სურა იუნუსი
PDF —
109 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა იუნუსი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა იუნუსი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა იუნუსი თარგმანი. იუნუსი (Meccan) 109 აია.



სურა იუნუსი
109 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
ალიფ. ლამ. რა ეს განმარტებული წიგნის [ყურანის] აიათებია.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
ნუთ გასაკვირია ხალხისთვის, რომ ჩვენ შთავაგონეთ მათგან (ერთ) კაცს: «გააფრთხილე ხალხი (ალლაჰის სასჯელის შესახებ) და ახარე მორწმუნეებს, რომ მათთვის მათი უფლის წინაშე მომზადებულია დიდი ჯილდო?» მაგრამ ურწმუნოებმა თქვეს: «ჭეშმარიტად, ეს [მუჰამმადი] აშკარა ჯადოქარია!»
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
ჭეშმარიტად, თქვენი უფალი (ო ხალხო), არის ალლაჰი. ის, ვინც შექმნა ცანი და მიწა ექვს დღეში, შემდეგ კი ამაღლდა 'არშზე (ტახტზე) ისე, როგორც შეეფერება მის სიდიადეს), და ის განაგებს ყველა საქმეს. არავინაა ისეთი, ვინც შეძლებს შუამდგომლობას მის წინაშე, გარდა იმისა, როცა თვითონ ის ნებას მისცემს. აი ასეთია ალლაჰი, თქვენი უფალი, თაყვანი ეცით მხოლოდ მას! ნუთუ არ მოეგებით გონს და არ დაფიქრდებით?
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
მხოლოდ მასთან იქნება თქვენი დაბრუნება (განსჯის დღეს) ალლაჰის ჭეშმარიტი აღთქმისამებრ. ჭეშმარიტად, ის იწყებს ქმნას [შექმნას არაფრიდან] და შემდეგ კვლავ აღადგენს მას [თავისი ძლიერებით], რათა სამართლიანად დააჯილდოვოს ისინი, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს. ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი გახდნენ, მათთვის გამზადებულია ადუღებული წყალი დასალევად და მტანჯველი სასჯელი მათი ურწმუნოების გამო.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
მხოლოდ ისაა (ალლაჰი), რომელმაც ჰქმნა მზე მანათობლად, ხოლო მთვარე შუქად, და განუსაზღვრა მას სადგურები (ფაზები), რათა იცოდეთ წლების რაოდენობა და დროის აღრიცხვა [მზე განსაზღვრავს დღეებს, ხოლო მთვარე თვეებსა და წელიწადებს]. ალლაჰმა ეს ყველაფერი მხოლოდ ჭეშმარიტებით შექმნა. ის განმარტავს თავის სასწაულებს იმ ხალხისთვის, რომელთაც იციან.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ჭეშმარიტად, ღამისა და დღის მონაცვლეობაში [იმაში, თუ როგორ მოსდევენ ისინი ერთმანეთს] და იმაში, რაც ალლაჰმა ცებსა და მიწაზე შექმნა, უეჭველად არის ნათელი ნიშნები იმ ხალხისთვის, რომლებიც უფრთხიან (ალლაჰის სასჯელს).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠ
ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას [არ სწამთ განკთხვის დღის], და კმაყოფილნი არიან ამქვეყნიური ცხოვრებით და მასში ნუგეშს პოულობენ, და ისინი, ვინც უყურადღებონი არიან ჩვენი სასწაულების მიმართ,
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
მათი სამყოფელი ცეცხლია იმის სანაცვლოდ, რასაც ისინი იხვეჭდნენ [მათი ცოდვების და ურწმუნოების გამო].
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
ჭეშმარიტად, ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და აკეთებდნენ კეთილ საქმეებს, — მათი უფალი წარუძღვება მათ მათი რწმენის გამო; (და შეიყვანს მათ სამოთხეში), რომლის ქვემოთაც მოედინება (სამოთხის) მდინარეები ნეტარების ბაღებში.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
მათი ვედრება [სამოთხეში] იქნება: «დიდება შენდა, ო, ალლაჰ!» და მათი მისალმება იქ იქნება «მშვიდობა!» და მათი მოხმობის დასასრული იქნება: «ქება ალლაჰს, სამყაროთა უფალს!»
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
და ალლაჰს რომ დაეჩქარებინა ადამიანთათვის ბოროტება ისე, როგორც ისინი სიკეთეს ისწრაფვიან, მაშინ მათი ვადა (ბედი) უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა (ისინი უკვე დაღუპულნი იქნებოდნენ). მაგრამ ჩვენ მივატოვებთ მათ, რომელნიც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებენ, თავიანთ უსამართლობაში, რათა თავიანთ ცდომილებაში ბრმად იხეტიალონ.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
როდესაც ადამიანს უბედურება შეეხება, ის მოგვიხმობს მწოლიარე, მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში. მაგრამ როცა ჩვენ მოვაშორებთ მას მის გასაჭირს, ის მიდის ისე, თითქოს არასოდეს მოუხმია ჩვენთვის უბედურების დროს. ამგვარად მოვუკაზმეთ ზღვარგადასულთ, რასაც აკეთებდნენ.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
და ჩვენ უკვე გავანადგურეთ თაობები თქვენამდე, როცა მათ უსამართლობა ჩაიდინეს და მოვიდნენ მათთან მათი შუამავლები ცხადი მტკიცებულებებით, მაგრამ მათ არ ირწმუნეს. ასე მივუზღავთ დამნაშავე ხალხს.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
შემდეგ ჩვენ გქმენით თქვენ მათ შემდეგ დედამიწის მემკვიდრეებად, რათა დავინახოთ, თუ როგორ მოიქცევით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
როცა მათ [მრავალღმერთიანებს] წაუკითხავენ ჩვენს ნათელ და მკაფიო სასწაულებს [ყურანის აიათებს], ისინი, ვინც არ იმედოვნებენ ჩვენთან შეხვედრას, ამბობენ: «მოგვიტანე სხვა ყურანი, ამისგან განსხვავებული, ან შეცვალე იგი», უთხარი მათ (ო, შუამავალო): «მე არ მაქვს უფლება, თვითნებურად შევცვალო იგი. მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზეშთამეგონა (ალლაჰისგან). ჭეშმარიტად, თუ ჩემს უფალს ვეურჩები, მე მეშინია დიადი დღის (სასჯელოს)».
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
უთხარი მათ (ო, მოციქულო): «თუ ალლაჰი ისურვებდა, მე არ წაგიკითხავდით მას [ყურანს] და არც თქვენ გექნებოდათ ცოდნა მის შესახებ, მე ხომ მთელი ჩემი ცხოვრება თქვენ შორის გავატარე [სანამ გამოცხადება არ გადმოვიდა]. ნუთუ არ დაფიქრდებით?»
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და ვინაა უფრო უსამართლო იმაზე, ვინც სიცრუეს თხზავს ალლაჰის შესახებ ან ცრუდ რაცხავს მის ნიშნებს (აიათებს)? ჭეშმარიტად, არ იქნებიან წარმატებულნი დამნაშავენი [მრავალღმერთიანნი].
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
და ისინი თაყვანს სცემენ ალლაჰის გარდა იმას, რაც ვერ ავნებს მათ და ვერც სარგებელს მოუტანს, და ამბობენ: «ესენი ჩვენი შუამდგომლები არიან ალლაჰთან!» უთხარი მათ (ო, მოციქულო): «ნუთუ ალლაჰს ატყობინებთ იმას, რასაც მან არ უწყის ცათა შინა და მიწაზე? წმინდა და დიდებულია იგი იმ ყველაფერზე, რასაც მას უთანაზიარებენ!»
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴ
და არ იყვნენ ადამიანები, გარდა ერთი თემისა (რწმენისა), მაგრამ ისინი გაიყვნენ. და რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა შენი უფლისგან, მათ შორის უკვე გადაწყვეტილი იქნებოდა ის, რაზეც ისინი დავობენ.
ﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
ისინი [ურწმუნონი] ამბობენ: «რატომ არ გარდმოევლინა მას (მუჰამმადს) სასწაული მისი ღმერთისგან?» უთხარი: «ჭეშმარიტად, უხილავი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. მაშ, დაელოდეთ (როცა ალლაჰი განსჯის ჩვენს შორის), და მეც თქვენთან ერთად ვიქნები მათ შორის, ვინც ელოდება».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
და როცა ადამიანებს ვაგემებინებთ წყალობას გასაჭირის შემდეგ, რომელიც მათ შეეხო, ისინი მაშინვე მზაკვრობენ ჩვენი აიათების წინააღმდეგ. უთხარი: «ალლაჰი უფრო სწრაფია ხრიკებში». ჭეშმარიტად, ჩვენი მოციქულები [ანგელოზები] იწერენ თქვენს ყველა ზრახვას.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
(მხოლოდ) ის [ალლაჰი] არის ის, ვინც გატარებთ ხმელეთზე და ზღვაში. და როცა თქვენ გემებზე იმყოფებით... და ისინი [გემები] მშვიდი ქარით მიცურავენ მათთან [მგზავრებთან] ერთად, ისინი ხარობენ ამით; შემდეგ მოადგებათ მათ [გემებს] ძლიერი ქარი, და ტალღები ყოველი მხრიდან მიადგებათ, და იფიქრებენ, რომ უკვე გარემოცულნი არიან (დაღუპვით), — მაშინ ალლაჰს მიმართავენ ვედრებით, და თაყვანისცემას მხოლოდ მისთვის აღასრულებენ: «თუ შენ გვიხსნი ამ (უბედურებისგან), უეჭველად ვიქნებით მადლიერთა შორის».
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ხოლო მას შემდეგ, რაც (ალლაჰი) იხსნის მათ, აჰა, ისინი კვლავ უსამართლოდ ბოროტებას სჩადიან დედამიწაზე. ო, ადამიანებო, თქვენი ბოროტება თავად თქვენს წინააღმდეგ შემობრუნდება. (ეს არის მხოლოდ) ამქვეყნიური ცხოვრებით სარგებლობა. შემდეგ კი ჩვენთან იქნება თქვენი დაბრუნება, და ჩვენ უეჭველად გაცნობებთ ყველაფერს, რასაც აკეთებდით.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ამქვეყნიური ცხოვრების მაგალითი იმ წყალს ჰგავს, რომელიც ჩვენ ზეციდან გარდმოვავლინეთ, რომლითაც აღმოცენდა მიწის მცენარეულობა, რომლითაც იკვებებიან ადამიანები და პირუტყვი. და როცა მიწა შეიმოსა თავისი სამკაულით და დამშვენდა, და მისმა მცხოვრებლებმა იფიქრეს, რომ ისინი არიან მისი მფლობელები, მოევლინა მას ჩვენი ბრძანება ღამით ან დღისით, და ჩვენ ის მომკულად [განადგურებულდ] ვაქციეთ, თითქოს გუშინ არც კი უხარებია. აი, ასე განვმარტავთ ჩვენ აიათებს იმ ხალხისთვის, რომელნიც ფიქრობენ.
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋ
ალლაჰი მოუხმობს მშვიდობის სამყოფელისკენ (სამოთხისაკენ) და დაადგენს, ვისაც ინებებს, სწორ გზაზე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ვინც გულწრფელნი იყვნენ (ალლაჰისადმი თაყვანისცემაში), მათთვის გამზადებულია საუკეთესო და დამატება [ალლაჰის სახის ხილვა]. და არ დაფარავს მათ სახეებს მტვერი და დამცირება. ისინი არიან სამოთხის ბინადარნი, სადაც ისინი დარჩებიან სამარადისოდ.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ხოლო რომელთაც მოიხვეჭეს სიავენი [გახდნენ ურწმუნონი], სიავის საზღაური მისი მსგავსია და დაფარავს მათ დამცირება. არ ეყოლებათ მათ ალლაჰისგან დამცველი. თითქოსდა მათი სახეები დაფარულია ბნელი ღამის ნაწილებით. აი, ისინი არიან ცეცხლის მკვიდრნი. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
მოუყევი მათ (ო, შუამავალო) იმ დღეზე, როცა ჩვენ შევკრებთ მათ ყველას [ყველა ქმნილებას] ანგარიშისა და საზღაურისთვის. შემდეგ ვეტყვით მათ, რომელთაც დაუდგინეს თანაზიარი (ალლაჰს): «დარჩით თქვენს ადგილას თქვენ და თქვენი თანამოზიარენი [ისინი, ვისაც თაყვანს სცემდით]!» და ჩვენ გავყოფთ მათ [მრავალღმერთიანებს იმათგან, ვისაც ისინი თაყვანს სცემდნენ], ხოლო მათი თანამოზიარენი (კერპები)ეტყვიან: «თქვენ ჩვენ არ გვცემდით თაყვანს.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
კმარა ალლაჰი მოწმედ ჩვენსა და თქვენს შორის, რომ ჩვენ უცოდინარნი ვიყავით თქვენი თაყვანისცემის შესახებ».
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙ
იქ [განკითხვის ადგილზე] ყოველი სული იხილავს და გამოცდის იმას, რაც მან წინასწარ მოიმოქმედა, და მას დაუბრუნდება საზღაური მისი საქმეების მიხედვით. ისინი დაბრუნდებიან ალლაჰთან, თავიანთ ჭეშმარიტ მფარველთან, და გაუჩინარდება მათგან ყველაფერი, რაც მათ გამოიგონეს.
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
უთხარი: «ვინ გაძლევთ სარჩოს ციდან და მიწიდან, ან ვინ ფლობს სმენასა და მხედველობას, და ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრიდან და გამოჰყავს მკვდარი ცოცხლიდან, და ვინ განაგებს საქმეს?» ისინი იტყვიან: «ალლაჰი!» მაშინ უთხარი: «ნუთუ არ შეგეშინდებათ (ალლაჰის სასჯელის)?»
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
აი, ასეთია ალლაჰი, თქვენი ჭეშმარიტი უფალი! მაშ, რა დარჩა ჭეშმარიტების შემდეგ, თუ არა გზააბნეულობა? და როგორ აქცევთ ზურგს ჭეშმარიტებას!
ﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
ასე გამართლდა შენი უფლის სიტყვა მათზე, ვინც ურჩობდა, რომ ისინი არ ირწმუნებენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
უთხარი: «არის თუ არა თქვენს თანაზიარებს შორის [რომელსაც თაყვანს სცემთ ალლაჰის გარდა] ისეთი, ვინც ქმნის პირველად [არაფრიდან], შემდეგ კი აღადგენს მას [სიკვდილის შემდეგ]?» უთხარი: «ალლაჰია ის, ვინც იწყებს ქმნას [არაფრიდან] და შემდეგ კვლავ აღადგენს მას. რამდენად შორდებით (ჭეშმარიტ გზას).
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
თქვი: «განა თქვენს თანაზიართა შორის არის ვინმე? ვინც უ-მიუძღვის ჭეშმარიტებისკენ?» თქვი: «ალლაჰი მიუძღვის ჭეშმარიტებისკენ». ის, ვინც ჭეშმარიტებისკენ მიუძღვის უფრო ღირსია, რომ მას მისდიონ, თუ ის, ვინც თვითონ ვერ პოულობს ჭეშმარიტ გზას, თუ მხოლოდ არ წარუძღვებიან [ცრუ ღვთაებები]? რა გემართებათ? როგორ განსჯით?»
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და მათი უმრავლესობა მხოლოდ ვარაუდს მისდევს. ჭეშმარიტად, ვარაუდი ვერაფრით შეცვლის ჭეშმარიტებას. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც ისინი სჩადიან. მათგან უმეტესობა [მრავალღმერთიანთაგან] მხოლოდ ვარაუდს მიჰყვება. ჭეშმარიტად, ვარაუდი ვერ ჩაანაცვლებს სიმართლეს, თუნდაც ნაწილობრივ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
ეს ყურანი ვერ იქნებოდა მოგონილი ვინმეს მიერ ალლაჰის გარდა. იგი გადმოიცა იმის დასამოწმებლად, რაც ადრე იყო გამოცხადებული, და როგორც წიგნის განმარტება. არ არის ეჭვი იმაში, რომ ის სამყაროთა უფლისგანაა.
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
ან იქნებ ისინი ამბობენ: «(მუჰამმადმა) თავად მოიგონა იგი [ყურანი]?» უთხარი მათ (ო, მოციქულო): «მაშ, მოიტანეთ ერთი სურა, მსგავსი მისი [ყურანისა], და მოუხმეთ ვისაც შეგიძლიათ, ალლაჰის გარდა, თუ მართალთაგანი ხართ!»
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
მაგრამ მათ [მრავალღმერთიანებმა] უარყვეს ის [ყურანი], რომლის ცოდნასაც ვერ ჩაწვდნენ, და რომლის განმარტებაც ჯერ არ მოსვლიათ. ზუსტად ასევე უარყვეს (გამოცხადება) მათამდე მცხოვრებმა თემებმაც. შეხედე თუ როგორი იყო უსამართლოთა დასასრული.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და მათ შორის არიან ისეთნი, რომელთაც სწამთ იგი, და მათ შორის არიან ისეთნიც, რომელთაც არ სწამთ იგი. და შენი უფალი ყველაზე უკეთ იცნობს ბოროტების მქმნელთ.
ﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘ
და თუ ისინი [მრავალღმერთიანები] უარგყოფენ შენ (ო, მოციქულო), მაშინ უთხარი (მათ): «მე — ჩემი საქმეები [და საზღაური ჩემი საქმეებისთვის], ხოლო თქვენ — თქვენი საქმეები [და საზღაური თქვენი საქმეებისთვის]. თქვენ არ ხართ პასუხისმგებელნი იმაზე, რასაც მე ვაკეთებ, და მე არ ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რასაც თქვენ აკეთებთ».
ﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡﰢﰣﰤﰥ
და მათ (მრავალღმერთიანებს) შორის არიან ისეთებიც, რომლებიც გისმენენ შენ (ყურანის კითხვისას). განა შენ შეძლებ, რომ ყრუებს გააგონო, მაშინ, როცა ისინი ვერ იგებენ?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
და მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შემოგცქერიან. განა შენ შეძლებ ბრმების ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას, მაშინ, როცა ისინი საერთოდ ვერ ხედავენ?
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ჭეშმარიტად, ალლაჰი ადამიანების მიმართ ოდნავადაც არ იქცევა უსამართლოდ, არამედ ადამიანები თავად იქცევიან უსამართლოდ საკუთარი თავის მიმართ!
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
და იმ დღეს, როცა ალლაჰი შეკრებს მათ [მრავალღმერთიანებს], მათ მოეჩვენებათ, თითქოს და ერთი საათი გაუტარებიათ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, და ისინი ერთმანეთს იცნობენ (ისე, როგორც იცნობდნენ მიწიერ ცხოვრებაში). ჭეშმარიტად, ზარალი ნახეს მათ, ვინც ალლაჰთან შეხვედრა სიცრუედ ჩათვალა, და ისინი არ იყვნენ სწორ გზაზე მავალნი.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
და ჩვენ გიჩვენებთ შენ (ო, მოციქულო) იმ სასჯელთაგან ნაწილს, რასაც ვპირდებით მათ, ანდა მოგაკვდინებთ შენ (სანამ ამას იხილავ), მათი დაბრუნება ჩვენთან იქნება. შემდეგ კი ალლაჰი იქნება მოწმე იმისა, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
ყოველ თემს (რომელიც თქვენამდე იყო) ჰყავდა თავისი შუამავალი. და როცა მოვა მათი შუამავალი (განკითხვის დღეს), მაშინ მათ შორის განაჩენი გამოიტანება სამართლიანად, და ისინი არ დაიჩაგრებიან.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
და ისინი ამბობენ: «როდის აღსრულდება ეს დაპირება, თუ თქვენ მართალს ამბობთ?»
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
უთხარი მათ (ო, მოციქულო): «მე არ ვფლობ ძალას ჩემი თავისთვის არც ზიანზე და არც სარგებელზე გარდა იმისა, რასაც ალლაჰი ისურვებს. ყოველ თემს აქვს თავისი ვადა. როცა დადგება მათი ვადა, ისინი ვერც ერთი საათით ვერ დააყოვნებენ მას და ვერც ერთი საათით ვერ დააჩქარებენ».
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
უთხარი (ო, შუამავალო) [მრავალღმერთიანებს]: «დაფიქრებულხართ თუ არა, თუ მისი სასჯელი მოგივათ ღამით ან დღისით, მაშინ რის დაჩქარებას ითხოვენ ცოდვილნი [მრავალღმერთიანები] ამ სასჯელიდან?»
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ნუთუ მაშინ, როცა იგი (სასჯელი) დაგატყდებათ, ირწმუნებთ მას? (მათ ეთქმებათ): «ნუთუ ახლა (იწამეთ), მაშინ როცა ადრე თავადვე აჩქარებდით მას [სასჯელს]?»
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
შემდეგ ეტყვიან მათ, რომლებმაც უსამართლოდ მოექცნენ საკუთარ თავს თავიანთი ურწმუნოებით: «იგემეთ მარადიული სასჯელი! განა სხვა რამით გეზღვებათ, გარდა იმისა, რასაც იხვეჭდით?»
ﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕ
და ისინი [მრავალღმერთიანები] გეკითხებიან შენ (ო, შუამავალო): «ნუთუ ეს [განკითხვის დღე] ნამდვილად ჭეშმარიტებაა?» უთხარი: «დიახ, ვფიცავ ჩემს უფალს, ეს უეჭველად ჭეშმარიტებაა, და თქვენ ვერ დაასუსტებთ (ალლაჰს) [ვერ გაექცევით აღდგომას, სამსჯავროსა და საზღაურს]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
და ყოველი სული, რომელმაც უსამართლობა ჩაიდინა, რომ ფლობდეს ყველაფერს, რაც დედამიწაზეა, აუცილებლად გამოისყიდიდა ამით თავს ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვისგან. და ისინი დამალავენ სინანულს, როცა სასჯელს იხილავენ. გადაწყდება მათ შორის სამართლიანად, და არ მოექცევიან უსამართლოდ.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
ო, დიახ! ჭეშმარიტად, მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინა და დედამიწაზეა! ო, დიახ! უეჭველად, ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტებაა, მაგრამ მათ უმეტესობამ არ იცის!
ﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ის აცოცხლებს და აკვდინებს და მასთან იქნებით დაბრუნებულნი.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ჰეი, ადამიანებო! უეჭველად, მოგივიდათ თქვენ შეგონება თქვენი უფლისგან და განკურნება იმისა, რაც გულებშია, ასევე ხელმძღვანელობა და წყალობა მორწმუნეთათვის.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
უთხარი (ო, შუამავალო) (ყველა ხალხს): «ალლაჰის სიკეთით [ყურანით] და მისი მოწყალებით [ისლამით] — სწორედ ამით გაიხარონ». ეს უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ.
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
უთხარი: «რას იტყვით იმ სარჩოზე, რომელიც ალლაჰმა გიბოძათ, და თქვენ მისი ნაწილი აკრძალულად შერაცხეთ, ნაწილი კი ნებადართულად?» უთხარი: «ალლაჰმა დაგრთოთ ნება, თუ ალლაჰს ცილს სწამებთ?»
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და რას ფიქრობენ ისინი, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ განკითხვის დღის შესახებ? ჭეშმარიტად, ალლაჰი არის უხვი წყალობის მფლობელი ადამიანების მიმართ, მაგრამ მათი უმრავლესობა არ არის მადლიერი.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
და რომელ საქმეშიც არ უნდა იყო, ან რაც არ უნდა წაიკითხო მისგან [ალლაჰისგან] გადმოცემული ყურანიდან, და რაც არ უნდა აკეთოთ თქვენ (ო, ადამიანებო), ჩვენ ვიქნებით მოწმეები თქვენთვის, როცა ამ საქმეში ხართ ჩართულნი. არ დაიმალება მტვრის ნაწილაკის წონისოდენაც კი რამ დედამიწაზე ან ცაში; არც ამაზე მცირე და არც ამაზე დიდი — გარდა იმისა, რომ ყველაფერი ეს უკვე ჩაწერილია ნათელ წიგნში [დაცულ დაფაზე — ალ-ლავჰ ალ-მაჰფუზში].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
დიახ! ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს (ერთგულ მსახურებს) არ ექნებათ შიში, და ისინი არ დამწუხრდებიან (იმაზე, რაც ამქვეყნად დაკარგეს).
ﭜﭝﭞﭟﭠ
რომელთაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ.
ﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲ
მათთვის არის სასიხარულო ცნობა (ალლაჰისგან) ამქვეყნიურ ცხოვრებაში და საიქიოში. არ იცვლება ალლაჰის სიტყვები [ის არ არღვევს და არ ცვლის თავის აღთქმას]. ეს არის უდიდესი წარმატება!
ﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ნუ დაგამწუხრებს მათი სიტყვა (ო, შუამავალო). ჭეშმარიტად, ყოველი დიდება ეკუთვნის ალლაჰს, ის არის ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
იცოდეთ, რომ ალლაჰისაა ყოველი, რაც ცათა შინაა და ქვეყანაზე ზედა. და რას მიჰყვებიან ისინი, რომლებიც ალლაჰის გარდა თანამოზიარეებს უხმობენ? ისინი მხოლოდ ვარაუდს მიჰყვებიან, და ისინი მხოლოდ ცრუობენ (იმაში, რასაც ალლაჰს მიაწერენ).
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
ის არის, რომელმაც დაგიდგინათ ღამე, რათა მასში დაისვენოთ, და და დღე — მხედველობის მომნიჭებლად [განათებულად]. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულებია ხალხისთვის, რომელნიც ისმენენ.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
ისინი [მრავალღმერთიანები] ამბობენ: «ალლაჰმა შვილი აიყვანა . ის დიდებულია და წმინდაა ყოველგვარი ნაკლისგან! ის — უმდიდრესია და არაფერში არ საჭიროებს ვინმეს! მას ეკუთვნის ყველაფერი, რაც ცათა შინაა და მიწაზეა. თქვენ არ გაქვთ ამაზე არანაირი მტკიცებულება! ნუთუ ალლაჰზე ამბობთ იმას, რაც არ იცით?
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
თქვი: «ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ვერასოდეს მიაღწევენ წარმატებას».
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
ამქვეყნად მათთვის იქნება მხოლოდ ხანმოკლე სარგებლობა, შემდეგ კი მათი დაბრუნება ჩვენთან იქნება. შემდეგ ჩვენ მათ ვაგემებთ სასტიკ სასჯელს იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
და წაუკითხე მათ [მექქელ ურწმუნოებს], ო, მოციქულო, ნუჰის (ნოეს) ამბავი. აი, უთხრა მან [ნუჰმა] თავის ხალხს: «ო, ჩემო ხალხო! თუ მძიმე გახდა თქვენთვის ჩემი თქვენ შორის ყოფნა და ალლაჰის ნიშნების შეხსენება, — მაშინ მე მხოლოდ ალლაჰს ვეყრდნობი. შეკრიბეთ თქვენი ძალა და მოუხმეთ თქვენს თანაზიართ [თქვენს ცრუ ღვთაებებს]; შემდეგ თქვენი საქმე თქვენთვის დაფარული ნუ იქნება [ღიად იმოქმედეთ]; მერე კი გადაწყვიტეთ ჩემს წინააღმდეგ და არ გადამივადოთ!
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
ხოლო თუ ზურგს აქცევთ, მე თქვენგან არანაირი საზღაური არ მითხოვია. ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰზეა და მე ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგან (მისდამი მორჩილი)».
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
მაგრამ მათ ის მატყუარად შერაცხეს, და ჩვენ გადავარჩინეთ ის და ვინც მასთან ერთად იყო კიდობანში, და დავადგინეთ ისინი მემკვიდრეებად, და დავახრჩვეთ ისინი, რომელთაც უარყვეს ჩვენი სასწაულები, როგორი იყო დასასრული იმათი, ვინც შეგონებულნი იყვნენ.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
მერე მის შემდგომ წარვგზავნეთ შუამავლები თავიანთ ხალხთან და მიუტანეს მათ ცხადი სასწაულები, მაგრამ ისინი ისეთნი არ იყვნენ, რომ ერწმუნათ ის, რაც ადრე [ნუჰის ხალხმა] სიცრუედ მიიჩნია. ასე ვბეჭდავთ ზღვარგადასულთა გულებს.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
მათ შემდეგ გავუგზავნეთ მუსა და ჰარუნი ფარაონს და მის მთავრებს ჩვენი სასწაულებით, მაგრამ მათ ამპარტავნობა გამოავლინეს სიმართლის წინაშე და აღმოჩნდა ხალხი, რომელიც აჯანყდა [მრავალღმერთიანები და ურჩები იყვნენ].
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: «უთუოდ, ეს ცხადი ჯადოქრობაა!»
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
მუსამ უთხრა მათ: «ნუთუ ასე ამბობთ ეშმარიტებაზე, როცა ის უკვე მოვიდა თქვენთან? ნუთუ ეს ჯადოქრობაა? მაშინ როცა ჯადოქრები ვერ იქნებიან წარმატებულნი.
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
მათ თქვეს: «ნუთუ იმისთვის მოხვედი, რომ გზიდან აგვაცდინო იმისგან, რაზეც ჩვენი მამები ვიპოვეთ, და რომ თქვენ ორს გქონდეთ სიდიადე ამ ქვეყანაზე? ჩვენ არ დაგიჯერებთ თქვენ!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
და უთხრა ფარაონმა: «მომიყვანეთ ყოველი მცოდნე ჯადოქარი!»
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრა მათ მუსამ: «გადააგდეთ ის, რის გადაგდებასაც აპირებთ [თქვენი თოკები და კვერთხები]!»
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
როცა მათ გადააგდეს, მუსამ თქვა: «ის, რაც თქვენ მოიტანეთ, ჯადოქრობაა. უეჭველად, ალლაჰი მას გააბათილებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ გამოასწორებს არეულობის მთესველთა საქმეებს».
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
და ალლაჰი ამკვიდრებს ჭეშმარიტებას თავისი სიტყვებით, თუნდაც სძულდეთ ეს ბოროტმოქმედებს.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
არ ირწმუნეს მუსასი, გარდა მცირედი შთამომავლებისა მისივე ხალხიდან, ფარაონისა და მისი ამალის შიშით, რომ არ დაესაჯათ ისინი. ჭეშმარიტად, ფარაონი ამპარტავანი და ზღვარგადასული იყო დედამიწაზე.
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თქვა მუსამ: «ჰეი, ჩემო ხალხო! თუ თქვენ ირწმუნეთ ალლაჰი, მაშინ მას მიენდეთ, თუ თქვენ მუსლიმები ხართ».
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
და თქვეს: «ალლაჰს მივენდეთ. უფალო ჩვენო! ნუ გვაქცევ საცდურად უსამართლო ხალხისთვის.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔ
და გვიხსენი შენი წყალობით ურწმუნო ხალხისგან».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და შთავაგონეთ მუსასა და მის ძმას: «აირჩიეთ თქვენი ხალხისთვის საცხოვრებლები ეგვიპტეში და თქვენი სახლები გახადეთ სალოცავ მიმართულებად. შეასრულეთ (სავალდებულო) ლოცვა დროულად და ახარე (ო, მუსა) მორწმუნეთ».
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
და თქვა მუსამ: «ღმერთო ჩვენო! შენ მიეცი ფარაონსა და მის დიდებულებს მორთულობა და ქონება ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ღმერთო ჩვენო, (ისინი იყენებენ მას) რათა ისინი [ადამიანები] ააცდინონ შენს გზას. ღმერთო ჩვენო! გაანადგურე მათი ქონება და გაუქვავე გულები, რათა არ ირწმუნონ, სანამ არ იხილავენ მწარე ტანჯვას».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
(დიდებულმა ალლაჰმა) თქვა: «შესმენილ იქნა თქვენი ვედრება! მაშ, მტკიცედ იდექით და არ გაჰყვეთ იმათ გზას, რომელთაც არ იციან!»
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და ჩვენ ისრაელის შთამომავლები ზღვის გავლით გადავიყვანეთ [ზღვა გავაპეთ], ხოლო ფირაუნი და მისი ლაშქარი მათ ბოროტებითა და მტრობით დაედევნენ. და როცა ფირაუნს დახრჩობა დაეწია, თქვა: «ვირწმუნე, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა იმისა, რომელიც ირწმუნეს ისრაელის ძეთა, და მე ვარ მორჩილთაგანი (მუსლიმი)».
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂ
მხოლოდ ახლა ირწმუნე [ო, ფარაონო]? მაშინ როცა ადრე ურჩობდი და უწესრიგობის მთესველთა შორის იყავი.
ﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
და დღეს ჩვენ გადავარჩენთ შენს სხეულს , რათა იყო სასწაული მათთვის, ვინც შენს შემდეგ მოვა. და ჭეშმარიტად, ადამიანთაგან მრავალი ჩვენს სასწაულებს უგულებელყოფს.
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
[და აი, ფარაონის დაღუპვის შემდეგ], ჩვენ დავასახლეთ ისრაილის შთამომავლობა ჭეშმარიტების სამყოფელში [შამსა და ეგვიპტეში] და ვუბოძეთ მათ სიკეთენი. და ისინი [იუდეველები, რომლებიც ცხოვრობდნენ მუჰამმადის დროს] არ დაობდნენ , სანამ მათთან არ მოვიდა ცოდნა [ყურანი]. ჭეშმარიტად, შენი უფალი განსჯის მათ აღდგომის დღეს იმაში, რაშიც ისინი ცილობდნენ.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და თუ ეჭვი გეპარება იმაში, რაც შენ ზეგარდმოგივლინეთ, მაშინ ჰკითხე მათ, რომლებიც შენამდე წიგნს კითხულობდნენ. უეჭველად, შენთან მოვიდა ჭეშმარიტება შენი უფლისგან და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და ნუ იქნები (ო, შუამავალო) იმათგანი, რომელთაც ალლაჰის სასწაულები ცრუდ შერაცხეს, თორემ წაგებულთაგან იქნები.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
ჭეშმარიტად, ისინი, რომელთა მიმართაც შენი უფლის სიტყვა გამართლდა, არ ირწმუნებენ,
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
მაშინაც კი, თუ მათთან მოვა ყოველი აიათი [სასწაული], ისინი არ ირწმუნებენ, სანამ საკუთარი თვალით არ იხილავენ მტანჯველ სასჯელს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
ო, ნეტავ ყოფილიყო (თუნდაც კიდევ) (ერთი) დასახლება, რომელმაც ირწმუნა და მისთვის სარგებელი მოეტანა რწმენას, გარდა იუნუსის ხალხისა! როდესაც მათ ირწმუნეს, ჩვენ მოვაშორეთ მათ ამქვეყნიური დამამცირებელი სასჯელი და მივეცით მათ დრო [გადავადება].
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
და რომ ენება შენს უფალს, ირწმუნებდა ყველა, ვინც ქვეყანაზეა, ერთიანად. ნუთუ შენ აიძულებ ხალხს, რომ გახდნენ მორწმუნენი?
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇ
ვერც ერთი ადამიანი ვერ ირწმუნებს ალლაჰის ნების გარეშე. და იგი დააწესებს სასჯელს მათზე, რომლებიც არ იაზრებენ.
ﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
უთხარი (ო, შუამავალო): «შეხედეთ, რა არის ცათა შინა და ქვეყანასა ზედა». მაგრამ სასწაულები და შეგონება ვერაფერს არგებს იმ ხალხს, რომელთაც არ ირწმუნეს.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
ნუთუ ისინი სხვა რამეს ელიან, გარდა იმ დღეებისა, რომლებიც მათზე ადრე მცხოვრებთ ხვდათ წილად? უთხარი: «მაშ, დაელოდეთ (როცა თქვენზე ალლაჰის სასჯელი მოვა), და მეც ვიქნები თქვენთან ერთად მომლოდინეთაგანი».
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
შემდეგ ჩვენ ვიხსნით ჩვენს შუამავლებს და მათ, რომელთაც ირწმუნეს. ასევე, ვალდებულებაა ჩვენზე მორწმუნეთა ხსნა.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
თქვი: «ჰეი, ხალხო, თუ ჩემს სარწმუნოებაში ეჭვი გეპარებათ, მე არ ვცემ თაყვანს იმათ, ვისაც თქვენ ალლაჰის ნაცვლად ეთაყვანებით, არამედ თაყვანს ვცემ ალლაჰს, რომელიც მოგაკვდინებთ. და მე მებრძანა, რომ ვიყო მორწმუნეთაგანი».
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
მოაპყარი შენი სახე (მხოლოდ) ჭეშმარიტ სარწმუნოებას [დაიცავი მხოლოდ იგი], იყავი ჰანიფი [ერთღმერთიანი] და არავითარ შემთხვევაში არ იყო მრავალღმერთიანთა შორის!
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍ
და არ მოუხმო ალლაჰის გარდა იმას, რაც ვერც სარგებელს მოგიტანს და ვერც ზიანს მოგაყენებს. ხოლო თუ ასე მოიქცევი (თუ მოუხმობ სხვებს), მაშინ უსათუოდ იქნები უსამართლოთაგანი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬ
და თუ ალლაჰი შეგეხება შენ (ო, ადამიანო) რაიმე ზიანით, მაშინ არავინაა მისი მომშორებელი, გარდა თავად მისი. და თუ ისურვებს შენთვის სიკეთეს, მაშინ ვერავინ უკუაგდებს მის წყალობას. ის უბოძებს მას(წყალობას) თავის მონათაგან იმას, ვისაც ინებებს. და ის მპატიებელი, შემწყალებელია.
ﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
უთხარი: «ჰეი ადამიანებო! თქვენთან მოვიდა ჭეშმარიტება (ყურანი) თქვენი ღმერთისგან. და ვინც სწორ გზას დაადგება, თავის სასარგებლოდ დაადგება, და ვინც გზას ასცდება, მხოლოდ თავის საზიანოდ ასცდება. და მე არ ვარ თქვენზე პასუხისმგებელი.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და მიჰყევი იმას, რაც შენ გეცხადება და მოითმინე, სანამ ალლაჰი არ განსჯის. და ის საუკეთესოა მსაჯულთაგან.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers