სურა ალ-ჰიჯრი
PDF —
99 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ჰიჯრი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ჰიჯრი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჰიჯრი თარგმანი. ალ-ჰიჯრი (Meccan) 99 აია.



სურა ალ-ჰიჯრი
99 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
ალიფ. ლამ. რა ეს არის წიგნის და ცხადი ყურანის აიათები.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
შეიძლება ისურვონ მათ, რომელნიც ურწმუნონი გახდნენ, რომ მორჩილნი [მუსლიმები] ყოფილიყვნენ .
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
მიატოვე ისინი! ჭამონ და დატკბნენ და ამაო იმედმა გაიტაცოს ისინი, ხოლო მალე შეიტყობენ. [როცა ალლაჰის წინაშე წარსდგებიან]
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და არ გაგვინადგურებია ჩვენ არც ერთი დასახლება, გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა დადგენილი ვადა [ანუ ყველას თავისი დრო ჰქონდა განსაზღვრული, თუ როდის იქნებოდა განადგურებული].
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
ვერც ერთი თემი ვერ გაუსწრებს საკუთარ განსაზღვრულ დროს და ვერც შეაყოვნებს მას.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
და თქვეს: «ჰეი, შენ, ვისზეც იქნა გარდმოევლენილი შეხსენება, ჭეშმარიტად, შენ შეშლილი ხარ!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
რატომ არ მოგვიყვან ანგელოზებს, თუ მართალთაგანი ხარ?»
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
ჩვენ არ გარდმოგვივლენია ანგელოზნი, თუ არა ჭეშმარიტებით, და მაშინ მათ [მექქელებს, რომლებმაც ანგელოზების გარდმოვლენა მოითხოვეს] არ მიეცემათ გადავადება [არამედ განადგურდებიან, თუ მანამდე არ ირწმუნებენ].
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
ჭეშმარიტად, ჩვენ [ალლაჰი] გარდმოვავლინეთ შეგონება [ყურანი] და, ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ მისი დამცველნი .
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
ჭეშმარიტად, ჩვენ შენამდეც წარვგზავნეთ წინანდელთა თემებში [ანუ შენამდეც ბევრი შუამავალი იქნა ცრუდ შერაცხული].
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და არ მოსულა მათთან [წინანდელ საზოგადოებებთან] არც ერთი მოციქული, რომ ისინი [ურწმუნოები] მასზე არ დასცინოდნენ.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ასე ვაგდებთ მას [ურწმუნოებას] ბოროტმოქმედთა [მრავალღმერთიანთა] გულებში!
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
არ იწამებენ ისინი მას [ყურანს], მაშინ როცა უკვე განვლო მაგალითი წინანდელთა (საზოგადოებების რომელნიც ურწმუნოობის გამო გავანადგურეთ).
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
და თუნდაც ჩვენ გაგვეღო მათთვის [ურწმუნოებისთვის] ცის კარი და რამდენიც არ უნდა ასულიყვნენ იქ,
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
აუცილებლად იტყოდნენ: «ჩვენი თვალები მხოლოდ შეპყრობილია [მოჯადოებულია], და უფრო მეტიც — ჩვენ ვართ მოჯადოებული ხალხი (მუჰამმადის მიერ)!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
და უკვე მოვაწყვეთ ცაში კოშკები [თანავარსკვლავედები] და შევამკეთ ისინი (ვარსკვლავებით) მაყურებელთათვის.[რათა ვარსკვლავებით გაიკვლიონ გზა, და ღამით ცას სილამაზესაც აძლევენ]
ﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და ჩვენ დავიცავით იგი [ცა] ყოველი ჩაქოლილი სატანისგან [რომელიც ალლაჰის წყალობას არის დაშორებული],
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
გარდა მხოლოდ იმისა, ვინც მოისმენს (ანგელოზთა საუბარს) ფარულად. მაგრამ (შემდეგ) მის კვალდაკვალ დაედევნება ცხადი, მოელვარე ალი [და კლავს ან წვავს სატანას].
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და მიწა გავფინეთ [გავხადეთ იგი საცხოვრებლად გამოსადეგად], და დავამყარეთ მასზე მტკიცე მთები (რომლებიც ამაგრებენ მას), და აღმოვაცენეთ მასზე ყოველგვარი რამ [მცენარეები] განსაზღვრული ზომით (და წონით).
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და მოვაწყეთ თქვენთვის მასზე [მიწაზე] საარსებო საშუალებები, და ასევე მათთვის [თქვენი შვილებისთვის, მონებისთვის და პირუტყვისთვის], რომლებსაც თქვენ არ აძლევთ საზრდოს (არამედ ალლაჰი უზრუნველყოფს მათ საზრდოთი).
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და არ არის არც ერთი რამ, გარდა იმისა, რომ ჩვენთან არ იყოს მისი საგანძური, და ჩვენ ვაწვდით მას [იმ სიკეთეს] მხოლოდ განსაზღვრული ზომით [რამდენსაც ჩვენ მოვისურვებთ],
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
და წარმოვგზავნეთ ქარები განმანაყოფიერებლად, და გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და გასვით ის, თქვენ კი არ ხართ მისი შემნახველნი.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და ჭეშმარიტად, ნამდვილად ჩვენ ვაცოცხლებთ და ვაკვდინებთ, და ჩვენ ვართ მემკვიდრენი (დედამიწის და იმის, რაც მასზეა),
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
და ჩვენ ხომ ვიცით თქვენგან ისინი, ვინც წინასწარ წავიდა [უკვე გარდაცვლილნი], და ჩვენ ვიცით ისინი, ვინც ჩამორჩა [ვინც ცოცხალია და ვინც იცოცხლებს],
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და ჭეშმარიტად, შენი უფალია ის, ვინც შეკრებს მათ [განკითხვის დღეს]. ჭეშმარიტად, ის ბრძენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
და ჭეშმარიტად, ჩვენ შევქმენით ადამიანი მშრალი [ხმოვანი] თიხისგან სველი და შეცვლილი (ფერისა და სუნის მხრივ) თიხიდან,
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
და ჯინები შევქმენით უფრო ადრე [ადამის შექმნამდე] უკვამლო [ძალიან ცხელი] ცეცხლისგან,
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
და (შეახსენე მათ) (ო, მოციქულო) (ის ამბავი), როცა შენმა უფალმა უთხრა ანგელოზებს: «ჭეშმარიტად, მე შევქმნი ადამიანს მშრალი [ხმოვანი და შეცვლილი სუნის მქონე] თიხისგან».
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
ხოლო როდესაც მე მას სრულყოფილ გამოსახულებას მივცემ და ჩავბერავ მასში ჩემი სულიდან, მაშინ დაემხეთ მის წინაშე პირქვე [პატივისცემის ნიშნად],
ﯶﯷﯸﯹﯺ
და უმალ პირქვე [საჯდაზე] დაემხნენ ანგელოზები, ყველანი ერთიანად.
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
გარდა იბლისისა, (რომელმაც) უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად. [ეურჩა ალლაჰს]
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
უთხრა (ალლაჰმა): «ჰეი, იბლის! რა დაგემართა, რომ არ ხარ მუხლმოყრილებთან ერთად?»
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
მიუგო: «პირქვე (საჯდაზე) არ დავემხობი ადამიანისთვის, რომელიც მშრალი და შავი შეცვლილი ტალახისგან გააჩინე».
ﭦﭧﭨﭩﭪﭫ
(ალლაჰმა) უთხრა: «გადი იქიდან [სამოთხიდან]! უეჭველად, შენ ხარ ქვით ჩასაქოლი [დაწყევლილი და გაგდებული]
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და უეჭველად, შენზეა წყევლა განკითხვის დღემდე». [ალლაჰის წყალობას დაშორებული]
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
უთხრა (იბლისმა): «უფალო ჩემო! მიბოძე გადავადება იმ დღემდე, როცა ისინი [შენი მორჩილნი] აღდგებიან [განკითხვის დღეს]».
ﭺﭻﭼﭽﭾ
(ალლაჰმა) უთხრა: «ჭეშმარიტად, შენ ხარ მათ შორის, ვისაც გადავადება მიენიჭა
ﭿﮀﮁﮂﮃ
იმ დღემდე, რომლის დრო (დადგომა) ცნობილია [ალლაჰისთვის]!»
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
უთხრა (იბლისმა): «უფალო ჩემო! იმის გამო, რომ შენ მე გზას ამაცდინე, აუცილებლად შევულამაზებ მათ [ადამის შვილებს] მიწიერ ცოდვებს და უეჭველად, ყველა მათგანს შევაცდენ ჭეშმარიტი გზიდან,
ﮏﮐﮑﮒﮓ
გარდა შენი მონებისა მათგან, რჩეულთა [ვინც მხოლოდ შენ გაღიარებს ღმერთად]!»
ﮔﮕﮖﮗﮘﮙ
(ალლაჰმა) ბრძანა: «ესაა ჩემამდე მომყვანი სწორი გზა
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
ჭეშმარიტად, შენ არანაირი ძალაუფლება არ გაგაჩნია ჩემს მონებზე, გარდა იმათი, ვინც შენ გამოგყვა გზააბნეულთაგან.
ﮦﮧﮨﮩﮪ
და ჭეშმარიტად, ჯოჯოხეთი ყველა მათგანის აღთქმული ადგილია».
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
მას [ჯოჯოხეთს] შვიდი კარიბჭე აქვს, და თითოეული კარიბჭესათვის მათგან [იბლისის მიმდევართაგან] დადგენილია გარკვეული ნაწილი (მათი საქმის შესაბამისად).
ﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი იქნებიან სამოთხის ბაღებში და წყაროებთან. [ისინი ამქვეყნად ალლაჰის მორჩილნი იყვნენ]
ﯛﯜﯝﯞ
(მათ ეთქმებათ): «შედით მასში [სამოთხეში] მშვიდობით და (სრულ) უსაფრთხოებაში!»
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
და ჩვენ ამოვხადეთ ყველაფერი, რაც მათ [სამოთხის მაცხოვრებელთა] გულებში იყო ბოროტებიდან [სიძულვილი]. (და ისინი ცხოვრობენ სამოთხეში) ძმებად, (მოჩუქურთმებულ) სარეცელებზე, ერთმანეთის პირისპირ (საუბრობენ).
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
იქ არც დაღლილობა შეეხებათ მათ და არც [არასდროს] იქნებიან იქიდან განდევნილნი.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
აცნობე [ო, მოციქულო] ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, შემწყალებელი ვარ.
ﯻﯼﯽﯾﯿﰀ
და რომ ჩემი სასჯელი — მტანჯველი სასჯელია!
ﰁﰂﰃﰄﰅ
და აუწყე მათ იბრაჰიმის სტუმრების [ანგელოზების] შესახებ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
აჰა, მოვიდნენ ისინი [ანგელოზები] მასთან [იბრაჰიმთან] და თქვეს: «სალამი/მშვიდობა!» (და როცა იხილა, რომ ისინი არ ჭამდნენ შეთავაზებულ სუფრას, იბრაჰიმმა გულის სიღრმეში შიში იგრძნო მათ მიმართ და) თქვა: «ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენი გვეშინია!»
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
თქვეს: «ნუ გეშინია! (ვინაიდან ჩვენ ვართ ანგელოზები, რომლებიც ალლაჰმა გაგვაგზავნა). ჭეშმარიტად, ჩვენ გახარებთ (ახალ ამბავს) მცოდნე ჭაბუკზე [იმით, რომ შენი ცოლი სარა შეგიძენს ძეს — ისჰაყს, რომელიც მცოდნე იქნება ალლაჰისა და მისი შარიათის შესახებ]».
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
თქვა (იბრაჰიმმა): «ნუთუ მახარებთ მაშინ, როცა სიბერე შემეხო? მაშ, რაღას მახარებთ?»
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
თქვეს (ანგელოზებმა): «ჩვენ გახარებთ ჭეშმარიტებით, მაშ, ნუ იქნები სასოწარკვეთილთაგან (იმაში, რომ შენ შეგეძინება შვილი)!»
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
(იბრაჰიმმა) თქვა: «და ვინ კარგავს იმედს თავისი უფლის წყალობისგან, გარდა (მხოლოდ) გზააბნეულთა?»
ﭽﭾﭿﮀﮁﮂ
(იბრაჰიმმა) უთხრა: «რაშია თქვენი საქმე [მოგზაურობის მიზანი] ო, მოგზავნილნო?»
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
თქვეს [ანგელოზებმა]: «ჭეშმარიტად, ჩვენ წარგზავნილნი ვართ ბოროტმოქმედ [ცოდვილ] ხალხთან [ლუტის ხალხთან, რომლებმაც უარყვეს ალლაჰის კანონი],
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
გარდა ლუტის ოჯახისა - უეჭველად, ჩვენ მათ ყველას გადავარჩენთ,
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
გარდა მისი ცოლისა, (ვის შესახებაც) ჩვენ განვაწესეთ, რომ იგი უეჭველად აღმოჩნდება (რიცხვში) დარჩენილთა [დაღუპულთა] (იმიტომ, რომ იგი კმაყოფილი იყო იმ საძაგელი საქმეებით, რასაც მისი ხალხი სჩადიოდა, და მათ ამაში ეხმარებოდა)».
ﮘﮙﮚﮛﮜﮝ
ხოლო როცა ლუტის ოჯახთან მივიდნენ გზავნილები [ანგელოზები],
ﮞﮟﮠﮡﮢ
(მან) უთხრა: «უეჭველად, თქვენ უცნობი ხალხი ხართ».
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
თქვეს: «პირიქით, ჩვენ მოვედით შენთან იმით [სასჯელით], რის მიმართაც ისინი [შენი ხალხი] ეჭვობდნენ.
ﮫﮬﮭﮮﮯ
და მოგიტანეთ შენ ჭეშმარიტება და, ჭეშმარიტად, ჩვენ მართალნი ვართ.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
გაუდექი გზას შენს ოჯახთან ერთად ღამის ნაწილის (გასვლის) შემდეგ და (შენ) (თვითონ) იარე მათ უკან. და თქვენგან არავინ მოიხედოს უკან. და წადით (იმ ადგილას), სადაც თქვენთვის არის ნაბრძანები (ალლაჰის მიერ) (იმისათვის, რომ მიაღწიოთ უსაფრთხო ადგილს)».
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
და შევატყობინეთ ჩვენ მას [მოციქულ ლუტს] ეს საქმე, რომ დილით ისინი სრულიად გაწყვეტილნი იქნებიან.
ﯪﯫﯬﯭﯮ
და მოვიდნენ ქალაქის მკვიდრნი (წინასწარმეტყველ ლუტთან), სიხარულით (როდესაც გაიგეს, რომ მის სახლში გაჩერდნენ მოგზაურები).
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
მან თქვა: «ესენი ჩემი სტუმრები არიან, და ნუ შემარცხვენთ,
ﯶﯷﯸﯹﯺ
და გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ [თქვენი უზნეო საქმით]».
ﯻﯼﯽﯾﯿﰀ
თქვეს: «ნუთუ ჩვენ არ აგიკრძალეთ შენ (სტუმრად მიგეღო) ადამიანები?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
(ლუტმა) უთხრა: «აჰა, ესენი – ჩემი ქალიშვილები (დაქორწინდით მათზე), თუ უკვე თქვენ სჩადიხართ (ამას)»
ﭘﭙﭚﭛﭜﭝ
(მე, ალლაჰი) ვფიცავ შენს სიცოცხლეს (ო, მუჰამმად)! ჭეშმარიტად, ისინი [ლუტის ხალხი] უეჭველად, ბრმად დაეხეტებიან თავიანთი თრობაში [გზააბნეულობაში].
ﭞﭟﭠﭡ
და საშინელმა ხმამ შეიპყრო ისინი [ლუტის ხალხი] მზის ამოსვლისას.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და ჩვენ მისი ზედა ქვედად ვაქციეთ და დავამხეთ მათზე ქვები გამომწვარი თიხისგან.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ჭეშმარიტად, ამაში თვალსაჩინო სასწაულებია გამჭრიახთათვის.
ﭱﭲﭳﭴ
და, ჭეშმარიტად, იგი [სოფელი, სადაც ცხოვრობდა წინასწარმეტყველი ლუტი] (მდებარეობს) სწორ გზაზე (რომლითაც დადიან მგზავრები ჰიჯაზიდან შამში)!
ﭵﭶﭷﭸﭹﭺ
ჭეშმარიტად, ამაში თვალსაჩინო სასწაულია მორწმუნეთათვის.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და, ჭეშმარიტად, ალ-აიქათის მაცხოვრებელნი [წინასწარმეტყველ შუა'იბის ხალხი] იყვნენ უსამართლონი,
ﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და ჩვენ სამაგიერო მივუზღეთ მათ [დავსაჯეთ] და ორივე ისინი [ლუტის სოფელი და შუა'იბის სოფელი] უეჭველად (მდებარეობენ) აშკარა გზაზე (რომლითაც დადიან მოგზაურები და შეუძლიათ იხილონ, რაც მათგან დარჩა).
ﮇﮈﮉﮊﮋﮌ
და უკვე ალ-ჰიჯრის მაცხოვრებლებმა [სამუდელებმა] უარყვეს მათთან გამოგზავნილნი [წინასწარმეტყველი სალიჰი],
ﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და მოვუვლინეთ ჩვენ მათ [სამუდელებს] ჩვენი ნიშნები, ხოლო ისინი [ამ ნიშნებისგან] ზურგს აქცევდნენ.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და ისინი [სამუდელები] მთებში გამოკვეთდნენ სახლებს (და ცხოვრობდნენ მათში) უსაფრთხოდ.
ﮚﮛﮜﮝ
და მიეწიათ მათ [ურწმუნო სამუდელებს] (მომაკვდინებელი) ხმაური განთიადზე.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
და ვერ იხსნა ისინი (ალლაჰის სასჯელისგან) მათმა მონახვეჭმა [მათმა ქონებამ და ციხესიმაგრეებმა მთებში],
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
და ჩვენ არ შევქმენით ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, გარდა ჭეშმარიტებით [ზუსტ და სრულყოფილ სახედ, თავისი სიბრძნით, განსაზღვრული მიზნისთვის], და ჭეშმარიტად, საათი უეჭველად მოვა [სასამართლოს დღე], (და მაშინ ისინი, ვინც არ ირწმუნეს ალლაჰის სიტყვა და არ აღიარეს მისი მოციქული, მიიღებენ სრულ სასჯელს). (ამიტომ) აპატიე (ო, მოციქულო) მათ (მრავალღმერთიანთ) ლამაზი პატიებით. [ნუ ისურვებ ურწმუნოთათვის სასჯელის დაჩქარებას ].
ﯗﯘﯙﯚﯛﯜ
ჭეშმარიტად, შენი ღმერთი – იგია ყოვლისგამჩენი, ყოვლისმცოდნე.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და აჰა, ჩვენ უკვე გიბოძეთ შენ (ო, მოციქულო) შვიდი (ხშირად) განმეორებადი (აიათი) [სურა «ალ-ფათიჰა»] და დიდებული ყურანი.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და ნუ მიაპყრობ შენს თვალებს იმაზე, რაც ჩვენ მივანიჭეთ ზოგიერთ მათგანს [მრავალღმერთიანებს] და ნუ დამწუხრდები მათზე [იმით, რომ ისინი ურწმუნონი არიან] და დახარე შენი ფრთა [იყავი თავმდაბალი] მორწმუნეთა წინაშე.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და უთხარი: «ჭეშმარიტად, მე ცხადი გამაფრთხილებელი [შემგონებელი] ვარ [ცხადი სასჯელისგან]».
ﯻﯼﯽﯾﯿ
[გაფრთხილებთ ისეთი სასჯელისგან] როგორიც გარდმოვავლინეთ გამყოფებზე [იუდეველებსა და ქრისტიანებს და სხვებზე, რომლებმაც ალლაჰის წიგნები ზოგი ირწმუნეს და ზოგი უარყვეს],
ﭑﭒﭓﭔﭕ
რომელთაც ყურანი ნაწილებად გახადეს [ირწმუნეს ზოგიერთი ნაწილი, რომელიც შეესაბამებოდა მათ წიგნებს, ხოლო დანარჩენი ნაწილი უარყვეს. ხან ამბობდნენ ურწმუნო მექქელები ყურანზე: ჯადოაო, ან მკითხაობააო, ან პოეზიააო].
ﭖﭗﭘﭙ
შენს ღმერთს ვფიცავ, უთუოდ მოვკითხავთ მათ ყველას.
ﭚﭛﭜﭝ
იმის შესახებ, რასაც ისინი სჩადიოდნენ [ამქვეყნად ურწმონოობასა და ცოდვებს].
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
მაშ, გამოაქვეყნე ის, რაც გებრძანა და განერიდე მრავალღმერთიანთ [ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ სიტყვებს]!
ﭥﭦﭧﭨ
ჭეშმარიტად, ჩვენ დაგიხსენით შენ (ო, მოციქულო) დამცინველთაგან (ყურაიშელებისგან).
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
რომლებიც ქმნიან (თავისთვის) (ალლაჰთან ერთად) სხვა ღმერთს, და მალე ისინი შეიტყობენ (თავიანთი საქმის შედეგს).
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და ჭეშმარიტად ვიცით, რომ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ. [მათი მხრიდან ურწმუნოობა, და სიტყვიერი შეურაცხყოფა]
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
მაშ, განადიდე შენი ღმერთი და იყავი პირქვე [საჯდაზე] დამხობილთა შორის. [რათა ჰპოვო სულიერი სიმშვიდე]
ﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და თაყვანი ეცი შენს უფალს (მთელი სიცოცხლის განმავლობაში), სანამ არ მოგივა უეჭველი [სიკვდილი]!

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers