სურა ან-ნისა
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ან-ნისა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ან-ნისა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ან-ნისა თარგმანი. ან-ნისა (Medinan) 176 აია.
Related
- ან-ნისა თარგმანიქართული
- ან-ნისა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ან-ნისა

ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ჰეი, ადამიანებო! ერიდეთ (სასჯელს) თქვენი უფლისას, რომელმაც შეგქმნათ თქვენ ერთი ადამიანისგან [ადამისგან], და შექმნა მისგან მისი წყვილი [ჰავა], და ამ ორისგან გაავრცელა (დედამიწაზე) მრავალი კაცი და ქალი. და ერიდეთ (სასჯელის) ალლაჰის, რომლის სახელითაც ერთმანეთს ევედრებით, და (ერიდეთ) ნათესაური კავშირების გაწყვეტას. ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენზე მეთვალყურეა!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და მიეცით ობლებს (როცა ისინი სრულწლოვანებას მიაღწევენ) მათი ქონება (თუ ხედავთ, რომ ისინი შეძლებენ თავიანთი ქონების დაცვას). და ნუ შეცვლით (თქვენს) ცუდს კარგით. და ნუ შეჭამთ მათ ქონებას (ხრიკებით) თქვენს ქონებასთან შერევით. ჭეშმარიტად, ეს არის დიდი ცოდვა!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თუ გეშინიათ, რომ ობოლ გოგონებთან (რომლებიც თქვენს მზრუნველობაში არიან), სამართლიანნი ვერ იქნებით (თუ მათზე დაქორწინდებით) — (ანუ ვერ მისცემთ მათ მათთვის კუთვნილ ქორწინების საჩუქარს, როგორც სხვა ქალებს) — მაშინ იქორწინეთ სხვა ქალებზე, რომლებიც მოგწონთ — ორზე, სამზე ან ოთხზე. ხოლო თუ გეშინიათ, რომ (რამდენიმე ცოლს შორის) სამართლიანნი ვერ იქნებით, მაშინ (იქორწინეთ) მხოლოდ ერთზე, ან იმათზე, ვინც თქვენი მარჯვენა ხელით გეკუთვნით (რადგან მხევლებს შორის სრული სამართლიანობის დაცვა სავალდებულო არ არის). ეს უფრო ახლოა იმასთან, რომ არ გადაუხვიოთ (სამართლიანობას).
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
და მიეცით ქალებს მათი (სავალდებულო) საქორწინო ძღვენი (მაჰრი) გულწრფელად და კეთილი ნებით. ხოლო თუ ისინი [თქვენი ცოლები] საკუთარი სურვილით რამეს გაპატიებენ ამიდან [საქორწინო ძღვენიდან] და ნებას დაგრთავენ მის გამოყენებაზე, მაშინ მიიღეთ იგი სიამოვნებით და კეთილად.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და ნუ მისცემთ (ო, მეურვენო) უგუნურებს [მფლანგველებს — კაცებს, ქალებსა და ბავშვებს] თქვენს ქონებას, რომელიც ალლაჰმა დაგიდგინათ საარსებო საშუალებად. და არჩინეთ ისინი მისგან, შემოსეთ ისინი და უთხარით მათ [ობლებსა და უგუნურებს] კეთილი სიტყვა.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
და გამოსცადეთ ობლები (რომლებიც თქვენს მზრუნველობაში არიან) — (შეამოწმეთ მათი უნარი სწორად განკარგონ ქონება) — ვიდრე ისინი მიაღწევენ ქორწინების ასაკს. და თუ შეამჩნევთ მათში სიმართლესა და სისწორეს [რწმენაში სიმტკიცეს და ქონების მართვის უნარს], მაშინ გადაეცით მათ მათი ქონება. და ნუ შეჭამთ მას [ობლების ქონებას] ფლანგვითა და აჩქარებით, სანამ ისინი გაიზრდებიან. ხოლო ვინც (თქვენგან) მდიდარია, თავი შეიკავოს (და არაფერი აიღოს ობლის ქონებიდან); და ვინც ღარიბია, ჭამოს ზომიერად [საჭიროების მიხედვით], როცა იძულებულია. და როდესაც მათ [ობლებს] გადასცემთ მათ ქონებას, აიყვანეთ მოწმეები. და საკმარისია ის, რომ ალლაჰი ანგარიშს აწარმოებს!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
კაცებს ეკუთვნით წილი (მემკვიდრეობიდან) იმიდან, რაც დატოვეს მშობლებმა და ახლო ნათესავებმა; და ქალებსაც ეკუთვნით წილი (მემკვიდრეობიდან) იმიდან, რაც დატოვეს მშობლებმა და ახლო ნათესავებმა — იქნება ეს ქონება მცირე თუ დიდი — (მათთვის განსაზღვრული) წილი.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
და როცა (მემკვიდრეობის) გაყოფის დროს ესწრებიან გარდაცვლილის ნათესავები (რომლებსაც ამ ქონებაზე უფლება არ აქვთ), ასევე ობლები და ღარიბები, — მაშინ მიეცით მათაც ამიდან [მცირე ნაწილი] (მანამდე, ვიდრე მემკვიდრეებს შორის ქონების გაყოფას დაიწყებდეთ) და უთხარით მათ კეთილი სიტყვა.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და დაე, ეშინოდეთ მათ, რომლებიც — თუ თავიანთ უკან დატოვებდნენ სუსტ შთამომავლობას [პატარა ბავშვებს] — იდარდებდნენ მათზე (რომ მათ მიმართ უსამართლოდ მოექცეოდნენ და სიღარიბეში დარჩებოდნენ). მაშ, დაე, ისინი [ობლების მეურვეები და სხვანი] ერიდებოდნენ ალლაჰის (სასჯელს) (ობლების ქონების დაცვით, მათი კარგი აღზრდით და მათთვის ტანჯვის მიუყენებლობით) და უთხრან მათ სწორი სიტყვა [სამართლიანი და კეთილი სიტყვა]!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც უსამართლოდ ჭამენ ობლების ქონებას, მხოლოდ ცეცხლს ჭამენ თავიანთ მუცლებში, და დაიწვებიან ალში [ჯოჯოხეთში]!
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
ალლაჰი გიბრძანებთ თქვენს შვილებთან დაკავშირებით: ვაჟს ეკუთვნის წილი (მემკვიდრეობიდან), რომელიც უდრის ორი ქალის წილს. ხოლო თუ ისინი [შვილები] მხოლოდ ქალები არიან და მათი რიცხვი ორზე მეტია, მაშინ მათ ეკუთვნით ორი მესამედი იმისა, რაც მან [გარდაცვლილმა] დატოვა. და თუ იგი [ქალიშვილი] მხოლოდ ერთია, მაშინ მას ეკუთვნის ნახევარი. მის მშობლებს კი (თითოეულს ამ ორთაგან) ეკუთვნის მეექვსედი იმისა, რაც მან დატოვა, თუ მას ჰყავს შვილი. ხოლო თუ მას [გარდაცვლილს] შვილი არ ჰყავს და მისი მემკვიდრეები მხოლოდ მშობლები არიან, მაშინ დედას ეკუთვნის ერთი მესამედი (და მამას — დანარჩენი). და თუ მას ჰყავს ძმები, მაშინ დედას ეკუთვნის მეექვსედი (მემკვიდრეობიდან). (ეს განაწილება ხდება) იმ ანდერძის შესრულების შემდეგ, რომელიც მან დააბარა, ან ვალის (დაფარვის) შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა. თქვენი მშობლები ან თქვენი შვილები — თქვენ არ იცით, ვინ არის მათგან თქვენთვის უფრო სასარგებლო (ამიტომ ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ერთს მეორეზე). (ეს დარიგება) არის დადგენილება ალლაჰისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნე და ბრძენია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
۞ და თქვენთვის (ო, მამაკაცებო) — ნახევარია იმისა, რაც დატოვეს თქვენმა მეუღლეებმა [ცოლებმა], თუ მათ არ ჰყავთ შვილი. ხოლო თუ მათ [თქვენს ცოლებს] ჰყავთ შვილი, მაშინ თქვენთვის — მეოთხედია (ქონებიდან). (ეს განაწილება ხდება) ანდერძის შესრულების შემდეგ, რომელიც მან [გარდაცვლილმა] დააბარა, ან ვალის (დაფარვის) შემდეგ, რომელიც მას ჰქონდა. და მათთვის [თქვენი ცოლებისთვის] — მეოთხედია იმისა, რაც თქვენ დატოვეთ, თუ თქვენ არ გყავთ შვილი. ხოლო თუ თქვენ გყავთ შვილი, მაშინ მათთვის [თქვენი ცოლებისთვის] — მერვედია იმისა, რაც დატოვეთ. (ეს განაწილება ხდება) ანდერძის შესრულების შემდეგ, რომელიც თქვენ დააბარეთ, ან ვალის (დაფარვის) შემდეგ, რომელიც თქვენზეა. და თუ მამაკაცი ტოვებს მემკვიდრეობას გვერდითი ხაზით, ან ქალი [ანუ მას არ ჰყავს არც მშობლები და არც შვილები], და მას ჰყავს ძმა (დედის მხრიდან) ან და (დედის მხრიდან), მაშინ თითოეულ მათგანს ეკუთვნის მეექვსედი. ხოლო თუ ისინი [დედის მხრიდან ძმები და დები] ამაზე მეტნი არიან, მაშინ ისინი თანაზიარნი არიან ერთ მესამედში [მესამედი ქონება თანაბრად იყოფა მათ შორის, განურჩევლად იმისა, კაცი არიან თუ ქალი]. (ეს განაწილება ხდება) ანდერძის შესრულების შემდეგ, რომელიც დააბარა, ან ვალის (დაფარვის) შემდეგ, რომელიც გარდაცვლილზეა — ისე, რომ ზიანი არ მიადგეს (მემკვიდრეებს). ეს არის დარიგება ალლაჰისგან. და ალლაჰი მცოდნე, შემწყნარებელია.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
ეს არის ალლაჰის საზღვრები. და ვინც ემორჩილება ალლაჰს და მის შუამავალს იმაში, რაც მან დაადგინა თავისი მსახურებისთვის, მას იგი შეიყვანს ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშ მდინარეები მიედინება, და ისინი იქ მარადიულად დარჩებიან. და ეს არის დიდი წარმატება!
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და ვინც არ დაემორჩილება ალლაჰს და მის მოციქულს და გადააბიჯებს მის საზღვრებს, მას იგი შეიყვანს ცეცხლში, მარადიულად ყოფნისთვის მასში, და მისთვის არის დამამცირებელი სასჯელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და თქვენს ქალთაგან ისინი, რომლებიც ჩაიდენენ სისაძაგლეს [მრუშობას], — მაშინ მათ შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას მოწმეებად უნდა მოიყვანოთ თქვენგან [მორწმუნეთაგან] ოთხი (სამართლიანი მამაკაცი). და თუ ისინი [მოწმეები] დაამოწმებენ (რომ საკუთარი თვალით იხილეს მრუშობა), მაშინ შეაკავეთ ისინი [ეს ქალები] სახლებში, ვიდრე სიკვდილი არ ეწევათ, ან ვიდრე ალლაჰი არ გაუჩენს მათ სხვა გზას [სხვა გადაწყვეტას].
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და თქვენგან ის ორი, ვინც ამას ჩაიდენს [მრუშობას], — დასაჯეთ ისინი [გაკიცხეთ, დასაჯეთ და გაშორდით მათ]. ხოლო თუ ორივე მოინანიებს და გამოსწორდება, მაშინ განერიდეთ მათ [ნუ მიაყენებთ მათ ტანჯვას]. ჭეშმარიტად, ალლაჰი სინანულის მიმღები, შემწყალებელია!
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ჭეშმარიტად, ალლაჰთან არის (აღთქმა) სინანულის მიღებისა მათთვის, ვინც ბოროტებას [ცოდვას] სჩადის უცოდინრობით, შემდეგ კი მალევე მოინანიებს. ასეთებს — ალლაჰი მიიღებს მათ სინანულს (აპატიებს მათ). და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
მაგრამ არ არის სინანული მათთვის, რომლებიც ბოროტ საქმეებს [ცოდვებს] სჩადიან და მხოლოდ მაშინ, როცა ერთ მათგანს სიკვდილი მიადგება, ამბობს: «ახლა ვინანიებ (ჩემს ცოდვებს)». და (ასევე არ არის სინანული) მათთვის, რომლებიც კვდებიან ურწმუნოებად. ასეთებისთვის ჩვენ მოვამზადეთ მტკივნეული სასჯელი.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თქვენთვის ნებადართული არ არის, მემკვიდრეობად მიიღოთ ქალები (რომლებიც თქვენი მამების სიკვდილის შემდეგ დარჩნენ) და სრულად განაგოთ მათი მდგომარეობა [აუკრძალოთ ან ნება დართოთ მათ ქორწინებაზე] მათი ნების საწინააღმდეგოდ. და ნუ შეუშლით (ო, ქმრებო) მათ [ქალებს] წაიღონ ნაწილი იმისა, რაც თქვენ მათ აჩუქეთ (საქორწინო ძღვენის სახით), როცა აღარ გსურთ მათთან ცხოვრება — გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი აშკარა სისაძაგლეს ჩაიდენენ [მრუშობას]. და მოექეცით მათ [ცოლებს] ღირსეულად [სიყვარულით, პატივისცემით და მათი უფლებების შესრულებით]. ხოლო თუ არ გიყვართ ისინი [თქვენი ცოლები], მაშინ მოითმინეთ — შესაძლოა რაღაც თქვენთვის მოსაწონი არ იყოს, ხოლო ალლაჰმა მასში დიდი სიკეთე დაადგინა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
და თუ თქვენ (ო, ქმრებო) მოისურვებთ ერთი მეუღლის შეცვლას მეორეთი [ერთის გაყრას და სხვაზე დაქორწინებას], და ერთ-ერთ მათგანს [ვისაც შორდებით] მიეცით ყინტარი [დიდი რაოდენობის ქონება], მაშინ ნუ წაართმევთ მისგან არაფერს. ნუთუ წაართმევთ მას ცილისწამებით და აშკარა ცოდვის ჩადენით?
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
და როგორ შეგიძლიათ თქვენ (ო, მამაკაცებო) წაართვათ ეს [თქვენი ცოლების საქორწინო ძღვენი], მაშინ როცა თქვენ ერთმანეთს შეუერთდით [გქონდათ სიახლოვე] და მათ [თქვენმა ცოლებმა] თქვენგან აიღეს მკაცრი აღთქმა?
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და ნუ დაქორწინდებით იმ ქალებზე, რომლებზეც (ოდესღაც) თქვენი მამები იყვნენ დაქორწინებულნი — გარდა იმისა, რაც უკვე მოხდა ადრე [ამ აკრძალვამდე]. ჭეშმარიტად, ეს არის სისაძაგლე, საძულველი ქმედება და ცუდი გზა!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
აკრძალულია თქვენთვის: თქვენი დედები [დედა, ბებია და ზევით...], თქვენი ქალიშვილები [ქალიშვილები, შვილიშვილები და ქვემოთ...], თქვენი (სისხლით ნათესავი) დები [მამისა და დედის მხრიდან, მხოლოდ მამის მხრიდან და მხოლოდ დედის მხრიდან დები], თქვენი მამიდები (მამის მხრიდან) და დეიდები (დედის მხრიდან), ძმის ქალიშვილები და დის ქალიშვილები; და თქვენი ძუძუთი დედები [რომლებმაც გაწოვათ ძუძუ], და თქვენი ძუძუთი დები; და თქვენი ცოლების დედები (მიუხედავად იმისა, გქონდათ მათთან სიახლოვე თუ არა); და თქვენი გერები — თქვენი ცოლების ქალიშვილები, რომლებიც თქვენს მზრუნველობაში არიან [ზრუნვასა და აღზრდაში] იმ ცოლებისგან, რომლებთანაც უკვე გქონდათ სიახლოვე; ხოლო თუ ჯერ არ გქონიათ მათთან სიახლოვე, მაშინ თქვენზე ცოდვა არ არის (რომ დაქორწინდეთ გერზე, მისი დედისგან განქორწინების ან მისი სიკვდილის შემდეგ); და თქვენი საკუთარი შვილების ცოლები; და (ასევე აკრძალულია) ორი დის ერთდროულად მოყვანა ქორწინებაში [ერთდროულად დაქორწინება ორ დაზე, თუნდაც ძუძუთი დებზე], გარდა იმისა, რაც ადრე მოხდა [ამ აკრძალვამდე]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
და (ასევე აკრძალულია თქვენთვის) დაქორწინებული ქალები — გარდა იმისა, რაც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა [თუ ისინი გახდნენ თქვენი მხევლები]. (ეს ყველაფერი) ალლაჰის დადგენილებით თქვენთვის. და ნებადართულია თქვენთვის ის, რაც ამის მიღმაა [დანარჩენი ქალები], თუ თქვენ ეძიებთ მათ თქვენს ქონებით, სიწმინდის დაცვით და არა გარყვნილებით [მრუშობით]. და იმისთვის, რითაც ისარგებლებთ მათგან [დაშვებული ცოლქმრული ურთიერთობისთვის], მიეცით მათ მათი საზღაური [საქორწინო ძღვენი] სავალდებულო დადგენილების მიხედვით. და არ არის თქვენზე ცოდვა იმაში, რაზეც თქვენ (ქმარი და ცოლი) შეთანხმდებით ერთმანეთში დადგენის შემდეგ (საქორწინო ძღვენის ოდენობისა). ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და ვინც თქვენგან არ ფლობს საკმარის შესაძლებლობას, რომ დაქორწინდეს თავისუფალ, უბიწო მორწმუნე ქალებზე [არ აქვს შესაძლებლობა მისცეს საქორწინო ძღვენი თავისუფალ ქალებს], მაშინ (დაქორწინდეს) იმათზე, ვინც თქვენი მარჯვენა ხელის საკუთრებაშია — თქვენი მორწმუნე მხევლებისგან. და ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი რწმენა. თქვენ ერთმანეთისგან ხართ. დაქორწინდით მათზე მათი ოჯახების ნებართვით და მიეცით მათ მათი საზღაური [საქორწინო ძღვენი] ღირსეულად, — უბიწონი, არა გარყვნილნი და არა საიდუმლო მეგობრების შემყვანნი. და თუ ისინი [მხევლები] იქორწინებენ და შემდეგ ჩაიდენენ სისაძაგლეს [მრუშობას], მაშინ მათთვის არის ნახევარი იმ სასჯელისა, რაც ეკუთვნის თავისუფალ ქალებს. ეს არის მათთვის, ვისაც ეშინია სიძნელისა. ხოლო თუ მოითმენთ (და არ დაქორწინდებით მხევლებზე), ეს უკეთესია თქვენთვის. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
ალლაჰს სურს განგიმარტოთ (ჭეშმარიტი რწმენის დადგენილებები), გაგიძღვეთ იმათ გზებზე (მოციქულთა და მართალთა), რომლებიც თქვენამდე იყვნენ, და მიიღოს თქვენი სინანული. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და ალლაჰს სურს მიიღოს თქვენი სინანული [გაპატიოთ თქვენი ცოდვები], ხოლო ისინი, რომლებიც თავიანთ ვნებებს მისდევენ, სურთ, რომ თქვენ დიდი გადახრით გადაუხვიოთ (ჭეშმარიტი რწმენისგან).
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ალლაჰს სურს შეგიმსუბუქოთ, რადგან ადამიანი შექმნილია სუსტად.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ ჭამთ ერთმანეთის ქონებას უსამართლოდ [მევახშეობით, აზარტული თამაშებით, მოტყუებით, ქურდობით და სხვა გზებით], გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს არის ვაჭრობა ურთიერთშეთანხმებით თქვენ შორის. და ნუ მოიკლავთ საკუთარ თავს. ჭეშმარიტად, ალლაჰი თქვენდამი მოწყალეა!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
და ვინც ამას ჩაიდენს მტრობითა და უსამართლობით, მას ჩვენ შევიყვანთ ცეცხლში (ჯოჯოხეთში). და ეს ალლაჰისთვის ადვილია!
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
თუ თქვენ თავს შეიკავებთ იმ დიდი (ცოდვებისგან), რომლებიც თქვენთვის აკრძალულია, — ჩვენ მოვაშორებთ თქვენგან თქვენს ცუდ საქმეებს [გაპატიებთ მცირე ცოდვებს] და შეგიყვანთ პატივცემულ ადგილას [სამოთხეში].
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და ნუ ისურვებთ იმას, რითაც ალლაჰმა ზოგიერთ თქვენგანს მიანიჭა უპირატესობა სხვებზე [სიმდიდრე, სარჩო და სხვა]. კაცებს ეკუთვნით წილი [საზღაური] იმისგან, რაც მათ მოიპოვეს [საქმეებით], და ქალებს ეკუთვნით წილი [საზღაური] იმისგან, რაც მათ მოიპოვეს [საქმეებით]. და სთხოვეთ ალლაჰს მისი სიკეთისგან, — ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
და თითოეულ (ადამიანს) ჩვენ დავუდგინეთ ახლობლები, რომლებიც მემკვიდრეობით მიიღებენ იმას, რაც დატოვეს მშობლებმა და ნათესავებმა. ხოლო მათ, ვისთანაც თქვენ დადეთ ფიცით განმტკიცებული შეთანხმება, — მიეცით მათ მათი წილი. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწმეა ყოველივესი!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
კაცემი დგანან ქალებზე [ხელმძღვანელობენ მათ], რადგან ალლაჰმა (თავისი სიბრძნით) ზოგიერთს [კაცებს] მიანიჭა უპირატესობა სხვებზე [ქალებზე] და იმიტომ, რომ ისინი [კაცები] ხარჯავენ თავიანთი ქონებიდან. და მართალი ქალები არიან ისინი, რომლებიც სრულიად დამორჩილებულნი არიან (ალლაჰის შემდეგ თავიანთ ქმრებს) და ინახავენ დაფარულს [რასაც მათ ევალებათ დაცვა] ქმრების არყოფნისას — იმის წყალობით, რომ თავად ალლაჰი იცავს (მათ). ხოლო იმ (ქალებს), რომელთა ურჩობასაც თქვენ შიშობთ, — დაარიგეთ ისინი, განერიდეთ მათ საწოლებში და (თუ ეს არ დაეხმარება) დასაჯეთ ისინი (ზიანის მიუყენებლად). და თუ ისინი გახდებიან მორჩილნი თქვენთვის, მაშინ ნუ ეძებთ გზას მათ წინააღმდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი უზენაესი, დიდებულია.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და თუ თქვენ (ო, მეუღლეთა ახლობლებო) შიშობთ უთანხმოებას მათ შორის [ქმარსა და ცოლს შორის], მაშინ გაგზავნეთ შუამავალი ქმრის ოჯახიდან და შუამავალი ცოლის ოჯახიდან (რათა გადაწყვიტონ, რაშია სიკეთე მეუღლეებისთვის). და თუ ისინი [ორი შუამავალი] მოისურვებენ შერიგებას, ალლაჰი შეუწყობს ხელს მათ [მეუღლეებს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისმცნობია.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
۞ და ემსახურეთ (და თაყვანი ეცით) მხოლოდ ერთ ალლაჰს და ნუ დაუდგენთ მას თანაზიარს; და მშობლებს კეთილად მოექეცით, ასევე ნათესავებს, ობლებს, ღარიბებს; და მეზობელს, რომელიც ნათესავია, და მეზობელს, რომელიც ნათესავი არ არის; და თანამგზავრს გვერდით (მოგზაურობაში), და (გაჭირვებულ) მგზავრს; და მათ, ვინც თქვენი მარჯვენა ხელის საკუთრებაში არიან [თქვენს მხევლებს]. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს ამაყნი [მედიდურნი] და ქედმაღალნი,
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
რომლებიც ძუნწობენ და ადამიანებსაც მოუწოდებენ სიძუნწეს, და მალავენ იმას, რაც ალლაჰმა მათ თავისი სიკეთიდან უბოძა. და ჩვენ მოვამზადეთ ურწმუნოთათვის დამამცირებელი სასჯელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
და მათთვის, რომლებიც თავიანთ ქონებას ხარჯავენ ხალხის წინაშე თავის საჩვენებლად და არ სწამთ არც ალლაჰის და არც უკანასკნელი დღის. და ვისაც სატანა ჰყავს თანამგზავრად, — რა ცუდი თანამგზავრია იგი!
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
და რა (ცუდი) დაემართებოდათ მათ, რომ ერწმუნათ ალლაჰის და უკანასკნელი დღის, და დაეხარჯათ იმიდან, რაც ალლაჰმა უწყალობა მათ? და ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის მათ შესახებ.
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
ჭეშმარიტად, ალლაჰი არავის მოექცევა უსამართლოდ მტვრის წონის ოდენობაზეც კი. და თუ იქნება (თუნდაც მცირე) კეთილი საქმე, იგი გაამრავლებს მას და თავისგან უბოძებს დიდ საზღაურს [სამოთხეს]!
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და როგორი იქნება (ადამიანთა მდგომარეობა) სამსჯავრო დღეს, როცა ჩვენ ყოველი თემიდან მოვიყვანთ მოწმეებს [მოციქულებს, რომლებიც მათთან იყვნენ გაგზავნილნი], და მოგიყვანთ შენ (ო, მოციქულო) მოწმედ ამათ წინააღმდეგ [შენი თემის წინააღმდეგ], რომ შენ მიიტანე მათამდე მათი უფლის გზავნილი?
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
იმ დღეს ინატრებენ ისინი, ვინც ურწმუნო გახდა და შუამავალს არ დაემორჩილა, რომ მიწა გასწორდეს მათთან [რომ ალლაჰმა მტვრად აქციოს ისინი]. და ვერაფერს დაფარავენ ისინი ალლაჰისგან.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ მიუახლოვდებით ლოცვას, როცა ხართ მთვრალნი, ვიდრე არ გაიგებთ, რას ამბობთ; და ასევე — ნუ მიუახლოვდებით (ლოცვას) დიდ უწმინდურებაში ყოფნისას, გარდა გზაში ყოფნისა [თუ არ გაქვთ წყალი ან უბრალოდ გაივლით მეჩეთში], ვიდრე არ განიბანებით [სრულ განბანვას არ აღასრულებთ]. და თუ ავად ხართ (ისე, რომ ვერ იყენებთ წყალს ან მისი გამოყენება ავადმყოფობას გააუარესებს), ან ხართ მგზავრობაში, ან ვინმე თქვენგან მოვიდა საპირფარეშოდან, ან შეეხეთ ქალებს [გქონდათ მათთან სიახლოვე] და ვერ იპოვეთ წყალი, მაშინ (წყლით განბანვის ნაცვლად) აღასრულეთ განწმენდა სუფთა მიწით [თაიამმუმი] და მოიწმინდეთ (მისით) თქვენი სახეები და ხელები. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მიმტევებელია!
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
ნუთუ შენ (ო, მოციქულო) არ გინახავს ისინი, ვისაც მიეცათ წიგნის ნაწილი [იუდეველები, რომელთაც ნამდვილი თორას ცოდნის მხოლოდ ნაწილი ჰქონდათ], როგორ ყიდულობენ ისინი ცდომილებას და სურთ, რომ თქვენც (ო, მორწმუნენო) გადაუხვიოთ სწორ გზას?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
და ალლაჰმა უკეთ იცის თქვენი მტრები და საკმარისია ალლაჰი როგორც მფარველი, და საკმარისია ალლაჰი როგორც დამხმარე!
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
იუდეველთაგან არიან ისეთებიც, რომლებიც ამახინჯებენ (თორას) სიტყვებს და ამბობენ: «ჩვენ მოვისმინეთ (რაც თქვი) და არ გემორჩილებით», ისმინე (ჩვენგან), ისე რომ არ იქნები მოსმენილი [მაგრამ ჩვენ არ მოგისმენთ], და იყავი ყურადღებიანი (ჩვენ მიმართ) — ამახინჯებენ ნათქვამს თავიანთი ენებით და რწმენას აყენებენ ზიანს. და რომ ეთქვათ მათ: «ჩვენ მოვისმინეთ და დავემორჩილეთ; ისმინე და მოგვხედე», — ეს უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო სწორი სიტყვით. მაგრამ დაწყევლა ისინი ალლაჰმა მათი ურწმუნოების გამო, და ისინი არ ირწმუნებენ, გარდა მცირეთა.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
ჰეი, თქვენ, ვისაც წიგნი გებოძათ! ირწმუნეთ ის [ყურანი], რაც ჩვენ მოვავლინეთ იმის დასამტკიცებლად, რაც თქვენთან არის, ვიდრე ჩვენ წავშლით სახეებს და უკან შევაბრუნებთ მათ, ან დავწყევლით მათ [ვისაც ბოროტება და არეულობა მოაქვს], როგორც დავწყევლეთ შაბათის დამრღვევნი [იუდეველები, რომლებიც შაბათს თევზაობდნენ და არღვევდნენ ალლაჰის აკრძალვას]. და ჭეშმარიტად, ალლაჰის ბრძანება (ყოველთვის) სრულდება!
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ აპატიებს, როცა მას თანაზიარს უდგენენ. მაგრამ პატიობს იმას, რაც ამაზე ნაკლებია [სხვა ცოდვებს, მრავალღმერთიანობისა და ურწმუნოების გარდა], ვისაც ისურვებს. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, მან მართლაც დიდი ცოდვა მოიგონა.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
ნუთუ შენ (ო, მოციქულო) არ გინახავს ისინი, რომლებიც საკუთარ თავს ამართლებენ [ამბობენ, რომ მათზე ცოდვა არ არის]? პირიქით! ალლაჰი წმენდს (ცოდვებისგან) იმას, ვისაც ისურვებს, და მათ არ მოექცევიან უსამართლოდ, თუნდაც ძაფის ოდენობაზეც კი (ფინიკის კურკაზე არსებულ თხელ ძაფზე)!
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
შეხედე (ო, მოციქულო), როგორ თხზავენ ისინი სიცრუეს ალლაჰის შესახებ! და საკმარისია ეს, როგორც აშკარა ცოდვა!
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
ნუთუ შენ (ო, მოციქულო) არ გინახავს ისინი, ვისაც მიეცათ წიგნის ნაწილი [იუდეველები], — მათ სწამთ კერპების და ცრუღმერთების და ამბობენ ურწმუნოებზე: «ესენი უფრო სწორ გზაზე არიან, ვიდრე ისინი, ვინც ირწმუნეს».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
ასეთები — ისინი არიან, ვინც ალლაჰმა დაწყევლა. და ვისაც ალლაჰი დაწყევლის, მისთვის ვერ იპოვი დამხმარეს!
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
ნუთუ მათ [იუდეველებს] აქვთ ხელისუფლების მცირე წილიც კი? და რომც ჰქონოდათ, ისინი ადამიანებს ფინიკის კურკაზე არსებულ ჩაღრმავებასაც კი არ მისცემდნენ.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
ან ნუთუ მათ [იუდეველებს] შურთ ადამიანების [მორწმუნეების] იმისთვის, რაც ალლაჰმა უბოძა მათ თავისი სიკეთიდან? ხოლო ჩვენ უკვე ვუბოძეთ იბრაჰიმის მოდგმას წიგნი და სიბრძნე, და მივეცით მათ [იბრაჰიმის შთამომავლებს — დაუდს და სულაიმანს] დიდი ძალაუფლება.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და მათგან [წიგნის ხალხთაგან] იყვნენ ისინი, ვინც ირწმუნა იგი [მუჰამმადი] (როგორც შუამავალი), და მათგანვე იყვნენ ისინი, ვინც (ხალხს) აშორებდა მისგან. და საკმარისია ურწმუნოთათვის ჯოჯოხეთი, როგორც ცეცხლი!
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს ჩვენი აიათები, – ბოლოს მათ ცეცხლში შევიყვანთ; ყოველ ჯერზე, როგორც კი კანი დაეწვებათ, ახალი კანით ჩავუნაცვლებთ, რათა კარგად იგემონ მათი სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ბრძენია, ძლევამოსილი.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
ხოლო მათ, ვინც ირწმუნეს და ასრულებდნენ კეთილ საქმეებს, ჩვენ შევიყვანთ ბაღებში, სადაც მათ ქვეშ მდინარეები მიედინება, და ისინი იქ დარჩებიან სამუდამოდ. მათთვის იქ იქნებიან წმინდა მეუღლეები და შევიყვანთ მათ ჩრდილოვან ბაღებში.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
ჭეშმარიტად, ალლაჰი გიბრძანებთ, რომ ნდობით ჩაბარებული ქონება დაუბრუნოთ მის მფლობელებს და, ასევე, როცა ადამიანებს შორის განსჯით, განსაჯოთ სამართლიანად. რაოდენ მშვენიერია ის, რითაც ალლაჰი შეგაგონებთ! ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაემორჩილეთ ალლაჰს, დაემორჩილეთ მოციქულს და ხელისუფლების მქონეთ თქვენს შორის (იმაში, რაშიც არ არის ალლაჰის დაუმორჩილებლობა). ხოლო თუ რაიმეზე დავობთ, დაუბრუნეთ ეს ალლაჰს [განიხილეთ ყურანით] და მოციქულს [იხილეთ გადაწყვეტა სუნნაში], თუ თქვენ გწამთ ალლაჰის და უკანასკნელი დღის. ეს უკეთესი და საუკეთესოა შედეგით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ნუთუ შენ (ო, მოციქულო) არ გინახავს ისინი [მუნაფიყები], რომლებიც ამტკიცებენ, რომ ირწმუნეს ის, რაც შენზე ჩამოევლინა, და ის, რაც შენამდე ჩამოევლინა, და ამავე დროს სურთ განსასჯელად მიმართონ ცრუ ღვთაებას [ტაღუთს], მაშინ როცა მათ ნაბრძანები აქვთ, არ ირწმუნონ იგი [ცრუ კანონი]? და სატანას სურს შეიყვანოს ისინი შორეულ ცდომილებაში.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და როდესაც მათ ეუბნებიან: «მოდით იმასთან, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა [ყურანთან], და მოციქულთან», — შენ (ო, მოციქულო) ხედავ, როგორ გერიდებიან და გშორდებიან თვალთმაქცები.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
და როგორ იქნება, როცა მათ მიეწევათ უბედურება იმის გამო, რაც მათმა ხელებმა მოიმზადეს, შემდეგ კი მოვლენ შენთან (ო, მოციქულო), იმართლებენ თავს და იფიცებენ ალლაჰს (და იტყვიან): «ჩვენ მხოლოდ სიკეთე და შერიგება გვინდოდა?»
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
ესენი — ისინი არიან, რომელთა შესახებ ალლაჰმა იცის, რაც მათ გულებშია [იმ ფარისევლობაზე, რომელსაც მალავენ]. ამიტომ განერიდე მათ (ო, მოციქულო), შაეგონე და უთხარი მათ საკუთარ თავებზე დამაჯერებელი სიტყვა.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და ყოველი შუამავალი ჩვენ გავაგზავნეთ მხოლოდ იმისთვის, რომ მას დამორჩილებოდნენ ალლაჰის ნებით [და ბრძანებით]. ხოლო რომ მათ, როცა საკუთარ თავს უსამართლობა მიაყენეს (როცა განსასჯელად ცრუ კანონს მიმართეს), მოსულიყვნენ შენთან (ო, მოციქულო) და ეთხოვათ მიტევება ალლაჰისგან, და ეთხოვა მათთვის მიტევება შუამავალს, ისინი უეჭველად ჰპოვებდნენ ალლაჰს მპატიებელს, შემწყალებელს.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
მაგრამ არა — (მე, ალლაჰი) ვფიცავ შენს უფალს! [თვით ჩემს თავს]! — ისინი არ ირწმუნებენ მანამ, სანამ არ გაგხდიან შენ მსაჯულად იმაში, რაც მათ შორის საკამათოა, და შემდეგ თავიანთ გულებში არ იპოვიან არანაირ შევიწროებას [ეჭვსა და უკმაყოფილებას] იმის მიმართ, რაც შენ გადაწყვიტე, და სრულად არ დამორჩილდებიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და ჩვენ რომ დაგვედგინა მათთვის: «მოკალით თქვენი თავები [უდანაშაულოებმა მოკლან დამნაშავეები]!» — ან «გამოდით თქვენი სახლებიდან [დატოვეთ ისინი]!» — ამას მათგან მხოლოდ მცირენი შეასრულებდნენ. ხოლო მათ რომ გაეკეთებინათ ის, რითაც მათ შაეგონებენ, ეს უეჭველად უკეთესი იქნებოდა მათთვის და უფრო განმამტკიცებელი მათ (რწმენის) გასაძლიერებლად.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
და მაშინ ჩვენ მივანიჭებდით მათ ჩვენგან დიდ საზღაურს.
ﭵﭶﭷﭸ
და უეჭველად, დავაყენებდით მათ სწორ გზაზე.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
და ვინც დაემორჩილება ალლაჰს და შუამავალს, ისინი იქნებიან მათთან ერთად, ვინც ალლაჰმა დააჯილდოვა — მოციქულებთან, ჭეშმარიტთაგან (სიდდიყინ), რწმენისთვის დაღუპულთაგან (შაჰიდთაგან) და მართალთაგან. და რა მშვენიერი თანამგზავრები არიან ისინი (სამოთხეში)!
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
ეს — არის წყალობა ალლაჰისგან. და საკმარისია ალლაჰი, როგორც ყოვლისმცოდნე.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გამოიჩინეთ სიფრთხილე და გამოდით (მტერთან შესახვედრად) ჯგუფებად ან გამოდით ყველანი ერთად.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
და ჭეშმარიტად, თქვენ შორის არის ისეთი [მუნაფიყები, მხდალნი და სუსტი რწმენის მქონენი], რომელიც აუცილებლად ჩამორჩება (როცა სხვები მტრებთან შესახვედრად გადიან). და როცა თქვენ მოგეწევათ უბედურება [სიკვდილი ან დამარცხება], ის ამბობს (თავისი დაყოვნებით გახარებული):«ალლაჰმა წყალობა მიყო, რომ მათთან ერთად არ ვიყავი».
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
ხოლო თუ თქვენ (ო მორწმუნენო) მოგეწევათ წყალობა ალლაჰისგან [როცა ნადავლს მოიპოვებთ], ის აუცილებლად იტყვის (შურითა და სინანულით), თითქოს თქვენ და მას შორის (არასოდეს) არ ყოფილა (არანაირი) მეგობრობა: «ო, ნეტავ მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი და დიდ წარმატებას მოვიპოვებდი!»
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
მაშ, დაე იბრძოლონ ალლაჰის გზაზე მათ, ვინც ამქვეყნიურ ცხოვრებას ცვლის მარადიულ ცხოვრებაზე! და ვინც იბრძოლებს ალლაჰის გზაზე (მხოლოდ მისი კმაყოფილებისათვის) და მოკლული იქნება ან გაიმარჯვებს — ჩვენ მივანიჭებთ მას დიდ საზღაურს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
და რატომ არ იბრძვით (ო, მორწმუნენო) ალლაჰის გზაზე და სუსტთა დასაცავად — მამაკაცთა, ქალთა და ბავშვთა — რომლებიც ამბობენ: «ო, უფალო ჩვენო! გამოგვიყვანე ამ ქალაქიდან [მექქადან], რომლის მცხოვრებნი არიან მჩაგვრელნი, და გვიბოძე შენგან მფარველი და გვიბოძე შენგან დამხმარე!»
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ისინი, ვინც ირწმუნეს, იბრძვიან ალლაჰის გზაზე, ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, იბრძვიან ტაღუთის (ცრუ ღვთაების) გზაზე. ამიტომ იბრძოლეთ (ო, მორწმუნენო) ეშმაკის თანამზრახველთა წინააღმდეგ. ჭეშმარიტად, ეშმაკის ხრიკები სუსტია.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
ნუთუ შენ (ო, მოციქულო) არ გინახავს ისინი, რომელთაც (მანამ, სანამ ალლაჰი ბრძოლას დაუშვებდა) ეთქვათ: «შეიკავეთ თქვენი ხელები (თქვენი მტრების წინააღმდეგ ბრძოლისგან), აღასრულეთ ლოცვა და მიეცით სავალდებულო მოწყალება [ზაქათი]», — ხოლო როცა მათ ბრძოლა დაეკისრათ, მათგან ერთმა ნაწილმა დაიწყო ადამიანების შიში ისე, როგორც ეშინიათ ალლაჰის, ან კიდევ უფრო ძლიერი შიშით. და თქვეს: «ო, უფალო ჩვენო! რატომ დაგვიწესე ბრძოლა? ნეტავ გადაგედო ჩვენთვის იგი ახლო ვადამდე!» უთხარი (მათ), (ო, მოციქულო): «ამქვეყნიური სარგებლობა ხანმოკლეა, ხოლო მარადიული ცხოვრება უკეთესია იმისთვის, ვინც ღვთისმოშიშია, და თქვენ არ დაგჩაგრავენ, თუნდაც ფინიკის კურკის ძაფისოდენადაც».
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
სადაც არ უნდა იყოთ, სიკვდილი მაინც მოგწვდებათ, თუნდაც მაღლა აღმართულ კოშკებში იყოთ [ბრძოლის ველიდან შორს]. თუ მათ მიეწევათ სიკეთე, ისინი (სიხარულით) ამბობენ: «ეს — ალლაჰისგანაა», ხოლო თუ მათ მიეწევათ ცუდი, ამბობენ: «ეს შენგანაა (ო, მოციქულო)». უთხარი (მათ), (ო მოციქულო): «ყოველივე — ალლაჰისგანაა». და რატომ არის, რომ ეს ხალხი თითქმის ვერ იგებს არც ერთ სიტყვას, რომელიც მათ ეუბნებათ?
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚ
რაც შეგემთხვა შენ (ო, ადამიანო) სიკეთიდან — ეს არის ალლაჰისგან [მისი წყალობითა და კეთილმოქმედებით], ხოლო რაც შეგემთხვა ცუდიდან — ეს არის შენი საკუთარი თავისგან [შენი ცოდვების გამო]. და ჩვენ გამოგგზავნეთ შენ (ო, მოციქულო) ადამიანთა მიმართ [მთელი კაცობრიობისთვის] მოციქულად, და საკმარისია ალლაჰი მოწმედ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
ვინც ემორჩილება შუამავალს, ის ემორჩილება ალლაჰს. ხოლო ვინც განერიდება (ალლაჰს და მის შუამავალს), ჩვენ არ გამოგგზავნეთ შენ (ო, მოციქულო) მათზე ზედამხედველად (რომ მათ საქმეებს ადევნო თვალყური და აღრიცხო ისინი).
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და ისინი, (როცა არიან მოციქულთან) ამბობენ: «(ჩვენგან არის) მორჩილება!» ხოლო როცა ისინი შენგან გამოდიან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით გეგმავს იმას, რაც არ შეესაბამება იმას, რასაც შენთან ყოფნისას ამბობდნენ. და ალლაჰი წერს იმას, რასაც ისინი ღამით გეგმავენ. ამიტომ განერიდე მათ (ო, მოციქულო) [არ დასაჯო ისინი] და მიენდე სრულად ალლაჰს! და საკმარისია ალლაჰი, როგორც მფარველი.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
ნუთუ ისინი არ დაფიქრდებიან ყურანზე? და რომ იგი [ყურანი] არ ყოფილიყო ალლაჰისგან, ისინი უეჭველად იპოვიდნენ მასში ბევრ წინააღმდეგობას.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
და როდესაც მათთან მოვა რაიმე საქმე [ცნობა], რომელიც სიმშვიდეს იწვევს, ან რომელიც შიშს იწვევს, ისინი ავრცელებენ მას. ხოლო მათ რომ (პირველად) დაებრუნებინათ იგი [ეს ამბავი] მოციქულთან და მათ შორის ხელისუფლების მქონესთან [მცოდნეებთან ან რაზმების ხელმძღვანელებთან], რათა მათ გაერკვიათ მისი სინამდვილე და შემდეგ მიეღოთ გადაწყვეტილება, — მაშინ მას გაიგებდნენ ისინი, ვინც ცდილობენ ჩასწვდნენ ამ ამბის არსს. და რომ არა ალლაჰის წყალობა თქვენზე და მისი მოწყალება, თქვენ აუცილებლად გაჰყვებოდით სატანას, გარდა მცირეთა.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და იბრძოლე (ო, მოციქულო) ალლაჰის გზაზე (მისი სიტყვის ასამაღლებლად)! და ეს (ვალდებულებად) დაკისრებულია მხოლოდ შენზე [არ მიატოვო ბრძოლა ალლაჰის გზაზე, თუნდაც მარტო დარჩე], და წააქეზე მორწმუნენი (იბრძოლონ ალლაჰის გზაზე). იქნებ ალლაჰმა შენითა და მორწმუნეებით შეაკავოს ურწმუნოთა რისხვა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი არის ყველაზე ძლიერი ძლიერებით და ყველაზე მკაცრი სასჯელით.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
ვინც იქნება შუამავალი კარგ საქმეში, მას ექნება წილი (საზღაურისა) მისგან; ხოლო ვინც იქნება შუამავალი ცუდ საქმეში, მას ექნება წილი ცოდვისა მისგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოველ საქმეს აკვირდება.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
და როცა მოგესალმებიან რაიმე მისალმებით, მაშინ მიესალმეთ უკეთესით ან დააბრუნეთ იგივე. ჭეშმარიტად, ალლაჰი აღმრიცხველია ყოველივესი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ალლაჰი — არ არსებობს ღვთაება, რომელიც თაყვანისცემას იმსახურებს, გარდა მისისა! — უეჭველად შეგკრებთ აღდგომის დღეს (ანგარიშისა და საზღაურისათვის) — არ არის ეჭვი ამაში! და ვინ არის ალლაჰზე უფრო ჭეშმარიტი სიტყვაში?
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
რატომ ხართ თქვენ (ო მორწმუნენო) ორპირებთან (მუნაფიყებთან) მიმართებაში ორ ჯგუფად გაყოფილნი? მაშინ როცა ალლაჰმა ისინი უკუაგდო (ჭეშმარიტებიდან) იმის გამო, რაც მათ მოიხვეჭეს. ნუთუ გსურთ დააყენოთ სწორ გზაზე ისინი, ვინც ალლაჰმა ცდომილებაში შეიყვანა? და ვისაც ალლაჰი ცდომილებაში შეიყვანს, მისთვის ვერასოდეს იპოვი გზას (რათა ჭეშმარიტებაზე დააყენო).
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
მათ სურთ, რომ თქვენც ურწმუნონი გახდეთ, როგორც ისინი გახდნენ ურწმუნონი, და (შემდეგ) ერთნაირები იყოთ (ურწმუნოებაში). ამიტომ ნუ აირჩევთ მათგან მეგობრებსა და თანამოაზრეებს, სანამ ისინი არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე (რითაც დაამტკიცებენ თავიანთი რწმენის გულწრფელობას). ხოლო თუ ისინი განერიდებიან, მაშინ შეიპყარით ისინი და დახოცეთ, სადაც კი იპოვით. და ნუ აირჩევთ მათგან არც მეგობარს და არც დამხმარეს.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
გამონაკლისი (ამ ბრძანებაში ბრძოლასთან დაკავშირებით) არიან ისინი, რომლებიც მიდიან იმ ხალხთან, რომელთაც თქვენთან შეთანხმება აქვთ; ან ისინი, ვინც მოვიდნენ თქვენთან (ბრძოლის ველზე), მაგრამ მათი გულები შევიწროებულია [არ სურთ] თქვენთან ბრძოლა ან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა. [ასეთებთან ბრძოლა დაუშვებელია.] და რომ ალლაჰს ენება, უეჭველად მოგისევდათ მათ თქვენზე და ისინი თქვენ წინააღმდეგ იბრძოლებდნენ (მრავალღმერთიანებთან ერთად). ხოლო თუ ისინი თქვენგან განერიდებიან [დაგტოვებენ], არ იბრძოლებენ თქვენთან და შემოგთავაზებენ მშვიდობას, მაშინ ალლაჰი არ გაძლევთ გზას (ან უფლებას) მათ წინააღმდეგ (ბრძოლისთვის).
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
თქვენ (ო მორწმუნენო) აღმოაჩენთ, რომ არიან სხვებიც (მუნაფიყთაგან), რომელთაც სურთ იყვნენ უსაფრთხოდ თქვენგან (და გარეგნულად გიჩვენებენ რწმენას) და (ამავე დროს) იყვნენ უსაფრთხოდ თავიანთი ხალხისგან [ურწმუნოებისგან] (და მათ წინაშე აჩვენებენ ურწმუნოებას). ყოველ ჯერზე, როცა მათ აბრუნებენ ცდუნებისკენ, ისინი მასში ეშვებიან. და თუ ისინი არ განერიდებიან თქვენგან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ შეიკავებენ თავიანთ ხელებს (თქვენ წინააღმდეგ ომისგან), მაშინ შეიპყარით ისინი [აიყვანეთ ტყვედ] და დახოცეთ ისინი, სადაც კი იპოვით. და ასეთებთან დაკავშირებით ჩვენ მოგეცით ნათელი მტკიცებულება.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და (არანაირად) არ არის ნებადართული მორწმუნისთვის მოკლას (სხვა) მორწმუნე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მოხდება შეცდომით [უნებლიეთ: უყურადღებობით, დაუდევრობით ან დავიწყებით]. ვინც შეცდომით მოკლავს მორწმუნეს, მისთვის (ამ ცოდვის გამოსასყიდად) სავალდებულოა მორწმუნე მონის გათავისუფლება და (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის (დიას) გადახდა, რომელიც სრულად გადაეცემა მოკლულის ოჯახს [მის მემკვიდრეებს], გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი ამას მოწყალებად არ ჩაუთვლიან (შეცდომით მკვლელს და აპატიებენ ამ საფასურს). თუ შეცდომით მოკლული იყო თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხიდან [ურწმუნოთა ქვეყნიდან ან ტომიდან], თუმცა თავად მორწმუნე იყო (და მკვლელმა ეს არ იცოდა), მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა მხოლოდ მორწმუნე მონის გათავისუფლება [მისთვის სისხლის საფასური არ გადაიხდება]. ხოლო თუ იგი იყო იმ ხალხიდან, რომელთაც თქვენთან შეთანხმება აქვთ [ანუ მოკლული იყო ურწმუნო, მაგრამ ხელშეკრულების ფარგლებში ან მორწმუნეთა დაცვის ქვეშ იმყოფებოდა], მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის სრულად გადახდა მის ოჯახს [მის მემკვიდრეებს] და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ვინც კი ვერ იპოვის (მონას გასათავისუფლებლად), მას ევალება ზედიზედ ორი თვის მარხვა, როგორც სინანული ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ხოლო ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, მისი საზღაური იქნება ჯოჯოხეთი, სადაც იგი სამუდამოდ დარჩება. და განრისხდება მასზე ალლაჰი, დასწყევლის მას და მოუმზადებს მას დიდ სასჯელს.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც ალლაჰის გზაზე გამოდიხართ, გაარჩიეთ (ისინი, ვისთანაც მიდიხართ და ვისაც ტოვებთ) და ნუ ეტყვით იმას, ვინც მშვიდობით მოგესალმებათ [ვისაც მორწმუნის ნიშნები აქვს და თქვენთან არ იბრძვის]: «შენ არ ხარ მორწმუნე» — (შეიძლება იგი მორწმუნე იყოს, რომელიც თავის რწმენას მალავს) — ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალი სიკეთეების მოპოვების სურვილით. რადგან ალლაჰთანაა უხვი ნადავლი. ასეთები იყავით თქვენც ადრე [თქვენი წარმართული ტომებისგან მალავდით თქვენს რწმენას], მაგრამ ალლაჰმა მოწყალება გაიღო თქვენზე. ამიტომ გაარჩიეთ (თქვენი მოქმედებები, რათა შეცდომით მორწმუნე არ მოკლათ). ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის ის, რასაც აკეთებთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
არ არიან თანასწორნი მორწმუნეთაგან ისინი, ვინც სხედან [და არ მონაწილეობენ ალლაჰის გზაზე ბრძოლაში], გარდა იმათისა, ვისაც აქვს დაზიანება [სიბრმავე, კოჭლობა ან ავადმყოფობა], და ისინი, ვინც იბრძვიან ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და თავიანთი სულებით. ალლაჰმა უპირატესობა მიანიჭა მათ, ვინც იბრძვიან თავიანთი ქონებითა და სულებით, მათზე, ვინც სხედან — ერთი ხარისხით [მიანიჭა მათ უფრო მაღალი სავანეები სამოთხეში]. და თითოეულს აღუთქვა ალლაჰმა სიკეთე, ხოლო მებრძოლებს ალლაჰმა მიანიჭა უპირატესობა მჯდომარეებზე დიდი საზღაურით.
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
(მიანიჭებს მათ) ხარისხებს მისგან, პატიებას და წყალობას. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ანგელოზები მიიბარებენ მაშინ, როცა საკუთარ თავს უსამართლობას უკეთებდნენ [როცა შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ დატოვეს ურწმუნოების ქვეყანა], — ისინი [ანგელოზები] ეტყვიან: «რა მდგომარეობაში იყავით?» ისინი იტყვიან: «ჩვენ სუსტები ვიყავით ჩვენს მიწაზე». (ანგელოზები) იტყვიან: «განა ალლაჰის მიწა ფართო არ იყო, რომ გადასახლებულიყავით მასზე?» ასეთთა საბოლოო სამყოფელი იქნება ჯოჯოხეთი, და რა ცუდია ეს სამყოფელი!
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
გარდა სუსტი კაცებისა, ქალებისა და ბავშვებისა, რომელთაც არ ძალუძთ გამოსავლის პოვნა და ვერ პოულობენ [არ იციან] გზას (რომ გადასახლდნენ).
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
ასეთებს [სუსტებს], შესაძლოა, აპატიოს ალლაჰმა; და ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მპატიებელია.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და ვინც (თავისი რწმენის გადასარჩენად) გადასახლდება ალლაჰის გზაზე, ის დედამიწაზე ჰპოვებს მრავალ თავშესაფარს და სიუხვეს (სიკეთეთა). ხოლო ვინც გამოვა თავისი სახლიდან, გადასახლების მიზნით ალლაჰსა და მის მოციქულთან — და შემდეგ სიკვდილი მიეწევა მას, სანამ დანიშნულ მიზანს მიაღწევდეს, მისი საზღაური (უეჭველად) ალლაჰთანაა. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
და როდესაც თქვენ (ო, მორწმუნენო), მიემგზავრებით მიწაზე, არ არის თქვენზე ცოდვა, რომ შეამოკლოთ ლოცვა, თუ გეშინიათ, რომ (ლოცვის დროს) განსაცდელში ჩაგაგდებენ ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ. ჭეშმარიტად, ურწმუნონი თქვენთვის აშკარა მტრები არიან (რომლებიც ღიად ავლენენ თავიანთ მტრობას), (ამიტომ ერიდეთ მათ).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
და როდესაც შენ (ო, მოციქულო), იქნები მათ შორის (საბრძოლო ველზე) და აღასრულებ მათთვის ლოცვას [შიშის ლოცვას], დაე, (ჯერ) დადგეს შენთან ერთად მათგან ერთი ნაწილი და აიღონ თავიანთი იარაღი. და როდესაც ისინი [პირველი ჯგუფი] შეასრულებენ საჯდას (მიწაზე თაყვანისცემას), დაე, (შემდეგ) ისინი გადაინაცვლონ უკან (და დააკვირდნენ მტერს). შემდეგ მოვიდეს მეორე ნაწილი (მორწმუნეთაგან), რომელთაც ჯერ არ ულოციათ, და ილოცონ შენთან ერთად [ასევე ერთი რაქათი იმამთან ერთად, შემდეგ კი თავად დაასრულონ ლოცვა], მაგრამ იყვნენ ფრთხილად და მათაც აიღონ თავიანთი იარაღი. ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, ისურვებდნენ, რომ თქვენ დაუდევრად მოეკიდოთ თქვენს იარაღსა და ნივთებს, რათა ერთიანი შეტევით დაგესხან თავს და დაგასრულონ. და არ იქნება თქვენზე ცოდვა, თუ წვიმის გამო გაწუხებთ სიძნელე ან ავად ხართ, რომ დადოთ თქვენი იარაღი, თუმცა მაინც იყავით ფრთხილად. ჭეშმარიტად, ალლაჰმა ურწმუნოთათვის დაამზადა დამამცირებელი სასჯელი.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
და როდესაც დაასრულებთ ლოცვას, გაიხსენეთ ალლაჰი — მდგომარედ, მჯდომარედ და თქვენს გვერდებზე (დაწოლილნი). ხოლო როდესაც მოიპოვებთ სიმშვიდეს (უსაფრთხოებაში აღმოჩნდებით), აღასრულეთ ლოცვა სრულყოფილად. ჭეშმარიტად, ლოცვა მორწმუნეთათვის დადგენილია (როგორც სავალდებულო) განსაზღვრულ დროს.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და ნუ გამოიჩენთ სისუსტეს ამ ხალხის ძიებასა [და დევნაში] [თქვენი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში]. თუ თქვენ (ო მორწმუნენო), იტანჯებით (ომის გამო), მაშინ ისინი [ურწმუნონი] ისევე იტანჯებიან, როგორც თქვენ იტანჯებით. მაგრამ თქვენ ალლაჰისგან იმედოვნებთ იმას, რასაც ისინი არ იმედოვნებენ. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ჭეშმარიტად, ჩვენ ჩამოგივლინეთ შენ (ო, მოციქულო) წიგნი [ყურანი] ჭეშმარიტებით, რათა განსაჯო ადამიანებს შორის ისე, როგორც ალლაჰმა გიჩვენა [შთაგაგონა]. და ნუ იქნები გამყიდველთა და მოღალატეთათვის დამცველი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
და შესთხოვე ალლაჰს პატიება. ჭეშმარიტად, ალლაჰი უსაზღვროდ მპატიებელი, მწყალობელია.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და ნუ იდავებ (დაცვით) მათ გამო, ვინც საკუთარ თავს ღალატობს. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს მოღალატეები და ისინი, ვინც მრავლად სცოდავენ.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ისინი იმალებიან ადამიანებისგან (ეშინიათ, რომ მათი ცუდი საქმეები გამოაშკარავდება), მაგრამ არ იმალებიან ალლაჰისგან. რადგან იგი მათთანაა თავისი ცოდნით, როცა ღამით ფარულად თათბირობენ იმ სიტყვებზე, რომლითაც იგი კმაყოფილი არ არის. და ჭეშმარიტად, ალლაჰი მოიცავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
აჰა, თქვენ (მორწმუნენო), ამქვეყნიურ ცხოვრებაში მათთვის [მოღალატეთათვის] იდავებთ, მაგრამ ვინ იდავებს ალლაჰის წინაშე მათ გამო აღდგომის დღეს? ან ვინ იქნება მათთვის მფარველი?
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და ვინც ცუდს ჩაიდენს [შირქს ან ურწმუნოებას] ან საკუთარ თავს დაჩაგრავს [ჩაიდენს ცოდვას, რომელიც ნაკლებია შირქსა და ურწმუნოებაზე], შემდეგ კი სთხოვს პატიებას ალლაჰს, ის ჰპოვებს ალლაჰს მპატიებელს, შემწყალებელს.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
და ვინც ცოდვას მოიპოვებს (ჩაიდენს), ის მას საკუთარი თავის წინააღმდეგ მოიპოვებს. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
და ვინც ჩაიდენს შეცდომას [უნებლიე ცოდვას] ან ცოდვას (განზრახ), შემდეგ კი მას დააბრალებს უდანაშაულოს, ის საკუთარ თავზე იტვირთავს ცილისწამების ტვირთს და აშკარა ცოდვას.
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და რომ არა ალლაჰის წყალობა შენზე (ო მოციქულო), და მისი მოწყალება, მაშინ მათგან ერთ ჯგუფს აუცილებლად განეზრახებოდა შენი შეცდომაში შეყვანა. მაგრამ ისინი მხოლოდ საკუთარ თავს აცდენენ გზას და ვერაფრით ვერ გავნებენ შენ. რადგან ალლაჰმა ჩამოგივლინა წიგნი [ყურანი] და სიბრძნე [სუნნა] და გასწავლა შენ ის, რაც მანამდე არ იცოდი. და ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობა, რომელიც მან შენზე გამოავლინა, უდიდესია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
۞ არ არის სიკეთე მათი მრავალი ფარული საუბრის უმეტესობაში [ადამიანთა საიდუმლო თათბირებში], გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვინმე მოუწოდებს მოწყალების გაცემას, ან კეთილი საქმის შესრულებას, ან ადამიანთა შორის შერიგებას. და ვინც ამას აკეთებს ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებლად, მას ჩვენ მივანიჭებთ დიდ საზღაურს.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და ვინც შეეწინააღმდეგება შუამავალს მას შემდეგ, რაც მისთვის ცხადი გახდა (ჭეშმარიტი) გზა, და გაჰყვება არა მორწმუნეთა გზას, მას მივაბრუნებთ იმ გზაზე, რომელსაც თვითონ აირჩევს, და შევუძახებთ მას ჯოჯოხეთში. და რა ცუდი სამყოფელია იგი!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
ჭეშმარიტად, ალლაჰი არ აპატიებს იმას, რომ მას თანაზიარი მიუწერონ [ვინმე მას გაუთანაბრონ], და არ მიუტევებს ამას; ხოლო პატიობს იმას, რაც ამაზე ნაკლებია, ვისაც ისურვებს თავის მსახურთაგან. და ვინც ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, იგი ჭეშმარიტად, შორეული ცდომილებით ასცდა სწორ გზას.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
ისინი [მრავალღმერთიანნი] მის გარდა მხოლოდ მდედრობითი სახელებით სახელდებულ (კერპებს) უხმობენ და ეთაყვანებიან; და ისინი მხოლოდ მეამბოხე სატანას ეთაყვანებიან.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
დასწყევლა იგი [სატანა] ალლაჰმა, და თქვა მან [იბლისმა]: «აუცილებლად და უეჭველად ავიღებ შენი მსახურებიდან განსაზღვრულ წილს [ნაწილს].
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და უეჭველად შევიყვან მათ შეცდომაში, და აუცილებლად აღვუძრავ მათ (ცრუ) ოცნებებს, და აუცილებლად ვუბრძანებ მათ, რომ პირუტყვს ყურები გადაუჭრან [რათა ამით მონიშნონ ის ცხოველები, რომლებიც თავიანთ კერპებს მიუძღვნეს], და უეჭველად ვუბრძანებ მათ, რომ შეცვალონ ალლაჰის ქმნილება!» და ვინც სატანას აირჩევს მფარველად ალლაჰის გარდა, მან აშკარა ზარალი განიცადა.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
იგი [სატანა] ჰპირდება მათ, და აღვიძებს მათში (ცრუ) ოცნებებს. მაგრამ სატანა მათ მხოლოდ მოტყუებას ჰპირდება.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ასეთთა (მარადიული) სამყოფელი იქნება ჯოჯოხეთი, და ვერ იპოვიან მისგან ხსნას.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ხოლო მათ, ვინც ირწმუნეს (ალლაჰი) და ასრულებდნენ კეთილ საქმეებს, — ჩვენ შევიყვანთ მათ ბაღებში (სამოთხეში), რომელთა ქვეშაც მდინარეები მოედინება. ისინი იქ მარადიულად დარჩებიან, სამუდამოდ — ალლაჰის ჭეშმარიტი აღთქმის მიხედვით. და ვინ არის ალლაჰზე უფრო მართალი სიტყვაში?
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
(და ეს დიადი ნიჭი) არ მიიღწევა მხოლოდ თქვენი ოცნებებით (ო, მორწმუნენო) და არც წიგნის ხალხის [იუდეველებისა და ქრისტიანების] ოცნებებით. ვინც ბოროტებას ჩაიდენს, მას ამის მიხედვით მიეზღება, და იგი ვერ იპოვის თავისთვის, ალლაჰის გარდა, არც მფარველს და არც დამხმარეს.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ხოლო ვინც აღასრულებს კეთილ საქმეებს — იქნება იგი კაცი თუ ქალი — და ამავე დროს მორწმუნე იქნება, ასეთნი შევლენ სამოთხეში და არ დაიჩაგრებიან (თუნდაც) ფინიკის კურკაზე არსებული პატარა ღარის წონისოდენაც კი.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და ვინ შეიძლება იყოს რწმენით უკეთესი იმაზე, ვინც თავისი სახე ალლაჰს მიუძღვნა, გულწრფელად, და გაჰყვა იბრაჰიმის რწმენას, როგორც ჰანიფი (ერთღმერთიანი)? ჭეშმარიტად, ალლაჰმა იბრაჰიმი აირჩია თავის უახლოეს მეგობრად.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და (მხოლოდ) ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და ყველაფერი, რაც დედამიწაზეა; და ალლაჰი ყოველივეს მოიცავს.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და გეკითხებიან ისინი შენ (ო, მოციქულო) გადაწყვეტილებას ქალებთან დაკავშირებით [მათი ქონებისა და ქორწინების მდგომარეობის შესახებ]. თქვი: «ალლაჰი მოგცემთ განმარტებას მათ შესახებ და (აგრეთვე იმაზე), რაც გიკითხავთ წიგნში [ყურანში] — ობოლ ქალებზე, რომლებსაც თქვენ არ აძლევთ იმას, რაც მათთვის დადგენილია [სავალდებულოა] (მემკვიდრეობას, მაჰრსა და სხვა ქონებას, რომელზეც მათ აქვთ უფლება და რომელიც თქვენს (მეურვეთა) ხელშია) და რომელთა ცოლად მოყვანაც გსურთ (მათი სილამაზისა და ქონების გამო); (ალლაჰი ასევე მოგცემთ განმარტებას) სუსტ ბავშვებზე (რათა მათ მისცეთ მათი წილი მემკვიდრეობიდან). და ობლებს მოექეცით სამართლიანად. და რასაც კეთილს გააკეთებთ — ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის ამის შესახებ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და თუ ქალი თავისი ქმრის მხრიდან შიშობს გაუცხოებას [როდესაც იგი, მისი სიბერის გამო, გაცივდება მის მიმართ] ან უგულებელყოფას [როდესაც იგი აღარ აქცევს ყურადღებას და აღარ უყურებს მას], — მაშინ ცოდვა არ იქნება მათ ორზე, თუ ისინი ერთმანეთში შეთანხმდებიან. და შერიგება უკეთესია. ხოლო სულებში მუდამ არის სიძუნწე. თუ კი თქვენ კეთილად მოექცევით თქვენს ცოლებს და შეეშინდებით (ალლაჰის სასჯელის) მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და ვერასოდეს შეძლებთ (ო, მამაკაცნო) სრულად სამართლიანნი იყოთ ცოლებს შორის (სიყვარულში), თუნდაც ძალიან ეცადოთ. მაშ ნუ გადაიხრებით სრულიად (იმისკენ, რომელიც მეტად გიყვართ), ისე რომ მეორე დატოვოთ თითქოს "დაკიდებულად". ხოლო თუ თქვენ მოაგვარებთ და შეეშინდებით (ალლაჰის სასჯელის) [ეცდებით იყოთ სამართლიანნი იმდენად, რამდენადაც შეგიძლიათ] — მაშინ, ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
ხოლო თუ ისინი ორივე (ქმარი და ცოლი) დაშორდებიან (იმის შიშით, რომ დაარღვევენ ალლაჰის მიერ დადგენილ საზღვრებს), მაშინ ალლაჰი თითოეულს თავისი წყალობით გაამდიდრებს. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომცველი, ბრძენია.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და (მხოლოდ) ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და ყველაფერი, რაც დედამიწაზეა. და ჩვენ დავუბარეთ მათ, ვისაც თქვენამდე მიეცათ წიგნი [იუდეველებსა და ქრისტიანებს], და (აგრეთვე გიბარებთ) თქვენც (ო, მუჰამმადის თემო), რათა გეშინოდეთ ალლაჰის. ხოლო თუ ურწმუნო გახდებით, მაშინ (იცოდეთ, რომ) ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და რაც დედამიწაზეა. და ალლაჰი მდიდარი, ქებულია.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
და (მხოლოდ) ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და ყველაფერი, რაც დედამიწაზეა. და საკმარისია ალლაჰი, როგორც მფარველი.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
თუ იგი ისურვებს, მოგაცილებთ (ან დაგღუპავთ) თქვენ, ო ადამიანნო, და მოიყვანს სხვებს [თქვენზე უკეთეს და მეტად მორჩილებს]. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ძალმოსილია (ამის აღსასრულებლად).
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
ვინც თქვენგან ისურვებს მხოლოდ ამქვეყნიურ საზღაურს, — მაშინ (იცოდეთ, რომ) ალლაჰთანაა როგორც ამქვეყნიური, ისე მარადიული ცხოვრების საზღაური. და ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
۞ ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით მტკიცედ მდგომნი სამართლიანობაზე, ალლაჰის წინაშე დამოწმებით, თუნდაც ეს (მოწმობა) იყოს თქვენი საკუთარი თავის წინააღმდეგ, ან თქვენი მშობლების, ან ახლო ნათესავების წინააღმდეგ. იქნება ის (ვის წინააღმდეგაც მოწმობთ) მდიდარი თუ ღარიბი — ალლაჰი ორივეზე უფრო ახლოსაა (ვიდრე თქვენ). არ გაჰყვეთ ვნებებს, რათა არ გადაუხვიოთ სამართლიანობას. და თუ დაამახინჯებთ (მოწმობაში) [გააყალბებთ ჭეშმარიტებას] ან თავს აარიდებთ (მოწმობას), — ჭეშმარიტად, ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ირწმუნეთ ალლაჰი და მისი მოციქული, და წიგნი, რომელიც მან ჩამოუვლინა თავის მოციქულს [ყურანი], და წიგნები, რომლებიც მან ადრე ჩამოუვლინა. ხოლო ვინც უარყოფს ალლაჰს, მის ანგელოზებს, მის წიგნებს, მის მოციქულებს და უკანასკნელ დღეს, — ის შორს წასული ცდომილებით არის აცდენილი ჭეშმარიტებას.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს, შემდეგ კვლავ ურწმუნონი გახდნენ, შემდეგ ისევ ირწმუნეს და კვლავ ურწმუნოებად იქცნენ, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერეს ურწმუნოება [და ურწმუნოებაზე გარდაიცვალნენ], — ალლაჰი არ არის ისეთი, რომ მიუტევოს მათ და არც ის, რომ სწორ გზაზე დააყენოს ისინი.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
ახარე ფარისევლებს, რომ მათთვისაა მწარე სასჯელი!
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
მათ, რომლებიც ურწმუნოებს ირჩევენ მფარველებად თავისთვის, მორწმუნეების ნაცვლად. ნუთუ მათთან ეძიებენ დიდებას? ჭეშმარიტად, ყოველი ძლიერება და დიდება ალლაჰთანაა.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და მართლაც, ალლაჰმა უკვე ჩამოგივლინათ თქვენ წიგნში [ყურანში], რომ როდესაც გაიგონებთ, როგორ უარყოფენ (ზოგი ადამიანები) ალლაჰის აიათებს და დასცინიან მათ, ნუ დაჯდებით მათთან ერთად, სანამ სხვა საუბარზე არ გადავლენ. ჭეშმარიტად, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მათ დაემსგავსებით. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეკრებს ყველა თვალთმაქცსა და ურწმუნოს ერთად ჯოჯოხეთში.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
ისინი არიან, რომლებიც ელოდებიან, რა მოხდება თქვენთან (ო, მორწმუნენო). თუ ალლაჰისგან გამარჯვება მოგივათ, ამბობენ: «ნუთუ ჩვენ თქვენთან არ ვიყავით?» ხოლო თუ ურწმუნოებს შეხვდებათ წილი (გამარჯვებისა და ნადავლისა), ისინი [თვალთმაქცნი] ეუბნებიან მათ: «ნუთუ ჩვენ არ ვცდილობდით თქვენს დახმარებას და არ გიცავდით მორწმუნეებისგან?» ალლაჰი განსჯის თქვენ შორის აღდგომის დღეს. და ალლაჰი არასდროს მისცემს ურწმუნოებს გზას მორწმუნეების წინააღმდეგ.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ჭეშმარიტად, მუნაფიყები (თვალთმაქცნი) ცდილობენ ალლაჰის მოტყუებას, ხოლო იგი (თავად) მათ მოატყუებს აღდგომის დღეს! და როცა ისინი დგებიან ლოცვისთვის, დგებიან ზარმაცად, ხალხის წინაშე საჩვენებლად ლოცულობენ და ალლაჰს მხოლოდ ცოტას იხსენებენ.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
მერყეობენ ამასა და იმას შორის [რწმენასა და ურწმუნოებას შორის]; ისინი არც ამათ (მორწმუნეებს) უერთდებიან და არც იმათ (ურწმუნოებს). და ვისაც ალლაჰი აცდენს გზიდან, მისთვის ვერ იპოვი გზას.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აირჩევთ ურწმუნოებს თქვენს მფარველებად მორწმუნეების ნაცვლად. ნუთუ გსურთ მისცეთ ალლაჰს თქვენზე აშკარა საბუთი?
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
ჭეშმარიტად, თვალთმაქცები იქნებიან ცეცხლის ყველაზე ქვედა ფენაში, და ვერ იპოვი მათთვის დამხმარეს.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
გარდა მათისა, ვინც მოინანიეს (ალლაჰის წინაშე), გამოასწორეს (ის ბოროტებები, რასაც ფარულად და აშკარად სჩადიოდნენ), მტკიცედ ჩაეჭიდნენ ალლაჰის (რწმენასა და შარიათს) და თავიანთი რელიგია მხოლოდ ალლაჰს მიუძღვნეს. აი ასეთნი იქნებიან მორწმუნეებთან ერთად, და ალლაჰი მორწმუნეებს უდიდეს საზღაურს მიანიჭებს.
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
რას იზამს ალლაჰი თქვენი დასჯით, თუ თქვენ იქნებით მადლიერნი და ირწმუნებთ (მას და მის მოციქულს)? ჭეშმარიტად, ალლაჰი მადლისმიმგები, ყოვლისმცოდნეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
ალლაჰს არ უყვარს, როდესაც ვინმე ხმამაღლა ამბობს ცუდს (ვიღაცის შესახებ), გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს მოდის იმისგან, ვისაც უსამართლოდ აწყენინეს. და ალლაჰი — ყოვლისმსმენელი, ყოვლისმცოდნეა.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
თუ თქვენ გამოავლენთ სიკეთეს (ღიად გააკეთებთ კეთილ საქმეს) ან დაფარავთ მას (ფარულად გააკეთებთ), ან აპატიებთ ბოროტებას, მაშინ ნამდვილად ალლაჰი შემწყნარებელი, ყოვლისშემძლეა.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ჭეშმარიტად, ისინი (იუდეველები, ქრისტიანები და სხვები), რომლებიც არ ირწმუნებენ ალლაჰს და მის მოციქულებს და სურთ განასხვაონ ალლაჰი და მისი მოციქულები (ანუ ირწმუნონ ალლაჰი და უარყონ მისი მოციქულები) და ამბობენ: «ჩვენ გვწამს ზოგიერთი (შუამავლის) და არ გვწამს სხვების», და სურთ ამ ორ მდგომარეობას შორის იპოვონ (რაღაც) შუა გზა.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ასეთები — ისინი სინამდვილეში ურწმუნოები არიან. და ჩვენ მოვუმზადეთ ურწმუნოებს დამამცირებელი სასჯელი.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი ყველა შუამავალი და არ გააკეთეს განსხვავება მათ შორის — ასეთებს ჩვენ მივცემთ მათ საზღაურს. და მართლაც, ალლაჰი — მიმტევებელი, მოწყალეა.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
წიგნის ხალხი (იუდეველები) გთხოვენ შენ, ო მოციქულო, რომ ჩამოუვლინო მათ წერილი ზეციდან. (ნუ გაგიკვირდება, ო მოციქულო), რადგან მათმა წინაპრებმა მუსას ამაზე უფრო დიდი რამეც კი მოსთხოვეს და თქვეს: «გვაჩვენე ალლაჰი აშკარად!» ამის გამო მათ დაატყდათ მეხი მათი უსამართლობისთვის. შემდეგ კი (მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გააცოცხლა ისინი, ვინც მეხმა გაანადგურა) მათ ხბო აიღეს ღმერთად მას შემდეგ, რაც მათთან უკვე მოვიდა აშკარა ნიშნები [სასწაულები, რომლებითაც წინასწარმეტყველი მუსა იყო გაგზავნილი]. მაგრამ ჩვენ ვაპატიეთ ეს (მათი ხბოს თაყვანისცემა) მათი მონანიების გამო და მივეცით მუსას აშკარა მტკიცებულება.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
და ჩვენ აღვმართეთ მათ თავზე მთა ტური (სინას მთა), როცა მათთან აღთქმა დაიდო [რომ თუ ისინი თორას არ შეასრულებდნენ, ეს მთა მათზე დაეშვებოდა]. და ჩვენ ვუთხარით მათ: «შედით ქალაქის (იერუსალიმის) კარიბჭეში საჯდაზე დამხობილნი!» (მაგრამ ისინი ქალაქში სხვაგვარად შევიდნენ — სხეულის ქვედა ნაწილებზე ხოხვით). და ასევე ვუთხარით მათ: «არ დაარღვიოთ შაბათი!» (რადგან ეს დღე მხოლოდ ალლაჰის თაყვანისცემისთვის იყო განკუთვნილი). (თუმცა მათ ეს აკრძალვა დაარღვიეს და ხრიკით შაბათს თევზის დაჭერა დაიწყეს). და ჩვენ მათგან მტკიცე აღთქმა ავიღეთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და (დაეცათ მათზე ალლაჰის წყევლა) იმის გამო, რომ მათ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა, არ ირწმუნეს ალლაჰის სასწაულები და უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავალებს, და იმის გამო, რომ ამბობდნენ: «ჩვენი გულები დაფარულია [დახურულია რაღაცით] (და ამიტომ ჭეშმარიტება მათამდე ვერ აღწევს)». არა! არამედ ალლაჰმა დაბეჭდა მათი გულები მათი ურწმუნოების გამო, ამიტომაც მათგან მხოლოდ მცირენი ხდებიან მორწმუნეები [იღებენ ისლამს].
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
და (ასევე დაწყევლა ისინი ალლაჰმა) მათი ურწმუნოების გამო და იმის გამო, რომ მათ თქვეს მარიამის (შუამავალ 'ისას დედის) შესახებ დიდი სიცრუე — [დაადანაშაულეს იგი მრუშობაში].
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და (ასევე წყევლა დაეცა მათ) მათი სიტყვების გამო: «ჭეშმარიტად, ჩვენ მოვკალით მესია — 'ისა, მარიამის ძე, ალლაჰის შუამავალი». მაგრამ მათ იგი არ მოუკლავთ და არც ჯვარს აცვეს; არამედ ასე მხოლოდ მოეჩვენათ. [მათ ჯვარს აცვეს სხვა ადამიანი, ფიქრობდნენ, რომ ის იყო 'ისა]. და ჭეშმარიტად, ისინი, რომლებიც ამ საკითხზე დაობენ (მის მოკვლაზე), უდავოდ ეჭვში არიან ამის შესახებ. მათ ამის შესახებ არავითარი ცოდნა არ აქვთ, გარდა ვარაუდისა. და ნამდვილად, მათ არ მოუკლავთ იგი ('ისა) — უეჭველად.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
არა, პირიქით — ალლაჰმა იგი ('ისა) თავისთან აღამაღლა (ცოცხლად — სულითაც და სხეულითაც). და ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და წიგნის ხალხიდან არ დარჩება არცერთი, რომელიც მის სიკვდილამდე არ ირწმუნებს მას [წინასწარმეტყველ 'ისას]. ხოლო აღდგომის დღეს ის იქნება მათი მოწმე.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და იმ უსამართლობის გამო, რასაც ჩადიოდნენ ისინი, ვინც იუდეველები გახდნენ, ჩვენ ავუკრძალეთ მათ ზოგიერთი სიკეთე (საკვები), რომლებიც ადრე მათთვის ნებადართული იყო. ასევე — იმის გამო, რომ ისინი ბევრ ადამიანს აშორებდნენ ალლაჰის გზას.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
და ასევე იმის გამო, რომ ისინი იღებდნენ რიბას (სარგებლობას მევახშეობით), მიუხედავად იმისა, რომ ეს მათთვის აკრძალული იყო; და ასევე იმის გამო, რომ ადამიანთა ქონებას უსამართლოდ ჭამდნენ. და ჩვენ მოვუმზადეთ მათგან ურწმუნოებს — მტანჯველი სასჯელი.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
მაგრამ მათგან მტკიცენი ცოდნაში — (იუდეველთა შორის ის მცოდნენი, რომლებმაც ისლამი მიიღეს) — და მორწმუნენი, რომლებიც ირწმუნებენ იმას, რაც შენზე იქნა ჩამოგზავნილი, (ო, მოციქულო), და ასევე იმას, რაც შენამდე იქნა ჩამოგზავნილი, და ისინი, რომლებიც აღასრულებენ ლოცვას, და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს] თავიანთი ქონებიდან, და რომლებიც ირწმუნებენ ალლაჰს და უკანასკნელ დღეს, — ასეთებს ჩვენ მივანიჭებთ დიდ ჯილდოს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
۞ ჭეშმარიტად, ჩვენ გამოცხადებით შთაგაგონეთ შენ, (ო მოციქულო), ისე როგორც შთავაგონეთ ნუჰს და მის შემდეგ მოსულ შუამავლებს. და გამოცხადება მივეცით იბრაჰიმს, ისმაილს, ისჰაყს, იაყუბს და ტომებს — (წინასწარმეტყველებს იაყუბის შთამომავლობის თორმეტი ტომიდან), ასევე 'ისას, აიიუბს, იუნუსს, ჰარუნს და სულეიმანს. და მივეცით ჩვენ დაუდს წიგნი — ზაბური (ფსალმუნები).
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და (ჩვენ გავუგზავნეთ ადამიანებს) მოციქულები, რომელთა შესახებაც უკვე გაცნობეთ შენ, (ო მოციქულო) (ყურანში), და ასევე მოციქულები, რომელთა შესახებაც არ მოგვიყოლია შენთვის. და ალლაჰმა ესაუბრა მუსას ნამდვილი საუბრით — უშუალოდ, შუამავლის გარეშე.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
(და ჩვენ ვუგზავნიდით ადამიანებს) მოციქულებს როგორც მახარობლებს, და როგორც გამაფრთხილებლებს ალლაჰის სასჯელის შესახებ, რათა მოციქულების შემდეგ ადამიანებს აღარ ჰქონოდათ ალლაჰის წინაშე რაიმე გამამართლებელი საბაბი. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
მაგრამ (თუ ისინი არ გირწმუნებენ შენ, ო მოციქულო), მაშინ ალლაჰი თავად მოწმობს იმას, რაც შენზე ჩამოავლინა. მან ჩამოაგზავნა იგი თავისი ცოდნით. და ანგელოზებიც მოწმობენ. და სრულიად საკმარისია ალლაჰი მოწმედ.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
ჭეშმარიტად, ისინი, რომლებიც ურწმუნონი გახდნენ და (ადამიანებს) აცილებდნენ ალლაჰის გზას [ისლამს], ძლიერ შორს წასული (ჭეშმარიტებისგან დაშორებული) შეცდომით შეცდნენ.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ და საკუთარ თავს უსამართლობა მიაყენეს (თავიანთი ურწმუნოებით), — ალლაჰი არ არის ისეთი, რომ მათ მიუტევოს და (რომელიმე) გზით წარუძღვეს მათ.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
გარდა ჯოჯოხეთის გზისა, რომელშიც ისინი დარჩებიან მარადიულად და სამუდამოდ. და ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
ო, ადამიანებო! უკვე მოვიდა თქვენთან შუამავალი ჭეშმარიტებით თქვენი უფლისგან. მაშ, ირწმუნეთ, რადგან ეს [რწმენა] თქვენთვის უკეთესია. ხოლო თუ ურწმუნოებად დარჩებით, ჭეშმარიტად ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
ჰეი, წიგნის ხალხო [სახარების მიმდევრებო]! ნუ გადახვალთ ზღვარს თქვენს სარწმუნოებაში და ნუ იტყვით ალლაჰზე არაფერს, გარდა ჭეშმარიტებისა [არ თქვათ, რომ მას ჰყავს შვილი]. ჭეშმარიტად, მესია 'ისა, მარიამის ძე, მხოლოდ ალლაჰის მოციქულია, მისი სიტყვა, რომელიც მან მიუგზავნა მარიამს, და სული მისგან. ამიტომ ირწმუნეთ ალლაჰი და მისი მოციქულები და ნუ იტყვით: «სამი (ღმერთი)[სამება]». თავი შეიკავეთ ამისგან — ეს თქვენთვის უკეთესი იქნება! ჭეშმარიტად, ალლაჰი მხოლოდ ერთი ღმერთია, განდიდებულია და მაღლა დგას იმისგან, რომ მას შვილი ჰყავდეს. მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. და საკმარისია ალლაჰი, როგორც მფარველი.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
არასოდეს ჩათვლის მესია — 'ისა, მარიამის ძე — დამამცირებლად იმას, რომ იყოს ალლაჰის მონა; არც მისი დაახლოებული ანგელოზები. ხოლო ვინც დამამცირებლად მიიჩნევს მის მსახურებასა და თაყვანისცემას და იჩენს ქედმაღლობას — მათ ყველას შეკრებს იგი თავისთან (აღდგომის დღეს).
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და აკეთებდნენ მართალ საქმეებს — იგი სრულად მისცემს მათ თავიანთ ჯილდოს და კიდევ დაუმატებს თავისი სიუხვისგან. ხოლო ისინი, რომლებმაც დამამცირებლად ჩათვალეს მისი მსახურება და თაყვანისცემა და ქედმაღლობა გამოავლინეს — მათ იგი მტკივნეული სასჯელით დასჯის. და ისინი ვერ იპოვიან თავისთვის ალლაჰის გარდა არც მფარველს და არც დამხმარეს.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
ჰეი ადამიანებო! თქვენთან მოვიდა მტკიცებულება თქვენი უფლისგან და ჩვენ ჩამოგიგზავნეთ თქვენ ნათელი სინათლე — (ყურანი).
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს ალლაჰი და მტკიცედ ჩაეჭიდნენ მას [ყურანს], — მათ იგი შეიყვანს თავის წყალობაში და სიუხვეში [სამოთხეში] და წაუძღვება მათ თავისკენ [თავისი კმაყოფილებისკენ] სწორ გზაზე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და ისინი გეკითხებიან შენ, (ო მოციქულო), გადაწყვეტილებას (მემკვიდრეობის განაწილების საკითხში). თქვი: «ალლაჰი გაძლევთ განმარტებას იმ ადამიანის შესახებ, რომელიც გარდაიცვალა და მემკვიდრეობა დატოვა მხოლოდ გვერდითი ხაზით [მას არ ჰყავს არც მშობლები და არც შვილები]. თუ გარდაიცვალა კაცი, რომელსაც შვილი არ ჰყავს, მაგრამ ჰყავს და, მაშინ მას ეკუთვნის ნახევარი იმ ქონებისა, რაც მან დატოვა. ხოლო ის [ძმა] მიიღებს მის მთელ ქონებას მემკვიდრეობით, თუ მას [დას] შვილი არ ჰყავს. ხოლო თუ დები ორნი არიან, მაშინ მათ ორივეს ეკუთვნის ორი მესამედი იმ ქონებისა, რაც მან [მათმა ძმამ] დატოვა. ხოლო თუ მემკვიდრეები არიან ძმები და დები — მამაკაცები და ქალები — მაშინ მამაკაცს ეკუთვნის წილი, რომელიც ორი ქალის წილის ტოლია». ალლაჰი გაძლევთ ამ განმარტებას, რათა არ შეცდეთ. და ალლაჰი ყოვლის შესახებ ყოვლისმცოდნეა.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







