სურა ან-ნური
PDF —
Built right in your browser — download starts automatically
სურა ან-ნური pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)
სურა ან-ნური pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ან-ნური თარგმანი. ან-ნური (Medinan) 64 აია.
Related
- ან-ნური თარგმანიქართული
- ან-ნური mp3მოსმენა
- Quran Index ქართული114
More სურა PDF
სურა ან-ნური

ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚ
(ეს არის) სურა, რომელიც ჩვენ გარდმოვავლინეთ და სავალდებულოდ დავადგინეთ, და მასში ნათელი აიათები [ნიშნები და მტკიცებულებები] გარდმოვავლინეთ, რათა გახსოვდეთ [ეს აიათები და მათ მიხედვით იმოქმედოთ].
ﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
მეძავი ქალი და მეძავი კაცი (რომლებიც ადრე ქორწინებაში არ ყოფილან) — თითოეულს ასი შოლტის დარტყმა მიაყენეთ. და ნუ დაგეუფლებათ მათ მიმართ სიბრალული [თანაგრძნობა] ალლაჰის კანონის აღსრულებისას, თუ გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. და დაე, მათ დასჯას მორწმუნეთა ერთმა ჯგუფმა დაესწროს (რათა ეს ზოგისთვის გაკიცხვად, სხვებისთვის კი გაფრთხილებად და შეგონებად იქცეს).
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
მრუში (მორწმუნე) კაცი არავისზე დაქორწინდება, თუ არა მრუშ ქალზე ან მრავალღმერთიანზე. და მეძავი ქალი არავისზე გათხოვდება, თუ არა მეძავ კაცზე ან მრავალღმერთიანზე. და ეს [ასეთი ქორწინება] მორწმუნეთათვის აკრძალულია.
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და ისინი, რომელნიც ცილს სწამებენ პატიოსან ქალებს და მერე ვერ მოიყვანენ ოთხ მოწმეს, დაჰკარით მათ ოთხმოცი მათრახი და არასოდეს მიიღოთ მათი მოწმეობა. სწორედ ისინი არიან ბილწნი [ურჩნი].
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
გარდა იმათისა, ვინც ამის შემდეგ მოინანია [ჩადენილი] და გამოასწორა (თავისი საქციელი). ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
ისინი, რომელნიც ბრალს დასდებენ თავიანთ ცოლებს [მრუშობაში], ისე, რომ მათ არავინ ჰყავთ მოწმე, გარდა თავიანთი თავისა, თითოეული მათგანის მოწმეობა იყოს ოთხჯერ დამოწმება ალლაჰის წინაშე, რომ იგი ჭეშმარიტად, მართლის მთქმელთაგანია.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
და მეხუთედ (დაიფიცოს, რომ) ალლაჰის წყევლა იყოს მასზე [ქმარზე], თუ იგი ტყუილის მთქმელთაგანია.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
და დაშორდება [ასცდება] ქალს სასჯელი, თუ ოთხჯერ დაამოწმა ალლაჰის წინაშე, რომ კაცი მატყუართაგანია.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
ხოლო მეხუთედ (დაიფიცოს), რომ ალლაჰის წყევლა მასზე [ცოლზე] იქნება, თუ ის [ქმარი] მართალთაგანია [სიმართლეს ამბობს].
ﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
და რომ არა ალლაჰის მადლი თქვენდამი (ო, მორწმუნენო) და მისი წყალობა [რომ მან მეუღლეთათვის ასეთი წესი დაადგინა, როცა მათ შორის მრუშობაში დადანაშაულების საკითხი წარმოიშობა], და რომ ალლაჰი სინანულის მიმღები, ბრძენია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ეს შეთხზული ცილისწამება მოიტანეს [რომ თითქოს აიშამ, მოციქულის ცოლმა, მრუშობა ჩაიდინა], თქვენგან (ო, მორწმუნენო) წარმოშობილი ჯგუფია. ნუ ჩათვლით ამას [მათ ცილისწამებას] თქვენთვის ბოროტებად; პირიქით, ეს თქვენთვის სიკეთეა [რადგან ამ ამბავს კეთილი დასასრული ექნება და მორწმუნეები ამ განსაცდელში მოთმინებისთვის დიდ საზღაურს მიიღებენ]. თითოეულ მათგანს [იმათგან, ვინც ეს ცილისწამება გაავრცელა] იმ ცოდვის წილი ერგება, რაც მოიხვეჭა. ხოლო იმას, ვინც ამ საქმეში უდიდესი წილი იტვირთა [მთავარი თვალთმაქცი ], დიდი სასჯელი ელის (მარადიულ ცხოვრებაში).
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
რატომ არ იფიქრეს მორწმუნე კაცებმა და მორწმუნე ქალებმა, როცა ეს [აიშას მრუშობაში დადანაშაულება] მოისმინეს, თავიანთ გულებში კეთილი აზრი და არ თქვეს: «ეს აშკარა შეთხზული ცილისწამებაა?»
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
რატომ არ მოიყვანეს [მრუშობის დამბრალებლებმა] ამისი ოთხი მოწმე? ხოლო თუ მოწმეებს არ მოიყვანენ, მაშინ ისინი ალლაჰის წინაშე მატყუარები არიან.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
და რომ არა ალლაჰის მადლი თქვენზე და მისი წყალობა ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში (რომ იგი სასჯელის მოხდენას არ აჩქარებს), უთუოდ შეგეხებოდათ დიდი სასჯელი იმის გამო, რაზეც ბევრს საუბრობდით [ამ ცილისწამების გამო].
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
აი, თქვენ ამას [ამ ცილისწამებას] ენიდან ენაზე გადასცემდით და თქვენი ბაგეებით ამბობდით იმას, რის შესახებაც არავითარი ცოდნა არ გქონდათ, და უმნიშვნელოდ მიიჩნევდით მას (ცოდვის თვალსაზრისით), მაშინ როცა ეს ალლაჰის წინაშე დიდია.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და რატომ არ თქვით როცა ეს [ცილისწამება] გაიგონეთ: «არ გვეკადრება, რომ ვისაუბროდ ამაზე, და შენ ხარ წმინდა [ო ალლაჰ]! ეს არის [ძალიან] დიდი ცილისწამება».
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
ალლაჰი შეგაგონებთ, რომ აღარასოდეს დაუბრუნდეთ მსგავს საქციელს [ასეთ ცილისწამებას], თუ მართლაც მორწმუნენი ხართ.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
და ცხადად გიჩვენებთ ალლაჰი თავის [ყურანის] აიათებს და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
ჭეშმარიტად, მათ, ვისაც უყვარს, რომ მორწმუნეთა შესახებ უზნეობა [ცილისწამება მრუშობაზე] გავრცელდეს, მტანჯველი სასჯელი ელით ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში, თუ არ მოინანიებენ. ხოლო ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით.
ﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
და რომ არა ალლაჰის სიკეთე თქვენდა და მისი წყალობა, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემბრალებელი, შემწყალებელია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ გაჰყვებით სატანის კვალს [გზას]. და ვინც სატანის კვალს გაჰყვება, (იცოდეს, რომ) იგი [სატანა] უზნეობასა და საძრახისს [ცოდვებს] უბრძანებს. და რომ არა ალლაჰის მადლი თქვენდამი (ო, მორწმუნენო) და მისი წყალობა, ვერც ერთი თქვენგანი ვერასოდეს განიწმინდებოდა (თავისი ცოდვების სიბილწისგან). მაგრამ ალლაჰი განწმენდს (ცოდვებისგან) იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕ
და ნუ დაიფიცებენ თქვენგან ღირსებით [რწმენაში მაღალი მდგომარეობითა] და ქონებით დაჯილდოებულნი, რომ აღარ მისცემენ (დახმარებას) თავიანთ ნათესავებს, ღარიბებსა და მათ, ვინც ალლაჰის გზაზე გადასახლდა (იმ ცოდვის გამო, რომელიც მათ ჩაიდინეს). პირიქით, აპატიონ და დიდსულოვნად მიუტევონ. განა არ გსურთ, რომ ალლაჰმა თქვენც მოგიტევოთ? და ალლაჰი ყოვლისმპატიებელი, შემწყალებელია!
ﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ბრალს სდებენ უბიწო [ქმრის ერთგულ], უმანკო და მორწმუნე ქალებს მრუშობაში, დაწყევლილნი არიან ამქვეყნად და მარადიულ ცხოვრებაში. და მათთვის დიდი სასჯელია (თუ არ მოინანიებენ).
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
იმ დღეს [განკითხვის დღეს] მათი ენა, ხელები და ფეხები დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ იმას, რასაც ისინი აკეთებდნენ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
იმ დღეს [განკითხის დღეს] ალლაჰი სრულად მიუზღავს მათ სამართლიანად თავიანთი ქმედებების მიხედვით და შეიტყობენ, რომ ალლაჰი, სწორედ იგია ცხადი ჭეშმარიტება
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ბილწი ქალები — ბილწი კაცებისთვის, ბილწი კაცები კი ბილწი ქალებისთვის, კეთილი ქალები — კეთილი კაცებისთვის, და კეთილი კაცები კი კეთილი ქალებისთვის. ისინი უდანაშაულონი არიან იმაში, რასაც მათ შესახებ ამბობენ, და მათთვისაა პატიება და კეთილი სარჩო.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ჰეი, თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ შეხვალთ სახლებში, გარდა თქვენი სახლებისა, ვიდრე ნებართვას არ სთხოვთ და არ მიესალმებით მათ ბინადართ. ეს უკეთესია თქვენთვის, ეგების შეიგონოთ [იმის გამო, რომ თქვენ მორწმუნეები ხართ და ალლაჰმა ბრძანა, რომ სხვის სახლში შესვლის წინ ნებართვა უნდა ითხოვოთ].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
ხოლო თუ იქ [სხვის სახლებში] ვერავის ნახავთ, ნუ შეხვალთ, ვიდრე ნებას არ დაგრთავენ. ხოლო თუ გეტყვიან: «დაბრუნდით!» [ანუ, შესვლის ნებას არ მოგცემენ], მაშინ დაბრუნდით [ნუ ეცდებით შესვლას]. ეს უფრო წმინდაა თქვენთვის. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
არ არის თქვენზე ცოდვა, თუ შეხვალთ დაუსახლებელ სახლებში [რომლებიც არავის კერძო საკუთრება არ არის] (როგორიცაა მგზავრთა თავშესაფრები, საზოგადოებრივი ადგილები და სხვა), რომლებითაც სარგებლობთ. და ალლაჰმა იცის, რასაც აშკარად ამჟღავნებთ და რასაც მალავთ.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
უთხარი [ო, შუამავალო] მორწმუნე კაცებს, მოარიდონ მათი თვალები (ნუ შეხედავენ იმ ქალებს, რომელთა ყურება მათთვის აკრძალულია, ასევე – სხვა მამაკაცების სხეულის იმ ნაწილებს, რომლების ყურებაც აკრძალულია) და დაე, დაიცვან თავიანთი სასქესო ორგანოები (აკრძალულისგან), ეს უფრო წმინდაა მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებენ.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და უთხარი [ო, შუამავალო] მორწმუნე ქალებს: «დაუშვან თავიანთი თვალები [არ უყურონ უცხო მამაკაცებს და იმ სხეულის ნაწილებს, რომელთა ყურებაც აკრძალულია მამაკაცებისა და ქალების შემთხვევაში], და დაიცვან თავიანთი სასირცხვო ადგილები [იმისგან, რაც ალლაჰის მიერ აკრძალულია, და ნუ გამოაჩენენ მათ სხვების წინაშე]. და ნუ გამოაჩენენ თავიანთ სილამაზეს [მამაკაცებისთვის], გარდა იმ შემთხვევისა, რაც ბუნებრივად მოჩანს [იმის მსგავსი, რისი დაფარვა შეუძლებელია, როგორიცაა ტანსაცმელი და ა.შ], დაე, გადმოაფარონ თავიანთი საბურველები გულ-მკერდზე [რათა დაფარონ თმა, ყელი და მკერდი]. ნუ აჩვენონ თავიანთი სილამაზე [სახე, ყელი, ხელები და სხვა], გარდა თავიანთი ქმრებისა, ან მამებისა, ან ქმრების მამებისა, ან თავიანთი ვაჟებისა, ან ქმრების ვაჟებისა, ან ძმებისა, ან ძმისშვილებისა, ან დისშვილებისა, ან თავიანთი ქალებისა [მხოლოდ მორწმუნე ქალების, მაგრამ არა ურწმუნოების], ან იმათ, ვინც მათი მარჯვენა ხელით მოიპოვეს [მხევლებისთვის], ან იმ მამაკაცთა მსახურებისთვის, ვისშიც არ არის სქესობრივი ლტოლვა, ან იმ ბავშვებისთვის, ვისაც არ გაუცნობიერებიათ ქალთა სიშიშვლე. და ნუ დააბრახუნებენ ფეხებს სიარულის დროს, რათა არ გაიგონონ მათ მიერ დაფარული სამკაულების ხმა [რომ არ მიიპყრონ ყურადღება]. მოინანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების წარმატებულნი იქმნეთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
და დააქორწინეთ (ო, მორწმუნენო) თქვენგან დაუქორწინებელნი (როგორც ისინი, ვინც ადრე ქორწინებაში იყვნენ, ისე ისინი, ვინც არასოდეს ყოფილან), და ასევე თქვენი მონებიდან და მხევლებიდან მართალნი [მორწმუნენი]. თუ ისინი ღარიბნი არიან, ეს ქორწინებისთვის დაბრკოლება არ არის, რადგან ალლაჰი თავისი წყალობით გაამდიდრებს მათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
და ვინც ვერ პოულობს საშუალებას ქორწინებისთვის დაე, შეიკავონ თავი [მრუშობისგან და აკრძალულისგან], [მოთმინებით და მარხვით], ვიდრე ალლაჰი გაამდიდრებდეს თავისი წყალობით. ხოლო იმათგან, ვინც თქვენს მარჯვენა ხელთ გყავთ მფლობელობაში [მონები და მხევლები], ვისაც სურს ხელშეკრულება [თავისუფლების გამოსასყიდად] დადეთ მათთან ხელშეკრულება, თუ მათში სიკეთეს დაინახავთ, და მიეცით მათ ალლაჰის ქონებიდან ის, რაც ალლაჰმა თქვენ მოგანიჭათ. და არ აიძულოთ თქვენს ქალებს [მხევლებს] ბილწი საქციელი [მრუშობა და გარყვნილება], თუ მათ სურთ პატიოსნება, თქვენი სურვილისამებრ, ამქვეყნად მატერიალური სარგებლის გამო. ვინც კი აიძულებს მათ [მრუშობას] ჭეშმარიტად, ალლაჰი მას შემდეგ, რაც ისინი [მხევლები] იძულებულნი გახდებიან, არის მპატიებელი [მათ მიმართ], შემწყალებელი.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
ჩვენ უკვე გარდამოვავლინეთ თქვენთვის განმარტებული აიათები, და მაგალითი მათგან, ვინც თქვენამდე იყო, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ალლაჰია ცათა და მიწის ნათელი. მისი ნათელი [რომლისკენაც იგი მიუძღვის, ანუ რწმენა და ყურანი] (მორწმუნის გულში) ჰგავს ნიშას [კედელში არსებულ ღრმულს], რომელშიც ლამპარია; ლამპარი მინაშია, ხოლო მინა მარგალიტივით მბრწყინავ ვარსკვლავს ჰგავს. იგი [ლამპარი] ანთებულია კურთხეული ხის — ზეთისხილისგან, რომელიც არც მხოლოდ აღმოსავლეთისაა და არც მხოლოდ დასავლეთისა. მისი ზეთი თავისი სიწმინდის გამო მზად არის აალდეს, თუნდაც ცეცხლი არ შეხებოდეს. ნათელი ნათელზე! ალლაჰი თავის ნათელთან [რწმენისა და მისი წიგნის მიყოლისკენ] მიუძღვის იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ადამიანებისთვის იგავებს მოიყვანს, რათა დაფიქრდნენ მათში არსებულ სიბრძნეზე. და ალლაჰმა ყოველივე იცის.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
სახლებში [მეჩეთებში], რომელთა აშენების ნება დართო ალლაჰმა და რომლებშიც იხსენიება მისი სახელი, ადიდებენ [ალლაჰს] მათში დილას და საღამოს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
კაცები, რომელთაც ვერ მოსწყვეტთ ვერც ვაჭრობა და ვერც ყიდვა-გაყიდვა ალლაჰის ხსენებას, ლოცვად დადგომასა და ზექათის გაცემას, რომელთაც ეშინიათ იმ დღისა [განკითხვის დღის], როცა ამობრუნდებიან გულნი და მზერა.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴ
რათა დააჯილდოვოს ისინი ალლაჰმა იმაზე უკეთესით, რაც გააკეთეს და მიუმატოს მათ თავისი სიკეთე. ალლაჰი უბოძებს სარჩოს იმას, ვისაც ინებებს, ანგარიშის გარეშე.
ﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
ხოლო მათ, ვინც ურწმუნო გახდა, მათი საქმეები, რომელთა გამოც განკითხვის დღეს სარგებლის მიღების იმედი აქვთ, უდაბნოში მირაჟს ჰგავს. მწყურვალს იგი წყალი ჰგონია, მაგრამ როცა მიუახლოვდება, დაინახავს, რომ იქ არაფერია. და (ურწმუნო) (სამსჯავროს დღეს) ალლაჰს იხილავს თავის წინაშე, და იგი სრულად მიუზღავს მას მის ანგარიშს. და ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებაში.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში, რომელსაც ფარავს [ზღვის] ტალღა ზემოდან, ხოლო მათ ზემოდანაც ღრუბლები, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ხელს ამოჰყოფს, ვერაფერს დაინახავს. და იმას, ვისაც ალლაჰი სინათლეს არ დაუდგენს, სინათლე არ ექნება [მას უკვე ვერავინ გაუძღვება ჭეშმარიტ გზაზე].
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
ნუთუ ვერ ხედავ [ო, შუამავალო], რომ ალლაჰს განადიდებს ყოველი, ვინც ცაში და დედამიწაზეა, და ჩიტები, რომლებიც მიფრინავენ მწკრივად. ყველამ იცის თავისი ლოცვა და მისი განდიდება. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებენ.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
და [მხოლოდ] ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა, და ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა დაბრუნება.
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚ
ნუთუ ვერ ხედავ [ო, შუამავალო], რომ [მხოლოდ] ალლაჰი გადაადგილებს ღრუბლებს და შემდგომ აკავშირებს მათ, მერე ქმნის ამას საწვიმარ ღრუბლად და ხედავ, თავსხმა გადმოდის მისი ნაპრალებიდან. და გარდმოავლენს ციდან მთების მსგავს ღრუბლებიდან სეტყვას. თავს დაატეხს მას, ვისაც ინებებს, და აარიდებს იმას, ვისაც ინებებს. მისმა ელვარებამ ლამისაა მზერა დააბრმავოს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
[მხოლოდ] ალლაჰი ანაცვლებს დღესა და ღამეს. ჭეშმარიტად, ამაში შეგონებაა მხედველთათვის [გონიერთათვის].
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
და ალლაჰმა შექმნა ყოველი ცხოველი წყლისგან. მათგან ზოგი მუცელზე ხოხავს, ზოგი ორი ფეხით დადის და ზოგიც ოთხით. ალლაჰი ქმნის იმას, რასაც ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
ჩვენ გადრმოგივლინეთ განმარტებული აიათები, და ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
ამბობენ [თვალთმაქცნი]: «ვირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი და დავმორჩილდით». მერე კი პირს იბრუნებენ მათი ნაწილი ამის შემდგომ და არ არიან ისინი მორწმუნენი.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩ
და როდესაც მათ ალლაჰისკენ და მისი მოციქულისკენ მოუწოდებენ, რათა მან [ალლაჰის მოციქულმა] მათ შორის განსაჯოს [განაჩენი გამოიტანოს], აი, მაშინ მათი ერთი ნაწილი ზურგს აქცევს.
ﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱ
ხოლო თუ სიმართლე მათ მხარესაა [თვალთმაქცების სასარგებლოდ], მაშინ ისინი მოდიან მასთან [მოციქულთან] თავმდაბლურად.
ﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
ან მათ გულებში სნეულებაა [ფარისევლობა], ან ეჭვობენ [რომ მუჰამმადი შუამავალია], თუ ეშინიათ, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი უსამართლოდ განსჯიან? დიახ, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
მორწმუნეთა პასუხი, როდესაც მათ ალლაჰისა და მისი მოციქულისკენ მოუწოდებენ, რათა მან მათ შორის განსაჯოს, მხოლოდ ის არის, რომ ამბობენ: «მოვისმინეთ და დავემორჩილეთ!» და სწორედ ისინი არიან წარმატებულნი.
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃ
და ის, ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, უფრთხის ალლაჰს და ეშინია მისი [სასჯელის]. აი, სწორედ ისინი არიან გამარჯვებულნი.
ﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙ
და ისინი [თვალთმაქცები] ალლაჰს ყველაზე მტკიცე ფიცებით ეფიცებოდნენ, რომ თუ შენ (ო, მოციქულო) უბრძანებდი, უთუოდ (საომარ ლაშქრობაში) გამოვიდოდნენ. უთხარი (მათ, ო, მოციქულო): «ნუ იფიცებთ (ტყუილად)! თქვენი მორჩილება ცნობილია! ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, რასაც აკეთებთ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
უთხარი [ხალხს] [ო, შუამავალო]: «დაემორჩილეთ ალლაჰსა და დაემორჩილეთ შუამავალს! ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მასზე იყოს ის, რაც დაეკისრა, და თქვენზე იყოს ის, რაც დაგეკისრათ. თუ დამორჩილდებით მას [შუამავალს], სწორ გზას დაადგებით, შუამავალს კი არაფერი აკისრია, ცხადი შეტყობინების გარდა».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს რომ უეჭველად დააყენებს მათ მმართველებად ამქვეყნად, ისე, როგორც მმართველებად დააყენა მათ წინაშე მყოფი მორწმუნეები, იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება [ისლამი], რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ მე და არავის მიდგენენ თანაზიარად. ხოლო ვინც ამის შემდგომ გახდება ურწმუნო, სწორედ ისინი არიან ბილწნი [ურჩნი].
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
დადექით ლოცვად, გაიღეთ ზაქათი და დაემორჩილეთ შუამავალს, რათა ეგების შეწყალებულ იქნეთ!
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
არ იფიქრო, რომ ურწმუნოები გადარჩებიან ქვეყანაზე. მათი თავშესაფარი ცეცხლი [ჯოჯოხეთი] იქნება. და რა საშინელი სამყოფელია!
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნებართვა ითხოვონ (თქვენთან შემოსვლამდე) თქვენმა მონებმა და მხევლებმა [რომლებიც გემსახურებიან], და მათ, ვინც ჯერ კიდევ არ მიუღწევია სქესობრივი სიმწიფისთვის [ბავშვებმა], სამ დროს: განთიადის ლოცვამდე (რადგან ამ დროს თქვენ საწოლებში ისვენებთ), შუადღისას, როცა ტანსაცმელს იხდით (დღის დასვენებისთვის), და ღამის ლოცვის შემდეგ. ეს თქვენთვის სამი განმარტოების დროა. ამ დროების გარდა არც თქვენზეა ცოდვა და არც მათზე, რომ ერთმანეთთან (ნებართვის გარეშე) შედიოდეთ, როცა ამის საჭიროებაა. ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და როცა თქვენი ბავშვები სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ, დაე, ნებართვა ითხოვონ ისე, როგორც ითხოვდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი აიათებს და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
ცოდვად არ ეთვლებათ მოხუც ქალებს, რომელთაც გათხოვების იმედი აღარ აქვთ, ზედა სამოსი გაიხადონ ისე, რომ არ გამოაჩინონ თავისი სამშვენისები. ხოლო თუ თავშეკავებას გამოიჩენენ, უმჯობესი იქნება მათთვის. და ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნეა.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს და არც თქვენ იმის გამო, რომ ჭამოთ თქვენი სახლებიდან. ან მამათქვენის სახლებიდან, ან თქვენი დედების სახლებიდან, ან თქვენი ძმების სახლებიდან, ან თქვენი დების სახლებიდან, ან თქვენი მამის ძმების სახლებიდან, ან თქვენი მამიდების სახლებიდან, ან თქვენი დედის ძმების სახლებიდან, ან თქვენი დეიდების სახლებიდან, ან იქიდან, რისი გასაღებებიც თქვენს ხელშია ან თქვენს მეგობრებთან. ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი შეჭამთ ერთად, ან ცალ-ცალკე. და როცა შეხვალთ სახლებში, მიესალმეთ ერთმანეთს ალლაჰის მისალმებით კურთხეულითა და კეთილით. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, რათა ეგების დაფიქრდეთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
[ჭეშმარიტი] მორწმუნენი მხოლოდ ისინი არიან, ვინც ირწმუნა ალლაჰი და მისი შუამავალი. და თუ ისინი მასთან ერთად იქნებიან საერთო საქმეზე, არ წავლენ, ვიდრე ნებართვას არ აიღებენ მისგან. ჭეშმარიტად, სწორედ მათ, ვინც შენ ნებართვას გთხოვენ [ო, შუამავალო], [ჭეშმარიტად] სწამთ ალლაჰი და მისი შუამავალი და, თუ ნებართვა გთხოვეს ზოგ თავის საქმეზე, ნება დართე მას, ვისაც ისურვებ, და სთხოვე მათთვის პატიება ალლაჰს, ჭეშმარიტად, ალლაჰი მპატიებელი, შემწყალებელია.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
არ მიმართოთ [ო, მორწმუნენო] შუამავალს იმგვარად, როგორც ერთმანეთს მიმართავთ. ალლაჰმა იცის მათგან [თვალთმაქცთაგან] ისინიც, რომლებიც ფარულად ტოვებენ [შუამავალის შეკრებას], სხვების ზურგს ამოფარებულნი. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, ვინც ეწინააღმდეგება მის [შუამავლის] ბრძანებას, რათა თავს არ დაატყდეთ განსაცდელი, ან არ დაატყდეთ მტანჯველი სასჯელი.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
ო, დიახ, ჭეშმარიტად [მხოლოდ] ალლაჰს ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. მან იცის, რა ყოფაშიც ხართ და იმ დღეს, როცა დაბრუნებულ იქნებით მასთან [განკითხვის დღეს], გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით. და ალლაჰი, ჭეშმარიტად, ყოვლისმცოდნეა.
წმინდა ყურანი
Tuesday, August 18, 2026
Don't forget us in your sincere prayers







