სურა ალ-ქასასი
PDF —
88 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ქასასი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ქასასი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ქასასი თარგმანი. ალ-ქასასი (Meccan) 88 აია.



სურა ალ-ქასასი
88 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮝﮞ
ტა სიინ მიიმ
ﮟﮠﮡﮢﮣ
ეს არის აიათები განმარტებული წიგნიდან [ყურანიდან].
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
ჩვენ მოგიყვებით შენ [ო, მუჰამმად] მუსას და ფარაონის ამბავს ჭეშმარიტად [ისე, თითქოს თავად ყოფილიყავი ამ ისტორიის მოწმე] იმ ადამიანებისთვის, რომელთაც სწამთ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
ჭეშმარიტად, ფარაონი თავის ქვეყანაში [ეგვიპტეში] გაამპარტავანდა [გახდა დესპოტი] და თავისი ხალხი ჯგუფებად დაყო, [და ამას აკეთებდა] მათი ერთი ნაწილის დასუსტებისთვის [დამცირებისთვის]. ის კლავდა მათ ვაჟებს და ცოცხალს ტოვებდა მათ ქალებს. უეჭველად, ის არეულობის მთესველთაგანი იყო.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ჩვენ ვინდომეთ წყალობა მოგვეცა მათთვის, ვინც დამცირებული იყო მიწაზე [ეგვიპტეში] [ისრაელის შვილები], რომ გაგვეხადა ისინი წინამძღვრებად და მემკვიდრეებად [შამის მიწაზე] [ფარაონისა და მისი ხალხის დაღუპვის შემდეგ],
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და [ჩვენ ვინდომეთ] დაგვემკვიდრებინა ისინი მიწაზე [მიგვეცა მათთვის ძალაუფლება] და გვეჩვენებინა ფარაონისთვის, ჰამანისთვის და მათი ჯარისთვის ის, რასაც ისინი შიშობდნენ მათგან.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
და ჩვენ შთავაგონეთ მუსას დედას [როცა ის დაიბადა]: «(მშვიდად) აწოვე მას [შენს შვილს] ძუძუ, ხოლო როცა შეგეშინდება მის გამო [რომ შეიძლება ფარაონის ხალხმა მოკლას], მაშინ [ჩადე ის კიდობანში და] ჩააგდე ის წყალში [ნილოსში] და არ შეგეშინდეს, და არ დამწუხრდე! უეჭველად, ჩვენ დაგიბრუნებთ მას და ვჰქმით მას ერთ-ერთ მოციქულთაგან.
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და აიყვანა იგი [მუსა] ფარაონის ხალხმა (რომელიც მას გადააწყდა), რათა იგი [მუსა] საბოლოოდ მათთვის მტრად და მწუხარებად ქცეულიყო. ჭეშმარიტად, ფარაონი, ჰამანი და მათი ორივეს ლაშქრები ცოდვილები [მრავალღმერთიანები] იყვნენ!
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და ფარაონის ცოლმა უთხრა [ფარაონს]: «[ეს ბავშვი იქნება] თვალთა ნუგეში ჩემთვის და შენთვის! ნუ მოკლავ მას; იქნებ მოგვიტანოს სიკეთე, ან შვილად მივიღოთ იგი». ხოლო ისინი [ფარაონი და მისი ხალხი] ვერც კი გრძნობდნენ [რომ სწორედ ის გახდებოდა მათი დაღუპვის მიზეზი].
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და მუსას დედის გული გახდა ცარიელი [აღარაფერზე ფიქრობდა ამ სამყაროში, გარდა თავისი შვილისა]. ლამის იყო გაემხილა ეს [რომ ეს მისი შვილი იყო], რომ არა ჩვენ მიერ მისი გულის განმტკიცება, რათა ყოფილიყო მორწმუნეთაგან.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
[მუსას დედამ] უთხრა მის [მუსას] დას [როცა კიდობანი მდინარეში გაუშვა]: «გაჰყევი მას [რომ გაიგო, რა მოუვა]!» და მან შორიდან უთვალთვალა, ხოლო მათ [ფარაონის ხალხმა] ვერც კი შეამჩნიეს [რომ ის მისი და იყო, და ამის გამო უთვალთვალებდა მას].
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
და ჩვენ ავუკრძალეთ მას [მუსას] ძიძები [ისე მოვაწყვეთ, რომ მუსა არც ერთი ძიძის ძუძუს არ წოვდა] მანამდე [დედასთან დაბრუნებამდე]. და თქვა მან [მუსას დამ]: «ხომ არ მიგითითოთ ერთი სახლის მცხოვრებლებზე [ერთ ოჯახზე], რომლებიც იზრუნებენ მასზე თქვენთვის, და ისინი მის მიმართ კეთილგანწყობილნი (იქნებიან)?»
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
და ჩვენ დავაბრუნეთ იგი [მუსა] მის დედასთან, რათა მისი თვალები ნუგეშით აღვსებულიყო და არ დამწუხრებულიყო, რათა სცოდნოდა [მუსას დედას], რომ ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა, თუმცა მათმა უმეტესობამ არ იცის.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და როცა [მუსამ] ზრდასრულობას მიაღწია და სრული გახდა [გონებრივად და ფიზიკურად], ჩვენ ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა [რათა სცოდნოდა ალლაჰის კანონის წესები ისრაელთა სარწმუნოებაში]. და ამგვარად ვაჯილდოვებთ კეთილის მქმნელთ.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და შევიდა [მუსა] [ფარულად] ქალაქში, როცა მისი მცხოვრებნი უყურადღებოდ იყვნენ და ნახა იქ ორი კაცი ერთმანეთს ეჩხუბებოდა, ეს ერთი მისი მომხრეთაგანი იყო, მეორე კი - მისი მტრების რიგებიდან. მისმა მომხრეთაგანმა დახმარება სთხოვა მისი მტრის წინააღმდეგ. მუსამ დაარტყა მას და მოკლა. თქვა: «ეს ეშმაკის საქმეთაგანია; ჭეშმარიტად, იგი ცხადი გზის ამბნევი მტერია ».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
თქვა [მუსამ]: «უფალო ჩემო, უსამართლოდ მოვექეცი საკუთარ თავს. მაპატიე მე». და [ალლაჰმაც] აპატია [მუსას]. რადგან იგი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
(შემდეგ) (მუსამ) თქვა: «უფალო ჩემო, იმისთვის, რომ შენ სიკეთე მიბოძე, მე არასოდეს ვიქნები ამბოხებულთა დამხმარე».
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
და მეორე დილით იგი [მუსა] (კვლავ) აღმოჩნდა ქალაქში (სადაც მან მკვლელობა ჩაიდინა), შეშინებული და სიფრთხილეს იჩენდა [უსმენდა, რას ლაპარაკობდნენ ადამიანები გუშინდელი მკვლელობის შესახებ]. უეცრად (მუსამ დაინახა, რომ) ის [მისი თანამოძმე], რომელმაც გუშინ (როდესაც ერთ ადამიანს ებრძოდა) დახმარებისთვის მოუხმო, (დღეს უკვე სხვა ადამიანთან ჩხუბობდა) და კვლავ მას (დახმარებისთვის) უხმობდა. (და) უთხრა მას მუსამ: «ჭეშმარიტად, შენ აშკარად გზააბნეული ხარ».
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და როცა [მუსამ] ისურვა დაერტყა [ძლიერად] მისთვის რომელიც იყო მათი მტერი, უთხრა [მტერმა]: «ჰეი მუსა, ნუთუ გსურს, მეც ისევე მომკლა, როგორც ის მოკალი გუშინ? ეგებ გსურს, რომ იყო ტირანი [უსამართლო] ქვეყანაზე, და არ გსურს, რომ იყო შემრიგებელთაგანი».
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
მოვიდა [ერთი] [მორწმუნე] კაცი [რომელიც მალავდა თავის რწმენას და იყო ფარაონის ხალხიდან] [რომელსაც მუსა იცნობდა] ქალაქის [შორეული] გარეუბნიდან აჩქარებული, და უთხრა: «ო, მუსა! უეჭველად, დიდებულები [ფარაონის ხალხიდან] განიხილავენ შენზე, რომ მოგკლან [იმ მკვლელობის გამო, რაც ჩაიდინე]. გადი [ამ ქვეყნიდან] რადგან ჭეშმარიტად, მე შენთვის კარგის მრჩეველი ვარ».
ﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓ
და იგი [მუსა] გამოვიდა იქიდან [ფარაონის ქვეყნიდან] შიშითა და სიფრთხილით [იხედებოდა, ხომ არ მისდევდნენ]. [მუსამ] თქვა: «უფალო, გადამარჩინე ბოროტმოქმედი ხალხისაგან».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და როცა იგი [მუსა] გაემართა მადიანის მიმართულებით, თქვა: «იქნება, ჩემმა უფალმა სწორ გზაზე მატაროს».
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და როცა მივიდა [მუსა] მადიანის წყაროსთან, დაინახა ხალხის ბრბო, რომლებიც საქონელს წყალს ასმევდნენ. და მათგან ოდნავ მოშორებით დაინახა ორი ქალი, რომლებიც თავიანთ პირუტყვს აკავებდნენ [წყლისკენ არ უშვებდნენ]. [მუსამ] უთხრა ამ ორ ქალს: «რა გაგჭირვებიათ?» მიუგეს: «ჩვენ არ ვასმევთ [პირუტყვს], სანამ მწყემსები არ წაიყვანენ [თავიანთ საქონელს], ხოლო ჩვენი მამა ხანდაზმული მოხუცია».
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და [მუსამ] დაურწყულა მათ [საქონელი], შემდეგ ხის ჩრდილს მიაშურა და [ძალიან მშიერმა] თქვა: «უფალო ჩემო, მე მჭირდება ის სიკეთე [საჭმელი], რომელსაც შენ მომივლენ».
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და მოვიდა მასთან ერთ-ერთი [იმ ორი ქალიდან], მორიდებით და უთხრა: «უეჭველად, მამაჩემი გეძახის, რათა მოგაგოს ჯილდო იმისთვის, რომ ჩვენი პირუტყვი დაარწყულე». და როცა იგი მივიდა მასთან [მათ მამასთან] და უამბო თავისი ისტორია, მან უთხრა: «ნუ გეშინია, შენ თავს დააღწიე იმ ხალხისგან, რომლებიც უსამართლონი არიან».
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
მათგან ერთ-ერთმა თქვა: «მამაჩემო, დაიქირავე იგი [მუსა], რადგან ყველაზე საუკეთესო იმათთგან, ვისაც დაიქირავებ, არის ძლიერი [რომელსაც შეუძლია პირუტყვის დაცვა] და სანდო [ვისაც შეიძლება თამამად ენდო]».
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
[მათმა მამამ] უთხრა [მუსას]: «ჭეშმმარიტად, მინდა, რომ ჩემს ორ ქალთაგან ერთ-ერთი შეგრთო იმ [პირობით], რომ შენ ჯამაგირობას გამიწევ [პირუტყვის მწყემსად] რვა წელს. ხოლო თუ ათ წელს შეასრულებ, ეს [იქნება] შენს მიერ გამოჩენილი [სიკეთე]. და მე არ მსურს გაგიძნელო, შენ მნახავ თუ ალლაჰი ინებებს, მართალთაგანს».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
მან [მუსამ] თქვა: «ეს ჩემსა და შენს შორის იყოს, ამ ორ ვადათაგან, რომელსაც შევასრულებ [რვა თუ ათი წელი], არ [უნდა იყოს] ჩემზე ზეწოლა [არ მომთხოვო მეტი], და ალლაჰი არის თავმდები [მოწმე და მცველი] იმისა, რასაც ვამბობთ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და მას შემდეგ, რაც მუსამ დაასრულა [მწყემსად მუშაობის] ვადა [ათი წელი] და გაემგზავრა [მადიანიდან ეგვიპტეში] თავის ოჯახთან ერთად, მან ტურის მთის მხრიდან შენიშნა ცეცხლი. მან უთხრა თავის ოჯახს: «დარჩით აქ, უეჭველად, დავინახე ცეცხლი. იქნებ იქიდან მოგიტანოთ რაიმე ამბავი, ან ანთებული ნაკვერჩხალი [კოცონის გასაჩაღებლად], ეგების გათბეთ».
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და როდესაც იგი [მუსა] მიუახლოვდა მას [ცეცხლს], მას მიმართა (ალლაჰის) ძახილმა ხეობის მარჯვენა მხრიდან, კურთხეულ ჭალაში, ხის მხრიდან: «ო, მუსა! ჭეშმარიტად, მე ვარ ალლაჰი, სამყაროთა უფალი!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და დააგდე შენი კვერთხი (რომელიც მარჯვენა ხელში გიჭირავს)!» და როდესაც მან [მუსამ] დაინახა, რომ იგი [მისი კვერთხი] იკლაკნებოდა, თითქოს გველი იყო, შებრუნდა, რათა გაქცეულიყო, და (შიშისგან) უკანაც კი არ მოუხედავს. (და უთხრა მას მისმა უფალმა): «ო, მუსა! მოდი [დაბრუნდი იმ ადგილას, სადაც თავიდან იდექი] და ნუ გეშინია (შენ ზიანი არ მოგადგება), რადგან, ჭეშმარიტად, შენ უსაფრთხოდ მყოფთა შორის ხარ!
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ჩაიდე (ო, მუსა) შენი ხელი უბეში, (და) ის გამოვა თეთრი (როგორც თოვლი), ყოველგვარი ზიანის გარეშე, და მიიკარი შენი ფრთა [შენი ხელი] შენთან (შიშისგან გასათავისუფლებლად). ეს არის ორი მტკიცებულება შენი უფლისგან ფარაონისა და მისი დიდებულების მიმართ, — ჭეშმარიტად, ისინი ურჩი [ურწმუნო] ხალხი არიან».
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
[მუსამ] თქვა: «უფალო ჩემო, მე მათგან [ფარაონის ხალხიდან] ერთი ადამიანი მოვკალი და ამიტომ მეშინია, რომ [თუ მათთან წავალ] ისინი მომკლავენ.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და ჩემი ძმა, ჰარუნი, ჩემზე უკეთ მეტყველია, ამიტომ გამოგზავნე იგი ჩემს დამხმარედ, რათა მან დაადასტუროს ჩემი სიმართლე [და აუხსნას მათ ის, რითაც მე ვამხილებ მათ]. ჭეშმარიტად, მეშინია, რომ ისინი უარმყოფენ მე [და არ დამიჯერებენ] [რომ მე მათთან ალლაჰისგან ვარ მოვლინებული]».
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
და თქვა (ალლაჰმა): «ჩვენ გავაძლიერებთ შენს ხელს [მოგცემთ მხარდაჭერას] შენი ძმის (ჰარუნის) მეშვეობით და მოგცემთ თქვენ ორს მტკიცებულებას, ისე რომ ისინი თქვენამდე ვერ მოაღწევენ. ჩვენი აიათებით (ნიშნებით) თქვენ (ორივე) (ო, მუსა და ჰარუნ) და ისინი, ვინც თქვენ ორს გაჰყვებიან, გამარჯვებულები იქნებით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
და როცა მივიდა მუსა მათთან ჩვენი ცხადი სასწაულებით, მათ თქვეს: «ეს მხოლოდ გამოგონილი ჯადოქრობაა. არაფერი გვსმენია ამის შესახებ ჩვენი წინაპრებისგან».
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
მუსამ უთხრა: «ჩემი უფალი უკეთ იცნობს იმათ, ვინც თქვენ მისგან მოგიტანათ ჭეშმარიტი გზა. და იმას, ვისაც ექნება საზღაურად მარადიული სამკვიდრო. ჭეშმარიტად, უსამართლონი [ურწმუნონი] ვერ მოიპოვებენ წარმატებას».
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
ფარაონმა უთხრა «ო, დიდებულნო, მე არ ვიცი თქვენთვის სხვა ღვთაება ჩემს გარდა. ჰეი, ჰამან! დაანთე ჩემთვის ცეცხლი თიხაზე და ამიგე კოშკი, რათა ეგების დავინახო მუსას ღმერთი, თუმცაღა ვფიქრობ, რომ იგი [მუსა] მატყუართაგანია».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
და (ქედმაღლურად) გაამაყდა იგი [ფარაონი] და მისი ლაშქრები დედამიწაზე ყოველგვარი (ამის) უფლების გარეშე და ფიქრობდნენ, რომ ისინი ჩვენთან არ იქნებოდნენ დაბრუნებულნი (სიკვდილის შემდეგ).
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
შევიპყარით ის [ფარაონი] და მისი ჯარი, და ჩავყარეთ ისინი ზღვაში და შეხედე, როგორი იყო უსამართლოთა აღსასრული.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
და გავხადეთ ისინი [ფარაონი და მისი ხალხი] წინამძღოლებად, რომლებიც (თავიანთი საქმეებით) (სხვებს) ცეცხლისკენ მოუწოდებენ, და აღდგომის დღეს მათ დახმარება არ გაეწევათ.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და ვჰქმენით ისე, რომ ამქვეყნად მათ [ფარაონს და მის ხალხს] თან სდევს წყევლა [სასჯელი და დამცირება], ხოლო აღდგომის დღეს ისინი შერცხვენილთაგან იქნებიან.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და ვფიცავ, ვუბოძეთ მუსას წიგნი [თორა] იმის შემდგომ, რაც დავღუპეთ პირველი თაობები, როგორც ნათელი გზა ხალხისთვის, [ასევე] როგორც მართალი გზამკვლევი და მოწყალება, რათა მათ გაიხსენონ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და შენ [ო, მუჰამმად] არ ყოფილხარ [იმ] მთის დასავლეთ მხარეს, როცა ჩვენ გადავწყვიტეთ მუსას საქმე [როცა ალლაჰმა გადაწყვიტა მისი გაგზავნა ფარაონისა და მისი ხალხისაკენ როგორც მოციქული], და არ ყოფილხარ ამის დამსწრეთაგანი.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
მაგრამ ჩვენ აღვზარდეთ [შევქმენით] (სხვა) თაობები (წინასწარმეტყველ მუსას შემდეგ), და ხანგრძლივი იყო მათთვის ცხოვრება [გავიდა დიდი დრო და თაობები შეიცვალა] (ისე, რომ მათ დაივიწყეს აღთქმა, რომელიც ალლაჰთან დადეს). და შენ (ო, მუჰამმად) არ იყავი მადიანის მცხოვრებთა შორის, როცა უკითხავდი მათ ჩვენს აიათებს, მაგრამ ჩვენ ვიყავით მომვლინებელნი.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და შენ (ო, მოციქულო) არ იყავი ტურის (მთის) მხარეს, როდესაც ჩვენ მოვუხმეთ (მუსას), მაგრამ (ჩვენ გაცნობეთ ეს და გამოგგზავნეთ) — წყალობით შენი უფლისგან, რათა შეაგონო ხალხი, რომელთანაც შენამდე არ მოსულა შემგონებელი [მოციქული], რათა მათ გაიხსენონ.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
და რომ არა (ის, რომ) (ჩვენ) გამოგგზავნეთ შენ მოციქულად, მაშინ, როცა მათ [ურწმუნოებს] უბედურება დაატყდებოდათ თავს იმის გამო, რაც მათმა ხელებმა მოიმზადეს, ისინი იტყოდნენ: «უფალო ჩვენო, ნეტავ გამოგეგზავნა ჩვენთან მოციქული, და ჩვენ გავყვებოდით შენს აიათებს და ვიქნებოდით მორწმუნენი!»
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
და როდესაც მათთან მოვიდა ჭეშმარიტება ჩვენგან, მათ [მექქელმა ურწმუნოებმა] თქვეს: «რატომ არ მიეცა მას [მუჰამმადს] ისეთი, როგორიც მიეცა (წინასწარმეტყველ) მუსას?» ნუთუ მათ [ურწმუნოებმა] არ უარყვეს ის, რაც ადრე მიეცა მუსას? მათ თქვეს: «(ეს [თორა და ყურანი]) — ორი ჯადოქრობაა, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან!» და თქვეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ არც ერთ მათგანს არ ვირწმუნებთ».
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
უთხარი [ო, შუამავალო]: «მოიტანეთ ალლაჰისგან წიგნი, რომელიც უფრო ჭეშმარიტი იქნებოდა [სახელმძღვანელოდ], ვიდრე ეს ორი [თორა და ყურანი], და მე მას მივყვები, თუ მართალს ამბობთ!»
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
თუ ისინი არ გიპასუხებენ [ო, შუამავალო], მაშინ იცოდე, რომ [მათ აღარ დარჩათ არანაირი მტკიცებულება და] ისინი მხოლოდ თავიანთ ახირებებს მისდევენ. და ვინ არის იმაზე უფრო გზააბნეული, ვიდრე ის, ვინც მისდევს თავის ახირებას ალლაჰის ხელმძღვანელობის გარეშე? ჭეშმარიტად, ალლაჰი არ უხელმძღვანელებს [ჭეშმარიტებისაკენ] უსამართლო ხალხს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
და ვფიცავ, ჩვენ მივიტანეთ მათთან სიტყვა, ეგების მათ შეიგნონ.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
რომელთაც ვუბოძეთ წიგნი მანამდე [ყურანამდე], მათ იგი [ყურანი] სწამთ.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და როცა მათ ეკითხებათ [ყურანი], ამბობენ: «ვირწმუნეთ ეს [ყურანი]! ჭეშმარიტად, იგია ჭეშმარიტება ჩვენი უფლისგან. ჩვენ უწინაც მორჩილნი [ერთღმერთიანნი] ვიყავით».
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
ასეთებს მიეცემათ მათი ჯილდო ორმაგად, იმისთვის, რომ მოთმინებას იჩენდნენ [და ჭეშმარიტებას მისდევდნენ]. და ისინი სიკეთით იგერიებენ ბოროტებას და იმიდან, რაც ჩვენ მივანიჭეთ მათ, ხარჯავენ.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
და როცა გაიგონებენ ფუჭსიტყვაობას, ზურგს იქცევენ მისგან და ამბობენ: «ჩვენ, ჩვენი საქმეები გვაქვს, თქვენ თქვენი საქმეები. მშვიდობა თქვენდა! ჩვენ არაფერი გვესაქმება უმეცრებთან».
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
ჭეშმარიტად, შენ [ო, შუამავალო] ვერ დაადგენ სწორ გზაზე იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს. და მან უკეთ იცის ისინი, ვინც სწორ გზას მისდევს.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
და (მექქელმა მრავალღმერთიანებმა) თქვეს: «თუ ჩვენ შენთან ერთად გავყვებით (ჭეშმარიტ) ხელმძღვანელობას (ო, მუჰამმად) [რწმენას, რომლითაც შენ მოხვედი] (და უარს ვიტყვით ჩვენს კერპებზე), (მაშინ ჩვენ) გამოგვაგდებენ [სხვა არაბები გამოგვაძევებენ] ჩვენი მიწიდან [მექქიდან]». განა ჩვენ არ დავადგინეთ მათთვის (ეს ქალაქი) [მექქა] წმინდა ადგილად (სადაც სისხლის დაღვრა აკრძალულია) და უსაფრთხოდ (იქ მყოფთათვის); იკრიბება მასთან ყოველგვარი ნაყოფი, როგორც საზრდო ჩვენგან. მაგრამ მათმა უმრავლესობამ არ იცის.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
და რამდენი სოფელი დავღუპეთ, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით ამაყობდნენ! და აი — მათი საცხოვრებლები, (რომლებშიც) მათ შემდეგ (არავინ) ცხოვრობდა, გარდა მცირერიცხოვანი (ადამიანებისა) [მგზავრებისა]. და ჩვენ ვართ (ყოველივეს) მემკვიდრენი.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და არ არის შენი უფალი ისეთი, რომ დაღუპოს სოფლები [მათი მცხოვრებნი], სანამ არ წარგზავნიდა მათთან მოციქულს, რომელიც წაუკითხავს მათ ჩვენს სასწაულებს და ჩვენ არ ვართ ისეთნი, რომ დავღუპოთ სოფლები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათი მცხოვრებნი იყვნენ უსამართლონი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
[ყველაფერი] რაც თქვენ მოგეცათ, ეს არის ამქვეყნიური ცხოვრების წილი და მისი მორთულობა. ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა უკეთესია და უფრო ხანგრძლივი [სამოთხე], ნუთუ არ დაფიქრდებით?
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
ნუთუ ის, ვისაც ჩვენ მივეცით მშვენიერი აღთქმა და რომელიც შეხვდება მას [იმას, რაც მას აღუთქვეს], ჰგავს იმას, ვისაც ჩვენ ვუბოძეთ ამქვეყნიური ცხოვრების წარმავალი სიკეთენი, (და რომელიც) შემდეგ აღდგომის დღეს მიყვანილთა (ჯოჯოხეთისკენ) შორის იქნება?
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და იმ დღეს, როდესაც ის [ალლაჰი] მოუხმობს მათ და იტყვის: «სად არიან ჩემი თანამოზიარენი [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც თქვენ მე გამითანაბრეთ], რომელთა შესახებაც თქვენ ამტკიცებდით (რომ ისინი თაყვანისცემის ღირსნი იყვნენ)?»
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
იტყვიან ისინი, ვის თავზედაც აღსრულდა [ალლაჰის] სიტყვა: «უფალო ჩვენო, ესენი არიან, რომელნიც ვაცდუნეთ ისე, როგორც ჩვენ შევცდით. ჩვენ უარს ვამბობთ მათზე შენს წინაშე. ისინი ჩვენ არ გვეთაყვანებოდნენ [არამედ ეთაყვანებოდნენ ეშმაკს]».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და ეთქმებათ: «მოუხმეთ თქვენს თანაზიართ», და ისინი მოუხმობენ მათ [ცრუ ღვთაებებს], მაგრამ ისინი არ უპასუხებენ მათ და ნახავენ სასჯელს, [ინატრებენ] ნეტავ მათ ევლოთ ჭეშმარიტი გზით.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც იგი [ალლაჰი] მიმართავს მათ, და ეტყვის: «რა უპასუხეთ მოციქულებს?»
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და დაიბნელება მათ წინაშე [დაიფარება მათთვის] ყოველგვარი ამბავი [გამართლება და არგუმენტები] იმ დღეს, და ისინი აღარ დაეკითხებიან ერთმანეთს.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
ხოლო რაც შეეხება მათ [მრავალღმერთიანთაგან], ვინც მოინანია, ირწმუნა და სიკეთე აკეთა, ეგებ იყოს ნეტართაგანი [ამ ქვეყნადაც და საიქიოშიც].
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
და შენი იფალი ქმნის, რასაც ინებებს და ირჩევს. მათ კი არჩევანი არ გააჩნიათ [მისი ნების საწინააღმდეგოდ], ქება დიდება ალლაჰს, წმინდაა ალლაჰი და უზენაესი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და შენმა უფალმა იცის, რასაც მალავენ მათი მკერდები და რასაც ამჟღავნებენ [ასრულებენ ნათლად].
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და იგია ალლაჰი. არ არის სხვა ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი] გარდა მისი! მას ეკუთვნის [ყოველი] ქება, როგორც პირველ, ასევე უკანასკნელ [ცხოვრებაში], მას ეკუთვნის გადაწყვეტილება და მისკენ იქნებით დაბრუნებულნი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
უთხარი (ო, მოციქულო): «დაფიქრებულხართ თუ არა (ო, ადამიანებო), რომ თუ ალლაჰი თქვენზე ღამეს მუდმივად გააგრძელებს აღდგომის დღემდე, რომელი ღმერთი [რომელი ღვთაება], ალლაჰის გარდა, მოგიტანთ სინათლეს? ნუთუ არ გესმით?»
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
უთხარი (ო, მოციქულო): «დაფიქრებულხართ თუ არა (ო, ადამიანებო), რომ თუ ალლაჰი თქვენზე დღეს მუდმივად გააგრძელებს აღდგომის დღემდე, რომელი ღმერთი [რომელი ღვთაება], ალლაჰის გარდა, მოგიტანთ ღამეს, რათა მასში დაისვენოთ? ნუთუ ვერ ხედავთ?
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და მისი წყალობიდან არის ის, რომ მან თქვენთვის დაადგინა ღამე და დღე, რათა (ღამით) დაისვენოთ და რათა (დღისით) მოიპოვოთ (საზრდო) მისი სიუხვიდან, და რათა ეგების მადლიერნი იყოთ (ალლაჰისა)!»
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და იმ დღეს, როდესაც იგი [ალლაჰი] მიმართავს მათ [მრავალღმერთიანებს] და ეტყვის: «სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომელთა შესახებაც თქვენ ამტკიცებდით?»
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
და [განკითხვის დღეს] გამოვყოფთ ყოველი თემიდან ერთ მოწმეს [ალლაჰის შუამავალს] და ვეტყვით [ურწმუნოებს]: «მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება», და გაიგებენ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰს ეკუთვნის. და გაქრება მათგან ის, რასაც ისინი იგონებდნენ.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
ჭეშმარიტად, ყარუნი იყო მუსას ხალხიდან და ბოროტად ექცეოდა მათ. ჩვენ კი ვუბოძეთ მას იმდენი განძი, რომ მათი გასაღებებიც კი ემძიმებოდა რამდენიმე ღონიერ კაცს. და უთხრა მას მისმა ხალხმა: «ნუ აღტაცდები [ნუ ხარ ამპარტავნულად გახარებული]! რადგან ალლაჰს არ უყვარს აღტაცებულნი [ისინი, ვინც ამაყობენ იმით, რაც ალლაჰმა მათ მისცა].
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
იმით, რაც ალლაჰმა გიბოძა, ისწრაფე საიქიო სამყოფელისკენ, და არ დაივიწყო შენი წილი ამქვეყნად [ისარგებლე ნებადართული ქონებით და ნუ იქნები მფლანგველი]. სიკეთე აკეთე, როგორც კეთილი გიყო ალლაჰმა, და ნუ გაავრცელებ ქვეყნად უკეთურებას, რადგან ალლაჰს არ უყვარს არეულობის მთესველნი».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ყარუნმა უთხრა [იმ ადამიანებს]: «ის, რაც მე მომენიჭა [ჩემი მთელი სიმდიდრე], არის ჩემი ცოდნის წყალობით», განა არ იცოდა [ყარუნმა], რომ ალლაჰმა დაღუპა მასზე უწინ თაობები, ვინც მასზე უფრო მტკიცე იყო ძალითა და უფრო მრავალრიცხოვანნი? მეამბოხეებს კი არ ჰკითხავენ მათი ცოდვების შესახებ.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და [ყარუნი] გამოვიდა თავისი ხალხის წინაშე სამკაულებით, და თქვეს იმათ, ვისაც სურდა ამქვეყნიური ცხოვრება: «ნეტავ ჩვენც გვქონოდა მსგავსი იმისა, რაც ყარუნს ჰბოძებია. ჭეშმარიტად, იგი [ყარუნი] ნამდვილად დიდი წილის მფლობელია!»
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და თქვეს იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა [ცოდნა ალლაჰის შესახებ და მისი შარიათის შესახებ]: «ვაი თქვენ, ალლაჰის ჯილდო უმჯობესია იმისთვის, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. და ეს [დარიგება] მხოლოდ მოთმინების მქონეთ მიეცემათ».
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
და ვაიძულეთ მიწა, შთაენთქა იგი [ყარუნი] და მისი საცხოვრებელი. და არ აღმოაჩნდა მას არავითარი ჯგუფი, რომელიც ალლაჰის ნაცვლად დაეხმარებოდა. და (თვითონაც) ვერ შეძლო საკუთარი თავის დახმარება (როდესაც ალლაჰის სასჯელი დაატყდა თავს).
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და მეორე დილით ისინი, რომლებიც გუშინ მის [ყარუნის] მდგომარეობას ნატრობდნენ, ამბობდნენ: «ო, მართლაც, ალლაჰი აფართოებს საზრდოს, ვისაც ინებებს თავისი მსახურებიდან, და უზღუდავს (საზრდოს) (ვისაც ინებებს). ალლაჰს რომ არ შევეწყალებინეთ, უეჭველად (მიწა) ჩვენც ჩაგვყლაპავდა. ჭეშმარიტად, ურწმუნოები ვერ მიაღწევენ წარმატებას».
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
აი, ეს არის მარადიული სამყოფელი [სამოთხე], რომელსაც ჩვენ ვაძლევთ მათ, ვინც არ ისწრაფვის მიწაზე განდიდებისკენ [ქედმაღლობისკენ] და (არც) უწესრიგობის დათესვისკენ. ხოლო (კეთილი) დასასრული [სამოთხე] არის ღვთისმოშიშთათვის.
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
ის, ვინც მოვა [განკითხვის დღეს] კეთილი საქმეებით, მას უკეთესი მიეცემა, ხოლო მათ, ვინც ბოროტებას სჩადიოდა, მიეზღებათ [მხოლოდ ის], რასაც თავად სჩადიოდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ჭეშმარიტად, ის, ვინც დაგაკისრა [ო, მოციქულო მუჰამმედ] მოვალეობად ყურანი [მის დაცვასა და ხალხამდე მისი მიტანა], უეჭველად დაგაბრუნებს დაბრუნების ადგილას [მექქაში]. უთხარი [ო, მოციქულო]: «ჩემმა უფალმა უკეთ იცის ისინი, ვინც მოვიდა ჭეშმარიტი ხელმძღვანელობით, და ისინიც, ვინც აშკარა გზააბნევაშია».
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
და შენ (ო, მოციქულო) (არც კი) ელოდი, რომ მოგეცემოდა წიგნი [რომ ყურანი გადმოგევლინებოდა], გარდა იმისა, რომ (ეს მოხდა მხოლოდ) შენი უფლის წყალობით. მაშ, ნუ იქნები ურწმუნოთა დამხმარე!
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
და ნუ მოგაცილებენ ისინი [მრავალღმერთიანები] შენ ალლაჰის სასწაულებს [ყურანის აიათების] [ხალხამდე მიტანისგან] მას შემდეგ, რაც ისინი შენ გადმოგეცა. მოუხმე [ხალხს] შენი უფლისკენ და ნუ იქნები მრავალღმერთიანთაგანი.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და ნუ შეევედრები [ნუ სცემ თაყვანს] ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას. არ არის ღვთაება [ვინც თაყვანისცემის ღირსია], გარდა მისი! ყველაფერი განადგურდება [გაქრება], გარდა მისი სახისა. მას ეკუთვნის განსჯა და მასთან დაბრუნდებით.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers