PDF —
110 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-კაჰფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-კაჰფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-კაჰფი თარგმანი. ალ-კაჰფი (Meccan) 110 აია.



110 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
[ყოველი] ქება ეკუთვნის ალლაჰს, რომელმაც გარდმოავლინა თავის მონაზე [მუჰამმადზე] წიგნი და არ უქმნია მასში არანაირი სიმრუდე [გადახვევა ჭეშმარიტებისგან].
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
სწორად, რათა გააფრთხილოს (ურწმუნონი) ჩვენი დიდი რისხვის შესახებ [ალლაჰის მკაცრი სასჯელის შესახებ], და გაახაროს მორწმუნენი, რომლებიც კეთილ საქმეს სჩადიან, იმით, რომ მათთვის მზად არის კარგი საზღაური [სამოთხე],
ﯸﯹﯺﯻ
სადაც ისინი დარჩებიან სამუდამოდ.
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
და რათა გააფრთხილოს ისინი [მრავალღმერთიანები], რომელთაც თქვეს: «ალლაჰმა აიყვანა თავისთვის შვილი [ვაჟი ან ქალიშვილები]».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
არ აქვთ მათ ამის შესახებ არანაირი ცოდნა, და არც მათ მამებს [წინაპრებს], [რომლებსაც ბრმად მისდევენ, არ ჰქონიათ მსგავსი ცოდნა]. რა მძიმეა ეს სიტყვა, რომელიც გამოდის მათი პირიდან! ისინი არ ამბობენ არაფერს გარდა სიცრუისა!
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ნუთუ შენ [ო, შუამავალო] მზად ხარ, რომ თავი დაიღუპო მწუხარებით მათ გამო [შენი ხალხის გამო], რადგან იმათ არ ირწმუნეს ეს შეგონება [ყურანი]?
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
ჭეშმარიტად, ჩვენ ვქმენით ის, რაც მიწაზეა მის სამკაულად, რათა გამოვცადოთ ისინი [ადამიანები], თუ ვინ არის მათგან უკეთესი საქმეებით.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და (ამ ქვეყნის დასასრულს) ჩვენ ნამდვილად ვაქცევთ იმას, [რაც მიწაზეა] ბრტყელ ველად, სრულიად უტყეოდ და უმცენაროდ,
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
ან შენ [ო, შუამავალო] გგონია, რომ გამოქვაბულის ხალხი და დაფისა [სადაც მათი სახელები იყო დაწერილი] იყო ყველაზე საოცარი ჩვენ სასწაულებს შორის? [მაგრამ ცათა, მიწისა და იმის შექმნა, რაც მათშია უფრო დიდი სასწაულია, ვიდრე ეს ამბავი]
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
აი, [ერთ დღეს] მორწმუნე ჭაბუკებმა შეაფარეს თავი გამოქვაბულს და თქვეს: «უფალო ჩვენო! მოგვმადლე შენგან წყალობა, და გვიჩვენე ჩვენს საქმეში სისწორე .
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და ჩვენ დავლუქეთ მათი ყურები [ჩავაგდეთ ღრმა ძილში] გამოქვაბულში მრავალი წლებით.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
შემდეგ გამოვაღვიძეთ ისინი, რათა გაგვეგო, რომელი ჯგუფი [ერთმანეთთან ამათ შესახებ დავაში მყოფი] უკეთ გამოითვლიდა რამდენი წელი დაჰყვეს [გამოქვაბულში].
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
აჰა, გიამბობთ შენ [ო, შუამავალო] მათ ამბავს, ჭეშმარიტებით. ისინი იყვნენ ჭაბუკები, რომელთაც ირწმუნეს თავისი ღმერთი; ხოლო ჩვენ დავუმატეთ მათ ჭეშმარიტი გზა.
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და სიმტკიცე მოვავლინეთ მათ გულებზე [რწმენით და ისინი განმტკიცდნენ მასში], როცა ფეხზე წამოდგნენ : «ჩვენი ღმერთი ცათა და მიწის ღმერთია! ჩვენ არ მოვუხმობთ მის გარდა არავის, (რომ გვეთქვა რაიმე სხვა), მაშინ ნამდვილად ვიტყოდით გადამეტებულს [ჭეშმარიტებისგან შორს მყოფს]».
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
[შემდეგ თქვეს მათ ერთმანეთში]: «ამ ჩვენმა ხალხმა დაიდგინა მის გარდა ღვთაებები. რატომ არ მოიტანეს მათთვის ცხადი მტკიცებულება? და ვინ არის იმაზე უსამართლო [ცოდვილი] [ვიდრე], ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავს?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
და აი, როდესაც თქვენ განერიდეთ მათ [თქვენს ხალხს] და იმას [კერპებს], რასაც ისინი ალლაჰის გარდა ეთაყვანებიან, მაშინ შეაფარეთ თავი გამოქვაბულს (რათა მხოლოდ ერთ ალლაჰს ეთაყვანოთ). თქვენი უფალი გადმოგაფენთ თქვენზე თავის წყალობას და მოგიმზადებთ დახმარებას თქვენს საქმეში [გაგიადვილებთ ამ გამოქვაბულში საარსებო საშუალებების მოპოვებას]». (შემდეგ ალლაჰმა მათზე ღრმა ძილი მოავლინა და დაიცვა ისინი.)
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და შენ დაინახავ, რომ მზე როდესაც ამოდის გადაიხრება გამოქვაბულის ხალხის მარჯვენა მხარეს და როცა ჩადის - მარცხენა მხარეს. ისინი კი მის შუაში [გამოქვაბულში] იყვნენ. ეს არის ალლაჰის ერთი სასწაულთაგანი. და ვისაც ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ის ჭეშმარიტი გზით წავა, ხოლო ვისაც გზას აუბნევს, შენ ვერ უპოვი მას ვერც შემწეს და ვერც დამხმარეს.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
და შენ მათ მღვიძარედ მიიჩნევ, მაშინ, როცა ისინი [გამოქვაბულის ჭაბუკები] [ნამდვილად] მძინარენი იყვნენ. ვაბრუნებდით მათ მარჯვნივ და მარცხნივ; ხოლო მათი ძაღლი თათებწაწვდილი იწვა ზღურბლზე. ისინი რომ დაგენახა, პირს იბრუნებდი მათგან შეშინებული.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ამგვარად აღვადგინეთ [გავაღვიძეთ] ისინი [იმავე სახით, როგორებიც იყვნენ.], რათა ერთურთისათვის ეკითხათ [იმაზე, რამდენ ხანს იმყოფებოდნენ ისინი გამოქვაბულში]. თქვა ვიღაცამ მათგან: «რამდენხანს შევყოვნდით?!» თქვეს: «ერთ დღეს ან დღის რაღაც მონაკვეთს». [სხვებმა კი] თქვეს: «თქვენმა უფალმა უკეთ იცის, რამდენხანს შეყოვნდით, გაგზავნეთ ერთი თქვენგანი ამ თქვენი ფულით ქალაქში. შეხედოს [ქალაქის მცხოვრებთაგან], ვისი საჭმელიც უფრო სუფთაა და მოგიტანოთ სარჩო მისგან. მაგრამ სიფრთხილე გამოიჩინოს და თქვენი არსებობა არ აგრძნობინოს არავის.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
ვინაიდან, თუ ისინი შეგამჩნევენ, ქვებით ჩაგქოლავენ (სასიკვდილოდ) ან ძალით შეგაქცევენ თავიანთ რწმენაზე [მრავალღმერთიანობაზე], და მაშინ [თუ ამას დაემორჩილებით] ვეღარასოდეს მიაღწევთ წარმატებას [სამოთხეში ვერ შეხვალთ]».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
ამგვარად ვაცნობეთ [იმ ჭაბუკებზე] მათ [იმ ხალხისთვის, ვინც მათ დროში ცხოვრობდა], რათა გაეგოთ, რომ ალლაჰის აღთქმა [აღდგომის დღეზე] ჭეშმარიტია, და რომ საათში [სამსჯავროს დღის დადგომა] ეჭვი არ არის. და ისინი კამათობდნენ ერთმანეთში მათი მდგომარეობის შესახებ. და თქვეს: «ააგეთ მათ თავსზემოთ [ამ გამოქვაბულის] შენობა [ტაძარი] [რათა მან დაფაროს ისინი] [და თავი დაანებეთ ამ ჭაბუკებს, რადგან] მათი ღმერთი მათ ყველაზე უკეთ იცნობს». თქვეს იმათ, რომელთაც უპირატესობა მოიპოვეს მათ საქმეში: «უსათუოდ ავაგებთ მათ თავსზემოთ სალოცავს».
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
იტყვიან ისინი [იმ ჭაბუკებზე დავაში მყოფნი]: «სამნი იყვნენ, მეოთხე კი ძაღლი». და იტყვიან: «ხუთნი იყვნენ, მეექვსე კი მათი ძაღლი». მხოლოდ ვარაუდით დაფარულზე. და ამბობენ: «შვიდნი იყვნენ, ხოლო მერვე მათი ძაღლია». უთხარი [ო, შუამავალო]: «ჩემმა უფალმა უკეთ იცის მათი რიცხვი, მათ კი არაფერი არ იციან, მცირედის გარდა», და ნუ იკამათებ მათ შესახებ, გარდა ცხადად, და მათ შესახებ მათგან არავის შეეკითხო.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და ნუ იტყვი რაიმე საქმის შესახებ: «ჭეშმარიტად, მე ამას ხვალ გავაკეთებ»,
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
გარდა იმისა, რასაც ინებებს ალლაჰი. და გაიხსენე შენი ღმერთი როცა [რაიმე] დაგავიწყდება და თქვი: «ეგებ, მიწინამძღვროს ჩემმა ღმერთმა სიმართლესთან უფრო ახლოს, ვიდრე ეს არის».
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
და ისინი [ჭაბუკები] დარჩნენ თავიანთ გამოქვაბულში (ძილში მყოფნი) სამასი წლის განმავლობაში და დაამატეს კიდევ ცხრა წელი.
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
თქვი (ო, მოციქულო მუჰამედო), თუ მათ შესახებ გკითხავენ: «ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის, რამდენ ხანს დარჩნენ ისინი. (რადგან) მას ეკუთვნის ცათა და მიწის დაფარული [საიდუმლო] ცოდნა. რაოდენ სრულყოფილად ხედავს და ისმენს იგი! მათ არ ჰყავთ მის გარდა მფარველი, და იგი არავის აქცევს თავისი განჩინებისა და გადაწყვეტილების თანამონაწილედ».
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
და წაიკითხე [ო, შუამავალო] ის, რაც ზეშთაგეგონა შენი ღმერთის წიგნიდან [ყურანიდან]. არავის ძალუძს შეცვალოს მისი სიტყვები, და შენ ვერასოდეს იპოვი მის გარდა თავშესაფარს და მფარველობას.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და დაიმორჩილე შენი სული მათთან ერთად, რომელნიც ევედრებიან თავიანთ ღმერთს დილიდან [მზის ამოსვლიდან] საღამომდე [მზის ჩასვლამდე], და ილტვიან მისი წყალობისკენ. და არ აარიდო თვალი [ღვთის მსახურებს, რათა მდიდარ ურწმუნოთა მიმართ გამოიჩინო ყურადღება] მათ ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოების სურვილით და არ მოუხარო ქედი მათ, ვისი გულიც უგულისხმო ვაქციეთ ჩვენი ხსენებისადმი; და ვინც საკუთარ სურვილებსაა აყოლილი, ის ისედაც, თავის საქმეში ზღვარს გადასულა.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და თქვი: «ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისგანაა, ვისაც სურს, ირწმუნებს, და ვისაც სურს, არ ირწმუნებს! ჭეშმარიტად, გავუმზადეთ უსამართლოებს ცეცხლი, რომელიც გარემოიცავს მათ. თუკი შველას ითხოვენ, მიეშველებიან ადუღებული ზეთის მსგავსი წყლით, რომელიც წვავს სახეებს. რა საძაგელი სასმელია და რა ცუდი თავშესაფარი [ჯოჯოხეთი]».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, – ჭეშმარიტად, არ დავუკარგავთ საზღაურს იმათ, ვინც კარგი საქმე აკეთა.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
სწორედ მათთვისაა [გამზადებული] სამოთხის ბაღები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. შეიმკობენ იქ ოქროს სამკაულებს და შეიმოსავენ აბრეშუმისა და მწვანე ატლასის სამოსს. წამოწოლილნი იქნებიან სავარძლებზე. რა მშვენიერი ჯილდო და რა მშვენიერი თავშესაფარია იგი [სამოთხე].
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
და მოუყვანე მათ (ო, მოციქულო მუჰამედო) მაგალითი [იგავი] ორი კაცის შესახებ (რომლებიც ერთ-ერთ წინა ხალხში ცხოვრობდნენ; ერთი მათგანი მორწმუნე იყო, ხოლო მეორე — ურწმუნო). ჩვენ ერთ მათგანს (ამ ორს შორის, კერძოდ ურწმუნოს), გავუჩინეთ ორი ვენახის ბაღი და მათ გარშემო ფინიკის ხეები შემოვავლეთ, ხოლო მათ შორის ნათესები მოვაწყვეთ; (ასე რომ, მას დიდი სიმდიდრე და უხვი საარსებო საშუალებები ჰქონდა.)
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
ორივე ბაღმა გამოიღო თავისი ნაყოფი და არაფერი გაუფუჭდათ [ნაყოფიდან]. და ჩვენ გავატარეთ მათ შორის [ამ ორ ბაღს შორის] მდინარე [რომ ბაღების და ნათესების მორწყვა მარტივად შესძლებოდათ]
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და ჰქონდა მას [ამ ორი ბაღის მფლობელს] ნაყოფი (და სხვა სიმდიდრეც), და მან უთხრა თავის თანამგზავრს [მორწმუნეს], რომელსაც ესაუბრებოდა: «მე მეტი ქონება მაქვს, ვიდრე შენ, და ხალხითაც (დამხმარეებით) ძლიერი ვარ შენზე».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და შევიდა იგი თავის ბაღში, თვითონვე თავის თავს უსამართლოდ მოქცეული [იმით, რომ არ სწამდა აღდგომის დღის], და თქვა [ნაყოფით აღფრთოვანებულმა]: «არ ვფიქრობ, რომ ეს [ბაღი] ოდესმე განადგურდება
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და არ ვფიქრობ, რომ საათი [სამსჯავროს დღე] დადგება. და თუ მაინც დავუბრუნდები ჩემს უფალს [როგორც შენ [მორწმუნე] ამტკიცებ], მაშინ, უეჭველად, მე ვპოვებ (ალლაჰთან) უკეთესს, ვიდრე ეს [ბაღი], დაბრუნების შემდეგ».
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
უთხრა მას [ბაღის მფლობელს] მისმა [მორწმუნე] თანამგზავრმა, მასთან საუბრისას: «ნუთუ შენ ურწმუნოებას გამოხატავ იმაში, ვინც შეგქმნა მიწისგან, შემდეგ წვეთისგან [თესლისგან], მერე კი გაგასწორა და შეგქმნა სრულყოფილ ადამიანად?
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
მაგრამ (მე არ ვიტყვი იმას, რასაც შენ ამბობ და ვიტყვი): «იგი, ალლაჰი ჩემი ღმერთია. და მე არ დავუდგენ თანაზიარად ჩემს ღმერთს არავის,
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
რატომ არ თქვი, როცა შენს ბაღში შედიოდი [რომელიც ასე გახარებდა]: "ეს — ის არის, რაც ალლაჰმა ისურვა [რომ მქონოდა] არ არსებობს ძალა (მისი მოპოვებისა) გარდა ალლაჰისა!" თუკი შენ მხედავ მე შენზე ღარიბად, [როგორც] ქონებით, ასევე შვილებით,
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
მაშ, შესაძლოა ჩემმა უფალმა მომანიჭოს შენს ბაღზე უკეთესი და (შენ კი დაგაკარგვინოს ეს წყალობა) და ზეციდან მოუვლინოს მას [შენს ბაღს] სასჯელი, რის შედეგადაც იგი გადაიქცეს გლუვ და სწორ ადგილად [მიწასთან გასწორდეს] და მასზე აღარაფერი აღმოცენდეს,
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
ან მისი წყალი მიწის სიღრმეში ჩავიდეს, ისე რომ ვეღარ შეძლო მისი მოძებნა და მოპოვება».
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და მისი [ურწმუნოს] ნაყოფი განადგურებამ მოიცვა, და ხელების ქნევა დაიწყო [მწუხარებით] იმ ხარჯისათვის რაც გაიღო ბაღისთვის, ახლა კი ის [ბაღი] დაცარიელდა საფუძვლიანად [დაემხო საყრდენი, რომელიც ვაზს ეჭირა], და ამბობს (ბაღის მფლობელი): «ნეტავ, არავინ დამედგინა თანაზიარად ჩემი ღმერთისთვის».
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და არ აღმოაჩნდა მას ისეთი დამხმარენი (რომლებითაც ამაყობდა), რომლებიც ალლაჰის გარდა დაეხმარებოდნენ (და ალლაჰის სასჯელს აარიდებდნენ, რომელიც მას დაატყდა თავს), და არც თავად შეეძლო საკუთარი თავის დახმარება.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
იქ (იმ მდგომარეობაში) დახმარება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, ჭეშმარიტს. იგი არის საუკეთესო, როგორც ჯილდოს მიმნიჭებელი, და საუკეთესო, როგორც საბოლოო შედეგის განმსაზღვრელი.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
და მოუყევი მათ [ო, შუამავალო] [ხალხს] მაგალითი ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ, ის ჰგავს წყალს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ [წვიმის სახით], ამ წყალს შეერწყა მიწის მცენარეულობა და ამოიზარდა, და მალევე ის იქცა გამომშრალ, მტვრად ქცეულ ბალახად, რომელსაც ქარი აქეთ-იქით ფანტავს. ნამდვილად, ალლაჰი ყოველი საქმის ზედამხედველი, ყოვლისშემძლეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
ქონება და შვილები სამშვენისია მიწიერი ცხოვრების, ხოლო წარუვალი კეთილი საქმენი უკეთესია შენი ღმერთის წინაშე საზღაურით და უკეთესია იმედით!
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და (გაიხსენე) ის დღე [განკითხვის დღე], როდესაც ჩვენ მთებს ადგილებიდან დავძრავთ, და შენ იხილავ მიწას გაშიშვლებულს [ისეთს, რომელზეც ყველაფერი გამოჩნდება]. ჩვენ შევკრებთ მათ ყველას — როგორც პირველებს, ისე უკანასკნელებს — და არ დავტოვებთ არავის მათგან.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და ისინი ყველანი მწკრივებად წარდგებიან შენი უფლის წინაშე (და ეთქმებათ ურწმუნოებს): «აი, თქვენ მოხვედით ჩვენთან, როგორც პირველად შეგქმენით [შიშვლები, ფეხშიშველნი, ქონებისა და შვილების გარეშე]. მაგრამ თქვენ მიწიერ ცხოვრებაში ამტკიცებდით, რომ ჩვენ არ დაგინიშნავდით განსაზღვრულ დროს».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
დაიდება წიგნი და ნახავ ცოდვილებს შეშინებულთ იმისაგან, რაც მასშია, და იტყვიან: «სიმწარე ჩვენდა, ეს რა წიგნია, არაფერია გამოტოვებული, არც მცირე, არც დიდი, ყველაფერი აღნუსხულია». და ისინი თავიანთ წინაშე წარმოდგენილს იხილავენ ყველაფერს, რაც (ამქვეყნიურ ცხოვრებაში) ჩაუდენიათ. და არავის მოექცევა შენი უფალი უსამართლოდ.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
და აი, ჩვენ ვუთხარით ანგელოზებს: «პირქვე დაემხეთ (საჯდაზე) ადამის წინაშე (მისდამი პატივისცემის გამოსახატავად და მისი უპირატესობის საჩვენებლად)!» მათ ყველამ გააკეთეს საჯდა, გარდა იბლისისა. იგი ჯინთაგანი იყო და თავისი უფლის ბრძანებას ეურჩა. ნუთუ თქვენ (ო, ადამიანებო) აირჩევთ მას [იბლისს] და მის შთამომავლობას თქვენს მფარველებად ჩემს ნაცვლად, მაშინ როცა ისინი თქვენი მტრები არიან? რა ცუდი გაცვლაა უსამართლოთათვის (ალლაჰისადმი მორჩილების შეცვლა სატანისადმი მორჩილებით!).
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
არ ამიყვანია მე ისინი [იბლისი და მისი შთამომავლობა] მოწმეებად [ან თანამონაწილეებად] ცათა და მიწის შექმნისას, და არც მათი თავიანთი თავის შექმნისას. და არ დამიდგენია გზააბნეულნი თანაშემწეებად.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და იმ დღეს [განკითხვის დღეს] ალლაჰი უზენაესი იტყვის: «მოუხმეთ ჩემს თანაზიართ, რომელთაც თქვენ ამტკიცებდით (რომ თაყვანისცემის ღირსნი იყვნენ)». მაშინ ისინი მოუხმობენ მათ (დასახმარებლად), მაგრამ ის ცრუ ღვთაებები პასუხს არ გასცემენ. და ჩვენ მათ შორის დავადგენთ დამღუპველ გამყოფს (ჯოჯოხეთში).
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
და დაინახავენ ცოდვილები [ურწმუნონი] ცეცხლს და იფიქრებენ, რომ იქ იქნებიან ჩაგდებულნი. და ვერ ჰპოვებენ იქიდან გამომყვანს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ამ ყურანში ყველა სახის მაგალითები [რათა ისინი მიჰყოლოდნენ მათ] [რათა მათგან მიეღოთ შეგონება და ერწმუნათ], მაგრამ ადამიანი ყველაზე მეტად მიდრეკილია დავისაკენ!
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
და ხალხს არ აბრკოლებდა არაფერი იმისგან, რომ ერწმუნათ და ეთხოვათ თავიანთი უფლის მიტევება, მას შემდეგ რაც მათთან მოვიდა მართალი გზის მაჩვენებელი [ყურანი], გარდა იმისა, რომ ისინი ელოდნენ ან წარსულ თემებზე მოსულ სასჯელის მაგალითს [რაც დაცინვით სთხოვეს შუამავალს], ან რომ მათ დაატყდებოდათ სასჯელი პირდაპირ თვალწინ.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და არ წარმოგვიგზავნია შუამავლები, თუ არა მახარობლებად და შემგონებლებად. და სიცრუით წინაღუდგნენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, რათა ამაო ექმნათ მისით ჭეშმარიტება. და მასხრად იგდებდბენ ჩემს სასწაულებს და იმას, რითაც შეაგონებდნენ.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
და ვინ არის იმაზე უსამართლო [ცოდვილი], ვისაც შეახსენეს მისი ღმერთის სასწაულები, მან კი ზურგი აქცია მათ და დაივიწყა ის, რაც გაამზადეს მისმა ხელებმა? ჩვენ დავადგინეთ მათ გულებზე საბურველნი, რათა ვერ გაიაზრონ იგი და მათ ყურებში - სიყრუე. და თუ მათ ჭეშმარიტი გზისკენ მოუხმობენ, სწორ გზას მაინც არ დაადგებიან არასოდეს.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
და შენი ღმერთი [ო, შუამავალო] მპატიებელია, წყალობის მფლობელი. რომ დაესაჯა ისინი იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, დაუჩქარებდა სასჯელს, მაგრამ მათ დათქმული დრო აქვთ და ვერ იპოვიან მისგან თავშესაფარს.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
და ეს სოფლები დავღუპეთ იმისათვის, რომ უსამართლოდ მოიქცნენ და დავადგინეთ ჟამი მათი აღსასრულისა.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და უთხრა [შუამავალმა] მუსამ თავის მსახურს: «არ გავჩერდები, ვიდრე არ მივაღწევ ორთავე ზღვის შესართავს, ან ვივლი წლები (რათა შევხვდე იმ ღვთისმოსავს , რომლისგანაც ვისწავლი იმას, რაც არ ვიცი)».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
და როდესაც მათ ორმა მიაღწიეს ორი ზღვის შესართავს [შეხვედრის ადგილს] (და კლდესთან დასხდნენ), მათ დაავიწყდათ თავიანთი თევზი , (რომელიც მუსამ საკვებად წამოიღო). მაშინ ის (ალლაჰის ნებით) გაცოცხლდა, კალათიდან გადახტა და თავისი გზა ზღვისკენ აიღო [გაცურა], ხოლო წყალში მისთვის გასასვლელივით გზა გაჩნდა [თაღის მსგავსი ნაკვალევი დატოვა].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და როცა გადალახეს [მუსამ და იუშამ] (ის ადგილი სადაც თევზი დაავიწყდათ) უთხრა თავის მსახურს: «მოგვართვი ჩვენი სადილი. ამ მგზავრობით ძალიან დავიღალეთ».
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
[მუსას მსახურმა] უთხრა: «გახსოვს, როგორ შევაფარეთ თავი იმ კლდეს? ნამდვილად, მე დამავიწყდა (მეთქვა შენთვის), რაც თევზს დაემართა. და მხოლოდ სატანამ მაიძულა დამვიწყებოდა იგი, რათა არ მეთქვა [შენთვის] ამის შესახებ. და თევზმა აიღო თავისი გზა ზღვაში საოცარი ფორმით».
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
[შუამავალმა მუსამ] თქვა: «აი ეს არის ზუსტად ის, რასაც ვეძებდით». და ორივე დაბრუნდნენ უკან (იმ კლდისკენ) თავიანთ კვალზე მიმყოლნი.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და მათ [მუსამ და იუშა᾿მა] იქ იპოვეს ერთი ჩვენი მორჩილი [ხიდრი], რომელსაც ჩვენ მივანიჭეთ ჩვენი წყალობა და ვასწავლეთ ჩვენგან (ერთ) ცოდნა [მისთვის გავხსენით დაფარული, საიდუმლო ცოდნა].
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და უთხრა მუსამ: «შეიძლება თუ არა, რომ შენ მოგყვე, რათა მასწავლო იმ ცოდნიდან, რაც შენ მოგეცა სწორი გზის შესახებ?»
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
(ხადრმა) უთხრა (მუსას): «ჭეშმარიტად, შენ ვერ შეძლებ ჩემთან ერთად საჭირო მოთმინების გამოვლენას,
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
და როგორ შეძლებ (ო, მუსა) მოთმინებას იმაზე, რასაც არ ფლობ ცოდნით [რაც შენ არ იცი]?»
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
[შუამავალმა მუსამ] უთხრა: «შენ მპოვებ მე, თუ ალლაჰი ისურვებს, მოთმინებით აღსავსეს, და არ შეგეწინააღმდეგები არც ერთ შენს საქმეში».
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
ხიდრმა უთხრა [მუსას]: «თუ გამომყვები, არაფრის შესახებ არ მკითხო, ვიდრე თვითონ არ შეგახსენებ».
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
და ისინი (მუსა და ხიდრი) კვლავ გზას გაუდგნენ ზღვის სანაპიროს გასწვრივ. როდესაც ისინი გემზე ავიდნენ, მან [ხიდრმა] გემი გახვრიტა (ერთ-ერთი ფიცრის ამოგლეჯით). მუსამ (მშვიდობა მას) უთხრა: «ნუთუ ეს გემი იმისთვის გახვრიტე, რომ მასზე მყოფი ადამიანები დაგეღუპა? ნამდვილად, შენ ძალიან მძიმე საქმე ჩაიდინე!»
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
(ხიდრმა) უთხრა: «ნუთუ არ გითხარი, რომ ვერ შეძლებ ჩემთან მოთმინებას?»
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
[მუსამ] უთხრა: «ნუ გამკიცხავ იმის გამო, რომ დამავიწყდა, და ნუ დამიმატებ ჩემი საქმისათვის სიმძიმეს».
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖ
და განაგრძეს გზა [მუსამ და ხიდრმა], და როცა შეხვდნენ ერთ ბიჭს [რომელიც თამაშობდა სხვა ბავშვებთან ერთად], მან [ხიდრმა] მოკლა იგი, [მუსამ] თქვა: «ნუთუ შენ მოკალი უმანკო სული არა სამაგიეროდ [არა სულის წილ]? ნამდვილად, შენ ჩაიდინე მეტად გაუმართლებელი და დაგმობილი საქმე!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
[ხიდრმა] უთხრა: «ნუთუ არ გითხარი, რომ ვერ შეძლებ ჩემთან მოთმინებას?»
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
[მუსამ] თქვა: «თუ ამის შემდეგ კიდევ რამეზე გკითხავ, ნუ ამიყვან შენს თანამგზავრად [დამტოვე] და მიიღე ჩემგან გამართლება».
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
და გაემართნენ [მუსა და ხიდრი], ვიდრე ერთი სოფლის ბინადრებს შეხვდებოდნენ. საჭმელი სთხოვეს მის ბინადართ; მათ კი უარი უთხრეს, რომ გამასპინძლებოდნენ. და დაინახეს იქ კედელი, რომელიც ჩამონგრევის პირას იყო. ხოლო იმან (ხიდრმა) გაასწორა იგი. უთხრა [მუსამ]: «თუ შენ მოგესურვებინა, ნამდვილად აიღებდი ამის სანაცვლოდ საზღაურს».
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
[ხიდრმა] მიუგო: «ეს კი ნამდვილად განშორებაა ჩემი და შენი, მე შენ გაცნობებ განმარტებას იმისას, რისი მოთმენაც ვერ შეძელი.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
რაც შეეხება ხომალდს, იგი ეკუთვნოდა ღარიბებს, რომელნიც მუშაობდნენ ზღვაში. მე მსურდა ხომალდის დაზიანება, რადგან მათ უკან მეფე იყო, რომელიც იძულებით ითვისებდა ყველა ხომალდს.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
რაც შეეხება ყმაწვილს, მისი მშობლები მორწმუნენი იყვნენ, და ჩვენ შევშინდით [ვიცოდით], რომ თუ იგი [იცოცხლებდა] მოუტანდა ზიანს მათ ზღვარგადასულობითა და ურწმუნოებით,
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და ჩვენ გვსურდა, რომ სანაცვლოდ [ანუ მოკვლული ყმაწვილის სანაცვლოდ] მიეცა მათთვის მათ ღმერთს უკეთესი სიწმინდით და უფრო ახლო მოწყალებასთან,
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
რაც შეეხება კედელს, იგი ეკუთვნოდა ორ ობოლ ყმაწვილს ამ ქალაქში, მის ქვეშ კი იყო განძი მათთვის, მათი მამა მართალი კაცი იყო და ამიტომაც შენმა ღმერთმა ისურვა, რომ მათ სრულწლოვანებამდე მიეღწიათ, მერე კი ამოეღოთ თავიანთი განძი მოწყალებით შენი ღმერთისაგან. და რაც მე გავაკეთე — ეს არ იყო ჩემი გადაწყვეტილებით [საკუთარი სურვილით], არამედ ალლაჰის ბრძანებით. აი, ესაა განმარტება იმისა, რისი მოთმენაც ვერ შეძელი».
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
და გეკითხებიან [მრავალღმერთიანები და იუდეველები] შენ [ო, შუამავალო] ზულყარნაინის შესახებ. უთხარი [მათ]: «მე წაგიკითხავთ თქვენ მის შესახებ შეხსენებას».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
ჩვენ იგი [ზულ-ყარნაინი] დავამკვიდრეთ ქვეყანაზე და ვუბოძეთ მას გზა ყოველივესაკენ [ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა თავისი მიზნის მისაღწევად მაგალითად, ცოდნა, უნარები, ძალა…].
ﭜﭝﭞ
და ის გაუყვა ერთ გზას.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
ვიდრე მზის დასავალს მიაღწევდა და დაინახა, რომ იგი ჩადიოდა ცხელ, ამღვრეულ წყაროსთვალში, რომელთანაც ნახა ხალხი. ვუთხარით: «ჰეი, ზულ-ყარნაინ, ან დასჯი [თუ არ ირწმუნებენ], ან დაადგენ მათში სიკეთეს [მოუწოდებ რწმენისკენ და ასწავლო ჭეშმარიტი გზა]».
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
[ზულ-ყარნაინმა] თქვა: «რაც შეეხება იმას, ვინც უსამართლოდ იქცევა, დავსჯით (მას) [ამქვეყნად], შემდგომ დაბრუნებულ იქნება თავიანთ ღმერთთან და იგი დასჯის მას მძიმე სასჯელით .
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
რაც შეეხება იმას, ვინც ირწმუნა და კეთილი საქმენი აკეთა, მიეგება საუკეთესო საზღაური [სამოთხე]. და ვეტყვით მას ჩვენი ბრძანებიდან სიადვილეს».
ﮖﮗﮘﮙ
შემდეგ ის [ზულ-ყარნაინი] გზას გაუდგა.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
როდესაც მზის ამოსვლის ადგილამდე მივიდა, მან დაინახა, რომ მზე ამოდიოდა ხალხზე, ვისთვისაც ჩვენ არ გვქონია შექმნილი მზისგან დასაფარი არაფერი [ მათ არ ჰქონდათ არც შენობები, არც ხეები, რომლებიც მზისგან დაფარავდნენ],
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ამრიგად [ის ასამართლებდა ხალხს, რომლებიც ცხოვრობდნენ მზის ამოსვლის მხარეს, ისევე როგორც მათ, ვინც იყო მზის ჩასვლის მხარეს]. და ჩვენ გარემოვიცავით ყველაფერი ცოდნით, რაც მასთან იყო [ვიცოდით მისი ხელმწიფობის ლაშქრისა და აღჭურვილობის შესახებ].
ﯓﯔﯕﯖ
შემდეგ ის [ზულ-ყარნაინი] გზას გაუდგა.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
ვიდრე მიაღწევდა ორ წინაღობას [მთას] შორის. და ნახა მათ შორის ხალხი, რომლებსაც ძლივს ესმოდათ [სხვა ადამიანთა საუბარი].
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
მათ უთხრეს: «ჰეი, ზულ-ყარნაინ, ჭეშმარიტად, იაჯუჯი და მაჯუჯი ქვეყანაზე სიავეს ავრცელებენ [ხოცავდნენ ადამიანებს და ანადგურებდნენ ნათესებს]. და ხომ არ შეგვეკრიბა შენთვის გადასახადი, რათა აღგემართა ჩვენსა და მათ შორის ზღუდე?»
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
[ზულ-ყარნაინმა] უთხრა: «ის, რაზედაც გამამტკიცა ჩემმა ღმერთმა [მომანიჭა მმართველობა და შესაძლებლობები], უკეთესია [ვიდრე თქვენი ქონება]. შემეწიეთ ძალით [მუშახელით და სამუშაო იარაღით] და მე აღვმართავ თქვენსა და მათ შორის ზღუდეს.
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛ
მომიტანეთ რკინის ნაჭრები», როცა უკვე აღავსო [გაათანაბრა მშენებლობით] ორ კლდის შორისი! თქვა: «დაჰბერეთ!» და როცა მან აქცია იგი ცეცხლად, თქვა: «მომიტანეთ, გადავასხამ ამას გამდნარ სპილენძს!»
ﰜﰝﰞﰟﰠﰡﰢﰣﰤ
და ვერ შეძლეს [იაჯუჯ-მაჯუჯებმა] მისი გადალახვა და ვერ შეძლეს მისი გახვრეტაც.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
[ზულ-ყარნაინმა] თქვა: «ეს არის წყალობა ჩემი ღმერთისგან [ადამიანებზე]. და როცა აღსრულდება აღთქმა ჩემი ღმერთისა [იაჯუჯისა და მაჯუჯის გამოსვლაზე], იგი მას მიწასთან გაასწორებს, და ჩემი ღმერთის აღთქმა ჭეშმარიტებაა».
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
და ჩვენ დავტოვეთ ისინი (იაჯუჯი და მაჯუჯი) ისე, რომ (როდესაც დადგება ჩვენი აღთქმა მათი გამოსვლის შესახებ), ზოგიერთი მათგანი [იაჯუჯისა და მაჯუჯისგან] ერთმანეთს შეერევა (მათი სიმრავლის გამო). ხოლო იმ დღეს, როდესაც ჩაბერილი იქნება საყვირში, ჩვენ შევკრებთ მათ ყველას.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶ
და იმ დღეს [განკითხვის დღეს], ურწმუნოებს ჯოჯოხეთს წარვუდგენთ.
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
მათ, რომელთაც თვალებზე ედოთ საბურველი [ამქვეყნიურ ცხოვრებაში] ჩემი ხსენებისგან და მათ მოსმენაც კი არ შეეძლოთ [არგუმენტები, რომლებიც ჭეშმარიტ რწმენაზე მიუთითებენ,]
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
ნუთუ ეგონათ იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ დაიდგენენ ჩემს მსახურებს ჩემს მაგივრად მფარველებად? ჭეშმარიტად, ჩვენ გავუმზადეთ ურწმუნოებს ჯოჯოხეთი განსასვენებლად.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘ
უთხარი [ო შუამავალო]: «ხომ არ გვეცნობებინა თქვენთვის საქმეებში ყველაზე უფრო ხელმოცარულთა შესახებ,
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
რომელთა მცდელობაც ამაო იქნა ამქვეყნიურ ცხოვრებაში, თუმცა თვითონ კი მიიჩნევენ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ».
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
ასეთნი არიან ისინი, რომლებმაც არ ირწმუნეს თავიანთი უფლის აიათები (ნიშნები) და მასთან შეხვედრა. ამიტომ მათი საქმეები ფუჭი აღმოჩნდა (რადგან ურწმუნოსგან არანაირი საქმე არ მიიღება), და აღდგომის დღეს ჩვენ მათთვის (მათი კეთილი საქმეებისათვის) არ დავადგენთ არავითარ წონას [მათი კეთილი საქმეები არაფრად ჩაითვლება და არ ექნება არანაირი ღირებულება].
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
ეს არის მათი საზღაური: ჯოჯოხეთი, იმის გამო, რომ არ ირწმუნეს, და ჩემი სასწაულები და შუამავლები სასაცილოდ გაიხადეს.
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
ჭეშმარიტად, მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, ექნებათ ფირდავსის [ყველაზე უმაღლესი სამოთხე] სამოთხე სამკვიდროდ.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ისინი მარადიულად დარჩებიან მათში [სამოთხის ბაღებში] და არ ისურვებენ მათ [იმ ბაღთა] რაიმე სხვა რამით შეცვლას.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
თქვი (ო, მოციქულო): «თუ ზღვა ჩემი უფლის სიტყვების (დასაწერად) მელანი იქნებოდა, ზღვა (მელანი) აუცილებლად ამოიწურებოდა მანამდე, ვიდრე ჩემი უფლის სიტყვები ამოიწურებოდა, თუნდაც მას კიდევ ერთი ამდენივე [ზღვა] დაგვემატებინა დამხმარედ (პირველის გარდა)».
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝ
უთხარი [ო, შუამავალო] [მრავალღმერთიანებს]: «მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენი მსგავსი და ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. და იმან, ვინც იმედოვნებს თავის ღმერთთან შეხვედრას, დაე, მართალი საქმე აკეთოს და ნურავის დაუდგენს თანაზიარად თავის უფლის თაყვანისცემაში [დაე, მიუძღვნას თავისი მსახურება მხოლოდ ალლაჰს]».

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers