სურა ან-ნაჯმი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ან-ნაჯმი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ან-ნაჯმი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ან-ნაჯმი თარგმანი. ან-ნაჯმი (Meccan) 62 აია.
Related
- ან-ნაჯმი თარგმანიქართული
- ან-ნაჯმი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ან-ნაჯმი

ﭑﭒﭓﭔ
ვფიცავ ვარსკვლავს, როცა ის ეშვება!
ﭕﭖﭗﭘﭙﭚ
არც გზას ასცდენია თქვენი თანამგზავრი (მუჰამმადი) და არც შემცდარა.
ﭛﭜﭝﭞﭟ
და არც საკუთარი სურვილით მეტყველებს იგი.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ეს [ყურანი] არაფერია, გარდა ალლაჰისგან შთაგონებული ზეშთაგონებისა.
ﭦﭧﭨﭩ
ასწავლა მას (მუჰამმადს) ძალზე ძლიერმა (ჯიბრილმა)
ﭪﭫﭬﭭ
ძალის მქონე (მშვენიერი შეხედულობის), რომელიც გამართულად დადგა.
ﭮﭯﭰﭱ
და ის იყო უმაღლეს ჰორიზონტზე (ცაში),
ﭲﭳﭴﭵ
შემდეგ მიუახლოვდა (ჯიბრილი) და (დაბლა) ჩამოეშვა,
ﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და ის [ჯიბრილი] (მოციქულისგან) იყო ორი მშვილდის მანძილზე, ან კიდევ უფრო ახლოს.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁ
და შთააგონა (ჯიბრილმა) მის (ალლაჰის) მონას ის, რაც შთააგონა (ყურანი).
ﮂﮃﮄﮅﮆﮇ
არ ცრუობდა გული იმაში, რაც იხილა.
ﮈﮉﮊﮋﮌ
ნუთუ მას ედავებით იმაზე, რასაც ხედავს? (რაც მან ზეცაში მოგზაურობისას დაინახა)
ﮍﮎﮏﮐﮑ
და იხილა მან ის (ჯიბრილი) მეორედაც.
ﮒﮓﮔﮕ
სიდრას (ლოტოსის) უკიდურეს ზღვარზე
ﮖﮗﮘﮙ
მასთან არის (სამოთხის) მარადიული თავშესაფრის ბაღი (სამოთხე).
ﮚﮛﮜﮝﮞﮟ
(და) აჰა, ლოტოსი (ალლაჰის ბრძანებით) დაფარა რაღაცამ (დიდებულმა, რასაც ალლაჰის გარდა ვერავინ აღწერს].
ﮠﮡﮢﮣﮤﮥ
მის [მუჰამმადის] მზერას არ გადაუხვევია (არც მარცხნივ და არც მარჯვნივ) და არ გასცდენია საზღვრებს (იმისა, რაც ალლაჰმა უბრძანა დაენახა)
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
უეჭველად, მან იხილა თავისი უფლის უდიდესი სასწაულთაგანი.
ﮭﮮﮯﮰ
გინახავთ ალ-ლათი და ალ-უზზა?(ორი კერპის სახელი)
ﮱﯓﯔﯕ
და კიდევ მესამე – მანათი?
ﯖﯗﯘﯙﯚ
განა თქვენთვის ვაჟი (შთამომავლობა), ხოლო მას [ალლაჰს] მდედრობითი სქესის (მიიჩნევთ), (ანგელოზებს ალლაჰის ქალიშვილებს რომ უწოდებთ)?
ﯛﯜﯝﯞﯟ
მაშინ ეს უსამართლო განაწილება ყოფილა.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
ისინი [ეს კერპები] მხოლოდ სახელებია, რომლებიც თქვენ და თქვენმა მამებმა დაარქვით. ალლაჰს არ მოუვლენია მათზე არანაირი მტკიცებულება. და ისინი მხოლოდ ვარაუდებსა და საკუთარი სულების სურვილებს მიჰყვებიან, მაშინ როცა მათ თავიანთი უფლისგან მოუვიდათ სწორი გზის ჩვენება.
ﯼﯽﯾﯿﰀ
ნუთუ ადამიანს (მიეცემა) ყველაფერი, რასაც ისურვებს? (ცრუ ღმერთების შუამდგომლობა ალლაჰსა და ადამიანს შორის)?!
ﰁﰂﰃﰄ
(არა, არ მიეცემა მას) ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის მარადიული ცხოვრება და პირველიც.
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘ
და რამდენი ანგელოზია ზეცაში, რომელთა შუამდგომლობაც არაფრად გამოდგება, თუ ალლაჰი არ დაუშვებს (შუამდგომლობას) მათთვის, ვისთვისაც ის ინებებს და ვისითაც კმაყოფილია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
ჭეშმარიტად, რომელთაც არ სწამთ საიქიო, ანგელოზებს მდედრობით სახელებს არქმევენ.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და მათ ამის შესახებ არაფერი იციან; ისინი მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, ვარაუდი კი, მართლაც, ჭეშმარიტების ნაწილსაც კი ვერ შეცვლის!
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
მაშ, ზურგი აქციე მას, ვინც ზურგი აქცია ჩვენს გახსენებას და არაფერი სურს, გარდა ამქვეყნიური ცხოვრებისა.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ეს [მდგომარეობა] მათი ცოდნის (და მისწრაფებების) ზღვარია. ჭეშმარიტად, თქვენმა უფალმა საუკეთესოდ იცის, ვინ გადაუხვია თავის გზას და საუკეთესოდ იცის, ვინ მიჰყვა სწორ გზას.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
და ალლაჰს ეკუთვნის (ყველაფერი) ცათა შინა და (ყველაფერი) ქვეყანაზე, რათა მან მიუზღოს მათ, ვინც ბოროტი ჩაიდინა (შესაბამისი სასჯელით) და (რათა) დააჯილდოოს ისინი, ვინც სიკეთე აკეთეს, საუკეთესოთი.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
რომელნიც ერიდებიან დიდ ცოდვებსა და საძაგლობებს, გარდა მცირე შეცდომებისა. ჭეშმარიტად, შენი უფალი უსაზღვროდ მიმტევებელია. მან უკეთ იცის თქვენ შესახებ, როცა მიწისგან გაგაჩინათ და როცა ჩანასახები იყავით თქვენი დედების მუცელში. ამიტომ, ნუ განადიდებთ საკუთარ თავს. მან უკეთ იცის, ვინ არის ღვთისმოშიში.
ﯢﯣﯤﯥ
ხომ არ გინახავს ის, ვინც ზურგი აქცია?
ﯦﯧﯨﯩ
და გასცა მცირედი და ძუნწობდა?
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
განა მას [ვინც ძუნწობდა] აქვს უხილავის ცოდნა, რასაც ის ხედავს?
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ნუთუ არ ეუწყა მას, რაც იყო მუსას წერილებში?
ﯸﯹﯺﯻ
და იბრაჰიმისა, რომელმაც შეასრულა (რაც მას ებრძანა)
ﯼﯽﯾﯿﰀﰁ
რომ არც ერთი მტვირთველი სხვის ტვირთს არ იტვირთავს (სხვის ჩადენილ ცოდვაზე ადამიანი პასუხს არ აგებს).
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და რომ ადამიანს არაფერი ეკუთვნის, გარდა იმისა, რისთვისაც იღწვოდა.
ﰉﰊﰋﰌﰍ
და რომ მისი ნაღვაწი ნანახი იქნება.
ﰎﰏﰐﰑﰒ
შემდეგ მიეზღვება მას სრული საზღაური.
ﰓﰔﰕﰖﰗ
და რომ შენს უფალთანაა საბოლოო დაბრუნება.
ﰘﰙﰚﰛﰜ
და რომ სწორედ ის გაცინებს და გატირებს.
ﰝﰞﰟﰠﰡ
და რომ სწორედ ის აკვდინებს და აცოცხლებს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
და რომ მან შექმნა წყვილი — მამრი და მდედრი.
ﭗﭘﭙﭚﭛ
თესლის წვეთისგან, როცა გადმოიღვრება (საშვილოსნოში).
ﭜﭝﭞﭟﭠ
და რომ მასზეა მეორედ გაცოცხლება (განკითხვის დღისთვის),
ﭡﭢﭣﭤﭥ
და რომ სწორედ ის არის, ვინც ამდიდრებს და აკმაყოფილებს,
ﭦﭧﭨﭩﭪ
და რომ ისაა უფალი სირიუსისა [ვარსკვლავი, რომელსაც ზოგიერთი არაბი სცემდა თაყვანს],
ﭫﭬﭭﭮﭯ
და რომ სწორედ მან [ალლაჰმა] გაანადგურა პირველი ადელები [ხალხი, ვისთანაც შუამავალი ჰუდი იყო გაგზავნილი].
ﭰﭱﭲﭳ
და სამუდის [ხალხიც გაანადგურა, ვისთანაც შუამავალი სალიჰი იყო გაგზავნილი], და (ის) არც ერთი არ დატოვა.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
და მანამდე ნუჰის ხალხი. უეჭველად, ისინი იყვნენ ყველაზე უსამართლონი და ყველაზე მეტად ზღვარგასულნი.
ﭿﮀﮁ
და ამოტრიალებული ქალაქები დაამხო (ლუტის დასახლება).
ﮂﮃﮄﮅ
და დაფარა იგი იმით, რითაც დაფარა (დიდი ლოდებით).
ﮆﮇﮈﮉﮊ
მაშ, შენი უფლის რომელ სიკეთეში შეგაქვს ეჭვი?
ﮋﮌﮍﮎﮏﮐ
ეს [მუჰამმადი] არის (ზუსტად ისეთივე) გამაფრთხილებელი (როგორც სხვა გამაფრთხილებლები) პირველთაგან [წინანდელი წინასწარმეტყველთაგან].
ﮑﮒﮓ
მოახლოვდა გარდუვალი (განკითხვის დღე).
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
ალლაჰის გარდა არავინაა მისი ამცილებელი.
ﮛﮜﮝﮞﮟ
ნუთუ ამ სიტყვის გიკვირთ (ყურანის)?
ﮠﮡﮢﮣ
და იცინით და არ ტირით?!
ﮤﮥﮦ
და აგრძელებთ ამპარტავნობას!
ﮧﮨﮩﮪﮫ
მაშ დაემხეთ ალლაჰის წინაშე და ემსახურეთ (და თაყვანი ეცით) (მხოლოდ მას)!
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







