სურა ალ-ჰაშრი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ჰაშრი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჰაშრი თარგმანი. ალ-ჰაშრი (Medinan) 24 აია.
Related
- ალ-ჰაშრი თარგმანიქართული
- ალ-ჰაშრი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ჰაშრი

ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
ადიდებს ალლაჰს ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც დედამიწაზეა. და, ჭეშმარიტად, იგია ყოვლადძლიერი, ყოვლადბრძენი!
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
იგია [ალლაჰი], რომელმაც განდევნა ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ წერილის ხალხიდან [იუდეველებიდან, კერძოდ ბანუ ან-ნადირის ტომი], მათი საცხოვრებლებიდან პირველ შეკრებაზე . თქვენ [ო, მორწმუნენო] არ გიფიქრიათ, რომ ისინი [იუდეველები] გავიდოდნენ. მათ [იუდეველებს] კი ეჩვენებოდათ, რომ მათი ციხეები დაიცავდა მათ ალლაჰისგან და რომ ვერავინ დაამარცხებდა მათ. მაგრამ ალლაჰმა მოაღწია მათ იქიდან, საიდანაც არ ელოდნენ, და შეიტანა მათ გულებში ძლიერი შიში. და აი, ისინი გაანადგურებენ თავიანთ სახლებს საკუთარი ხელით და მორწმუნეების ხელითაც. გაითვალისწინეთ, ო გონიერნო, (რა დაემართათ მათ).
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და ალლაჰს რომ არ დაეწერა მათთვის გადასახლება, უთუოდ დასჯიდა მათ ამქვეყნად. და საიქიოში მათთვისაა ცეცხლის სასჯელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
ეს იმიტომ, რომ ისინი შეეწინააღმდეგნენ ალლაჰსა და მის შუამავალს. და ვინც ალლაჰს შეეწინააღმდეგება, უეჭველად, ალლაჰი მკაცრია სასჯელით.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
ის პალმები (რომლებიც ბანუ ნადირის იუდეველებს ეკუთვნოდა), რომლებიც თქვენ (ო, მორწმუნეებო) მოჭერით (მათი ციხესიმაგრის ალყის დროს) ან ფესვებზე დატოვეთ, ყველაფერი ეს იყო ალლაჰის ნებართვით და რათა მან (ალლაჰმა) შეარცხვინოს ურჩები.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და რაც ალლაჰმა უბოძა თავისი მოციქულისათვის, როგორც [სამხედრო] ნადავლი მათგან [მათი საკუთრებიდან], ამისათვის თქვენ არ დაგჭირდათ არც ცხენების, არც აქლემების [გამოყენება], მაგრამ ალლაჰი აძლევს თავის მოციქულებს ძალაუფლებას, ვისზეც სურს. და ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს ყველაფერი!
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და ის, რაც ალლაჰმა (სამხედრო) ნადავლად უბოძა თავის შუამავალს სოფლების მცხოვრებთაგან [მრავალღმერთიანთა ქონებიდან] (და ამავდროულად არ იყო საჭირო მხედრებზე დევნა და სამხედრო შეტაკება), – ის (ასეთი ნადავლი) (არ ნაწილდება მეომრებს შორის, არამედ) ეკუთვნის ალლაჰს [იხარჯება ყველა მორწმუნის საერთო კეთილდღეობისთვის], შუამავალს, ნათესავებს (მოციქულის), ობლების, ღარიბებისა და მგზავრების (რომელსაც გზაში ფული გამოელია და მოგზაურობის გაგრძელება არ შეუძლია), რათა ეს არ აღმოჩნდეს განაწილება (მხოლოდ) თქვენს მდიდრებს შორის. და რაც კი რამეს მოგცემთ შუამავალი (იქნება ეს ქონება თუ მისი ბრძანება), აიღეთ, და რასაც გიკრძალავთ, შეიკავეთ თავი. და გეშინოდეთ ალლაჰისა, რადგან ალლაჰი მკაცრია სასჯელში!
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
ღარიბი მუჰაჯირებისთვის, რომლებიც განდევნილ იქნენ თავიანთი სახლებიდან და ქონებიდან, ეძიებენ ალლაჰის წყალობასა და კეთილგანწყობას, და ეხმარებიან ალლაჰსა და მის შუამავალს. სწორედ ისინი არიან მართალნი (რწმენაში გულწრფელნი).
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
რაც შეეხება მათ [ანსარებს], რომლებიც დასახლებულნი იყვნენ [მედინაში] და ირწმუნეს მათამდე [მუჰაჯირების მოსვლამდე], ისინი სიყვარულით და დახმარებით იღებენ მათთან დასახლებულ მუჰაჯირებს და მათ გულებში არ აქვთ შური [მუჰაჯირებისთვის მინიჭებული ნადავლის გამო]. ისინი მუჰაჯირებს უწევენ უპირატესობას საკუთარ თავზე (მიუხედავად იმისა, რომ თავად სიღარიბეს განიცდიდნენ ან სჭირდებოდათ). ვინც ალლაჰმა დაიცვა სიძუნწისგან, სწორედ ისინი არიან წარმატებულნი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და ისინი, ვინც მათ შემდეგ მოვიდნენ, ამბობენ: «უფალო ჩვენო! გვაპატიე ჩვენ და ჩვენს ძმებს, რომელთაც გაგვასწრეს რწმენაში, და ნუ ჩაგვიდებ გულებში სიძულვილს მორწმუნეთა მიმართ. უფალო ჩვენო! უეჭველად, შენ ლმობიერი ხარ, შემწყალებელი!»
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
განა არ გინახავს ისინი, რომლებიც თვალთმაქცებად იქცნენ, როგორ ეუბნებიან თავიანთ ძმებს წიგნის ხალხიდან, რომლებიც ურწმუნო გახდნენ [ბანუ ნადირის იუდეველებს]: «თუ თქვენ (მუჰამმადისა და მისი თანამგზავრების მიერ) (თქვენი საცხოვრებლებიდან) გაგაძევებენ, ჩვენ აუცილებლად თქვენთან ერთად გამოვალთ (მედინიდან) და არასოდეს არავის დავემორჩილებით თქვენ წინააღმდეგ (საბრძოლველად). ხოლო თუ თქვენ წინააღმდეგ იბრძოლებენ, ჩვენ [თვალთმაქცები] აუცილებლად დაგეხმარებით [იუდეველებს]». მაგრამ ალლაჰი მოწმობს, რომ ისინი [თვალთმაქცები] უეჭველად მატყუარები არიან [მათი დაპირებები ცრუა]!
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
თუ ისინი [იუდეველები] განიდევნებიან [მედინიდან], მაშინ ისინი [მუნაფიყები] მათთან ერთად არ გავლენ. და თუ მათთან [იუდეველებთან] ბრძოლა დაიწყება, ისინი [მუნაფიყები] არ დაეხმარებიან მათ (როგორც ამას ჰპირდებოდნენ). ხოლო თუ ისინი [მუნაფიყები] მაინც დაეხმარებიან, ზურგს შეაქცევენ [უკან დაიხევენ], და შემდეგ მათთვის [იუდეველებისთვის] არავითარი დახმარება არ იქნება გაწეული.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
თქვენი შიში მათ გულებში უფრო მეტია, ვიდრე ალლაჰისა. ეს იმიტომ, რომ ისინი არიან ხალხი, რომელთაც არ გაეგებათ (ალლაჰის სიდიადე).
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
ისინი ყველა ერთად ვერ შეგებრძოლებიან, გარდა გამაგრებული სოფლებისა ან კედლებს ამოფარებულნი. მათ შორის მტრობა დიდია. შენ ისინი ერთიანნი გგონია, არადა მათი გულები გაყოფილია. ეს იმიტომ, რომ ისინი უგუნური ხალხია.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
მათ მსგავსად, ვინც მათზე ცოტა ხნით ადრე იყვნენ (ყურეიშელები). მათ იგემეს თავიანთი საქმის სიმწარე (ბადრის ბრძოლაში) და მათთვისაა მწარე სასჯელი.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
(იუდეველები როცა თვალთმაქცებს უსმენენ ბრძოლაში წაქეზებისა და დახმარების დაპირების საქმეში) ისინი [იუდეველები] ჰგვანან სატანას: აი, მან უთხრა ადამიანს: «ურწმუნო გახდი!» და როცა ის [ადამიანი] ურწმუნო გახდა, მან [სატანამ] თქვა: «ჭეშმარიტად, მე გშორდები შენ. ჭეშმარიტად, მე მეშინია ალლაჰის — სამყაროების უფლის!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და მათი ორივეს (სატანისა და მისი მორჩილი ურწმუნო ადამიანის) აღსასრული ის იყო, რომ ცეცხლში მოხვდნენ, სადაც სამუდამოდ დარჩებიან. და ესაა უსამართლოთა საზღაური.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰის და დაე, დაუკვირდეს ყოველი სული, რა გაამზადა ხვალინდელი დღისთვის. და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰმა უწყის, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ნუ დაემსგავსებით (ო, მორწმუნენო) მათ, რომლებმაც დაივიწყეს ალლაჰი, და (ამის გამო) ალლაჰმა დაავიწყა მათ საკუთარი თავიც [შეწყვიტეს იმ საქმის კეთება, რაც გადაარჩენდა მათ ჯოჯოხეთში მარადიულ დარჩენას]. ასეთები არიან ურჩები.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
არ არიან თანასწორნი ცეცხლის [ჯოჯოხეთის] მკვიდრნი და სამოთხის მკვიდრნი. სამოთხის მკვიდრნი — სწორედ ისინი არიან წარმატებულნი.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ჩვენ რომ ეს ყურანი რომელიმე მთისთვის ჩამოგვევლინა, უეჭველად დაინახავდი, როგორ დაიმდაბლებდა იგი თავს და ალლაჰის შიშით დაიპობოდა. ეს მაგალითები კი ჩვენ ადამიანებისთვის მოგვყავს, რათა ისინი დაფიქრდნენ (ალლაჰის ძლიერებასა და სიდიადეზე).
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
იგია ალლაჰი, რომლის გარდა არ არსებობს სხვა ღვთაება. დაფარულისა და ცხადის მცოდნე. იგია მოწყალე, შემწყალებელი.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
იგია ალლაჰი, რომლის გარდა არ არსებობს სხვა ღმერთი, მეუფე, უწმინდესი, მშვიდობისმყოფელი, ერთგული (თავისი ქმნილებების მიმართ, თავისი მოციქულების და მათი მიმდევრების მხარდამჭერი), მფარველი, ძლევამოსილი, ყოვლისშემძლე, უზენაესი. წმინდაა ალლაჰი იმაზე, რასაც მას თანაზიარად უდგენენ.
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
იგია ალლაჰი, შემქმნელი, გამჩენი, სახის მიმცემი. მას ეკუთვნის უმშვენიერესი სახელები. მას ადიდებს ყველაფერი, რაც ცათა შინაა და ქვეყანაზეა. და ის ძლევამოსილი, ბრძენია.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







