლინეთ შენ (ო, მუჰამმად) წიგნი [ყურანი]. ხოლო ისინი (ისრაელის შთამომავალთაგან), ვისაც ჩვენ მივეცით წიგნი სწამთ მისი [ყურანის]. და ამათგან [არაბთაგანაც] არიან ისეთები, რომლებსაც სწამთ მისი [ყურანის]. ხოლო ჩვენს აიათებს მხოლოდ ურწმუნოები უარყოფენ!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
29:48
და შენ [ო, მუჰამმად] მისამდე [ყურანის გარდმოვლინებამდე] არ გიკითხავს არავითარი წიგნი და [ასევე] [არასოდეს] არ დაგიწერია [არანაირი წიგნი] შენი ხელით, თორემ [თუ წაიკითხავდი და წერას შეძლებდი] უეჭველად შეეპარებოდათ ეჭვი სიცრუის მიმდევრებს [და იტყოდნენ, რომ ყურანი არის მხოლოდ ის, რაც შენ წაიკითხე წინა წიგნებში].
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
29:49
პირიქით, ეს [ყურანი] არის მხოლოდ ნათელი სასწაული იმათ მკერდში, ვისაც მინიჭებული აქვს ცოდნა, და ჩვენს სასწაულებს უარყოფენ მხოლოდ უსამართლონი.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
29:50
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «რატომ არ გარდმოევლინა მას [მუჰამმადს] სასწაული მისი უფლისაგან?» უთხარი მათ [ო, შუამავალო]: «ჭეშმარიტად, სასწაულები მხოლოდ ალლაჰთანაა [მხოლოდ იგი წყვეტს, როდის, ვის და რა სასწაული უჩვენოს], და მე მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ».
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
29:51
ნუთუ მათთვის არ კმარა ის, რომ ჩვენ გარდმოვავლინეთ შენთვის [ო, მოციქულო] წიგნი [ყურანი], რომელიც მათთვის იკითხება? მართლაც, ამაში არის წყალობა და შეგონება იმ ხალხისთვის, რომელთაც სწამთ.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
29:52
უთხარი [ო, მოციქულო]: «კმარა ალლაჰი ჩემსა და თქვენს შორის მოწმედ. მან უწყის ყველაფერი, რაც ცაშია და მიწაზე. ხოლო ისინი, ვინც იწამეს სიცრუე და ურწმუნონი გახდნენ ალლაჰის, სწორედ ისინი არიან წაგებულნი».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
29:53
და ისინი ჩქარობენ შენს მიმართ სასჯელს. და რომ არა დადგენილი ვადა, აუცილებლად მოვიდოდა მათზე სასჯელი. და უთუოდ მოვა მათზე იგი მოულოდნელად, მაშინ, როცა ვერც კი შეიგრძნობენ ამას.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
29:54
ისინი [კერპთაყვანისმცემლები] მოითხოვენ შენგან სასჯელის დაჩქარებას, მაგრამ ჯოჯოხეთი ნამდვილად მოიცავს ურწმუნოთ.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
29:55
იმ დღეს სასჯელი მოიცავს მათ ზემოდანაც და მათი ფეხების ქვემოდანაც, და ეტყვის [ალლაჰი ურწმუნოებს]: «იგემეთ ის, რასაც აკეთებდით».
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
29:56
ო, ჩემი მონებო, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად, ჩემი მიწა ფართოა, მაშ მხოლოდ მე მეთაყვანეთ.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
29:57
ყოველი სული იგემებს სიკვდილს. შემდეგ კი ჩვენთან იქნებით დაბრუნებულნი.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
29:58
ხოლო ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეს აკეთებდნენ, ჩვენ დავამკვიდრებთ მათ სამოთხის ოთახებში [სასახლეებში], რომლის ქვეშაც მდინარეები მიედინება. მარადიულად დარჩებიან მასში. რა შესანიშნავია [ეს] საზღაური მოქმედთათვის.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞ
29:59
რომელთაც მოითმინეს და თავიანთ უფალზე არიან მინდობილნი.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
29:60
და რამდენი ცხოველია, რომელიც თავის საზრდოს არ დაატარებს [არ იმარაგებს წინასწარ] [და რამდენად ბევრს აგროვებს ადამიანი მათთან შედარებით], ალლაჰი ყოველდღე აძლევს სარჩოს მათ და თქვენც. და ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
29:61
და თუ ჰკითხავ მათ: «ვინ შექმნა ცანი და მიწა და ვინ დაიმორჩილა მზე და მთვარე?» უთუოდ იტყვიან [მრავალღმერთიანები]: «ალლაჰმა», და როგორ არიან ისინი მიბრუნებულნი [ჭეშმარიტი რწმენისგან].
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
29:62
ალლაჰი გააფართოებს [ზრდის] საზრდოს თავის მონათაგან, ვისაც ისურვებს და ამცირებს მისთვის (ვისთვისაც სურს). ჭეშმარიტად, მან უწყის ყოველივეს შესახებ.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
29:63
და თუ ჰკითხავ მათ: «ვინ გარდმოავლინა ციდან წყალი და გააცოცხლა მიწა მისით, მისი სიკვდილის შემდეგ?» უთუოდ იტყვიან: «ალლაჰმა», უთხარი: «ქება დიდება ალლაჰს». მაგრამ მათი უმეტესობა ვერ აზროვნებს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
29:64
და ეს მიწიერი ცხოვრება არაფერია, თუ არა ამაო გართობა და თამაში. ხოლო ჭეშმარიტად, საიქიო სამყოფელი, ის არის ნამდვილი სიცოცხლე, მათ რომ იცოდნენ.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
29:65
როცა ისინი გემში სხდებიან, ალლაჰს უხმობენ, მხოლოდ მას უძღვნიან თაყვანისცემას გულწრფელად. ხოლო როდესაც ალლაჰი მათ ხმელეთზე გაიყვანს, ისინი თანაზიარს უდგენენ.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
29:66
იმით, რომ გამოავლინონ უმადურობა იმის მიმართ, რაც ჩვენ ვუბოძეთ მათ, და რომ ისიამოვნონ [ამქვეყნიური სიკეთეებით], მაგრამ შემდეგში [განკითხვის დღეს] ისინი მაინც შეიტყობენ.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
29:67
ნუთუ ისინი ვერ ხედავენ, რომ ჩვენ ვქმენით უსაფრთხოდ ჰარამი [მექქა], მაშინ როცა ხალხს იპარავენ [იტაცებენ] მათ ირგვლივ? ნუთუ სიცრუეს იწამებენ და ალლაჰის წყალობას უარყოფენ?
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
29:68
და ვინ არის იმაზე უფრო უსამართლო, ვიდრე ის, ვინც ალლაჰზე მოიგონა სიცრუე, ან უარყო ჭეშმარიტება, როცა ის მასთან მივიდა? ნუთუ ჯოჯოხეთი არ არის ურწმუნოთა საცხოვრებელი?
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
29:69
ხოლო ისინი, რომელნიც იბრძვიან ჩვენთვის [ალლაჰის გზაზე ჯიჰადს აკეთებენ], ჩვენ უთუოდ წარვუძღვებით მათ ჩვენი გზით. და ჭეშმარიტად, ალლაჰი კეთილისმქნელებთან ერთადაა.
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







