სურა იასინი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა იასინი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა იასინი თარგმანი. სურა იასინი (Meccan) 83 აია.
Related
- სურა იასინი თარგმანიქართული
- სურა იასინი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა იასინი

ﭬﭭ
36:1
ია სიინ
ﭮﭯﭰ
36:2
[მე, ალლაჰი] ვფიცავ ბრძენ ყურანს.
ﭱﭲﭳﭴ
36:3
რომ შენ [ო, მუჰამმად], უეჭველად, შუამავალთაგანი ხარ.
ﭵﭶﭷﭸ
36:4
სწორ გზაზე.
ﭹﭺﭻﭼ
36:5
ზემოვლინებულია ძლევამოსილი, შემწყალებლისა,
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
36:6
რათა გააფრთხილო [შეაგონო] ხალხი, რომელთა მამები შენამდე არავის გაუფრთხილებია, და ამიტომ ისინი [არაბები] უგულისხმონი არიან.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
36:7
და მე [ალლაჰი] ვფიცავ, რომ უკვე შესრულდა [დადასტურდა] სიტყვა მათ უმრავლესობაზე, ისე რომ ისინი არ ირწმუნებენ.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
36:8
ჭეშმარიტად, ჩვენ დავადეთ მათ კისრებზე ბორკილები, და ისინი მათ ყბებამდე უჭერენ, და იძულებულნი არიან ზევით ასწიონ თავები.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
36:9
და ჩვენ დავადგინეთ მათ წინ ბარიერი და მათ უკან ბარიერი [ისე, რომ ვერ გამოდიან ურწმუნოებიდან რწმენისკენ], და დავფარეთ ისინი, და ვერ ხედავენ.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
36:10
და მათთვის სულერთია — გააფრთხილებ მათ თუ არ გააფრთხილებ; ისინი არ ირწმუნებენ.
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
36:11
შენ (ო, მუჰამმად) მხოლოდ იმათ შეაგონებ, ვინც მიჰყვა შეხსენებას [ყურანს] და ფარულად ეშინია მოწყალის. მაშ, ახარე მას (ალლაჰისგან) ცოდვების მიტევება და უხვი ჯილდო.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
36:12
ჭეშმარიტად, ჩვენ გავაცოცხლებთ (ყველა) მკვდარს (აღდგომის დღეს) და ვიწერთ იმას, რაც მათ წინასწარ მოამზადეს, და მათ კვალს, და ყოველი რამ ჩვენ აღვრიცხეთ ნათელ წიგნში [დაცულ ფირფიტაზე].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
36:13
მოუყვანე მათ მაგალითად დასახლების მცხოვრებთა ამბავი (რათა აქედან შეგონება მიიღონ): როდესაც მათთან მოვიდნენ გზავნილები.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
36:14
აჰა, [ჯერ] ჩვენ გავუგზავნეთ მათ ორნი [შემგონებლები], და მათ უარყვეს ისინი [ორივე მოციქული] და ჩვენ გავამტკიცეთ მესამეთი, და მათ [სამივემ ერთად] უთხრეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ თქვენთან გამოგზავნილნი ვართ».
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
36:15
[სოფლის ბინადრებმა] თქვეს: «თქვენ მხოლოდ ადამიანები ხართ, ჩვენსავით. და არაფერიც არ გარდმოუვლენია მოწყალეს [ალლაჰს]. თქვენ მხოლოდ ტყუილს ლაპარაკობთ!»
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
36:16
[მოციქულებმა] თქვეს: «ჩვენმა უფალმა იცის, რომ ჩვენ თქვენთან უეჭველად გამოგზავნილნი ვართ.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂ
36:17
და ჩვენზე [ალლაჰმა დააკისრა მოვალეობა] მხოლოდ [მოგაწოდოთ] ნათელი უწყება».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
36:18
[სოფლის ბინადარნი] თქვეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ დავინახეთ თქვენში ცუდი ნიშანი! თუ არ შეიკავებთ თავს, მაშინ ჩვენ აუცილებლად ჩაგქოლავთ ქვებით და აუცილებლად შეგეხებათ [მოგიწევთ] ჩვენგან მტანჯველი სასჯელი».
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
36:19
[და მოციქულებმა] თქვეს: «თქვენი ცუდი ნიშნები თქვენთანვეა (და არა ჩვენგან). ნუთუ იმიტომ, რომ შეგაგონებენ?... დიახ, თქვენ ზღვარგადასული ხალხი ხართ».
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
36:20
და მოვიდა ქალაქის ბოლოდან [ერთი] კაცი აჩქარებული. [მან გაიგო, რომ სოფლის ბინადართ სურდათ დაესაჯათ ან მოეკლათ მოციქულნი]. მან თქვა: «ჰეი, ჩემო ხალხო! მიჰყევით მოციქულთ.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
36:21
მიჰყევით მათ, ვინც არ გთხოვთ თქვენ საზღაურს [ჭეშმარიტებისკენ მოწოდებისთვის გადახდას] და ვინც ჭეშმარიტ გზაზეა.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
36:22
და რატომ არ უნდა ვეთაყვანო იმას, ვინც შემქმნა მე და ვისთანაც თქვენ დაბრუნდებით?
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
36:23
ნუთუ მის გარდა [ალლაჰის გარდა] სხვა ღმერთებს ავირჩევ (თაყვანსაცემად), რომლებიც ვერაფერს შეძლებენ? თუ მოწყალე [ალლაჰი] ინებებს, რომ ზიანი მომაყენოს, მათი შუამდგომლობა ვერაფერს მიშველის და ვერც მიხსნიან.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯ
36:24
მაშინ მე ნამდვილად აშკარა გზასაცდენილობაში ვიქნებოდი.
ﯰﯱﯲﯳﯴ
36:25
ჭეშმარიტად, მე ვირწმუნე თქვენი უფალი, მაშ მე მომისმინეთ ».
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
36:26
[მას შემდეგ, რაც ის მოკვდა] მას ეთქვა: «შედი სამოთხეში!» [და] მან თქვა [უკვე ნეტარებაში მყოფმა]: «ო, ნეტავ ჩემმა ხალხმა იცოდეს,
ﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
36:27
რომ ჩემმა უფალმა მაპატია და პატივდებულთა შორის გამხადა!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
36:28
۞ და ჩვენ არ წარმოგვიგზავნია მისი ხალხის წინააღმდეგ (რომლებმაც მოკლეს იგი და არ მიიღეს ჭეშმარიტება) მის შემდეგ [მისი სიკვდილის შემდეგ] ზეციდან [ანგელოზთა] ჯარი, და არც ვიყავით ისეთნი, რომ (სასჯელად) ანგელოზები გამოგვეგზავნა.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
36:29
და ის იყო მხოლოდ ერთი საშინელი ხმა და აჰა, ისინი გაცამტვერდნენ [დაიღუპნენ].
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
36:30
ვაი, იმ მონებს! არ მოსულა მათთან არც ერთი მოციქული, ვისზეც ისინი არ დასცინოდნენ.
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
36:31
ნუთუ ისინი [რომლებიც დასცინიან] ვერ ხედავდნენ, რამდენი თაობა (მათამდე) დავღუპეთ და რომ ისინი მათთან აღარ დაბრუნდებიან?
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
36:32
და ჭეშმარიტად, ყველა [სასჯელის დღეს] ერთად შეიკრიბებიან ჩვენთან.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
36:33
და სასწაულია მათთვის [ურწმუნოთათვის] მკვდარი მიწა (რომელზეც არ იყო არავითარი მცენარე); ჩვენ გავაცოცხლეთ იგი და გამოვიყვანეთ იქიდან მარცვალი, რომლიდანაც მიირთმევენ ისინი.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
36:34
და ჩვენ მოვაწყეთ მასზე [ამ მიწაზე, რომელიც მკვდარი იყო] ბაღები ფინიკებისა და ვაზისა [ვენახები] და ამოვუშვით მასზე [მიწაზე] წყარონი (რომლითაც ირწყვება ბაღები),
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
36:35
რათა მიირთვან მათი [ბაღების] ნაყოფიდან და ის, რაც გაამზადეს მათმა ხელებმა. ნუთუ ისინი არ იქნებიან მადლიერნი (ამ უსასრულო წყალობათა გამო)?
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
36:36
ყოვლად დიდებულია ის, რომელმაც შექმნა ყველა წყვილი იმისგან, რასაც მიწა ამოზრდის [მცენარეთაგან], და მათგანვე [კაცებისა და ქალებისგან], და იმისგან, რაც მათ არ იციან [ალლაჰის სხვა ქმნილებებისგან].
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
36:37
და ნიშანია მათთვის ღამე. ჩვენ ვხსნით [ვაშორებთ] მისგან დღეს, და აი – ისინი [ხალხი] უმალ სიბნელეში აღმოჩნდებიან.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
36:38
და (ასევე ნიშანია მათთვის ის, რომ) მზე მიედინება თავისი საცხოვრისისკენ. ასეთი არის დადგენილება (ალლაჰის) ყოვლდაძლიერისა, ყოვლისმცოდნისა.
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
36:39
და (ასევე ნიშანია ის, რომ) მთვარე ჩვენ განვსაზღვრეთ მისი ფაზებით, ვიდრე ის (ახლიდან) არ დაბრუნდება (იმ სახით), როგორც ძველი ფინიკის ტოტი [როგორც ახალი მთვარე].
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
36:40
მზეს არ შეშვენის [არ შეუძლია], რომ დაეწიოს მთვარეს, და ვერც ღამე დაასწრებს დღეს, და თითოეული [მზე, მთვარე და ვარსკვლავები] თავის ორბიტაზე დაცურავს [მოძრაობს].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
36:41
და სასწაულია მათთვის ის, რომ ჩვენ გადავიყვანეთ მათი შთამომავლობა დატვირთული კიდობანით [მოციქული ნუჰის/ნოეს].
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
36:42
და ჩვენ შევქმენით მათთვის მისი მსგავსიდან ის, რაზეც ისინი სხდებიან [მოგზაურობისთვის].
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
36:43
და თუ ვისურვებთ, დავახრჩობთ მათ და არავინ ეყოლებათ შემწე, და ისინი არ იქნებიან გადარჩენილნი.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
36:44
გარდა ჩვენი მოწყალებითა და სარგებლად განსაზღვრულ ჟამამდე [სიკვდილამდე].
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
36:45
და როდესაც ეთქმებათ მათ [იმათ, ვინც არ იღებს ჭეშმარიტებას]: «გეშინოდეთ იმისა, რაც იყო თქვენამდე, და იმისა, რაც იქნება თქვენ შემდეგ [სასჯელის დღეს], რათა ეგების შეწყალებულ იქნეთ!»
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
36:46
და არ მოსდით მათ [ურწმუნოებს] არც ერთი ნიშანი [სასწაული] მათი უფლის ნიშნებიდან, რომ ისინი არ მიბრუნებულიყვნენ მათგან [ზურგი აქციეს ალლაჰის ნიშნებს/აიათებს].
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
36:47
და როდესაც ეუბნებიან მათ [იუდეველთ ან მრავალღმერთიანთ]: «გაიღეთ იქიდან (ქონებიდან), რომელიც ალლაჰმა მოგანიჭათ თქვენ [მიეცით ღარიბებს]!» – ისინი, რომლებიც გახდნენ ურწმუნონი, ეუბნებიან მორწმუნეთ: «ნუთუ ჩვენ დავაპუროთ ისინი, ვისაც ალლაჰს, რომ ესურვა, თვითონ დააპურებდა მათ ? თქვენ (მორწმუნენი) (როცა ამას გვიქადაგებთ) იმყოფებით მხოლოდ აშკარა გზააბნევაში».
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
36:48
და ამბობენ [ურწმუნოები]: «როდის დადგება ეს აღთქმა [განკითხვის დღე], თუკი მართალნი ხართ?»
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
36:49
ისინი არაფერს არ ელიან, გარდა ერთი შემაძრწუნებელი ხმისა [იმ საყვირის ხმა, სადაც ჩაბერავს ანგელოზი ისრაფილი], (როდესაც დასრულდება ეს სამყარო). ის (მოულოდნელად) მოადგება მათ, მაშინ, როცა ისინი ერთმანეთთან დავობენ.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
36:50
და ვერ შეძლებენ ისინი (თუნდაც) (დატოვონ) ანდერძი და ვერ დაბრუნდებიან თავიანთ ოჯახებში.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
36:51
და (შემდეგ) (მეორედ) ჩაბერავენ საყვირში (და ყველა სული დაუბრუნდება თავის სხეულს), და აი – ისინი გამოვლენ საფლავებიდან და თავიანთი უფლისკენ გაეშურებიან (რომ მის წინაშე წარსდგნენ).
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
36:52
ისინი იტყვიან: «ჰოი, უბედურებავ ჩვენო! ვინ აღგვადგინა ჩვენ ჩვენი განსვენების ადგილიდან [საფლავიდან]?» (მათ პასუხად ეთქმებათ): «ეს არის ის, რაც მწყალობელი დაჰპირდა (თავის მონებს), და ჭეშმარიტებას ამბობდნენ შუამავლები».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
36:53
(და) საკმარისი იყო მხოლოდ ერთი (ძლიერი) ხმა [საყვირში მეორე ჩაბერვა], და აი – ისინი [შექმნილნი] ჩვენ წინაშე წარსდგნენ.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
36:54
და დღეს [სასჯელის დღეს] არცერთი სული არ იქნება დაჩაგრული არაფრით. და არაფერი მოგეზღვებათ იმის გარდა, რასაც აკეთებდით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘ
36:55
ჭეშმარიტად, სამოთხის მკვიდრნი დღეს, (დაკავებულნი სამოთხის ნეტარებათა მიღების) საქმეებით და ტკბებიან.
ﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
36:56
ისინი და მათი მეუღლეები სამოთხის (ხეების) ჩრდილებში ისხდებიან საწოლებზე.
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
36:57
მათთვის იქ [სამოთხეში] (ბევრგვარი) ხილია და ყველაფერი, რასაც კი მოისურვებენ.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭ
36:58
(და ეთქმებათ მათ): «მშვიდობა თქვენ!» — ეს იქნება სიტყვა მწყალობელი უფლისგან.
ﭮﭯﭰﭱﭲ
36:59
(და ურწმუნოებს ეთქმებათ სასჯელის დღეს): «გამოეყავით დღეს (მორწმუნეთაგან), ჰეი, დამნაშავენო (ურწმუნენო)!»
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
36:60
۞ (და ალლაჰი ეტყვის ურწმუნოებს): «ნუთუ მე არ გამცნეთ მცნება თქვენ (ჩემი მოციქულების მეშვეობით), ჰეი, ადამის შვილებო, რომ არ გეცათ თაყვანი შაიტანისთვის? და რომ ჭეშმარიტად, ის თქვენთვის აშკარა მტერია!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
36:61
(და მე გიბრძანებდით,) რომ (მხოლოდ) ჩემთვის გეცათ თაყვანი, ეს არის მართალი გზა.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
36:62
და მან უკვე [შაიტანმა] აცდუნა თქვენგან მრავალი. ნუთუ არ დაფიქრდით?
ﮔﮕﮖﮗﮘﮙ
36:63
აი — ჯოჯოხეთი, რომელიც თქვენთვის იყო აღთქმული.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟ
36:64
შედით მასში დღეს — იმის გამო, რომ ურწმუნოება ჩაიდინეთ!»
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
36:65
დღეს დავუდებთ ჩვენ ბეჭედს მათ ბაგეებს, და ილაპარაკებენ ჩვენთან მათი ხელები და დაამოწმებენ მათი ფეხები, იმაზე რაც მოიპოვეს.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
36:66
და რომ გვენება, თვალის ჩინს წავართმევდით. და გაიქცეოდნენ გზისკენ, მაგრამ როგორ დაინახავდნენ?
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
36:67
და ჩვენ რომ გვენება, გადავაქცევდით მათ [სხვა ქმნილებად] იმავე ადგილზე (სადაც ისინი იმყოფებიან), და ისინი ვერ შეძლებდნენ წასვლას (წინ) და ვერც დაბრუნებას (უკან).
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
36:68
ვისაც ჩვენ გავუხანგრძლივებთ სიცოცხლეს (სიბერემდე მიყვანით), მას ჩვენ (კვლავ) ვაბრუნებთ მის ბუნებრივ მდგომარეობაში [როდესაც სუსტდება მისი გონებაც და სხეულიც]. ნუთუ ვერ მიხვდებიან ისინი]?
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
36:69
და ჩვენ არ გვისწავლია მისთვის [მუჰამმადისთვის] ლექსები, და არც შეეფერება მას ეს [პოეზია]. ეს არის მხოლოდ შეგონება და ნათელი ყურანი.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
36:70
იმისათვის, რომ გააფრთხილოს (ყურანით) ცოცხლები, და რომ აღსრულდეს სიტყვა ურწმუნოებზე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
36:71
ნუთუ ვერ დაინახეს, რომ ჩვენ შევქმენით მათთვის პირუტყვი იმისგან, რასაც ჩვენმა ხელებმა შემქნეს [თვითონ ალლაჰმა], და ისინი არიან მათი მფლობელნი [ამით სარგებლობენ]?
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
36:72
ჩვენ დავუმორჩილეთ მათ პირუტყვი: ზოგიერთზე ისინი სხდებიან [სატრანსპორტოდ იყენებენ], ხოლო სხვებს ჭამენ.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
36:73
და მათთვის პირუტყვში არის სხვა სარგებელიც და სასმელიც [რძე]. ნუთუ არ იქნებიან მადლიერნი?
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
36:74
და დაიდგინეს მათ ღვთაებები ალლაჰის გარდა, იმ იმედით, რომ ისინი დაეხმარებოდნენ.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
36:75
ვერ შეძლებენ ისინი [ცრუ ღვთაებები] მათ დახმარებას, და თვითონ ისინი [მრავალღმერთიანები] მათთვის გამზადებული ლაშქარია.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
36:76
ნუ გაღონებს შენ [ო, მუჰამმად] მათი სიტყვები . ჩვენ ვიცით, რას მალავენ ისინი თავიანთ გულებში და რას ავლენენ [ღიად].
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
36:77
ნუთუ არ დაუნახავს ადამიანს, რომ ჩვენ შევქმენით იგი წვეთისაგან [სათესლე სითხისგან], და აი, იგი – აშკარად კამათობს [და ჯიუტად ამტკიცებს, რომ აღდგომა შეუძლებელია!]
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
36:78
და მოჰყავს მას [აღდგომის უარმყოფელს] ჩვენთვის მაგალითები (ანუ ადარებს შემოქმედს ქმნილებას) და ავიწყდება საკუთარი შექმნა [როგორ შეიქმნა თავად წვეთისაგან]. ამბობს: «ვინ გააცოცხლებს ძვლებს, რომლებიც უკვე დამპალი და ჩამოშლილია?»
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
36:79
უთხარი (მას): «გააცოცხლებს მათ ის [ალლაჰი], ვინც პირველად შექმნა ისინი (არაფრიდან), და იგი ყოველი ქმნილების მცოდნეა.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
36:80
რომელმაც შექმნა თქვენთვის მწვანე ხიდან ცეცხლი, და აი – თქვენ მისგან [ამ შეშისგან] ანთებთ ცეცხლს.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
36:81
ნუთუ ის, ვინც შექმნა ცანი და მიწა არაფრიდან, ვერ შეძლებს მათ მსგავსის [ადამიანთა] შექმნას?! დიახ, რა თქმა უნდა შეძლებს, და ის არის ყოვლის შემოქმედი, ყოვლისმცოდნე!»
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
36:82
და მისი [ალლაჰის] ბრძანებაა, როცა მას სურს რაიმეს [შექმნა], მხოლოდ ეუბნება: «იყავ!» – და ის ხდება .
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
36:83
და უზენაესია ის[ ყოვლად უწმინდესი და უნაკლო], რომლის ხელშია უფლობა ყველაფერზე, და მისკენვე დაბრუნდებით სამსჯავროს დღეს!
წმინდა ყურანი
Wednesday, September 9, 2026
Don't forget us in your sincere prayers







