სურა აშ-შურა
PDF —
53 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა აშ-შურა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა აშ-შურა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა აშ-შურა თარგმანი. აშ-შურა (Meccan) 53 აია.



სურა აშ-შურა
53 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﭑﭒ
ჰაა. მიიმ
ﭓﭔ
'აინ. სიინ. ყააფ
ﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
ასე შთაგაგონებს შენ და მათ, რომელნიც შენამდე იყვნენ, ალლაჰი, ძლევამოსილი, ბრძენი.
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
მხოლოდ მას ეკუთვნის ყოველივე ცაში და დედამიწაზე; და ის უზენაესი, დიდებულია!
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
ლამისაა ცანი გაიპოს მათ ზემოდან. ხოლო ანგელოზები ადიდებენ თავიანთ უფალს ქებით და შენდობას სთხოვენ მათთვის, ვინც დედამიწაზეა. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎ
ხოლო მათ, რომელთაც მის გარდა მფარველები გაიჩინეს, ალლაჰია მათზე ზედამხედველი. და შენ მათზე პასუხისმგებელი არ ხარ.
ﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და ამგვარად [როგორც წინა წინასწარმეტყველებს], შენც შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) ყურანი, არაბულ ენაზე, რათა შეახსენო ქალაქთა დედას [მექქას] და მის გარშემო მცხოვრებთ, და გააფრთხილო შეკრების დღის შესახებ, რომელშიც ეჭვი არ არის. (და როდესაც ყველა არსება შეგროვდება) ზოგი (იქნება) სამოთხეში, ზოგი კი – ცეცხლის ალში.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜ
და ალლაჰს რომ ენება, მათ ერთ საზოგადოებად აქცევდა [ყველა ადამიანი ერთ რწმენას იზიარებდა], მაგრამ თავის წყალობაში [რწმენაში] შეჰყავს, ვინც მას (ალლაჰს) სურს. და უსამართლოებს [ურწმუნოებს] არც მფარველი ჰყავთ და არც შემწე!
ﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮ
ნუთუ მათ მის გარდა სხვა მფარველები გაიჩინეს? მაგრამ ალლაჰია ჭეშმარიტი მფარველი. ის აცოცხლებს მკვდრებს და ის ყოვლისშემძლეა.
ﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿ
და ყველაფერი, რაშიც თქვენ ვერ თანხმდებით, გადაწყვეტა (უნდა ეძებოთ) ალლაჰთან. აი, ის ალლაჰი არის ჩემი უფალი, მას მივენდე (მასზეა ჩემი იმედები ყველაფერში) და მას ვუბრუნდები მონანიებით.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
ცათა და მიწის შემოქმედი! მან შეგიქმნათ მეუღლეები თქვენგანვე და წყვილები პირუტყვთაგან. ამით ის გაგამრავლებთ (და გაცხოვრებთ). არავინ არის მისი მსგავსი! და ის არის ყოვლისმსმენი, ყოვლისმხილველი!
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
მას ეკუთვნის ცათა და მიწის გასაღებნი. იგი უხვად ანიჭებს სარჩოს, ვისაც ინებებს, და ამცირებს (წილს) (ვისაც მოისურვებს). უეჭველად, მან ყოველივე იცის.
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
მან დაგიდგინათ თქვენ რჯულად ის, რაც უბრძანა ნუჰს, და რაც შენ შთაგაგონეთ (ო, მუჰამმად) და რაც ვუბრძანეთ იბრაჰიმს, მუსას და ისას, რომ: «დაიცავით რწმენა და ნუ გაიყოფით მასში». მძიმეა წარმართთათვის ის, რისკენაც მათ მოუწოდებ. ალლაჰი ირჩევს თავისთვის, ინებებს ვისაც, და თავისკენ გზას უჩვენებს მას, ვინც ინანიებს.
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და გაიყვეს მათ (სხვადასხვა რელიგიებად და მაზჰაბებად) მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოვიდა მათთან ცოდნა (ალლაჰისგან), მხოლოდ ურთიერთშორის ბოროტი შურით. და რომ არა სიტყვა, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული შენი უფლის მიერ განსაზღვრული ვადით, მათ შორის განაჩენი იქნებოდა გამოტანილი. და მართლაც, ისინი, რომლებმაც მემკვიდრეობით მიიღეს წიგნი [თორა და სახარება] მათ შემდეგ [იმათ შემდეგ, რომლებმაც უთანხმოება შეიტანეს სიმართლეში], – ისინი ნამდვილად იმყოფებიან ამის მიმართ დამაბნეველ ეჭვში.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
ამიტომ მოუწოდე (ალლაჰის მსახურთ) ამისკენ [ჭეშმარიტი რწმენისკენ] (ო, შუამავალო) და მიჰყევი სწორ გზას, როგორც გიბრძანეს, და არ გაჰყვე მათ ვნებებს და თქვი: «მე მწამს იმისა, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა წერილში [ყველა იმ წიგნში, რომელიც ალლაჰმა თავის შუამავალთ გამოუცხადა]. და მე მებრძანა, რომ სამართლიანი ვიყო თქვენ შორის! ალლაჰი ჩვენი უფალია და თქვენი უფალი; ჩვენ ჩვენი საქმეები გვაქვს, თქვენ კი — თქვენი საქმეები. ჩვენსა და თქვენ შორის არანაირი მტკიცებულება არ არის. ალლაჰი (ყველას) შეგვკრებს (აღდგომის დღეს) (და სამართლიანად განგვსჯის). და მასთანაა დაბრუნება!»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
ხოლო ისინი, რომელნიც დავობენ ალლაჰის შესახებ, მას შემდეგ, რაც მას უპასუხეს, მათი არგუმენტები უფლის წინაშე უსარგებლოა და მათზე რისხვაა (ალლაჰისგან) (ამქვეყნად), და მათთვის მწარე სასჯელია!
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ალლაჰია ის, რომელმაც გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით და სასწორი. და რა იცი (ო, შუამავალო), იქნებ საათი [განკითხვის დღე] (უკვე) ახლოსაა!
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
მის დაჩქარებას ითხოვენ ისინი, ვისაც მისი არ სწამთ, ხოლო მორწმუნეებს კი ეშინიათ მისი და იციან, რომ ის ჭეშმარიტებაა. უეჭველად, ისინი, ვინც (აღდგომის) საათზე დავობენ, შორეულ ცდომილებაში არიან.
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
ალლაჰი ლმობიერია თავის მონათა მიმართ. იგი სარჩოს უბოძებს, ვისაც ინებებს. და იგია ყოვლადძლიერი, ძლევამოსილი.
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
ვისაც იმქვეყნიური მოსავალი სურს, ჩვენ გავუმრავლებთ მას თავის მოსავალს. ხოლო ვისაც ამქვეყნიური მოსავალი სურს, ჩვენ მივცემთ მას იქიდან, და იმქვეყნად მას წილი არ ექნება.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
ან იქნებ მათ ჰყავთ თანაზიარნი, რომლებიც მათთვის რელიგიაში დაადგინეს ის, რაც ალლაჰმა არ დაუშვა? და რომ არა სიტყვა დაყოფის შესახებ, მათ შორის უკვე იქნებოდა გადაწყვეტილი. ნამდვილად, უსამართლოებს მტკივნეული სასჯელი ელით!
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
იხილავ უსამართლოებს შეძრწუნებულთ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, და ის ეწევათ მათ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, სამოთხის ბაღებში იქნებიან. მათთვისაა, რასაც ინებებენ თავიანთი უფლის წინაშე. აი, ესაა უდიდესი წყალობა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ეს არის ის, რითაც ახარებს ალლაჰი თავის მონებს, რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს. უთხარი: «მე არ გთხოვთ ამისთვის საზღაურს, გარდა სიყვარულისა ახლობლების მიმართ». და ვინც სიკეთეს ჩაიდენს, ჩვენ მას სიკეთეს გავუმრავლებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მადლიერია.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ან ისინი იტყვიან: «მან [მუჰამმადმა] ალლაჰის შესახებ სიცრუე შეთხზა!» ალლაჰს რომ ენება, შენს გულს დაგილუქავდა, და ალლაჰი გაანადგურებდა სიცრუეს და თავისი სიტყვებით დაადასტურებდა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტად, მან იცის, რა არის (მისი) ქმნილებების გულებში!
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ის არის, რომელიც იღებს მონანიებას თავის მსახურთაგან და პატიობს ცოდვებს და იცის, რასაც თქვენ სჩადიხართ.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და პასუხობს (ალლაჰი) მათ, რომლებმაც ირწმუნეს და კეთილი საქმეები აკეთეს, და იგი თავისი სიუხვიდან დაუმატებს მათ (თავის წყალობას). ხოლო ურწმუნოები — მათთვის იქნება მკაცრი სასჯელი.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛ
ალლაჰს რომ თავისი მსახურებისთვის სარჩო გაემრავლებინა [მიეცა მათთვის საჭიროზე მეტი], ისინი უეჭველად ჩაიდენდნენ ბოროტ საქმეებს დედამიწაზე, მაგრამ ის ამცირებს [სარჩოს] განსაზღვრულ ზომამდე, როგორც მას სურს [ზოგიერთს მდიდარს ხდის, ზოგიერთს კი — ღარიბს], (რადგან) ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნე, ყოვლისმხედველია.
ﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
და მხოლოდ იგია [ალლაჰი], ვინც წვიმას მოუვლენს, მას შემდეგ როცა ისინი (მის მოსვლაზე) სასოწარკვეთილნი არიან, და გაავრცელებს თავის წყალობას. და ის არის მფარველი, საქებარი!
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და მისი ნიშნებიდან არის ცათა და მიწათა შექმნა და იმ ცხოველთა შექმნა, რომლებიც მან მათში გაფანტა. და მას ძალუძს მათი (სიკვდილის შემდეგ, სამსჯავრო დღეს წარდგენისათვის) შეკრება, როცა მოისურვებს!
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და რაც განსაცდელი გეწიათ, თქვენივე ხელით ნამოქმედარის გამოა, და ის ბევრს პატიობს.
ﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
და თქვენ ვერ შეასუსტებთ (ალლაჰის ძალას) დედამიწაზე [ვერ გაექცევით მის სასჯელს], და არ გყავთ მფარველი და არც დამხმარე.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
და მის ნიშანთაგანია ზღვაში მთებივით მოცურავე ხომალდები.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
თუ ინებებს, დააწყნარებს ქარს და ისინი გაჩერდებიან მის (ზღვის) ზურგზე. ჭეშმარიტად, ამაშია ნიშნები ყოველი მომთმენისა და მადლიერისთვის.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
ან დაღუპავს [დაახრჩობს] მათ იმის გამო, რაც მოიხვეჭეს, და (ასევე) ის ბევრს პატიობს.
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺ
დაე, იცოდნენ იმათ, ვინც ჩვენს ნიშნებს ედავება (ყალბი არგუმენტებით), რომ მათთვის (ალლაჰის სასჯელისგან) თავის დაღწევის გზა არ არსებობს!
ﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
რაც კი რამ გებოძათ, ამქვეყნიური ცხოვრების საზრდოა. ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა, უკეთესია და მარადიული მათთვის, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ უფალს მიენდობიან.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
და რომელნიც ერიდებიან დიდ ცოდვებსა და საძაგელ საქმეებს, და როდესაც განრისხდებიან (ვინმეზე), პატიობენ.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
და რომელთაც უპასუხეს თავიანთ უფალს და აღავლინეს ლოცვა, და რომელთა საქმეებიც ურთიერთშორის თათბირით წყდება, და იმისგან, რაც ჩვენ ვუბოძეთ, გაიღებენ.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
და ისინი, ვინც თავდასხმისას საპასუხო ზომებს იღებენ (და ზღვარს არ სცდებიან).
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და ბოროტების საზღაური მსგავსი ბოროტებაა. ხოლო ვინც აპატიებს და მორიგდება, მისი საზღაური ალლაჰზეა. უეჭველად, მას არ უყვარს უსამართლონი.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧ
და ნამდვილად, ვინც (თავს დამტყდარი უსამართლობის შემდეგ) შურს იძიებს, ასეთ ადამიანზე არ არის საყვედური.
ﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
გზა [გამოსწორებისა] მხოლოდ მათთვისაა, ვინც ადამიანებს აწყენინებს და დედამიწაზე უსამართლოდ ბოროტ საქმეებს სჩადის. ასეთებს მტკივნეული სასჯელი მოელით (განკითხვის დღეს)!
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
ხოლო ვინც მოითმენს და აპატიებს, უეჭველად, ეს უდიდეს საქმეთაგანია.
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
და ვისაც გზააბნეულად აქცევს ალლაჰი, მისთვის არ იქნება მფარველი მის შემდგომ. და შენ იხილავ უსამართლოებს, როცა იხილავენ სასჯელს, იტყვიან: «ნუთუ არ არსებობს უკან დასაბრუნებელი რაიმე გზა?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და შენ (ო, შუამავალო) იხილავ მათ წარდგენილთ მის (ჯოჯოხეთის ცეცხლის) წინაშე, დახრილთ სირცხვილისგან, დაბლა რომ უყურებენ (შიშისგან). და მორწმუნენი იტყვიან: «ჭეშმარიტად, დაზარალებულნი ისინი არიან, რომლებმაც საშინელ დღეს საკუთარ თავს და თავიანთ ოჯახებს (ჯოჯოხეთში შესვლით) ზიანი მიაყენეს!» დიახ, ჭეშმარიტად, უსამართლოები მუდმივ სასჯელში იქნებიან!
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და მათ არ ეყოლებათ მფარველები, რომლებიც დაეხმარებოდნენ, ალლაჰის გარდა. და ვისაც ალლაჰი (ამქვეყნად) გზას აუბნევს, მისთვის გზა არ იქნება!
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
უპასუხეთ თქვენს უფალს (ო, ურწმუნოებო), სანამ დადგება ის დღე [განკითხვის დღე], რომლისგანაც უკან დასახევი გზა არ არის ალლაჰისგან. იმ დღეს არც თავშესაფარი გექნებათ და არც თქვენი დანაშაულების უარყოფას შეძლებთ!
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
მაგრამ თუ ისინი ზურგს შეგაქცევენ, მაშინ ჩვენ არ გაგაგზავნეთ შენ (ო, შუამავალო) მათ მეურვედ. შენი მოვალეობა მხოლოდ გზავნილის მიტანაა. და ჭეშმარიტად, როდესაც ჩვენ ადამიანს ჩვენი წყალობის გემოს ვასინჯავთ (სიმდიდრისა და სხვა სიკეთეების მინიჭებით), ის მასზე ხარობს, ხოლო თუ მას ზიანი [სიღარიბე, ავადმყოფობა და სხვა] შეემთხვევა იმის გამო, რაც მისმა ხელებმა მოიპოვა, მაშინ ადამიანი უმადურია.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის მეუფება. ის ქმნის, რასაც ინებებს. ვისაც ინებებს, უბოძებს ქალიშვილებს, და ვისაც ინებებს, უბოძებს ვაჟიშვილებს.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
ან ერთად უბოძებს მათ ვაჟებსა და ქალებს, და ვისაც ინებებს, უშვილოდ ტოვებს. უეჭველად, იგი ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა.
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
და ალლაჰს არ უსაუბრია კაცთან, გარდა (მხოლოდ) ზეშთაგონების მეშვეობით, ან ფარდის მიღმა (როდესაც კაცმა ის გაიგონა, მაგრამ ვერ იხილა), ან გაგზავნა შუამავალი [ჯაბრაილ ანგელოზი], (რომელმაც) მისი (ალლაჰის) ნებით აუწყა ის, რაც ინება (ალლაჰმა). ჭეშმარიტად, იგი ამაღლებული, ბრძენია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
და აი, ასე შთაგაგონეთ შენ სული (ყურანი) ჩვენი ბრძანებით. შენ არ იცოდი, რა იყო წიგნი და არც რწმენა, მაგრამ ჩვენ იგი (ყურანი) ვქმენით სინათლედ, რომლითაც ვადგენთ სწორ გზაზე ჩვენს მონათაგან იმას, ვისაც ვინებებთ. და უეჭველად, შენ მიუთითებ სწორ გზაზე.
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
ალლაჰის გზაზე, რომელსაც ეკუთვნის ყოველივე, რაც ცათა შინაა და რაც მიწაზეა. უეჭველად, ალლაჰთან ბრუნდება ყოველი საქმე.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers