სურა ალ-მუმთაჰინა
PDF —
13 აია Medinan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ალ-მუმთაჰინა pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ალ-მუმთაჰინა pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ალ-მუმთაჰინა თარგმანი. ალ-მუმთაჰინა (Medinan) 13 აია.

← ალ-ჰაშრიალ-მუმთაჰინა ას-საფი →


სურა ალ-მუმთაჰინა
13 აია · Medinan · ქართული
bismillah
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ გაიხდით ჩემს მტერსა და თქვენს მტერს მეგობრებად , რომელთაც სიყვარულს უცხადებთ, მაშინ, როცა მათ უარყვეს ჭეშმარიტება, რომელიც გეცხადათ. ისინი დევნიან შუამავალსა და თქვენც, იმის გამო, რომ ირწმუნეთ ალლაჰი, თქვენი უფალი. თუ თქვენ გამოხვედით ჩემს გზაზე საბრძოლველად და ჩემი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, თქვენ ფარულად უცხადებთ მათ სიყვარულს, მაგრამ მე ყველაზე უკეთ ვიცი, რასაც მალავთ და რასაც აცხადებთ. და ვინც თქვენგან ამას ჩაიდენს, ის ნამდვილად ასცდა სწორ გზას.
ﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑ
თუ ისინი [ურწმუნოები] შეგხვდებიან თქვენ, თქვენი მტრები იქნებიან და თქვენკენ გაიწვდიან თავიანთ ხელებს (რათა მოგკლან ან ტყვედ ჩაგიგდონ), და ასევე თავიანთ ენებსაც ბოროტებით (შეურაცხყოფით) მოგაწვდიან. და მათ სურთ, რომ თქვენც გახდეთ ისევე ურწმუნონი, როგორც თავად არიან.
ﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
ვერც თქვენი ნათესავები და ვერც თქვენი შვილები ვერ გიშველიან. განკითხვის დღეს ის განგაცალკევებთ თქვენ. ალლაჰი ხედავს, რასაც თქვენ სჩადიხართ.
ﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸ
ჭეშმარიტად, თქვენთვის შესანიშნავი მაგალითი იყო იბრაჰიმსა და მასთან მყოფებში, როცა მათ თავიანთ ხალხს უთხრეს: «ჩვენ უარს ვამბობთ თქვენზე და იმაზე, რასაც თქვენ ეთაყვანებით ალლაჰის გარდა. ჩვენ უარგყავით თქვენ, და ჩვენსა და თქვენს შორის გაჩნდა მტრობა და სიძულვილი სამუდამოდ, სანამ არ ირწმუნებთ მხოლოდ ერთადერთ ალლაჰს». გარდა იბრაჰიმის სიტყვებისა მამამისისადმი: «მე შენთვის პატიებას შევთხოვ, მაგრამ მე არაფერი შემიძლია შენთვის ალლაჰის წინაშე. უფალო ჩვენო! შენზე ვართ მინდობილნი, შენკენ მოვიქეცით (მონანიებით) და შენთანაა დაბრუნება».
ﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
უფალო ჩვენო! ნუ გვაქცევ ურწმუნოთა საცდურად და შეგვინდე ჩვენ, უფალო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ ხარ ძლევამოსილი, ბრძენი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
ჭეშმარიტად, თქვენთვის მათშია მშვენიერი მაგალითი, იმისთვის, ვისაც ალლაჰისა და უკანასკნელი დღის იმედი აქვს. და ვინც ზურგს შეაქცევს, უეჭველად, ალლაჰი თვითკმარი, ყოვლადქებულია.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
შესაძლოა, ალლაჰმა დაამყაროს სიყვარული თქვენსა და მათ შორის, ვისაც მტრობდით. ალლაჰი ყოვლისშემძლეა. და ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏ
ალლაჰი არ გიკრძალავთ თქვენ მათ მიმართ, რომელთაც არ გებრძოდნენ რწმენის გამო და არ გამოუგდიხართ თქვენი სახლებიდან, რომ სიკეთე და კეთილგანწყობა გამოიჩინოთ და სამართლიანად მოეპყროთ. უეჭველად, ალლაჰს უყვარს სამართლიანნი.
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
ალლაჰი მხოლოდ გიკრძალავთ მათთან (მეგობრობას), რომელნიც გებრძოდნენ რწმენის გამო, გაგაძევეს თქვენი სახლებიდან და ეხმარებოდნენ სხვებს თქვენს გაძევებაში, რომ დაუმეგობრდეთ მათ. და ვინც მათ დაუმეგობრდება, სწორედ ისინი არიან უსამართლონი.
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როდესაც თქვენთან მორწმუნე ქალები გადმოსახლდებიან (ურწმუნოების ქვეყნიდან ისლამის ქვეყანაში), გამოსცადეთ ისინი (ნამდვილად არიან თუ არა მორწმუნენი). ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის მათი რწმენა. და თუ (მათი სიტყვებითა და საქმეებით) შეიტყობთ, რომ ისინი მართლაც მორწმუნენი არიან, მაშინ ნუ დააბრუნებთ მათ ურწმუნოებთან [მათ ურწმუნო ქმრებთან], რადგან ისინი [მორწმუნე ქალები] მათთვის [ურწმუნო კაცებისთვის] ნებადართულნი აღარ არიან, და არც ისინი [ურწმუნო კაცები] არიან ნებადართულნი მათთვის [მორწმუნე ქალებისთვის]. და მიეცით მათ [მათ ყოფილ ქმრებს] ის, რაც მათ დახარჯეს (თავიანთ ყოფილ ცოლებზე) (საქორწინო მზითვის სახით). და თქვენზე (ო, მორწმუნე კაცებო) ცოდვა არ იქნება, თუ მათზე [გადმოსახლებულ მორწმუნე ქალებზე] იქორწინებთ, როდესაც მათ მისცემთ მათ კუთვნილ საქორწინო მზითვს. და ნუ შეინარჩუნებთ (საქორწინო) კავშირს ურწმუნო ქალებთან, და მოითხოვეთ (მრავალღმერთიანებისგან) ის, რაც თქვენ დახარჯეთ (საქორწინო მზითვის სახით) (თქვენს ცოლებზე, რომლებმაც შემდეგ რწმენა დატოვეს და მათ შეუერთდნენ). და მათ [მრავალღმერთიანებმაც] (ასევე) მოითხოვონ (თქვენგან) ის, რაც მათ დახარჯეს (საქორწინო მზითვის სახით) თავიანთ ყოფილ ცოლებზე, რომლებმაც შემდეგ ისლამი მიიღეს და თქვენ შემოგიერთდნენ. ეს [როგორც ამ აიათშია ნათქვამი] ალლაჰის განაჩენია თქვენთვის. იგი განსჯის თქვენს შორის. და, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყოვლადბრძენია.
ﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟ
და თუ რომელიმე თქვენი ცოლი (რწმენას განუდგა და) თქვენგან [მორწმუნეებისგან] წავიდა ურწმუნოებთან, და შემდეგ თქვენ მიიღეთ თქვენი წილი [ურწმუნოებზე გამარჯვების შემდეგ და სამხედრო ნადავლის აღებით], მაშინ მიეცით იმ მორწმუნეებს, რომელთა ცოლებიც წავიდნენ, იმდენივე (ქონება), რამდენიც მათ დახარჯეს საქორწინო ძღვენის სახით. და გეშინოდეთ ალლაჰის, რომლისაც თქვენ გწამთ!
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸ
ჰეი, შუამავალო! როცა შენთან მოვლენ მორწმუნე ქალები, რათა ერთგულების ფიცი დაგიდონ, რომ არაფერს გაუთანასწორებენ ალლაჰს, არ მოიპარავენ, არ იმრუშებენ, არ დახოცავენ თავიანთ შვილებს, არ მოიგონებენ ცილისწამებას, რომელსაც თავადვე შეთხზავენ და არ შეგეწინააღმდეგებიან კეთილ საქმეში, მაშინ მიიღე მათი ფიცი და სთხოვე ალლაჰს მათთვის პატიება. უეჭველად, ალლაჰი მიმტევებელი, შემწყალებელია.
ﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
ჰეი, თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ დაუმეგობრდებით (თანადგომას ნუ გაუწევთ) ხალხს, რომლებზეც ალლაჰი განრისხდა. მათ უკვე იმედი გადაიწურეს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე, ისევე, როგორც ურწმუნოებმა გადაიწურეს იმედი სამარეში მყოფთაგან.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers