სურა ალ-მულქი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-მულქი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-მულქი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მულქი თარგმანი. ალ-მულქი (Meccan) 30 აია.
Related
- ალ-მულქი თარგმანიქართული
- ალ-მულქი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-მულქი

ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
კურთხეულია ის, ვის ხელშიცაა მეუფება და ის ყოვლისშემძლეა.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
რომელმაც შექმნა სიკვდილი და სიცოცხლე, რათა გამოგცადოთ თქვენ (ო, ადამიანებო), თუ რომელი თქვენგანი უკეთეს საქმეებს აღასრულებს [ვინ უფრო მეტად არის ალლაჰისადმი ერთგული და მორჩილი]. და იგია ძლევამოსილი, მპატიებელი!
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
რომელმაც შვიდი ცა შექმნა რიგებად (ერთმანეთის ზემოთ). შენ, (ო, ადამიანო), მოწყალე ალლაჰის ქმნილებაში ვერავითარ შეუსაბამობას ვერ დაინახავ. მაშ, კვლავ მიაპყარი შენი მზერა (თუ ეჭვი გაქვს): ხედავ თუ არა რაიმე ბზარს [ნაკლოვანებას]?
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
შემდეგ (ო, ადამიანო) კიდევ ორჯერ მიმართე შენი მზერა; და შენი მზერა შენთან დაბრუნდება დამცირებული და დაღლილი, (რადგან ვერ შეძლებს რაიმე ხარვეზის პოვნას ალლაჰის ქმნილებაში).
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და ჩვენ უახლოესი ცა ლამპრებით დავამშვენეთ და ისინი (ვარსკვლავები) გავხადეთ ეშმაკთა დასასჯელ დამწვავ შუქებად (იმ ეშმაკებისთვის, რომლებიც ანგელოზთა საუბრებს უსმენენ), და მოვამზადეთ მათთვის ჯოჯოხეთის სასჯელი.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
ხოლო მათთვის, რომელთაც უარყვეს თავიანთი უფალი, ჯოჯოხეთის სასჯელია. და რა საზარელი სამყოფელია იგი.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
როცა მათ (ამ ურწმუნოებს) მასში — (ჯოჯოხეთში) ჩააგდებენ, ისინი ისმენენ მის (ბოროტ, მძვინვარე) ღრიალს, და ის დუღს (ცეცხლით, როგორც ქვაბი).
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ბრაზისგან ლამის გასკდეს. ყოველთვის, როცა მასში ჯგუფს ჩააგდებენ, მისი (ჯოჯოხეთის) მცველები ჰკითხავენ მათ: «განა არ მოგივიდათ შემგონებელი?»
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
იტყვიან: «დიახ! ჩვენთან მოვიდა შემგონებელი, მაგრამ ჩვენ იგი ცრუდ მივიჩნიეთ და ვთქვით: ალლაჰს არაფერი მოუვლენია. თქვენ მხოლოდ დიდ ცდომილებაში ხართ!»
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და იტყვიან: «რომ გვესმინა ან გვეფიქრა, არ ვიქნებოდით ჯოჯოხეთის ცეცხლის ბინადართა შორის».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და მათ აღიარეს თავიანთი ცოდვა (ურწმუნოება); შორს იქნენ (ალლაჰის მოწყალებისგან), ჯოჯოხეთის მკვიდრნი!
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
ჭეშმარიტად, მათ, ვისაც თავიანთი უფლის ეშინიათ დაფარულში, მათთვისაა შენდობა და დიდი საზღაური.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი ნათქვამი, ან ხმამაღლა თქვით, ჭეშმარიტად, ის (მაინც) გულებში დაფარულის მცოდნეა.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
ნუთუ არ იცის მან, ვინც (ყველა და მათი საქმეები) შექმნა, მაშინ როდესაც იგი ლმობიერი, ყოვლისმცოდნეა?
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
იგია, რომელმაც თქვენთვის დამყოლი გახადა მიწა. იარეთ მის მხარეებში და ჭამეთ მისი (ალლაჰის) სარჩოდან. და მისკენაა აღსდგომა.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ნუთუ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს მისგან, ვინც ცაზეა [ალლაჰისგან], რომ არ ჩაგიტანოთ მიწაში? და აი, იგი — მიწა — ირყევა [განა უკვე არ იძვრის?!].
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
ან იქნებ უსაფრთხოდ გრძნობთ თავს მისგან, ვინც ცაზეა [ალლაჰისგან], რომ არ გამოგიგზავნოთ ქარიშხალი (ქვების მომტანი)? მაშინ შეიცნობთ თქვენ (ო, ურწმუნოებო), როცა სასჯელს იხილავთ, როგორი იყო ჩემი გაფრთხილება.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და უარყვეს მათზე უწინარეს მყოფებმაც, და როგორი იყო ჩემი რისხვა!
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ნუთუ ისინი (ურწმუნოები) ვერ ხედავენ თავიანთ ზემოთ მფრინავ ფრინველებს, რომლებიც (ფრენისას) შლიან ფრთებს და შემდეგ კეცავენ? ვერავინ აკავებს მათ (ჰაერში), გარდა მოწყალისა. ჭეშმარიტად, ის ყოველივე არსებულს ხედავს!
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ან ვინ არის ის, ვინც თქვენთვის ჯარია და ვინც დაგეხმარებათ (ჯოჯოხეთის სასჯელის თავიდან აცილებაში), გარდა მოწყალესი? ჭეშმარიტად, ურწმუნოები (რომლებსაც ჰგონიათ, თითქოს მათი კერპები დაეხმარებიან) მხოლოდ ცდომილებაში არიან!
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
ან ვინ არის ის, ვინც სარჩოს მოგცემთ, თუკი იგი [ალლაჰი] შეწყვეტს თავისი სარჩოს ბოძებას (თქვენთვის)? მაგრამ ისინი (ურწმუნოები) ჩაძირულნი არიან დაუმორჩილებლობაშ და ჭეშმარიტებისგან განდგომაში.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
აბა, ის, ვინც პირქვე დამხობილი დადის (ანუ მრავალღმერთიანი), უფრო სწორ გზაზეა, თუ ის, ვინც გამართულად დადის (ერთღმერთიანი) სწორ გზაზე?!
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
თქვი: «იგია, რომელმაც გაგაჩინათ თქვენ და დაგიწესათ სმენა, მხედველობა და გულები. რაოდენ მცირედს მადლობთ!»
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
თქვი: «იგია (ალლაჰი), რომელმაც გაგამრავლათ დედამიწაზე (და არა სხვა ცრუ ღმერთები) და მასთან იქნებით შეკრებილნი».
ﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
და ისინი (რომელთაც არ სწამთ განკითხვის დღის) ამბობენ: «როდის იქნება ეს აღთქმა, თუ თქვენ მართალნი ხართ?»
ﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞ
თქვი: «(აღდგომის დღის ზუსტი დრო და) ცოდნა მხოლოდ ალლაჰთანაა და მე მხოლოდ ცხადი გამფრთხილებელი ვარ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და როცა ისინი (ურწმუნოები) მას — [ალლაჰის სასჯელს] — ახლოდან დაინახავენ, დამახინჯდება (დამცირებისგან და შიშისგან) იმათი სახეები, ვინც ურწმუნოები გახდნენ, და ეთქმებათ მათ: «ეს არის ის (სასჯელი), რასაც თქვენ (მიწიერ ცხოვრებაში) ითხოვდით (დასაცინად)!»
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
უთხარი: «როგორ ფიქრობთ, თუ ალლაჰი მომსპობს მე და ვინც ჩემთანაა, ან შეგვიწყალებს, მაშ ვინ დაიცავს ურწმუნოებს (განკითხვის დღეს) მწარე სასჯელისგან?»
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
თქვი: «იგია მოწყალეა (რომელიც გიხმობთ რომ მხოლოდ მას სცეთ თაყვანი), ჩვენ ვირწმუნეთ იგი და მასზე ვართ მინდობილნი. და მალე გაიგებთ, ვინ არის აშკარა ცდომილებაში».
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
უთხარი (ო, მოციქულო) მრავალღმერთიანებს: «დაფიქრებულხართ თუ არა იმაზე, რომ თუ თქვენი წყალი (რომელსაც სვამთ) მიწის სიღრმეში ჩაიძირება, ვინ მოგცემთ თქვენ წყაროს წყალს (ალლაჰის გარდა)?»
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







