PDF —
26 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ღაშია pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ღაშია pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ღაშია თარგმანი. სურა ალ-ღაშია (Meccan) 26 აია.

← ალ-ალასურა ალ-ღაშია ალ-ფაჯრი →


26 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭽﭾﭿﮀﮁ
88:1 ნუთუ არ მოვიდა შენთან ამბავი მბურავისა?
ﮂﮃﮄﮅ
88:2 იმ დღეს სახეები (ვინც სასჯელისთვისაა განწირული), დამორჩილებული იქნება.
ﮆﮇﮈ
88:3 გარჯილი, დაქანცული,
ﮉﮊﮋﮌ
88:4 შევა ცეცხლში მოგიზგიზეში,
ﮍﮎﮏﮐﮑ
88:5 დარწყულდებიან უმდუღრესი წყაროდან.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
88:6 მათ არ აქვთ საკვები, გარდა დარი’ისა [მომწამვლელი ეკლებისა].
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
88:7 რომელიც არ ასაზრდოებს და არც შიმშილის მოსაკლავად ვარგა.
ﮠﮡﮢﮣ
88:8 იმ დღეს სახენი გახარებულნი,
ﮤﮥﮦ
88:9 თავისი ნამოქმედარით კმაყოფილი,
ﮧﮨﮩﮪ
88:10 უმაღლეს სამოთხეში.
ﮫﮬﮭﮮﮯ
88:11 იქ არ მოგესმება ფუჭსიტყვობა.
ﮰﮱﯓﯔ
88:12 მასშია წყარონი მჩქეფარენი.
ﯕﯖﯗﯘ
88:13 მასშია ტახტები შემაღლებული
ﯙﯚﯛ
88:14 და სასმისები დალაგებული
ﯜﯝﯞ
88:15 და ბალიშები ჩამწკრივებული
ﯟﯠﯡ
88:16 და ხალიჩები გაფენილი.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
88:17 ნუთუ არ უყურებენ აქლემს, თუ როგორ შეიქმნა?!
ﯩﯪﯫﯬﯭ
88:18 და ზეცას, თუ როგორ ამაღლებულა?!
ﯮﯯﯰﯱﯲ
88:19 და მთებს, თუ რა მტკიცედ აღმართულან?!
ﯳﯴﯵﯶﯷ
88:20 და დედამიწას, თუ როგორ განფენილა?!
ﯸﯹﯺﯻﯼ
88:21 მაშ შეაგონე, რამეთუ შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ.
ﯽﯾﯿﰀ
88:22 სულაც არ ხარ მათი მაიძულებელი.
ﭑﭒﭓﭔﭕ
88:23 ხოლო, ვინც პირი იბრუნა და არ ირწმუნა,
ﭖﭗﭘﭙﭚ
88:24 მას ალლაჰი უდიდესი სასჯელით დასჯის.
ﭛﭜﭝﭞ
88:25 ჭეშმარიტად, ჩვენთანაა მათი მისაქციელი,
ﭟﭠﭡﭢﭣ
88:26 შემდეგ, დიახაც ჩვენზეა მათი ანგარიშგება.

წმინდა ყურანი


Wednesday, September 9, 2026

Don't forget us in your sincere prayers