სურა ჰუდი
PDF —
123 აია Meccan PDF
Built right in your browser — download starts automatically

სურა ჰუდი pdf — ჩამოტვირთვა (ქართული)

სურა ჰუდი pdf ქართული — ჩამოტვირთვა სურა ჰუდი თარგმანი. ჰუდი (Meccan) 123 აია.



სურა ჰუდი
123 აია · Meccan · ქართული
bismillah
ﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟ
ალიფ. ლამ. რა. წიგნი, რომლის აიათებიც (სრულყოფილად) დადგენილია, ხოლო შემდეგ ნათლად განმარტებული ბრძენის, ყოვლისმცოდნის მიერ.
ﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪ
რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე თქვენთვის მისგან გამაფრთხილებელი და მახარობელი ვარ.
ﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦ
და რომ შესთხოვოთ პატიება (ცოდვებისთვის) თქვენს უფალს, შემდეგ მოინანიოთ მის წინაშე, ის მოგანიჭებთ თქვენ მშვენიერ სარჩოს დათქმულ დრომდე და მიაგებს ყოველ ღირსეულს თავის ღირსებას. ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მაშინ მე მეშინია თქვენთვის დიდი დღის სასჯელის.
ﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ალლაჰთანაა თქვენი დაბრუნება და იგია ყოვლისშემძლე.
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
დიახ! ჭეშმარიტად, ისინი [როცა კითხულობს ყურანს], მკერდებს მუცელზე იჭერენ, თითქოს არ ესმით ალლაჰის შეგონება და სურთ დამალონ თავიანთი ურწმუნოება მისგან. მაგრამ არა! მაშინაც კი, როცა (ღამით) თავიანთი ტანსაცმლით იფარებიან, ალლაჰმა იცის, რას მალავენ მათ სულებში და რას სჩადიან ღიად (დღისით). ჭეშმარიტად, მან — უწყის ის, რაც გულებშია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣ
არ არსებობს დედამიწაზე არც ერთი ცოცხალი არსება, რომლის საზრდოც ალლაჰთან არ იყოს. მან იცის მისი საცხოვრებელი ადგილი (სიცოცხლის განმავლობაში) და მისი განსვენების ადგილი (სიკვდილის შემდეგ). ეს ყოველივე ალლაჰთან არის ჩაწერილი ნათელ წიგნში [დაცულ ფირფიტაზე].
ﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄ
ის არის, რომელმაც შექმნა ცანი და მიწა ექვს დღეში და მისი ტახტი წყალზე იყო, რათა გამოგცადოთ, თუ რომელი თქვენგანი იქნება უკეთესი საქმით. და თუ შენ ეტყვი: «ჭეშმარიტად, თქვენ აღდგენილნი იქნებით სიკვდილის შემდეგ», უეჭველად იტყვიან ისინი, რომელნიც გახდნენ ურწმუნონი: «ეს (ყურანი) სხვა არაფერია, თუ არა ცხადი ჯადოქრობა».
ﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
და თუ ჩვენ გადავუვადებთ მათ სასჯელს განსაზღვრულ დრომდე, უთუოდ იტყვიან: «რა აკავებს მას [სასჯელს]?» ვაი, იმ დღეს, როცა ის მათ ეწვევა, არ იქნება მათგან არიდებული და გარს შემოერტყმებათ მათ ის (ტანჯვა-წამება), რასაც ისინი დასცინოდნენ.
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და თუ ჩვენ ადამიანს ვაგრძნობინებთ წყალობას ჩვენგან, შემდეგ კი წავართმევთ მას, უეჭველად, იგი სასოწარკვეთილი და უმადურია.
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘ
და თუ ჩვენ მას (ადამიანს) ვაგრძნობინებთ სიკეთეს გაჭირვების შემდეგ, რომელიც მას შეეხო, უეჭველად იტყვის: «უბედურებანი გამშორდა!» (ალლაჰს კი მადლობას არ უძღვნის) ჭეშმარიტად, იგი გახარებულია და ამაყი.
ﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
გარდა იმათ, რომელთაც მოითმინეს და ჰქმნეს კეთილი საქმენი. მათთვისაა შენდობა და დიდი საზღაური.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁ
იქნებ შენ (ო, მოციქულო) მიატოვო ნაწილი იმისა, რაც შენ გეცხადება და ამის გამო შენი გული შევიწროებულია, რომ ისინი ამბობენ: «ნუთუ არ გარდმოევლინა მას საგანძური ან ანგელოზი არ მოჰყვა?!» შენ კი მხოლოდ შემგონებელი ხარ. ხოლო ალლაჰი ყოველივეს მფარველია.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤ
ან იქნებ ისინი [მექქის მრავალღმერთიანები] ამბობენ: «მუჰამმადმა თვითონვე მოიგონა იგი [ყურანი]». უთხარი მათ (ო, შუამავალო): «(თუ ეს ასეა,) მოიტანეთ ათი მოგონილი სურა, მსგავსი მისისა [ყურანისა], და მოუხმეთ, ვისაც შეძლებთ, გარდა ალლაჰისა, თუ მართალნი ხართ».
ﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶ
ხოლო თუ არ გიპასუხებენ, მაშინ იცოდეთ, რომ იგი ალლაჰის ცოდნითაა ზემოვლენილი და რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა მისი. მაშ, არ გახდებით მორჩილნი (მუსლიმები) მისი?
ﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅ
ვისაც ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სილამაზე (სიტკბოება) სურს, ჩვენ სრულად მივუზღავთ მათ თავიანთი საქმეებისთვის მასში და არაფერი დააკლდებათ.
ﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗ
აი, ისინი არიან, რომელთაც საიქიოში ცეცხლის გარდა არაფერი ელით. და ამაო იქნება, რაც იქ მოიმოქმედეს, და ფუჭია, რასაც აკეთებდნენ.
ﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
განა ის, ვინც თავისი უფლისგან მოცემულ ცხად სასწაულს [დამადასტურებელ მტკიცებულებას] ეყრდნობა [ნაგულისხმებია შუამავალი], და მას მოჰყვება მოწმე [ჯიბრილი] მისი მხრიდან [ალლაჰისგან], და მასზე წინ მუსას წიგნიც [თორა], როგორც გზამკვლევი და წყალობა, შეიძლება იყოს მსგავსი ურწმუნოსი? მართლაც, იმათ სწამთ მისი [ყურანის]. ხოლო ვინც მას [ყურანს] უარყოფს სხვადასხვა ჯგუფთაგან, ცეცხლი არის მათი დანიშნული ადგილი. ამიტომ ნუ იქნები მასში [ყურანში] ეჭვმიტანილი, რადგან ჭეშმარიტად, იგი [ყურანი] ჭეშმარიტებაა შენი უფლისგან, მაგრამ ადამიანთა უმრავლესობას არ სწამს.
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც ალლაჰს სიცრუეს მიაწერს? ისინი წარდგებიან თავიანთი ღმერთის წინაშე და მოწმეები იტყვიან: «აი, ისინი, რომელთაც იცრუეს თავიანთ ღმერთზე. უეჭველად, დაე (იყოს) ალლაჰის წყევლა უსამართლოებზე [მრავალღმერთიანებზე]».
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
ისინი, რომელნიც აცდენდნენ სხვებს ალლაჰის გზიდან [მისადმი მორჩილებისგან ], და ცდილობდნენ ამ გზის დამახინჯებას, და არ სწამდათ მარადიული ცხოვრება,
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
ასეთები (ურწმუნოები) ვერასოდეს შეასუსტებენ ალლაჰის სასჯელს დედამიწაზე (ვერ გაექცევიან მას), და არ ჰყავთ მათ ალლაჰის გარდა მფარველები (ვინც შეძლებდა მათ დაცვას მისი სასჯელისგან). გაორმაგებული იქნება მათთვის სასჯელი. მათ არ შეეძლოთ მოსმენა და ვერც ხედავდნენ.
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
ასეთები არიან ისინი, რომელთაც საკუთარი თავები წააგეს, და დაეკარგათ მათ ის, რაც მოიგონეს [ცრუ ღმერთები, რომელთა შუამდგომლობასაც იმედოვნებდნენ].
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽ
ეჭვგარეშეა, რომ საიქიოში სწორედ ისინი იქნებიან ყველაზე მეტად წაგებულნი.
ﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍ
უეჭველად, რომელთაც ირწმუნეს, და კეთილი საქმეები აკეთეს, და მორჩილნი იყვნენ თავიანთი ღმერთის წინაშე, სწორედ ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.
ﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜ
მაგალითი ორივე ჯგუფისთვის ბრმა და ყრუ [ურწმუნოს მაგალითი] და მხედველი და მსმენელი [მორწმუნის მაგალითი]. ნუთუ ისინი ტოლნი არიან ერთმანეთის მაგალითით? ნუთუ არ შეიგონებთ?
ﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და ჩვენ წარვგზავნეთ ნუჰი (ნოე) თავის ხალხთან (მან უთხრა მათ): «მე თქვენთვის ცხადი შემგონებელი ვარ,
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔ
რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა (ერთადერთი) ალლაჰისა. ჭეშმარიტად, მე მეშინია თქვენთვის მტანჯველი დღის სასჯელის».
ﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
და თქვეს მისმა ხალხმა, რომელთაც უარყვეს: «ჩვენ ვერ გხედავთ სხვას, გარდა ჩვენნაირი ადამიანისა, და ვერ ვხედავთ, რომ ვინმე მოგყვება, გარდა ჩვენს შორის ყველაზე უბადრუკებისა. და ვერ ვხედავთ თქვენში რაიმე უპირატესობას ჩვენზე. პირიქით ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ მატყუარები ხართ».
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
თქვა (შუამავალმა ნუჰმა): «ჰეი, ჩემო ხალხო! რას იტყვით, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან თავისი წყალობა მომმადლა, მაგრამ ის თქვენთვის დაფარული დარჩა? განა გაიძულებთ მის მიღებას, მაშინ, როცა თქვენ იგი გძულთ?
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪ
ჰეი, ჩემო ხალხო! მე (ნუჰი) არ გთხოვთ თქვენ ამისთვის ქონებას. ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰზეა. და მე არ განვდევნი მათ, რომელთაც ირწმუნეს. ჭეშმარიტად, ისინი შეხვდებიან თავიანთ ღმერთს, მაგრამ მე გხედავთ თქვენ, როგორც უმეცარ ხალხს.
ﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵ
ჰეი, ჩემო ხალხო! ვინ დამიცავს ალლაჰისგან, თუ მე მათ (მორწმუნეებს) განვდევნი? ნუთუ არ დაფიქრდებით?
ﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
და არ გეუბნებით თქვენ, რომ ჩემთანაა ალლაჰის საგანძურები, და არც დაფარული ვიცი, და არც იმას ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. და არც ვეტყვი იმათზე, ვისაც თქვენი თვალები შეურაცხყოფით უყურებენ [საწყალ და სუსტ მორწმუნეებს], რომ ალლაჰი მათ სიკეთეს არ მიაგებს. ალლაჰმა უკეთ იცის, რაც მათ სულებშია. მაშინ, მე უსათუოდ უსამართლოთაგანი ვიქნებოდი».
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤ
უთხრეს [ცნობილმა ხალხმა]: «ჰეი, ნუჰ! შენ გვეკამათებოდი და გაახშირე ჩვენი კამათი. მაშ, მოგვივლინე ის, რითაც გვემუქრები, თუკი მართალთაგანი ხარ».
ﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
უთხრა (ნუჰმა): «მას მხოლოდ ალლაჰი მოგივლენთ, თუ ინებებს, და თქვენ ვერ დააღწევთ თავს.
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤ
და არ გამოგადგებათ ჩემი რჩევა, თუნდაც რომ მინდოდეს თქვენთვის რჩევის მოცემა, თუ ალლაჰს თქვენი გზააბნევა სურს (თქვენი ურჩობისა და ჯიუტობის გამო). იგია თქვენი ღმერთი და მასთან იქნებით დაბრუნებულნი».
ﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲ
(მრავალღმერთანები შენი ხალხისგან იტყვიან ო, შუამავალო მუჰმმად) ან იტყვიან: «მან (მუჰამმადმა) შეთხზა (ყურანი)». უთხარი: «თუ მე შევთხზე, ჩემზე იყოს ჩემი ცოდვა, და მე თავისუფალი ვარ იმისგან, რაშიც თქვენ სცოდავთ [თქვენი ურწმუნოებისაგან]».
ﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄ
და შთაეგონა ნუჰს, რომ შენი ხალხიდან არავინ ირწმუნებს, გარდა იმათი, რომელთაც უკვე ირწმუნეს. ამიტომ ნუ დამწუხრდები იმის გამო, რასაც ისინი სჩადიოდნენ.
ﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐ
ააგე კიდობანი ჩვენი მეთვალყურეობითა და შთაგონებით, და ნუღარაფერს მეტყვი უსამართლოთა შესახებ, რადგან ისინი უნდა დაიხრჩონ.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥ
და აგებდა კიდობანს. და ყოველთვის, როცა მის გვერდით ჩაივლიდნენ მისი ხალხის წარჩინებულნი, დასცინოდნენ მას. მან თქვა: «თუ თქვენ დაგვცინით, ჩვენც დაგცინებთ თქვენ, ისევე, როგორც თქვენ დაგვცინით.
ﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰ
მალე გაიგებთ, ვის მოევლინება დამამცირებელი სასჯელი და ვის დაატყდება თავს მარადიული სასჯელი».
ﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება (ურწმუნოთა დაღუპვის შესახებ) და ადუღდა (წყლით) თონე, ვუთხარით: «შეიყვანე მასში [გემში] ყოველი სახეობიდან თითო წყვილი [მამრობითი და მდედრობითი], აგრეთვე შენი ოჯახი, გარდა მათისა, რომელთაც უკვე შეეხო სიტყვა [გარდა შენი შვილისა და ცოლისა], და (შეიყვანე გემში) ისინი, რომელთაც ირწმუნეს». მაგრამ მასთან ერთად [ნუჰთან] მხოლოდ მცირედმა ირწმუნეს.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
და უთხრა (ნუჰმა) (მორწმუნეებს): «ჩასხედით მასში, ალლაჰის სახელითაა მისი სვლაც და მისი გაჩერებაც. უეჭველად, ჩემი ღმერთი მიმტევებელი, შემწყალებელია».
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮ
და მიედინებოდა იგი [გემი] მათთან ერთად ტალღებზე, რომლებიც მთებს ჰგავდა. და მიმართა ნუჰმა თავის შვილს, რომელიც განცალკევებით იყო [მორწმუნეთაგან]: «ო, შვილო ჩემო, ამოდი ჩვენთან ერთად (გემში) და ნუ იქნები ურწმუნოებთან (რომლებიც ყველა დაიხრჩვებიან)».
ﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
[შვილმა უთხრა] (შუამავალ ნუჰს): «მთას შევეფარები, რომელიც დამიცავს წყლისგან». უთხრა: «დღეს არ არსებობს დამცველი ალლაჰის ბრძანებისგან, გარდა იმისა, ვისაც ის შეიწყალებს». და მათ შორის ტალღა ჩადგა და ის იყო ერთ-ერთი დახრჩობილთაგანი.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და ითქვა (ალლაჰის მიერ), მას შემდეგ რაც ყველა ურწმუნო დაიხრჩო: «ო, მიწავ! შთანთქე შენი წყალი! და ო, ცაო! შეჩერდი [გააჩერე წვიმა]!» და წყალი დაეცა (დაიწია), და აღსრულდა ალლაჰის ბრძანება, და [გემი] გაჩერდა ალ-ჯუდის მთაზე. და ითქვა: «შორს [ალლაჰის წყალობისგან] უსამართლონი [ურწმუნონი]!»
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌ
და მოუხმო ნუჰმა თავის ღმერთს და უთხრა: «ღმერთო ჩემო! ჭეშმარიტად, ჩემი შვილი ჩემი ოჯახიდანაა, და შენი აღთქმა ჭეშმარიტია, და შენ ხარ ყველაზე ბრძენი მსაჯულთაგან».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
ბრძანა (დიდებულმა ალლაჰმა): «ჰეი, ნუჰ! ის შენი ოჯახიდან არ არის. უეჭველად, ის არასწორი საქმეა (ეს შენი თხოვნა არა სწორია იმიტომ, რომ ის ურწმუნო შენი ოჯახიდან არ ითვლება). ამიტომ ნუ მთხოვ იმას, რის შესახებაც ცოდნა არ გაგაჩნია. მე გარიგებ შენ, რათა არ იყო უმეცართა შორის».
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
თქვა (ნუჰმა): «უფალო ჩემო! მე შენ შემოგფარებივარ, რათა არ გთხოვო ის, რის შესახებაც ცოდნა არ გამაჩნია. და თუ არ მომიტევებ და არ შემიწყალებ, ვიქნები წაგებულთა შორის».
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔ
თქვა (ალლაჰმა): «ო, ნუჰ! ჩამოდი (გემიდან) ჩვენგან მშვიდობით და ბარაქით შენზე და მათზე, ვინც შენთან ერთად არის, მაგრამ იქნებიან ისეთი თემებიც, რომლებსაც ჩვენ მივცემთ სიკეთეებს (მხოლოდ ამ წუთისოფელში), ხოლო შემდეგ მათ მოეწევათ ჩვენგან მტანჯველი სასჯელი».
ﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫ
ეს [რასაც ჩვენ გიამბეთ] იმ უხილავი ამბებათაგანია, რომლებიც ჩვენ შთაგონებით გიცხადეთ, (ო, მოციქულო) არც შენ და არც შენმა ხალხმა იცოდით ისინი აქამდე. მაშ, მოითმინე (ის ტანჯვა და ზიანი), რასაც შენი ხალხი გაყენებს! ჭეშამრიტად, კარგი დასასრული ღვთისმოშიშთათვისაა.
ﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠ
ადიელებთან (წარვგზავნეთ ჩვენ) მათი ძმა ჰუდი. უთხრა (შუმავალმა ჰუდმა): «ჰეი, ხალხო ჩემო! თაყვანი ეცით (მხოლოდ) ალლაჰს! თქვენთვის არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა მისი. თქვენ მხოლოდ ცილისმწამებლები ხართ (ალლაჰის გარდა ცრუდ ღმერთებს რომ იგონებთ).
ﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰ
ჰეი, ჩემო ხალხო! არ გთხოვთ ამაზე საზღაურს. ჩემი საზღაური მხოლოდ მასზეა (ალლაჰზე), ვინც შემქმნა. ნუთუ ვერ ხვდებით?
ﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ო, ჩემო ხალხო! ითხოვეთ შენდობა თქვენი უფლისაგან (თქვენი ურწმუნოებისთვის), შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე თქვენი ცოდვები და (თუ ასე მოიქცევით) ის გამოგიგზავნით ციდან უხვ ნალექს და შეგმატებთ ძალას თქვენს ძალაზე (გაგამრავლებთ და გაგაძლიერებთ), და ნუ გაემიჯნებით (იმ მოწოდებას, რისკენაც გიწვევთ), მეამბოხედ [ურწმუნოდ]».
ﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒ
მათ უთხრეს: «ჰეი, ჰუდ! შენ ჩვენთვის არანაირი ცხადი მტკიცებულება არ მოგიტანია, და ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ღმერთებს შენი სიტყვის გამო, და ჩვენ შენი არ გვწამს.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢ
ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ზოგიერთმა ჩვენმა ღვთაებამ ბოროტებით შეგეხო შენ». მან თქვა: «მე ვამოწმებ ალლაჰს და თქვენც დაამოწმეთ, რომ მე შორს ვარ იმისგან, რასაც თქვენ თანაზიარად უდგენთ მას (ალლაჰს),
ﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫ
მის (ალლაჰის) გარდა. მაშ, მტრულად მომექეცით ყველანი ერთად [თქვენ და თქვენი ცრუ ღვთაებები] და შემდეგ ნუ მომცემთ დროს [ნუ დამაცდით]!
ﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀ
მე ალლაჰს მივენდე, ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთს. არ არსებობს არც ერთი ცოცხალი არსება, რომელიც არ იყოს მის ხელში [მისი ძალაუფლების ქვეშ]. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი არის სწორ გზაზე [ის სამართლიანია თავის გადაწყვეტილებებში და სიკეთეს სიკეთითვე აჯილდოებს, და ის მე დამიცავს თგვენგან],
ﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘ
ხოლო თუ ზურგს შეაქცევთ, მე უკვე გამცნეთ ის, რითაც მოვლინებული ვიყავი თქვენთან. და ჩემი ღმერთი თქვენს ნაცვლად სხვა ხალხს მოიყვანს და თქვენ მას ვერაფერს ავნებთ. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ყოვლისმფარველია».
ﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧ
და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, გადავარჩინეთ ჰუდი და რომელთაც ირწმუნეს მასთან ერთად, ჩვენი წყალობით, და ვიხსენით ისინი სასტიკი სასჯელისგან.
ﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
და აი, ადელები, რომლებმაც უარყვეს თავიანთი ღმერთის სასწაულები, არ დაემორჩილნენ მის შუამავლებს და გაჰყვნენ ყოველი ჯიუტი ტირანის ბრძანებას.
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪ
და დაედევნათ მათ ამქვეყნად წყევლა და აღდგომის დღესაც. ჭეშმარიტად, ადის ტომი გახდა ურწმუნო თავისი ღმერთის! დაე, დაშორდნენ [ალლაჰის წყალობას] ადელები, ჰუდის ხალხი!
ﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊ
და სამუდის ხალხს (გავუგზავნეთ) მათი ძმა საალიჰი. მან უთხრა: «ჰეი, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს. თქვენთვის არ არსებობს სხვა ღვთაება, გარდა მისი. მან გაგაჩინათ თქვენ მიწისგან და დაგასახლათ მასზე. მაშ, სთხოვეთ მას შენდობა, შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე. ნამდვილად, ჩემი უფალი ახლოსაა და პასუხობს (ვედრებას)!»
ﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝﰞﰟﰠﰡ
უთხრეს (სამუდელებმა): «ჰეი, საალიჰ! შენ ჩვენ შორის იმედის მომცემი იყავი (პატივისცემას იმსახურებდი, ჭკვიანი და საღი აზრის მქონე იყავი) ამაზე წინ. ნუთუ გვიკრძალავ, რომ ვეთაყვანოთ იმას, რასაც ჩვენი მამები ეთაყვანებოდნენ? და ჭეშმარიტად, ჩვენ ღრმა ეჭვში ვართ იმის შესახებ, რისკენაც შენ გვიხმობ».
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
(საალიჰმა) უთხრა: «ჰეი, ჩემო ხალხო! აბა, დაფიქრდით, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან თავისი წყალობა მომმადლა, ვინ დამიცავს ალლაჰისგან, თუ მე მას ვეურჩები? თქვენ კი ზარალის მეტს ვერაფერს შემმატებთ.
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჰეი, ხალხო ჩემო! ეს ალლაჰის (დედალი) აქლემია, თქვენთვის სასწაულად. მიუშვით, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და ბოროტად არ შეეხოთ მას, თორემ მოგევლინებათ ახლო სასჯელი».
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉ
მაგრამ მათ დაკლეს იგი. მაშინ მან (შუამავალმა საალიჰმა) უთხრა მათ: «ისიამოვნეთ თქვენს სახლებში სამი დღე. ეს არის აღთქმა (იმ უბედურებისა რაც თავს დაგატყდებათ), რომელიც არ იქნება ცრუ».
ﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝ
და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენი წყალობით ვიხსენით საალიჰი და მასთან ერთად მორწმუნენი, და იმ დღის სირცხვილისგან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლადძლიერი, ძლევამოსილია.
ﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦ
და უსამართლოებს მოევლინათ ძლიერი ხმა და (რის შედეგადაც) აღმოჩნდნენ ისინი თავიანთ საცხოვრებლებში დაგდებულნი [მკვდარნი].
ﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖ
თითქოს არც კი უცხოვრიათ იქ. უეჭველად, სამუდის ხალხი გახდა ურწმუნო თავისი უფლის მიმართ. დაე, იყვნენ შორს (ალლაჰის წყალობას) სამუდელები!
ﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨ
და ჩვენი მოციქულები (ანგელოზები) ეახლნენ იბრაჰიმს სასიხარულო ცნობით. მათ უთხრეს: «მშვიდობა!» მანაც უპასუხა: «მშვიდობა!» და არ დააყოვნა, რომ მოეტანა შემწვარი ხბო (ის ვერ მიხვდა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ ადამიანური გარეგნობით).
ﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼ
და როცა მან (იბრაჰიმმა) დაინახა, რომ მათი [ანგელოზები, რომლებიც ადამიანების სახით მოვიდნენ] ხელები არ მიეკარებოდა მის [საპატივცემულო საჭმელს], ვერ იცნო ისინი (დაეჭვდა მათში) და შიში იგრძნო მათგან (იფიქრა, რომ მტრები ან ქურდები იყვნენ), (როცა დაინახეს, რომ შიშმა მოიცვა იგი, ანგელოზებმა) უთხრეს: «ნუ გეშინია! ჩვენ მოსული ვართ ლუტის ხალხთან (იმისათვის, რომ დავასჯათ ისინი)».
ﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆ
და მისი ცოლი [სარა] იდგა (ესმოდა ეს საუბარი) და გაიცინა და ჩვენ ვახარეთ მას ისჰააყის შესახებ [რომ იგი შობს ძეს, რომელსაც დაარქმევენ ისჰააყს], და ისჰააყის შემდეგ იაყუბის შესახებ [რომ ისჰააყს შეეძინება ძე იაყუბი].
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞ
(ამ ამბავით გაკვირვებულმა სარამ) თქვა: «ვაი ჩემდა სიმწარე! ნუთუ მე შვილი შემეძინება მაშინ, როცა უკვე მოხუცი ვარ, და ეს ჩემი ქმარი ბერიკაცია? ნამდვილად, ეს საოცარი რამ არის!»
ﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯ
(ანგელოზებმა) უთხრეს: «განა ალლაჰის ბრძანება გაკვირვებს? ალლაჰის წყალობა და მისი კურთხევა იყოს თქვენზე, ო, ამ სახლის [შუამავლების ოჯახის] ბინადარნო! ნამდვილად, ის (ალლაჰი) ქებული, დიდებულია!»
ﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻ
როცა იბრაჰიმს შიშმა გაუარა და სასიხარულო ამბავი ეუწყა, ლუტის ხალხის გამო დაგვიწყო დავა (იქნება და გადაათქმევინოს მათი განადგურება).
ﭼﭽﭾﭿﮀﮁ
ჭეშმარიტად, იბრაჰიმი იყო უეჭველად მოთმინებით სავსე [სასჯელს არ აჩქარებდა], მორჩილი (ალლაჰის წინაშე) და მუდამ მომნანიე.
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒ
(ანგელოზებმა უთხრეს): «ჰეი, იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას! რამეთუ, უკვე მოვიდა შენი უფლის ბრძანება და უეჭველად, მათ გარდაუვალი სასჯელი ეწევათ».
ﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠ
და როცა მოვიდნენ ჩვენი მოციქულნი [ანგელოზები] ლუტთან, დამწუხრდა ის მათ გამო (რადგან არ იცოდა, რომ ისინი ანგელოზები იყვნენ და შეეშინდა, რომ მისი ხალხი მათ ცუდი მიზნებით მიადგებოდა), და იგრძნო უძლურება [ვერაფრით შეეძლო თავისი სტუმრების დაცვა], და თქვა: «ეს მძიმე დღეა!»
ﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
და მივიდა მასთან [ლუტთან] მისი ხალხი, სწრაფად და აჩქარებით (იმისთვის, რომ მისი სტუმრები სიბილწისკენ წაეხელებინათ) და მანამდე ისინი ჩადიოდნენ ბოროტ საქმეებს [მამაკაცებთან სქესობრივ კავშირს]. უთხრა (შუამავალმა ლუტმა) თავის ხალხს: «ო, ჩემო ხალხო! აი, ესენი ჩემი ქალიშვილები [თქვენი ქალები], ისინი უფრო წმიდანი არიან თქვენთვის (თუ გსურთ ქორწინება), ვიდრე ის სიბილწე, რასაც აპირებთ. გეშინოდეთ ალლაჰის (და მოშორდით იმას, რაც მან აკრძალა), და ნუ შემარცხვენთ ჩემს სტუმართა წინაშე. ნუთუ თქვენს შორის არც ერთი გონიერი ადამიანი არ მოიძებნება, ვინც შეგაჩერებთ ამ ბოროტებისგან?»
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭ
მათ თქვეს: «შენ ხომ იცი (ო, ლუტ), რომ ჩვენ არავითარი სურვილი არ გვაქვს შენი ქალიშვილების მიმართ [და საერთოდ ქალების მიმართ], და შენ ნამდვილად იცი, რაც ჩვენ გვსურს».
ﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹ
თქვა: «ნეტავ მქონდეს თქვენს წინააღმდეგ ძალა, ან თავი შევაფარო მტკიცე საყრდენს [ნათესავებს] (აუცილებლად შეგაჩერებდით)»
ﯺﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏﰐﰑﰒﰓﰔﰕﰖﰗﰘﰙﰚﰛﰜﰝ
უთხრეს: «ჰეი, ლუტ! ჭეშმარიტად, ჩვენ შენი ღმერთის მოციქულები (ანგელოზები) ვართ. ისინი შენ ვერაფერს დაგაკლებენ. გაიყვანე შენი ოჯახი ღამის ერთ ნაწილში და არც ერთმა თქვენგანმა უკან არ მოიხედოს, შენი ცოლის გარდა. ჭეშმარიტად, მასაც იგივე ეწევა, რაც მათ. ჭეშმარიტად, მათი დათქმული დრო დილაა. განა დილა ახლოს არ არის?»
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝ
ხოლო როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენ გადავაქცევინეთ მისი [მათი ქალაქის] ზემო ნაწილი ქვემოდ და გავაწვიმედ მასზე გამომწვარი თიხის ქვები, ფენა-ფენად დაწყობილი (ერთიმეორეზე მიყოლებით).
ﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
(და ეს ქვები იყო) შენს უფალთან ნიშანდებული [ეს არ იყო უბრალო ქვები]. და ისინი [ასეთი ქვები] შორს არ არიან უსამართლოთა [ურწმუნოთაგან, რომლებიც შენს შუამავლობას არ აღიარებენ, ო, მუჰამმად]!
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆ
და მადიანში (ჩვენ წარგვზავნეთ) მათი ძმა შუ'აიბი. მან უთხრა: «ჰეი, ჩემო ხალხო! თაყვანი ეცით ალლაჰს! თქვენ არ გყავთ სხვა ღვთაება, გარდა მისი. და ნუ დააკლებთ საწყაოსა და სასწორს. უეჭველად, მე გხედავთ თქვენ კეთილდღეობაში და უეჭველად, მე მეშინია თქვენთვის ყოვლისმომცველი დღის სასჯელისა.
ﮇﮈﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
ჰეი, ჩემო ხალხო! სრულად დაიცავით ზომა და წონა სამართლიანად [იყავით მართალნი ამ საქმეში], და ნუ დააკლებთ ხალხს თავიანთ კუთვნილს, და ნუ ივლით მიწაზე უწესრიგობის თესვით [ნუ გააკეთებთ იმას, რაც ალლაჰმა აკრძალა].
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣ
ის, რაც ალლაჰმა დაგიტოვათ [ნებადართული მოგება], უკეთესია თქვენთვის, თუკი მორწმუნენი ხართ. და მე თქვენზე მცველი როდი ვარ.
ﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
მათ უთრეს: «ჰეი, შუ'აიბ! განა შენი ლოცვა გიბრძანებს, რომ მივატოვოთ ის, რასაც ჩვენი მამა-პაპა ეთაყვანებოდა, ან ჩვენს ქონებას ისე არ მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვსურს? ჭეშმარიტად, შენ ხარ მომთმენი, გონიერი!» (ეს თქვეს ირონიის სახით. იხ. იბნ ქასიირის განმარტება)
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
(შუამავალმა შუ'აიბმა) უთხრა: «ჰეი, ჩემო ხალხო! თუ გიფიქრიათ, თუ მე ჩემი ღმერთისგან ცხად მტკიცებულებაზე ვარ და მან მომცა თავისგან მშვენიერი სარჩო? და არ მსურს, რომ შეგეწინააღმდეგოთ იმაში, რასაც გიკრძალავთ. მე მხოლოდ გამოსწორება მსურს, რამდენადაც შემიძლია. და ჩემი წარმატება მხოლოდ ალლაჰისგანაა. მასზე ვარ მინდობილი და მხოლოდ მას მივმართავ (მონანიებით).
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨ
ჰეი, ჩემო ხალხო, ჩემთან უთანხმოებამ არ გაიძულოთ, რომ თქვენც იგივე გეწიოთ, რაც ეწია ნუჰის ხალხს, ან ჰუდის ხალხს, ან საალიჰის ხალხს. და ლუტის ხალხი ხომ თქვენგან შორს არ არის (დიდი ხნის წინ არ იყვნენ).
ﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳ
სთხოვეთ პატიება თქვენს უფალს (იმ ცოდვებისთვის, რომლებიც უკვე ჩაიდინეთ), შემდეგ კი მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად, ჩემი უფალი შემწყალებელი, მოყვარულია (იმათ მიმართ, ვინც მას მონანიებით მიმართავს).
ﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
მათ უთხრეს: «ჰეი, შუ'აიბ! ჩვენ ვერ ვიგებთ ბევრს, რასაც შენ ამბობ. და ჩვენ ნამდვილად გხედავთ ჩვენს შორის სუსტად. და რომ არა შენი გვარეულობა, უთუოდ ჩაგქოლავდით. და შენ ჩვენთვის ძვირფასი არ ხარ».
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙ
(შუამავალმა შუ'აიბმა) უთხრა: «ჰეი, ჩემო ხალხო! ნუთუ ჩემი საგვარეულო უფრო ძვირფასია თქვენთვის, ვიდრე ალლაჰი? და თქვენ ის ზურგს უკან მიატოვეთ. უეჭველად, ჩემი ღმერთი ყოვლისმომცველია იმისა, რასაც თქვენ სჩადიხართ!
ﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯ
ჰეი, ჩემო ხალხო! იმოქმედეთ თქვენი შესაძლებლობებისამებრ, მეც ვიმოქმედებ. მალე გაიგებთ, ვის მოევლინება სასჯელი, რომელიც შეარცხვენს მას, და ვინ არის მატყუარა. დაელოდეთ, მეც თქვენთან ერთად დაველოდები».
ﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢﯣ
და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ჩვენი წყალობით ვიხსენით შუ'აიბი და მასთან ერთად მორწმუნენი. ხოლო უსამართლონი შეიპყრო საზარელმა ხმამ და ისინი თავიანთ სახლებში პირქვე დამხობილნი აღმოჩნდნენ.
ﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯ
ისე, თითქოს ისინი იქ არასოდეს ყოფილან. ო, დიახ! დაე, დაშორდნენ (ალლაჰის წყალობას) მადიანელები, ისე როგორც დაშორდნენ სამუდელები.
ﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶ
და ვფიცავ, ჩვენ წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებითა და ცხადი ხელმწიფებით
ﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂ
ფარაონთან და მის დიდებულებთან. და ისინი დაემორჩილნენ ფარაონის ბრძანებას, და ფარაონის ბრძანება არ იყო სწორი.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛ
ის თავის ხალხს გაუძღვება აღდგომის დღეს და ცეცხლში მიიყვანს მათ. და რა საზარელია ის ადგილი, სადაც მიიყვანეს!
ﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦ
და თან სდევდათ წყევლა ამქვეყნადაც და აღდგომის დღესაც. და რა საშინელია ის ბოძებული ჯილდო, რომელიც მათ ეძლევათ! (წყევლა ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც)
ﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱ
ეს იმ დასახლებათა ამბებიდანაა, რომელსაც გიამბობთ შენ (ო, შუამავალო). ზოგი მათგანი კვლავ დგას, ზოგი კი განადგურებულია.
ﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋﮌ
ჩვენ არ დაგვიჩაგრავს ისინი, არამედ მათ თავიანთი თავები დაჩაგრეს. და ვერაფრით უშველეს მათ თავიანთმა (ცრუ) ღვთაებებმა, რომლებსაც ალლაჰის გარდა უხმობდნენ, როცა შენი ღმერთის ბრძანება მოვიდა. და არაფერი შემატეს მათ, გარდა დაღუპვისა.
ﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚ
ასეთია შენი ღმერთის სასჯელი, როცა ის სჯის უსამართლო სოფლებს. უეჭველად, მისი სასჯელი მტანჯველი, მკაცრია!
ﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨﮩﮪﮫﮬ
ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული იმისთვის, ვისაც ეშინია იმქვეყნიური სასჯელის. ეს ის დღეა, როცა შეკრებილი იქნება ხალხი, და ეს არის დღე, რომელსაც ყველა იხილავს.
ﮭﮮﮯﮰﮱﯓ
და ჩვენ მას არ გადავდებთ, გარდა დათქმულ ვადამდე.
ﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚﯛﯜﯝﯞﯟ
იმ დღეს, როცა ის (განკითხვის დღე) დადგება ვერც ერთი სული ვერ ილაპარაკებს, გარდა მისი ნებართვით. მათ შორის იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი.
ﯠﯡﯢﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩ
ხოლო უბედურნი ცეცხლში იქნებიან, და იქ მათთვის იქნება მოთქმა [ტანჯვის კვნესა] და ღრიალი.
ﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺ
მარადიულად იქნებიან იქ, სანამ იარსებებს ცა და მიწა, გარდა იმისა, თუ შენი უფალი ინებებს (სხვაგვარად) ვინაიდან, ნამდვილად, შენი უფალი აღასრულებს ყველაფერს, ინებებს რასაც!
ﯻﯼﯽﯾﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇﰈﰉﰊﰋﰌﰍﰎﰏ
ხოლო ბედნიერნი სამოთხეში იქნებიან, სამუდამოდ დამკვიდრდებიან იქ, ვიდრე იარსებებენ ცანი და მიწა, გარდა იმისა, რასაც ინებებს შენი ღმერთი. ეს არის ჯილდო, რომელიც არასოდეს შეწყდება.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧ
ნუ იქნები (ო, მოციქულო) ეჭვში იმის შესახებ, რასაც ესენი [მრავალღმერთიანები] თაყვანს სცემენ, ისინი თაყვანს სცემენ მხოლოდ ისე, როგორც მათი მამები [წინაპრები] სცემდნენ მანამდე. ნამდვილად, ჩვენ სრულად მივაგებთ მათ მათ წილს შემცირების გარეშე!
ﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼ
ჩვენ ნამდვილად მივეცით (შუამავალ) მუსას წიგნი [თორა], და მის ხალხში გაჩნდა უთანხმოება მის შესახებ [თორას შინაარსისა და კანონების მიმართ]. [ზოგმა ირწმუნა თორა, ხოლო სხვებმა უარყვეს იგი.] (იგივე გზა აირჩია შენმა ხალხმაც, ო, მუჰამმად, ყურანის მიმართ.) და რომ არა შენი უფლის სიტყვა (მისი წინასწარ დადგენილი განჩინება, რომ არ აჩქარებს სასჯელს), აუცილებლად უკვე გადაწყდებოდა მათ შორის [ურწმუნონი დაისჯებოდნენ, ხოლო მორწმუნენი გადარჩებოდნენ]. თუმცა ისინი [ურწმუნო იუდეველები და მრავალღმერთიანები] ნამდვილად იმყოფებიან დაბნეულ და შემაძრწუნებელ ეჭვში ამასთან დაკავშირებით [ყურანთან].
ﭽﭾﭿﮀﮁﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈ
და უეჭველად, შენი ღმერთი ყველას სრულად მიუზღავს თავიანთი ნამოქმედარისთვის. ჭეშმარიტად, მან უწყის, რასაც ისინი სჩადიან.
ﮉﮊﮋﮌﮍﮎﮏﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖ
მაშ, იდექი სწორად (სწორ გზაზე), როგორც ნაბრძანები გაქვს, შენ და ვინც შენთან ერთად მოინანია. და ზღვარს ნუ გადახვალთ. უეჭველად, იგი ხედავს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ.
ﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡﮢﮣﮤﮥﮦﮧﮨ
და ნუ დაეყრდნობით მათ, რომლებიც უსამართლობას სჩადიან [ნუ გადაიხრებით მათკენ სიყვარულით], რადგან ამის გამო შეიძლება ცეცხლი შეგეხოთ. და თქვენ არ გყავთ ალლაჰის გარდა არც დამხმარეები და არც მფარველები. შემდეგ კი, ვერავინ დაგიცავთ!
ﮩﮪﮫﮬﮭﮮﮯﮰﮱﯓﯔﯕﯖﯗﯘﯙﯚ
და აღასრულე ლოცვა დღის ორივე მხარეს [განთიადზე და ორი ლოცვა დღის მეორე ნახევარში] და ღამის ახლო საათებში [საღამოს და ღამის ლოცვა]. ჭეშმარიტად, კარგი საქმეები შლის ცუდ საქმეებს! ეს შეხსენებაა მათთვის, ვინც იხსენებს [ვისთვისაც შეგონება სასარგებლოა].
ﯛﯜﯝﯞﯟﯠﯡﯢ
და მოითმინე (ო, შუამავალო) (ის ტკივილი და შეურაცხყოფა, რასაც მრავალღმერთიანები გაყენებენ), რადგან ალლაჰი არ აქარწყლებს ჯილდოს საზღაურს გულწრფელად კეთილისმოქმედთ!
ﯣﯤﯥﯦﯧﯨﯩﯪﯫﯬﯭﯮﯯﯰﯱﯲﯳﯴﯵﯶﯷﯸﯹﯺﯻﯼﯽﯾ
ო, ნეტავ ყოფილიყვნენ თქვენამდე მცხოვრებ თაობებში ისეთი ადამიანები, რომლებიც რწმენითა და გონიერებით იქნებოდნენ გამორჩეულნი, და რომლებიც შეაკავებდნენ ხალხს ბოროტებისგან მიწაზე [ურწმუნოებისგან და ცოდვისგან]! მაგრამ ასეთი ადამიანები ცოტანი აღმოჩნდნენ მხოლოდ მცირედნი მათგან, ვისაც ჩვენ გადავარჩინეთ. (მათგან კი ცოტანი უსმენდნენ, და კიდევ უფრო ცოტანი მისდევდნენ მათ), ხოლო ვინც უსამართლობას სჩადიოდნენ, მიჰყვნენ იმ ფუფუნებას, რომლითაც იყვნენ დაჯილდოებულნი და გახდნენ ბოროტმოქმედნი [ურწმუნონი].
ﯿﰀﰁﰂﰃﰄﰅﰆﰇ
და არ არის შენი უფალი ისეთი, რომ გაანადგუროს ქალაქები უსამართლოდ, როცა მათი მცხოვრებნი კეთილისმქმნელნი არიან.
ﭑﭒﭓﭔﭕﭖﭗﭘﭙﭚﭛﭜ
შენს უფალს რომ ნდომებოდა, იგი ყველა ადამიანს ერთ თემად აქცევდა, მაგრამ ისინი კვლავაც აზრთა სხვადასხვაობაში არიან,
ﭝﭞﭟﭠﭡﭢﭣﭤﭥﭦﭧﭨﭩﭪﭫﭬﭭﭮ
გარდა იმათი, ვინც შეიწყალა შენმა უფალმა. და ამისთვის გააჩინა ისინი. და აღსრულდა შენი უფლის სიტყვა: აუცილებლად ავავსებ ჯოჯოხეთს ჯინებითა და ადამიანებით ყველანით ერთად [მათ, რომელნიც სატანას მიჰყვებიან]
ﭯﭰﭱﭲﭳﭴﭵﭶﭷﭸﭹﭺﭻﭼﭽﭾﭿﮀﮁ
და ყოველივეს, რასაც გიამბობთ შუამავალთა ამბებიდან (ო, შუამავალო), იმისთვისაა, რომ განგიმტკიცოთ გული. და მოვიდა შენთან ამ [სურაში] ჭეშმარიტება, დარიგება და შეგონება მორწმუნეთათვის.
ﮂﮃﮄﮅﮆﮇﮈﮉﮊﮋ
და უთხარი (ო, შუამავალო) მათ, რომელთაც არ სწამთ: «იმოქმედეთ თქვენი ძალისამებრ [როგორც თვლით სწორად], და, უეჭველად, ჩვენც ვიმოქმედებთ (როგორც გვიბრძანა ჩვენმა უფალმა),
ﮌﮍﮎﮏ
და დაელოდეთ (და ნახავთ, როგორ დასრულდება ჩვენი საქმე), და ჩვენც დაველოდებით (თუ როგორ დასრულდება თქვენი საქმე)».
ﮐﮑﮒﮓﮔﮕﮖﮗﮘﮙﮚﮛﮜﮝﮞﮟﮠﮡ
და ალლაჰს ეკუთვნის ცათა და მიწის უხილავი, და მასთან ბრუნდება ყოველი საქმე. მაშ, თაყვანი ეცი (მხოლოდ) მას და (მხოლოდ) მას მიენდე. შენი უფალი არ არის უყურადღებო იმის მიმართ, რასაც თქვენ აკეთებთ.

წმინდა ყურანი


Tuesday, August 18, 2026

Don't forget us in your sincere prayers