ან-ნისა · 91/176
თარგმანი გამოთქმა — ან-ნისა
سَتَجِدُونَ آخَرِينَ يُرِيدُونَ أَن يَأْمَنُوكُمْ وَيَأْمَنُوا قَوْمَهُمْ كُلَّ مَا رُدُّوا إِلَى الْفِتْنَةِ أُرْكِسُوا فِيهَا ۚ فَإِن لَّمْ يَعْتَزِلُوكُمْ وَيُلْقُوا إِلَيْكُمُ السَّلَمَ وَيَكُفُّوا أَيْدِيَهُمْ فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ ۚ وَأُولَٰئِكُمْ جَعَلْنَا لَكُمْ عَلَيْهِمْ سُلْطَانًا مُّبِينًا ۝٩١
Satajidoona aakhareena yureedoona ai yaamanookum wa yaamanoo qawmahum kullamaa ruddooo ilal itnati urkisoo feehaa; fa il lam ya`tazilookum wa yulqooo ilai kumus salama wa yakuffooo aidiyahum fakhuzoohum waqtuloohum haisu saqif tumoohum; wa ulaaa`ikum ja`alnaa lakum `alaihim sultaanam mubeenaa
📖 ქართული მნიშვნელობა
თქვენ (ო მორწმუნენო) აღმოაჩენთ, რომ არიან სხვებიც (მუნაფიყთაგან), რომელთაც სურთ იყვნენ უსაფრთხოდ თქვენგან (და გარეგნულად გიჩვენებენ რწმენას) და (ამავე დროს) იყვნენ უსაფრთხოდ თავიანთი ხალხისგან [ურწმუნოებისგან] (და მათ წინაშე აჩვენებენ ურწმუნოებას). ყოველ ჯერზე, როცა მათ აბრუნებენ ცდუნებისკენ, ისინი მასში ეშვებიან. და თუ ისინი არ განერიდებიან თქვენგან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ შეიკავებენ თავიანთ ხელებს (თქვენ წინააღმდეგ ომისგან), მაშინ შეიპყარით ისინი [აიყვანეთ ტყვედ] და დახოცეთ ისინი, სადაც კი იპოვით. და ასეთებთან დაკავშირებით ჩვენ მოგეცით ნათელი მტკიცებულება.
🎧 მოსმენა

📜 აია 89-93 — ან-ნისა

89وَدُّوا لَوْ تَكْفُرُونَ كَمَا كَفَرُوا فَتَكُونُونَ سَوَاءً ۖ فَلَا تَتَّخِذُوا مِنْهُمْ أَوْلِيَاءَ حَتَّىٰ يُهَاجِرُوا فِي سَبِيلِ اللَّهِ ۚ فَإِن تَوَلَّوْا فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ وَجَدتُّمُوهُمْ ۖ وَلَا تَتَّخِذُوا مِنْهُمْ وَلِيًّا وَلَا نَصِيرًا
მათ სურთ, რომ თქვენც ურწმუნონი გახდეთ, როგორც ისინი გახდნენ ურწმუნონი, და (შემდეგ) ერთნაირები იყოთ (ურწმუნოებაში). ამიტომ ნუ აირჩევთ მათგან მეგობრებსა და თანამოაზრეებს, სანამ ისინი არ გადასახლდებიან ალლაჰის გზაზე (რითაც დაამტკიცებენ თავიანთი რწმენის გულწრფელობას). ხოლო თუ ისინი განერიდებიან, მაშინ შეიპყარით ისინი და დახოცეთ, სადაც კი იპოვით. და ნუ აირჩევთ მათგან არც მეგობარს და არც დამხმარეს.
90إِلَّا الَّذِينَ يَصِلُونَ إِلَىٰ قَوْمٍ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُم مِّيثَاقٌ أَوْ جَاءُوكُمْ حَصِرَتْ صُدُورُهُمْ أَن يُقَاتِلُوكُمْ أَوْ يُقَاتِلُوا قَوْمَهُمْ ۚ وَلَوْ شَاءَ اللَّهُ لَسَلَّطَهُمْ عَلَيْكُمْ فَلَقَاتَلُوكُمْ ۚ فَإِنِ اعْتَزَلُوكُمْ فَلَمْ يُقَاتِلُوكُمْ وَأَلْقَوْا إِلَيْكُمُ السَّلَمَ فَمَا جَعَلَ اللَّهُ لَكُمْ عَلَيْهِمْ سَبِيلًا
გამონაკლისი (ამ ბრძანებაში ბრძოლასთან დაკავშირებით) არიან ისინი, რომლებიც მიდიან იმ ხალხთან, რომელთაც თქვენთან შეთანხმება აქვთ; ან ისინი, ვინც მოვიდნენ თქვენთან (ბრძოლის ველზე), მაგრამ მათი გულები შევიწროებულია [არ სურთ] თქვენთან ბრძოლა ან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა. [ასეთებთან ბრძოლა დაუშვებელია.] და რომ ალლაჰს ენება, უეჭველად მოგისევდათ მათ თქვენზე და ისინი თქვენ წინააღმდეგ იბრძოლებდნენ (მრავალღმერთიანებთან ერთად). ხოლო თუ ისინი თქვენგან განერიდებიან [დაგტოვებენ], არ იბრძოლებენ თქვენთან და შემოგთავაზებენ მშვიდობას, მაშინ ალლაჰი არ გაძლევთ გზას (ან უფლებას) მათ წინააღმდეგ (ბრძოლისთვის).
91سَتَجِدُونَ آخَرِينَ يُرِيدُونَ أَن يَأْمَنُوكُمْ وَيَأْمَنُوا قَوْمَهُمْ كُلَّ مَا رُدُّوا إِلَى الْفِتْنَةِ أُرْكِسُوا فِيهَا ۚ فَإِن لَّمْ يَعْتَزِلُوكُمْ وَيُلْقُوا إِلَيْكُمُ السَّلَمَ وَيَكُفُّوا أَيْدِيَهُمْ فَخُذُوهُمْ وَاقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ ۚ وَأُولَٰئِكُمْ جَعَلْنَا لَكُمْ عَلَيْهِمْ سُلْطَانًا مُّبِينًا
თქვენ (ო მორწმუნენო) აღმოაჩენთ, რომ არიან სხვებიც (მუნაფიყთაგან), რომელთაც სურთ იყვნენ უსაფრთხოდ თქვენგან (და გარეგნულად გიჩვენებენ რწმენას) და (ამავე დროს) იყვნენ უსაფრთხოდ თავიანთი ხალხისგან [ურწმუნოებისგან] (და მათ წინაშე აჩვენებენ ურწმუნოებას). ყოველ ჯერზე, როცა მათ აბრუნებენ ცდუნებისკენ, ისინი მასში ეშვებიან. და თუ ისინი არ განერიდებიან თქვენგან, არ შემოგთავაზებენ მშვიდობას და არ შეიკავებენ თავიანთ ხელებს (თქვენ წინააღმდეგ ომისგან), მაშინ შეიპყარით ისინი [აიყვანეთ ტყვედ] და დახოცეთ ისინი, სადაც კი იპოვით. და ასეთებთან დაკავშირებით ჩვენ მოგეცით ნათელი მტკიცებულება.
92وَمَا كَانَ لِمُؤْمِنٍ أَن يَقْتُلَ مُؤْمِنًا إِلَّا خَطَأً ۚ وَمَن قَتَلَ مُؤْمِنًا خَطَأً فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ وَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰ أَهْلِهِ إِلَّا أَن يَصَّدَّقُوا ۚ فَإِن كَانَ مِن قَوْمٍ عَدُوٍّ لَّكُمْ وَهُوَ مُؤْمِنٌ فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ وَإِن كَانَ مِن قَوْمٍ بَيْنَكُمْ وَبَيْنَهُم مِّيثَاقٌ فَدِيَةٌ مُّسَلَّمَةٌ إِلَىٰ أَهْلِهِ وَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مُّؤْمِنَةٍ ۖ فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ تَوْبَةً مِّنَ اللَّهِ ۗ وَكَانَ اللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًا
და (არანაირად) არ არის ნებადართული მორწმუნისთვის მოკლას (სხვა) მორწმუნე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს მოხდება შეცდომით [უნებლიეთ: უყურადღებობით, დაუდევრობით ან დავიწყებით]. ვინც შეცდომით მოკლავს მორწმუნეს, მისთვის (ამ ცოდვის გამოსასყიდად) სავალდებულოა მორწმუნე მონის გათავისუფლება და (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის (დიას) გადახდა, რომელიც სრულად გადაეცემა მოკლულის ოჯახს [მის მემკვიდრეებს], გარდა იმ შემთხვევისა, თუ ისინი ამას მოწყალებად არ ჩაუთვლიან (შეცდომით მკვლელს და აპატიებენ ამ საფასურს). თუ შეცდომით მოკლული იყო თქვენდამი მტრულად განწყობილი ხალხიდან [ურწმუნოთა ქვეყნიდან ან ტომიდან], თუმცა თავად მორწმუნე იყო (და მკვლელმა ეს არ იცოდა), მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა მხოლოდ მორწმუნე მონის გათავისუფლება [მისთვის სისხლის საფასური არ გადაიხდება]. ხოლო თუ იგი იყო იმ ხალხიდან, რომელთაც თქვენთან შეთანხმება აქვთ [ანუ მოკლული იყო ურწმუნო, მაგრამ ხელშეკრულების ფარგლებში ან მორწმუნეთა დაცვის ქვეშ იმყოფებოდა], მაშინ გამოსასყიდად სავალდებულოა (შარიათით დადგენილი) სისხლის საფასურის სრულად გადახდა მის ოჯახს [მის მემკვიდრეებს] და მორწმუნე მონის გათავისუფლება. ვინც კი ვერ იპოვის (მონას გასათავისუფლებლად), მას ევალება ზედიზედ ორი თვის მარხვა, როგორც სინანული ალლაჰის წინაშე. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია.
93وَمَن يَقْتُلْ مُؤْمِنًا مُّتَعَمِّدًا فَجَزَاؤُهُ جَهَنَّمُ خَالِدًا فِيهَا وَغَضِبَ اللَّهُ عَلَيْهِ وَلَعَنَهُ وَأَعَدَّ لَهُ عَذَابًا عَظِيمًا
ხოლო ვინც მორწმუნეს განზრახ მოკლავს, მისი საზღაური იქნება ჯოჯოხეთი, სადაც იგი სამუდამოდ დარჩება. და განრისხდება მასზე ალლაჰი, დასწყევლის მას და მოუმზადებს მას დიდ სასჯელს.
ან-ნისაყურანის საძიებელი
176აია
MedinanRevelation
91აია

თარგმანი — ან-ნისა 91

სურა ან-ნისა აია 91 - წაკითხვა, მოსმენა, თარგმანი, ქართული : თქვენ (ო მორწმუნენო) აღმოაჩენთ, რომ არიან სხვებიც (მუნაფიყთაგან), რომელთაც სურთ…

სურა აია 91/176 — ან-ნისა النساء (Medinan). წაკითხვა მოსმენა თარგმანი (ქართული). მოსმენა: ან-ნისა მოსმენა, ან-ნისა თარგმანი, ან-ნისა mp3, ან-ნისა pdf. აია 89–93. ქართული მნიშვნელობა: Türkçe.




წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers