სურა ალ-ანამი
PDF —
165 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-ანამი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-ანამი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-ანამი თარგმანი. ალ-ანამი (Meccan) 165 აია.



სურა ალ-ანამი
165 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
(ყოველი) ქება — ალლაჰს, რომელმაც შექმნა ცანი და მიწა (და ყველაფერი, რაც მათშია) და დაადგინა სიბნელეები და სინათლე! შემდეგ კი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი თავიანთ უფალს უთანასწორებენ (ვინმეს ან რაიმეს).
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
(მხოლოდ) იგია [ალლაჰი], რომელმაც შეგქმნათ თქვენ [თქვენი წინაპარი ადამი] თიხისგან, შემდეგ დაადგინა ვადა [სიცოცხლის ხანგრძლივობა ქმნილებებისთვის], და კიდევ სხვა ვადა [სამსჯავროს დღის დადგომა] მასთანაა განსაზღვრული. შემდეგ კი თქვენ, [ურწმუნოებო], ეჭვობთ (იმაში, რომ იგი მკვდრებს აღადგენს)!
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
იგია ალლაჰი, (ერთადერთი ღმერთი) ცათა და მიწაზე [ვინც ცათა და მიწაზე არიან, აღიარებენ მას ერთადერთ ღმერთად და ეთაყვანებიან მას]. და მან იცის თქვენი საიდუმლო და თქვენი აშკარა, და მან იცის ის, რასაც თქვენ იძენთ [რა საქმეებს ასრულებთ], და იგი აგინაზღაურებთ მათთვის.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და რა სასწაულიც არ უნდა მოვიდეს მათთან ალლაჰის სასწაულებიდან, ისინი მისგან ზურგს იქცევდნენ [არ იღებდნენ და არ სწამდათ იგი].
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და უკვე უარყვეს მათ [ურწმუნოებმა] ჭეშმარიტება, როცა იგი მათთან მოვიდა. და მალე მოვა მათთან ცნობები იმაზე, რაზეც ისინი დასცინოდნენ!
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
ნუთუ მათ არ უნახავთ [ან ნუთუ არ იციან], რამდენი თაობა დავღუპეთ მათამდე? ჩვენ დავამყარეთ ისინი [წინა თაობები] დედამიწაზე ისე, როგორც თქვენ არ დაგიმყარებიათ (ო, ურწმუნოებო); და ჩვენ მათზე მოვავლენდით ციდან უხვ წვიმას და გავაკეთეთ ისე, რომ მდინარეები მათ ქვემოთ მიედინებოდა. შემდეგ კი ჩვენ ისინი დავღუპეთ მათი ცოდვების გამო და მათ შემდეგ სხვა თაობები აღვადგინეთ [შევქმენით].
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
თუნდაც ჩვენ შენთვის (ო, მოციქულო) ზეციდან ფურცლებზე დაწერილი წერილი ჩამოგვევლინა და ისინი ხელებით შეხებოდნენ მას, მაშინ ისინი, ვინც ურწმუნოებად იქცნენ, უეჭველად იტყოდნენ: «ეს, რითაც შენ მოხვედი,— მხოლოდ აშკარა ჯადოქრობაა!»
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «ნეტავ მასთან [მუჰამმადთან] ალლაჰს ანგელოზი ჩამოეგზავნა ზეციდან!» ხოლო თუ ჩვენ ანგელოზს ჩამოვგზავნიდით, მაშინ საქმე აუცილებლად გადაწყვეტილი იქნებოდა, და შემდეგ მათ აღარ მიეცემოდათ ვადა (მოსანანიებლად)!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
თუნდაც რომ იგი ანგელოზად დაგვედგინა, აუცილებლად გავხდიდით მას [ანგელოზს] ადამიანად [ადამიანის სახით], რათა შეძლებოდათ მასთან საუბარი (რადგან მათ არ შეუძლიათ ანგელოზის დანახვა მისი ანგელოზური სახით), და მაშინაც გავხდიდით მათთვის გაუგებარს იმას, რასაც ისინი თვითონ ხდიან გაუგებარს.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და უკვე დასცინოდნენ მოციქულებს, შენამდე არსებულებს, და მოიცვა ისინი, ვინც დასცინოდა [მოციქულებს], ის [სასჯელი], რის გამოც დასცინოდნენ.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «იმოგზაურეთ მიწაზე და შემდეგ შეხედეთ, როგორი იყო დასასრული მათი, ვინც სიცრუეს იგონებდა!»
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
უთხარი (ო, მოციქულო): «ვის ეკუთვნის ის, რაც ცაშია და რაც მიწაზეა?» თქვი: «ალლაჰს! მან საკუთარ თავზე დააწესა წყალობა; იგი აუცილებლად და უეჭველად შეგკრებთ აღდგომის დღეს, რომელშიც არავითარი ეჭვი არ არის! ისინი, ვინც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს , — ისინი არ ირწმუნებენ!»
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
۞ და მას ეკუთვნის (ყველაფერი), რაც ისვენებს ღამით და დღისით; და იგია ყოვლიმსმენი, ყოვლისმცოდნე.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
უთხარი (ო, მოციქულო): «ნუთუ სხვას ავიღებ მე ჩემს მფარველად ალლაჰის გარდა, ცისა და მიწის შემოქმედისა, (როდესაც) ის აძლევს საზრდოს (ყველა ქმნილებას), ხოლო მას ვერავინ აძლევს საზრდოს?» თქვი (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, მე მიბრძანეს ვიყო პირველი მათ შორის, ვინც (სრულად) დაემორჩილა (მას), და არ იყოთ მრავალღმერთიანთა შორის!»
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
უთხარი (ო, მოციქულო) მრავალღმერთიანებს: «ჭეშმარიტად, მე მეშინია, თუ არ დავემორჩილები ჩემს უფალს, დიდებული დღის სასჯელის!»
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ვისაც ის [სასჯელი] აცილდება იმ დღეს, მას იგი მართლაც შეიწყალებს; და ეს იქნება აშკარა წარმატება!
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
და თუ ალლაჰი შეგეხება შენ (ო, ადამიანო) ზიანით [გასაჭირით, სიღარიბით, ავადმყოფობით…], მაშინ არ არსებობს მისი მომხსნელი მის გარდა. ხოლო თუ ის შეგეხება სიკეთით [სიმდიდრით, ჯანმრთელობით…], მაშინ (მხოლოდ) იგია ყოვლისშემძლე ყველაფერზე.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
და ის არის მბრძანებელი და თავისი მონების ზემოთ; და ის ბრძენი, ყოვლისმცოდნეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
უთხარი (ო, მოციქულო): «რა (შეიძლება იყოს) უფრო დიდი მოწმობა?» თქვი: «(თავად) ალლაჰი არის მოწმე ჩემსა და თქვენს შორის. და შთამეგონა მე გამოცხადებით (ალლაჰისგან) ეს ყურანი, რათა გაგაფრთხილოთ ამით და (გააფრთხილოს) ისინი, ვისამდეც ის [ყურანი] მიაღწევს (აღდგომის დღემდე). ნუთუ თქვენ მოწმობთ, რომ ალლაჰთან ერთად კიდევ სხვა ღმერთებიც არიან?» უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «მე არ ვმოწმობ (იმას, რაზეც თქვენ დგახართ)». თქვი: «ჭეშმარიტად, ის არის ერთი ღმერთი, და ჭეშმარიტად, მე სრულიად გაშორებული ვარ იმისგან, რასაც თქვენ მას თანასწორად უყენებთ».
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ისინი, ვისაც ჩვენ წიგნი ვუბოძეთ, იცნობენ მას [მოციქულ მუჰამმადს] (იმ ნიშნებით, რომლებსაც კითხულობენ თავიანთ წერილებში), ისე როგორც იცნობენ საკუთარ შვილებს. ისინი, ვინც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს [ურწმუნოები გახდნენ და არ აღიარეს მუჰამმადი მოციქულად], — ისინი არ ირწმუნებენ!
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
ვინ არის უფრო უსამართლო, ვიდრე ის, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს ან უარყოფს მის ნიშნებს? ჭეშმარიტად, უსამართლონი ვერ მიაღწევენ წარმატებას!
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და (დაე, მათ, ვინც არ იღებენ ალლაჰის ნიშნებს, შეეშინდეთ) იმ დღის, (როდესაც) ჩვენ შევკრებთ მათ ყველას, შემდეგ კი ვეტყვით მათ, ვინც მას თანასწორებს უყენებდნენ: «სად არიან თქვენი თანასწორები [ცრუ ღმერთები], რომელთა შესახებაც ამტკიცებდით, რომ ისინი თქვენთვის შუამდგომლობდნენ ალლაჰის წინაშე?»
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
შემდეგ მათი ეს გამოცდა არ იქნება სხვა არაფერი, გარდა იმისა, რომ ისინი (ტყუილად) იტყვიან: «ვფიცავთ ალლაჰს, ჩვენს უფალს, ჩვენ არ ვიყავით მრავალღმერთიანები!»
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
შეხედე (ო, მოციქულო), როგორ დაიწყებენ ისინი საკუთარ თავზე ტყუილის თქმას (თავიანთი ურწმუნოების გამართლებისას). და დაიკარგება მათგან ის, რასაც ისინი იგონებდნენ!
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ შენ (ო, მოციქულო), როცა კითხულობ ყურანს, მაგრამ (იმის გამო, რომ თავიანთ ვნებებს გაჰყვნენ) ჩვენ დავადეთ მათ გულებზე საფარველები, რათა ვერ გაიგონ იგი [რაც ყურანშია], ხოლო მათ ყურებში — სიყრუე. და რაც არ უნდა ნიშანი იხილონ, მაინც არ ირწმუნებენ მას [ამ ნიშნებს]; იმდენად, რომ როცა მოდიან შენთან, კამათობენ და ამბობენ ურწმუნონი: «ეს [რაც გვესმის] მხოლოდ წარსულთა (გამოგონილი) ზღაპრებია!»
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓ
და ისინი აფერხებენ მასთან [მოციქულს] და (თავადაც) შორდებიან მას, და ამით ისინი მხოლოდ საკუთარ თავს იღუპავენ, თუმცა (ამას) ვერ გრძნობენ.
ﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡﰢﰣﰤ
და რომ გეხილა (ო, მოციქულო), როგორ დააყენებენ მათ ცეცხლის [ჯოჯოხეთის] წინაშე და იტყვიან: «ო, ნეტავ დაგვაბრუნებდნენ (მიწიურ ცხოვრებაში), მაშინ აღარ ვუარყოფდით ჩვენი უფლის ნიშნებს და ვიქნებოდით მორწმუნეთაგან!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
მაგრამ გამოეცხადათ მათ [ურწმუნოებს] (განკითხვის დღეს) ის, რასაც ადრე მალავდნენ . და რომ დაბრუნებულიყვნენ და მიეცათ მათ ვადა, უეჭველად კვლავ დაბრუნდებოდნენ იმაზე, რაც აკრძალულია [ურწმუნოებასა და ცოდვებზე]! და ნამდვილად, ისინი უეჭველად მატყუარები არიან.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «ეს არის მხოლოდ ჩვენი მიწიერი ცხოვრება, და ჩვენ არ ვიქნებით აღდგენილნი (ჩვენი სიკვდილის შემდეგ)».
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ნეტავ გენახა, როდესაც თავიანთი უფლის წინაშე დააყენებენ და ეტყვის: «განა ეს არ არის ჭეშმარიტება?» ისინი ეტყვიან: «დიახ, ჩვენს უფალს ვფიცავთ». ისიც ეტყვის: «მაშ, იგემეთ სასჯელი იმის, რასაც უარყოფდით».
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
უეჭველად, ზარალი განიცადეს მათ, ვინც ტყუილად ჩათვალეს ალლაჰთან შეხვედრა [არ ირწმუნეს განკითხვის დღე]. და როცა მოულოდნელად მიუვათ მათ საათი [დადგება განკითხვის დღე], იტყვიან: «ვაი ჩვენ, იმის გამო, რაც დავკარგეთ მასში». და ისინი ატარებენ თავიანთ ტვირთებს [თავიანთ ცოდვებს] თავიანთ ზურგებზე. და რაოდენ საზარელია ის, რასაც ისინი ატარებენ!
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
და მიწიერი ცხოვრება არაფერია, თუ არა თამაში და გართობა; ხოლო საბოლოო სამყოფელი (მარადიული ცხოვრება) უკეთესია მათთვის, ვისაც ეშინია ალლაჰის (სასჯელის). ნუთუ არ გაიაზრებთ?
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
ჭეშმარიტად, ჩვენ ვიცით, რომ შენ (ო, მოციქულო) გამწუხრებს ის, რასაც ისინი შენზე ამბობენ. ჭეშმარიტად, ისინი შენ მატყუარად არ გთვლიან (თავიანთ გულებში), თუმცა უსამართლონი უარყოფენ ალლაჰის ნიშნებს.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და უკვე უარყოფილნი იყვნენ შუამავლები, შენამდე (ო, მუჰამმად), და ისინი ითმენდნენ იმას, რომ მათ უარყოფდნენ და ტანჯავდნენ (და აგრძელებდნენ ხალხის მოწოდებას ჭეშმარიტებისკენ), ვიდრე მათთან არ მოვიდა ჩვენი დახმარება. და ვერავინ შეცვლის ალლაჰის სიტყვებს! და უკვე მოვიდა შენამდე ცნობები შუამავლებზე.
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙ
და თუ მძიმეა შენთვის (ო, მოციქულო) მათი ზურგშექცევა, მაშინ თუ შეგიძლია იპოვო ხვრელი მიწაში ან კიბე ცაში და მიუტანო მათ რაიმე ნიშანი — მაშინ გააკეთე ეს! და თუ ალლაჰი ისურვებდა, აუცილებლად შეკრებდა მათ სწორ გზაზე. ამიტომ ნუ იქნები (ო, მუჰამმად) უმეცართაგანი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
۞ ჭეშმარიტად, (ჭეშმარიტებისკენ მოწოდებას) პასუხობენ მხოლოდ ისინი, ვინც უსმენენ. ხოლო მკვდრებს ალლაჰი აღადგენს, შემდეგ კი მასთან იქნებიან დაბრუნებულნი.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
და თქვეს მათ (ქედმაღლურად): «ო, ნეტავ მას [მუჰამმადს] ჩამოეგზავნოს რაიმე ნიშანი [სასწაული] მისი უფლისგან (როგორც სალიჰის აქლემი, მუსას კვერთხი ან 'ისას სუფრა)», უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, ალლაჰს ძალუძს, რათა ჩამოავლინოს ნიშანი (სასწაული), თუმცა მათმა უმრავლესობამ არ იცის (რომ ნიშნები იგზავნება მხოლოდ ალლაჰის სიბრძნით)!»
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და არ არსებობს არც ერთი ცხოველი დედამიწაზე და არც ერთი ფრინველი, რომელიც დაფრინავს ცაში თავისი ორი ფრთით, რომ ისინი არ იყვნენ თემები, თქვენი მსგავსნი (ო, ადამიანებო) . არაფერი გამოგვიტოვებია ჩვენ წიგნში [დაცულ ფირფიტაში]. შემდეგ ისინი თავიანთი უფლის წინაშე იქნებიან შეკრებილნი.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
ხოლო ისინი, ვინც უარყვეს ჩვენი ნიშნები, — ყრუები არიან, მუნჯები არიან და (იმყოფებიან) სიბნელეებში [ვერ ხედავენ ჭეშმარიტებას]. ვისაც ალლაჰი ისურვებს, მას ააცდენს გზას, ხოლო ვისაც ისურვებს, დააყენებს სწორ გზაზე.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
უთხარი (ო, მოციქულო): «დაფიქრებულხართ თუ არა, რომ თუ თქვენზე მოვა ალლაჰის სასჯელი ან დაგიდგებათ საათი, ნუთუ ალლაჰის გარდა სხვას მიმართავთ ვედრებით, თუ თქვენ მართლები ხართ?»
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
პირიქით! სწორედ მას [ალლაჰს] მიმართავთ ვედრებით, და ის გიხსნით იმისგან, რის გამოც ევედრებით, თუ ისურვებს; და იმ წამს ივიწყებთ მათ, ვისაც მას თანაზიარად უდგენთ.
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
და უკვე გავგზავნეთ (შუამავლები) ხალხებთან, რომლებიც შენამდე იყვნენ (ო, მუჰამმად). და ჩვენ შევიპყარით ისინი გაჭირვებით და უბედურებით [დაავადებებით], რომ ეგების ისინი დამორჩილდებოდნენ (თავიანთ უფალს) და მხოლოდ მას ეთაყვანებოდნენ.
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ნეტავ, როცა მათთან მოდიოდა ჩვენი რისხვა, ისინი დამორჩილებულიყვნენ! მაგრამ მათი გულები გამკვრივდა, და სატანამ შეუმკო მათ ის, რასაც აკეთებდნენ!
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
და როცა მათ დაივიწყეს ის, რაც შეახსენეს, ჩვენ გავუხსენით მათ წინაშე ყველაფრის კარები. და როცა ისინი ხარობდნენ იმით, რაც მათ მიეცათ, ჩვენ მოულოდნელად შევიპყარით ისინი, და აი, ისინი აღმოჩნდნენ (სრულ) სასოწარკვეთილებაში.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
და განადგურდნენ ბოლომდე ის ადამიანები, რომლებიც უსამართლობას სჩადიოდნენ [რომლებმაც არ ირწმუნეს ალლაჰი და უარყვეს მისი მოციქულები]. და ქება-დიდება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
უთხარი (ო, მოციქულო): «ნუთუ არ დაფიქრებულხართ, თუკი ალლაჰი წაგართმევთ სმენასა და მხედველობას და დაბეჭდავს თქვენს გულებს, მაშინ რომელი ღმერთი, ალლაჰის გარდა, დაგიბრუნებთ ამას?» შეხედე, როგორ ვანაწილებთ ჩვენ ნიშნებს (აიათებს)! შემდეგ კი ისინი (ამის მიუხედავად) თავს არიდებენ (ამაზე დაფიქრებას).
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
უთხარი (ო, მოციქულო): «ნუთუ არ დაფიქრებულხართ, თუ თქვენზე მოვა ალლაჰის სასჯელი მოულოდნელად ან აშკარად, ნუთუ დაიღუპება (კიდევ ვინმე), გარდა იმ ხალხისა, რომლებიც იყვნენ უსამართლონი?»
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
და ჩვენ ვგზავნით მოციქულებს მხოლოდ მახარობლებად და გამაფრთხილებლებად . და ვინც ირწმუნებს და მართალი იქნება — მათზე არ იქნება შიში, და არ იქნებიან ისინი დამწუხრებულნი!
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
ხოლო ისინი, რომლებმაც უარყვეს ჩვენი ნიშნები (აიათები), — მათ შეეხებათ სასჯელი იმისთვის, რომ ისინი ურჩები იყვნენ ალლაჰის მიმართ!
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
უთხარი (ო, მოციქულო): «მე არ გეუბნებით, რომ მე მაქვს ალლაჰის საუნჯეები [რომ მე ვმართავ მათ], და არც იმას ვამბობ, რომ ვიცი უხილავი, და არც იმას ვამბობ, რომ მე — ანგელოზი ვარ. მე მხოლოდ მივყვები იმას, რაც მეძლევა გამოცხადებად ალლაჰისგან». თქვი: «ნუთუ თანასწორია ბრმა [ურწმუნო, რომელიც ვერ ხედავს ალლაჰის ნიშნებს] და მხედველი [მორწმუნე]? ნუთუ არ დაფიქრდებით, რათა დაინახოთ ჭეშმარიტება და ირწმუნოთ იგი?»
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
შეაგონე (ო, მოციქულო) ამით [ყურანით] ისინი, რომლებიც შიშობენ, რომ შეკრებილნი იქნებიან თავიანთი უფლის წინაშე, მათთვის, ვისაც მის გარდა არ ჰყავს მფარველი და შუამდგომელი, — რათა ეგები მოერიდონ (ალლაჰის სასჯელს).
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
არ განდევნო (ო, მოციქულო) (შენგან) ეს (ღარიბი მორწმუნენი), რომლებიც თავიანთ უფალს უხმობენ დილაობით და საღამოობით, და სურთ მისი სახის ხილვა! შენზე (ო, მოციქულო) საერთოდ არ არის (დაკისრებული) მათი ანგარიში, და არც მათზეა შენი ანგარიში, რომ შენ ისინი განდევნო და (ამით) გახდე მჩაგვრელთაგანი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
და ასე გამოვცადეთ ჩვენ ზოგი მათგანი სხვებით [მდიდრები — ღარიბებით, დიდგვაროვნები — უბრალოებით], რათა მათ ეთქვათ: «ნუთუ სწორედ ამათ შორის მოგვმადლა ალლაჰმა წყალობა (რწმენის მინიჭებით)?» ნუთუ ალლაჰმა უკეთ არ უწყის მადლიერნი?
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
და როცა შენთან (ო, მოციქულო) მოდიან ისინი, რომლებიც ირწმუნებენ ჩვენს ნიშნებს, მაშინ უთხარი მათ: «მშვიდობა თქვენ! თქვენმა უფალმა საკუთარ თავს დააკისრა მოწყალება. მართლაც, ვინც თქვენგან ჩაიდენს ცუდს უცოდინრობით, შემდეგ კი ამის შემდეგ მოინანიებს და გამოასწორებს, — ჭეშმარიტად, იგი შემნდობი, მოწყალეა».
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და ასე განვმარტავთ ნიშნებს [აიათებს], რათა (ამითვე) გამოვლინდეს მეამბოხეთა [მრავალღმერთიანთა] გზის სიცრუეც!
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
თქვი (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, მე ამიკრძალეს თაყვანისცემა იმათთვის, ვისაც თქვენ უხმობთ [ვისაც ეთაყვანებით] ალლაჰის გარდა». თქვი: «მე არ გავყვები თქვენს სურვილებს, რადგან მაშინ შევცდებოდი და არ ვიქნებოდი მართალი გზის მიმდევართა შორის».
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
თქვი (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, მე ვეყრდნობი ნათელ ნიშანს [მტკიცებულებას] ჩემი უფლისგან, ხოლო თქვენ ამას სიცრუედ მიიჩნევთ. არ მაქვს მე ის, რასაც თქვენ აჩქარებთ. გადაწყვეტილება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის: ის ჰყვება ჭეშმარიტებას, და იგი — საუკეთესოა განმმარტებელთაგან».
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
თქვი (ო, მოციქულო): «რომ მქონდეს მე ის, რასაც თქვენ აჩქარებთ, მაშინ საქმე ჩემსა და თქვენ შორის აუცილებლად გადაწყვეტილი იქნებოდა [მე მას დავაჩქარებდი]; და ალლაჰმა უკეთ იცის უსამართლონი».
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
۞ და მასთან არის უხილავის გასაღებები. ეს არავინ იცის მის გარდა. და მან იცის (ყველაფერი), რაც არის ხმელეთზე და ზღვაში. და არც ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდება, რომ მან ამის შესახებ არ იცოდეს. და არ არის (არც ერთი) მარცვალი მიწის სიბნელეში, და არ არის (რაიმე) სველი ან მშრალი, რაც არ იყოს ჩაწერილი ნათელ წიგნში [დაცულ ფირფიტაში].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და (მხოლოდ) იგია, ვინც გაძინებთ ღამით, და იცის, რას იძენთ დღის განმავლობაში. შემდეგ იგი გაცოცხლებთ მასში, რათა შესრულდეს დანიშნული ვადა . შემდეგ მისკენ იქნება თქვენი დაბრუნება, და შემდეგ იგი გაუწყებთ, რასაც აკეთებდით.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
და იგია მბრძანებელი და (იმყოფება) თავის მონებზე მაღლა, და აგზავნის თქვენთვის მცველებს [ანგელოზებს]. და როცა რომელიმე თქვენგანთან მოდის სიკვდილი, ჩვენი მოციქულები [ანგელოზები] ართმევენ მას სულს, და ისინი არაფერს ტოვებენ უყურადღებოდ (იმიდან, რაც მათ ევალებათ).
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
შემდეგ ისინი დაბრუნდებიან ალლაჰთან, მათ ჭეშმარიტ მფარველთან. დიახ, მას ეკუთვნის გადაწყვეტილება, და იგი — ყველაზე სწრაფია ანგარიშის მომკითხველთა შორის.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
თქვი (ო, მოციქულო): «ვინ გიხსნით (თქვენს შორეულ მგზავრობებში) ხმელეთისა და ზღვის სიბნელეთაგან, ვის მიმართავთ ვედრებით თავმდაბლად და ფარულად: "თუ შენ გვიხსნი ამიდან, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით მადლიერთა შორის"?»
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ალლაჰი გიხსნით ამისგან და ყოველგვარი უბედურებისგან, შემდეგ კი თქვენ მაინც უთანაზიარებთ».
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
უთხარი (ო, მოციქულო): «მას შეუძლია მოგივლინოთ სასჯელი ზემოდან [ქვები ციდან, წყალდიდობა…] ან თქვენი ფეხქვეშიდან [მიწისძვრა, ჩაქცევები…], და გაგყოთ თქვენ სხვადასხვა ჯგუფებად და იგემოს ერთმა თქვენგანმა მეორის რისხვა [თქვენ შორის ომი გააჩინოს]». შეხედე, როგორ ვანაწილებთ ჩვენ ნიშნებს [მტკიცებულებებს], რათა მათ გაიგონ (და აიღონ მათგან შეგონება)!
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
და შენმა ხალხმა უარყო იგი [ყურანი], მიუხედავად იმისა, რომ იგი ჭეშმარიტებაა. უთხარი (მათ): «მე არ ვარ თქვენზე პასუხისმგებელი».
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
ყოველ ცნობას აქვს განსაზღვრული დრო (როდესაც იგი აუცილებლად ხდება), და მალე თქვენ შეიტყობთ.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
და როდესაც შენ (ო, მოციქულო ) დაინახავ მათ, რომლებიც იძირებიან (დამცინავად) ჩვენს აიათებში (ნიშნებში) მაშინ განერიდე მათ, სანამ ისინი სხვა საუბარში არ ჩაერთვებიან. და თუ სატანა დაგავიწყებს (ამ ბრძანებას), მაშინ გახსენების შემდეგ, ნუ დაჯდები უსამართლო ხალხთან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და იმათზე, რომლებიც ერიდებიან (ალლაჰის სასჯელს), არავითარი პასუხისმგებლობა არ არის დაკისრებული მათ ანგარიშზე. მათზე მხოლოდ შეხსენების პასუხისმგებლობაა, რათა ეგების ალლაჰის შიში ჰქონდეთ.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
და მიატოვე (ო, მოციქულო) ისინი, რომლებიც თავიანთ სარწმუნოებას — ისლამს — დაცინვად და გასართობად აქცევენ, და რომლებიც ამქვეყნიურმა ცხოვრებამ მოატყუა. და შეახსენე მათ ყურანის მეშვეობით, რომ ყოველი სული განწირული იქნება დაღუპვისთვის ამის გამო. მას არ ეყოლება ალლაჰის გარდა არც მფარველი და არც შუამდგომელი. და თუნდაც ნებისმიერი გამოსასყიდი შესთავაზოს თავის დასახსნელად, ეს არ იქნება მიღებული მისგან. ასეთნი არიან ისინი, რომლებმაც საკუთარი თავი დაღუპვას მისცეს იმის გამო, რაც მოიპოვეს. მათთვის არის მდუღარე წყალი სასმელად და მტკივნეული სასჯელი იმის გამო, რომ ისინი ურწმუნოებას სჩადიოდნენ.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
უთხარი (ო, მოციქულო): «ნუთუ ჩვენ დავიწყებთ მოწოდებას ალლაჰის გარდა იმის მიმართ, რაც არ გვაძლევს სარგებელს და არც გვაზიანებს? და (თუ ამას გავაკეთებთ), ნუთუ დავბრუნდებით უკან [გზასაცდენისკენ] მას შემდეგ, რაც ალლაჰმა გვიწინამძღვრა? და (ის, ვინც ბრუნდება გზასაცდენაში) ჰგავს იმას, ვინც სატანამ აცდუნა დედამიწაზე, და ის დაბნეულია. მას ჰყავს თანამგზავრები, რომლებიც მოუწოდებენ (ჭეშმარიტი) გზისკენ: «მოდი ჩვენთან!». უთხარი (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, მხოლოდ ალლაჰის გზა არის (ნამდვილი) გზა, და ჩვენ ყველას გვებრძანა სრულად დავემორჩილოთ სამყაროთა უფალს».
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და (ასევე ჩვენ გვებრძანა): «შეასრულეთ ლოცვა და ერიდეთ მას (მის სასჯელს), და მხოლოდ ის [ალლაჰი] არის ის, ვისთანაც თქვენ ყველანი იქნებით შეკრებილნი (სასამართლოს დღეს)!»
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
და იგია, ვინც შექმნა ცები და მიწა ჭეშმარიტებით. და იმ დღეს როდესაც იტყვის: «იყავ!» — და ის მაშინვე იქნება. მისი სიტყვა — ჭეშმარიტებაა. და მხოლოდ მას ეკუთვნის მმართველობა იმ დღეს, როდესაც ჩაბერილი იქნება საყვირში. ის არის მცოდნე დაფარულისა და ხილულისა, და იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
۞ და აი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას აზარს: «ნუთუ შენ კერპებს იღებ ღმერთებად (რომლებსაც არ შეუძლიათ არც სარგებლის მოტანა და არც ზიანის მიყენება)? მე ვხედავ, რომ შენ (ო, მამაჩემო) და შენი ხალხი აშკარა გზასაცდენაში ხართ».
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და ასე ვუჩვენებდით იბრაჰიმს ცათა და მიწის ძალაუფლებას, რათა ყოფილიყო მტკიცედ დარწმუნებულთა შორის [რომლებსაც არ აქვთ არანაირი ეჭვი].
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
და როცა ღამემ დაფარა [როცა სრულიად ჩამობნელდა], მან — იბრაჰიმმა — დაინახა ვარსკვლავი და თქვა: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი?» და როდესაც ის ჩაესვენა [დაიმალა], თქვა: «მე არ მიყვარს ჩასვენებულნი [არ ვეთაყვანები მათ, ვინც ქრება]».
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
როდესაც მან — იბრაჰიმმა — დაინახა ამომავალი მთვარე, უთხრა თავის ხალხს: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი?» და როცა ის ჩაესვენა, თქვა: «თუ ჩემი უფალი არ მიჩვენებს სწორ გზას, მე ვიქნები ერთ-ერთი გზასაცდენილთაგანი».
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
როდესაც მან — იბრაჰიმმა — დაინახა ამომავალი მზე, უთხრა თავის ხალხს: «(თქვენი თქმით) ეს არის ჩემი უფალი, რადგან ის უფრო დიდია (სხვებზე)?!» და როდესაც ის ჩაესვენა, თქვა: «ო, ჩემო ხალხო! მე სრულიად განვშორდი იმას, რასაც თქვენ ალლაჰს უთანაზიარებთ».
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ჭეშმარიტად, მე (ჩემი თაყვანისცემით) მივმართე ჩემი სახე იმისკენ, ვინც შექმნა ცები და დედამიწა — ჰანიფად (მყოფმა), და მე არ ვარ მრავალღმერთიანთა შორის.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და შეეკამათა მას [იბრაჰიმს] მისი ხალხი. მან თქვა: «ნუთუ თქვენ მეკამათებით ალლაჰის შესახებ, მაშინ როცა მან მე ჭეშმარიტ გზაზე დამაყენა? მე არ მეშინია იმისი, რასაც თქვენ მას თანაზიარად მიაწერთ, გარდა იმისა, რასაც ჩემი უფალი ინებებს. ჩემი უფლის ცოდნა ყველაფერს მოიცავს. ნუთუ არ გამოფხიზლდებით?
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და როგორ უნდა მეშინოდეს მე იმისა, რასაც თქვენ ალლაჰს თანაზიარს უყენებთ, მაშინ როცა თქვენ — ო, მრავალღმერთიანებო — არ გეშინიათ, რომ ალლაჰს თანაზიარს უყენებთ იმას, რაზეც მას თქვენთვის არავითარი მტკიცებულება არ ჩამოუვლენია? მაშ, ამ ორი ჯგუფიდან (მრავალღმერთიანებისა და ერთღმერთიანებისა) რომელი უფრო იმსახურებს უსაფრთხოებას (ალლაჰის სასჯელისგან), თუ კი იცით?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
ისინი, ვინც ირწმუნეს და არ შეურიეს თავიანთ რწმენას უსამართლობა [არ აურიეს მასში მრავალღმერთიანობა], — მათ ეკუთვნით უსაფრთხოება და ისინი სწორ გზაზე მდგომნი არიან.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
და ეს არის ჩვენი მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვუწყალობეთ იბრაჰიმს მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ხარისხებით ვამაღლებთ მათ, ვისაც ვისურვებთ (ამქვეყნიურ და მარადიულ ცხოვრებაში). ჭეშმარიტად, შენი უფალი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
და ვუწყალობეთ მას [იბრაჰიმს] ისჰაყი და ია'ყუბი; ყველა დავაყენეთ სწორ გზაზე. და ნუჰიც მივმართეთ სწორ გზაზე უფრო ადრე. და მისი შთამომავლობიდან — დაუდი, სულაიმანი, აიიუბი, იუსუფი, მუსა და ჰარუნი — (ყველა მათგანი) დავაყენეთ სწორ გზაზე. და ასე ვაჯილდოებთ კეთილისმქმნელთ.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
და ასევე დავაყენეთ სწორ გზაზე ზაქარია, იაჰია, 'ისა და ილიასი — ყველა მათგანი მართალთა შორის იყო.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
და ასევე დავაყენეთ სწორ გზაზე ისმა'ილი, ალ-იასა', იუნუსი და ლუტი — და ყველა მათგანი ავამაღლეთ სამყაროთა ზედა [თავიანთი დროის ადამიანებზე].
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
და ასევე დავაყენეთ სწორ გზაზე ისინი, ვინც ვისურვეთ — მათი მამებიდან, შთამომავლებიდან და ძმებიდან; ჩვენ ავირჩიეთ ისინი და წავმართეთ პირდაპირ გზაზე [ერთღმერთიანობისკენ].
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
ეს არის ალლაჰის გზა, რომლითაც იგი ხელმძღვანელობს, ვისაც ინებებს თავისი მონებიდან. ხოლო თუ ისინი [მოციქულები] თანაზიარს დაუყენებდნენ მას, უეჭველად, ამაო იქნებოდა ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
ესენი არიან ისინი, ვისაც ჩვენ ვუწყალობეთ წიგნი, სიბრძნე [ცოდნა და შარიათის გაგება] და წინასწარმეტყველება. ხოლო თუ ესენი [მექქელები და სხვები] არ ირწმუნებენ მას [ყურანის აიათებს], მაშინ ჩვენ მას ვანდობთ იმ ხალხს, რომლებიც არ უარყოფენ მას .
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ესენი არიან ისინი, ვინც ალლაჰმა სწორ გზაზე დააყენა, ამიტომ მათ ხელმძღვანელობას მიჰყევი. თქვი: «არ ვითხოვ თქვენგან ამისთვის [ალლაჰის თაყვანისცემისკენ მოწოდებისთვის] არანაირ საზღაურს; ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰთანაა. ეს [ყურანი] მხოლოდ შეხსენებაა სამყაროთათვის».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და მათ (მრავალღმერთიანებმა) არ დააფასეს ალლაჰი სათანადოდ, როცა თქვეს: «ალლაჰს არაფერი ჩამოუვლენია ადამიანისთვის». თქვი (ო, მოციქულო): «მაშ, ვინ ჩამოავლინა წიგნი, რომლითაც მოვიდა მუსა — როგორც ნათელი და ხელმძღვანელობა ადამიანებისთვის?» თქვენ [ო, იუდეველებო] მას ფურცლებად აქცევთ, აჩვენებთ მის ნაწილს [თორას] და ბევრს მალავთ. და თქვენ [ო, არაბებო] ნასწავლი გაქვთ ის [ყურანი], რაც არ იცოდით არც თქვენ და არც თქვენმა მამებმა. თქვი: «ალლაჰმა (ჩამოავლინა იგი)!» შემდეგ მიატოვე ისინი, რომ თავიანთ ცარიელ საუბარში ერთობოდნენ.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
და ეს არის წიგნი, რომელიც ჩვენ ჩამოგივლინეთ შენ (ო, მუჰამმად) — დალოცვილი; იგი ადასტურებს იმას, რაც მის წინ იყო ჩამოვლენილი [წინა წერილებს], და (ჩამოვლენილია) იმისთვის, რომ გააფრთხილო ქალაქთა დედა [მექქა] და ისინი, ვინც მის ირგვლივ არიან. და ისინი, ვინც ირწმუნებენ მარადიულ ცხოვრებას, ირწმუნებენ მას და თავიანთ ლოცვას [გულმოდგინედ] დაიცავენ.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ვინ არის უფრო უსამართლო და ცოდვილი, ვიდრე ის, ვინც ალლაჰზე სიცრუეს იგონებს, ან ამბობს: «მე მომევლინა გამოცხადება», მაშინ როცა არაფერი ჩამოვლენილა მისთვის; ან ვინც ამბობს: «მე ჩამოვავლენ მსგავსს იმისა, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა?» და თუ იხილავდი (ო, მოციქულო), როგორ იქნებიან უსამართლონი სიკვდილის ტანჯვაში, და ანგელოზები გაუწვდიან მათ ხელებს (სასჯელით) და ეტყვიან: «გამოიყვანეთ თქვენი სულები! დღეს თქვენ მოგეზღვებათ დამამცირებელი სასჯელით იმის გამო, რომ ალლაჰზე არასწორს ამბობდით და მისი აიათების მიმართ ამპარტავნებას იჩენდით».
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
და აი, თქვენ მოხვედით ჩვენთან (ანგარიშისა და საზღაურის მისაღებად) მარტონი, ისე როგორც პირველად შეგქმნათ [შიშვლები და უქონლები]; და დატოვეთ ის, რაც ჩვენ მოგეცით [სიმდიდრე და ქონება] თქვენს ზურგს უკან [ამქვეყნიურ ცხოვრებაში]. და ჩვენ არ ვხედავთ თქვენთან ერთად თქვენს შუამდგომლებს [ცრუ ღმერთებს], რომელთაც თქვენ ამტკიცებდით, რომ ისინი ალლაჰის თანაზიარნი იყვნენ. უკვე გაწყვეტილია ის კავშირი, რომელიც თქვენ შორის იყო, და გაქრა თქვენგან ის, რასაც ამტკიცებდით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
۞ ჭეშმარიტად, ალლაჰი ხსნის მარცვალს და კურკას [რომ მათგან აღმოცენდეს მცენარე და ხე]; გამოყავს ცოცხალი მკვდარიდან [ადამიანი — თესლიდან, ფრინველი — კვერცხიდან] და გამოაქვს მკვდარი ცოცხლიდან [თესლი — ადამიანიდან, კვერცხი — ფრინველიდან]. ასეთია ალლაჰი თქვენთვის! მაშ, როგორ შორდებით ჭეშმარიტებას?
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
იგია განთიადის გამღვივებელი, და ღამეს ქმნის სიმშვიდედ, ხოლო მზესა და მთვარეს — (აყენებს) ზუსტი ანგარიშით. ასეთია დადგენილება ძლევამოსილის, ყოვლისმცოდნის.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და მხოლოდ იგია (ალლაჰი), ვინც დაგიდგინათ თქვენ, ადამიანებო, ვარსკვლავები, რათა მათი მეშვეობით იპოვოთ გზა ხმელეთსა და ზღვის სიბნელეში. და ჩვენ უკვე განვმარტეთ ნიშნები იმ ხალხისთვის, რომლებმაც იციან (ალლაჰის სიდიადის შესახებ).
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და მხოლოდ იგია (ალლაჰი), ვინც შეგქმნათ თქვენ, ადამიანებო, ერთი სულისგან [ადამისგან], და (დაგიდგინათ თქვენთვის) დასადგომი ადგილი [დედის საშვილოსნო] და შესანახი ადგილი [მამის წიაღი]. და ჩვენ უკვე განვმარტეთ ნიშნები იმ ხალხისთვის, რომლებიც იგებენ (და იღებენ მათგან შეგონებას).
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და მხოლოდ იგია (ალლაჰი), ვინც ციდან ჩამოავლინა წყალი [წვიმა]. და მისი მეშვეობით გამოვიყვანეთ ყოველგვარი მცენარეულობა. და გამოვიყვანეთ მისგან მწვანე ყლორტები, საიდანაც შემდეგ გამოვყოფთ მარცვლებს, ერთმანეთზე განლაგებულს [თავთავების მსგავსად]. და პალმებიდან, მათი ყვავილედებიდან — დაბლა ჩამოშვებულ მტევნებს. და (გამოვიყვანეთ) ვენახები, ზეთისხილი და ბროწეული — მსგავსი (ფორმით), მაგრამ განსხვავებული (გემოთი). შეხედეთ მათ ნაყოფს, როცა ისინი ნაყოფს იძლევიან, და მათ დამწიფებას!ჭეშმარიტად, ამაში ნათელი ნიშნებია იმ ხალხისთვის, რომლებიც ირწმუნებენ.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და მათ ალლაჰს თანაზიარად დაუყენეს ჯინები, მაშინ როცა მან შექმნა ისინი. და მათ ტყუილად მიაწერეს მას შვილები და ქალიშვილები, ყოველგვარი ცოდნის გარეშე , წმინდაა იგი და უზენაესი იმაზე, რასაც ისინი მას მიაწერენ!
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
(ალლაჰი) ცათა და მიწის შემოქმედია. როგორ შეიძლება მას ჰყავდეს შვილი, როცა მას არ ჰყავს მეუღლე და მან შექმნა ყოველი რამ, და იგი ყოველი რამის შესახებ ყოვლისმცოდნეა?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ასეთია ალლაჰი — თქვენი უფალი; არ არსებობს სხვა ღმერთი, ღირსი თაყვანისცემისა, გარდა მისი. იგია ყოველი რამის შემქმნელი, ამიტომ ეთაყვანეთ მხოლოდ მას. და იგია ყოველივეს მფარველი [მზრუნველი და მოწმე].
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ვერც ერთი მზერა ვერ მისწვდება მას, ხოლო იგი სწვდება ყველა მზერას; და იგია კეთილი (თავის მონებთან) და ყოვლისმცოდნე.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
უკვე მოვიდა თქვენთან ნათელი ნიშნები [ცხადი მტკიცებულებები] თქვენი უფლისგან. ვინც ხედავს — ეს მისივე სასარგებლოდ არის; ხოლო ვინც ბრმაა [არ იღებს აშკარა ჭეშმარიტებას], — ეს მისივე საზიანოდ არის. (და უთხარი მათ, ო, მოციქულო): «მე თქვენთვის არ ვარ მცველი [არ ვარ პასუხისმგებელი თქვენს ურწმუნოებაზე ალლაჰის წინაშე]».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და ასე ვანაწილებთ [სრულად ვხსნით] ნიშნებს, იმგვარად, რომ ისინი [მექქას მცხოვრებლები], როცა შენ კითხულობ ალლაჰის წიგნს, ამბობენ: «შენ (ო, მუჰამმად) ისწავლე (წიგნის ხალხთან)»; და იმისთვის, რომ განვუმარტოთ ეს [ჭეშმარიტება] ადამიანებს, რომლებმაც იციან.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
გაჰყევი იმას, რაც შთაგონებად გეცხადება შენ (ო, მოციქულო) შენი უფლისგან: «არ არსებობს ღმერთი, ღირსი თაყვანისცემისა, გარდა მისა», — და განერიდე მრავალღმერთიანებს.
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
თუ ალლაჰს სურდა (რომ ამ მრავალღმერთიანებს არ აერჩიათ სხვა ღმერთები მის გარდა), ისინი არ დაუდგენდნენ მას თანამოზიარეებს [ის მათ მორწმუნეებად აქცევდა] . და ჩვენ არ გაგხადეთ შენ (ო, მოციქულო) მათი მცველი, და არც მათზე პასუხისმგებელი ხარ.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და ნუ ლანძღავთ (ო, მორწმუნენო) მათ, ვისაც ისინი მოუწოდებენ [ეთაყვანებიან] ალლაჰის გარდა, რათა მათ (ამის პასუხად) არ დაიწყონ ალლაჰის ლანძღვა მტრობის გამო და უცოდინრობით. ასე ყოველ საზოგადოებას გავულამაზეთ მისი საქმე (მორჩილებს — მორჩილება წარმოვუჩინეთ ლამაზად, ხოლო ურჩებს — ურჩობა). შემდეგ მათი დაბრუნება მათ უფალთან იქნება.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
და ფიცს დებდნენ ისინი ალლაჰზე — თავიანთი ყველაზე ძლიერი ფიცით — რომ, თუ მათთან მოვა ნიშანი [სასწაული], უთხარი (მათ) (ო, მუჰამმად): «სასწაულები ალლაჰთანაა (და არა ჩემთან)». და რა გაძლევთ თქვენ (ო, მორწმუნენო) ცოდნას, რომ როცა ისინი მოვლენ, ისინი [მრავალღმერთიანები] ირწმუნებენ ან არ ირწმუნებენ?
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
და ჩვენ ვაბრუნებთ მათ გულებსა და მზერას, და (თუნდაც ვუჩვენოთ მათ ისეთი სასწაულები, რასაც ისინი ითხოვენ), ისინი მაინც არ ირწმუნებენ, როგორც პირველად არ ირწმუნეს. და ვტოვებთ მათ ბრმად ხეტიალში თავიანთ უსაზღვრო გზააბნეულობაში.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
۞ და თუკი ჩვენ მათთან ჩამოვუშვებდით ანგელოზებს, და ელაპარაკებოდნენ მათ მკვდრები, და შევკრებდით მათ წინაშე ყველაფერს პირისპირ (აშკარად), ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ, თუ არა ის, რასაც ალლაჰი ინებებს. მაგრამ მათი უმეტესობა უმეცარია.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
და ასევე, ჩვენ ყოველ წინასწარმეტყველს დავუდგინეთ მტრები – სატანები ადამიანთა და ჯინთა შორის. ზოგი მათგანი შთააგონებს სხვებს მაცდურ სიტყვას მოტყუებისათვის. და რომ ენება შენს უფალს, ისინი [სატანები] ამას ვერ გააკეთებდნენ. მაშ, დატოვე ისინი და ის, რასაც ისინი იგონებენ!
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და დაე, იხრებოდნენ მისკენ [ამ მორთული სიტყვისკენ] გულები მათი, რომლებიც არ ირწმუნებენ მარადიულ ცხოვრებას, და (დაე) კმაყოფილდებოდნენ მისით [იმ სიტყვით] და დაე, იძენდნენ (ცოდვებიდან) იმას, რასაც ისინი იძენენ.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
(უთხარი, ო მოციქულო): «ნუთუ ვინმე სხვას, ალლაჰის გარდა, ვისურვებ მსაჯულად , მაშინ როცა იგი არის ის, ვინც ჩამოგიგზავნათ თქვენ წიგნი [ყურანი], დეტალურად განმარტებული? და ისინი, ვისაც ჩვენ მივეცით წერილი [თორა და სახარება], იციან, რომ იგი [ყურანი] ჩამოგზავნილია შენი უფლისგან ჭეშმარიტებით. და ნუ იქნები (ო, მოციქულო) ეჭვის მქონე!»
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
და აღსრულდა შენი უფლის სიტყვები ჭეშმარიტებით და სამართლიანობით. არავინ არის მისი სიტყვების შემცვლელი: მართლაც, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე!
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
და თუ შენ დაემორჩილები უმეტესობას მათგანისა, ვინც დედამიწაზე არიან [ურწმუნოთა], ისინი აგაცდენენ ალლაჰის გზიდან. ისინი მიჰყვებიან მხოლოდ ვარაუდს, და ისინი მხოლოდ ტყუიან!
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
ჭეშმარიტად, შენი უფალი (ისეთია, რომ) მან უკეთ იცის ისინი, ვინც მისი გზიდან ცდება; და მან უკეთ იცის სწორ გზაზე მავალნიც!
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
და ჭამეთ იმათგან (რაც თქვენ დაკალით), რაზეც (დაკვლისას) მოხსენიებულია ალლაჰის სახელი, თუ თქვენ მის აიათებს (ჭეშმარიტად) ირწმუნებთ!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და რა გჭირთ თქვენ (ო, მორწმუნენო), რომ არ ჭამთ იმას, რაზეც მოხსენიებულია ალლაჰის სახელი? და მან უკვე განგიმარტათ, რა არის თქვენთვის აკრძალული, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იძულებულნი ხართ (აკრძალულის ჭამაზე). და მართლაც ბევრი აცდენს (სხვებს) გზიდან თავისი სურვილებით ყოველგვარი ცოდნის გარეშე. ჭეშმარიტად, შენმა უფალმა უკეთ იცის ზღვარგასულნი!
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
და დატოვეთ (ო, ადამიანებო) როგორც აშკარა ცოდვა, ისე დაფარული [ყველა სახის ურჩობა]. ჭეშმარიტად, მათ, ვინც ცოდვას იძენენ, მიეგებათ იმისთვის, რასაც ისინი სჩადიოდნენ!
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და ნუ შეჭამთ იმას, რაზეც (დაკვლისას) არ იყო მოხსენიებული ალლაჰის სახელი: და ჭეშმარიტად, ეს არის ურჩობა! და მართლაც სატანები, უეჭველად, შთააგონებენ თავიანთ მომხრეებს, რათა გედავონ თქვენ . და თუ თქვენ დაემორჩილებით მათ, უეჭველად, (გახდებით) მრავალღმერთიანები.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
ნუთუ ის, ვინც მკვდარი იყო და შემდეგ ჩვენ გავაცოცხლეთ და მივეცით მას ნათელი (რწმენა), რომლითაც დადის ადამიანებს შორის, მსგავსია იმისა, ვინც თავის მაგალითში (იმყოფება) სიბნელეში [უმეცრებაში] და არ (შეუძლია) იქიდან გამოსვლა? ასე შეულამაზდა ურწმუნოებს ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ!
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
და ასე ვქმნიდით ყოველ დასახლებაში მის ყველაზე მთავარებს (წინამძღოლებს) ურჩებად, რათა მათ იქ ხრიკები მოეწყოთ, მაგრამ ისინი ხრიკებს მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ აწყობენ და ამას ვერ გრძნობენ.
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
და როდესაც მოვა მათთან ნიშანი [ცხადი მტკიცებულება] ამბობენ: «არ ვირწმუნებთ ჩვენ, სანამ ჩვენ არ მოგვეცემა ის, რაც მიეცათ ალლაჰის მოციქულებს». (მაგრამ) ალლაჰმა უკეთ იცის, სად დაადგინოს თავისი გზავნილი. მალე ეწევათ მათ, ვინც აჯანყდნენ, დამცირება მათი უფლის წინაშე და ძლიერი სასჯელი იმის გამო, რასაც ისინი ხრიკობდნენ (ისლამისა და მორწმუნეების წინააღმდეგ)!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ალლაჰი, ვის ჭეშმარიტ გზაზე დააკვალიანებასაც ინებებს, - გულს გაუხსნის მას ისლამისთვის; ხოლო ვის გზააბნევასაც ინებებს, - ჩაახშობს მის გულს და შეავიწროვებს, თითქოს ზეცაში ადიოდეს. ალლაჰი ასე აგზავნის სასჯელს მათზე, ვინც არ ირწმუნებს.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და ეს არის შენი უფლის სწორი გზა. და ჩვენ უკვე განვუმარტეთ ნიშნები [ცხადი მტკიცებულებები] ხალხს, რომლებიც ისმენენ (შეგონებებს).
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
۞ მათთვის (საზღაურად) არის მშვიდობის სავანე მათი უფლისთან [სამოთხე]; და იგია მათი მფარველი იმის გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
და ის დღე, როდესაც იგი შეკრებს მათ ყველას, (იტყვის): «ო ჯინთა კრებულო! აი, თქვენ უკვე მრავალი ადამიანი აცდინეთ გზიდან!» და იტყვიან მათი მომხრეები ადამიანთაგან [ურწმუნოები]: «უფალო ჩვენო! ზოგიერთმა ჩვენგანმა ისარგებლა სხვებით, და მივაღწიეთ ჩვენს ვადას, რომელიც შენ დაგვიდგინე». იგი [ალლაჰი] იტყვის: «ცეცხლი არის თქვენი ადგილი, — მარადიულად დარჩებით მასში, — თუ არ ინებებს ალლაჰი (სხვა რამეს)». ჭეშმარიტად, შენი უფალი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა!
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
და ასე ერთ უსამართლოებს ვაძლევთ ჩვენ ძალაუფლებას სხვებზე იმის გამო, რასაც ისინი იძენენ [მათი ცოდვების გამო].
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
ჰეი, ჯინთა და ადამიანთა კრებულო! განა არ მოდიოდნენ თქვენთან მოციქულები თქვენგანვე, რომლებიც გიკითხავდნენ ჩემს ნიშნებს (აიათებს) და გაფრთხილებდნენ ამ თქვენს შეხვედრის დღის შესახებ? (და) იტყვიან (მრავალღმერთიანები ჯინთა და ადამიანთა შორის): «ვმოწმობთ ჩვენ საკუთარი თავის წინააღმდეგ ». და მოხიბლა ისინი ამქვეყნიურმა ცხოვრებამ და თავადვე დაამოწმეს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ იყვნენ ურწმუნოები.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
ეს — იმიტომ, რომ შენი უფალი არ არის ისეთი, რომ გაანადგუროს დასახლებები უსამართლოდ, მაშინ როცა მათი მცხოვრებლები იყვნენ დაუდევრები .
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და თითოეულისთვის არის საფეხურები იმის მიხედვით, რასაც ისინი აკეთებდნენ. და შენი უფალი არ არის უგულისყურო იმასთან მიმართებით, რასაც ისინი აკეთებენ.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და შენი უფალი — მდიდარია, წყალობის მფლობელი. თუ ის ინებებს, წაგიყვანთ [დაგღუპავთ] და თქვენს შემდეგ მიწაზე ჩაანაცვლებს მათ, ვისაც ის ინებებს, ისევე როგორც თქვენ შეგქმნათ სხვა ადამიანთა შთამომავლობიდან [თქვენი წინაპრების მოდგმიდან].
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ჭეშმარიტად, ის, რაც თქვენთვის არის დაპირებული, აუცილებლად მოვა, და თქვენ ვერ შეძლებთ (სასჯელის) შესუსტებას [ვერ აიცილებთ მას]!
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
თქვი (ო მოციქულო): «ო, ჩემო ხალხო! იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობის მიხედვით, და მე (ასევე) ვიმოქმედებ (როგორც მიბრძანა ჩემმა უფალმა). და მალე გაიგებთ, ვის ექნება (საქებარი) დასასრული სამყოფელში (მარადიულობაში). ჭეშმარიტად, უსამართლონი ვერ მიაღწევენ წარმატებას!»
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და დააწესეს მათ [მრავალღმერთიანებმა] ალლაჰისთვის იმ ნათესებიდან და პირუტყვიდან, რაც მან შექმნა, წილი (და თავიანთ კერპებსაც დაუდგინეს წილი) და თქვეს: «ეს [ნაწილი] — ალლაჰისთვის!» — «ხოლო ეს [ნაწილი] — ჩვენს თანამოზიარეებს [ცრუ ღმერთებს]». და რაც მათ თანამოზიარეებისთვის არის, ის არ მიდის ალლაჰთან , ხოლო რაც ალლაჰისთვისაა, ის მიდის მათ თანამოზიარეებთან. რა ცუდად მსჯელობენ ისინი!
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და ასე გაუმშვენეს მათ თანამოზიარეებმა [სატანებმა] ბევრ მრავალღმერთიანს საკუთარი შვილების მოკვლა, რათა დაღუპონ ისინი და დაუბნელონ მათთვის მათი სარწმუნოება. და რომ ალლაჰს ენება, ისინი ამას ვერ გააკეთებდნენ. მაშ, დატოვე ისინი და ის, რასაც ისინი იგონებენ!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
და თქვეს: «ეს არის პირუტყვი და ნათესი, აკრძალული (ადამიანებისთვის) [მხოლოდ ცრუ ღმერთებისთვის მიძღვნილი]; არ იკვებება მათით არავინ, გარდა მხოლოდ იმისა, ვისაც ჩვენ ვინებებთ» — მათი მტკიცებით. და (ასევე) (არსებობს) პირუტყვი, რომლის ზურგიც აკრძალულია [მათ აკრძალეს მასზე ჯდომა], და პირუტყვი, რომლის დაკვლისას ისინი არ ახსენებენ ალლაჰის სახელს, მის წინააღმდეგ სიცრუის გამოგონებით. მალე მიუზღავს იგი მათ იმისთვის, რასაც ისინი იგონებდნენ!
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და თქვეს მათ [მრავალღმერთიანებმა]: «ის, რაც ამ ცხოველების საშვილოსნოებშია, (ნებადართულია) მხოლოდ ჩვენი მამაკაცებისთვის და აკრძალულია ჩვენი ქალებისთვის». ხოლო თუ ის [დაბადებული ცხოველი] მკვდარი იქნება, მაშინ ისინი ამაში (იქნებიან) თანამონაწილეები [ყველანი ერთად ჭამენ]. მიუზღავს იგი მათ მათი აღწერებისათვის . ჭეშმარიტად, იგია ბრძენი და ყოვლისმცოდნე!
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
უკვე ზარალში არიან ისინი, რომლებმაც მოკლეს თავიანთი შვილები სიბრიყვით, ყოველგვარი ცოდნის გარეშე, და აკრძალეს ის, რაც ალლაჰმა მათ უბოძა [ზოგი ცხოველი], ალლაჰზე სიცრუის შეთხზვით. აი უკვე შეცდნენ ისინი და არ ყოფილან სწორ გზაზე მავალნი!
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
۞ და (მხოლოდ) იგია ის, ვინც შექმნა ბაღები, (რომლებიც იზრდება) საყრდენებზე [ვაზები, …] და (რომლებიც იზრდება) საყრდენების გარეშე [თავიანთ ღეროებზე მდგომნი, …], პალმები და ნათესები სხვადასხვა ნაყოფით, ზეთისხილი და ბროწეული, (რომლებიც) ჰგავს (გარეგნობით) და არ ჰგავს (გემოთი). იგემეთ მათი ნაყოფი, როცა ისინი ნაყოფს გამოიღებენ, და მიეცით მისი უფლება [სავალდებულო მოწყალება ნაყოფიდან] მოსავლის აღების დროს, მაგრამ ნუ იქნებით მფლანგველნი. ჭეშმარიტად, მას არ უყვარს მფლანგველნი!
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და (შექმნა მან) (ზოგი) პირუტყვი ტვირთის გადასაზიდად და (ზოგი) საკვებად. ჭამეთ იმიდან, რაც ალლაჰმა გიბოძათ, და ნუ მიჰყვებით ეშმაკის კვალს! (რადგან) ჭეშმარიტად, იგი [სატანა] თქვენთვის აშკარა მტერია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
(მან შექმნა და თქვენთვის ნება დართო პირუტყვიდან) რვა წყვილი: ცხვრებიდან — ორი და თხებიდან — ორი. თქვი (ო მოციქულო): «ორივე მამრი აუკრძალა მან თუ ორივე დედალი? თუ (იქნებ) (მან აუკრძალა) ის, რასაც მოიცავს დედლების საშვილოსნოები? მომიყევით [ამიხსენით] მე ცოდნით, თუ თქვენ მართალნი ხართ (იმაში, რასაც თქვენს უფალს მიაწერთ)».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
და (მან შექმნა და თქვენთვის ნება დართო) აქლემებიდან — ორი და ძროხებიდან — ორი. თქვი (ო მოციქულო): «ორივე მამრი აუკრძალა მან (ო, მრავალღმერთიანებო) თუ ორივე დედალი? თუ (იქნებ) (მან აუკრძალა) ის, რასაც მოიცავს დედლების საშვილოსნოები? თუ თქვენ იყავით მოწმეები, როდესაც ალლაჰმა დაგიწესათ ეს [ასეთი აკრძალვა]?» და ვინ არის უფრო უსამართლო, ვიდრე ის, ვინც ალლაჰზე იგონებს სიცრუეს, რათა აცდინოს ადამიანები (ჭეშმარიტი გზიდან) ყოველგვარი ცოდნის გარეშე? ჭეშმარიტად, ალლაჰი არ წარუძღვება (სწორი გზით) უსამართლო ხალხს.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
თქვი (ო მოციქულო): «იმაში, რაც მე გამომეცხადა (ალლაჰისგან), მე ვერ ვპოულობ აკრძალულს მჭამელისთვის იმაში, რასაც ის ჭამს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს იქნება მკვდარი ცხოველი, ან დაღვრილი (ცხოველიდან) სისხლი, ან ღორის ხორცი, რადგან ეს არის სიბილწე, — ან (თუ დაკვლა მოხდა) ურჩობით (ალლაჰის მიმართ), (როცა ცხოველი) დაკლულია სხვა ვინმესთვის ალლაჰის გარდა. ხოლო ვინც იქნება იძულებული (აკრძალულის ჭამაზე შიმშილის დროს, რათა არ მოკვდეს), არ გამოავლენს სურვილს და გადაჭარბებას [არ იღებს სიამოვნებას და არ ჭამს მეტისმეტად], — მაშინ ჭეშმარიტად, შენი უფალი მიმტევებელი, შემწყალებელია!»
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
და მათ, ვინც გახდნენ იუდეველები, ჩვენ ავუკრძალეთ (ცხოველებიდან და ფრინველებიდან) ყველა, ვისაც აქვს მთლიანი ჩლიქი (ან თათი) [აქლემი, სირაქლემა, იხვი და ბატი], ხოლო ძროხებიდან და ცხვრებიდან ავუკრძალეთ მათ (სუფთა) ქონი, გარდა იმისა, რაც მათი ზურგებით ატარებენ ან შიგნეულობაშია [რომელიც ზურგზეა ან შიგნით ორგანოებთან ერთად], ან იმისა, რაც ძვლებსაა შერეული. ამით [ასე] მივუზღეთ მათ [იუდეველებს] მათი უსამართლობისათვის: და (ჭეშმარიტდ) ჩვენ მართალნი ვართ!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და თუ ისინი უარგყოფენ (ო მოციქულო), მაშინ უთხარი (მათ): «თქვენი უფალი — ფართო წყალობის მფლობელია, მაგრამ მისი ძალა (სასჯელისა) არ აიცილება ხალხისგან, რომლებიც არიან ურჩნი».
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
იტყვიან ისინი, ვინც მრავალღმერთიანები გახდნენ: «რომ ინებებდეს ალლაჰი, ჩვენ არ გავხდებოდით მრავალღმერთიანები და არც ჩვენი მამები, და ჩვენ არაფერს ავკრძალავდით». ასე უარყვეს (მოციქულთა მოწოდება) მათამდე მცხოვრებებმაც, სანამ არ იგემეს ჩვენი რისხვა [სასჯელი]. უთხარი (მათ) (ო მოციქულო): «გაქვთ კი თქვენ (თუნდაც) რაიმე (სანდო) ცოდნა? (თუ გაქვთ), მაშინ გვაჩვენეთ იგი. თქვენ მიჰყვებით მხოლოდ ვარაუდებს, და თქვენ მხოლოდ სიცრუეს იგონებთ!»
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
უთხარი (მათ) (ო, მოციქულო): «ალლაჰს (აქვს) ყველაზე ძლიერი მტკიცებულება. რომ ინებებდეს, ის ყველა თქვენგანს წარმართავდა (ჭეშმარიტ გზაზე)».
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
უთხარი (ო, მოციქულო): «მოიყვანეთ თქვენი მოწმეები, რომლებიც დაამოწმებენ, რომ ალლაჰმა ეს აკრძალა!» და თუ ისინი [მოყვანილი მოწმეები] დაამოწმებენ (ტყუილის თქმით), მაშინ შენ ნუ დაამოწმებ მათთან ერთად და ნუ მიჰყვები იმათ სურვილებს, ვინც უარყვეს ჩვენი ნიშნები და რომლებიც არ ირწმუნებენ მარადიულ ცხოვრებას და ისინი თავიანთ უფალს უთანაბრებენ (სხვებს)!
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
۞ უთხარი (მათ) (ო მოციქულო): «მოდით, მე წაგიკითხავთ იმას, რაც თქვენმა უფალმა აგიკრძალათ: (მან გიბრძანათ) რომ არაფერი დაუყენოთ მას თანამოზიარედ, და მშობლების მიმართ (გამოავლინოთ გულწრფელი) კეთილმოქმედება (სიტყვებით, საქმით, ქონებით, …); და ნუ მოკლავთ თქვენს შვილებს სიღარიბის გამო — ჩვენ მივცემთ საზრდოს მათაც და თქვენც; და ნუ მიუახლოვდებით სიბილწეებს [ცოდვებს], როგორც აშკარას მათგან, ისე დაფარულს; და ნუ მოკლავთ სულს, რომლის მოკვლაც ალლაჰმა აკრძალა, გარდა მხოლოდ სამართლიანად . ეს დაგიბარათ მან, — რათა გაიაზროთ [დაფიქრდეთ]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და ნუ მიუახლოვდებით ობოლის ქონებას, გარდა იმით, რაც უკეთესია, სანამ ის მიაღწევს (გონებრივ და ფიზიკურ) სიმწიფეს; და დაიცავით საზომი და (დაადგინეთ) სასწორი სამართლიანად [ნუ მოატყუებთ წონაში]. ჩვენ არ ვაკისრებთ სულს არაფერს, გარდა იმისა, რაც მას ძალუძს. და როცა თქვენ საუბრობთ, იყავით სამართლიანნი, თუნდაც ეს იყოს ნათესავის წინააღმდეგ, და შეასრულეთ ალლაჰის აღთქმა. ეს დაგიბარათ მან, — იქნებ თქვენ გაიხსენოთ (და მიიღოთ შეგონება)!
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
და ეს [ისლამი] არის ჩემი სწორი გზა; მაშ მიჰყევით მას და ნუ მიჰყვებით სხვა გზებს, რათა არ გაგაშორონ მათ მის გზას. ეს დაგიბარათ მან, — იქნებ გეშინოდეთ (ალლაჰის სასჯელის).
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
«შემდეგ ჩვენ მივეცით მუსას წიგნი [თორა], როგორც (ჩემი წყალობის) დასრულება მათთვის, ვინც გულწრფელად კეთილმოქმედებდა, და როგორც განმარტება ყოველი საქმის, და როგორც გზამკვლევი და წყალობა, — იქნებ მათ [ისრაელის შთამომავლებმა] ირწმუნონ თავიანთ უფალთან შეხვედრა!»
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და ეს [ყურანი] არის წიგნი, რომელიც ჩვენ ჩამოვავლინეთ (მუჰამმადზე), კურთხეული; მაშ მიჰყევით მას და მოერიდეთ (ალლაჰის სასჯელს), — რათა იქნებ შეწყალებულნი იქნეთ.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
(და ჩვენ ჩამოვავლინეთ ყურანი იმისათვის), რომ თქვენ (ო, არაბთა შორის ურწმუნოებო) არ თქვათ: «წიგნი ჩამოეგზავნათ მხოლოდ ორ ხალხს ჩვენამდე [იუდეველებსა და ქრისტიანებს], და ჩვენ მართლაც უყურადღებონი ვიყავით მისი შესწავლის მიმართ».
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ან (რათა) თქვენ არ გეთქვათ: «ჩვენ რომც ჩამოგვეგზავნა წიგნი (როგორც ჩამოეგზავნათ იუდეველებსა და ქრისტიანებს), ჩვენ აუცილებლად უფრო მეტად ვიდგებოდით (ჭეშმარიტ) გზაზე, ვიდრე ისინი!» მაგრამ უკვე მოვიდა თქვენთან თქვენი უფლისგან ნათელი ნიშანი [თქვენთვის გასაგებ არაბულ ენაზე], და გზამკვლევი, და წყალობა; (მაშინ) ვინ არის უფრო უსამართლო, ვიდრე ის, ვინც უარყოფს ალლაჰის ნიშნებს და მათგან თავს არიდებს! ჩვენ მივუზღავთ მათ, ვინც ჩვენს ნიშნებს თავს არიდებენ, ცუდი სასჯელით იმისთვის, რომ ისინი თავს არიდებდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
ნუთუ ისინი [მრავალღმერთიანები] ელოდებიან (რაიმე სხვას), გარდა იმისა, რომ მათთან მოვლენ ანგელოზები (რათა დასაჯონ ისინი ან წაართვან მათ სულები) [იმ დროს, როცა მათ არ უშველით მონანიება], ან მოვა შენი უფალი (სამსჯავროს დღეს), ან გამოჩნდება ზოგი ნიშანი შენი უფლისგან? იმ დღეს, (როცა) გამოჩნდება ზოგი ნიშანი შენი უფლისგან, ვერ მოუტანს სულს სარგებელს მისი რწმენა, თუ მან მანამდე არ ირწმუნა, ან არ შეიძინა თავისი რწმენისთვის სიკეთე (მანამდე) . უთხარი (მათ) (ო მოციქულო): «დაელოდეთ (ამის დადგომას), და ჩვენც (ასევე) დაველოდებით!»
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც თავიანთი სარწმუნოება დაყვეს და იქცნენ ჯგუფებად, შენ (ო მოციქულო) — საერთოდ არ ხარ მათ შორის. მათი საქმე ალლაჰთანაა; შემდეგ იგი აუწყებს მათ იმას, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
ვინც (განკითხვის დღეს) მოვა კეთილი საქმით, მას (საზღაურად) მიეცემა ათმაგი მის მსგავსი, ხოლო ვინც მოვა ცუდი საქმით, მას მიეზღვება (სასჯელად) მხოლოდ მის მსგავსი, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი!
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
უთხარი (ო, მოციქულო): «ჭეშმარიტად, ჩემმა უფალმა მიმიძღვა სწორი გზისკენ, სწორ სარწმუნოებაზე, იბრაჰიმის თემზე, ჰანიფზე [ერთღმერთიანზე]. და არ იყო იგი [წინასწარმეტყველი იბრაჰიმი] მრავალღმერთიანთა შორის».
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
თქვი: «ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა და ჩემი მსხვერპლშეწირვა, ჩემი ცხოვრება და ჩემი სიკვდილი (ეძღვნება) ალლაჰს, სამყაროთა უფალს,
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
რომელსაც არ ჰყავს თანამოზიარე (არც მეუფებაში, არც სახელებსა და თვისებებში, არც ღვთაებრიობაში). და ეს [ერთღმერთიანობა] მიბრძანეს მე. და მე ვარ პირველი დამორჩილებულთაგან (მუსლიმთაგანი)».
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
თქვი (ო მოციქულო): «ნუთუ სხვას, ალლაჰის გარდა, ვიძიებ უფლად, მაშინ როცა იგი არის ყველაფრის უფალი?» და ყოველი სული იძენს (ცოდვებს) მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ. და არ იტვირთავს ტვირთის მატარებელი სხვის ტვირთს [არავის დაეკისრება სხვისი ცოდვა]. შემდეგ კი თქვენს უფალთან არის თქვენი დაბრუნება, და იგი შეგატყობინებთ იმას, რაზეც თქვენ განსხვავდებოდით აზრებში.
ﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞ
და (მხოლოდ) იგია, ვინც დაგაყენათ მემკვიდრეებად [ერთმანეთის] დედამიწაზე და აამაღლა ზოგი თქვენგანი სხვებზე ხარისხებით, რათა გამოგცადოთ იმით, რაც მან თქვენ მოგანიჭათ. ჭეშმარიტად, შენი უფალი სწრაფია სასჯელში, და ჭეშმარიტად, იგია მიმტევებელი, შემწყალებელი.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers