სურა ატ-თაუბა
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ატ-თაუბა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ატ-თაუბა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ატ-თაუბა თარგმანი. ატ-თაუბა (Medinan) 129 აია.
Related
- ატ-თაუბა თარგმანიქართული
- ატ-თაუბა mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ატ-თაუბა
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
უარყოფა ცხადდება ალლაჰისა და მისი მოციქულის მხრიდან იმ მრავალღმერთიანთა მიმართ, რომლებთანაც თქვენ (ო, მორწმუნენო) შეთანხმებები დადეთ, და მათ თვითონვე დაარღვიეს ისინი.
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
იმოგზაურეთ (ო, მრავალღმერთიანნო) მიწაზე ოთხი თვის განმავლობაში (როდესაც უსაფრთხოდ იქნებით მორწმუნეთაგან) და იცოდეთ, რომ თქვენ ვერ დაასუსტებთ ალლაჰს (ვერ გადაურჩებით მის სასჯელს) და აგრეთვე იცოდეთ, რომ ალლაჰი შეარცხვენს ურწმუნოებს .
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
მოწოდება ალლაჰისა მისი შუამავლისგან ხალხისადმი დიდი ჰაჯის დღეს იმის თაობაზე, რომ ალლაჰი ემიჯნება მრავალღმერთიანებს და მისი შუამავალიც. და თუ მოინანიებთ, უკეთესია თქვენთვის, ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ ვერ დაასუსტებთ ალლაჰს (ვერ აიცილებთ მის სასჯელს). აუწყე (ო, მოციქულო) იმათ, ვინც ურწმუნო გახდა, მტანჯველი სასჯელის შესახებ.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
(ეს დადგენილება) არ ეხება იმ მრავალღმერთიანებს, რომლებთანაც თქვენ, მორწმუნეებო, დადეთ შეთანხმება (განსაზღვრული ვადით), და შემდეგ მათ არაფერში არ დაარღვიეს ის (შეთანხმება) თქვენს წინაშე და არც არავის (თქვენი მტრებიდან) გაუწიეს დახმარება თქვენ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ შეასრულეთ შეთანხმება მათთან მათი ვადის ამოწურვამდე, ჭეშმარიტად ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და როდესაც ეს აკრძალული თვეები [ოთხი თვე] დასრულდება — (რომელთა განმავლობაშიც მრავალღმერთიანები უსაფრთხოებაში იმყოფებიან) — მაშინ ებრძოლეთ ამ მრავალღმერთიანებს, სადაც კი შეხვდებით მათ; შეიპყარით ისინი, ალყა შემოარტყით მათ (მათ ციხესიმაგრეებში) და ჩაუსაფრდით ყოველ ადგილას! ხოლო თუ ისინი მოინანიებენ [დატოვებენ ურწმუნოებას და ალლაჰს დამორჩილდებიან], აღასრულებენ ლოცვას და გასცემენ სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს], მაშინ გაუთავისუფლეთ გზა, რადგან ისინი თქვენი ძმები გახდნენ სარწმუნოებაში. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ხოლო თუ ვინმე მრავალღმერთთაგან თავშესაფარს გთხოვს, შეიფარე იგი, რათა მოისმინოს ალლაჰის სიტყვა. შემდეგ მიიყვანე იგი თავის უსაფრთხო ადგილას. იმიტომ, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არ იცნობენ .
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
როგორ შეიძლება მრავალღმერთიანებს შეთანხმება ჰქონდეთ ალლაჰსა და მისი მოციქულის წინაშე, გარდა მხოლოდ იმ მრავალღმერთიანებისა, რომლებთანაც თქვენ შეთანხმება დადეთ აკრძალულ მეჩეთთან [ალ-ჰარამთან მექქაში] ? და სანამ ისინი ერთგულნი არიან თქვენთან შეთანხმების შესრულებაში, თქვენც იყავით მათ მიმართ ერთგულნი. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
როგორ (შეიძლება ჰქონდეთ ამ მრავალღმერთიანებს შეთანხმება ალლაჰსა და მის მოციქულთან), როცა ისინი, თუ თქვენზე (ო, მორწმუნენო) გაიმარჯვებენ, არც ნათესაურ ვალდებულებებს დაიცავენ თქვენს მიმართ და არც შეთანხმების პირობებს? ამიტომ ნუ მოტყუვდებით მათი დამოკიდებულებით თქვენდამი, როცა თქვენი ეშინიათ. ისინი თავიანთი ენებით ცდილობენ თქვენი გულების მოგებას, ხოლო მათ გულებს ეს სძულს. და მათი უმეტესობა ურჩებია.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
მათ გაყიდეს ალლაჰის აიათები უმნიშვნელო ფასად და აცდენდნენ (ხალხს) მის გზას [ისლამის გზას]. ჭეშმარიტად ამაზრზენია ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ!
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
ისინი [მრავალღმერთიანები] არც ერთი მორწმუნის მიმართ არ იცავენ არც ნათესაურ ვალდებულებებს და არც შეთანხმების პირობებს. და სწორედ ისინი არიან ზღვარგადასულნი.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
ხოლო თუ ისინი მოინანიებენ და აღასრულებენ ლოცვას და გაიღებენ ზაქათს, მაშინ ისინი თქვენი ძმები არიან სარწმუნოებაში, და ჩვენ განვმარტავთ აიათებს მცოდნე ხალხისთვის.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და თუ ისინი დაარღვევენ თავიანთ ფიცებს შეთანხმების შემდეგ, რომელიც თქვენ მათთან დადეთ, და შეურაცხყოფას მიაყენებენ თქვენს რელიგიას, მაშინ ებრძოლეთ ურწმუნოთა წინამძღოლებს. ჭეშმარიტად, მათთვის აღარ არსებობს ფიცები, რათა შეწყვიტონ (თავიანთი მტრული მოქმედებები ისლამის მიმართ).
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
ნუთუ არ შეებრძოლებით ხალხს, რომელთაც დაარღვიეს თავიანთი ფიცი და განიზრახეს შუამავლის გაძევება , და მათ პირველად დაგიწყეს თქვენ (ბრძოლა) ? ნუთუ მათი გეშინიათ? ალლაჰი უფრო ღირსია, რომ მისი გეშინოდეთ, თუკი მორწმუნენი ხართ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
ებრძოლეთ მათ [ურწმუნოებს], ო, მორწმუნენო! ალლაჰი დასჯის მათ თქვენი ხელებით, დაამცირებს მათ, დაგეხმარებათ მათ წინააღმდეგ და ურწმუნოთა დამარცხებით განკურნავს მორწმუნეთა გულებს [სულებს], (რომლებიც უკვე დიდი ხანია იტანჯებიან ამ მრავალღმერთიანთა მზაკვრობისგან) .
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და მოაშორებს რისხვას მათ გულებიდან [მორწმუნეთა გულებიდან]. და ალლაჰი მიუტევებს, ინებებს ვისაც. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
ნუთუ თქვენ, ო, მორწმუნენო, იფიქრეთ, რომ (გამოცდის გარეშე) მიტოვებულნი იქნებოდით, მაშინ როცა ალლაჰს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია თქვენგან ისინი, ვინც იღვაწეს მის გზაზე და მეგობრებად [მხარდამჭერებად] არ აიყვანეს არავინ ალლაჰის, მისი მოციქულისა და მორწმუნეების გარდა? და ალლაჰი ყოვლად მცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
არ ეკადრებათ მრავალღმერთიანებს ალლაჰის მეჩეთების გაცოცხლება [მათში ყოფნა და მათზე ზრუნვა], მაშინ როცა თავადვე მოწმობენ საკუთარი ურწმუნოების შესახებ. ასეთთა საქმეები ფუჭია და ისინი ცეცხლში მარადიულად დარჩებიან!
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ალლაჰის მეჩეთებს აცოცხლებს [იმყოფება მათში და ზრუნავს მათზე] მხოლოდ ის, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, აღასრულებდა ლოცვას, გასცემდა სავალდებულო მოწყალებას [ზაქათს] და არ ეშინოდა (არავის), გარდა ალლაჰისა. და სწორედ ასეთნი იქნებიან ჭეშმარიტ გზაზე მდგომთა შორის!
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ნუთუ თქვენ, (ო მრავალღმერთიანებო), ფიქრობთ, რომ მომლოცველისთვის წყლის მიწოდება და აკრძალულ მეჩეთზე ზრუნვა უტოლდება იმ ადამიანის საქმეს, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი და იღვაწა ალლაჰის გზაზე? არ არიან თანასწორნი ალლაჰის წინაშე (მორწმუნეები და მრავალღმერთიანები, რადგან არც ერთი საქმე არ მიიღება რწმენის გარეშე). და ალლაჰი არ დააყენებს ჭეშმარიტ გზაზე იმ ხალხს, რომლებმაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს თავიანთი ურწმუნოებით!
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
ისინი, რომელთაც ირწმუნეს, გადასახლდნენ და იბრძოდნენ ალლაჰის გზაზე თავიანთი ქონებითა და სულებით, (მათ) უდიდესი ხარისხი აქვთ ალლაჰთან. და სწორედ ისინი არიან წარმატებულნი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
მათ (ამ გადასახლებულ მორწმუნეებს) მათი უფალი ახარებს თავისი (უდიდესი) წყალობით, კმაყოფილებით და სამოთხის ბაღებით, სადაც მათთვის იქნება მუდმივი ნეტარება.
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
სამუდამოდ დარჩებიან იქ. ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა დიადი საზღაური.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ აიყვანოთ თქვენი მამები და ძმები მეგობრებად, თუკი მათ ურწმუნოება არჩიეს რწმენას. და ვინც თქვენგან მათ აიყვანს მხარდამჭერებად, სწორედ ისინი არიან უსამართლონი (საკუთარი თავის მიმართ).
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
უთხარი: «თუ თქვენი მამები, თქვენი შვილები, თქვენი ძმები, თქვენი მეუღლეები, თქვენი საგვარეულო, ქონება, რომელიც მოიპოვეთ, ვაჭრობა, რომლის დაკარგვის გეშინიათ და საცხოვრებლები, რომლებიც მოგწონთ, უფრო საყვარელია თქვენთვის, ვიდრე ალლაჰი, მისი შუამავალი და ბრძოლა მის გზაზე, მაშინ დაელოდეთ, სანამ ალლაჰი არ მოავლენს თავის ბრძანებას. და ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე ურჩ ხალხს».
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
უეჭველად, ალლაჰმა გამარჯვება გიბოძათ მრავალ ადგილას და ჰუნაინის დღეს, როცა თქვენი სიმრავლე გაოცებდათ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარათ [თქვენი სიმრავლე] და დედამიწა, მიუხედავად თავისი სივრცისა, ვიწროდ გეჩვენათ, შემდეგ კი ზურგი აქციეთ და გაიქეცით.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
შემდეგ გარდმოავლინა ალლაჰმა თავისი სიმშვიდე თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე, და გარდმოავლინა ლაშქარი, რომელსაც თქვენ ვერ ხედავდით, და დასაჯა ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი. და ეს არის ურწმუნოთა საზღაური.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
შემდეგ, (ამის მერე), ალლაჰი მიუტევებს, ვისაც ინებებს. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად, მრავალღმერთიანები მხოლოდ სიბილწე არიან. ამიტომ, ამ წლის შემდეგ [ჰიჯრის მეცხრე წლის შემდეგ] აღარ მიუახლოვდნენ აკრძალულ მეჩეთს [ალ-ჰარამს მექქაში]. და თუ თქვენ, ო მორწმუნენო, სიღარიბის გეშინიათ , მაშინ ალლაჰი თავისი წყალობით გაგამდიდრებთ, თუ ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
ებრძოლეთ იმათგან მათ, ვინც არ ირწმუნებს ალლაჰსა და უკანასკნელ დღეს, არ კრძალავს იმას, რაც აკრძალა ალლაჰმა და მისმა მოციქულმა, და არ მისდევს ჭეშმარიტ სარწმუნოებას [ისლამს] — მათგან, ვისაც მიეცა წიგნი [იუდეველებისა და ქრისტიანებისგან], ვიდრე საკუთარი ხელით არ გადაიხდიან ჯიზიას [ხარკს], დამცირებულნი და დამორჩილებულნი.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
იუდეველებმა თქვეს: «უზაირი ალლაჰის ძეა», ხოლო ქრისტიანებმა თქვეს: «მესია [მოციქული ისა] ალლაჰის ძეა». ეს მხოლოდ სიტყვებია, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის. ისინი თავიანთი სიტყვებით ჰგვანან მათ, ვინც უწინ ურწმუნონი გახდნენ (იმ მრავალღმერთიანებს, რომლებმაც თქვეს, რომ ანგელოზები ალლაჰის ასულები არიან). ალლაჰმა დაღუპოს ისინი! როგორ არიან ისინი ჭეშმარიტებისგან გადახრილნი!
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
(მათ) [იუდეველებმა და ქრისტიანებმა] აიყვანეს თავიანთი მწიგნობრები [თავიანთი რჯულის სწავლულნი] და ბერები ღმერთებად ალლაჰის გარდა და აგრეთვე მესია, მარიამის ძე. მაშინ როცა მათ მხოლოდ ის ჰქონდათ ნაბრძანები, რომ თაყვანი ეცათ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღვთისთვის — ალლაჰისთვის, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს. დიდებულია იგი და უზენაესი იმაზე, რასაც ისინი თანამოზიარედ უდგენენ მას!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ისინი [მრავალღმერთიანები და წიგნის ხალხი] ყველანაირად ცდილობენ ჩააქრონ ალლაჰის ნათელი თავიანთი პირებით, მაგრამ ალლაჰი არ დაუშვებს არაფერს, გარდა იმისა, რომ თავისი ნათელი სრულყოს , თუნდაც ურწმუნოებს ეს სძულდეთ.
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ისაა (ალლაჰი), ვინც წარმოგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნოებით, რათა აღმატებულ ჰქმნას იგი ყველა რწმენაზე, თუნდაც ეს მოუწონარი იყოს მრავალღმერთიანთათვის.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭეშმარიტად, წიგნის ხალხიდან ბევრი სწავლული და ბერი უსამართლოდ ჭამს ადამიანთა ქონებას [იღებენ იმას, რაც არ არის მათთვის ნებადართული], და აცდენენ ადამიანებს ალლაჰის გზიდან. ხოლო ისინი, რომელნიც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს და არ ხარჯავენ მას ალლაჰის გზაზე, ახარე მათ მტანჯველი სასჯელი.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ მათ [ოქროსა და ვერცხლს], და ამით ამოიწვება მათი შუბლები, გვერდები და ზურგები! და მათ ეთქმებათ: «აი, ეს არის ის, რასაც თქვენ აგროვებდით საკუთარი თავებისთვის. ახლა იგემეთ სასჯელი იმის გამო, რასაც აგროვებდით!»
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
ჭეშმარიტად, თვეთა რიცხვი ალლაჰთან თორმეტია ალლაჰის წიგნში, იმ დღიდან, როცა მან შექმნა ცანი და მიწა. მათგან ოთხი აკრძალულია . ესაა სწორი სარწმუნოება. მაშ, ნუ ჩაიდენთ უსამართლობას თქვენი თავის მიმართ [ამ აკრძალულ თვეებში]. და ებრძოლეთ მრავალღმერთიანებს ერთიანად, როგორც ისინი გებრძვიან თქვენ ერთიანად. და იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
წელიწადის თვეების გადადება [აკრძალული თვის გადატანა სხვა დროს] —არ არის არაფერი, გარდა ურწმუნოების გაზრდისა . ისინი ერთ წელს ხდიან მას ნებადართულად, ხოლო მეორე წელს კრძალავენ, რათა თითქოსდა შეესაბამებოდეს (მათი კალენდარი) იმ თვეების რაოდენობას, რაც ალლაჰმა აკრძალა. ამრიგად, ისინი ნებადართულად ხდიან იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა. შეალამაზა მათთვის (სატანამ) მათი ბოროტი საქმეები, და ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე ურწმუნო ხალხს.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! რა გემართებათ, როცა გეუბნებიან: «გამოდით ალლაჰის გზაზე». რატო ეკვრებით მიწას? ნუთუ ამქვეყნიური ცხოვრება არჩიეთ იმქვეყნიურს? ამქვეყნიური ცხოვრების სიამე ხომ მცირედია იმქვეყნიურთან შედარებით.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
თუ არ გაილაშქრებთ (თქვენი მტრების წინააღმდეგ), იგი დაგტანჯავთ მტანჯველი სასჯელით (ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაში) და შეგცვლით თქვენ სხვა ხალხით (რომელნიც იქნებიან მისი და მისი შუამავლის მორჩილნი), და ვერაფერს ავნებთ მას. და ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
თუ თქვენ, (საჰაბებო), არ დაეხმარებით მას [მოციქულ მუჰამმადს], ალლაჰმა ხომ უკვე შეეწია მას, როცა ურწმუნოებმა გააძევეს იგი (მექქადან), და როდესაც იგი იყო ორიდან მეორე, როდესაც ისინი გამოქვაბულში იყვნენ, და თავის მეგობარს [აბუ ბაქრს] უთხრა: «არ დამწუხრდე, ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩვენთანაა». მაშინ ალლაჰმა გარდმოავლინა თავისი სიმშვიდე მასზე [მუჰამმადზე] და გააძლიერა იგი იმ ჯარებით [ანგელოზებით], რომლებიც თქვენ არ გინახავთ. და ალლაჰმა დაამცირა ურწმუნოთა სიტყვა, ხოლო ალლაჰის სიტყვა [ერთღმერთიანობის სიტყვა] — უმაღლესი გახადა. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
გაილაშქრეთ (ო, მორწმუნენო) მსუბუქად [ახალგაზრდებო და ღარიბებო] და მძიმედ (ხანდაზმულებო და შეძლებულებო), და იბრძოლეთ თქვენი ქონებითა და თქვენი სულებით ალლაჰის გზაზე. ეს უკეთესია თქვენთვის, თქვენ რომ იცოდეთ.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
თუ ის ლაშქრობა, რომელზეც შენ მოუწოდებ მათ, ახლო იქნებოდა და ნადავლი — ადვილად მისაღწევი, მაშინ ისინი [ორპირები] უეჭველად გამოგყვებოდნენ შენ (ო, მოციქულო), მაგრამ მათ ეს გზა შორად მოეჩვენათ, და როცა თქვენ დაბრუნდებით ამ ლაშქრობიდან, ისინი ალლაჰით დაიფიცებენ, და იტყვიან: «თუ შეგვეძლებოდა, აუცილებლად გამოვიდოდით თქვენთან ერთად!» თუმცა ისინი თვითონვე ღუპავენ საკუთარ თავს [თავიანთი სიცრუითა და ორპირობით], და ალლაჰმა უწყის, რომ ისინი ნამდვილად მატყუარნი არიან.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
ალლაჰმა გაპატია შენ! რატომ მიეცი მათ ნება, სანამ შენთვის ცხადი გახდებოდა, ვინც მართალი იყო და გეცნო მატყუარები.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ისინი, რომელთაც სწამთ ალლაჰისა და უკანასკნელი დღის, არ გთხოვენ ნებართვას, რომ იბრძოლონ თავიანთი ქონებითა და სულებით (ალლაჰის გზაზე) და ალლაჰი მცოდნეა ღვთისმოშიშთა [ანუ ესენი შინ დასარჩენად მიზეზს არ ეძებენ და ნებას არ გთხოვენ].
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
ჭეშმარიტად, ნებართვას გთხოვენ ისინი, რომელთაც არ სწამთ ალლაჰის და უკანასკნელი დღის, და ვისი გულებიც შეიპყრო ეჭვმა და ისინი თავიანთ ეჭვებში მერყეობენ.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
۞ და რომ გასვლა ნდომებოდათ, უთუოდ, მოემზადებოდნენ ამისთვის, მაგრამ ალლაჰმა არ ისურვა მათი წასვლა და შეაჩერა ისინი, და ეთქვათ: «დაჯექით მჯდომიარებთან ერთად!»
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
ისინი [ორპირები] რომ თქვენთან ერთად გამოსულიყვნენ (ო, მორწმუნენო), არაფერს შეგმატებდნენ, გარდა არეულობისა, და ისინი იმოძრავებდნენ თქვენს შორის, რათა დაეთესათ შუღლი და განხეთქილება თქვენს შორის. და თქვენს შორის არიან ისეთებიც, ვინც უსმენენ მათ. მაგრამ ალლაჰმა უწყის უსამართლოთა შესახებ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡ
ისინი მანამდეც ცდილობდნენ განხეთქილების ჩამოგდებას და შენს წინააღმდეგ ატრიალებდნენ საქმეებს, სანამ არ მოვიდა ჭეშმარიტება და არ გაცხადდა ალლაჰის ბრძანება, თუმცა მათ ეს სძულდათ.
ﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «ნება მომეცი [შინ დარჩენისა] და ნუ გამომცდი». იცოდეთ, რომ ისინი უკვე ჩავარდნენ ცდუნებაში. და უეჭველად, ჯოჯოხეთი გარს შემოერტყმება ურწმუნოებს.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
თუ შენს (ო, მოციქულო) (ლაშქრობებში) რაიმე კარგი გეწევა [მოგება ან ნადავლი], ეს მათ [ორპირებს] წყენთ, ხოლო თუ უბედურება გეწევა [მარცხი ან ზარალი], ისინი ამბობენ: «ჩვენ წინასწარ ვიზრუნეთ საკუთარ საქმეებზე [რომ ეს უბედურება არ შეგვეხო]» და მიდიან, ბედნიერად.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
თქვი (ო, შუამავალო): «არასდროს შეგვემთხვევა ჩვენ, გარდა იმისა, რაც ალლაჰმა დაგვიწერა. ის არის ჩვენი მფარველი, და დაე, ალლაჰს, მიენდონ მორწმუნენი».
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
უთხარი (ო, მოციქულო) (ამ ორპირებს): «ნუთუ თქვენ ელით, რომ ჩვენზე მოხდება მხოლოდ ორი სიკეთეთაგან (ერთ-ერთი ან ალლაჰის დახმარება, ან სიკვდილი ალლაჰის გზაზე?) ხოლო ჩვენ ველით, (რომ თქვენ ორპირებს) ალლაჰი დაგსჯით თვითონ, ან ჩვენი ხელებით. დაელოდეთ, და ჩვენც თქვენთან ერთად დაველოდებით».
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
უთხარი (ო, შუამავალო) (ამ ორპირებს): «გაიღებთ (თქვენი ქონებიდან) ნებით თუ იძულებით, მაინც არ იქნება მიღებული თქვენგან, რამეთუ, თქვენ ხართ ხალხი ურჩნი».
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და რა უშლით ხელს, რომ მიღებულ იქნას მათგან მათი შესაწირი, გარდა იმისა, რომ მათ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი, და არ მიდიან ლოცვაზე, თუ არა ზანტად, და არ ხარჯავენ, თუ არა იძულებით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
დაე, ნუ გაგაოცებს მათი ქონება და შვილები. ალლაჰს სურს, რომ ამით დასაჯოს ისინი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ამოხადოს მათი სულნი ურწმუნოების მდგომარეობაში.
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და ისინი (ორპირნი) ალლაჰს იფიცებენ, რომ ნამდვილად თქვენგანნი არიან, მაგრამ ისინი თქვენგანნი არ არიან, არამედ ხალხი რომელთაც ეშინიათ (რომ თქვენ მათ დახოცავთ, ისე როგორც მრავალღმერთიანებს ხოცავთ).
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
რომ (თვალთმაქცებს) ეპოვათ თავშესაფარი, ან გამოქვაბულები, ან შესაძრომი, მისკენ გაეშურებოდნენ თავქუდმოგლეჯილები.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და მათ შორის არიან ისეთნი, რომლებიც გაკრიტიკებენ შენ მოწყალების გამო, თუ მათ მისგან წილი მიეცემათ, კმაყოფილნი არიან, ხოლო თუ არ მიეცემათ მისგან, მაშინ ბრაზდებიან.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
და კმაყოფილნი რომ ყოფილიყვნენ იმით, რაც უბოძა მათ ალლაჰმა და მისმა შუამავალმა, და ეთქვათ: «საკმარისია ჩვენთვის ალლაჰი! გვიბოძებს ჩვენ ალლაჰი თავისი წყალობით და მისი შუამავალიც ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰისკენ მსწრაფველნი ვართ».
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
უეჭველად, მოწყალებანი ღარიბთათვის და უპოვართათვის, და მისი შემგროვებლებისთვის, და მათთვის, ვისი გულებიც მიიზიდება ისლამისკენ , და მონების გასათავისუფლებლად, და მოვალეთათვის, და ალლაჰის გზაზე, და მგზავრთათვის. ეს ალლაჰის მიერ დადგენილი ვალდებულებაა. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და მათ (ორპირთა) შორის არიან ისეთებიც, რომლებიც (თავიანთი სიტყვებით) აყენებენ ტკივილს შუამავალს და ამბობენ: «ის ყურია!» [ვინც ყველაფერს იჯერებს, რაც მას ეუბნებიან] უთხარი [მათ]: «ის თქვენთვის სასიკეთო ყურია, სწამს მას ალლაჰი და ენდობა მორწმუნეებს და წყალობაა თქვენგან მორწმუნეთათვის. ხოლო მათ, რომლებიც ტკივილს აყენებენ (თავიანთი ენით) ალლაჰის შუამავალს, მათთვისაა მწარე სასჯელი».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
ისინი (ორპირნი) ალლაჰს გეფიცებიან, რათა თქვენ იყოთ მათით კმაყოფილი. არადა, ალლაჰი და მისი შუამავალი უფრო ღირსნი არიან, რომ მათი კმაყოფილებისთვის ისწრაფოდნენ, თუკი მორწმუნენი არიან.
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
ნუთუ (ორპირებმა) არ იციან , რომ ვინც ეწინააღმდეგება ალლაჰსა და მის შუამავალს, მისთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი, რომელშიც სამუდამოდ დარჩებიან? ესაა უდიდესი დამცირება.
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
თვალთმაქცნი (ორპირნი) შიშობენ, რომ მათზე სურა არ გადმოვიდეს, რომელიც მათ გულებში არსებულს გამოავლენს. უთხარი: «დასცინეთ, მაგრამ ალლაჰი გამოავლენს იმას, რასაც შიშობთ».
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
და თუ ჰკითხავ მათ (თვალთმაქცთ), უთუოდ გეტყვიან: «ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით და ვერთობოდით». უთხარი: «ნუთუ ალლაჰს, მის აიათებს და მის შუამავალს დასცინოდით?!»
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ნუ მოიბოდიშებთ! თქვენ უკვე უარყავით თქვენი რწმენის შემდეგ. თუკი შევუნდობთ თქვენგან ერთ ჯგუფს, დავსჯით მეორე ჯგუფს, რადგან ისინი ცოდვილნი იყვნენ.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
თვალთმაქცი კაცები და თვალთმაქცი ქალები ერთმანეთისგან არიან [და ისინი არ ეკუთვნიან მორწმუნეთა რიცხვს], ისინი ბრძანებენ ბოროტებას და კრძალავენ სიკეთეს, და ხელმოჭერილნი არიან. მათ დაივიწყეს ალლაჰი, ამიტომ მანაც დაივიწყა ისინი. უეჭველად, თვალთმაქცები არიან ურჩნი.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
ალლაჰმა აღუთქვა თვალთმაქც კაცებსა და ქალებს და ურწმუნოებს ჯოჯოხეთის ცეცხლი, სადაც მარადიულად დარჩებიან. იგი საკმარისი იქნება მათთვის. დაწყევლა ალლაჰმა ისინი და მათთვისაა მუდმივი სასჯელი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
(და თქვენც, ო ორპიროებო), თქვენი საქმეებითა და მდგომარეობით ჰგავხართ იმათ (ურწმუნოებს), რომლებიც იყვნენ თქვენამდე! ისინი უფრო ძლიერები იყვნენ თქვენზე (სხეულის) ძალით და მდიდარნი ქონებითა და შვილებით, და მათაც ისევე ისარგებლეს თავიანთი წილით (ამქვეყნიური სარგებლისაგან). თქვენც ისარგებლეთ თქვენი წილით, როგორც ისარგებლეს მათ, რომლებიც იყვნენ თქვენამდე, თავიანთი წილით და თქვენც ისევე ჩაეფალით ამაოებაში, როგორც ისინი ჩაეფლნენ. აი, მათ, რომელთა საქმეებიც ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც ფუჭი გახდა. და აი, ისინი არიან წაგებულნი.
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
განა არ მოსულა მათთან ამბავი იმათი, ვინც მათზე უწინ იყვნენ – ნუჰის ხალხისა, ადისა და სამუდისა, და იბრაჰიმის ხალხისა, და მადიანელებისა და ამოტრიალებულთა (დასახლებისა)? მათთან მივიდნენ მათი შუამავლები ცხადი სასწაულებით. და არაა ალლაჰი ისეთი, რომ უსამართლოდ მოექცეს მათ, არამედ ისინი თავად მოექცნენ თავიანთ თავს უსამართლოდ.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები ერთმანეთის მეგობრები და მფარველები არიან. ისინი ბრძანებენ იმას, რაც სიკეთეა და კრძალავენ იმას, რაც ბოროტებაა, აღასრულებენ ლოცვას და გასცემენ ზაქათს, ემორჩილებიან ალლაჰსა და მის შუამავალს. სწორედ მათ შეიწყალებს ალლაჰი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
ალლაჰმა აღუთქვა მორწმუნე კაცებსა და მორწმუნე ქალებს სამოთხის ბაღები, რომელთა ძირსაც მდინარეები ჩამოედინება, სადაც ისინი სამუდამოდ დარჩებიან, და მშვენიერ სადგომებს ედემის ბაღებში. მაგრამ ალლაჰის კმაყოფილება ყველაზე დიდია. სწორედ ესაა დიადი წარმატება.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
ო, მოციქულო! იბრძოლე ურწმუნოთა (მახვილით) და ორპირთა (დასაბუთებით) წინააღმდეგ და იყავი მკაცრი მათთან [როგორც ურწმუნოებთან, ისე ორპირებთან]. მათი (სამუდამო) სამყოფელი იქნება ჯოჯოხეთი, და რა საშინელია ეს დაბრუნება!
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
იფიცებენ ალლაჰს, რომ არ უთქვამთ, მაგრამ მათ ნამდვილად თქვეს ურწმუნოების სიტყვა და უარყვეს ისლამის მიღების შემდეგ, და განიზრახეს ის, რასაც ვერ მიაღწიეს (მათ სურდათ მოციქული მუჰამმადის მკვლელობა ან მასზე ზიანის მიყენება). და ისინი (ორპირები) შურს იძიებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ალლაჰმა და მისი მოციქულმა თავიანთი უხვი წყალობით გაამდიდრეს ისინი. თუ ისინი მოინანიებენ, ეს უკეთესი იქნება მათთვის, მაგრამ თუ ზურგს შეაქცევენ, ალლაჰი დასჯის მათ მტანჯველი სასჯელით ამქვეყნად და იმქვეყნად. და არ ეყოლებათ მათ დედამიწაზე არც მფარველი და არც შემწე.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
მათ (თვალთმაქცთა) შორის არიან ისეთნიც, რომელთაც აღთქმა დაუდეს ალლაჰს: «თუკი ის თავისი მადლით მოგვმადლის, უთუოდ მოწყალებას გავცემთ და უთუოდ ვიქნებით მართალთა შორის».
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
ხოლო როცა უბოძა მათ თავისი მადლით, იძუნწეს და ზურგი აქციეს, და ზურგი აქციეს მათ, განერიდნენ (მორჩილებას ალლაჰისადმი).
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და შედეგად, მან (ალლაჰმა) მათ გულებში თვალთმაქცობა ჩაუნერგა იმ დღემდე, ვიდრე მას შეხვდებიან, იმის გამო, რომ დაარღვიეს ალლაჰისთვის მიცემული აღთქმა და იმის გამო, რომ ცრუობდნენ.
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
ნუთუ არ იციან, რომ ალლაჰმა იცის მათი საიდუმლო და მათი ფარული საუბარი, და რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა დაფარულისა?
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
ისინი (ორპირები), რომლებიც აკრიტიკებენ მორწმუნეთაგან მათ, ვინც ნებაყოფლობით აკეთებს შესაწირს (ამბობენ, რომ ისინი ბევრს გასცემენ მოჩვენებით), და (ასევე აკრიტიკებენ) მათ, ვისაც მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით [ძალით პოულობენ, რასაც შესწირავდნენ] შეუძლია რამე შესწიროს, და დასცინიან მათ [ღარიბ მორწმუნეებს], (ამბობენ, თითქოს ისინი მხოლოდ ხალხის ყურადღების მოსაპოვებლად აკეთებენ ამას) ალლაჰი დასცინებს მათ [ორპირებს], და მათთვისაა გამზადებული მტანჯველი სასჯელი!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
შენდობა სთხოვე მათთვის (თვალთმაქცთათვის), ან ნუ სთხოვ, სამოცდაათჯერაც რომ სთხოვო მათთვის შენდობა, ალლაჰი მაინც არ მიუტევებს მათ, ეს იმიტომ, რომ მათ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურჩ ხალხს.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
უხაროდათ შინ დარჩენილთ, რომ ალლაჰის შუამავლის ზურგს უკან დასხდნენ და სძულდათ, რომ ებრძოლათ თავიანთი ქონებითა და სულებით ალლაჰის გზაზე და თქვეს: «სიცხეში ნუ გაილაშქრებთ!» უთხარი: «ჯოჯოხეთის ცეცხლი უფრო ცხელია!», რომ ხვდებოდნენ.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
დაე, მათ (უკან დარჩენილი ორპირები) ცოტახანი იცინონ (ამ ცხოვრებაში) და (ჯოჯოხეთის ცეცხლში) მრავლად იტირონ, სანაცვლოდ იმისა, რაც მოიპოვეს.
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
თუ ალლაჰი დაგაბრუნებს მათგან რომელიმე ჯგუფთან და ისინი გთხოვენ ნებართვას (სალაშქროდ) წასასვლელად, უთხარი: «ვერასდროს წამოხვალთ ჩემთან ერთად და ვერასდროს იბრძოლებთ ჩემთან ერთად მტრის წინააღმდეგ, რადგან თქვენ პირველ ჯერზე სახლში დარჩენა არჩიეთ, ამიტომ დარჩით უკან დარჩენილებთან ერთად».
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და არასდროს ილოცო (ო, მოციქულო) მათგან რომელიმე გარდაცვლილზე და არ დადგე მის საფლავთან, რამეთუ მათ უარყვეს ალლაჰი და მისი შუამავალი და გარდაიცვალნენ, როცა ისინი ურჩნი იყვნენ.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
და ნუ მოგხიბლავს შენ (ო, მოციქულო) მათი ქონება და მათი შვილები, ალლაჰს მხოლოდ მათი დასჯა სურს ამქვეყნად და რომ მათი სულები ამოვიდეს ურწმუნოდ.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
და როცა გარდმოევლინება სურა, რომ ირწმუნოთ ალლაჰი და იბრძოლოთ მის შუამავალთან ერთად, ნებართვას გთხოვენ მათგან მდიდარნი და თქვეს: «დაგვტოვე, რათა ვიყოთ შინ მსხდომთა შორის!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
ისინი (ორპირნი) დასჯერდნენ, რომ დარჩენილებთან ერთად ყოფილიყვნენ. და დაბეჭდილ იქნა მათი გულები, ასე რომ, ისინი ვერაფერს ხვდებიან.
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭ
მაგრამ შუამავალი და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, იბრძოდნენ თავიანთი ქონებითა და სულებით. სწორედ მათთვისაა სიკეთენი და სწორედ ისინი არიან ნეტარნი.
ﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ალლაჰმა მოუმზადა მათ სამოთხის ბაღები, რომელთა ქვეშაც მდინარეები მოედინება, სადაც მარადიულად დარჩებიან. აი, ესაა დიადი წარმატება.
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და მოვიდნენ (ალლაჰის მოციქულთან) ბოდიშის მომხდელთაგანი ბედიუნთაგან (რომლებიც მედინას მახლობლად ცხოვრობდნენ), რათა მათ ნებადართული ჰქონოდათ დარჩენა. ხოლო ისინი, ვინც ალლაჰსა და მის მოციქულს ტყუილი უთხრეს [ვისაც არ ჰქონდათ არც ერთი ნამდვილი მიზეზი], დარჩნენ მჯდომარედ [არც კი მოვიდნენ თავიანთი გამართლების სათქმელად] მალე მოიწვევს მათ, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მტკივნეული სასჯელი.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
არ არის ცოდვა უძლურთათვის, არც სნეულთათვის და არც მათთვის, ვინც ვერ პოულობს რაიმე დახარჯოს, თუ ისინი გულწრფელნი არიან ალლაჰისა და მისი შუამავლის მიმართ. კეთილისმქმნელთა წინააღმდეგ არ არსებობს გზა. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და არც იმათზე, რომლებიც შენთან მოვიდნენ, რათა ომში წასაყვანად პირუტყვი მიგეცა მათთვის, და შენ უთხარი: «არაფერი გამაჩნია, რომ წაგიყვანოთ», და მათი თვალები სავსე იყო ცრემლით სევდისაგან, რადგან ვერ იპოვეს, რომ დაეხარჯათ .
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
გზა [ცოდვისა და გაკიცხვისა] მხოლოდ იმათზეა, რომლებიც შენგან (სახლში დარჩენის) ნებართვას ითხოვენ, მიუხედავად იმისა, რომ მდიდრები არიან. ისინი კმაყოფილნი იყვნენ, რომ დარჩენილებთან ერთად ყოფილიყვნენ [ქალებთან, ბავშვებთან და მათთან, ვისაც გამართლება ჰქონდა], და ბეჭედი დაესვა მათ გულებს, ამიტომაც მათ არ იციან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ისინი [სახლში დარჩენილები] თავის გამართლებას დაიწყებენ თქვენთან, როცა მათთან დაბრუნდებით (თაბუქის ლაშქრობიდან). უთხარი (მათ) ო, მოციქულო: «ნუ იმართლებთ თავს — ჩვენ არასოდეს დაგიჯერებთ! ალლაჰმა უკვე გვამცნო თქვენი ამბები. ალლაჰი და მისი მოციქული იხილავენ თქვენს საქმეს. შემდეგ კი დაბრუნდებით დაფარულისა და ცხადის მცოდნესთან [ალლაჰთან], და ის გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით».
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ისინი [ორპირნი] ალლაჰს დაგიფიცებენ თქვენ, როცა მათთან დაბრუნდებით (ლაშქრობიდან), რათა ზურგი აქციოთ მათ [არ გაკიცხოთ და არ უსაყვედუროთ]. მაშ, ზურგი აქციეთ მათ (ზიზღით), რადგან ისინი ბილწნი არიან, და მათი სამუდამო თავშესაფარი ჯოჯოხეთი იქნება — საზღაურად იმისა, რასაც იხვეჭდნენ.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
ისინი გეფიცებიან თქვენ, რათა კმაყოფილნი იყოთ მათით. მაგრამ, თუ თქვენც კმაყოფილნი იქნებით მათით (რადგან არ იცით მათი სიცრუის შესახებ). უეჭველად, ალლაჰი არ იქნება კმაყოფილი ურჩი ხალხით.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
ბედიუნები უფრო ძლიერ არიან ურწმუნოებასა და ორპირობაში (ვიდრე ქალაქში მცხოვრები ხალხი), და ისინი ყველაზე ნაკლებად იცნობენ იმ საზღვრებს, რაც ალლაჰმა ჩამოავლინა თავის მოციქულს. და ალლაჰი ხომ ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და ბედუინებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იმას, რასაც ალლაჰის გზაზე ხარჯავენ, დანაკარგად მიიჩნევენ, და თქვენთვის უბედურების დატრიალებას ელოდებიან. სწორედ მათ დაატყდებათ ბოროტების შემობრუნება. და ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და არიან ბედუინთაგან, რომელთაც სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, და რასაც ხარჯავენ, მიიჩნევენ ალლაჰთან დაახლოების და მოციქულის ვედრების საშუალებად [რომ მოციქული ალლაჰს შესთხოვს მათთვის]. ჭეშმარიტად, ეს მათთვის დაახლოებაა. ალლაჰი მათ შეიყვანს თავის წყალობაში. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
ხოლო ისინი, რომლებმაც სხვებს დაასწრეს (რწმენაში) და (ყველაზე) პირველები იყვნენ მუჰაჯირებსა [ისინი, ვინც ისლამისთვის გადასახლდნენ] და ანსარებს [მედინის მცხოვრებლები, რომლებიც ალლაჰის მოციქულს დაეხმარნენ] შორის, და ისინი, რომლებიც მათ გაჰყვნენ გულწრფელობით (რწმენაში, სიტყვებსა და საქმეებში) — ალლაჰი კმაყოფილია მათით და ისინიც კმაყოფილნი არიან მისით [ალლაჰით]. და მოუმზადა მათ (სამოთხის) ბაღები, რომლის ქვემოთ მდინარეები მოედინება — ისინი იქ მარადიულად დარჩებიან. ეს არის უდიდესი წარმატება!
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და მათ შორის, ვინც თქვენს გარშემოა ბედუინთაგან, არიან თვალთმაქცნი და მედინელთაგანაც არიან ისეთნი, რომელნიც გაჯიუტდნენ თვალთმაქცობაში, შენ არ იცნობ მათ, ჩვენ ვიცნობთ მათ. ჩვენ მათ ორჯერ დავსჯით, შემდეგ კი დაბრუნებულნი იქნებიან დიად სასჯელთან.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
მაგრამ (არიან) სხვებიც, რომლებმაც აღიარეს თავიანთი ცოდვები: მათ ერთმანეთში აურიეს კეთილი საქმე და სხვა — ცუდი. უეჭველად, ალლაჰი მიიღებს მათ მონანიებას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მოწყალეა!
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
აიღე (ო, მოციქულო) მათი ქონებიდან მოწყალება, რომლითაც შენ განწმენდ (ცოდვის სიბილწისგან) და გამოასწორებ მათ. და ილოცე მათთვის, რადგან შენი ლოცვა [ვედრება] სიმშვიდეა მათთვის. და ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
ნუთუ მათ არ იცოდნენ, რომ ალლაჰი იღებს მონანიებას თავისი მონებისგან და იღებს მოწყალებას, და რომ ალლაჰი მონანიების მიმღები, შემწყალებელია.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
და უთხარი (ო, მოციქულო) მათ [ვინც დარჩნენ და არ გავიდნენ ლაშქრობაზე]: «აკეთეთ (საქმეები), რომლებიც ალლაჰის კმაყოფილებამდე მიგიყვანთ და ალლაჰი, მისი მოციქული და მორწმუნენი იხილავენ თქვენს ქმედებებს! და მალე დაბრუნდებით მასთან, ვინც იცის ფარული და აშკარა [ალლაჰთან], და ის გაცნობებთ იმის შესახებ, რასაც აკეთებდით».
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽ
და (ლაშქრობიდან სახლში დარჩენილთა შორის) არიან სხვებიც, რომელთა საქმე გადადებულია ალლაჰის ბრძანებამდე [სანამ ალლაჰი მათ შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს]: ან დასჯის მათ, ან მიიღებს მათ მონანიებას. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
ხოლო ისინი (ორპირები), რომლებმაც ააგეს მეჩეთი იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინათ მორწმუნეთათვის, გაეძლიერებინათ ურწმუნოება, განხეთქილება შეეტანათ მორწმუნეთა შორის და გაეხადათ იგი თავშესაფრად იმ ადამიანისთვის, ვინც ადრე ებრძოდა ალლაჰსა და მის მოციქულს, ისინი აუცილებლად დაიფიცებენ: «ჩვენ მხოლოდ სიკეთე გვინდოდა!» თუმცა ალლაჰი მოწმობს, რომ უეჭველად, ისინი მატყუარები არიან.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
(ო, შუამავალო) არასოდეს არ დადგე იქ სალოცავად! მეჩეთი (ყუბა), რომელიც დაფუძნებულია ღვთისმოშიშობაზე პირველივე დღიდან, უფრო ღირსია, რომ იქ იდგე სალოცავად. იქ არიან კაცები, რომელთაც უყვართ განწმენდა. ალლაჰს კი უყვარს განმწმენდელნი.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ნუთუ უკეთესია ის, ვინც თავისი ნაგებობა ააშენა ალლაჰის შიშსა და მის კმაყოფილებაზე, თუ ის, ვინც თავისი ნაგებობა დააფუძნა ჩამოშლილი ფერდობის ნაპირას და მასთან ერთად ჩავარდა ჯოჯოხეთის ცეცხლში? ალლაჰი არ დაადგენს სწორ გზაზე უსამართლო ხალხს.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
მათი ნაგებობა, რომელიც მათ [ორპირებმა] ააგეს, არ შეწყვეტს ეჭვში ყოფნას მათ გულებში, სანამ მათი გულები არ ჩაიფშვნება [სანამ არ მოკვდებიან ან არ დაიღუპებიან]. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ჭეშმარიტად, ალლაჰმა მორწმუნეებისგან შეიძინა მათი სულები [სიცოცხლე] და მათი ქონება იმის სანაცვლოდ, რომ მათთვის (იქნება) სამოთხე! ისინი იბრძვიან ალლაჰის გზაზე, კლავენ და იღუპებიან. ეს არის მისგან ჭეშმარიტი დაპირება, (მოცემული) თორაში, ინჯილში და ყურანში. და ვინ არის ალლაჰზე უფრო ერთგული თავისი აღთქმის (შესრულებაში)? მაშ, იხარეთ, ო, მორწმუნენო, თქვენი გარიგებით, რომელიც მასთან დადეთ! და ეს [ასეთი გარიგება] მართლაც უდიდესი წარმატებაა!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
მომნანიებელნი, თაყვანისმცემელნი, მაქებარნი, მმარხველნი, ქედისმომხრელნი, საჯდას აღმსრულებელნი, კეთილის მბრძანებელნი და უკეთურების ამკრძალავნი, და ალლაჰის საზღვრების დამცველნი. და ახარე მორწმუნეებს.
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
არ ეკადრება შუამავალსა და მორწმუნეებს, პატიება ითხოვონ მრავალღმერთიანთათვის, თუნდაც ისინი ახლო ნათესავები იყვნენ, მას შემდეგ, რაც მათთვის ცხადი გახდა, რომ ისინი ჯოჯოხეთის ბინადარნი არიან.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და იბრაჰიმის მიერ თავისი მამისთვის პატიების თხოვნა მხოლოდ იმ დაპირების გამო იყო, რომელიც მან მისცა მას [მამას]. ხოლო როდესაც მისთვის ნათელი გახდა, რომ ის [მისი მამა] ალლაჰის მტერია, მან განუდგა მას. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი იყო მორჩილი (ალლაჰის წინაშე) და სულგრძელი [არ აჩქარებდა სასჯელს]!
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ალლაჰი არ არის ისეთი, რომ ხალხი გზააბნევაში შეიყვანოს მას შემდეგ, რაც მართალ გზაზე დააყენა ისინი, სანამ არ განუმარტავს მათ, რისგან უნდა იფრთხილონ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა!
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის მეუფება. იგი აცოცხლებს და აკვდინებს. და თქვენ არ გყავთ ალლაჰის გარდა არც მფარველი და არც შემწე.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
ალლაჰმა უკვე მიიღო შუამავალის მონანიება (იმის გამო, რომ მან ორპირებს ნება დართო დარჩენილიყვნენ და არ მიეღოთ მონაწილეობა ლაშქრობაში), ასევე მუჰაჯირებისა [მორწმუნეთა, რომლებიც გადმოსახლდნენ მედინაში] და ანსარების [მედინის მუსლიმთა], რომლებიც მიჰყვნენ მას (შუამავალს) (თაბუქის ლაშქრობაში) სიძნელის ჟამს , მას შემდეგ, რაც მათგან ზოგიერთთა გულებმა თითქმის გადაუხვიეს. შემდეგ მან მიიღო მათი მონანიება, რადგან ჭეშმარიტად, იგი მათ მიმართ მოწყალე, შემბრალებელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და (ალლაჰმა მიიღო მონანიება) იმ სამისაც , რომლებიც დატოვებულნი იყვნენ . როდესაც მათთვის (მწუხარებისა და სინანულის გამო) დედამიწა შევიწროვდა, მიუხედავად მისი სიდიადისა, და მათი სულებიც შევიწროვდა იმ დარდის გამო, რაც მათ დაატყდათ, და იფიქრეს, რომ არ არსებობს თავშესაფარი ალლაჰისგან [მისი სასჯელისგან], გარდა იმისა, რომ (მონანიებით) მასვე დაბრუნებოდნენ — შემდეგ მან მიიღო მათი მონანიებაც [აპატია მათ], რათა მოენანიათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მონანიების მიმღები, მოწყალეა!
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და იყავით მართალთან ერთად.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
მედინის მაცხოვრებლებსა და მათ, ვინც მათ გარშემო ცხოვრობენ ბედიუნთაგან, არ შეჰფერის ალლაჰის მოციქულისგან ჩამორჩენა [ლაშქრობიდან] და საკუთარი თავის მჯობინება მასზე [როცა თავად მშვიდად არიან, ხოლო მოციქული იტანს სიძნელეს]. რადგან როცა მათ მოიცავთ წყურვილი, დაღლილობა ან შიმშილი ალლაჰის გზაზე, ან გადადგამენ ნაბიჯს, რომელიც გააღიზიანებს ურწმუნოებს, და ყოველი ზიანი, რომელსაც ისინი მიაყენებენ მტერს ჩაიწერება მათთვის კეთილ საქმედ. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ!
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და რაც არ უნდა მცირე თუ დიდი შესაწირი გაიღონ მათ ალლაჰის გზაზე, და რომელი ხეობაც არ უნდა გადაკვეთონ (ლაშქრობისას) ყველაფერი ეს ჩაიწერება მათთვის, რათა ალლაჰმა მიუზღოს მათ იმაზე უკეთესით, ვიდრე ისინი აკეთებდნენ.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
მორწმუნეებს არ შეჰფერის ყველას ერთად გასვლა (ომში მტერთან), ისევე როგორც ყველას ერთად დარჩენა და უქმად ყოფნა ალლაჰის გზაზე, და რატომ არ გამოვა მათი ყოველი ჯგუფიდან ერთი ნაწილი, რათა შეისწავლონ რელიგია (და ალლაჰის შარიათი), და როცა დაბრუნდებიან თავიანთ ხალხთან, ასწავლონ და შეაგონონ ისინი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ებრძოლეთ იმ ურწმუნოთაგან მათ, რომლებიც თქვენთან ახლოს არიან. და დაე, მათ [ურწმუნოებმა] თქვენში სიმკაცრე ჰპოვონ. და იცოდეთ, რომ ალლაჰი იმათთანაა, ვინც უფრთხის (ალლაჰის სასჯელს)!
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
და როცა რომელიმე სურა გარდმოევლინება (ალლაჰისგან), მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ: «რომელ თქვენგანს შეჰმატა ამან რწმენა?» ხოლო მათ, რომელთაც ირწმუნეს, შეჰმატა მათ რწმენა და ისინი ხარობენ.
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
რაც შეეხება მათ, ვისი გულებიც სნეულებითაა შეპყრობილი (ეჭვით ან ორპირობით), [გარდმოვლენილი სურა] შეჰმატებს მათ მხოლოდ ბოროტებას, მათ უკვე არსებულ ბოროტებასთან ერთად, და ისინი გარდაიცვალნენ ურწმუნოებად.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
ნუთუ ისინი [ორპირნი] ვერ ხედავენ, რომ ყოველ წელს ერთხელ ან ორჯერ გამოიცდებიან? შემდეგ კი ამის შემდეგაც არ ინანიებენ და არ იღებენ შეგონებას.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
როდესაც გარდმოევლინება რაიმე სურა (რომელშიც გამომჟღავნებულია ორპირთა საქმეები), ზოგიერთნი მათგან [ორპირთაგან, ვინც მოციქულის შეკრებაში ზის] ერთმანეთს შეხედავენ და იტყვიან: «გხედავთ ვინმე (მორწმუნეთაგან)?» შემდეგ კი ზურგს აქცევენ. ალლაჰმა განაშოროს მათი გულები იმის გამო, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
და აი, მოგივიდათ თქვენ შუამავალი თქვენგანვე. მძიმეა მისთვის თქვენი ტანჯვა, ზრუნავს თქვენზე, და მორწმუნეთა მიმართ თანამგრძნობი, მოწყალეა.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
ხოლო თუ ისინი [ორპირები და მრავალღმერთიანები] ზურგს იქცევენ, შენ უთხარი: «საკმარისია ჩემთვის ალლაჰი! არ არსებობს ღვთაება მის გარდა. მას მივენდე და იგია დიადი ტახტის უფალი».
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







