სურა ალ-ალა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ალა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ალა თარგმანი. სურა ალ-ალა (Meccan) 19 აია.
Related
- სურა ალ-ალა თარგმანიქართული
- სურა ალ-ალა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ალა

ﮟﮠﮡﮢﮣ
87:1
ადიდე შენი უზენაესი უფლის სახელი!
ﮤﮥﮦﮧ
87:2
რომელმაც შექმნა და გაათანაზომიერა,
ﮨﮩﮪﮫ
87:3
რომელმაც განუსაზღვრა (რაც ინება, ვისაც ინება) და შემდეგ მიუძღვა მას იმისკენ, რაც მისთვის განსაზღვრა,
ﮬﮭﮮﮯ
87:4
და რომელმაც აღმოაცენა საძოვრები,
ﮰﮱﯓﯔ
87:5
შემდეგ კი გამხმარ ნარჩენად აქცია ,
ﯕﯖﯗﯘ
87:6
ჩვენ შთაგაგონებთ შენ (ო, მოციქულო) ყურანის კითხვას, და შენ არ დაგავიწყდება იგი.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
87:7
გარდა იმისა, რაც ინება ალლაჰმა. ჭეშმარიტად მან უწყის გაცხადებულიც და დაფარულიც.
ﯤﯥﯦ
87:8
და ჩვენ გაგიადვილებთ შენ უმარტივესს .
ﯧﯨﯩﯪﯫ
87:9
მაშ, შეაგონე თუკი არგებს შეგონება,
ﯬﯭﯮﯯ
87:10
შეიგონებს ის, ვინც (ღვთის) მოშიშია.
ﭑﭒﭓ
87:11
და განუდგება (შეგონებას) ყველაზე უბედური.
ﭔﭕﭖﭗﭘ
87:12
რომელიც შევა უდიდეს ცეცხლში.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
87:13
შემდეგ არც მოკვდება მასში და არც იცოცხლებს.
ﭠﭡﭢﭣﭤ
87:14
უკვე მიაღწია წარმატებას იმან, ვინც განიწმინდა,
ﭥﭦﭧﭨﭩ
87:15
და (მუდმივად) ახსენებდა თავისი უფლის სახელს და ასრულებდა (სავალდებულო) ლოცვებს.
ﭪﭫﭬﭭﭮ
87:16
მაგრამ, თქვენ მაინც ამქვეყნიური ცხოვრება გირჩევნიათ,
ﭯﭰﭱﭲ
87:17
ხოლო მარადიული ცხოვრება უკეთესი და მარადიულია.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸ
87:18
ჭეშმარიტად, ეს [ამ თქმულის აზრი] დაწერილი იყო წინამორბედთა ფურცლებშიც,
ﭹﭺﭻﭼ
87:19
იბრაჰიმისა და მუსას ფურცლებში .
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







