PDF —
25 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ინშიქაქი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ინშიქაქი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ინშიქაქი თარგმანი. სურა ალ-ინშიქაქი (Meccan) 25 აია.



25 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭣﭤﭥﭦ
84:1 როცა (სამსჯავროს დღეს) ცა გაიხლიჩება,
ﭧﭨﭩﭪ
84:2 და დაემორჩილება თავის უფალს (როცა ის უბრძანებს მას გაიხლიჩოს) და შეასრულებს თავის მოვალეობას,
ﭫﭬﭭﭮ
84:3 და როცა დედამიწა გაიშლება [გახდება ბრტყელი ველი],
ﭯﭰﭱﭲﭳ
84:4 და ამოიღებს იმას, რაც მის შიგნით არის [ადამიანებს, რომლებიც აღდგებიან], და დაცარიელდება (მკვდრებისგან),
ﭴﭵﭶﭷ
84:5 და დაემორჩილება თავის უფალს (როცა ის უბრძანებს მას გაიხლიჩოს) და შეასრულებს თავის მოვალეობას,
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
84:6 ო, ადამიანო! შენ მიისწრაფი შენი უფლისკენ — სწრაფვით, და უეჭველად შეხვდები მას!
ﮁﮂﮃﮄﮅﮆ
84:7 ხოლო, ვისაც თავისი წიგნი მიეცემა მარჯვნიდან.
ﮇﮈﮉﮊﮋ
84:8 შემდეგ (ის), განიკითხება იოლი განკითხვით.
ﮌﮍﮎﮏﮐ
84:9 და თავის ოჯახს გახარებული დაუბრუნდება.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
84:10 ხოლო, ვისაც თავისი წიგნი ზურგს უკნიდან მიეცემა.
ﮘﮙﮚﮛ
84:11 ის (თავისი წიგნის წაკითხვის შემდეგ) დაიწყებს დაღუპვის მოხმობას [შეჰყვირებს: "ო, ვაი მე! ო, დაღუპვა მე!"],
ﮜﮝﮞ
84:12 და აგიზგიზებულ ცეცხლში შევა.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤ
84:13 უეჭველად, ის (ქვეყნად) იყო ბედნიერი თავისი ოჯახის გარემოცვაში.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪ
84:14 უეჭველად, ის ფიქრობდა, რომ (ღმერთთან) აღარ დაბრუნდებოდა.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
84:15 პირიქით, ჭეშმარიტად, მისი უფალი ხედავდა მას.
ﯔﯕﯖﯗ
84:16 არა! (მე, ალლაჰი) ვფიცავ, საღამოს ციალს,
ﯘﯙﯚﯛ
84:17 და (ასევე ვფიცავ) ღამეს და იმას, რასაც იგი აგროვებს,
ﯜﯝﯞﯟ
84:18 ასევე მთვარეს, როდესაც შეივსება.
ﯠﯡﯢﯣﯤ
84:19 მართლაც, საფეხურ – საფეხურ გადადიხართ სხვადასხვა მდგომარეობაში.
ﯥﯦﯧﯨﯩ
84:20 მაშ რა სჭირთ, რომ არ სწამთ?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
84:21 და როცა მათ ყურანი ეკითხებათ, ისინი არ ასრულებენ სუჯუდს (მუხლმოდრეკას)?
ﯲﯳﯴﯵﯶ
84:22 პირიქით, რომელთაც არ ირწმუნეს ისინი ცრუდ რაცხავენ.
ﯷﯸﯹﯺﯻ
84:23 ხოლო ალლაჰმა უკეთ იცის, რასაც მალავენ.
ﯼﯽﯾﯿ
84:24 მაშ, ახარე (ო, მოციქულო) მათ [ურწმუნოებს] მტკივნეული სასჯელი,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
84:25 გარდა იმათისა, ვინც ირწმუნა და კეთილ საქმეებს ასრულებდა — მათ ექნებათ უსაზღვრო ჯილდო (მარადიულ ცხოვრებაში) [სამოთხე]!

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers