სურა ალ-მუჯადილა
PDF —
22 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-მუჯადილა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-მუჯადილა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუჯადილა თარგმანი. ალ-მუჯადილა (Medinan) 22 აია.



სურა ალ-მუჯადილა
22 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ჭეშმარიტად, შეისმინა ალლაჰმა იმ [ქალის] სიტყვა , რომელიც გეკამათებოდა თავისი ქმრის გამო და შესჩიოდა ალლაჰს. და ალლაჰს ესმოდა თქვენი საუბარი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმსმენი, ყოვლისმხედველია.
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿ
თქვენგან ისინი, ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი (ცოლები) მათი დედების ზურგებს ჰგვანან, ცოდვას სჩადიან, რადგან ისინი (ცოლები) სინამდვილეში არ არიან მათი (ქმრების) დედები. მათი დედები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ისინი შობეს. ისინი ნამდვილად ამბობენ საძრახ სიტყვებს და სიცრუეს. ჭეშმარიტად ალლაჰი, შემწყნარებელი, მიმტევებელია.
ﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
და ისინი (ქმრები), ვინც თავიანთ ცოლებს ეუბნებიან, რომ ისინი [ცოლები] მათი დედების ზურგებივით არიან და შემდეგ უარყოფენ ნათქვამს [გადაწყვეტენ ქორწინების გაგრძელებას], (ისინი ვალდებულნი არიან, ამის გამო გამოსასყიდი გადაიხადონ) მორწმუნე მონის (ან მორწმუნე მონა ქალის) გათავისუფლებით, სანამ ისინი [წყვილი] ერთმანეთს შეეხებიან [ინტიმურ კავშირს დაამყარებენ]. ეს [ალლაჰის გადაწყვეტილება] არის ის, რითაც თქვენ (ო, მორწმუნეებო) გაფრთხილებთ (რათა არ ჩაიდინოთ ასეთი ქმედება), და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗ
ხოლო ვინც ვერ იპოვის (მონას რათა გაანთავისუფლოს), მაშინ ზედიზედ ორი თვე იმარხულოს, ვიდრე ერთმანეთს შეეხებიან (ცოლ-ქმარი ინტიმურად). ხოლო ვისაც არ შეუძლია, მაშინ სამოცი ღატაკი დააპუროს. ეს იმიტომ, რომ ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. და ეს ალლაჰის მიერ დაწესებული საზღვრებია. ხოლო ურწმუნოთათვის მწარე სასჯელია.
ﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬ
უეჭველად, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, დამცირებულნი იქნებიან, ისევე როგორც დამცირებულნი იქნენ ისინი, ვინც მათზე უწინ იყვნენ (უწინდელი ერები და თემები, რომლებიც ალლაჰსა და მის მუციქულებს ეურჩებოდნენ). და ჩვენ ხომ გარდმოვავლინეთ ცხადი აიათები (სასწაულები). ხოლო ურწმუნოთათვის დამამცირებელი სასჯელია.
ﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
იმ დღეს, როცა ალლაჰი ყველას ერთად აღადგენს და ამცნობს მათ, რაც მათ ჩაიდინეს (ამქვეყნიერ ცხოვრებაში). ალლაჰმა აღრიცხა ის (რაც მათ ჩაიდინეს), მათ კი დაივიწყეს. და ალლაჰი ყოვლის მოწმეა.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ნუთუ არ გინახავს, რომ ალლაჰმა იცის, რაც არის ცათა შინა და რაც არის ქვეყანასა ზედა? არ არსებობს სამი კაცის საიდუმლო საუბარი, რომ ის არ იყოს მათი მეოთხე, და არც ხუთის, რომ ის არ იყოს მათი მეექვსე, და არც ამაზე ნაკლების და არც მეტის, რომ ის არ იყოს მათთან ერთად, სადაც არ უნდა იყვნენ. შემდეგ ამცნობს მათ, თუ რა გააკეთეს, აღდგომის დღეს. უეჭველად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭ
განა არ გინახავს შენ (ო, შუამავალო) ისინი [მედინელი იუდეველები], რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ ფარული საუბარი (მორწმუნეთა თანდასწრებით) (რათა ამით მორწმუნეთა გულებში იუდეველთა განზრახვების შესახებ ეჭვი არ ჩაეთესათ)? მაგრამ (შემდეგ) ისინი [იუდეველები] კვლავ უბრუნდებიან იმას, რაც აკრძალული ჰქონდათ [მორწმუნეთა თვალწინ ფარულ საუბარს], და ფარულად ლაპარაკობენ ცოდვაზე, მტრობასა (მორწმუნეების მიმართ) და მოციქულისადმი [მუჰამმადისადმი] ურჩობაზე. ხოლო როდესაც ისინი [იუდეველები] შენთან (ო, მოციქულო) (რაიმე საქმის გამო) მოდიან, ისეთი მისალმებით გესალმებიან , როგორითაც ალლაჰს შენთვის არასოდეს მიუსალმებია. და თავიანთ გულებში [ჩუმად] ამბობენ: «რატომ არ გვსჯის ალლაჰი იმის გამო, რასაც (მუჰამმადს) ვეუბნებით, თუ ის მართლაც ალლაჰის მოციქულია?» მათთვის საკმარისია გეენა [ჯოჯოხეთი], სადაც ისინი დაიწვებიან (მარადიულად)! და რა ცუდი დასაბრუნებელი ადგილია იგი!
ﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა საიდუმლოდ საუბრობთ, ნუ ისაუბრებთ ცოდვაზე, მტრობასა და შუამავლისადმი ურჩობაზე (როგორც ებრაელები საუბრობდნენ), არამედ ისაუბრეთ სიკეთესა და ღვთისმოშიშობაზე. და გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლის წინაშეც შეკრებილნი იქნებით.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
უეჭველად, ფარული საუბარი სატანისგანაა, რათა დაამწუხროს მორწმუნენი, მაგრამ ის ვერაფერს ავნებს მათ ალლაჰის ნების გარეშე. დაე, ალლაჰს მიენდონ მორწმუნენი.
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გეტყვიან (შეკრებებზე): «გააფართოვეთ ადგილი», [რომ სხვებსაც შეეძლოთ დაჯდომა]! — მაშინ გააფართოვეთ, და ალლაჰი გაგიფართოვებთ თქვენთვის (ამ ქვეყანაშიც და სამოთხეშიც). და როცა გეუბნებიან: «ადექით!» — მაშინ ადექით. ალლაჰი აღამაღლებს თქვენგან მათ, ვინც ირწმუნა, და მათ, ვისაც ცოდნა მიეცა, ხარისხებით. და ალლაჰი ყოვლისმცოდნეა იმისა, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩ
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა გსურთ საიდუმლოდ დაელაპარაკოთ მოციქულს, მაშინ წინასწარ გაიღეთ მოწყალება თქვენი საიდუმლო საუბრის წინ. ეს უკეთესია თქვენთვის და უფრო სუფთაა (თქვენი გულებისთვის). ხოლო თუ ვერ იპოვით (რასაც გასცემთ მოწყალებად), მაშინ ამაში ცოდვა არ არის; და ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
ნუთუ შეგეშინდათ, რომ თქვენი ფარული საუბრის წინ მოწყალება გაგეღოთ (რომ ამით გაღარიბდებოდით, ან სატანამ ჩაგაგონათ, რომ ეს ზედმეტი ხარჯი იყო)? ხოლო როდესაც არ შეასრულეთ (ის, რაც ნაბრძანები გქონდათ), და (მას შემდეგ, რაც) ალლაჰმა თქვენი მონანიება მიიღო (წინასწარი მოწყალების შესახებ დადგენილების გაუქმებით), მაშინ (ამის გამოსასწორებლად) აღასრულეთ ლოცვა დროულად და სათანადო წესით, მიეცით სავალდებულო მოწყალება [ზაქათი] და დაემორჩილეთ ალლაჰსა და მის მოციქულს ყველაფერში, რაც თქვენთვის არის ნაბრძანები. ხოლო ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ, და ის მოგიზღავთ თქვენი საქმეების მიხედვით!
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
ნუთუ არ გინახავს შენ, ო მოციქულო, ისინი [მუნაფიყები], რომლებმაც მეგობრებად (და მოკავშირეებად) აირჩიეს ისეთი ხალხი [იუდეველები], რომლებზეც ალლაჰი განრისხდა? ისინი არც თქვენგან არიან [მორწმუნეთაგან] და არც მათგან არიან [იუდეველთაგან]; და ისინი ფიცს ცრუდ დებენ, და თავადაც იციან, რომ ტყუიან იმაში, რაზეც ფიცს დებენ.
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥ
ალლაჰმა მათთვის სასტიკი სასჯელი გაამზადა. უეჭველად, რაოდენ ცუდია ის, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰ
მათ [მუნაფიყებმა] თავიანთი (ცრუ) ფიცები საფარველად გამოიყენეს (რათა მათი ურწმუნოების გამო არ მოეკლათ), და ამით (თავიანთ თავსაც და სხვებსაც) ალლაჰის გზიდან — ისლამიდან აცდენდნენ. მათთვის იქნება დამცირებელი სასჯელი (ჯოჯოხეთში)!
ﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
მათი ქონება და შვილები ვერაფერს არგებენ ალლაჰის წინაშე; ისინი ცეცხლის ბინადარნი არიან, და მარადიულად იქნებიან მასში.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷ
იმ დღეს, როცა ალლაჰი აღადგენს მათ ყველას, ისინი მის წინაშე ფიცს დადებენ (რომ თითქოს მორწმუნეები იყვნენ), ისევე როგორც ფიცს დებდნენ თქვენ წინაშე (ო, მორწმუნენო), და ისინი [მუნაფიყები] იფიქრებენ, რომ ეს მათ დაეხმარება (ალლაჰის წინაშე, როგორც ეხმარებოდათ მორწმუნეთა წინაშე ამ სამყაროში). ო, დიახ! ჭეშმარიტად, ისინი (გადამეტებული, აშკარა) მატყუარები არიან.
ﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉ
სატანამ სძლია მათ და დაავიწყა მათ ალლაჰის ხსენება, (ასე რომ მათ მიატოვეს ალლაჰის ბრძანებები). ასეთები [თვალთმაქცნი] — სატანის პარტიაა (და მისი მიმდევრები). ო, დიახ! ჭეშმარიტად, სატანის პარტია დამარცხებული და წაგებულია (ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც)!
ﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
უეჭველად, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ ისინი არიან ყველაზე დამცირებულთა შორის.
ﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝ
ალლაჰმა ჩაიწერა (ზეციურ ფირფიტაზე, ანუ დაადგინა რომ): «ჭეშმარიტად, მე და ჩემი შუამავლები გავიმარჯვებთ!» ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლე, დიდებულია!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
ვერ იპოვი შენ (ო, მოციქულო) ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სწამთ ალლაჰის და უკანასკნელი დღის, და ამავე დროს უყვარდეთ ისინი, ვინც ალლაჰსა და მის მოციქულს ემიჯნება [ალლაჰისა და მისი მოციქულის მტრები], თუნდაც ისინი მათი მამები, შვილები, ძმები ან ნათესავები იყვნენ. ასეთ ადამიანებს ალლაჰმა მათ გულებში რწმენა განუმტკიცა და გააძლიერა ისინი მისგან მომდინარე სულით. და შეიყვანს მათ სამოთხის ბაღებში, რომელთა ქვემოთ მდინარეები მოედინება, სადაც ისინი მარადიულად დარჩებიან. ალლაჰი კმაყოფილია მათით, და ისინიც კმაყოფილნი არიან ალლაჰით. ისინი ალლაჰის პარტიაა. დიახ, ჭეშმარიტად, ალლაჰის პარტია — სწორედ ისინი არიან წარმატებულნი (ამქვეყნადაც და მარადიულ ცხოვრებაშიც)!

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers