PDF —
78 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა არ-რაჰმანი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა არ-რაჰმანი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა არ-რაჰმანი თარგმანი. სურა არ-რაჰმანი (Medinan) 78 აია.

← ალ-ქამარისურა არ-რაჰმანი ალ-ვაკია →


78 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭷﭸ
55:1 მოწყალემ
ﭹﭺﭻ
55:2 ასწავლა ყურანი (ადამიანს)
ﭼﭽﭾ
55:3 (და) მან შექმნა ადამიანი.
ﭿﮀﮁ
55:4 (და) ასწავლა მას საკუთარი აზრის გამოხატვა.
ﮂﮃﮄﮅ
55:5 მზე და მთვარე (მოძრაობენ) (ზუსტი) თანმიმდევრობით,
ﮆﮇﮈﮉ
55:6 და ვარსკვლავები (ცაში) და ხეები (მიწაზე) იხრებიან (თავიანთი უფლის წინაშე).
ﮊﮋﮌﮍﮎ
55:7 და მან [ალლაჰმა] აღამაღლა ცა (მიწის ზემოთ) და დაამყარა სასწორი [სამართლიანობისა] (და უბრძანა თავის ქმნილებებს, ყოფილიყვნენ მართლები).
ﮏﮐﮑﮒﮓ
55:8 რათა არ გადახვიდეთ ზღვარს სასწორში (აწონვისას)
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
55:9 და აწონე სამართლიანად [სწორად] და ნუ დააკლებ წონას სასწორზე (როდესაც ადამიანებს აუწონით)!
ﮛﮜﮝﮞ
55:10 და დაადგინა მიწა თავის ქმნილებათათვის.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
55:11 მასზე [მიწაზე] არის (სხვადასხვა) ნაყოფი და (ასევე) პალმები ფიალებით [გვირგვინის ფურცლებით] (რომლიდანაც ნაყოფი იზრდება).
ﮥﮦﮧﮨﮩ
55:12 და ღეროიანი მარცვლეული და სურნელოვანი ბალახები (როგორც საკვები თქვენთვის და თქვენი ცხოველებისთვის).
ﮪﮫﮬﮭﮮ
55:13 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮯﮰﮱﯓﯔﯕ
55:14 მან შექმნა კაცი [ადამი] მშრალი თიხისგან, მექოთნის თიხის მსგავსი,
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
55:15 და შექმნა ჯინები სუფთა [უკვამლო] ცეცხლისგან.
ﯝﯞﯟﯠﯡ
55:16 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯢﯣﯤﯥﯦ
55:17 მზის ორი ამოსვლის უფალი [ზაფხულისა და ზამთრის მზის ამოსვლები] და მზის ორი ჩასვლის უფალი [ზაფხულისა და ზამთრის მზის ჩასვლები].
ﯧﯨﯩﯪﯫ
55:18 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭑﭒﭓﭔ
55:19 მან გააერთიანა ორი ზღვა (მარილიანი და მტკნარი), რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან.
ﭕﭖﭗﭘﭙ
55:20 მათ შორის არის (გარკვეული) ბარიერი, რომლითაც ისინი [ეს ორი ზღვა] არ გადადიან [ამ ორი ზღვის მარილიანი და მტკნარი წყალი არ ერევა ერთმანეთში].
ﭚﭛﭜﭝﭞ
55:21 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭟﭠﭡﭢﭣ
55:22 მათგან (ამ ზღვებიდან) გამოდის მარგალიტი და მარჯანი.
ﭤﭥﭦﭧﭨ
55:23 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
55:24 და მას ეკუთვნის ზღვაში მთებივით აღმართული იალქნები.
ﭰﭱﭲﭳﭴ
55:25 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭵﭶﭷﭸﭹ
55:26 ყველა, ვინც მასზეა, გაქრება (მოკვდება).
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
55:27 და მხოლოდ შენი უფლის სახეა მარადიული, რომელიც დიდებულების და სიუხვის მქონეა.
ﮁﮂﮃﮄﮅ
55:28 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
55:29 მას (ალლაჰს) ევედრება ყოველი ცათა და ქვეყანათა შინა. ყოველდღე ის საქმეშია [მიცემითა და წართმევით, ამაღლებითა და დამდაბლებით].
ﮒﮓﮔﮕﮖ
55:30 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮗﮘﮙﮚﮛ
55:31 მალე [განკითხვის დღეს] თქვენთვისაც მოვიცლით [ჩავატარებთ ანგარიშსწორებას და საზღაურს], ო, ორი სახეობის არსებებო [ადამიანებო და ჯინნებო, ალლაჰი მოცლილია ყოველთვის, მაგრამ აქ იგულისხმება მუქარა ამნაირი ფორმით]!
ﮜﮝﮞﮟﮠ
55:32 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
55:33 ო, ჯინებისა და ადამიანების საზოგადოებავ! თუ შეგიძლიათ ცისა და მიწის საზღვრებს გასცდეთ, მაშინ წადით! [თქვენ ვერ გადალახავთ ციურ საზღვრებს და, ამიტომ, ვერ გაექცევით ალლაჰის ძალაუფლებას თქვენზე.] თქვენ ვერ გადალახავთ, გარდა ძალით [ალლაჰის ძალაუფლების ქვეშ ყოფნით და მხოლოდ მისი ნებით].
ﯔﯕﯖﯗﯘ
55:34 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
55:35 თქვენზე მოივლინება ცეცხლის ალი და კვამლი და ვერ გაიმარჯვებთ (ანუ ალლაჰს ვერ გაექცევით).
ﯢﯣﯤﯥﯦ
55:36 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
55:37 და როდესაც [განკითხვის დღეს] ცა გაიხსნება და გაწითლდება, როგორც (ადუღებული) ზეთი (ან გამდნარი ტყვია).
ﯮﯯﯰﯱﯲ
55:38 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
55:39 იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც არც ადამიანებს და არც ჯინებს არ ჰკითხავენ თავიანთი ცოდვების შესახებ [რა ცოდვები ჩაიდინეს] (რადგანაც საქმეების წიგნები წარედგინება).
ﯼﯽﯾﯿﰀ
55:40 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
55:41 (ანგელოზები) ამბოხებულებს [ურწმუნოებს] მათ ნიშნებით იცნობენ, და დაიჭერენ მათ ქოჩრით და ფეხებით (და ჯოჯოხეთში ჩააგდებენ).
ﭑﭒﭓﭔﭕ
55:42 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
55:43 (და ითქმის ურწმუნოთათვის): «ეს არის ჯოჯოხეთი, რომელსაც (სიცოცხლეში) მეამბოხეები [ურწმუნონი] სიცრუეს უწოდებდნენ!»
ﭝﭞﭟﭠﭡﭢ
55:44 ისინი ივლიან (სასჯელის მიმღებნი) მის [ცეცხლსა] და მდუღარე წყალს შორის.
ﭣﭤﭥﭦﭧ
55:45 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭨﭩﭪﭫﭬﭭ
55:46 ხოლო ვისაც თავისი უფლის წინაშე წარდგომის ეშინოდა [ერიდებოდა ცოდვებს], მისთვის (სამოთხის) ორი ბაღია.
ﭮﭯﭰﭱﭲ
55:47 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭳﭴﭵ
55:48 გაშლილი ტოტები (რომლებზეც ნაყოფია დაკიდებული),
ﭶﭷﭸﭹﭺ
55:49 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭻﭼﭽﭾ
55:50 ორივეში [ამ სამოთხის ორ ბაღში] ორი წყარო მოედინება.
ﭿﮀﮁﮂﮃ
55:51 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮄﮅﮆﮇﮈﮉ
55:52 ორივეში [ამ ორ ბაღში] (არის) წყვილი [ორი სახეობა] ყველა ხილის.
ﮊﮋﮌﮍﮎ
55:53 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
55:54 მიყრდნობილნი ტახტებზე, რომელთა სარჩული სქელი ხავერდისაა, და ორივე ბაღის ნაყოფი ახლოა.
ﮚﮛﮜﮝﮞ
55:55 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
55:56 მათში არიან მზერა დაწეული ქალწულები,(რომლებიც მხოლოდ თავიანთ მეუღლეებს უყურებენ) რომლებსაც მათამდე არც ადამიანი და არც ჯინი არ შეხებია.
ﮩﮪﮫﮬﮭ
55:57 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﮮﮯﮰﮱ
55:58 ისინი [სამოთხის ჰურიები] სილამაზით ჰგვანან [წითელ] ლალს და კორალს.
ﯓﯔﯕﯖﯗ
55:59 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯘﯙﯚﯛﯜﯝ
55:60 განა სიკეთის საზღაური (ამქვეყნად) სიკეთე არ არის (საიქიოში)?
ﯞﯟﯠﯡﯢ
55:61 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯣﯤﯥﯦ
55:62 და მათ გარდა (მაგ ორი სამოთხის ბაღის გარდა) კიდევ ორი ბაღია.
ﯧﯨﯩﯪﯫ
55:63 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯬﯭ
55:64 (რომლებიც) მუქი მწვანეა (სიმწვანის სიუხვის გამო).
ﯮﯯﯰﯱﯲ
55:65 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯳﯴﯵﯶ
55:66 ორივეში არის ორი წყარო, საიდანაც წყალი ამოხეთქავს.
ﯷﯸﯹﯺﯻ
55:67 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﯼﯽﯾﯿﰀ
55:68 ორივეში (სამოთხის) ნაყოფი, პალმები და ბროწეულებია.
ﰁﰂﰃﰄﰅ
55:69 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭑﭒﭓﭔ
55:70 მათში [ამ ოთხ სამოთხის ბაღში] (არიან) კეთილშობილი, ლამაზი (გარეგნულად) (ჰურიები),
ﭕﭖﭗﭘﭙ
55:71 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭚﭛﭜﭝﭞ
55:72 შავთვალა ჰურიები, კარვებში დამალულნი.
ﭟﭠﭡﭢﭣ
55:73 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
55:74 რომელთაც მათზე წინ არც ადამიანი და არც ჯინი არ შეხებია.
ﭫﭬﭭﭮﭯ
55:75 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
55:76 წამოწოლილნი მწვანე ბალიშებსა და მშვენიერ ხალიჩებზე.
ﭷﭸﭹﭺﭻ
55:77 მაშ, თქვენი უფლის რომელ სიკეთეს უარყოფთ?
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
55:78 კურთხეულია სახელი შენი უფლისა, დიდებისა და პატივის მფლობელისა!

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers