სურა ას-საჯდა
PDF —
30 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ას-საჯდა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ას-საჯდა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ას-საჯდა თარგმანი. ას-საჯდა (Meccan) 30 აია.



სურა ას-საჯდა
30 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒ
ალიფ. ლაამ. მიიმ
ﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
(ამ) წიგნის [ყურანის] გარდმოვლინება, რომელშიც არავითარი ეჭვი არ არის, სამყაროთა უფლისგანაა.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ნუთუ ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: «მან [მუჰამმადმა] გამოიგონა იგი [ყურანი]?» პირიქით, ეს არის ჭეშმარიტება (გარდმოვლენილი) შენი უფლისგან, რათა შენ (ო, მოციქულო) შეაგონო ხალხი, რომელთანაც შენამდე (გამაფრთხილებელი) შემგონებელი არ მოსულა (ო, მუჰამმად), — იქნებ ისინი სწორ გზას დაადგნენ!
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
ალლაჰი იგია, ვინც ცანი და მიწა და ის, რაც მათ შორისაა, თავისი სიბრძნით ექვს დღეში შექმნა [თუმცა მას შეეძლო მათი შექმნა ერთ წამში, მხოლოდ ეთქვა: "იყავი!"], შემდეგ ამაღლდა ტახტზე ('არშზე) [როგორც შეეფერება მხოლოდ მის დიდებას და არა ქმნილებათა მსგავსად]. თქვენთვის მის გარდა არაა არც მფარველი, არც შუამდგომელი. ნუთუ არ მოუსმენთ (ამ შეგონებებს)?
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ის [ალლაჰი] განაგებს საქმეს ციდან მიწამდე, რომელიც შემდეგ მასთან ადის ერთი დღის განმავლობაში, რომლის სიდიდე [ხანგრძლივობა] ათასი წლის ტოლია, როგორც თქვენ ითვლით .
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ის [ალლაჰი] — ფარულისა და ცხადის მცოდნეა, ძლევამოსილი, მოწყალე.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
ის, რომელმაც სრულყოფილად შექმნა ყოველი რამ, რაც კი შექმნა, და დაიწყო ადამიანის [ადამის] შექმნა თიხიდან,
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
შემდეგ მისი შთამომავლობა (გამრავლებადი) შექმნა უმნიშვნელო სითხის წვეთიდან [მამაკაცის თესლისგან].
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
შემდეგ იგი გაასწორა [დაასრულა ადამის სხეულის შექმნა] და შთაბერა მასში თავისი სულიდან [სულიდან, რომელიც ალლაჰს ეკუთვნის] [ანგელოზის მეშვეობით], და თქვენთვის, ო, ადამიანებო, შექმნა სმენა, მხედველობა და გულები. და რა ცოტას სწირავთ მადლობას.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «ნუთუ, როდესაც ჩვენ [სიკვდილის შემდეგ] დავიკარგებით მიწაში [როდესაც სრულად დაიშლება ჩვენი სხეულები], ჩვენ უეჭველად ახალ ქმნილებად [აღვდგებით] ვიქნებით?» მაგრამ, მათ არ სწამთ შეხვედრა თავიანთ უფალთან [აღდგომის დღეს].
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
უთხარი [ო, მოციქულო]: «მიგიბარებთ სიკვდილის ანგელოზი, რომელიც თქვენზეა დანიშნული, შემდეგ კი თქვენს უფალთან დაბრუნდებით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
და ნეტავ გენახა, როგორ დახრიან თავიანთ თავებს (სირცხვილისგან) ურჩნი თავიანთი უფლის წინაშე (და იტყვიან): «უფალო ჩვენო! ჩვენ ვიხილეთ (ჩვენი ბოროტი საქმეები) და მოვისმინეთ, დაგვაბრუნე (კვლავ ამქვეყნიურ ცხოვრებაში), რათა (შევძლოთ) კეთილი საქმეების კეთება! (რადგან) ჭეშმარიტად, (ახლა) ჩვენ დარწმუნებულნი ვართ (იმ ყველაფრის ჭეშმარიტებაში, რასაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში უარვყოფდით)».
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
თუ მოვისურვებდი, აუცილებლად მივცემდი თითოეულ სულს მის სწორ გზას, მაგრამ ჩემი სიტყვა უკვე დადასტურდა: და უეჭველად, ავავსებ ჯოჯოხეთს [ურწმუნოებით] [როგორც] ჯინებით, ისე ადამიანებით, ყველას ერთად.
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
[მრავალღმერთიანებს ეთქმებათ]: «იგემეთ [სასჯელი] იმის გამო, რომ დაივიწყეთ ამ თქვენი დღის მოსვლა! დღეს ჩვენც დაგივიწყეთ თქვენ. იგემეთ მარადიული ტანჯვა იმ საქმის გამო, რასაც სჩადიოდით».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
ჩვენს სასწაულებს [აიათებს] მხოლოდ ისინი ირწმუნებენ, რომლებიც, როდესაც შეახსენებენ მათ, მყისვე სუჯუდზე ვარდებიან [ალლაჰის წინაშე მორჩილებით] და დიდებას აღუვლენენ თავიანთ უფალს და არ ამპარტავნობენ.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
მოშორდებიან [აიწევიან] მათი [მორწმუნეთა] გვერდები თავიანთ საწოლებს (როდესაც ღამის ლოცვებს აღასრულებენ), თავიანთ უფალს ევედრებიან შიშით და იმედით, და ხარჯავენ (ალლაჰის გზაზე, როგორც სავალდებულო და ნებაყოფლობით მოწყალებას) იმისგან, რითაც ჩვენ ისინი ვუზრუნველყავით.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
და არცერთმა სულიერმა არ იცის, რა არის დაფარული მათთვის [მორწმუნეთათვის] თვალთა ნეტარებიდან, როგორც ჯილდო იმის გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
განა ის, ვინც მორწმუნეა [ალლაჰის მორჩილია], შეიძლება გაუტოლდეს იმას, ვინც ურჩია [ურწმუნოა]? არ არიან ისინი თანასწორნი.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
რაც შეეხება მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს აკეთებდნენ, მათთვის არის სამოთხის ბაღები საცხოვრებლად, იმისთვის, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
ხოლო ისინი, ვინც ურჩობდნენ, მათი თავშესაფარი იქნება ცეცხლი [ჯოჯოხეთი]. ყოველ ჯერზე, როდესაც ისურვებენ იქიდან გამოსვლას, კვლავ აბრუნებენ მათ შიგნით და ეუბნებიან: «გასინჯეთ ცეცხლის სასჯელი, რომელსაც სიცრუედ მიიჩნევდით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
და, უეჭველად, ვაგემებთ მათ უახლოეს [ამქვეყნიურ] სასჯელს (მათზე უბედურებებისა და განსაცდელების მოვლენით), უდიდეს სასჯელამდე [ჯოჯოხეთში], — იქნებ ისინი დაბრუნდნენ [მოინანიონ თავიანთი ურწმუნოება და ცოდვები]!
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და ვინ არის უფრო უსამართლო, ვიდრე ის, ვისაც შეახსენეს მისი უფლის სასწაულები, ხოლო შემდეგ იგი ზურგს აქცევს მას? ჭეშმარიტად, ჩვენ შურს ვიძიებთ ცოდვილებზე [ურწმუნოებზე].
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა]. ამიტომ ნუ იქნები (ო, მოციქულო) ეჭვში მასთან შეხვედრის შესახებ (მუსასთან, ამაღლების ღამეს)! და გავხადეთ იგი [ეს წიგნი, თორა] გზამკვლევად ისრაილის [წინასწარმეტყველი იაყუბის] შთამომავლებისთვის.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ჩვენ მათგან [ისრაილის შთამომავლებს შორის] გავხადეთ წინამძღვრები, რომლებიც ჩვენი ბრძანებით სწორ გზაზე აყენებდნენ [ხალხს]. [ამ წინამძღვარობის ხარისხს მათ მიაღწიეს] იმის გამო, რომ იყვნენ მოთმინებით გამძლენი და მტკიცედ დარწმუნებულნი ჩვენს სასწაულებში.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ჭეშმარიტად, შენი უფალი განსჯის აღდგომის დღეს მათ შორის იმას, რაზეც ისინი ვერ თანხმდებოდნენ.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
ნუთუ მათთვის არ იყო გზის მაჩვენებელი [რწმენისკენ] ის, რომ ჩვენ გავანადგურეთ მათამდე მრავალი თაობა [ჰუდის, სალიჰის, ლუტის… ხალხები], ხოლო, როდესაც შამში მოგზაურობენ, გადიან იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ჭეშმარიტად, ამაში ნამდვილად არის სასწაულები. ნუთუ ისინი არ მოისმენენ?
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ნუთუ ვერ დაინახეს, როგორ ვუშვებთ წყალს გამხმარი მიწისკენ [სადაც მცენარეულობა არ არის] და [მისი საშუალებით] ამოგვყავს ნათესები, რომლითაც იკვებებიან როგორც მათი პირუტყვი, ისე ისინი თვითონაც? ნუთუ ვერ ხედავენ?
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
და ამბობენ ისინი [ურწმუნონი]: «როდის მოხდება ეს საბოლოო განაჩენი ჩვენსა და თქვენს შორის, თუ თქვენ [მორწმუნენი] სიმართლეს ამბობთ?»
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
უთხარი მათ (ო, მოციქულო): «განაჩენის დღეს [განკითხვის დღეს] არ დაეხმარება ურწმუნოებს მათი რწმენა, და აღარ მიეცემათ მათ ვადა».
ﯯﯰﯱﯲﯳﯴ
მაშ, განერიდე (ო, მოციქულო) მათ [ურწმუნოებს] და დაელოდე (როდის დაატყდებათ მათ სასჯელი); რადგან ისინიც ელოდებიან (რომ შენ ავადმყოფობა ან სიკვდილი დაგატყდეს თავს) (და ასევე ელოდებიან ალლაჰის სასჯელს).

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers