სურა ალ-ვაკია pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ვაკია pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ვაკია თარგმანი. სურა ალ-ვაკია (Meccan) 96 აია.
Related
- სურა ალ-ვაკია თარგმანიქართული
- სურა ალ-ვაკია mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ვაკია

ﮃﮄﮅﮆ
56:1
როდესაც მოვლენა მოხდება [როდესაც საყვირი გაისმის აღდგომის დღეს],
ﮇﮈﮉﮊ
56:2
რომლის დადგომასაც ვერავინ უარყოფს [იმ მომენტში ვერავინ შეძლებს იმის თქმას, რომ სამსჯავროს დღის მოსვლა სიცრუეა]!
ﮋﮌﮍ
56:3
(ეს მოვლენა იქნება) დამამცირებელი [მიიყვანს დამცირებამდე] (ალლაჰის მტრებს) და ამაღლებას [პატივისცემამდე მიიყვანს] (ალლაჰის მხარდამჭერებს),
ﮎﮏﮐﮑﮒ
56:4
როდესაც მიწა საშინელი შერყევით იქნება შერყეული.
ﮓﮔﮕﮖ
56:5
და (როცა) მთები ჩამოიშლებიან და დაიშლებიან.
ﮗﮘﮙﮚ
56:6
და გადაიქცევიან გაფანტულ, მცირე ნაწილაკებად.
ﮛﮜﮝﮞ
56:7
და თქვენ (ო, ადამიანებო) სამ ჯგუფად იქცევით (განკითხვის დღეს).
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
56:8
მარჯვენა მხარეს მყოფნი – (და) ვინ არიან ისინი, მარჯვენა მხარეს მყოფნი?
ﮥﮦﮧﮨﮩﮪ
56:9
და მარცხენა მხარეს მყოფნი, – (და) ვინ არიან ისინი, მარცხენა მხარეს მყოფნი?
ﮫﮬﮭ
56:10
და ისინი, ვინც სხვებზე წინმსწრებნი არიან (ამქვეყნად რწმენის მიღებაში და კეთილი საქმეების კეთებაში,) წინმსწრებნი არიან (იმ ქვეყნადაც, რათა მიიღონ საზღაური მარადიული სიცოცხლისა და შევიდნენ სამოთხეში)
ﮮﮯﮰ
56:11
ისინი არიან დაახლოებულნი (ალლაჰთან).
ﮱﯓﯔﯕ
56:12
(მარადიული) ნეტარების ბაღებში.
ﯖﯗﯘﯙ
56:13
ჯგუფი პირველთაგან (შაუამავალი მუჰამმადის უმმა და წინამორბედი უმმათებიდანაც).
ﯚﯛﯜﯝ
56:14
და მცირედნი უკანასკნელთაგან [შუამავალი მუჰამმადის თემის მომდევნო თაობებს შორის].
ﯞﯟﯠﯡ
56:15
(მჯდომარე) ტახტებზე, ნაქარგი (ოქროთი და ძვირფასი ქვებით),
ﯢﯣﯤﯥ
56:16
მიყრდნობილნი მათზე [საწოლებზე], ერთმანეთის პირისპირ.
ﭑﭒﭓﭔﭕ
56:17
გარს შემოუვლიან მათ მარადყმაწვილი ყრმები [მსახურნი],
ﭖﭗﭘﭙﭚﭛ
56:18
თასებით, დოქებით (სასმელებით) და ჭიქებით (სამოთხის ღვინო) (რომელიც მოედინება) (უწყვეტი) წყაროდან.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡ
56:19
არც თავი ასტკივდებათ მისგან [სამოთხის ღვინისგან] და არც დათვრებიან
ﭢﭣﭤﭥ
56:20
და (მათი მსახურებიც მიუტანენ) ნაყოფს იმისგან, რაც მათ აირჩიეს,
ﭦﭧﭨﭩﭪ
56:21
და ფრინველის ხორცით, რომელსაც ისურვებენ
ﭫﭬﭭ
56:22
და (მათი მეუღლეები იქ იქნებიან) შავთვალა და დიდთვალება (ქალწულები) [ჰურიები],
ﭮﭯﭰﭱ
56:23
(რომლებიც, თავიანთი სილამაზითა და სიწმინდით) მარგალიტებივით არიან, შენახული (ზღვის ნიჟარაში),
ﭲﭳﭴﭵﭶ
56:24
(და ეს სამოთხის სიკეთენი მიეცათ მათ) სანაცვლოდ (თავიანთი უფლისაგან) იმისათვის, რაც (თავიანთ მიწიერ ცხოვრებაში) [მართალი საქმეებისათვის, რომლებსაც მათ ასრულებდენ რწმენითა და ცოდვების მიტოვებით].
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
56:25
იქ არ მოისმენენ ფუჭ სიტყვასა და არც ცოდვიან საუბარს,
ﭾﭿﮀﮁﮂ
56:26
არამედ სიტყვები: «მშვიდობა, მშვიდობა!» (სალაამ, რომლითაც ყოვლისშემძლე ალლაჰი, ანგელოზები და სამოთხის მცხოვრები ესალმებიან ერთმანეთს)
ﮃﮄﮅﮆﮇﮈ
56:27
და მარჯვენა მხარის ხალხი, ვინ არის მარჯვენა მხარის ხალხი?
ﮉﮊﮋﮌ
56:28
(ისინი იცხოვრებენ) უეკლო ლოტოსებს შორის,
ﮍﮎﮏ
56:29
და (ბანანებს შორის), (რომელთა ნაყოფი) რიგებად არის ჩამოკიდებული,
ﮐﮑﮒ
56:30
და (მარადიულად) გაწელილ ჩრდილებს შორის
ﮓﮔﮕ
56:31
და დასხმული წყალი (რომელიც არხში არ მიედინება),
ﮖﮗﮘ
56:32
და (ბევრ) ხილს შორის.
ﮙﮚﮛﮜﮝ
56:33
გაუთავებელი [რომელიც არასდროს მთავრდება] და არავის მიერ და არავისთვის აკრძალული არ არის
ﮞﮟﮠ
56:34
და ამაღლებულ საწოლებზე.
ﮡﮢﮣﮤ
56:35
ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ისინი [სამოთხის ქალები] განსაკუთრებულ არსებებად.
ﮥﮦﮧ
56:36
და ჩვენ ვჰქმენით ისინი (მარადიულ) ქალწულებად [რომლებიც კვლავ ქალწულები ხდებიან ქმრებთან ინტიმური კავშირის შემდეგ]
ﮨﮩﮪ
56:37
(ქმრების მიმართ) მოსიყვარულენი, თანასწორნი [თანასწორი და ახალგაზრდა ასაკის]
ﮫﮬﮭ
56:38
(და ეს ყველაფერი) მარჯვენა მხარეს მყოფთათვის.
ﮮﮯﮰﮱ
56:39
ბევრნი პირველ ჯგუფთა რიცხვთაგან [შუამავალი მუჰამმადის უმმათზე უფრო წინანდელი თაობებიდან; ადრინდელი შუამავლები და მათი მიმდევრები]
ﯓﯔﯕﯖ
56:40
და მრავალნი – უკანასკნელთაგან (შუამავალი მუჰამმადის უმმათის ბოლო თაობებისგან).
ﯗﯘﯙﯚﯛﯜ
56:41
და მარცხენა მხარეს რომ არიან – (და) ვინ არიან ისინი, მარცხენა მხარეს რომ არიან?
ﯝﯞﯟﯠ
56:42
(ესენი არიან ისინი, ვინც აღმოჩნდებიან) ჯოჯოხეთის ცეცხლში და (ჯოჯოხეთის) მდუღარე წყალში,
ﯡﯢﯣﯤ
56:43
და შავი კვამლის ჩრდილი (ჯოჯოხეთურ ცეცხლში),
ﯥﯦﯧﯨﯩ
56:44
(ჩრდილი) არც გრილი და არც სასიამოვნო [საზარელი გარეგნულად და არსებითად].
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
56:45
ჭეშმარიტად, ისინი ადრე [მიწიერ ცხოვრებაში] ფუფუნებაში ცხოვრობდნენ [გართობასა და სიამოვნებებში ჩაძირულნი],
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
56:46
და ჯიუტად ჩადიოდნენ დიდი ცოდვებს [ურწმუნოებასა და მრავალღმერთიანობას],
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
56:47
და ამბობდნენ (აღდგომის უარყოფით): «როცა მოვკვდებით და ვიქცევით მტვრად და ძვლებად, ნუთუ ჩვენ კვლავ აღვდგებით (სიცოცხლეს დავუბრუნდებით)?!
ﰀﰁﰂ
56:48
ჩვენი პირველი მამაპაპებიც (რომლებიც დიდი ხნის წინ დაიშალნენ) (ისინიც აღდგებიან)?!»
ﰃﰄﰅﰆﰇ
56:49
უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ჭეშმარიტად, პირველნი და უკანასკნელნი [ყველა, ვინც დედამიწაზე ცხოვრობდა და იცხოვრებს]
ﰈﰉﰊﰋﰌﰍ
56:50
ჭეშმარიტად, ისინი შეიკრიბებიან (წინასწარ განსაზღვრულ) დღეს, რომელიც (მხოლოდ ალლაჰისთვისაა ცნობილი) [აღდგომის დღეს]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
56:51
მაშინ, ჭეშმარიტად, თქვენ გზააბნეულნო (ჭეშმარიტი გზიდან) სიცრუედ მიიჩნევთ (იმას, რაც ალლაჰმა და შემდეგ მისმა შუამავალმა გაცნობათ),
ﭗﭘﭙﭚﭛﭜ
56:52
აუცილებლად შეჭამთ (ნაყოფს) ხიდან, სახელად ზაყყუუმი, (რომელიც ყველაზე საზიზღარია, ის ჯოჯოხეთის ფსკერზე იზრდება).
ﭝﭞﭟﭠ
56:53
და (საშინელი შიმშილისგან) გაივსებენ (თავიანთი) მუცლებს მისგან (ზაყყუუმის ნაყოფით),
ﭡﭢﭣﭤﭥ
56:54
და (ძლიერი წყურვილით) დალევენ (ჯოჯოხეთის) მდუღარე წყალს,
ﭦﭧﭨﭩ
56:55
და სვამენ (ისე ბევრს), როგორც წყურვილით გამხდარნი,
ﭪﭫﭬﭭﭮ
56:56
ეს [ყველა ეს სახის სასჯელი] იქნება მათი [ურწმუნოთა] საზღაური სამსჯავრო დღეს.
ﭯﭰﭱﭲﭳ
56:57
ჩვენ შეგქმენით თქვენ (ო, ადამიანნო) (არაფრისგან), მაშ, რატომ არ ირწმუნებთ (აღდგომას)?
ﭴﭵﭶﭷ
56:58
ხომ გინახავთ, რასაც თქვენ გამოყოფთ (მამაკაცის თესლს)?
ﭸﭹﭺﭻﭼﭽ
56:59
თქვენ ქმნით მას [ადამიანის თესლს], თუ ჩვენ ვართ შემქმნელნი?!
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
56:60
ჩვენ განვსაზღვრეთ თქვენ შორის სიკვდილი და ჩვენ ისეთები არ ვართ, რომ ვინმემ გაგვასწროს [ვინც ჩვენ შეგვაჩერებს]!
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
56:61
რომ ჩვენ შევცვლით თქვენს იერს (განკითხვის დღეს) და აღგადგენთ (ისეთი სახითა და მდგომარეობაში) ისე, რომ თქვენ ის არ იცით.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
56:62
და ნამდვილად იცოდით პირველი შექმნის შესახებ, მაშ, რატომ არ დაფიქრდებით?
ﮗﮘﮙﮚ
56:63
განა დაფიქრებულხართ, რას ხნავთ (რასაც თესავთ)?
ﮛﮜﮝﮞﮟﮠ
56:64
თქვენ ზრდით მას, თუ ჩვენ ვართ მისი გამზრდელნი?
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
56:65
ჩვენ რომ გვენება, ნამდვილად ვაქცევდით მას მოფანტულ ჩალად [მოგწყვეტდით მოსავალს], და გაგიკვირდებოდათ (თქვენი მოსავლის ბედზე).
ﮨﮩﮪ
56:66
(ამბობთ): «ჭეშმარიტად, ჩვენ ნამდვილად განვიცადეთ დანაკარგი».
ﮫﮬﮭﮮ
56:67
«უფრო მეტიც, ჩვენ ასევე მოკლებულნი ვართ (სარჩოს)».
ﮯﮰﮱﯓﯔ
56:68
ხომ გიხილავთ წყალი, რომელსაც სვამთ?
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
56:69
თქვენ გარდმოავლენთ მას ღრუბლებიდან, თუ ჩვენ ვართ გარდმომვლენნი?
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
56:70
ჩვენ რომ გვინდოდეს, მლაშედ ვაქცევდით მას. მაშ, რატომ არ ხართ მადლიერნი?
ﯤﯥﯦﯧﯨ
56:71
ნუთუ არ გინახავთ ის ცეცხლი, რომელსაც ანთებთ?
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
56:72
თქვენ აღმოაცენეთ მისი ხე თუ ჩვენ ვართ აღმომცენებელნი?
ﯰﯱﯲﯳﯴﯵ
56:73
ჩვენ ის შეხსენებად დავადგინეთ (რათა შეგახსენოთ ჯოჯოხეთის ცეცხლი) და სარგებლად მგზავრთათვის.
ﯶﯷﯸﯹﯺ
56:74
მაშ, ადიდე შენი დიდებული უფლის სახელი!
ﯻﯼﯽﯾﯿﰀ
56:75
არა (მცდარნი არიან ურწმუნონი, როდესაც ყურანზე ცუდს ამბობენ)! (მე, ალლაჰი) ვფიცავ ვარსკვლავების ჩასვენების ადგილებს!
ﰁﰂﰃﰄﰅﰆ
56:76
და ჭეშმარიტად, ეს დიადი ფიცია, თქვენ რომ იცოდეთ!
ﭑﭒﭓﭔ
56:77
ჭეშმარიტად, ეს [რაც წაგიკითხეს] უეჭველად პატივცემული ყურანია.
ﭕﭖﭗﭘ
56:78
დაცულ წიგნში (ლავჰულ მაჰფუზში).
ﭙﭚﭛﭜﭝ
56:79
მას არ ეხებიან, გარდა განწმენდილებისა.
ﭞﭟﭠﭡﭢ
56:80
გარდმოვლენილია სამყაროთა უფლისგან.
ﭣﭤﭥﭦﭧ
56:81
ნუთუ ამ სიტყვას [ყურანს] უგულებელყოფთ (ურწმუნოებო)?
ﭨﭩﭪﭫﭬ
56:82
და თქვენ თქვენს წილს (რომელიც ალლაჰმა მოგცათ) აქცევთ იმად, რასაც სიცრუედ მიიჩნევთ (რომ ალლაჰი გამოგკვებავთ ყველაფრით, რაც ცხოვრებისთვის გჭირდებათ). [ალლაჰისთვის მადლობის გადახდის ნაცვლად, თქვენ უარყოფთ მისგან მიღებული სიკეთეების აღიარებას!]
ﭭﭮﭯﭰﭱ
56:83
და რატომ (ვერ იჭერთ თქვენს სულებს სხეულში), როდესაც ის [სული] ყელში აღწევს (გამოდის და როდესაც ადამიანი კვდება),
ﭲﭳﭴﭵ
56:84
და თქვენ იმ მომენტში (მომაკვდავ ადამიანს) უყურებთ?
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
56:85
ჩვენ [ალლაჰი] მასთან [მომაკვდავთან] (ჩვენი ცოდნით ყოვლის შემძლეობით და ანგელოზებით) უფრო ახლოს ვართ, ვიდრე თქვენ, მაგრამ თქვენ ვერ ხედავთ (ანგელოზებს).
ﭾﭿﮀﮁﮂﮃ
56:86
მაშ, თუ თქვენ არ იქნებით გასამართლებულნი (ალლაჰის მიერ განკითხვის დღეს)
ﮄﮅﮆﮇﮈ
56:87
(მაშ,) დააბრუნეთ ის [სული] უკან (სხეულში), თუ სიმართლეს ამბობთ?
ﮉﮊﮋﮌﮍﮎ
56:88
ხოლო თუ ის დაახლოებულთაგანია,
ﮏﮐﮑﮒﮓ
56:89
შვება (ექნება), სურნელება და ნეტარების სამოთხე.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
56:90
ხოლო თუ ის [გარდაცვლილი] იქნება იმათგან, ვინც მარჯვენა მხარეს არიან,
ﮛﮜﮝﮞﮟﮠ
56:91
მაშინ მას ეთქმება: «მშვიდობა (და სიმშვიდე) შენთვის, რადგან შენ იმათგან ხარ, ვინც მარჯვენა მხარეს არიან!»
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
56:92
ხოლო თუ ის [გარდაცვლილი] იყო მატყუართაგან, გზააცდენილთაგანია,
ﮨﮩﮪﮫ
56:93
მაშინ მისთვის იქნება მასპინძლობა (ჯოჯოხეთური) მდუღარე წყლით.
ﮬﮭﮮ
56:94
და [ასევე ექნება] (მარადიული) წვა ჯოჯოხეთის ცეცხლში.
ﮯﮰﮱﯓﯔﯕ
56:95
ჭეშმარიტად, ეს [რაც ჩვენ გიამბობთ შენ, ო, შუამავალო], არის უეჭველი ჭეშმარიტება, რომელშიც არავითარი ეჭვი არ არსებობს.
ﯖﯗﯘﯙﯚ
56:96
ამიტომ ადიდე შენი უფალი დიდებული სახელით! (და უარყავი ყველაფერი ყალბი, რასაც ურწმუნონი ალლაჰის შესახებ ამბობენ, რადგან ალლაჰი უმაღლესია და აღმატებულია ყველაფერზე, რასაც ისინი ამბობენ — უმაღლესი აღმატებით)
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







