სურა აზ-ზუხრუფი
PDF —
89 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა აზ-ზუხრუფი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა აზ-ზუხრუფი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა აზ-ზუხრუფი თარგმანი. აზ-ზუხრუფი (Meccan) 89 აია.



სურა აზ-ზუხრუფი
89 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮀﮁ
ჰაა. მიიმ
ﮂﮃﮄ
ვფიცავ, ცხად წიგნს.
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
ჭეშმარიტად, ჩვენ ის [წიგნი] ვქმენით არაბულ ყურანად (არაბულ ენაზე), რათა დაფიქრდეთ (რათა მიხვდეთ მის მნიშვნელობას).
ﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
და ჭეშმარიტად, ის [ყურანი] ჩვენთან, დედა წიგნშია [დაცულ დაფაში], და ის ნამდვილად ამაღლებული და ბრძნულია!
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
განა ზურგს ვიქცევთ თქვენგან და შეგონებას მოგაკლებთ იმის გამო, რომ ზღვარგადასული ხალხი ხართ (თქვენი კერპთაყვანისმცემლობითა და სხვა ცოდვებით)?
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
და რამდენი წინასწარმეტყველი წარვგზავნეთ წინა თაობებში,
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
და არ მისულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ არ დასცინოდნენ მას.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
და ჩვენ დავღუპეთ ვინც მათზე [ყურეიშებზე] ძლიერნი იყვნენ, და წინა თაობების მაგალითებიც წავიდა (მათი ურწმუნოებისა და შუამავალთა დაცინვის გამო რაც დაემართათ) უკვე იქნა ნახსენები.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
და თუ ჰკითხავ მათ: «ვინ შექმნა ცანი და მიწა?» უეჭველად გეტყვიან: «ისინი შექმნა ძლევამოსილმა, ყოვლისმცოდნემ».
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
რომელმაც გაგიჩინათ თქვენ დედამიწა ბრტყელად და გაგიჩინათ მასზე გზები, რათა სწორი გზით იაროთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
და მან ჩამოავლინა წყალი [წვიმა] ციდან ზომიერი რაოდენობით. და ჩვენ ამით გავაცოცხლეთ უსიცოცხლო [მშრალი] მიწა. აი ასე, გამოხვალთ [თქვენი საფლავებიდან გაცოცხლებულნი] (განკითხვის დღეს)!
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
და რომელმაც შექმნა ყველა წყვილები [ცხოველი თუ მცენარე] და დაგიწესათ თქვენ ხომალდები და პირუტყვი, რომლებზეც მგზავრობთ.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
რათა მოთავსდეთ მათ ზურგებზე, შემდეგ გაიხსენოთ თქვენი უფლის წყალობა, როცა მასზე მოთავსდებით, და თქვათ: «დიდება მას, ვინც დაგვიმორჩილა ეს, და ჩვენ არ ვიყავით ამის შემძლენი,
ﮀﮁﮂﮃﮄ
და უეჭველად, ჩვენ ჩვენს უფალთან დავბრუნდებით (სიკვდილის შემდეგ)».
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და მათ [ურწმუნოებმა] ზოგიერთი მისი მსახურთაგანი მასთან თანაზიარნი გახადეს [მას შვილები და თანაზიარნი მიაწერეს]. ჭეშმარიტად, (ურწმუნო) ადამიანი აშკარად უმადურია [ღიად უარყოფს ალლაჰის მიერ მისთვის ბოძებულ წყალობებს]!
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
ნუთუ გგონიათ, რომ მან თავისი ქმნილებიდან ასულები აიყვანა და თქვენ კი ვაჟების ჩუქებით გამოგარჩიათ?! (თქვენ კი ვაჟები გიბოძათ?!)
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
როცა ერთ-ერთ მათგანს ახარებენ იმას [რომ ქალიშვილი შეეძინათ], რაც მოწყალეს მიაწერა მაგალითად, მისი სახე შავდება და იგი მწუხარებით ივსება.
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
ნუთუ მათ (ალლაჰს) მიაწერენ [ქალიშვილს], რომელიც მორთულობებში იზრდება და არგუმენტში თავს ნათლად ვერ გამოხატავს?
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞ
«და მათ [მრავალღმერთიანებმა] ანგელოზები, რომლებიც მოწყალე (ალლაჰის) მსახურნი არიან, ქალებად [ალლაჰის ასულებად] გამოაცხადეს. ნუთუ ისინი მათი [ანგელოზების] შექმნის მოწმეები იყვნენ? ჩაიწერება მათი (ცრუ) მოწმობა (მათ საქმეთა წიგნში) და მათ (ამის გამო განკითხვის დღეს) პასუხს მოსთხოვენ!»
ﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და მათ [მრავალღმერთიანებმა] თქვეს: «თუ მოწყალე (ალლაჰი) ინებებდა, ჩვენ მათ [მის გარდა სხვას] არ ვეთაყვანებოდით!» მათ ამის შესახებ არავითარი ცოდნა არ აქვთ [ალლაჰს მათთვის ეს არ უცნობებია]; ისინი მხოლოდ ტყუიან!
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
ნუთუ ჩვენ მივეცით მათ ამის [ყურანის] წინ რაიმე წიგნი, რომელსაც ისინი იცავენ (მტკიცედ)?
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅ
ო, არა! მათ თქვეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ ვიპოვეთ ჩვენი მამები, რომლებიც გარკვეულ გზას [სწავლებას] მიჰყვებოდნენ, და ჩვენც, უეჭველად, მათ კვალს მივყვებით».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და ასევე, შენამდე არცერთ დასახლებაში არ მოგვივლენია შემგონებელი, რომ მის ფუფუნებაში მცხოვრებთ არ ეთქვათ: «ჩვენ ვპოვეთ ჩვენი მამები ერთ რელიგიაზე და ჩვენ მათ კვალს მივყვებით».
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
უთხრა: «თუნდაც რომ იმაზე უკეთესი გზით მოვედი თქვენთან, ვიდრე ის, რაზეც თქვენი მამები იპოვეთ?» მათ უპასუხეს: «ჭეშმარიტად, ჩვენ არ გვწამს ის, რითაც მოვლინებულნი ხართ».
ﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
და ჩვენ შური ვიძიეთ მათზე [წინათ მყოფ ხალხზე]. და შეხედე, როგორი იყო მტყუართა აღსასრული.
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
და აჰა, უთხრა იბრაჰიმმა მამამისს და თავის ხალხს: «ჭეშმარიტად, მე არ მაქვს წილი იმაში, რასაც თქვენ ეთაყვანებით.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐ
გარდა იმისა, ვინც მე შემქმნა, და ის დამაყენებს ჭეშმარიტ გზაზე».
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
და მან [იბრაჰიმმა] ეს [ერთღმერთიანობის სიტყვა — „არ არსებობს ღვთაება, რომელიც თაყვანისცემის ღირსია, გარდა ალლაჰისა“] თავის შთამომავლობაში მუდმივ სიტყვად დატოვა, რათა ისინი (ჭეშმარიტ გზას) დაბრუნებოდნენ.
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
მაგრამ მე [ალლაჰმა] მათ და მათ მამებს ნება მივეცი, ესარგებლათ, სანამ მათთან მოვიდოდა ჭეშმარიტება [ყურანი] და განმმარტებელი მაცნე [მუჰამმადი]!
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
ხოლო როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება, თქვეს: «ეს ჯადოქრობაა და ჩვენ მისი უარმყოფელნი [ურწმუნონი] ვართ».
ﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
და თქვეს: «რატომ არ გარდმოევლინა ეს ყურანი ორი ქალაქიდან [მექქადან და ტაიფიდან] რომელიმე დიდებულ კაცზე?»
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵ
განა ისინი ანაწილებენ შენი უფლის წყალობას? ჩვენ გავანაწილეთ მათ შორის მათი სარჩო-საბადებელი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და ზოგიერთი მათგანი ზოგიერთზე საფეხურებით ავამაღლეთ, რათა ერთმანეთი სამსახურში ჩაეყენებინათ. და შენი უფლის წყალობა იმაზე უკეთესია, რასაც ისინი აგროვებენ.
ﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და რომ არა საშიშროება, რომ ადამიანები ერთ საზოგადოებად (ურწმუნოთა) იქცეოდნენ (იმ აზრით, რომ ადამიანის სიმდიდრე ალლაჰის სიყვარულის ნიშანია), ჩვენ ნამდვილად ვუზრუნველვყოფდით მოწყალის მიმართ ურწმუნოთათვის სახლებს ვერცხლის სახურავებითა და კიბეებით, რომლებითაც ისინი ზევით აივლიდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖ
და მათი სახლებისთვის კარებსა და ტახტებს, რომლებზეც წამოწვებოდნენ.
ﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და ოქროს სამკაულებსაც. და ყოველივე ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების სიკეთეებია, ხოლო მარადიული ცხოვრება შენს უფალთან ღვთისმოშიშთათვისაა.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
და ვინც ზურგს აქცევს შემწყნარებლის შეხსენებას [ყურანს], ჩვენ დავუდგენთ მას სატანას [ამქვეყნად], რომელიც იქნება მისი თანამგზავრი.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹ
და უეჭველად, ისინი [სატანები] აცდენენ მათ [ჭეშმარიტ] გზას და ჰგონიათ, რომ სწორ გზაზე დგანან.
ﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
და როდესაც ის [ურწმუნო] მოვა ჩვენთან (განკითხვის დღეს), იტყვის: «ო, ნეტავ ყოფილიყო ჩემსა და შენს [სატანას] შორის ორი აღმოსავლეთის [დასავლეთიდან აღმოსავლეთამდე] მანძილი! რა საძაგელი ხარ თანამგზავრად!»
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
და (განკითხვის დღეს მათ ეთქმებათ): «დღეს ვერაფრით გარგებთ ის, რომ სასჯელში (ჯოჯოხეთში) ერთად იქნებით, რადგან თქვენ უსამართლობას სჩადიოდით (დედამიწაზე) [სასჯელი თქვენ შორის არ გაიყოფა და თითოეულს თავისი წილი ექნება]».
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
განა შენ ყრუს გააგონებ, ან ბრმას დაადგენ სწორ გზაზე და იმას, ვინც აშკარა ცდომილებაშია?
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢ
და თუნდაც წაგიყვანოთ შენ [ამქვეყნიდან] [ო,შუამავალ], ჩვენ მათზე შურს მაინც ვიძიებთ [საიქიოში].
ﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
ან უეჭველად გაჩვენებთ შენ (ო, მოციქულო) იმას, რასაც მათ დავპირდით. ჭეშმარიტად, ჩვენ მათზე ძალაუფლება გვაქვს.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕ
მაშ, მტკიცედ ჩაეჭიდე იმას, რაც შთაგეგონა. უეჭველად, შენ სწორ გზაზე დგახარ.
ﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝ
და, ჭეშმარიტად, ეს [ყურანი] უეჭველად არის საპატიო შეხსენება შენთვის (ო, მუჰამმად) და შენი ხალხისთვის, და თქვენ (ამის გამო) პასუხს აგებთ.
ﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
და ჰკითხე მათ, ვინც შენამდე გავგზავნეთ (ო, მოციქულო) ჩვენი მოციქულებიდან [მათ მიმდევრებს]: «განა მოწყალეს (ალლაჰის) გარდა დავადგინეთ სხვა ღვთაებები, რომლებსაც თაყვანი უნდა ეცეთ?»
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
და ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და მის დიდებულებთან. და მან თქვა: «ჭეშმარიტად, მე სამყაროთა უფლის შუამავალი ვარ».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀ
და როდესაც იგი [მუსა] მათთან [ფარაონთან და მის დიდებულებთან] ჩვენი სასწაულებით მოვიდა, ისინი მას დასცინოდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟ
და არც ერთი სასწაული არ გვიჩვენებია მათთვის, რომ ის უფრო დიდი არ ყოფილიყო თავის წინამორბედზე. და მოვუვლინეთ მათ სასჯელი, ეგების დაბრუნებულიყვნენ [ჭეშმარიტებაზე].
ﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
და მათ [ფარაონმა და მისმა დიდებულებმა] უთხრეს (მუსას): «ო, ჯადოქარო ! შესთხოვე ჩვენთვის შენს უფალთან, იმ აღთქმისამებრ, რომელიც მან შენთან დადო (რომ გვიხსნას სასჯელისგან), და მაშინ [თუ ის სასჯელს მოგვაშორებს] ჩვენ ნამდვილად დავადგებით სწორ გზას!»
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
და როდესაც მათგან სასჯელი მოვხსენით, აჰა, მათ დაარღვიეს თავიანთი აღთქმა .
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და ფარაონმა თავის ხალხს შესძახა და უთხრა: «ნუთუ მე არ ვარ ეგვიპტის მბრძანებელი და ამ მდინარეების, რომლებიც ჩემს ქვეშ მიედინება? ნუთუ ვარ ხედავთ?
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
განა მე [ფარაონი] არ ვარ ამაზე [მუსაზე] უკეთესი, რომელიც უღირსია და ძლივს მეტყველებს?
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞ
და რატომ არ ჩამოეყარა მას (მისი უფლისგან) ოქროს სამაჯურები (რომლითაც შეეძლო თავის მორთვა), ან რატომ არ მოვიდნენ მასთან ანგელოზები, რომლებიც თან ეახლებოდნენ მას (და დაეხმარებოდნენ) (თუ ის აცხადებს, რომ ალლაჰის შუამავალია)?»
ﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
და მან თავისი ხალხი უგუნურად მიიჩნია, და ისინი დაემორჩილნენ მას (ფარაონს). ჭეშმარიტად, ისინი ალლაჰისადმი ურჩი ხალხი იყვნენ!
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
და როდესაც მათ განგვარისხეს, ჩვენ შური ვიძიეთ მათზე (სწრაფი სასჯელით) და ყველანი დავახრჩეთ (ზღვაში).
ﮯﮰﮱﯓﯔ
და ჩვენ ისინი [ისინი, ვინც დავახრჩვეთ] წინამორბედებად ვაქციეთ (მათთვის, ვინც მათ შემდეგაც მათსავით მოიქცევა) და მაგალითად — შემდგომთათვის.
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და როდესაც (მრავალღმერთიანებმა) მაგალითად მოიყვანეს მარიამის ძე ['ისა], მაშინ, აჰა, შენი ხალხი (ო, მუჰამმად) ამის გამო აღტაცებით ყვირილს იწყებს.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
და თქვეს: «ჩვენი ღმერთები უკეთესნი არიან თუ ის ['ისა, მარიამის ძე]?» (და) ისინი მას ['ისას] შენთან (ო, მუჰამმად) მხოლოდ სადავოდ მოიყვანენ [მაგალითად]. და ისინი არიან ხალხი, რომლებიც (ცრუ არგუმენტებით) კამათობენ!
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻ
იგი ['ისა] მხოლოდ მსახურია, რომელსაც ჩვენ ჩვენი მხრიდან წყალობა [წინასწარმეტყველება] ვუბოძეთ და იგი მაგალითად [ნიშნად] ვაქციეთ ისრაელის ძეთათვის.
ﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
და ჩვენ რომ გვენება, დედამიწაზე თქვენს ადგილას ანგელოზებს დავადგენდით, რომლებიც თქვენს ნაცვლად მემკვიდრეები იქნებოდნენ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
და, ჭეშმარიტად, იგი ['ისა, მარიამის ძე] არის ნიშანი (საათის [განკითხვის დღის] მოახლოებისა). ამიტომ ნუ შეიტანთ ეჭვს მასში [განკითხვის დღის დადგომაში] და (უთხარი მათ, ო, მუჰამმად): «გამომყევით მე! ეს არის სწორი გზა (სამოთხისკენ)».
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და არ გაცდუნოთ თქვენ ეშმაკმა. ჭეშმარიტად, ის თქვენი აშკარა მტერია.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
და როდესაც 'ისა (იესო) მკაფიო ნიშნებით მოვიდა, თქვა: «მე მოვედი თქვენთან სიბრძნით, რათა განგიმარტოთ ზოგიერთი ის, რაზეც თქვენ შორის უთანხმოებაა, და გეშინოდეთ ალლაჰის და მე დამემორჩილეთ!
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩემი უფალია და თქვენი უფალიც, მაშ, თაყვანი ეცით (მხოლოდ) მას! აი ეს არის სწორი გზა».
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐ
და მათ შორის უთანხმოება გაჩნდა ! და ვაი მათ, ვინც უსამართლობა ჩაიდინა (იესოს ღმერთის ძედ წოდებით), მტკივნეული დღის სასჯელისგან.
ﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛ
ნუთუ ისინი [ვინც 'ისას შესახებ აზრთასხვაობაში არიან] სხვა რამეს ელოდებიან, გარდა [განკითხვის დღის] საათისა, რომელიც მათ მოულოდნელად მოადგებათ, მაშინ როცა ისინი ამას ვერც კი იგრძნობენ?
ﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
მეგობრები (საყვარელი ადამიანები) იმ [განკითხვის] დღეს ერთმანეთის მტრები იქნებიან, გარდა ღვთისმოშიშებისა.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
(და ეთქმება მათ [მორწმუნეებს]): «ო, ჩემო მსახურნო! იმ დღეს თქვენთვის შიში არ იქნება და არც დამწუხრდებით!
ﮭﮮﮯﮰﮱﯓ
რომელთაც ჩვენი სასწაულები ირწმუნეს და (ალლაჰის) მორჩილნი [მუსლიმები] იყვნენ».
ﯔﯕﯖﯗﯘﯙ
(და ეთქმებათ მათ): «შედით სამოთხეში, თქვენ და თქვენი ცოლები, რათა (იქ) ნეტარნი იყოთ».
ﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫ
მათ (სამოთხეში) ოქროს ჭურჭლითა და სასმელებით მოემსახურებიან. და მასში იქნება ყველაფერი, რასაც სულები ინატრებენ და რაც თვალს ახარებს. და თქვენ მასში მარადიულად დარჩებით.
ﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳ
და ესაა სამოთხე, რომელიც თქვენთვის მემკვიდრეობად არის მოცემული იმ [კეთილი საქმეების] გამო, რაც (დედამიწაზე) გააკეთეთ.
ﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
თქვენთვის მასში მრავალი (სხვადასხვა) ნაყოფია გამზადებული, რომელსაც მიირთმევთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗ
ჭეშმარიტად, დამნაშავეები [ურწმუნონი] სამუდამოდ დარჩებიან [ჯოჯოხეთის] სასჯელში.
ﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
მათ [ურწმუნოებს] არ მიეცემათ შეწყნარება (ჯოჯოხეთის სასჯელისგან) და ისინი იქნებიან მასში სასოწარკვეთილნი.
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და ჩვენ მათ მიმართ უსამართლობა არ გამოგვიჩენია (ჯოჯოხეთში დასჯით), არამედ ისინი თავად იყვნენ უსამართლონი (რადგან ალლაჰს თანაზიარნი დაუყენეს და უარი თქვეს, ეღიარებინათ იგი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად).
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
და ისინი [ურწმუნოები] მოუხმობენ (მას შემდეგ, რაც ალლაჰმა ჯოჯოხეთში შეიყვანა ისინი): «ო, მაალიქ [ჯოჯოხეთის ერთ-ერთი მცველი]! შენმა უფალმა მოგვიღოს ბოლო (რათა ამ სასჯელს გადავურჩეთ)!» ის ეტყვის: «თქვენ (ჯოჯოხეთში მარადიულად) დარჩებით!».
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷ
(და ეთქმებათ ჯოჯოხეთის მკვიდრთ): «ჩვენ მოვედით თქვენთან ჭეშმარიტებით, მაგრამ თქვენი უმეტესობა ჭეშმარიტების მოძულეა».
ﭸﭹﭺﭻﭼﭽ
ნუთუ მათ [მრავალღმერთიანებმა] რაიმე გადაწყვეტილება მიიღეს (იმისათვის, რომ ებრძოლონ ჭეშმარიტებას, რომელიც ჩვენ მათამდე მივიტანეთ)? ჭეშმარიტად, ჩვენც მივიღეთ გადაწყვეტილება (მათთვის სასჯელის მისაგებად).
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊ
ნუთუ ჰგონიათ (მრავალღმერთიანებს), რომ ჩვენ არ გვესმის მათი საიდუმლო და ფარული საუბარი? პირიქით, ჩვენი მოციქულები (ანგელოზები) მათთან არიან და იწერენ.
ﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓ
უთხარი (ო, შუამავალო) (შენ ხალხს, რომლებიც ამბობენ, რომ ანგელოზები ალლაჰის ქალიშვილები არიან): «მწყალობელს რომ შვილი ჰყავდეს, მაშინ მე პირველი თაყვანისმცემელთაგანი ვიქნებოდი (ამ შვილზე, რომელზეც ამბობთ) ».
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
წმინდა არის ცათა და მიწის უფალი, ტახტის უფალი, იმისგან, რასაც ისინი მიაწერენ (ალლაჰს).
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
მაშ, მიატოვე ისინი (ო, შუამავალო), თავიანთ სიცრუეში ჩაფლულნი და ამქვეყნად გართულნი, სანამ დადგება მათი აღთქმული დღე.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓ
ის არის, რომელიც ცაშიც ღმერთია და მიწაზეც ღმერთია. და ის არის ბრძენი, ყოვლისმცოდნე.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡ
და კურთხეულია ის, ვისაც ეკუთვნის მეუფება ცათა და მიწისა და რაც მათ შორისაა. და მასთანაა ცოდნა საათის და მასთან დაბრუნდებით.
ﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
ხოლო ისინი, რომლებსაც მის [ალლაჰის] ნაცვლად უხმობენ, არ ფლობენ შუამდგომლობას გარდა მათთვის, ვინც ჭეშმარიტება დაამოწმეს, და მათ იცოდნენ .
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
და თუ ჰკითხავ მათ, ვინ შექმნა ისინი, უეჭველად იტყვიან: «ალლაჰი!» მაშ, როგორღა არიან ისინი შეცდენილნი?
ﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
და მან [მუჰამმადმა] თქვა (თავისი ხალხის შესახებ, რომელმაც მას არ დაუჯერა): «ო, უფალო! ჭეშმარიტად, ესენი არიან ხალხი, რომლებსაც არ სწამთ!»
ﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
მაშ, ზურგი აქციე მათ და უთხარი: «მშვიდობა!» რადგან ისინი მალე გაიგებენ (რაც მოელით).

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers