სურა ალ-ჰუჯურათი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ალ-ჰუჯურათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ალ-ჰუჯურათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ჰუჯურათი თარგმანი. ალ-ჰუჯურათი (Medinan) 18 აია.
Related
- ალ-ჰუჯურათი თარგმანიქართული
- ალ-ჰუჯურათი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ალ-ჰუჯურათი

ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ უსწრებთ ალლაჰსა და მის შუამავალს (გადაწყვეტილების მიღებაში) და გეშინოდეთ ალლაჰის, რადგან ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა!
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აიმაღლებთ თქვენს ხმებს შუამავლის ხმაზე მაღლა და ნუ მიმართავთ მას ხმამაღლა, როგორც ერთმანეთს მიმართავთ, რათა ფუჭი არ გახდეს თქვენი საქმეები ისე, რომ ვერც კი მიხვდეთ.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
უეჭველად, ისინი, რომელნიც ხმას უდაბლებენ ალლაჰის შუამავლის წინაშე, სწორედ ისინი არიან, რომელთა გულებიც გამოსცადა ალლაჰმა ღვთისმოშიშობისთვის. მათთვისაა შენდობა და უდიდესი საზღაური.
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
ჭეშმარიტად, რომლებიც (ხმამაღლა) გეძახიან (ო, შუამავალო) შენი ოთახების უკნიდან, მათგან უმეტესობა ვერ აზროვნებს (როგორ სცენ პატივი და როგორ მიმართონ ალლაჰის შუამავალს).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და რომ მოეთმინათ, ვიდრე შენ გამოხვიდოდი მათთან, უკეთესი იქნებოდა მათთვის. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ უზნეო მოგიტანთ რაიმე ამბავს, გადაამოწმეთ იგი, რათა უმეცრებით არ ავნოთ ხალხს და შემდეგ არ ინანოთ თქვენი ნამოქმედარი.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და იცოდეთ, რომ თქვენშია ალლაჰის შუამავალი. თუკი ის დაგემორჩილებოდათ ბევრ საქმეში, უთუოდ, გაგიჭირდებოდათ, მაგრამ ალლაჰმა შეგაყვარათ რწმენა და გაგილამაზათ იგი თქვენს გულებში, და შეგაძულათ ურწმუნოება, გარყვნილება და ურჩობა. აი, სწორედ ისინი არიან ჭეშმარიტ გზაზე მავალნი.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ალლაჰის წყალობითა და მადლით. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
და თუ მორწმუნეთა ორი ჯგუფი ერთმანეთს დაუპირისპირდება, შეარიგეთ ისინი (ო, მორწმუნეებო) (გადაწყვეტილების მისაღებად ალლაჰის წიგნისა და შუამავლის სუნნეთისკენ მოუწოდეთ). მაგრამ თუ ერთი (ამ ორთაგან) თავს დაესხმება მეორეს, მაშინ ებრძოლეთ თავდამსხმელს, სანამ არ დაბრუნდება ალლაჰის ბრძანებაზე. და თუ ის (ამ გადაწყვეტილებას) დაემორჩილება, მაშინ შეარიგეთ ისინი სამართლიანად და იყავით მიუკერძოებელნი, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მიუკერძოებელნი!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
ჭეშმარიტად, მორწმუნენი ძმები არიან, ამიტომ შეარიგეთ თქვენი ორი ძმა. და გეშინოდეთ ალლაჰის, ეგების მოგენიჭოთ წყალობა (ალლაჰისგან).
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
ო, თქვენ, მორწმუნეებო! ნუ დასცინიან ერთმანეთს მორწმუნე კაცები (სხვა) მორწმუნე კაცებს; შესაძლოა, ისინი [ვისაც დასცინიან] უკეთესნი არიან მათზე [ვინც დასცინის]! და ნუ დასცინიან ქალები ერთმანეთს: იქნებ ისინი მათზე უკეთესნი არიან! და ნუ შეურაცხყოფთ საკუთარ თავს [ნუ ილაპარაკებთ ერთმანეთზე ცუდს] და ნუ დაარქმევთ ერთმანეთს შეურაცხმყოფელ ზედმეტსახელებს. საზიზღარია, როდესაც რწმენის მიღების შემდეგ ადამიანს უწოდებენ "ბილწ სახელს"! ხოლო ვინც არ მოინანიებს (თავისი დაცინვის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის გამო), სწორედ ის იქნება უსამართლო (საკუთარი თავის მიმართ).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ერიდეთ უმეტეს ეჭვს. ჭეშმარიტად, ზოგიერთი ეჭვი ცოდვაა. და ნუ უთვალთვალებთ ერთმანეთს და ნურც იტყვით ერთმანეთზე ავ სიტყვას (ზურგს უკან). ნუთუ რომელიმე თქვენგანი ისურვებდა თავისი მკვდარი ძმის ხორცის ჭამას? თქვენ ხომ შეგძაგდებოდათ იგი. და გეშინოდეთ ალლაჰის. უეჭველად, ალლაჰი შემნდობი, შემწყალებელია.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ჰე, ადამიანებო! ჭეშმარიტად, ჩვენ შეგქმენით (ერთი) მამაკაცისგან [ადამისგან] და (ერთი) ქალისგან [ჰავასგან], და გაგამრავლეთ, და გაქციეთ (სხვადასხვა) ერებად და ტომებად, რათა ერთმანეთი შეიცნოთ. ჭეშმარიტად, თქვენგან ყველაზე პატივცემული ალლაჰის წინაშე არის ყველაზე მეტად ღვთისმოშიში. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემცნობია!
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
ბედუინებმა თქვეს: «ჩვენ ვირწმუნეთ (ალლაჰი და მისი შუამავალი)!» უთხარი (მათ): «თქვენ ჯერ არ გირწმუნებიათ (სრულყოფილი რწმენით), არამედ თქვით, 'ჩვენ დავმორჩილდით, რადგან რწმენა ჯერ არ შესულა თქვენს გულებში. მაგრამ თუ დაემორჩილებით ალლაჰსა და მის შუამავალს, ის [ალლაჰი] არ შეამცირებს თქვენს ნამოქმედარს [ის არ შეამცირებს თქვენი კეთილი საქმეების საზღაურს]. ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი და შემწყალებელია».
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
ჭეშმარიტი მორწმუნეები მხოლოდ ისინი არიან, რომლებმაც ირწმუნეს ალლაჰი და მისი შუამავალი, შემდეგ კი ეჭვი არ შეჰპარვიათ (რწმენაში) და იბრძოდნენ თავიანთი ქონებითა და სულებით ალლაჰის გზაზე. სწორედ ისინი არიან მართალნი.
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
უთხარი (ო, შუამავალო) (ბედუინებს): «განა თქვენ აცნობებთ ალლაჰს თქვენი რწმენის შესახებ, მაშინ როცა ალლაჰმა იცის (ყველაფერი), რაც ცაში და დედამიწაზეა? და ალლაჰმა იცის ყოველივე».
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
ისინი გაყვედრიან, რომ ისლამი მიიღეს. უთხარი: «ნუ მაყვედრებთ თქვენს ისლამში შემოსვლას. არამედ, ალლაჰმა მოგანიჭათ მადლი, რომ რწმენისკენ დაგადგინათ, თუ თქვენ ხართ მართალნი».
ﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
უეჭველად, ალლაჰმა იცის ცათა და მიწის დაფარული. და ალლაჰი მხედველია იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







