სურა არ-რადი
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა არ-რადი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა არ-რადი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა არ-რადი თარგმანი. არ-რადი (Medinan) 43 აია.
Related
- არ-რადი თარგმანიქართული
- არ-რადი mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა არ-რადი

ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ალიფ. ლამ. მიმ. რა ეს [არის ის, რაც იკითხება] – წიგნის (ალლაჰის) აიათები. და ის, რაც შენ გარდმოგევლინა (ო, შუამავალო) შენი უფლისგან [ყურანი], არის ჭეშმარიტება, მაგრამ ადამიანთა უმეტესობას არ სწამს.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
ალლაჰი – არის იგი, ვინც ზეცები აღამაღლა [შვიდი ზეცა] სვეტების გარეშე, როგორც ხედავთ. შემდეგ ამაღლდა 'არშზე (როგორც ეს მხოლოდ მის სიდიადეს შეშვენის) და დაიმორჩილა მზე და მთვარე: თითოეული მათგანი [მზე და მთვარე] მოძრაობს დანიშნულ ვადამდე [განკითხვის დღემდე, როდესაც ეს სამყარო არსებობას შეწყვეტს]. ის განაგებს [ყოველივე არსებულის საქმეებს] (თავისი სიბრძნისამებრ), ხსნის (ხალხისთვის) (თავის) ნიშნებს (რომლებიც მიუთითებს მის ძალასა და იმაზე, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი), რათა დარწმუნდეთ თქვენს უფალთან შეხვედრაში!
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
და ის [ალლაჰი] არის ის, ვინც გაშალა მიწა [გახადა იგი სიცოცხლისთვის შესაფერისი] და აღმართა მასზე მყარი მთები და მდინარეები, და ყოველი სახის ხილიდან მასზე [მიწაზე] ორი სახეობა [მამრი და მდედრი]. ის დღეს ღამით [მისი სიბნელით] ფარავს. ჭეშმარიტად, ამაში ნიშნებია მათთვის, ვინც ფიქრობს!
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
მიწაზე არიან ერთმანეთის მეზობლად მდებარე ნაკვეთები (ისეთი, რომ ერთზე მცენარეები იზრდება, ხოლო მეორეზე, რომელიც მარილიანი ან კლდოვანია, არაფერი იზრდება), და (ასევე მასზეა) ვენახები, და მოსავალი, და (ისეთი) პალმები (რომლებიც ერთ ჯგუფად იზრდებიან) ერთი ფესვიდან და (ისეთი პალმები, რომლებიც) არა ერთი ფესვიდან [ცალ-ცალკე იზრდებიან], რომლებსაც ერთი წყლით რწყავენ. და ზოგიერთ მათგანს [ამ მცენარეებს] ჩვენ საკვებად სხვებზე უკეთესს ვქმნით [ვანიჭებთ მათ უკეთეს გემოს, სურნელს, გარეგნობას, ...]. ჭეშმარიტად, ამაში [ტერიტორიებს, ხილისა და მისი სხვა თვისებების განსხვავებულობაში] – ნათელი სასწაულებია გონიერი ხალხისთვის!
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და თუ შენ (ო, შუამავალო) გაოცებული ხარ (იმით, რომ ამ არგუმენტებისა და მტკიცებულებების შემდეგ არ სურთ ირწმუნონ), მაშინ (კიდევ უფრო) გასაოცარია ურწმუნოთა სიტყვები: "როდესაც (სიკვდილის შემდეგ) ჩვენ მიწად ვიქცევით [სრულიად გახრწნილნი], ნამდვილად აღვდგებით ახალ ქმნილებაში [მკვდრეთით აღმდგარნი]?!" ასეთები [ისინი არიან], ვინც არ ირწმუნა თავისი უფლის (რომელმაც ისინი შექმნა). და ისინი (არიან), ვისაც (განკითხვის დღეს) (ცეცხლოვანი) ბორკილები ექნებათ კისრებზე. და ისინი – (არიან) ცეცხლის [ჯოჯოხეთის] მკვიდრნი, (და) ისინი იქ მარადჟამს დარჩებიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
ისინი [ურწმუნოები] გიბიძგებენ (ო, შუამავალო) უბედურების დაჩქარებით [ირონიით, ითხოვენ, რომ დაატეხო მათ თავს სასჯელი, რომელიც მათ ურწმუნოების გამო ემუქრებათ] სიკეთემდე [იმის ნაცვლად, რომ ირწმუნონ და ამით გადაარჩინონ თავი]. და ჭეშმარიტად, მათზე წინ უკვე იყო საყურადღებო სასჯელები. და ჭეშმარიტად, თქვენი უფალი ნამდვილად მიმტევებელია ადამიანებისადმი (როდესაც ისინი მოინანიებენ), მიუხედავად მათი უსამართლობისა! და ნამდვილად, თქვენი უფალი სასტიკსასჯელიანია!
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
ხოლო ურწმუნონი ამბობენ: «რატომ არ გამოუგზავნეს მას [მუჰამმადს] მისი უფლისგან (ხილული) სასწაული (როგორიცაა მოსეს ჯოხი ან სალიჰის აქლემი)?» (მაგრამ სასწაულებს შენ კი არ ახდენ, ო, შუამავალ, არამედ მხოლოდ ალლაჰი) ჭეშმარიტად, შენ (ო, შუამავალო) მხოლოდ გამაფრთხილებელი ხარ და ყოველ ხალხს ჰყავს მეგზური (რომელიც მათ ალლაჰის კმაყოფილების გზას უჩვენებს)!
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
ალლაჰმა იცის, რას ატარებს ყოველი ქალი (საშვილოსნოში) [მამაკაცს თუ ქალს, ბედნიერი იქნება თუ უბედური] (და მხოლოდ მან იცის), რამდენად იკუმშება და რამდენად ფართოვდება საშვილოსნო [მოხდება მუცლის მოშლა, ნაადრევად იმშობიარებს ან ვადაზე გააჩენს შვილს]. რადგან მასთან ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი და თავისი ვადა.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐ
(ის) – უხილავისა და ხილულის მცოდნე, დიადი (თავის არსებაში, სახელებსა და თვისებებში), უზენაესი (რომელიც თავისი არსებითა და ძალით ყველა თავის ქმნილებაზე მაღლა დგას)!
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
თქვენ შორის (ადამიანებს შორის) თანასწორნი არიან: ისინი, ვინც დამალავს საუბარს და ის, ვინც ღიად საუბრობს, და ისიც, ვინც (თავის საქმეებს) ღამით მალავს და დღისით ღიად მოქმედებს (ფარულიც და აშკარაც ალლაჰის წინაშე ერნაირია).
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
მას [ალლაჰს] ჰყავს (ანგელოზები), რომლებიც პირდაპირ მის [კაცის] წინ და უკან მიჰყვებიან და ალლაჰის ბრძანებით აღრიცხავენ მის (საქმეებს). ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის (მდგომარეობას), (რომელშიც ადამიანები იმყოფებიან) სანამ ისინი თვითონვე არ შეცვლიან იმას, რაც მათთანაა [მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებიან] (კარგისკენ, ან ცუდისკენ). და თუ ალლაჰმა მოისურვა რომელიმე ხალხისთვის უბედურება (სასჯელის სახით), მაშინ ვერაფერი შეძლებს მის მოგერიებას, და მათ მის გარდა არავითარი მფარველი არ ჰყავთ!
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
ის [ალლაჰი] არის ის, ვინც გაჩვენებთ ჭექა-ქუხილს (როგორც თავის ერთ-ერთ ნიშანს) (და თქვენ ხედავთ მას) შიშით (რომ ის დაგარტყამთ) და იმედით (რომ წვიმა მოვა). და ის [ალლაჰი] წარმოშობს მძიმე ღრუბლებს (რომლებიც თქვენს სასიკეთოდ წვიმა მოაქვთ).
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
და ქუხილი განადიდებს მას [ალლაჰს], და ანგელოზები (განადიდებენ მას) მისი შიშით. და ის გზავნის მეხებს და ურტყამს მათ, ვისაც ინებებს. და ისინი [ურწმუნონი] კამათობენ ალლაჰის შესახებ, მაგრამ იგი ძლევამოსილია ძალით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და ჭეშმარიტი ვედრება მას ეკუთვნის. და ისინი (ღვთაებები), რომლებსაც უხმობენ მის გარდა [ვედრებით მიმართავენ], არაფრით არ პასუხობენ მათ. გარდა იმისა, რომ ისინი იმ [მწყურვალის] მსგავსნი არიან, რომელიც ხელს შორს, წყლისკენ იწვდის, რათა პირთან მიიტანოს, მაგრამ [წყალი] მის [პირს] ვერ აღწევს. და ნამდვილად, ურწმუნოთა ვედრება მხოლოდ გზააბნეილობაშია!
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და ალლაჰის წინაშე საჯდას ასრულებენ (თავიანთი მორჩილების გამოსახატავად) ისინი, ვინც ზეცაში არიან [ანგელოზები] და ისინი, ვინც დედამიწაზე არიან, (და სიმდაბლით იხრებიან მის წინაშე) ნებაყოფლობით (მორწმუნეები) და უნებლიეთ (ურწმუნოები და თვალთმაქცები), და მათი ჩრდილები [არსებების] დღის დასაწყისსა და მის ბოლოს.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
თქვი (ო, შუამავალო): «ვინ არის ცათა და მიწის უფალი?» უთხარი მათ (მრავალღმერთიანებს): «ალლაჰი!» თქვი: «ნუთუ მის გარდა სხვა მფარველები აიყვანეთ, რომელთაც არ ძალუძთ არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მიყენება თავიანთი თავისთვის?» თქვი: «განა ბრმა და თვალხილული ერთია? განა სიბნელე და სინათლე ერთია? ან იქნებ ალლაჰს მოზიარეები დაუდგინეს, რომელთაც შექმნეს ისევე, როგორც მან შექმნა, და მათთვის ქმნილება ერთმანეთს დაემსგავსა?» თქვი: «ალლაჰია ყოველივეს შემქმნელი. და იგია ერთადერთი, ყოვლისშემძლე».
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
მან გარდმოავლინა წყალი [წვიმა] ციდან – და ველები აივსო [წყლით] თავისი ზომის შესაბამისად. და (ამ) წყალდიდობამ წაიღო ქაფი, რომელიც (ზედაპირზე) ამოვიდა . და იმ [ოქრო, ვერცხლი, სპილენძი]-დან, რომელსაც ისინი [ადამიანები] ცეცხლში აცხელებენ (როდესაც ადნობენ), სამკაულებისა და იარაღების გასაკეთებლად (ასევე ჩნდება) ასეთი ქაფი . ამგვარად, ალლაჰი წარმოაჩენს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს. რაც შეეხება ქაფს, ის გადაიგდება, ხოლო ის, რაც სასარგებლოა ხალხისთვის [წყალი და ლითონი], დედამიწაზე რჩება. ასე იძლევა ალლაჰი მაგალითებს.
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝ
მათ, ვინც თავიანთ უფალს უპასუხეს – საუკეთესო [სამოთხე], და მათ, ვინც მას არ უპასუხეს [ურწმუნოები], თუნდაც მათ მიწაზე ჰქონოდათ ყველაფერი [მთელი სიმდიდრე] და კიდევ იმდენივე, (მაშინ) ისინი (სასამართლო დღეს) უეჭველად გამოისყიდიდნენ თავს ამით (გეენის სასჯელისგან). ასეთთათვის საშინელი ანგარიში იქნება და (მარადიული) თავშესაფარი — გეენა, და (რა) საშინელია ის (მხურვალე) საწოლი!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
განა ის, ვინც იცის, რომ შენთვის (ო, შუამავალო) შენი უფლისგან გამოცხადებული ჭეშმარიტებაა (და სჯერა მისი), იგივეა, რაც ის, ვინც ჭეშმარიტებისთვის ბრმაა [ვინც მას ვერ ხედავს და, შესაბამისად, არ სჯერა მისი]? მაგრამ მხოლოდ გონიერნი ისმენენ (გაფრთხილებებს),
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
რომლებიც ალლაჰის აღთქმას [მასთან შეთანხმებას] ერთგულად იცავენ და არ არღვევენ თავიანთ პირობებს.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
და ისინი, ვინც იმას აერთიანებენ, რაც ალლაჰმა დააკავშირა [ინარჩუნებენ ოჯახურ კავშირებს და კარგად ექცევიან ღარიბებს], და ეშინიათ თავიანთი უფლის, და ეშინიათ ცუდი ანგარიშსწორების (განკითხვის დღეს); და ისინი, ვინც მოწყალებას გასცემენ მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილების საძიებლად და ვისი გულებიც შფოთავენ [თავიანთი ცოდვების გამო],
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
და ისინი, ვინც მოთმინებას იჩენდნენ (ალლაჰის მორჩილებაში, ცოდვებისგან თავის შეკავებასა და გასაჭირში), ეძებდნენ თავიანთი უფლის სახეს [მის კმაყოფილებას], და აღასრულებდნენ (სავალდებულო) ლოცვას (სათანადოდ) [დროულად, მოკრძალებით უფლის წინაშე], და გასცეს (სავალდებულო და ნებაყოფლობითი მოწყალება) იმისგან, რაც ჩვენ მივეცით მათ, ფარულად და ღიად, და მოიგერიეს ბოროტება სიკეთით. მათთვისაა საბოლოო (საქებარი) სამყოფელი.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
(სამოთხის) ედემის ბაღები, რომლებშიც ისინი შევლენ თავიანთი მამების [მშობლების], მეუღლეებისა და შთამომავლების მართლებთან ერთად (იმ ნათესავებთან ერთად რომელნიც სწორ გზას გაჰყვნენ). და ანგელოზები (სამოთხეში) მათ ყველა კარიდან მიუდგებიან (და ეტყვიან):
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
«მშვიდობა თქვენდა იმისათვის, რაც მოითმინეთ (ალაჰისადმი მორჩილების გამოჩენისას)!» და რა მშვენიერია (ეს) უკანასკნელი სამყოფელი!
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და ისინი, რომელნიც არღვევენ თავიანთ აღთქმას ალლაჰთან ერთგულების პირობის დადების შემდეგ და წყვეტენ იმას, რისი გამყარებაც ალლაჰმა ბრძანა [ისინი წყვეტენ მორწმუნეებს შორის ნათესაურ კავშირებს], და თესავენ არეულობას [ცოდვებს] დედამიწაზე, ასეთთათვის (აღთქმულია) წყევლა და მათთვის არის ცუდი საცხოვრებელი [ჯოჯოხეთი]!
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
(მხოლოდ) ალლაჰი აფართოებს [ზრდის] საზრდოს იმისთვის, ვისთვისაც მოისურვებს, და ზღუდავს (ვისთვისაც მოისურვებს). და ისინი [ურწმუნოები] ხარობენ ამქვეყნიური ცხოვრებით, მაგრამ ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ (დროებითი) სიამოვნებაა იმასთან შედარებით, რაც მომავალ ცხოვრებაშია!
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
ხოლო ურწმუნონი [მექქის მრავალღმერთიანნი] ამბობენ: «რატომ არ ჩამოევლინა [მუჰამმედს] თავისი უფლისგან (ხილული) სასწაული (ისეთი, როგორიც მოციქულმა მოსემ და იესომ, მოიტანეს)?» (შენ) უთხარი (მათ): «ალლაჰი გზას აუბნევს, ვისაც მოისურვებს (და სასწაულის ხილვა არ დაეხმარება), ხოლო მისკენ (ალლაჰისკენ მიმავალ) ჭეშმარიტ გზაზე მიუძღვება მათ, ვინც მას (ალლაჰს) მიუბრუნდება (ცოდვების მონანიებით)!»
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓ
(და ის ჭეშმარიტ გზაზე მიუძღვება) მათ, ვინც ირწმუნებს და ვისი გულებიც ალლაჰის ხსენებით სიმშვიდეს პოულობენ. დიახ! რადგან გულები ალლაჰის ხსენებით პოულობენ სიმშვიდეს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
ხოლო ვინც ირწმუნა და კეთილი საქმეები გააკეთა – მათ ექნებათ კეთილი ცხოვრება [ბედნიერება და სიმშვიდე] და ულამაზესი საუკუნო სამყოფი [სამოთხე].
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
ასე რომ [როგორც წინ წავგზავნეთ შუამავლები] ჩვენ შენ (ო, მუჰამმად) გამოგგზავნეთ საზოგადოებაში, რომელთა წინაც უკვე იყვნენ (სხვა ბევრი) საზოგადოება, რათა შენ (ო, შუამავალო) წაუკითხო მათთვის [ამ საზოგადოებისთვის] ის, რაც ჩვენ შთაგაგონეთ [ყურანი], როდესაც მათ ურწმუნოება გამოავლინეს შემწყნარებლის მიმართ. უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ის [მოწყალე ალლაჰი] ჩემი უფალია! არ არსებობს ღმერთი [თაყვანისცემის ღირსი] მის გარდა. მას ვენდობი და მასთანაა ჩემი დაბრუნება!»
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
და რომ ყოფილიყო რაიმე წიგნი, რომლის წაკითხვისასაც მთები დაიძვრებოდნენ, ან მიწა გაიხსნებოდა (და მასში წყაროები ამოხეთქავდნენ) (როგორც ეს იყო მოსეს ჯოხის შემთხვევაში), ან მკვდრები ილაპარაკებდნენ (აღდგომის შემდეგ) (როგორც ეს იყო იესოს შემთხვევაში) (მაშინ ასეთი წიგნი ნამდვილად ყურანი იქნებოდა). (მაგრამ თუ ურწმუნოებზე არ მოქმედებს ეს ყურანი, რომელიც თავისთავად სასწაულია, მაშინ ისინი არ ირწმუნებენ, თუნდაც სხვა სასწაულები იხილონ). მაგრამ ალლაჰს ძალუძს ყოველივე! [თუკი სასწაული ხდება, ის მხოლოდ მისი ნებით ხდება.] განა არ იციან მორწმუნეებმა, რომ ალლაჰს რომ ენება, მას შეეძლო ყველა ადამიანი ჭეშმარიტ გზაზე მოეყვანა (სასწაულების გარეშეც კი)? და ურწმუნოთა უბედურება არ წყდება იმის გამო, რაც მათ [თავიანთი ურწმუნოების გამო] ჩაიდინეს, ან ის [უბედურება] მათ სახლებთან ახლოს შეჩერდება, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის (საკუთარ) აღთქმას!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და უკვე (წარსულში ასე იყო, რომ) ისინი დასცინოდნენ შენამდე (ო, მუჰამმად) მოსულ შუამავლებს (ისევე, როგორც შენი ხალხი დასცინის იმ ჭეშმარიტებას, რომელსაც მათ აწვდი), და მე გადავუვადე იმათ, ვინც ურწმუნო გახდა. შემდეგ მე დავსაჯე ისინი (ჩემი სასჯელით), და როგორი იყო ჩემი სასჯელი?
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
განა ის, ვინც ხედავს ყოველი სულის ნამოხვეჭარს [რაც გააკეთა]? და (თავიანთ უმეცრებაში) მათ ალლაჰს მიუწერეს თანაზიარები (რომლებსაც თაყვანს სცემენ). თქვი (ო, შუამავალ): «დაასახელეთ ისინი (მახასიათებლები, რომლებიც მათ ღმერთებად მიჩნევის ღირსს გახდიდა)! თუ შეატყობინებთ მას რამეს [თითქოს სხვა ღმერთებიც არსებობენ] დედამიწაზე, რაც მან არ იცის, თუ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია?» დიახ, (სატანამ) მორთო ურწმუნოთა მზაკვრობა და ისინი გზას ააცდინა! ხოლო ვისაც ალლაჰი გზას ააცდენს, მას არ ჰყავს სწორ გზაზე დამყენებელი!
ﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜ
მათ [ურწმუნოებს] ამქვეყნად სასჯელი ელით, ხოლო აღდგომის დღის სასჯელი უეჭველად, უფრო მძიმე იქნება. და მათ ალლაჰისგან ვერავინ დაიცავს!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
۞ (სამოთხის) ბაღის მაგალითი, რომელიც (ალლაჰისგან) აღთქმულია მათთვის, ვისაც (ალლაჰის) ეშინია: მათ(სამოთხის) ქვეშ მდინარეები მიედინება, მისი (სამოთხის) საჭმელი (სასმელიც და ხილეულიც) მუდმივია და მისი ჩრდილიც (მუდმივია) (რომელიც არ ქრება და არ მცირდება). ეს არის საზღაური მათთვის, ვინც ფრთხილობდა (ალლაჰის სასჯელს), ხოლო ურწმუნოთა საზღაური არის ცეცხლი.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
ხოლო ისინი, ვისაც ჩვენ წიგნი მივეცით, ხარობენ იმით, რაც შენ (ო, მუჰამმად) გარდმოგევლინა (ყურ'ანი) (რადგან მასში პოულობენ დადასტურებას იმისა, რაც მათ წიგნებშია დაწერილი). მაგრამ ჯგუფებს [იუდეველებსა და ქრისტიანებს] შორის არიან ისეთები, რომლებიც უარყოფენ მის (ყურანის) ნაწილს. უთხარი (მათ): «მე ბრძანება მომეცა, რომ ვემსახურო მხოლოდ ალლაჰს და არ დავუდგინო მას თანაზიარი. მე მისკენ (ალლაჰისკენ) მოვუწოდებ (ხალხს) და მისკენ არის დაბრუნება!»
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და ამგვარად, ჩვენ ის [ყურანი] გარდმოვავლინეთ (ალლაჰის) ბრძანებათა კრებულად არაბულ ენაზე. თუ შენ (ო, შუამავალო) მიჰყვები მათ [მრავალღმერთიანთა] სურვილებს, მას შემდეგ, რაც (ჭეშმარიტი) ცოდნა (ალლაჰისგან) მოგეცა, შენ არ გეყოლება არც დამხმარე და არც მფარველი ალლაჰისგან!
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
(მრავალღმერთიანები ამბობენ: "თუ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, რატომ ირთავ ცოლს?") მაგრამ ჩვენ შენამდე (ო, მუჰამმად) გამოვგზავნეთ შუამავლები (კაცთაგან) და ვუბოძეთ მათ მეუღლეები [ცოლები] და შთამომავლობა [შვილები]. (და მრავალღმერთიანები ასევე ამბობენ: "თუ შენ ალლაჰის შუამავალი ხარ, მაშინ რატომ არ გვიჩვენებ იმ სასწაულებს, რომლებსაც შენგან ვითხოვთ?") მაგრამ არ ყოფილა, რომ რომელიმე შუამავალს ალლაჰის ნებართვის გარეშე სასწაული მოეტანა. ყოველი განსაზღვრული ვადა [მოვლენა] – (დადგენილია ალლაჰის მიერ) – თავის წიგნშია [თავის დროშია].
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
ალლაჰი შლის [აუქმებს] იმას, რასაც ნებავს, და ამტკიცებს (იმას, რასაც ნებავს); და მასთან არის დედა წიგნი [დაცული დაფა].
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
ჩვენ (ო, შენ, შუამავალო) რომ გიჩვენოთ მისი (სასჯელის) ნაწილი, რომელიც ჩვენ მათ ვპირდებით [მრავალღმერთიანებს], ან მოგაკვდინოთ (მისი ნახვის წინ), მაშინ შენი მოვალეობა მხოლოდ (ჭეშმარიტებისკენ მოწოდების) მიტანაა, ხოლო ჩვენთანაა ანგარიშსწორება (და საზღაური)!
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ნუთუ არ დაინახეს, რომ ჩვენ დედამიწას ვადგებით და მის საზღვრებს ვამცირებთ? და ალლაჰი იღებს გადაწყვეტილებას და ვერავინ გააუქმებს მის გადაწყვეტილებას, და ის სწრაფია ანგარიშსწორებაში!
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔ
და მათზე ადრე მყოფნიც ხრიკებს მიმართავდნენ, მაგრამ ყველა ხრიკი ალლაჰს ეკუთვნის. მან იცის, რას მოიხვეჭს ყოველი სული. და ურწმუნონი მალე გაიგებენ, ვისია საბოლოო (კარგი) სამყოფელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
ხოლო ურწმუნოები ამბობენ: «შენ (ო, მუჰამმად) არ ხარ (ალლაჰის) მიერ წარგზავნილი!» უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ალლაჰი საკმარისია მოწმედ ჩემსა და თქვენს შორის, და (ასევე) საკმარისია მოწმედ ისინი (იუდეველნი და ქრისტიანები), ვისაც ცოდნა აქვს წიგნის !»
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







