ალ-ანფალი · 42/75
თარგმანი გამოთქმა — ალ-ანფალი
إِذْ أَنتُم بِالْعُدْوَةِ الدُّنْيَا وَهُم بِالْعُدْوَةِ الْقُصْوَىٰ وَالرَّكْبُ أَسْفَلَ مِنكُمْ ۚ وَلَوْ تَوَاعَدتُّمْ لَاخْتَلَفْتُمْ فِي الْمِيعَادِ ۙ وَلَٰكِن لِّيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا لِّيَهْلِكَ مَنْ هَلَكَ عَن بَيِّنَةٍ وَيَحْيَىٰ مَنْ حَيَّ عَن بَيِّنَةٍ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَسَمِيعٌ عَلِيمٌ ۝٤٢
Iz antum bil`udwatid dunyaa wa hum bil`udwatil quswaa warrakbu asfala minkum; wa law tawaa`attum lakhtalaftum fil mee`aadi wa laakil liyaqdiyal laahu amran kaana maf`oolal liyahlika man halaka `am baiyinatinw wa yahyaa man haiya `am baiyinah; wa innal laaha la Samee`un `Aleem
📖 ქართული მნიშვნელობა
(და გაიხსენეთ) როგორ იყავით [განლაგებული] ხეობის ახლო მხარეზე (მედინასთან), ხოლო ისინი [თქვენი მტრები] შორეულ მხარეზე, და (სავაჭრო) ქარავანი (იმყოფებოდა) თქვენს ქვემოთ (წითელი ზღვის ნაპირის მხარეზე). და რომც თქვენ წინასწარ შეთანხმებულიყავით (მრავალღმერთიანებთან) [ბრძოლის დროისა და ადგილის დანიშვნაზე], თქვენ (ო, მორწმუნენო) უდავოდ გაიფანტებოდით (რადგან თქვენ ცოტანი იყავით, ხოლო ისინი მრავალნი). მაგრამ (ისე მოხდა, რომ ალლაჰმა შეგკრიბათ წინასწარი შეთანხმების გარეშე) იმისათვის, რომ ალლაჰს აღესრულებინა საქმე, რომელიც იყო განსაზღვრული, რათა დაღუპულიყო ის, ვინც უნდა დაღუპულიყო (მათგან), ხოლო ეცოცხლებინა (რწმენით) ის, რომელიც იცოცხლებდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.

🎧 მოსმენა


📜 აია 40-44 — ალ-ანფალი

40وَإِن تَوَلَّوْا فَاعْلَمُوا أَنَّ اللَّهَ مَوْلَاكُمْ ۚ نِعْمَ الْمَوْلَىٰ وَنِعْمَ النَّصِيرُ
ხოლო თუ ისინი ზურგს შეაქცევენ იმას, რისკენაც თქვენ მოუწოდებთ მათ, მაშინ იცოდეთ, რომ ალლაჰი თქვენი მფარველია. რა მშვენიერი მფარველი და რა მშვენიერი დამხმარეა იგი!
41۞ وَاعْلَمُوا أَنَّمَا غَنِمْتُم مِّن شَيْءٍ فَأَنَّ لِلَّهِ خُمُسَهُ وَلِلرَّسُولِ وَلِذِي الْقُرْبَىٰ وَالْيَتَامَىٰ وَالْمَسَاكِينِ وَابْنِ السَّبِيلِ إِن كُنتُمْ آمَنتُم بِاللَّهِ وَمَا أَنزَلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا يَوْمَ الْفُرْقَانِ يَوْمَ الْتَقَى الْجَمْعَانِ ۗ وَاللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَيْءٍ قَدِيرٌ
۞ და იცოდეთ, (მორწმუნენო) რომ თუ ალლაჰის გზაზე ბრძოლისას რამეს ხელში ჩაიგდებთ (როგორც ნადავლს), მაშინ მასში ერთი მეხუთედი ეკუთვნის ალლაჰს [ანუ იხარჯება ისლამის საერთო საქმისთვის] და მოციქულს , და მოციქულის ნათესავებს , და ახლობლებს, ღარიბებსა და გაჭირვებულებს, და მგზავრს. თუ თქვენ გწამთ ალლაჰის და იმისა, რაც ჩვენ გარდმოვუვლინეთ ჩვენს მონას (მუჰამმადს) განსხვავების დღეს, იმ დღეს, როცა ერთმანეთს შეხვდა ორი ლაშქარი [ანუ ბადრის ბრძოლის დღეს]. ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალა შესწევს ყოველივეზე (იგი ყოვლისშემძლეა)
42إِذْ أَنتُم بِالْعُدْوَةِ الدُّنْيَا وَهُم بِالْعُدْوَةِ الْقُصْوَىٰ وَالرَّكْبُ أَسْفَلَ مِنكُمْ ۚ وَلَوْ تَوَاعَدتُّمْ لَاخْتَلَفْتُمْ فِي الْمِيعَادِ ۙ وَلَٰكِن لِّيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا لِّيَهْلِكَ مَنْ هَلَكَ عَن بَيِّنَةٍ وَيَحْيَىٰ مَنْ حَيَّ عَن بَيِّنَةٍ ۗ وَإِنَّ اللَّهَ لَسَمِيعٌ عَلِيمٌ
(და გაიხსენეთ) როგორ იყავით [განლაგებული] ხეობის ახლო მხარეზე (მედინასთან), ხოლო ისინი [თქვენი მტრები] შორეულ მხარეზე, და (სავაჭრო) ქარავანი (იმყოფებოდა) თქვენს ქვემოთ (წითელი ზღვის ნაპირის მხარეზე). და რომც თქვენ წინასწარ შეთანხმებულიყავით (მრავალღმერთიანებთან) [ბრძოლის დროისა და ადგილის დანიშვნაზე], თქვენ (ო, მორწმუნენო) უდავოდ გაიფანტებოდით (რადგან თქვენ ცოტანი იყავით, ხოლო ისინი მრავალნი). მაგრამ (ისე მოხდა, რომ ალლაჰმა შეგკრიბათ წინასწარი შეთანხმების გარეშე) იმისათვის, რომ ალლაჰს აღესრულებინა საქმე, რომელიც იყო განსაზღვრული, რათა დაღუპულიყო ის, ვინც უნდა დაღუპულიყო (მათგან), ხოლო ეცოცხლებინა (რწმენით) ის, რომელიც იცოცხლებდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
43إِذْ يُرِيكَهُمُ اللَّهُ فِي مَنَامِكَ قَلِيلًا ۖ وَلَوْ أَرَاكَهُمْ كَثِيرًا لَّفَشِلْتُمْ وَلَتَنَازَعْتُمْ فِي الْأَمْرِ وَلَٰكِنَّ اللَّهَ سَلَّمَ ۗ إِنَّهُ عَلِيمٌ بِذَاتِ الصُّدُورِ
და გახსოვდეს (ო მოციქულო მუჰამმად), როგორ გიჩვენა შენ ალლაჰმა ისინი [შენი მტრები] შენს სიზმარში მცირერიცხოვნებად, (და როცა ეს აუწყე მორწმუნეებს, მათ გაბედულება და სიმტკიცე მიეცათ) ხოლო რომ ალლაჰს ეჩვენებინა ისინი შენთვის მრავლად, თქვენ ნამდვილად დაეცემოდით სულით და აუცილებლად დაიწყებდით ამ საქმეზე [ბრძოლაზე] კამათს. მაგრამ ალლაჰმა დაგიცვათ [მორალური სისუსტისგან] და გადაგარჩინათ ამის შედეგებს, რადგან ჭეშმარიტად, მან უწყის, რაც გულებშია.
44وَإِذْ يُرِيكُمُوهُمْ إِذِ الْتَقَيْتُمْ فِي أَعْيُنِكُمْ قَلِيلًا وَيُقَلِّلُكُمْ فِي أَعْيُنِهِمْ لِيَقْضِيَ اللَّهُ أَمْرًا كَانَ مَفْعُولًا ۗ وَإِلَى اللَّهِ تُرْجَعُ الْأُمُورُ
და გაიხსენეთ (ო, მოციქულო და მისო თანხმლებნო), როგორ გაჩვენათ თქვენ ალლაჰმა ისინი [თქვენი მტრები], როცა შეხვდით (ბრძოლის ველზე): მცირერიცხოვანად მოგაჩვენათ ისინი თქვენს თვალში (და ამან გამბედაობა შეგმატათ), და თქვენც მცირერიცხოვნად მოგაჩვენათ მათ თვალში (რათა ისინი სერიოზულად არ მომზადებულიყვნენ ბრძოლისთვის და უკან არ დაეხიათ). ეს იყო იმისათვის, რომ ალლაჰს განეხორციელებინა საქმე, (რომელიც უკვე იყო განსაზღვრული) და ყოველი საქმე ალლაჰს უბრუნდება.
ალ-ანფალიყურანის საძიებელი
75აია
MedinanRevelation
42აია

თარგმანი — ალ-ანფალი 42

სურა ალ-ანფალი აია 42 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : (და გაიხსენეთ) როგორ იყავით [განლაგებული] ხეობის ახლო მხარეზე (მედინასთან), ხოლო…

სურა აია 42/75 — ალ-ანფალი الأنفال (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ალ-ანფალი მოსმენა, ალ-ანფალი თარგმანი, ალ-ანფალი mp3, ალ-ანფალი pdf. აია 40–44. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Wednesday, August 19, 2026

Don't forget us in your sincere prayers