სურა ქაფი
PDF —
45 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ქაფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ქაფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ქაფი თარგმანი. ქაფი (Meccan) 45 აია.



სურა ქაფი
45 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕ
ყააფ . ვფიცავ დიდებულ ყურანს!
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
დიახ! ისინი გაოცებულნი იყვნენ, რომ მათ [თავიანთ ხალხს] შორის გამაფრთხილებელი [მუჰამმადი] გამოჩნდა, და ურწმუნოებმა თქვეს: «ეს საოცრებაა!»
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
განა შესაძლებელია, რომ როდესაც მოვკვდებით და მიწად ვიქცევით (სიცოცხლეს დავუბრუნდეთ?) ეს ხომ შორეული [არარეალური] დაბრუნებაა!
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
რადგან ჩვენ [ალლაჰმა] ვიცით, რასაც მიწა მათგან იღებს და ჩვენ გვაქვს წიგნი, რომელიც (ცვლილებებისგან) დაცულია (და რომელშიც ჩაწერილია ყველაფერი, რაც იყო და რაც იქნება).
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
პირიქით, მათ სიმართლე [ალლაჰის წიგნი] სიცრუედ მიიჩნიეს, როდესაც ის მათ მიუვიდა; და ისინი გაურკვევლობაში არიან.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
განა არ შეუხედავთ მათ მაღლა არსებულ ცას, როგორ ავაშენეთ და შევამკეთ იგი, და რომ მას არანაირი ნაპრალი არ გააჩნია?
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
და მიწა, რომელიც ჩვენ განვფინეთ და მასზე მთები დავამკვიდრეთ და ყოველგვარი მშვენიერი წყვილი (მცენარე) აღმოვაცენეთ მასზე.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞ
თვალის ასახელად და შესაგონებლად ყოველი მომნანიე მონისთვის.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
და გარდმოვავლინეთ ციდან კურთხეული წყალი, და აღმოვაცენეთ მისით ბაღები და მოსავლის მარცვლეული.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და მაღალი პალმები, რომელთაც აქვთ მწკრივებად განლაგებული ნაყოფები.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
თავისი მსახურების საზრდოდ, და ჩვენ ამით (ამ წყლით) გავაცოცხლეთ უსულო (მშრალი) მიწა. ასევე (როგორც წყლით გავზარდეთ ყოველივე) (იქნება) გამოსვლა (მკვდრების ცოცხლად აღსდგომა)!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
მათზე ადრე უარყვეს ნუჰის ხალხმა, რასის მკვიდრებმა და სამუდელებმა.
ﯤﯥﯦﯧﯨ
და 'ადის ხალხმა, ფარაონმა და ლუტის ძმებმა,
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და ალ-აიქას მცხოვრებლებმა [შუ'აიბის ხალხმა] და თუბბა'ის ხალხმა – ყველა მათგანმა უარყვეს ღვთის შუამავლები, და ჩემი მუქარა აღსრულდა.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
განა დავსუსტდით პირველი შექმნის შემდეგ? მაგრამ ისინი მაინც ეჭვში რჩებიან ახალი შექმნის [აღდგომის] შესახებ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ჩვენ შევქმენით ადამიანი და ვიცით, რას ჩასჩურჩულებს მას მისი სული, და ჩვენ მასთან (ადამიანთან) უფრო ახლოს ვართ, ვიდრე მისი საძილე არტერია.
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
აჰა, ორი მიმღები [ორი ანგელოზი] (რომლებიც ყოველი ადამიანის სიტყვებსა და საქმეებს იწერენ), და (რომლებიც) მის მარჯვნივ და მარცხნივ სხედან .
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
არც ერთ სიტყვას არ წარმოთქვამს, რომ მასთან არ იყოს მზადმყოფი მეთვალყურე.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და მოვა სიკვდილის თრობა ჭეშმარიტებით. აი, (ადამიანო) რასაც შენ გაურბოდი.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და ჩაიბერება საყვირში. ეს არის აღთქმული დღე.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
და მოვა ყოველი სული, და მასთან ერთად მძღოლი და მოწმე.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
უეჭველად, შენ ამის მიმართ უგულისყურო იყავი, და ჩვენ აგხადეთ შენი საფარველი, და შენი მზერა დღეს ბასრია.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და იტყვის მისი თანამგზავრი (ანგელოზი): «აი, რა მაქვს გამზადებული (მის წიგნში)!»
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
ჩააგდეთ ჯოჯოხეთში ყოველი ჯიუტი ურწმუნო!
ﮨﮩﮪﮫﮬ
სიკეთის ამკრძალავი, ზღვარგადასული, ეჭვიანი,
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
რომელმაც ალლაჰის თანაზიარად სხვა ღვთაება გაიჩინა, ჩააგდეთ იგი სასტიკ სატანჯველში.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
იტყვის მისი თანამგზავრი: «ჩვენო უფალო! მე არ ამიბნევია გზა მისთვის, არამედ თავად იყო შორეულ ცდომილებაში».
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
უთხრა: «ნუ მედავებით ჩემს წინაშე, მე ხომ წინასწარ გაუწყეთ მუქარა».
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
ჩემთან სიტყვა არ იცვლება და არ ვარ მე მონების მჩაგვრელი.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
იმ დღეს, როცა ვეტყვით ჯოჯოხეთს: «აივსე?» და ის იტყვის: «კიდევ არის (დამატება)?»
ﰁﰂﰃﰄﰅﰆ
და სამოთხე მიუახლოვდება ღვთისმოშიშებს, არც თუ ისე შორს.
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
აი, რა აღგეთქვათ თქვენ, ყოველ მომნანიებელსა და დამცველს (ალლაჰის კანონების).
ﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
ვინც დაფარულში მოწყალის ეშინოდა და მომნანიე გულით მოვიდა.
ﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜ
შედით მასში მშვიდობით. ეს არის დღე მარადიულობისა.
ﰝﰞﰟﰠﰡﰢﰣ
იქ ექნებათ მათ, რაც ინებონ, და ჩვენთან მეტიცაა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
და რამდენი თაობა გავანადგურეთ მათზე უწინ, რომლებიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ და მოიარეს ქვეყნები. განა იყო სადმე გასაქცევი?
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
ჭეშმარიტად, ამაში დარიგებაა მისთვის, ვისაც გული აქვს, ან ყურს დაუგდებს და ის მოწმეა.
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
და ჩვენ შევქმენით ცანი და დედამიწა და რაც მათ შორისაა ექვს დღეში და არანაირი დაღლილობა არ შეგვხებია.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
მოითმინე, რასაც ისინი ამბობენ, და ადიდე შენი უფალი ქებით მზის ამოსვლამდე და ჩასვლამდე.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და ღამითაც ადიდე იგი და (ყოველი) საჯდის შემდგომაც.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და ყური მიუგდე იმ დღეს, როცა მაცნე ახლო ადგილიდან მოუხმობს.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
იმ დღეს, როცა მოისმენენ ყიჟინას ჭეშმარიტად. ეს არის გამოსვლის დღე.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
ჭეშმარიტად, ჩვენ ვაცოცხლებთ და ვაკვდინებთ, და ჩვენთანაა დაბრუნება.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
იმ დღეს, როცა მიწა გაიპობა მათგან აჩქარებით (ამოვლენ საფლავებიდან). ეს ჩვენთვის იოლი შეკრებაა.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
ჩვენ უკეთ ვიცით, რასაც ისინი ამბობენ, და შენ არ ხარ მათზე მოძალადე. მაშ, შეაგონე ყურანით იმას, ვისაც ჩემი მუქარის ეშინია.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers