სურა მუჰამედი
PDF —
38 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა მუჰამედი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა მუჰამედი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა მუჰამედი თარგმანი. მუჰამედი (Medinan) 38 აია.



სურა მუჰამედი
38 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙ
ხოლო ისინი, რომლებიც ურწმუნოები გახდნენ და (ხალხი) ალლაჰის [ისლამის] გზიდან ააცდინეს – მათი საქმეები ამაო გახდა.
ﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
ხოლო ისინი, რომლებმაც ირწმუნეს (ალლაჰი), აკეთებდნენ კეთილ საქმეებს და ირწმუნეს ის, რაც მუჰამმადს [ყურანი] ჩამოევლინა — და ეს უეჭველად ჭეშმარიტებაა მათი უფლისგან — ის წაშლის მათ ცუდ საქმეებს და გამოასწორებს მათ მდგომარეობას (ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში).
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ეს იმიტომ, რომ ურწმუნონი მისდევდნენ სიცრუეს, ხოლო მორწმუნენი მისდევდნენ ჭეშმარიტებას თავიანთი უფლისგან. ასე მოჰყავს ალლაჰს ადამიანებისთვის მათი (მორწმუნეებისა და ურწმუნოების) მაგალითები.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
და როდესაც თქვენ (საომარ ლაშქრობაში ყოფნისას) შეხვდებით მათ, ვინც ურწმუნო გახდა (და თქვენს წინააღმდეგ საბრძოლველად გამოვიდა), მაშინ მახვილით კისერზე დაარტყით. ხოლო როდესაც მათ გატეხავთ (მათ ძალას დაამარცხებთ და ამით დაასუსტებთ), მაშინ (ტყვედ აიყვანეთ ისინი და) მტკიცედ შეკარით ბორკილები. შემდეგ, ამის შემდეგ, შეგიძლიათ მათ მიმართ ან წყალობა გამოიჩინოთ (გამოსასყიდის გარეშე გაათავისუფლოთ), ან გამოსასყიდი აიღოთ (ან შეგიძლიათ მონებად აქციოთ, ან დასაჯოთ), ვიდრე ომი თავის ტვირთს არ დადებს [ვიდრე ომი არ დასრულდება]. ასეთია (განჩინება) მებრძოლ ურწმუნოებთან დაკავშირებით! და ალლაჰს რომ ენება, თავადვე იძიებდა მათზე შურს, მაგრამ (ეს ომი იმიტომ მოხდა), რომ თქვენი ნაწილი მეორის საშუალებით გამოეცადა (და გამოეჩინა, ვინ იღვწის მის გზაზე, ვინ ითმენს განსაცდელს და ამისთვის დააჯილდოოს). ხოლო მათ, ვინც ალლაჰის გზაზე მოკლეს, იგი არასოდეს დაუკარგავს მათ საქმეებს.
ﮫﮬﮭﮮ
ის მათ ჭეშმარიტ გზაზე დააყენებს და გამოასწორებს მათ მდგომარეობას.
ﮯﮰﮱﯓﯔ
და შეიყვანს მათ სამოთხეში, რომელიც მათ ჯერ კიდევ ამქვეყნად გააცნო.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ თქვენ ალლაჰს შეეწევით, ისიც შეგეწევათ თქვენ და გაგიმყარებთ ტერფებს [მოგცემთ მხარდაჭერას] (ბრძოლაში).
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
ხოლო ისინი, ვინც ურწმუნო გახდა, — დაღუპვა მათ! და ის გააცამტვერებს მათ საქმეებს [მოაკლებს მათ ყოველგვარი კეთილი საქმის საზღაურს].
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ეს იმიტომ, რომ მათ შეიძულეს ის, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა, ამიტომ მან ფუჭად აქცია მათი საქმეები.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ნუთუ ისინი არ მოგზაურობდნენ დედამიწაზე და არ უნახავთ, როგორი იყო მათზე ადრე მცხოვრები ხალხების აღსასრული? ალლაჰმა დაღუპა ისინი, და ურწმუნოებს მსგავსი სასჯელი ელით.
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎ
ეს იმიტომ, რომ ალლაჰი მფარველია იმათი, რომელთაც ირწმუნეს, ხოლო ურწმუნოებს არ ჰყავთ მფარველი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
უეჭველად, ალლაჰი შეიყვანს მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, სამოთხეებში, რომელთა ქვეშაც მდინარეები მოედინება. ხოლო რომელთაც უარყვეს, ტკბებიან და ჭამენ, როგორც პირუტყვი ჭამს, და ცეცხლია მათი სამყოფელი.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
რამდენი ქალაქი (იყო), რომელთა მცხოვრებლები უფრო ძლიერები იყვნენ, ვიდრე შენი ქალაქის (ო, შუამავალო) [ვიდრე მექქის] მცხოვრებლები, რომლებმაც გამოგასახლეს; ჩვენ გავანადგურეთ და მათ არ ჰყავდათ დამხმარე!
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ნუთუ ის, ვინც თავისი უფლისგან ნათელ ნიშნებს [და მის ერთიანობაში რწმენას] ეყრდნობა, ისეთივეა, როგორიც ის, ვისი ბოროტი საქმეებიც (სატანამ) მიმზიდველი გახადა? მათ საკუთარ სურვილებს გაჰყვნენ!
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ღვთისმოშიშთათვის აღთქმული სამოთხის მაგალითი: მასშია მდინარეები უცვლელი წყლისა, და მდინარეები რძისა, რომლის გემოც არ იცვლება, და მდინარეები ღვინისა, სასიამოვნო მსმელთათვის, და მდინარეები გაწმენდილი თაფლისა. და მათთვისაა მასში ყოველგვარი ხილი და შენდობა მათი უფლისგან. ნუთუ ჰგავს იმას, ვინც სამუდამოდ ცეცხლშია და ასმევენ მდუღარე წყალს, რომელიც მათ ნაწლავებს გლეჯს?
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც გისმენენ შენ [ო, შუამავალო] (და ესენი მლიქვნელები არიან). და როდესაც შენგან მიდიან (შენი მცნებებისა და ქადაგებების მოსმენის შემდეგ), ეუბნებიან მათ, ვისაც ცოდნა მიეცათ: «რა თქვა ახლახან მან (ჩვენ მის სიტყვებს ყურადღებაც არ მივაქციეთ)?» ეს (თვალთმაქცები) არიან ისინი, ვის გულებსაც ალლაჰმა ბეჭედი დაასვა და რომლებიც საკუთარ ვნებებს მიჰყვნენ.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ხოლო მათ, ვინც (ჭეშმარიტ) გზას მიჰყვება, ის გაუმრავალფეროვნებს ამ გზის ჭეშმარიტებას და მიანიჭებს მათ სიფრთხილეს (ცოდვებისგან).
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
ნუთუ ისინი [ურწმუნოები] სხვა რამეს ელოდებიან, გარდა საათისა, რომელიც მათ მოულოდნელად მოადგებათ? მისი (ზოგიერთი) ნიშანი უკვე მოვიდა (მაგრამ მათ ამისგან მაინც სარგებელი არ მიიღეს). და რაღა სარგებელი ექნებათ მათთვის შეგონებას, როდესაც (განკითხვის საათი) მათთვის უკვე დადგება?
ﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙ
იცოდე, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და ითხოვე შენდობა შენი ცოდვისთვის და მორწმუნე კაცთათვის და მორწმუნე ქალთათვის. და ალლაჰმა იცის თქვენი ქმედებების შესახებ (დღისით რაც გააკეთეთ) და თქვენი განსასვენებელი (ღამით როცა ისვენებთ, იძინებთ).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და რომელთაც ირწმუნეს ამბობენ: «ოჰ, ნეტავ ყოფილიყო გარდმოვლენილი სურა (რომელშიც ალლაჰი გვიბრძანებს ვებრძოლოთ ურწმუნოებს)!» მაგრამ როდესაც გარდმოევლინა ცხადი სურა [რომელშიც ეს ნათლად არის განმარტებული], და მასშ ახსენებს ბრძოლას [ალლაჰის გზაზე], შენ (ო, შუამავალო) ხედავ, როგორ იყურებიან შენსკენ სნეული გულის მქონენი [თვალთმაქცნი], სიკვდილის შიშით სავსე თვალებით. უკეთესი იქნებოდა მათთვის –
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
მორჩილება (ალლაჰისადმი) და (ალლაჰის კანონის შესაბამისი) კეთილი სიტყვების თქმა! და როდესაც საქმე გადაწყვეტილია [ბრძოლის ბრძანება გაცემულია] (ისინი მას ეწინააღმდეგებიან ან არ მონაწილეობენ), ალლაჰთან (თავიანთ რწმენასა და მორჩილებაში) გულწრფელნი რომ ყოფილიყვნენ, (ეს) მათთვის უკეთესი იქნებოდა.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ან იქნებ, თუ ზურგს შეაქცევთ (ალლაჰის წიგნსა და მისი შუამავლის სუნნას), დედამიწაზე სიბილწეს გაავრცელებთ და ოჯახურ კავშირებს გაწყვეტთ?
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
აი ისინი, რომლებიც ალლაჰმა დაწყევლა [თავისი წყალობისგან მოაშორა]. მან ყურები დაუხშო და თვალები დაუბრმავა (რათა ვერ დაინახონ ჭეშმარიტება).
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
განა არ დაფიქრდებიან [თვალთმაქცნი] ყურანზე? თუ მათ გულებზე საკეტებია (რომელიც ხელს უშლით, ყურანისგან რაიმე მიიღონ)?
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
უეჭველად, ისინი, რომელნიც უკუიქცნენ (ურწმუნონი გახდნენ) მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტი გზა ცხადი გახდა მათთვის, სატანამ გაალამაზა მათ (მათი ცოდვები) და გაუხანგრძლივა მათ (მათი სიცოცხლის იმედი).
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
ეს იმიტომ არის, რომ მათ უთხრეს მათ, ვისაც სძულდათ ის, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა [მრავალღმერთიანებისადმი]: «ჩვენ დაგემორჩილებით ზოგიერთ საკითხში და ალლაჰმა იცის მათი საიდუმლოებები [განზრახვები].
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
და როგორი იქნება მათი მდგომარეობა, როდესაც ანგელოზები მათ სულებს მიიბარებენ, (რომლებიც) სახეებსა და ზურგებზე დაარტყამენ მათ [უმორწმოებს]?
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
ეს იმიტომ, რომ ისინი მიჰყვნენ იმას, რაც განარისხებდა ალლაჰს და სძულდათ მისი კეთილგანწყობა [მოწყალება], ამიტომ მან ამაოდ აქცია მათი საქმეები.
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
განა ფიქრობენ ისინი, ვის გულშიც სნეულებაა [თვალთმაქცობა], რომ ალლაჰი არ გამოაჩენს [ხალხს] მათ ბოროტებას?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და ჩვენ რომ გვენება, მათ [თვალთმაქცებს] შენთვის (ო, შუამავალო) გამოვაჩენდით და შენ მათ (მათთვის დამახასიათებელი ნიშნებით) ამოიცნობდი და შენ ნამდვილად ამოიცნობდი მათ სიტყვის შინაარსით. და ალლაჰმა იცის თქვენი საქმეები.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და ჩვენ აუცილებლად გამოგცდით (ო, მორწმუნენო) (ალლაჰის მტრების წინააღმდეგ ბრძოლის ბრძანებით), რათა გამოვცადოთ თქვენგან მებრძოლნი (ალლაჰის გზაზე) და მომთმენნი.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ და (ხალხი) ალლაჰის გზიდან ააცდინეს და შუამავალს ზურგი აქციეს, მას შემდეგ, რაც მათთვის ჭეშმარიტი გზა ნათელი გახდა, ისინი ალლაჰს ვერანაირად ვერ ავნებენ, ხოლო ის მათ საქმეებს ამაოდ გახდის.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! იყავით მორჩილნი ალლაჰისა [გააკეთეთ ის, რაც მან ბრძანა თავის წიგნში], და მორჩილნი შუამავლისა [გააკეთეთ ის, რაც ალლაჰმა ბრძანა თავისი შუამავლის მეშვეობით], და ნუ ქმნით თქვენს ნამოქმედარს ამაოდ.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
ჭეშმარიტად, ვინც ურწმუნო გახდა და ალლაჰის გზიდან ააცდინეს სხვები, შემდეგ კი მოკვდნენ ურწმუნოებად, ალლაჰი არ აპატიებს მათ!
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
და ნუ დასუსტდებით (ო, მორწმუნეებო), და ნუ მოუწოდებთ (ალლაჰის მტრებს) ზავისკენ [შეთანხმების დასადებად] (ბრძოლის შიშით), როცა თქვენ ხართ უპირატესნი; და ალლაჰი თქვენთანაა [ის დაგეხმარებათ თქვენი მტრების წინააღმდეგ], და ის არ შეამცირებს (ჯილდოს) თქვენი საქმეებისთვის.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ჭეშმარიტად, ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ თამაში და გართობაა. და თუ ირწმუნებთ და ღვთისმოშიშნი იქნებით, ის მოგცემთ თქვენს საზღაურს და არ მოგთხოვთ თქვენს ქონებას.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
თუ ის (მთელი) თავისი ქონების მიცემას გთხოვთ და ამაზე დაჟინებით მოგთხოვთ, თქვენ სიძუნწეს გამოიჩენთ, და (მაშინ) ის გამოაჩენს თქვენს სიძულვილს (ალლაჰის გზაზე ხარჯების გაღებაში).
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
აჰა, თქვენ (ო, მორწმუნენო) ხართ ისინი, ვისაც მოუწოდებენ, რომ გასცეთ ალლაჰის გზაზე [ალლაჰის მტრების წინააღმდეგ ბრძოლასა და ისლამის გავრცელებაში]. და თქვენ შორის არიან ისეთები, რომლებიც იშურებენ. და ვინც იშურებს, ის მხოლოდ საკუთარი თავის საზიანოდ იშურებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარია, ხოლო თქვენ ღარიბები ხართ! და თუ თქვენ (ალლაჰის რწმენასა და მის მორჩილებაზე) ზურგს შეაქცევთ, ის სხვა ხალხით შეგცვლით, და ისინი თქვენნაირები არ იქნებიან.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers