სურა ფუსილათი
PDF —
54 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ფუსილათი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ფუსილათი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ფუსილათი თარგმანი. ფუსილათი (Meccan) 54 აია.



სურა ფუსილათი
54 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒ
ჰაა. მიიმ
ﭓﭔﭕﭖﭗ
გარდმოვლენილი მოწყალისა და შემწყალებლისგან
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
წიგნი, რომლის აიათები ახსნილია ყურანის სახით არაბულ ენაზე მცოდნე ხალხისთვის,
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
მახარობლად და გამფრთხილებლად, მაგრამ მათმა უმრავლესობამ ზურგი აქცია და ისინი არ ისმენენ.
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და მათ [ურწმუნოებმა] უთხრეს (მუჰამმადს): «ჩვენი გულები დაფარულია (საფარებელშია) იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, ჩვენი ყურები კი ყრუა, და ჩვენსა და შენს შორის არის ფარდა (რომელიც გვიშლის ხელს, დაგემორჩილოთ). მაშ, იმოქმედე (შენი რწმენისამებრ), რადგან ჩვენც (ჩვენი რწმენისამებრ) ვიმოქმედებთ!»
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
უთხარი (ო, შუამავალო): «მე მხოლოდ თქვენისთანა ადამიანი ვარ, რომელიც შთაგონებას ვიღებ (ალლაჰისგან), რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. მაშ, სწორი გზით იარეთ მისკენ და სთხოვეთ მას პატიება. და ვაი (რა დღე ელით), მრავალღმერთიანებს,
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
რომელნიც არ იხდიან ზაქათს და უარყოფენ საიქიოს ცხოვრებას (სამოთხეს და ჯოჯოხეთს)».
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი, მათთვისაა საზღაური უწყვეტი.
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
თქვი: «ნუთუ თქვენ უარყოფთ მას, ვინც შექმნა დედამიწა ორ დღეში და უდგენთ მას თანასწორებს? სწორედ ისაა სამყაროთა უფალი!»
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
და დაადგინა მასზე [მიწაზე] მყარი [მთები], (რომლებიც ამოდის) მის ზემოთ [მისი ზედაპირის ზემოთ]; და ბარაქა ჩადო მასში, და გაანაწილა მასზე საკვები (მისი მკვიდრებისთვის) ოთხ დღეში [ორ დღეში შექმნა მიწა და კიდევ ორ დღეში მოაწყო მასზე მთები და საკვები] – თანაბრად (ყველა) მათთვის, ვინც ეკითხება (ამის შესახებ).
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱ
შემდეგ მან მიმართა ცას, რომელიც (მაგ დროს) კვამლი იყო, და უთხრა მას [ცას] და დედამიწას: «მოდით (ჩემს მორჩილებაში) ნებით, თუ უნებურად!» და მათ [ცამ და დედამიწამ] თქვეს: «ჩვენ ნებით მოვდივართ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და მან ორი დღეში დაამტკიცა ისინი [ცანი] შვიდად და თითოეულ ცას თავისი საქმე დაუწესა. და ჩვენ უახლოესი ცა (რომელსაც ჩვენს ზემოთ ვხედავთ) მნათობებით [ვარსკვლავებით] შევამკეთ, და დავიცავით (ეშმაკებისგან, რომლებიც ცაში ალლაჰის სიტყვას ეპარებიან). ასეთია (ალლაჰის) — დიდებულის, ყოვლისმცოდნის — განგება!
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
და თუ ისინი [ურწმუნოები] ზურგს შეგაქცევენ, მაშინ უთხარი (მათ): «მე გაგაფრთხილეთ სასჯელზე, როგორიც დაატყდათ 'ადსა და სამუდს».
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
როდესაც მათთან ['ადთან და სამუდთან] მოვიდნენ შუამავლები, წინაც და უკანაც [ყოველი მხრიდან], მათ უთხრეს: «არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰისა». მათ თქვეს: «ჩვენს უფალს რომ ენება, ის ნამდვილად გამოგვიგზავნიდა ზეციდან ანგელოზებს, და ჩვენ არ გვწამს იმის, რითაც შენ (უბრალო კაცი) ხარ გამოგზავნილი».
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
რაც შეეხება 'ადის ხალხს, ისინი უსაფუძვლოდ ამპარტავნობდნენ დედამიწაზე და ამბობდნენ (ამპარტავნებით): «ვინ არის ძალაუფლებით ჩვენზე ძლიერი?» განა არ დაინახეს, რომ ალლაჰი, რომელმაც ისინი შექმნა, ძალაუფლებით მათზე ძლიერია? და მათ (ასევე) უარყვეს ჩვენი ნიშნები.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და ჩვენ მოვუვლინეთ მათ ['ადელებს] უბედურების დღეებში ცივი და ხმაურიანი ქარი, რათა ამქვეყნად სირცხვილის სასჯელის სიმწარე ეგემათ. და ნამდვილად, საიქიოს სასჯელი უფრო დამამცირებელია და მათ ვერავინ შეეწევა!
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
რაც შეეხება სამუდელებს, ჩვენ მათ სწორი გზა ვუჩვენეთ, მაგრამ მათ სიბრმავე [ურწმუნოება] არჩიეს სწორ გზას, ამიტომ მათ დამამცირებელი სასჯელის მეხი დაატყდათ თავს იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﯬﯭﯮﯯﯰﯱ
და ვიხსენით ისინი, რომლებმაც ირწმუნეს და ღვთისმოშიშნი იყვნენ.
ﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
და იმ დღეს [განკითხვის დღეს], როდესაც ალლაჰის მტრები ცეცხლისკენ შეიკრიბებიან, მათ (ანგელოზები) შეაკავებენ.
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და როდესაც მასთან [ჯოჯოხეთთან] მივლენ, [ისინი დაიწყებენ თავიანთი ურწმუნოების და ცოდვების უარყოფას], მაგრამ მათი სმენა, მათი მხედველობა და მათი კანი დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ იმის შესახებ, რაც მათ [სიცოცხლეში] სჩადიოდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და ეტყვიან [ალლაჰის მტრები] თავიანთ კანს (საყვედურით): «რატომ დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ?» ისინი [მათი კანები] იტყვიან: «საუბრის უნარი მოგვცა ალლაჰმა, რომელმაც აალაპარაკა ყოველი არსება», და მან [ალლაჰმა] შეგქმნათ პირველად და მასთან დაბრუნდებით.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
და არ ფრთხილობდით (ცოდვების ჩადენისგან) იმის შიშით, რომ თქვენი სმენა, მხედველობა და კანი თქვენს საწინააღმდეგოდ დაამოწმებდნენ (განკითხვის დღეს), არამედ ფიქრობდით, რომ ალლაჰმა ბევრი არ იცოდა იმის შესახებ, რასაც სჩადიოდით.
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
აი, ამ თქვენმა წარმოდგენამ, რომელიც თქვენს უფალზე გქონდათ, დაგღუპათ თქვენ და აღმოჩნდით წაგებულთა შორის.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
და თუ ისინი [ალლაჰის მტრები] მზად არიან მოითმინონ (სასჯელი), მაშინ ცეცხლი [ჯოჯოხეთისა] იქნება მათი (საბოლოო) თავშესაფარი, და თუ ისინი მოისურვებენ წყალობის მიღებას (ალლაჰისგან) (მისი რისხვის შემდეგ), ისინი არ იქნებიან იმ წყალობის მიმღებთა შორის.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
და ჩვენ გამოვგზავნეთ მათთან [ურწმუნოებთან] თანამგზავრები [ეშმაკები] (ჯინებიდან და ადამიანებიდან), რომლებიც ამშვენებდნენ მათთვის იმას, რაც წინ ჰქონდათ [ბოროტი საქმეები ამქვეყნად] და იმას, რაც უკან ჰქონდათ, და მათთვის გამართლდა სიტყვა მათზე წინ მცხოვრებ თემებზე, (ჯინებიდან და) ადამიანებიდან. ჭეშმარიტად, ისინი წაგებულთა შორის აღმოჩნდნენ.
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და ურწმუნოებმა ერთმანეთს უთხრეს: «ნუ მოუსმენთ ამ ყურანს და მისი კითხვისას ატეხეთ ხმაური, იქნებ სძლიოთ (მუჰამმადს) (და ის კითხვას შეწყვეტს)».
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥ
და ჩვენ, უეჭველად, ვაგემებინებთ ურწმუნოთ სასტიკ სასჯელს და უეჭველად, მივუზღავთ მათ იმაზე უარესით, რასაც სჩადიოდნენ.
ﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
ასეთი იქნება ალლაჰის მტრების საზღაური – ცეცხლი [ჯოჯოხეთი]! მათთვის იქ [ჯოჯოხეთში] მარადიული საცხოვრებელია, ჩვენი ნიშნების (მიწიერ ცხოვრებაში) უარყოფის საზღაურად .
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
ხოლო ურწმუნოებმა (ჯოჯოხეთში ყოფნისას) თქვეს: «ჩვენო უფალო, გვიჩვენე ის ორი ჯინთაგან და ადამიანთაგან, რომლებმაც გზას აგვაცდინეს. ჩვენ მათ ფეხქვეშ დავიყენებთ, რათა ისინი ყველაზე დაბლებში იყვნენ [რათა ჯოჯოხეთის ფსკერზე აღმოჩნდნენ]!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
უეჭველად, ისინი, რომელთაც თქვეს: «ჩვენი უფალი ალლაჰია» და შემდეგ სიმტკიცე გამოიჩინეს, მათზე გარდმოევლინებიან ანგელოზები (სიკვდილის წინ): «ნუ გეშინიათ და ნუ დამწუხრდებით (იმის გამო, რომ ამ სამყაროს ტოვებთ), იხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ».
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
ჩვენ ვართ თქვენი მფარველები ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც. და თქვენთვის მასში [სამოთხეში] (იქნება) (ყველაფერი), რასაც თქვენი სულები ისურვებენ, და თქვენთვის მასში (იქნება) ის, რასაც ითხოვთ».
ﭷﭸﭹﭺﭻ
მასპინძლობად მიმტევებლისგან და შემწყალებლისგან.
ﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
ვისი სიტყვაა უკეთესი, ვიდრე იმისა, ვინც ალლაჰისკენ მოუწოდებს, სიკეთეს აკეთებს და ამბობს: «ჭეშმარიტად, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ, ვინც დაემორჩილა [მუსლიმი გახდა]!»
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
კეთილი და ბოროტი თანასწორი არ არის. გამოიყენე სიკეთე და მაშინ ის, ვინც შენი მტერი იყო, ახლო მეგობარივით გახდება.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და ეს [სათნოება] არ ენიჭებათ არავის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებმაც გამოიჩინეს მოთმინება (იმის მიმართ, რაც არ მოსწონთ და აიძულეს საკუთარი თავი, გაეკეთებინათ ის, რაც ალლაჰს უყვარს); და ეს [ბოროტს სიკეთით პასუხის გაცემა] არ ენიჭებათ არავის, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც აქვთ დიდი ხვედრი.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
ხოლო თუ ეშმაკისგან რაიმე ცდუნება შეგეხება, მაშინ ალლაჰს მიმართე მფარველობისთვის. უეჭველად, იგია ყოვლისმსმენი, ყოვლისმცოდნე.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
მისი სასწაულებიდანაა ღამე და დღე, მზე და მთვარე. თაყვანს ნუ სცემთ მზეს, ნურც მთვარეს, არამედ თაყვანი ეცით ალლაჰს, რომელმაც შექმნა ისინი, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით.
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
და თუ ისინი [მრავალღმერთიანები] ამპარტავნებას იჩენენ (ალლაჰის წინაშე), მაშინ ისინი, ვინც შენს უფალთან არიან [ანგელოზები] (არ ამპარტავნობენ ამაში და), განადიდებენ მას ღამითა და დღისით და არ სწყინთ ამისგან (არ მოდუნდებიან თაყვანისცემისგან).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
მისი ნიშანთაგანია, რომ შენ ხედავ მიწას დამშრალს, და როცა გარდმოვავლენთ მასზე წყალს, იგი იძვრის და იფურჩქნება. უეჭველად, ვინც გააცოცხლა იგი, მკვდრეთით აღმადგენელია. უეჭველად, იგი ყოვლისშემძლეა.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ჩვენს აიათებს ზურგს აქცევენ [არ აღიარებენ ყურანის ჭეშმარიტებას და ცდილობენ მის დამახინჯებას], ჩვენთვის დაფარულნი არ არიან! ვინ არის უკეთესი: ის, ვინც ცეცხლში იქნება ჩაგდებული, თუ ის, ვინც აღდგომის დღეს [ალლაჰის სასჯელისგან] უსაფრთხოდ მოვა? აკეთეთ, რაც გსურთ, რადგან, ჭეშმარიტად, ის [ალლაჰი] ხედავს, რასაც აკეთებთ!
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
ჭეშმარიტად, რომელთაც არ ირწმუნეს შეხსენების [ყურანის] მის შემდეგ, რაც იგი მათთვის მოევლინა (სასტიკად დაისჯებიან). და ჭეშმარიტად, ეს [ყურანი] ნამდვილად დიადი წიგნია [ალლაჰის მიერ დაცული]!
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
ვერც ერთი სიცრუე ვერ მიუახლოვდება მას [ამ წიგნს – ყურანს], არც წინიდან და არც უკნიდან [არც ერთი მხრიდან], (რადგან ყურანი) (არის) ბრძენის, საქებარის ზეგარდმოვლენა.
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
(მრავალღმერთიანები) გეუბნებიან (ო, შუამავალო) იმავეს, რასაც ეუბნებოდნენ შენამდე მოსულ შუამავლებს. (ამიტომ, მოითმინე ალლაჰისკენ მოწოდების გზაზე). ჭეშმარიტად, შენი უფალი მპატიებელი და მკაცრია სასჯელში!
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
და ჩვენ რომ ის [ყურანი] უცხო ენაზე შეგვექმნა, ისინი იტყოდნენ: «ნეტავ მისი აიათები (არაბულად) განმარტებული ყოფილიყო!» უთხარი (მათ) (ო, შუამავალო): «ის [ყურანი] არის სახელმძღვანელო (რომ არ ასცდეთ სწორ გზას) და განკურნება (უცოდინრობისა და მისგან გამოწვეული დაავადებებისგან) მორწმუნეებისთვის; ხოლო ურწმუნოებს ყურებში სმენა არ აქვთ, და ეს მათთვის სიბრმავეა. ესენი (მრავალღმერთიანები) იმათ ჰგვანან, ვისაც შორიდან ეძახიან».
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
და ჩვენ უკვე მივეცით მუსას წიგნი [თორა], და (მის ხალხში) მასთან დაკავშირებით წარმოიშვა უთანხმოება. [ზოგიერთმა ადამიანმა ირწმუნა თორა, სხვებმა კი არ ირწმუნეს იგი.] (და შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, იგივე გააკეთა ყურანთან დაკავშირებით.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (რომ ის არავის დასჯას არ იჩქარებს), რომელიც ადრე იყო ნათქვამი, მაშინ, უეჭველად, (უკვე ამქვეყნად) მათ შორის გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული [ის მათ შორის ურწმუნოებს დასჯიდა და მორწმუნეებს გადაარჩენდა]. და (ჭეშმარიტად) ისინი ამაში [ყურანში] ნამდვილად საცდუნებელ ეჭვში არიან.
ﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚ
ვინც მართლად იქცევა [კეთილ საქმეებს აკეთებს], საკუთარი თავისთვის იქცევა [სიკეთე მას დაუბრუნდება], და ვინც ბოროტს სჩადის, საკუთარი თავის საზიანოდ სჩადის, და შენი უფალი არ არის უსამართლო თავისი მსახურების მიმართ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
(მხოლოდ) მასთან ბრუნდება ცოდნა აღდგომის დღისა [მხოლოდ მან იცის] საათის [განკითხვის დღის მოსვლის] შესახებ. და არც ხე იღებს ნაყოფს თავისი კვირტებიდან, არც მდედრი ფეხმძიმდება და არ შობს, მისი ცოდნის გარეშე. და იმ დღეს, როდესაც ის მათ [მრავალღმერთიანებს] დაუძახებს (ამ სიტყვებით): «სად არიან ჩემი თანამოზიარეები [ცრუ ღვთაებები, რომლებსაც ჩემთან აიგივებდით]?» – ისინი [მრავალღმერთიანები] იტყვიან: «ჩვენ (ახლა) [გაცნობეთ], რომ ჩვენ შორის არც ერთი მოწმე არ არის».
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾ
და დაემალათ მათ ისინი, რასაც უწინ ევედრებოდნენ და გააცნობიერეს [გაიგეს], რომ მათთვის (ალლაჰის სასჯელისგან) თავის დაღწევის გზა არ არსებობდა.
ﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
კაცი არასდროს წყვეტს ლოცვას (ალლაჰისადმი) და სიკეთეს ითხოვს (ამქვეყნად), მაგრამ როდესაც ბოროტება შეემთხვევა, ის სასოწარკვეთილებას მიეცემა (ალაჰის წყალობის მიმართ) და იმედს კარგავს.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და თუ ჩვენგან წყალობას ვაგემებინებთ მას [ადამიანს] იმ გაჭირვების შემდეგ, რომელიც მას შეეხო, უთუოდ იტყვის: «ეს მე მეკუთვნის და არ მგონია, რომ სამსჯავროს საათი დადგება. და თუ ჩემს უფალთან დავბრუნდები, უეჭველად, მე მასთან საუკეთესო მელის». მაშინ ჩვენ უეჭველად, ვაცნობებთ ურწმუნოებს იმას, რაც მათ ჩაიდინეს, და უეჭველად ვაგემებინებთ მათ სასტიკ სასჯელს.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
და როდესაც ჩვენ კაცს ვწყალობთ [ჯანმრთელობას, სიმდიდრეს და ა.შ.], ის ზურგს გვიქცევს და ამპარტავნდება (უარს ამბობს ჭეშმარიტების მიღებაზე). მაგრამ როდესაც ბოროტება შეეხება, ის გრძელ ლოცვებს კითხულობს [ალლაჰს ბევრს სთხოვს].
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
უთხარი (ო, შუამავალო) (ურწმუნოებს): «ნუთუ არ დაფიქრებულხართ, რომ თუ ის (ყურანი) ალლაჰისგან არის და თქვენ მას არ ირწმუნებთ, ვინ არის უფრო გზასცდენილი, ვიდრე ის, ვინც ჭეშმარიტებასთან ღრმა უთანხმოებაშია?»
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
მალე ჩვენ ვაჩვენებთ მათ ჩვენს ნიშნებს მთელ სამყაროში [ყველგან და ყველაფერში] და მათშივე [იმაში, თუ როგორ შექმნა ისინი ალლაჰმა], რათა ნათელი გახდეს მათთვის (ამ ნიშნების შემცნობის შემდეგ) რომ ის (ყურანი) არის ჭეშმარიტება. განა საკმარისი არ არის, რომ თქვენი უფალი ყველაფერზე მოწმეა?
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
ო, დიახ! ნამდვილად, ისინი ეჭვში არიან თავიანთ უფალთან შეხვედრაში! ო, დიახ, ნამდვილად, მან ყოველივე მოიცვა (თავისი ცოდნით, ძალითა და სიდიადით)!

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers