სურა იუსუფი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა იუსუფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა იუსუფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა იუსუფი თარგმანი. იუსუფი (Meccan) 111 აია.
Related
- იუსუფი თარგმანიქართული
- იუსუფი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა იუსუფი

ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ალიფ. ლამ. რა ეს ცხადი წიგნის აიათებია.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა დაფიქრდეთ (მის მნიშვნელობაზე).
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
ჩვენ მოგითხრობთ შენ (ო, შუამავალო) საუკეთესო ამბავს იმით, რაც შთაგაგონეთ შენ ამ ყურანით, და უეჭველად, შენ იყავი უგულისხმოთა [ვინც არ იცოდა მასში არსებული დარიგება და აშკარა სასწაულები] შორის.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
აჰა, უთხრა იუსუფმა თავის მამას: «ჰეი, მამაჩემო! მე ვნახე თერთმეტი ვარსკვლავი და მზე და მთვარე. ვნახე, ისინი საჯდაში ჩემს წინაშე ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
უთხრა (იაყუბმა): «შვილო ჩემო, არ უამბო შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანისთვის ცხადი მტერია».
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ასე გამოგარჩევს შენი ღმერთი, გასწავლის სიზმრების ახსნას და სრულყოფს თავის წყალობას შენზე და იაყუბის შთამომავლობაზე, როგორც სრულყო იგი უწინ შენს ორ მამაზე იბრაჰიმსა და ისჰაყზე. უეჭველად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ჭეშმარიტად, იუსუფსა და მის ძმებში იყო სასწაულები მკითხველთათვის.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და აი, თქვეს: «იუსუფი და მისი ძმა მამაჩვენისთვის ჩვენზე უფრო საყვარელნი არიან, მაშინ როცა ჩვენ ძლიერი ჯგუფი ვართ. უეჭველად, მამაჩვენი აშკარა გზააბნეულობაშია.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
მოკალით იუსუფი ან გადააგდეთ იგი შორეულ მიწაზე, რათა მამათქვენის სახე მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ და ამის შემდეგ კეთილმსახურნი გახდით (მოინანიებთ ალლაჰთან და მამასაც პატიებას სთხოვთ)».
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ერთმა მათგანმა თქვა: «ნუ მოკლავთ იუსუფს, არამედ ჩააგდეთ იგი ჭის სიღრმეში, და აიყვანს მას რომელიმე გამვლელი ქარავანი (და ისინი შორს წაიყვანენ მას თქვენგან და მამისგან), თუ უკვე გადაწყვიტეთ ამის გაკეთება».
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
მათ თქვეს: «ჰეი, მამაჩვენო! რატომ არ გვანდობ იუსუფს, და ჩვენ ხომ მისი კეთილისმსურველნი ვართ?!
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
ხვალ ჩვენთან ერთად გამოუშვი, რათა დატკბეს (გემრიელი ხილითა და კენკრებით) და ითამაშოს, და უეჭველად, ჩვენ მისი მცველები ვიქნებით».
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
თქვა (იაყუბმა): «ჭეშმარიტად, მამწუხრებს, რომ წაიყვანთ მას და მეშინია, რომ მგელმა არ შეჭამოს იგი მაშინ, როცა თქვენ უყურადღებოდ იქნებით მის მიმართ».
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
მათ თქვეს: «თუკი მას მგელი შეჭამს, როცა ჩვენ ასეთი ძლიერი ჯგუფი ვართ, მაშინ ხომ წაგებულები ვიქნებით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
და როცა წაიყვანეს იგი და გადაწყვიტეს, რომ ჭის სიღრმეში ჩაეგდოთ, ჩვენ შთავაგონეთ მას: «შენ უთუოდ ამცნობ მათ მათი ამ საქციელის შესახებ, მაშინ, როცა ისინი ვერც კი მიხვდებიან».
ﭤﭥﭦﭧﭨ
და საღამო ხანს მოვიდნენ მამასთან ატირებულნი.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
მათ უთხრეს: «ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ წავედით, რომ შევჯიბრებოდით და იუსუფი ჩვენს ნივთებთან დავტოვეთ, და იგი მგელმა შეჭამა. შენ კი არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთ».
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და მოიტანეს მისი პერანგი ცრუ სისხლით. თქვა (იაყუბმა): «არა, თქვენმა სულებმა შეგილამაზათ ეს საქმე. ამიტომ, მშვენიერია მოთმინება. ალლაჰს უნდა ვთხოვო დახმარება (იმასთან დაკავშირებით), რასაც თქვენ აღწერთ».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და მოვიდნენ (ჭასთან) მგზავრები [ქარავანი, რომელიც ეგვიპტისკენ მიემართებოდა]. მან ჩაუშვა თავისი ვედრო და თქვა: «ო, სასიხარულო ამბავია! აჰა, ყმაწვილი!» და დამალეს იგი, როგორც საქონელი. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და გაყიდეს იგი (ეგვიპტეში) ძალიან მცირე ფასად, დათვლილ დირჰემებად, რადგან სურდათ (უბრალოდ) თავიდან მოეშორებინათ იგი.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და უთხრა იმან, ვინც იყიდა ის ეგვიპტიდან, თავის ცოლს: «პატივი ეცი მის სადგომს, იქნებ სარგებელი მოგვიტანოს ან შვილად ავიყვანოთ». და ასე დავამკვიდრეთ იუსუფი იმ (ეგვიპტის) მიწაზე, რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. ხოლო ალლაჰი სრულყოფილად აღასრულებს თავის საქმეს, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
და როცა მან მიაღწია სრულყოფილების ასაკს, ჩვენ მას მივანიჭეთ სიბრძნე და ცოდნა. და ასე მივაგებთ ჩვენ კეთილისმქმნელთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და ქალმა [ეგვიპტელი ვეზირის ცოლი], რომლის სახლშიც ის იყო, მისი ცდუნება განიზრახა, ჩაკეტა კარები და უთხრა: «მოდი ჩემთან (მე უკვე მოვემზადე შენთვის!)!» მან (იუსუფმა) უთხრა: «ღმერთს შევაფარებ თავს! ჭეშმარიტად ის ჩემი ბატონია, რომელმაც კეთილად მიმიღო. უსამართლონი ვერასდროს მიაღწევენ ბედნიერებას».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და უეჭველად, ქალს ვნება აღეძრა მის მიმართ და მასაც აღეძვრებოდა ვნება მის მიმართ, რომ არ ეხილა თავისი უფლის ნათელი მტკიცებულება. აი, ასე, რათა აგვერიდებინა მისთვის ბოროტება და გარყვნილება. უეჭველად, იგი ჩვენს რჩეულ მსახურთაგან იყო.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და ორივენი კარისკენ გაიქცნენ, და ჩამოახია მან (ქალმა) პერანგი მისი ზურგიდან (როცა იუსუფის შეჩერება სცადა). და კართან თავიანთ ბატონს წააწყდნენ. თქვა (ქალმა): «რა არის სასჯელი იმ ადამიანისთვის, ვინც ბოროტება ინდომა შენი ოჯახის მიმართ, გარდა ციხისა ან მტკივნეული სასჯელისა?»
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
(მისმა ქმარმა უთხრა: ო, იუსუფ! შენ დააპირე უკეთურება ჩემს ოჯახზე, მომატყუე და მზაკვრობა იხმარე, თითქოს სიკეთისმქნენლთაგანი იყო) (იუსუფი გაღიზიანდა და) თქვა: «მან მე შემაცდინა». და (ერთმა) მოწმემ მისივე (ქალის) ოჯახის მხრიდან დაადასტურა: «თუ მისი (იუსუფის) სამოსი წინიდანაა დახეული, მაშინ ეს (ქალი) მართალია, ხოლო ის მატყუართაგანია,
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
ხოლო თუ მისი (იუსუფის) პერანგი ზურგიდანაა ჩამოხეული, მაშინ ეს ცრუობს და იგი (იუსუფი) მართალთაგანია.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
როცა მან (ქმარმა) დაინახა, რომ მისი (იუსუფის) პერანგი ზურგიდან იყო გახეული, უთხრა (ცოლს): «ჭეშმარიტად, ეს თქვენი მზაკვრობაა! ჭეშმარიტად, თქვენი მზაკვრობა დიდია!
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
იუსუფ, თავი დაანებე ამას [არავინ არ გაიგოს ამის შესახებ]! შენ კი შენდობა ითხოვე შენი ცოდვისთვის. უეჭველად, შენ ცოდვილთაგანი ხარ».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
და ქალაქში ქალებმა თქვეს: «ვეზირის ცოლი თავის ყმას აცდუნებს. უეჭველად, მისდამი სიყვარულმა მისი გული შეიპყრო. ჭეშმარიტად, ჩვენ მას აშკარა გზააბნევაში ვხედავთ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
როცა გაიგო მათი მზაკვრობის შესახებ, გაუგზავნა მათ (ხალხი), მოუხმო მათ და გაუმზადა მათ ნადიმი, და თითოეულ მათგანს (ქალს) დანა მისცა და უთხრა (იუსუფს): «გამოდი მათ წინაშე!» როცა (ქალებმა) დაინახეს, განადიდეს იგი და ხელები დაიჭრეს და თქვეს: «ღმერთო დიდებულო! ეს ადამიანი არ არის. ეს მხოლოდ წმინდა ანგელოზია».
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
(როცა ის ქალები გონზე მოვიდნენ და დაინახეს, რომ თავიანთი ხელები თვითონვე დაუჭრიათ,) მან თქვა [მთავრის ცოლმა]: «აი, ეს არის ის, ვის გამოც მსაყვედურობდით. და მე ვცდილობდი მის შეცდენას, მაგრამ მან თავი შეიკავა. და თუ ის არ გააკეთებს, რასაც მე ვუბრძანებ, უეჭველად, საპყობილეში იქნება ჩასმული, და უსათუოდ იქნება დამცირებულთა შორის».
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
თქვა (იუსუფმა): «ღმერთო ჩემო! საპყრობილე უფრო სასურველია ჩემთვის, ვიდრე ის, რისკენაც მიხმობენ. და თუ შენ არ ამარიდებ მათ მზაკვრობას, მე მათკენ გადავიხრები და უგუნურთაგან ვიქნები».
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
მაშინ შეისმინა მისი ვედრება უფალმა და განარიდა მას მათი მზაკვრობა. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
მას შემდეგ, რაც იხილეს ნიშნები (არგუმენტები იუსუფის უდანაშაულობის), მათ გადაწყვიტეს, რომ იგი გარკვეული დროით ჩაესვათ ციხეში.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და მასთან ერთად საპყრობილეში შევიდა ორი ჭაბუკი. ერთმა მათგანმა თქვა: «მე ვიხილე, რომ ღვინოს ვწურავდი». მეორემ კი თქვა: «მე ვიხილე, რომ თავზე პური მედო, რომელსაც ფრინველები ჭამდნენ. გვაუწყე ჩვენ ამის ახსნა. უეჭველად, ჩვენ გხედავთ შენ კეთილისმქმნელთა შორის».
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑ
უთხრა (იუსუფმა): «არ მოგივათ საჭმელი, რომელიც გერგებათ, რომ არ გამცნოთ მისი ახსნა, ვიდრე თქვენამდე მოაღწევდეს. ეს იმისგანაა, რაც ჩემმა ღმერთმა მასწავლა. მე მივატოვე იმ ხალხის სარწმუნოება, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და რომლებიც იმქვეყნიურ ცხოვრებას უარყოფენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და მე მივყევი ჩემს მამა-პაპათა სარწმუნოებას იბრაჰიმის, ისჰაყისა და იაყუბისას. ჩვენთვის დაუშვებელია, რომ ალლაჰს რაიმე გავუთანაბროთ. ეს ალლაჰის წყალობაა ჩვენდამი და ადამიანებისადმი, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობა უმადურია.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
ო, ჩემო ციხის მეგობრებო! მრავალი სხვადასხვა ღმერთი სჯობს თუ ერთადერთი, ყოვლისმპყრობელი ალლაჰი?
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
თქვენ კი მის გარდა [ალლაჰის გარდა] მხოლოდ სახელებს სცემთ თაყვანს (გამოგონილ "ღმერთებს"), რომლითაც თქვენ და თქვენი მამები უწოდებთ მათ. ალლაჰს არ გამოუგზავნია მათზე არანაირი მტკიცებულება (რომ მათ უნდა ეწოდოს ღმერთები და მათ უნდა ემსახურებოდეთ). განკარგულება ეკუთვნის მხოლოდ ალლაჰს [მხოლოდ ის წყვეტს, ვის უნდა ეთაყვანონ]. მან ბრძანა, რომ არ ეთაყვანოთ არავის, მის გარდა. ეს არის სწორი რწმენა (და სწორი გზა), მაგრამ ადამიანთა უმეტესობამ ეს არ იცის.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
ო, ჩემო ციხის ორო მეგობარო! (აი თქვენი სიზმრების ახსნა): «თქვენგან ერთ-ერთი თავის ბატონს (მეფეს) დაალევინებს ღვინოს, ხოლო მეორე გაკრული იქნება (ჯვარზე) და ფრინველები დაუკორტნიან თავს. დასრულებულია (აუცილებლად აცხადდება) ის საქმე, რასაც თქვენ კითხულობდით».
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და უთხრა (იუსუფმა) მათგან იმ ერთს, ვისზეც იცოდა, რომ გადარჩებოდა: «მომიხსენიე შენი მეფის წინაშე!» მაგრამ ეშმაკმა დაავიწყებინა მას ამის გახსენება თავის ბატონთან, და იუსუფი დარჩა ციხეში რამდენიმე წლის განმავლობაში.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
და (ერთ დღეს) თქვა (ეგვიპტის) მეფემ: «ჭეშმარიტად, მე ვხედავ (სიზმარში) შვიდ მსუქან ძროხას, და შვიდ გამხდარ ძროხას, რომლებიც მათ ჭამენ (გამხდრები მსუქნებს ჭამენ); და შვიდ მწვანე თავთავს, და სხვას — შვიდ გამხმარ თავთავს. ო, ჩემო დიდებულნო! ამიხსენით ჩემი ხილვა, თუ შეგიძლიათ ხილვების (სიზმრების) ახსნა!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
მათ თქვეს: «ეს არეული სიზმრებია და ჩვენ სიზმრების ახსნაში მცოდნენი არა ვართ».
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და თქვა მათგან იმ ერთმა (მეფის მსახურთაგან), რომელიც გადარჩა, იუსუფი რომ გაიხსენა (მისი თხოვნა გაიხსენა) დიდი ხნის შემდეგ: «მე მოგითხრობთ ამ სიზმრის ახსნას, გამმგზავნეთ (მასთან, ვინც შეძლებს მის ახსნას)!»
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
(ღვინის მსხმელი წავიდა იუსუფთან და უთხრა მას): «ო, იუსუფ! ო, სიმართლის მატარებელო! აგვიხსენი (ეს სიზმარი) იმ შვიდ მსუქან ძროხაზე, რომლებსაც შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს, და შვიდ მწვანე თავთავზე და სხვებზე — (კიდევ შვიდ) გამხმარ თავთავზე, რათა დავბრუნდე ხალხთან [მეფესთან, მის გარემოცვასთან და სწავლულებთან], რომლებიც შეიკრიბნენ სიზმრის ახსნისთვის, და რათა მათ იცოდნენ (მისი მნიშვნელობა და აღიარონ შენი ღირსება)».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
(იუსუფმა) უთხრა: «(აი, ამ სიზმრის ახსნა): თქვენ დათესავთ (ხორბალსა და ქერს) შვიდი წლის განმავლობაში, გულმოდგინედ შრომით. რასაც მოიმკით, დატოვეთ თავთავში [შეინახეთ მოსავალი თავთავებიანად, რათა უკეთ შეინახოს], გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც თავად შეჭამთ.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
(ამ მოსავლიანი წლების) შემდეგ მოვა შვიდი მძიმე [უმოსავლო] წელი, რომლებიც შეჭამენ ყველაფერს, რაც მათთვის წინასწარ მოიმარაგეთ, გარდა იმ მცირე ნაწილისა, რასაც დატოვებთ (თესლისთვის).
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ამის შემდეგ მოვა წელი, როცა ხალხს უხვი წვიმა მოევლინება და ისინი გამოწურავენ (ყურძენს, ზეთს და სხვა ნაყოფებს)».
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
(ღვინის მსხმელი დაბრუნდა მეფესთან და უამბო მას, თუ როგორ აუხსნა იუსუფმა ეს სიზმარი). მეფემ მისაღებად ჩათვალა ეს განმარტება და თქვა: «მომიყვანეთ იგი! [ის, ვინც ჩემი სიზმარი განმარტა]». როცა მასთან [იუსუფთან] მოვიდა მეფის გზავნილი და გადასცა მისი მოწოდება, იუსუფმა არ მოისურვა აჩქარება და გადაწყვიტა ლოდინი, სანამ მისი უდანაშაულობა დამტკიცდებოდა. იუსუფმა უთხრა მოციქულს: «დაუბრუნდი შენს ბატონს [მეფეს] და ჰკითხე მას: ‘რა მოუვიდა იმ ქალებს, (ვის გვერდითაც ეგვიპტის ვეზირის ცოლმა მოუწოდა და) რომლებმაც ხელები გაიჭრეს?’ — რადგან ჭეშმარიტად, ჩემმა უფალმა იცის მათი ხრიკები!»
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
(მეფემ მოუხმო იმ ქალებს, მათ შორის — ვეზირის ცოლს, და) უთხრა მათ: «რა იყო თქვენი საქმე? [რა მოხდა მაშინ], როცა იუსუფის შეყოლეიბას ცდილობდით (მის შეცდენას და ცოდვისკენ წაყვანას)?» მათ თქვეს: «ალლაჰმა დაგვიფაროს, ჩვენ მასში არაფერი ცუდი არ შეგვიმჩნევია». ვეზირის ცოლმა თქვა: «ახლა გამოაშკარავდა ჭეშმარიტება: მე ვიყავი ის, ვინც სცადა მისი შეცდენა, (მაგრამ ის მტკიცედ დადგა და დარჩა მართალი). და ის ნამდვილად მართალთაგანია».
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
(იმის შემდეგ, რაც ღვინის მსხმელი დაბრუნდა ციხეში, იუსუფმა თქვა): «ეს [ჩემი უარი ციხიდან გამოსვლაზე] იმისთვისაა, რომ (ვეზირმა) იცოდეს, რომ მე არ შემიცდენია იგი მის ზურგს უკან, და რომ ალლაჰი არ მიუძღვება სწორ გზაზე მოღალატეთა ხრიკებს».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
(იუსუფმა თქვა): «და არ ვამართლებ ჩემს სულს [არ ვამბობ, რომ ჩემი სული დაცულია შეცდომისა და ცოდვისგან], რადგან სული უბიძგებს ბოროტებისკენ [ადამიანის სული ბუნებით მიდრეკილია ბოროტებისკენ, ადვილად ემორჩილება ცდუნებას და ამკობს ცუდს], თუ არა ჩემი უფლის წყალობა [გარდა იმათისა, ვისაც ალლაჰი შეიწყალებს და დაიცავს ბოროტებისა და ცოდვისგან]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი მაპატიებელი, შემწყალებელია».
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
(როცა იუსუფის უდანაშაულობა გამოაშკარავდა, მეფემ უბრძანა, მისთვის მიეყვანათ იგი, რადგან გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ თავის ნდობით მოსილ ადამიანად დაენიშნა) და თქვა მეფემ: «მომიყვანეთ იგი! მე მას ჩემთვის ავიყვან». და როცა მან [მეფემ] იუსუფს ესაუბრა, უთხრა: «ჭეშმარიტად, დღეს შენ ჩვენთვის პატივცემული და სანდო ადამიანი ხარ».
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
იუსუფმა თქვა: «დამაყენე ქვეყნის საუნჯეებზე [სახელმწიფოს მარაგებსა და განძეულებზე] ზედამხედველად, რადგან მე ვარ დამცველი [შემიძლია საუკეთესო ფორმით დავიცვა და შევინახო ქონება] და მცოდნე».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
(მეფემ დანიშნა იუსუფი მინისტრად). ამგვარადვე გავამყარეთ იუსუფის მდგომარეობა ამ ქვეყანაში, რათა ეცხოვრა იქ, სადაც ისურვებდა, ჩვენ ვუნაწილებთ ჩვენს მოწყალებას ვისაც ვინებებთ, და არ ვკარგავთ კეთილისმქმნელთა ჯილდოს.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და უეჭველად, საიქიოს საზღაური უკეთესია მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
და მივიდნენ იუსუფის ძმები და შევიდნენ მასთან. მან (იუსუფმა) იცნო ისინი, მათ კი ვერ იცნეს იგი .
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
როცა მან [იუსუფმა] აღჭურვა ისინი სურსათით [თითოეულ მათგანს აქლემზე ჩაულაგა წილი], უთხრა: «მომიყვანეთ თქვენი ძმა მამიდან (ბინიამინი). განა ვერ ხედავთ, რომ მე სრულად გაძლევთ წილს [ზუსტად მოგცემთ საზომს და არ გატყუებთ] და მე საუკეთესო ვარ მიმღებთა შორის [საუკეთესო მასპინძელი ვარ]?
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ თქვენ აღარ გექნებათ ჩემთან წილი [არ მიიღებთ ჩემგან სურსათს], და აღარ მომიახლოვდეთ».
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
(ძმებმა) უთხრეს: «ჩვენ დაჟინებით ვთხოვთ მამას მის გამო (რათა გამოგვაყოლოს იგი ჩვენ), და უეჭველად ასე მოვიქცევით».
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
(იუუსუფმა) უთხრა თავის მსახურებს: «დაუბრუნეთ მათი საქონელი (რაც მათ სურსათისთვის გადაიხადეს) მათვე ბარგში, რათა იცოდნენ, როცა დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახთან, და რათა ისევ დაბრუნდნენ (დარწმუნებულნი იმაში, რომ მე ვასრულებ ჩემს დაპირებებს)».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და როცა (ძმები) დაბრუნდნენ მამასთან, უთხრეს: «ო, მამაჩვენო! (შემდეგში) აგვეკრძალება წილი [სურსათს არ მოგვცემენ],[თუ ეგვიპტეში მის გარეშე მივალთ]. გამოგზავნე ჩვენი ძმა ჩვენთან ერთად, და მაშინ მივიღებთ ჩვენს წილს. და, ნამდვილად, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მას».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
(იაყუბმა) თქვა: «როგორ განდოთ იგი თქვენ, განა ისე ხომ არა, როგორც ერთხელ უკვე განდეთ მისი ძმა? [როგორ დაგიჯეროთ ახლა, როცა ერთხელ თქვენ უკვე ვერ დაიცავით მისი ძმა?] ხოლო ალლაჰი საუკეთესო მცველია, და იგი მოწყალეთაგან ყველაზე მოწყალეა».
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
და როდესაც მათ გახსნეს საკუთარი ქონება [ბარგი], ნახეს, რომ მათი საქონელი (რაც მათ სურსათისთვის გადაიხადეს) მათვე დაუბრუნეს. და თქვეს: «ო, მამაჩვენო! რაღა უნდა ვისურვოთ? აი, ჩვენი საქონელი, ჩვენვე დაგვიბრუნდა, მოვამარაგებთ ჩვენს ოჯახს, დავიცავთ ჩვენს ძმას და დავუმატებთ კიდევ ერთი აქლემის წილს. ეს — ადვილი წილია ».
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
(იაყუბმა) თქვა: «არ გავუშვებ მას თქვენთან ერთად, სანამ ალლაჰის სახელით დადებულ ფიცს არ მომიტანთ, რომ აუცილებლად დამიბრუნებთ მას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ რამე უბედურება დაგატყდებათ». როცა მათ [ძმებმა] მის წინაშე დადეს ეს ფიცი, მან (იაყუბმა) თქვა: «ალლაჰია ჩვენი სიტყვების მოწმე!»
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და თქვა (იაყუბმა): «ო, შვილებო! ნუ შეხვალთ (ეგვიპტეში) ერთი კარიდან; შედით სხვადასხვა კარიდან (რომ არ მიიქციოთ ადამიანთა ყურადღება, რომლებმაც ზიანი შეიძლება მოგაყენონ). მე ვერაფრით დაგიხსნით ალლაჰისგან. გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მხოლოდ მას ვენდობი, და დაე, მხოლოდ მას მიენდონ მინდობილნი».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და როცა ისინი შევიდნენ ისე, როგორც მათ მამამ უბრძანა [სხვადასხვა კარით], ეს ვერაფერში ვერ იხსნიდა მათ ალლაჰისგან [ვერაფერს შეცვლიდა ალლაჰის ნაბრძანებიდან], არამედ ეს მხოლოდ იმ სურვილის დაკმაყოფილება იყო, რაც იაყუბს გულში ჰქონდა – და გადაწყვეტილება, რომელიც თავად მიიღო. რადგან იაყუბი ფლობდა ცოდნას იმ წყალობით, რაც ჩვენ მივანიჭეთ მას, მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის.
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
და როცა ისინი მოვიდნენ იუსუფთან (და იუსუფმა კეთილად მიიღო ისინი) და მან თავისთან მიიყვანა თავისი ძმა (ბინიამინი), უთხრა მას: «ნამდვილად, მე შენი ძმა ვარ; ამიტომ აღარ დაგწყდეს გული იმაზე, რასაც ისინი სჩადიოდნენ (ჩვენ მიმართ)».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
და მაშინ, როცა (იუსუფმა) მოამზადა ისინი და უზრუნველყო საჭირო სურსათით, მან თავისი ძმის ტვირთში ჩადო სასმისი. შემდეგ მაცნემ ხმამაღლა მოუწოდა: «ო, ქარავანო! თქვენ, ნამდვილად, ქურდები ხართ!»
ﭡﭢﭣﭤﭥﭦ
(იუსუფის ძმებმა) თქვეს, როცა მათთან მივიდნენ: «რა დაგეკარგათ?»
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
(მსახურებმა) თქვეს: «ვერ პოულობთ მმართველის სასმისს; ვინც მოგვიტანს იმას – (მიეცემა ჯილდოდ) ერთი აქლემის ტვირთი. და მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამ დაპირებაზე».
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
(იუსუფის ძმებმა) თქვეს: «ვფიცავთ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ არ მოვსულვართ ბოროტების ჩასადენად ამ მიწაზე, და ჩვენ არ ვყოფილვართ ქურდები».
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
უთხრეს: «მაშ, რა იქნება მისი სასჯელი, თუკი მატყუარები ხართ?»
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
(იუსუფის ძმებმა) თქვეს: «სასჯელი იმ ადამიანს, რომლის ტვირთშიც იგი (სასმისი) აღმოჩნდება — თვითონვე იქნება [ანუ ის თვითონ დარჩება]. ასე ვსჯით ჩვენ ბოროტმოქმედებს!»
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
(მაცნემ ძმები იუსუფთან მიიყვანა, რათა მისი თანდასწრებით მათი ტომრები გაეჩხრიკათ). და მან დაიწყო მათი ტომრებიდან მისი ძმის ტომრამდე [ბინიამინის ტომრამდე] მისვლამდე. შემდეგ კი ეს [სასმისი] მისი ძმის ტომრიდან ამოიღო. ასე მოვუწყვეთ ჩვენ იუსუფს [ალლაჰი დაეხმარა იუსუფს, რომ თავისი ძმა მასთან დაეტოვებინა]. (იუსუფს) არ შეეძლო თავისი ძმის დატოვება ეგვიპტის მმართველის კანონის მიხედვით, რომ არა ალლაჰის ნება. ჩვენ ხარისხებით ვამაღლებთ იმას, ვისაც ვისურვებთ; და ყოველი მცოდნის ზემოთ არის უფრო მცოდნე.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
(ძმებმა, თავის გასამართლებლად) თქვეს: «თუ ის [ბინიამინმა] მოიპარა, მაშინ ადრე მისმა ძმამაც (რომელთაც მამა და დედა ერთნი ჰყავდათ იუსუფმა) მოიპარა ». იუსუფმა ეს სიტყვები გულში დამალა და არ აჩვენა მათ. თვითონ კი (თავისთვის) თქვა: «ცუდ მდგომარეობაში ხართ თქვენ იმაზე მეტად, ვიდრე ვისაც აბრალებთ და ალლაჰმა უკეთ იცის ის, რას აღწერთ».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
(ძმებმა) უთხრეს: «ო, დიდებულო! მას ხომ მოხუცი, ხანდაზმული მამა ჰყავს, ამიტომ ერთ-ერთი ჩვენგანი დაიტოვე მის (ბენიამინის) ნაცვლად. მართლაც, ჩვენ გხედავთ, რომ შენ ხარ კეთილისმქმნელთაგანი».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
მან თქვა: «ალლაჰმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ავიყვანოთ ვინმე, გარდა იმისა, ვისთანაც ჩვენი ნივთი ვიპოვეთ. მაშინ ჩვენ, უეჭველად, უსამართლონი ვიქნებოდით».(თუ უდანაშაულოს დავსჯიდით)
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და როცა მათ იმედი გადაეწურათ მასზე [ძმაზე, რომ გაათავისუფლებდნენ], განცალკევდნენ (ერთმანეთში) სათათბიროდ. მათმა უფროსმა თქვა: «ნუთუ არ იცით, რომ მამამ თქვენგან აიღო ალლაჰის წინაშე აღთქმა? და მანამდე თქვენ უსამართლოდ მოიქეცით იუსუფთან. მე არ დავტოვებ ამ მიწას [ეგვიპტეს], სანამ მამა არ დამრთავს (დაბრუნების) ნებას, ან სანამ ალლაჰი არ დამრთავს ნებას (ძმის გათავისუფლებით). და ხომ იცით, რომ სწორედ იგი – უზენაესი – არის საუკეთესო განმსჯელი, და ის – ყველაზე სამართლიანია».
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
«დაბრუნდით თქვენს მამასთან (და მოუყევით მას, რაც მოხდა) და უთხარით: "ო, მამაჩვენო! შენი ვაჟი [ბინიამინი] ქურდობაში დაადანაშაულეს; ჩვენ მხოლოდ იმას ვადასტურებთ, რაც ვიცით ; ჩვენ არ ვართ საიდუმლოს დამფარავნი (ცოდნის)».
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
«(ო, მამაჩვენო,) ჰკითხე იმ სოფლის (ხალხს), სადაც ვიყავით [ეგვიპტეში], და იმ ქარავანს, თან რომ მოვდიოდით ; და ნამდვილად, ჩვენ — უეჭველად — მართალნი ვართ (იმაში, რაც მოგიყევით)».
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
თქვა (იაყუბმა): «არა, თქვენმა სულებმა შეგილამაზეს ეს საქმე. ამიტომ, მე (მმართებს) მშვენიერი მოთმინება! იმედია, ალლაჰი ყველა მათგანს ერთად დამიბრუნებს. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმცოდნე, ბრძენია».
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
და ზურგი აქცია მათ და თქვა: «ვაი, ჩემს მწუხარებას იუსუფის გამო!» და თვალები გაუთეთრდა (დაუბნელდა) მწუხარებისგან, და ის იკავებდა თავის დარდს.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
(იაყუბის ძეებმა) თქვეს: «ვფიცავთ ალლაჰს, თუ შენ არ შეწყვეტ იუსუფის გახსენებას, შენი მწუხარება მხოლოდ გაიზრდება და ამის გამო ან ძალას დაკარგავ [დაავადდები], ან კიდევ დაღუპულთა შორის აღმოჩნდები [გარდაიცვლები]!»
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
მან [იაყუბმა] მათ უპასუხა: «მე ჩემს მწუხარებას და ტკივილს მხოლოდ ალლაჰს ვუჩივი. ჭეშმარიტად, მე ალლაჰისგან ვიცი ის, რაც თქვენ არ იცით [რომ იუსუფის ის სიზმარი ჭეშმარიტი იყო და ამიტომ ის ცოცხალია]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
«ო, ჩემო შვილებო! წადით (უკან ეგვიპტეში) და გამოიკვლიეთ იუსუფისა და მისი ძმის შესახებ და ნუ დაკარგავთ იმედს ალლაჰის წყალობის მიმართ. ჭეშმარიტად, ალლაჰის წყალობის იმედს მხოლოდ ურწმუნო ხალხი კარგავს (ვისაც არ სწამს, რომ მას ყოველგვარი ძალა აქვს)!»
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
(და ძმები კვლავ გაეშურნენ ეგვიპტეში.) როდესაც ისინი მივიდნენ მასთან [იუსუფთან], უთხრეს: «ო, აზიზო(ვეზირო)! ჩვენ და ჩვენს ოჯახს უბედურება დაგვატყდა [გვალვისა და შიმშილის გამო]. ჩვენ მოვედით მცირე და არამნიშვნელოვანი საქონლით (რომელიც ცოტაა და უხარისხო). მოგვიღე სრული წილი და გვიბოძე ჩვენ მოწყალება. ნამდვილად, ალლაჰი მიაგებს მოწყალე ადამიანებს».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
მან [იუსუფმა], [მათი შებრალებით], თქვა: «იცით თუ არა, რა გაუკეთეთ იუსუფს და მის ძმას [ბინამიანს] (და რა მოუვიდათ ბოლოს), როცა უმეცარნი იყავით?»
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
მათ [ძმებმა] თქვეს: «ნუთუ მართლა შენ ხარ იუსუფი?» იუსუფმა თქვა: «მე ვარ იუსუფი, და ეს არის ჩემი ძმა. ალლაჰმა მოგვმადლა წყალობა. ნამდვილად, ვინც ერიდება [ცოდვებს] და ითმენს… ალლაჰი არ დაკარგავს კეთილმოქმედთა საზღაურს!»
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
მათ თქვეს: «ვფიცავთ ალლაჰს! უეჭველად, ალლაჰმა უპირატესობა მოგანიჭა ჩვენზე (მოგანიჭა სიმდიდრე, ცოდნა და ძალა). და ჭეშმარიტად, ჩვენ შემცდართა შორის ვიყავით (შევცდით შენს წინაშე)».
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
(იუსუფმა) უთხრა: «დღეს თქვენზე არ იქნება საყვედური! ალლაჰმა მოგიტევოთ, – რადგან ნამდვილად, იგი არის ყველაზე მოწყალე მოწყალეთაგან!»
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
(შემდეგ მან ჰკითხა მათ მამაზე, და მათ უთხრეს, რომ ის იუსუფზე ტირილით დაბრმავდა), იუსუფმა თქვა: «წადით [დაბრუნდით] ჩემი ამ პერანგით და დააფარეთ იგი მამაჩემს სახეზე — და მას დაუბრუნდება თვალის ჩინი. შემდეგ კი მოდით ჩემთან თქვენი მთელი ოჯახით ([ქალებით, შვილებით და შვილიშვილებით], რათა გათავისუფლდეთ მძიმე ცხოვრებისგან)».
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და როცა ქარავანი გაეშურა (ეგვიპტიდან), მათმა მამამ [იაყუბმა, რომელიც პალესტინაში იმყოფებოდა], გარშემომყოფებს უთხრა: «ჭეშმარიტად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს. ნეტავ, თქვენ არ გეგონოთ, რომ მე გონება დამეკარგა (და რაც არ ვიცი იმას ვლაპარაკობ)!»
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
თქვეს: «ალლაჰს ვფიცავთ, მართლაც, შენ შენს ძველ გზააბნევაში ხარ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
როცა მოვიდა სასიხარულო უწყების მომტანი, მან იუსუფის მოცემული პერანგი მამას სახეზე დააფარა, და ის კვლავ თვალხილული გახდა. იაყუბმა თქვა: «ნუთუ არ გეუბნებოდით, რომ ალლაჰისგან ვიცი ის [რომ მისი წყალობა შეუზღუდავია], რაც თქვენ არ იცით?»
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
(იაყუბის შვილებმა) თქვეს: «ო, მამაჩვენო! სთხოვე ალლაჰს, რომ მოგვიტევოს ჩვენი ცოდვები. ნამდვილად, ჩვენ მართლაც ცოდვილები ვიყავით».
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
თქვა: «ჩემს უფალს შევევედრები თქვენთვის პატიებას. ჭეშმარიტად, ის მიმტევებელი, მწყალობელია».
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და როცა ისინი (ეგვიპტეში ჩასული) იუსუფთან შევიდნენ, მან თავისი მშობლები მიიღო თავისთან და უთხრა: «შემოდით ეგვიპტეში, თუ ალლაჰი ინებებს, უსაფრთხოდ (ყველა ამქვეყნიური სირთულისგან დაცულნი)!»
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და აიყვანა თავისი მშობლები ტახტზე და ისინი მის წინაშე მუხლებზე დაემხნენ. და მან თქვა: «ჰეი, მამაჩემო! ეს არის ჩემი ძველი სიზმრის ახსნა. ჩემმა ღმერთმა ის ჭეშმარიტებად აქცია. და მან სიკეთე მიყო, როცა საპყრობილიდან გამომიყვანა და უდაბნოდან თქვენც მოგიყვანათ, მას შემდეგ, რაც სატანამ მე და ჩემს ძმებს შორის შუღლი ჩამოაგდო. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მოწყალეა, იმის მიმართ, რასაც ინებებს. ჭეშმარიტად, ის ყოვლისმცოდნე, ბრძენია».
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
۞ «უფალო ჩემო! შენ მიბოძე მე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. ცათა და მიწის შემოქმედო! შენა ხარ ჩემი მფარველი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. მიმიბარე მუსლიმად (შენდამი მორჩილად) და შემაერთე მართალთა რიცხვს».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
ეს [წინასწარმეტყველ იუსუფის (იოსების) ამბავი] არის უხილავის ამბებიდან ერთ-ერთი (რომელიც მხოლოდ ალლაჰმა იცის), (და) რომლითაც ჩვენ შენ (ო, მოციქულო) შთაგაგონებთ. და შენ (ო, მუჰამმად) არ ყოფილხარ მათთან [იუსუფის ძმებთან] ერთად, როდესაც მათ თავიანთი გეგმა შეიმუშავეს, მაშინ, როცა იუსუფის წინააღმდეგ ხრიკებს აწყობდნენ.
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
და შენი ერის უმეტესობა, თუნდაც შენ (ო, შუამავალო) დიდ ძალისხმევას იჩენდე, მორწმუნენი არ არიან! (ამიტომ მათი ურწმუნოება ნუ გაგამწარებს.)
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და შენ (ო, შუამავალ) მათგან [ადამიანებისგან] ამის [სარწმუნოებისკენ მოწოდების] სანაცვლოდ არაფერს ითხოვ. ეს [ყურანი] მხოლოდ შეხსენებაა სამყაროებისთვის.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და რამდენი სასწაულია ცაში და დედამიწაზე (რომლებიც ალლაჰის სიდიადეზე მიუთითებენ), რომლებსაც ისინი (დაუფიქრებლად) უგულებელყოფენ და ზურგს აქცევენ!
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
და მათ უმეტესობას [მათგან, ვინც ზურგს აქცევს] არ სწამს ალლაჰი ისე, რომ მას თანაზიარი არ დაუდგინოს!
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ნუთუ ისინი უსაფრთხოდ არიან იმისგან, რომ ალლაჰის სასჯელი დაატყდებათ, ან ის საათი (და სასამართლო დღე) მოულოდნელად დაატყდებათ ისე, რომ ვერც კი შეამჩნევენ?
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
თქვი (ო, შუამავალო): «ეს არის ჩემი გზა (რომელსაც მივყვები) ალლაჰისკენ მოწოდებაში, მაქვს ცხადი მტკიცებულება (ალლაჰისგან) – მე და ჩემს მიმდევრებს (ამ გზაზე). და ალლაჰი დიდებულია/უნაკლოა, და მე არ ვარ მრავალღმერთიანთაგანი!»
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
და შენამდე (ო, მუჰამმად) ჩვენ მხოლოდ კაცები (და არა ანგელოზები) გამოვგზავნეთ (სოფლებისა და) ქალაქების მცხოვრებთაგან (და არა უდაბნოებიდან), რომლებსაც ჩვენ ჩამოვუვლინეთ ზეშთაგონება [ალლაჰისგან]. განა არ იმოგზაურეს მათ [მექქის ურწმუნოებმა და სხვებმა] დედამიწაზე [განა არ იყვნენ ისინი იემენსა და შამში] და არ იხილეს, რა ბოლო ეწიათ მათ [ხალხებს, რომლებიც არ ემორჩილებოდნენ ალლაჰს], ვინც მათ წინ იყო? და ჭეშმარიტად, საუკუნო საცხოვრებელი [სამოთხე] უკეთესია მათთვის, ვინც ფრთხილობდა (ალლაჰის სასჯელს). ნუთუ არ გესმით?
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
(ურწმუნოებმა ასევე უარყვეს წინა წინასწარმეტყველები და შუამავლები, და საქმე იქამდე მივიდა, რომ) როდესაც (წინა) შუამავლები (უკვე) სასოწარკვეთილნი (რომ ხალხი, რომელსაც მოუწოდებდნენ, დაიჯერებდა) და ფიქრობდნენ, რომ უარყოფილნი იყვნენ [მოციქულები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათ ხალხს არ სურდა ურწმუნოების დატოვება], (მხოლოდ მაშინ) მიიღეს [მოციქულებმა] ჩვენი დახმარება [სასჯელი მათთვის, ვინც ურწმუნოებაში დაჟინებით რჩებოდა, და ხსნა მორწმუნეებისთვის] და ისინი, ვინც ჩვენ გვსურდა [წინასწარმეტყველები და ისინი, ვინც მათ ჭეშმარიტებით მიჰყვნენ], გადარჩნენ. და ჩვენი სასჯელი ვერ იქნება მოგერიებული ურწმუნოების მიერ.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
მათ შესახებ ამბავში [იუსუფისა და მისი ძმების] არის გაკვეთილი გონიერთათვის; ეს არ იყო გამოგონილი ამბავი, არამედ (ეს ამბავი იქნა მოვლენილი) იმ სიმართლის დასადასტურებლად, რაც (მოვლენილი იყო) მის წინ (წინა წერილებში), რათა განემარტა (მსახურთათვის) ყოველივეს შესახებ, სახელმძღვანელო (გზასაცდენისგან თავის დასაღწევად) და წყალობა მათთვის, ვინც ირწმუნებს.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







