ატ-ტალაქი · 3/12
თარგმანი გამოთქმა — ატ-ტალაქი
وَيَرْزُقْهُ مِنْ حَيْثُ لَا يَحْتَسِبُ ۚ وَمَن يَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ فَهُوَ حَسْبُهُ ۚ إِنَّ اللَّهَ بَالِغُ أَمْرِهِ ۚ قَدْ جَعَلَ اللَّهُ لِكُلِّ شَيْءٍ قَدْرًا ۝٣
Wa yarzuqhu min haisu laa yahtasib; wa many yatawakkal `alal laahi fahuwa husbuh; innal laaha baalighu amrih; qad ja`alal laahu likulli shai`in qadraa
📖 ქართული მნიშვნელობა
და მიანიჭებს მას საზრდოს იქიდან, საიდანაც არ ელის. და ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად, ალლაჰი აღასრულებს თავის განგებას. ალლაჰმა ყოველივეს დაუდგინა ზომა.
🎧 მოსმენა

📜 აია 1-5 — ატ-ტალაქი

1يَا أَيُّهَا النَّبِيُّ إِذَا طَلَّقْتُمُ النِّسَاءَ فَطَلِّقُوهُنَّ لِعِدَّتِهِنَّ وَأَحْصُوا الْعِدَّةَ ۖ وَاتَّقُوا اللَّهَ رَبَّكُمْ ۖ لَا تُخْرِجُوهُنَّ مِن بُيُوتِهِنَّ وَلَا يَخْرُجْنَ إِلَّا أَن يَأْتِينَ بِفَاحِشَةٍ مُّبَيِّنَةٍ ۚ وَتِلْكَ حُدُودُ اللَّهِ ۚ وَمَن يَتَعَدَّ حُدُودَ اللَّهِ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُ ۚ لَا تَدْرِي لَعَلَّ اللَّهَ يُحْدِثُ بَعْدَ ذَٰلِكَ أَمْرًا
ჰეი, შუამავალო! როცა ქალებს გაეყრებით, გაეყარეთ მათ დადგენილი ვადით და აღრიცხეთ ეს ვადა. და გეშინოდეთ ალლაჰის, თქვენი უფლის! არ გააძევოთ ისინი [ცოლები] თავიანთი სახლებიდან და არც ისინი უნდა გავიდნენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარა სიბილწეს [მრუშობას] ჩაიდენენ. ესენია ალლაჰის საზღვრები. და ვინც ალლაჰის საზღვრებს გადავა, უთუოდ, საკუთარ თავს ავნებს. და შენ არ იცი, შესაძლოა ალლაჰმა ამის შემდეგ [ამ განქორწინების შემდეგ] რაიმე ახალი საქმე წარმოშვას (და შენ გადაწყვიტო მისი დაბრუნება).
2فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ فَارِقُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ وَأَشْهِدُوا ذَوَيْ عَدْلٍ مِّنكُمْ وَأَقِيمُوا الشَّهَادَةَ لِلَّهِ ۚ ذَٰلِكُمْ يُوعَظُ بِهِ مَن كَانَ يُؤْمِنُ بِاللَّهِ وَالْيَوْمِ الْآخِرِ ۚ وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَل لَّهُ مَخْرَجًا
და როცა ისინი [განქორწინებული ქალები] თავიანთ ვადას მიუახლოვდებიან [როცა ‘იდდის დასრულების დრო ახლოვდება], მაშინ შეინარჩუნეთ ისინი (ო, ქმრებო) [დააბრუნეთ ისინი ‘იდდის ვადის ამოწურვამდე] სათანადო წესით კეთილად [მათი შარიათით დადგენილი უფლებების დაცვით და ადამიანებში მიღებული წესის მიხედვით], ან კი დაშორდით მათ [გაუშვით, როცა მათი ‘იდდის ვადა დასრულდება] სათანადო წესით [ზიანის მიყენების გარეშე]. და (ცოლის დაბრუნებისთვის ან საბოლოო დაშორებისთვის) მოწმედ მოიხმეთ თქვენგან [მორწმუნეთაგან] ორი სამართლიანი მამაკაცი, და თქვენ, მოწმეებო, აღასრულეთ მოწმობა მხოლოდ ალლაჰის გულისთვის (და არა სხვა რაიმე მიზნით). ამით [იმით, რასაც ალლაჰი ბრძანებს] შეგონებულია ის, ვინც ირწმუნებს ალლაჰს და უკანასკნელ დღეს. და ვისაც ალლაჰის შიში ექნება, მას ის (ალლაჰი) უბოძებს გამოსავალს.
3وَيَرْزُقْهُ مِنْ حَيْثُ لَا يَحْتَسِبُ ۚ وَمَن يَتَوَكَّلْ عَلَى اللَّهِ فَهُوَ حَسْبُهُ ۚ إِنَّ اللَّهَ بَالِغُ أَمْرِهِ ۚ قَدْ جَعَلَ اللَّهُ لِكُلِّ شَيْءٍ قَدْرًا
და მიანიჭებს მას საზრდოს იქიდან, საიდანაც არ ელის. და ვინც ალლაჰს მიენდობა, ის საკმარისია მისთვის. უეჭველად, ალლაჰი აღასრულებს თავის განგებას. ალლაჰმა ყოველივეს დაუდგინა ზომა.
4وَاللَّائِي يَئِسْنَ مِنَ الْمَحِيضِ مِن نِّسَائِكُمْ إِنِ ارْتَبْتُمْ فَعِدَّتُهُنَّ ثَلَاثَةُ أَشْهُرٍ وَاللَّائِي لَمْ يَحِضْنَ ۚ وَأُولَاتُ الْأَحْمَالِ أَجَلُهُنَّ أَن يَضَعْنَ حَمْلَهُنَّ ۚ وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يَجْعَل لَّهُ مِنْ أَمْرِهِ يُسْرًا
თქვენი ცოლებიდან ისინი, ვინც მენსტრუაციას აღარ ელიან [ასაკოვანი ქალები, რომელთაც მენსტრუაცია აღარ აქვთ] — თუ ეჭვი გეპარებათ მათი მდგომარეობის შესახებ, მათი ვადა სამი თვეა; ასევე მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰქონია მენსტრუაცია [ძალიან ახალგაზრდა ცოლებისთვის]. ხოლო ისინი, ვინც ორსულად არიან, მათი (განქორწინების) ვადა ის დროა, სანამ თავიანთ ტვირთს არ დადებენ [სანამ არ იმშობიარებენ]. და ვისაც ეშინია ალლაჰის (მისი სასჯელის), ის მას საქმეს გააიოლებს, როგორც ამ ქვეყნად, ისე მარადიულ ცხოვრებაშიც.
5ذَٰلِكَ أَمْرُ اللَّهِ أَنزَلَهُ إِلَيْكُمْ ۚ وَمَن يَتَّقِ اللَّهَ يُكَفِّرْ عَنْهُ سَيِّئَاتِهِ وَيُعْظِمْ لَهُ أَجْرًا
ეს [ყველაფერი, რაც ითქვა განქორწინებისა და განქორწინების ვადის შესახებ] არის ალლაჰის ბრძანება, რომელიც მან თქვენთვის მოავლინა (ო, ადამიანებო), რათა შეასრულოთ იგი. და ვისაც ეშინია ალლაჰის, მას ის წაუშლის მის ცუდ საქმეებს [შეუნდობს ცოდვებს] და გაუზრდის საზღაურს მისი კეთილი საქმეებისთვის.
ატ-ტალაქიყურანის საძიებელი
12აია
MedinanRevelation
3აია

თარგმანი — ატ-ტალაქი 3

სურა ატ-ტალაქი აია 3 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : და მიანიჭებს მას საზრდოს იქიდან, საიდანაც არ ელის. და ვინც…

სურა აია 3/12 — ატ-ტალაქი الطلاق (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ატ-ტალაქი მოსმენა, ატ-ტალაქი თარგმანი, ატ-ტალაქი mp3, ატ-ტალაქი pdf. აია 1–5. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers