სურა ალ-ფათჰი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-ფათჰი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ფათჰი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ფათჰი თარგმანი. ალ-ფათჰი (Medinan) 29 აია.
Related
- ალ-ფათჰი თარგმანიქართული
- ალ-ფათჰი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ფათჰი

ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
ჭეშმარიტად, ჩვენ მოგანიჭეთ შენ (ო, შუამავალო) ცხადი გამარჯვება.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
რათა ალლაჰმა მოგიტევოს შენი წარსული და მომავალი ცოდვები, და სრულყოს თავისი მადლი შენზე და დაგადგინოს სწორ გზაზე.
ﭧﭨﭩﭪﭫ
და შეგეწიოს ალლაჰი ძლევამოსილი შეწევნით.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
იგია [ალლაჰი], რომელმაც მორწმუნეთა გულებში სიმშვიდე გარდმოავლინა, რათა მათ რწმენას რწმენა შეემატოთ; ალლაჰს ეკუთვნის ცისა და მიწის ლაშქრები [ანგელოზები, ადამიანები და ჯინები]; და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
რათა შეიყვანოს მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები სამოთხის ბაღებში, რომელთა ქვემოთაც მდინარეები მიედინება, რათა მარადჟამს დარჩნენ მათში, და წაშალოს მათი ცუდი საქმეები [აპატიოს მათ], და ეს ალლაჰთან — უდიდესი წარმატებაა!
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და რათა დასაჯოს თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები, და წარმართი კაცები და წარმართი ქალები, რომელნიც ალლაჰზე ცუდს ფიქრობენ. მათზეა ბოროტების წრე [საზღაური]. და განურისხდა მათ ალლაჰი, და დაწყევლა ისინი, და გაუმზადა მათ ჯოჯოხეთი. და რა საზარელი სამყოფელია იგი!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და ალლაჰისაა ცათა და მიწის ლაშქარი. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﯛﯜﯝﯞﯟﯠ
ჭეშმარიტად, ჩვენ წარმოგგზავნეთ შენ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და დაეხმაროთ მას (მისი სიტყვისა და მის მიერ ბოძებული რწმენის ამაღლებით), და პატივი სცეთ მას (მოციქულს), და დიდება მიაგოთ მას (ალლაჰს) დილით და საღამოს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
ჭეშმარიტად, ისინი (საჰაბები), რომლებიც ერთგულების ფიცს გაძლევენენ შენ (ო, შუამავალო) (ჰუდეიბიაში) (რომ უკან არ დაიხევენ), (სინამდვილეში) ფიცს აძლევენ ალლაჰს. ალლაჰის ხელი მათ ხელებზე მაღლაა (როცა ისინი ბრძოლის ფიცს აძლევენ მოციქულს). ხოლო რომელმაც დაარღვიოს (თავისი ფიცი), ის მხოლოდ საკუთარი თავის საზიანოდ არღვევს მას. ხოლო რომელმაც შეასრულოს ის, რაზეც შეთანხმდა ალლაჰთან, მას ალლაჰი დიდ საზღაურს მიანიჭებს.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
ის ბედუინი არაბები, რომლებიც უკან დარჩნენ [რომლებიც არ წამოსულან შენთან მექქას ექსპედიციაში], როდესაც დაბრუნდები, გეტყვიან (ო, შუამავალო): «ჩვენმა ქონებამ და ჩვენმა ოჯახებმა მოგვაცდინეს. ასე რომ, სთხოვე (ალლაჰს), მოგვიტევოს!» ისინი ენით ამბობენ იმას, რაც გულში არ აქვთ. უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ვინ არის თქვენთვის ძალმოსილი ალლაჰისგან, თუ მას თქვენთვის ზიანის მოყენება სურს ან სიკეთის მოტანა?» არა , (და) ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
პირიქით, თქვენ ფიქრობდით, რომ შუამავალი და მორწმუნეები არასოდეს დაუბრუნდებოდნენ თავიანთ ოჯახებს! და ეს (სატანამ) გაგიმშვენათ თქვენს გულებში, და წარმოგიდგინათ ბოროტი ფიქრები (რომ ალლაჰი არ დაეხმარებოდა თავის შუამავალს და მორწმუნეებს მათი მტრების წინააღმდეგ) და (თქვენ) იყავით ხალხი, რომელიც (დაღუპვისთვის) განწირული იყო.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
ხოლო ვისაც არ სწამს ალლაჰი და მისი შუამავალი, ეჭვგარეშეა, ჩვენ ურწმუნოთათვის მოვამზადეთ ალმოდებული ცეცხლი.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის სამფლობელო. ის მიუტევებს, ინებებს ვისაც, და დასჯის, ინებებს ვისაც. და ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
უკან დარჩენილები იტყვიან, როდესაც თქვენ (მოციქული და მისი თანამგზავრები) გაემგზავრებით (ხაიბარისკენ) ნადავლის მისაღებად (რომელიც ალლაჰმა დაგპირდათ ჰუდაიბიის მოვლენების შემდეგ): «დაგვტოვეთ [ნება მოგვეცით], რომ წამოგყვეთ!» ისინი ცდილობენ (ამით) შეცვალონ ალლაჰის სიტყვა. (უთხარი, ო, შუამავალო): «თქვენ არასოდეს გამოგვყვებით! ალლაჰმა უკვე თქვა ეს თქვენ შესახებ ». მაშინ ისინი იტყვიან: «არა! შური გიჭირავს ჩვენდამი (და არ გინდა, რომ ჩვენც მივიღოთ ნადავლი)!» არა, (და) მათ მხოლოდ მცირედი ესმით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
უთხარი იმ ბედუინ არაბებს, რომლებიც ჩამორჩნენ: «მოგიწევთ ბრძოლა (ზოგიერთ) ხალხთან, რომლებსაც (ძალა და) სასტიკი რისხვა გააჩნიათ. (ან) თქვენ იბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ან (სხვაგვარად) ისინი დანებდებიან (ბრძოლის გარეშე). და თუ (ალლაჰის) მორჩილნი იქნებით, ალლაჰი კეთილ საზღაურს მოგცემთ, ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ (როგორც ადრე შეაქციეთ ზურგი, როდესაც ალლაჰის შუამავლის თანხლებით არ წახვედით), მაშინ ის მტკივნეული სასჯელით დაგსჯით».
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
არ არის ცოდვა ბრმაზე, არც კოჭლზე, არც ავადმყოფზე (თუ ისინი მორწმუნეებთან ერთად ალლაჰის გზაზე არ მიდიან). მაგრამ ვინც დაემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, ის შეიყვანს მას სამოთხის ბაღებში, რომელთა ქვემოთაც მდინარეები მიედინება. ხოლო ვინც ზურგს შეაქცევს (ალლაჰის მორჩილებას და უარს იტყვის მის გზაზე ბრძოლაში მონაწილეობაზე), ის მას მტკივნეული სასჯელით დასჯის.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
(და) ალლაჰი კმაყოფილი დარჩა მორწმუნეებით, როდესაც მათ ერთგულება დაგიფიცეს შენ (ო, შუამავალო) ხის ქვეშ ; და მან (ალლაჰმა) იცოდა, რა იყო მათ გულებში, და მოუვლინა მათ სიმშვიდე და დააჯილდოვა ისინი ახლო გამარჯვებით (ხაიბარში).
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
და უხვი ნადავლით, რომელსაც ისინი (ხაიბარის იუდეველთაგან) აიღებენ. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
ალლაჰი შეგპირდათ თქვენ უხვ ნადავლს, რომელსაც (კიდევ) აიღებთ. მან დააჩქარა თქვენთვის ეს და შეაკავა ხალხის ხელები თქვენგან, რათა ეს ყოფილიყო ნიშანი მორწმუნეებისთვის და (რათა) მან გიჩვენოთ სწორი გზა.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
(ასევე, ალლაჰმა მოგიჩქარათ) სხვა (ნადავლი), (რომლის) მოპოვებასაც ვერ შეძლებდით , ალლაჰმა მოიცვა ისინი, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და თუ ურწმუნოები (ყურეიშელებიდან) თქვენ გებრძოლებოდნენ, ისინი ზურგს შეგაქცევდნენ (გაქცეულნი და დამარცხებულნი). მაშინ ისინი ვერც მხარდამჭერს იპოვიდნენ და ვერც დამხმარეს.
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
ალლაჰის განკარგულებისამებრ, რომელიც უკვე ადრეც მომხდარა [როგორც ის დაეხმარა თავის მეგობრებს წინა თემებში]: რადგან ალლაჰის განკარგულებაში ვერასდროს იპოვი ცვლილებას!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ის არის, ვინც შეაკავა მათი ხელები თქვენგან და თქვენი ხელები მათგან მექქის ველზე, მას შემდეგ, რაც გამარჯვება მოგაპოვებინათ მათზე. და ალლაჰი ხედავს ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ისინი არიან ურწმუნონი, რომლებმაც (ჰუდაიბიას დღეს) თქვენ უკუგაქციეს წმინდა მეჩეთიდან [არ შეგიშვეს მასში] და შეაკავეს მსხვერპლსაკლავი ცხოველები, რათა არ მიეღწიათ თავიანთი დაკვლის ადგილისთვის. და რომ არა (სუსტი) მორწმუნე კაცები და (სუსტი) მორწმუნე ქალები (რომლებიც იმ დროს მექქაში იმყოფებოდნენ და საკუთარ თავზე შიშის გამო რწმენას მალავდნენ) (და) რომლებსაც არ იცნობდით და (ამიტომ) შეიძლებოდა ფეხქვეშ გაგეტარებინათ (და გაგენადგურებინათ) ისინი, და მათ გამო სირცხვილში იქნებოდით, რათა ალლაჰმა შეიყვანოს თავის წყალობაში, ვისაც ინებებს. (მაგრამ) თუ ისინი [სუსტი მორწმუნეები, რომლებმაც თავიანთი რწმენა დამალეს] გამოეყოფოდნენ (მექქის მრავალღმერთიანებს და მიატოვებდნენ მათ), (მაშინ) ჩვენ, უეჭველად, დავსჯიდით მათ შორის ურწმუნოებს მტკივნეული სასჯელით.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
როცა ურწმუნოებმა თავიანთ გულებში ჩაიდეს ქედმაღლობა, უმეცრების ქედმაღლობა, მაშინ ალლაჰმა გარდმოავლინა თავისი სიმშვიდე თავის შუამავალსა და მორწმუნეებზე და დაავალდებულა ისინი ღვთისმოშიშების სიტყვით, და ისინი უფრო ღირსნი და შესაფერისნი იყვნენ ამისა (ამ სიტყვისა). და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
ალლაჰმა უკვე შეასრულა თავისი აღთქმა თავისი შუამავლის [მუჰამმადის] მიმართ (რომელიც მას სიზმარში უჩვენა) ჭეშმარიტებით: «თქვენ აუცილებლად შეხვალთ წმინდა მეჩეთში (მომავალ წელს), თუ ალლაჰი ინებებს, უსაფრთხოდ, თავგადაპარსულები და შემოკლებული თმით, მრავალღმერთიანების შიშის გარეშე!» და (ალლაჰმა) იცოდა, რაც თქვენ არ იცოდით, და ამის გარდა იყო (კიდევ ერთი) უახლოესი გამარჯვება [კერძოდ, ჰუდეიბიის ხელშეკრულება და გამარჯვება ხაიბარში].
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
იგია (ალლაჰი), რომელმაც მოავლინა თავისი შუამავალი სწორი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა იგი ყველა სხვა სარწმუნოებაზე აღამაღლოს. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია. ხოლო ისინი, ვინც მასთან არიან [საჰაბები], მკაცრნი არიან ურწმუნოთა მიმართ და ლმობიერნი ერთმანეთის მიმართ. შენ მათ იხილავ მუხლმოდრეკილთ, მიწამდე თაყვანისმცემელთ, რომლებიც ეძიებენ ალლაჰის წყალობასა და კეთილგანწყობას. მათი ნიშანი მათ სახეებზეა მიწამდე (საჯდაზე) თაყვანისცემის კვალისაგან. ესენი მათი ნიშნებია [როგორც აღწერილია] თორაში, ხოლო მათი ნიშანი სახარებაში არის (როგორც) თესლი, რომელიც აღმოცენდა და მას დაეხმარა; ის გამაგრდა და თავის ღეროებზე გამართა, რამაც მთესველები გაახარა, – რათა მათ [მორწმუნეთა დიდმა რაოდენობამ] ურწმუნოთა რისხვა გამოეწვიათ. ალლაჰმა მათგან, ვინც ირწმუნა და სიკეთე ქმნა, პატიება და დიდი საზღაური [სამოთხე] აღუთქვა!
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







