ან-ნური · 34/64
თარგმანი გამოთქმა — ან-ნური
وَلَقَدْ أَنزَلْنَا إِلَيْكُمْ آيَاتٍ مُّبَيِّنَاتٍ وَمَثَلًا مِّنَ الَّذِينَ خَلَوْا مِن قَبْلِكُمْ وَمَوْعِظَةً لِّلْمُتَّقِينَ ۝٣٤
Wa laqad anzalnaaa ilaikum Aayaatim mubaiyinaatinw wa masalam minnal lazeena khalaw min qablikum wa maw`izatal lilmuttaqeen
📖 ქართული მნიშვნელობა
ჩვენ უკვე გარდამოვავლინეთ თქვენთვის განმარტებული აიათები, და მაგალითი მათგან, ვინც თქვენამდე იყო, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
🎧 მოსმენა

📜 აია 32-36 — ან-ნური

32وَأَنكِحُوا الْأَيَامَىٰ مِنكُمْ وَالصَّالِحِينَ مِنْ عِبَادِكُمْ وَإِمَائِكُمْ ۚ إِن يَكُونُوا فُقَرَاءَ يُغْنِهِمُ اللَّهُ مِن فَضْلِهِ ۗ وَاللَّهُ وَاسِعٌ عَلِيمٌ
და დააქორწინეთ (ო, მორწმუნენო) თქვენგან დაუქორწინებელნი (როგორც ისინი, ვინც ადრე ქორწინებაში იყვნენ, ისე ისინი, ვინც არასოდეს ყოფილან), და ასევე თქვენი მონებიდან და მხევლებიდან მართალნი [მორწმუნენი]. თუ ისინი ღარიბნი არიან, ეს ქორწინებისთვის დაბრკოლება არ არის, რადგან ალლაჰი თავისი წყალობით გაამდიდრებს მათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა.
33وَلْيَسْتَعْفِفِ الَّذِينَ لَا يَجِدُونَ نِكَاحًا حَتَّىٰ يُغْنِيَهُمُ اللَّهُ مِن فَضْلِهِ ۗ وَالَّذِينَ يَبْتَغُونَ الْكِتَابَ مِمَّا مَلَكَتْ أَيْمَانُكُمْ فَكَاتِبُوهُمْ إِنْ عَلِمْتُمْ فِيهِمْ خَيْرًا ۖ وَآتُوهُم مِّن مَّالِ اللَّهِ الَّذِي آتَاكُمْ ۚ وَلَا تُكْرِهُوا فَتَيَاتِكُمْ عَلَى الْبِغَاءِ إِنْ أَرَدْنَ تَحَصُّنًا لِّتَبْتَغُوا عَرَضَ الْحَيَاةِ الدُّنْيَا ۚ وَمَن يُكْرِههُّنَّ فَإِنَّ اللَّهَ مِن بَعْدِ إِكْرَاهِهِنَّ غَفُورٌ رَّحِيمٌ
და ვინც ვერ პოულობს საშუალებას ქორწინებისთვის დაე, შეიკავონ თავი [მრუშობისგან და აკრძალულისგან], [მოთმინებით და მარხვით], ვიდრე ალლაჰი გაამდიდრებდეს თავისი წყალობით. ხოლო იმათგან, ვინც თქვენს მარჯვენა ხელთ გყავთ მფლობელობაში [მონები და მხევლები], ვისაც სურს ხელშეკრულება [თავისუფლების გამოსასყიდად] დადეთ მათთან ხელშეკრულება, თუ მათში სიკეთეს დაინახავთ, და მიეცით მათ ალლაჰის ქონებიდან ის, რაც ალლაჰმა თქვენ მოგანიჭათ. და არ აიძულოთ თქვენს ქალებს [მხევლებს] ბილწი საქციელი [მრუშობა და გარყვნილება], თუ მათ სურთ პატიოსნება, თქვენი სურვილისამებრ, ამქვეყნად მატერიალური სარგებლის გამო. ვინც კი აიძულებს მათ [მრუშობას] ჭეშმარიტად, ალლაჰი მას შემდეგ, რაც ისინი [მხევლები] იძულებულნი გახდებიან, არის მპატიებელი [მათ მიმართ], შემწყალებელი.
34وَلَقَدْ أَنزَلْنَا إِلَيْكُمْ آيَاتٍ مُّبَيِّنَاتٍ وَمَثَلًا مِّنَ الَّذِينَ خَلَوْا مِن قَبْلِكُمْ وَمَوْعِظَةً لِّلْمُتَّقِينَ
ჩვენ უკვე გარდამოვავლინეთ თქვენთვის განმარტებული აიათები, და მაგალითი მათგან, ვინც თქვენამდე იყო, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
35۞ اللَّهُ نُورُ السَّمَاوَاتِ وَالْأَرْضِ ۚ مَثَلُ نُورِهِ كَمِشْكَاةٍ فِيهَا مِصْبَاحٌ ۖ الْمِصْبَاحُ فِي زُجَاجَةٍ ۖ الزُّجَاجَةُ كَأَنَّهَا كَوْكَبٌ دُرِّيٌّ يُوقَدُ مِن شَجَرَةٍ مُّبَارَكَةٍ زَيْتُونَةٍ لَّا شَرْقِيَّةٍ وَلَا غَرْبِيَّةٍ يَكَادُ زَيْتُهَا يُضِيءُ وَلَوْ لَمْ تَمْسَسْهُ نَارٌ ۚ نُّورٌ عَلَىٰ نُورٍ ۗ يَهْدِي اللَّهُ لِنُورِهِ مَن يَشَاءُ ۚ وَيَضْرِبُ اللَّهُ الْأَمْثَالَ لِلنَّاسِ ۗ وَاللَّهُ بِكُلِّ شَيْءٍ عَلِيمٌ
ალლაჰია ცათა და მიწის ნათელი. მისი ნათელი [რომლისკენაც იგი მიუძღვის, ანუ რწმენა და ყურანი] (მორწმუნის გულში) ჰგავს ნიშას [კედელში არსებულ ღრმულს], რომელშიც ლამპარია; ლამპარი მინაშია, ხოლო მინა მარგალიტივით მბრწყინავ ვარსკვლავს ჰგავს. იგი [ლამპარი] ანთებულია კურთხეული ხის — ზეთისხილისგან, რომელიც არც მხოლოდ აღმოსავლეთისაა და არც მხოლოდ დასავლეთისა. მისი ზეთი თავისი სიწმინდის გამო მზად არის აალდეს, თუნდაც ცეცხლი არ შეხებოდეს. ნათელი ნათელზე! ალლაჰი თავის ნათელთან [რწმენისა და მისი წიგნის მიყოლისკენ] მიუძღვის იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ადამიანებისთვის იგავებს მოიყვანს, რათა დაფიქრდნენ მათში არსებულ სიბრძნეზე. და ალლაჰმა ყოველივე იცის.
36فِي بُيُوتٍ أَذِنَ اللَّهُ أَن تُرْفَعَ وَيُذْكَرَ فِيهَا اسْمُهُ يُسَبِّحُ لَهُ فِيهَا بِالْغُدُوِّ وَالْآصَالِ
სახლებში [მეჩეთებში], რომელთა აშენების ნება დართო ალლაჰმა და რომლებშიც იხსენიება მისი სახელი, ადიდებენ [ალლაჰს] მათში დილას და საღამოს.
ან-ნურიყურანის საძიებელი
64აია
MedinanRevelation
34აია

თარგმანი — ან-ნური 34

სურა ან-ნური აია 34 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : ჩვენ უკვე გარდამოვავლინეთ თქვენთვის განმარტებული აიათები, და მაგალითი მათგან, ვინც…

სურა აია 34/64 — ან-ნური النور (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნური მოსმენა, ან-ნური თარგმანი, ან-ნური mp3, ან-ნური pdf. აია 32–36. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers